შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება რადკალურად შეცვალა -3


16-07-2015, 00:06
ავტორი miranda
ნანახია 2 395

ნაცნობ თვალებში თითქოს ვნება აინთო, ერთ ადგილას გაშრა, დანარჩენებმა ხმაური ატეხეს და სხვადასხვა სიტყვებით მამკობდნენ მხოლოდ მე და ის ვიდექით სახე შეცვლილები და სიშიშვლის მიუხედავად ურცხვად ვუყურებდით ერთმანეთს. რამოდენიმე წამში მივხვდი რომ ასე დიდხანს ვერ ვიდგებოდი და სახლში შევვარდი. ოთახში შესვლის თანავე საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ რაც მოხდა, ისე გავიდა დრო რომ ვერც შევამჩნიე, ფიქრებიდან ოთახში ბებიას შემოსვლამ გამომიყვანა, ბებო ლანგრით ხელში შემოვიდა და ღიმილით მომესალმა, მეც ღიმილითვე ვუპასეხე და ფეხზე წამოვდექი, ბებომ ლანგარი პატარა მაგიდაზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა, ოთახს თვალი მოავლო, მზერა ფანჯარაზე გააჩერა საიდანაც გვერდითა სახლი კარგად მოჩანდა და წუხანდელი ამბის მოყოლა დაიწყო, თან მეკითხებოდა გავიგე თუ არა რამე, მე კი უარის ნიშნად თავს ვაქნევდი, მან კი თავი მაინც არ დამანება და ისევ იმ სახლის მეპატრონეებზე დამიწყო ლაპარაკი. მეუბნებოდა რომ გვერდითა სახლში ორი ძმა ცხოვრობდა რომელთაგანაც ერთ-ერთს ბავშვობაში ვიცნობდი. მე თანდათან უფრო და უფრო მაინტერესებდა ვისზე იყო საუბარი და გულმოდგინედ ვუსმენდი ბებოს.
-ისე ერთ დღეს ლუკასაც გაგაცნობ, თან საწყალ ბიჭს ფეხი მოუტეხავს ვიღაც დაბნეული გოგო დასჯახებია. (ბებო)
ამ სიტყვების გაგონებაზე ფეხზე წამოვდექი და ნერვიულად დავიწყე სიარული, ბებოც ფეხზე ადგა წყლის ფინჯნით ხელში და გაოცებული მისვამდა კითხვებს..
-შვილო რა დაგემართა, ხომ კარგად ხარ ? (ბებო)
-კიკი ბებო, ჩემი დაქალი რომაა ლიკა იმის ძმასაც ფეხი აქვს მოტეხილი და მე კიდევ ერთხელაც არ დამირეკავს მისთვის, კიდევ კარგი რომ გამახსენე, ახლა დავურეკავ. შემდეგ კი აბაზანაში შევალ.(ლიზი)
-უი ბებო კი მაგრამ შენ რომ შამპუნს ხმარობ ის არ მაქვს.(ბებო)
-აუ მეც დამავიწყდა წამოღება.(ლიზი)
-არაუშავს აქვეა მაღაზია გახვალ და იყიდი, ალბად ამისთვის სულ 10 წუთი დაგჭირდება.(ბეებო)
-კარგი ჩავიცვამ და წავალ. (ლიზი)
ბებოს გასვლისთანავე მობილური ავიღე და ნიკას (ლიკას ძმა) დავურეკე.
-ნიკუშ როგორ ხარ? (ლიზი)
-ვაა ლიზიკო როგორ მოხდა რო დამირეკე? (ნიკა)
-კაი ახლა არ დაიწყო ვერ მოვახერხე ხომ იცი როგორ მიყვარხარ. (ლიზი)
-კიკი ვიცი. აბა ერთობი სოფელში ? ვინმე ხო არ გაბრაზებს? (ნიკა)
-კარგი ბიჭო მეღადავები? ვინ უნდა მაბრაზებდეს. კაი წავედი მაღაზიაში მივდივარ. ლიკა მომიკითხე მერე დავურეკავ გკოცნი (ლიზი)
-კაი აბა შენ იცი (ნიკა)
ნიკასთან რომ მოვრჩი ლაპარაკს დავიწყე ტანსაცმლის ჩაცმა, ჯინსის მოკლე შორტი, თეთრი მაისური და კედები ჩავიცვი თმა შევიკარი, თან მეცინებოდა იმაზე რომ ასე რომ გავიდოდი ქუჩაში ყველა ჩემზე დაიწყებდა ლაპარაკს, თუმცა რომ გაიგებდნენ ვისი შვლიშვილი ვარ დარწმუნებული ვარ ხმასაც არ ამოიღებდნენ.
მოკლედ მობილური და საფულე ავიღე და დავადექი მაღაზიის გზას, როგორც კი სახლიდან გავედი იმ სახლის კარი ღია იყო და ინსტიქტურად შევიხედე შიგნით, ეზოში ისევ ის ამაზრზენი ტიპები იყვნენ, მაგრამ თვალი რომ მოვავლე როგორც ბებომ თქვა ლუკა ვერსად დავინახე, ბიჭებმა კი კვლავ სიცილი ატეხეს, არვიცი ამდენს როგორ ბედავდნენ. მე მათ რეაქციას ყურადღება არ მივაქციე და გზა ამაყად განგავრძე.
მაღაზიაში რომ შევედი ბებოს საუკეთესო დაქალი ლალი დეიდა დამხვდა, მე ეს ქალი ძალიან მიყვარდა და მან ჩემს დანახვაზე ბოლო ხმით დაიძახა ჩემი სახელი.
-ვაიმეეე, ჩემი ლიზიკო რამხელა გოგო ხარ, როგორ გალამაზებულხარ, რომ ჩამოხვედი რატომ არ მნახე?
-ლალი დეიდა გუშინ ჩამოვედი და ისეთი დაღლილი ვიყავი გარეთ გამოსვლის თავი არ მქონდა. სალომე (ლალის შვილი) როგორ არის? (მე)
-კარგად ჩემო გოგო, საღამოს მოდი ჩვენთან. (ლალი დეიდა)
-კარგი მოვალ აუცილებლად. (მე)
-ლალი დეიდა ყველაზე კარგი შამპუნი რაც გაქვთ ის მომეცი. უცბად ჩემი და ლალი დეიდას დიალოგი ჩემთის უკვე ნაცნობმა ხმხმ შეწყვიტა, ის ისევ ირონიულად საუბრობდა.
-ვაუუ, შენ მგონი თვალის ექიმთან ხარ წასასვლელი, ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა კიდევ ვერ შემამჩნიე, უბრალოდ ერთი ფეხი აღარ მოგიტეხავს და ლუკამ კასტილი იატაკზე დააკაკუნა.
-უი ბავშვებო თქვენ ერთმანეთს იცნობთ? (ლალი დეიდა)
-კი სამწუხაროდ (მე)
-აჰაჰაჰ სამწუხაროდ ?(ლუკა)
ლუკამ კითხვა დამისვა რომელზედაც პასუხი არ მქონდა, ამიტომ ლალი დეიდას მიერ შერჩეულ შამპუნს ხელი დავავლე და უკმაყოფილო სახით გავედი მაღაზიიდან.
ბებოს ნათქვამმა გაამართლა და მაღაზიიდან სახლამდე მისასვლელად10 წუთი იყო საჭირო. უცბად ჩემი სახელი გავიგონე და რომ მივბრუნდი საოცრად სიმპათიური ლუკა შემრჩა ხელში. რომელსაც ქერა თმა, სწორი ოდნავ აპრეხილი ცხვირი, დიდი ტუჩები, მწვანე თვალები და საოცრად დაკუნთული სხეული ქონდა რომელიც თურმე აქამდე ვერ შევამჩნიე, ნერწყვი გადავყლაპე და თვალებში ჩავხედე.
-რამე გინდოდა? (მე)
-არა ისე უბრალოდ დაგიძახე, როგორ ფიქრობ რამე რომ არ მდომოდა დაგიძახებდი? ფეხი შენ მომატეხე და იქნებ ეს პარკი სახლამდე მიმატანინო, მაინც ერთი გზა გვაქვს გასავლელი. (ლუკა)
არვიცი რა დამემართა პარკი გამოვართვი და გზა უდარდელად გავაგრძელე, მხოლოდ მაშინ გავჩერდი როცა ჩემს მხარზე ხელის დადება ვიგრძენი, შეცბუნებულმა შევხედე და ლუკამ მითხრა:
შენს გამო მიჭირავს ეს კასტილი, დავიღალე და დაგეყრდნობიო.
ამაზე ავენთე და გამწარებულმა მივაყარე ერთმანეთს სიტყვები, ისე რომ აზრი ვერცერთმა გამოვიტანეთ.
ლუკამ კი მითხრა კარგი თუ ასე ღიზიანდები ამის შემდეგ ხმას ღარ ამოვიღებო მე კი პარკი დაბლა დავდე და სახლის გზას მარტო გავუდექი....

--------------------------
ესეც მესამე თავი ^_^ ვეცადეთ დიდი გამოსულიყო. ხომართლა ცუდი ამბავი გვაქვს, ერთ-ერთს გვიხდება სოფელში წასვლა 2 დღით და ისტორიას ვერ დავწერთ დიდი ბოდიშით პირობას გაძლევთ რომ თავებს უფრო გავზრდით. მადლობა კომენტარებისთვის <333



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე დიდი თავები რა მაინც ორი დაქალი წერთ და დიდი თავები დადეთ

 


№2  offline წევრი miranda

cancara
კაია კაი მალე დადე დიდი თავები რა მაინც ორი დაქალი წერთ და დიდი თავები დადეთ

კიკი გავზრდით თავებს

 


№3  offline წევრი mariko123456789

კარგია ძაან გაზარდე თAვები

 


№4  offline წევრი miranda

mariko123456789
კარგია ძაან გაზარდე თAვები

მადლობ <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent