შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო არჩევანი (3)


15-07-2015, 23:44
ავტორი anuki_just love
ნანახია 2 756

ყველა გაოებული დარჩა განსაკუთრებით კი გაგა,ვალებით ვანიშნე არაფერი შეემჩნა,ნიკა პირდაღებული მიყურებდა,მასზე აკრულ კატოს კი ღიმილი დასტამაშებდა სახეზე.ეტყობა იფიქრა ბიჭს აღარ მახევსო და დაწყნარდა კერესელიძე.
-რასაკეთებ?-თავისკენ მომქაჩა გაგამ და გაბრაზებულმა ჩუმად მკითხა
-რა გეღირსა შე საცოდაო!-გავუღიმე და მკლავზე ჩამოვეკიდე ისე მწარედ ვუჩქმიტე არაფერი შეიმჩნიოთქო რომ უეჭველად დაულურჯდებოდა ნაჩქმეტი
ხმა აღარ ამოუღია,ნიკა კატომ სულ ძალით წაათრია,აი ასე გაღიმებული დავრჩი გაგასთან აკდებული
-კამარკვევ რა ხდება?!-მკაცრად მითხრა და წინ დამიდგა
-რა უნდა ხდებოდეს?-მხრები ავიჩეჩე ვითომც არაფერითქო
-მისმინე დინა, არვიცი შენ რას ან როგორ ხარ მიჩვეული,მაგრამ ეს ჩემთან არ გაგივა გესმის?
-დავიჯერო არ გესიამოვნა?-თვალი ჩავუკარი და ვნებიანად გავილოკე ტუჩები
-არ მესიამოვნა! და საერთოდაც არავის არასოდეს გამოვუყენებივარ და არც შენ მოგცემ ამის უფლებას,ასე რომ თამაში შეწყვიტე-კბილებში გამოსცრა და სადღაც გავარდა
ეს რატომ გავაკეთე ამი ახსნა მხოლოდ ნიკას ეჭვიანობა იყო,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ იდიოტურად მოვიქეცი,ალბათ გაგას ერთი უტვინო და გარყვნილი გოგო ვგონივარ თუმცა ვეგონო რა,მე რაში მადარდებს მისი აზრი,ჩემთვის მთავარი იყო ნიკას თვალში არ დამემცირებინა თავი,ახლა ნამდვილად მიხვდება,რომ ორი კურდღლის მადევარი ერთსაც ვერ დაიჭერს,თავი მაღლა ავწიე და კურტუმოსქნევით დავტოვე უნივერსიტეტი.გაგა მოტოციკლთან იდგა და სავარაუდოდ მე მელოდებოდა,მაგრამ შევცდი,მასთან ვიღაც გოგო მივიდა და მოეხვია,ალბათ შეყვარებულია.შესაფერისებ არიან რას ერჩი.მხრები ავიჩეჩე და ტაქსი გავაჩერე,ნეტა როდის მომიყვანს ნატო მანქანას დავიღალე რა! სახლში კმაყოფილი დავბრუნდი,წყალი გადავივლე და ლიკასთან გავედი მსაღებში.
-როგორ მიდის საქმეები?-რაღაც ქაღალდებში იქექებოდა
-რავიცი ნორმალურად,გააჩნია რას გულისხმობ
-იცი რასაც-სათვალეები მოიხსნა და ამომხედა
-ოჰ,ლიკა თუ ნიკაზე გაქ ლაპარაკი ჩათვალე რომ ეგ თემა საბოლოოდ დაიხურა-ხელები მაღლა ავწიე
-დარწმუნებული ხარ?-ეჭვის თვალით შემომხედა
-კი დედიკო,კი-გავეკრიჭე
-რა გეგმები გაქვს საღამოს?
-რავიცი აბა,ხომ იცი მეგობრები არ მყავს არ შეყვარებული შესაბამისად არც გეგმები არ მაქვს
-არ გინდა დინა-თვალები გადაატრიალა
-კარგი ლიკა როგორც ყოველთვის გავჩუმდები
თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ოთახში ავედი,რა აზრი ქონდა შეკამათებას? ის მაინც ისე მაცხოვრებდა როგორც თვითონ უნდოდა,მაინც იმას გამაკეთებნებდა რაც სწორად მიაჩნდა,არჩევანის უფლებას საჭმელშიც კი არ მაძლევდა. სოციალურ ქსელში შევედი, მაშინვე კატოს და თავისი დაქალების ფოტოები ამომიგდო,რაც არუნდა იყოს მაინც ყავს მეგობრები გიდა ყალბი დ აგინდა ნამდვილი,მე არც ყალბი მყავს და არც ნამდვილი.ყველაფერი მოსაბეზრებელია, ასე ცხოვრება ნამდვილად აღარ მინდა,მინდა რაღაც განსხვავებული და ლამაზი მოხდეს აი ისეთი გულში ჩხვლეტას რომ ვიგრძნობ. ახლა ვხვდები,რომ ფულში ნამდვილად არაა ბედნიერება,ფული მავს,ძვირფასი ტანსაცმელი,მანქანა სახლი,მაგრამ რა? განა ვარ ბედნიერი? რაში მარგია ეს ყველაფერი? სიმარტოვე ყველაზე საშინელებაა.თბილი ჟაკეტი მოვიცვი და აივანზე გავედი,რამდენიმე სახლის იქით სიმღერების ხმა ისმოდა,ალბათ წვეულება აქვ და კარგადაც ერთობიან,მაგრამ დინა არავის გახსენებია.აივანზე დამათენდა,იმდენ რამეზე ვიფიქრე რომ კინაღამ თავი გამისკდა,სულ სხვა თვალით დავინახე ცხოვრება და მისი ღირებულებები.ლუიზა დეიდა მართალი ყო ფულში არაა ბედნიერებაო.
უნივერსიტეტში თვალებდასიებული მივედი და ჩემს ადგილას დავჯექი,ხმა არ ამომიღია,ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული.
-დინა
-დიახ ქალბატონო ნატო
-შენი მანქანა წესრიგშია,გარეთ დგას-ღიმილით მითხრა
-აა ხო მანქანა-მეც გავუღიმე და მადლობა გადავუხადე
უმაკიაჟო და მოუწესრიგებელი არასოდეს არავის ვუნახივარ,თანაც ქუსლების გარეშე,ყველა მე მიყურებდა კედებით და ჯინსით რომ მივედი უნივერსიეტში.ახლა მართლა არ მადარდებდა ეგ.
-ვა დინა? კარგად გამოიყურები-გამიღიმა ჩემმა ჯგუფელმა ვიკამ
-მართლა?-დავიხედე ტანზე და გამეცინა
-ნამდვილად,ეს სტილი უფრო გიხდება-მასაც გაეცინა
-მადლობა
-მომწონს შენი ჯინსი
-თუ გინდა გაჩუქებ
-მართლა?-პირი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე დააღო
-მართლა-გავუღიმე
ძალიან გაუხარდა,მე კიდევ მისი გახარება გამიხარდა
-მერე შენ რას ჩაიცვამ?
-რავი შენი ჯინსი მომე
საპირფარეშოში შევედით და ჯინსები გავცვალეთ,ვიცი სიგიჟეა მაგრამ მომეწონა ის ფაქტი,რომ ვიღაც რაღაცით გავახარე.
-არადა სულ სხვანაირი ჩანდი დინა
-მაინც როგორი ?
-აი რავი სწერვა და უკადრისი-დაიჯღანა ვიკა
-მართლა?-გამეცინა
გაგა დავინახე აუდიტორიიდან გამოდიოდა,ვიკას ვთხოვე ცოტახნი დამლოდებოდა და მასთან გავიქეცი
-გაგა
-რა გინდა?
-გცალია რომ დაგელაპარაკო?
-რაზე უნა მელაპარაკო?-ისე დამებღვირა გამცრა
-გუშინდელზე,და ზოგადად ჩემს საქციელზე-უხერხულად შევიშმუშნე
-რაო პრინცესავ აღარ დგახარ შენს სიმაღლეზე?-ირონიულად ჩაეცინა
-გაგა ირონია არაა საჭირო
-რატო? ეგ ხო შენი სტილია
-მინდა ბოდიში მოგხადო გუშინდელის გამო,არ მინდა შეყვარებულთან პრობლემები შეგექმნას ამის გამო
-ნუ ნერვიულობ შენ მაგაზე,ჩემი შეყვარებული ყველაფერს სწორად აღიქვამს და შენნაირებზე არ ეჭვიანობს
გულში საშინლად მეტკინა რაღაც "შენნაირები" თავი დავხარე და გამოვბრუნდი.ვიკა უკან ამედევნა და სკამზე ჩამოვჯექით
-მოგწონს გაგა?
-გაგა?-ჩამეცინა-არა რა სისულელეა,უბრალოდ გუშინდელისთვის ბოდიში მოვუხადე,თანაც შეყვარებული ყავს
-შენ ისეთი გარეგნობა გაქვს ნებისმიერს დაითრევ-ფეხები აკეცა და გადაიხარხარა
-ხო აი ზუსტად მაგიტოა აქამდე ჯერ არავინ რომ არ მყოლია-მც გამეცინა
ბევრი ვილაპარაკეთ,თიტქმის ყველა თემას შევეეთ,მომწონდა მასთან ურთიერთობა და ლაპარაკი,ძალიან თავისუფალი და უბრალო იყო.
მომდევნო დღეები არავის ვეკონტაქტებოდი ვიკას გარდა,ნიას მიმარ მხოლოდ გულის რევასღა ვგრძობდი.ცდილობდა დამლაპარაკებოდა მაგრამ ყურადრებას არ ვაქცევდი
-ახლა ამ მდაბიოებთან მეგობრობ?-სიცილით მკითხა კატომ ბიბლიოთეკაში
-ახლა ისეთს მოგცხებ !- წამოიჭიმა ვიკა
-ვიკა არგინდა, კატო მდაბიოებში რას გულისხმობ?-მშვიდად გავუღიმე
ღმა ვერ ამოიღო,დაიბნა და გაჩუმდა
-იმას ხომ არა რომ შენნაირად ყოველდღე სხვადასხვა ბრენდის სამოსი და აქსესუერები არ ამკობთ? თუ იმას რომ ბოლო მოდელის მანქანებით არ დადიან? მითხარი ამას ეძახი სიმდაბლეს? მეცოდები კატო,მეცოდები მატერიალიზმით რომ ზომავ ყველაფერს!-პირში მივახალე ყველაფერი,ყველა გაოცებული გვიყურებდა,გაგაც იქ იყო.
ვიკას ხელი დავავლე და იქიდან წამოვედით
-ვოუ! დინა ყოჩაღ! მევასები რა!-მომეხვია და გამიღმა
დღეები სასიამოვნოდ გადიოდა მათ გარეშე,ვიკასთან და მის მეგობრებთან ის ვგრძენი რაც არასოდეს მიგრძვნია ჩემს ვითომ მეგობრებთან. ისეთი ნამდვილები და გუწრფელები იყვნენ ბრაზი მერეოდა ჩემს ძველ ცხოვრებაზე,თურმე რამდენი რამე მაკლდა და რამდენ რამეს ვაკლდი. აუდიტორიაში ვისხედით ლექციაზე გაგა გიჟივით რომ გავარდა,ვიკას ვანიშნე რა ხდებათქო
-არიცი რა ტიპა?
-ვიცი,მაგრამ ლექციიდან არასოდეს გავარდნილა ასე
-აუ დაიკიდიე რა
კი აბა რა,დავიკიდებდი უეჭველად,მომდევნო 3 დღე რომ აღარ ჩანდა აღარც ის და აღარც ნატო გადავწყვიტე მისთვის დამერეკა,ნომერი დეკნატში გავიგე,ვურეკავდი,მაგრამ არ მპასუხობდა



№1  offline წევრი cancara

კაია მალე დადე დიდი ტავები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent