შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალიშვილი პროვინციიდან 6

16-07-2015, 11:05
ავტორი sopiko
ნანახია 5 474

იმ წუთას როცა ალექსანდრემ თითზე ბეჭედი წამომაცვა (წარმოდგენა არ მაქვს როდის მოახერხა მისი შეძენა) მივხვდი რამხელა სისულელე ჩავიდინე. ქორწინების დროს ჩვენ ფიცი დავდეთ რომ ერთად ვიქნებოდით სიცოცხლის ბოლომდე, ამ ფიცს კი რამდენიმე თვეში გავტეხდით. ბებია ბავშვობიდან თავში მინერგავდა რომ ეს სასიამოვნო რიტუალი სათამაშო არ იყო და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ისეთი ბედნიერი ვერასდროს იქნებოდი როგორც პირველი ქორწინებისას. მე კი როგორ შეიძლებოდა ბედნიერი ვყოფილიყავი როცა ეს ქორწინება ფიქტიური იყო. გულნატკენმა თავი ჩავხარე , რაზეც ალექსანდრემ გულცივად შემომხედა:
-ახლა გრძნობებით თამაში არ გვინდა რა... ეს ფურცელი და ბეჭედი რამეს ნიშნავს? ჩემთვის არაფერს-თავის ჭკუაში დამამშვიდა მან.
-შენი გაიტანე არა? რაც გინდოდა მიიღე.-ავბობოქრდი მე, მაგრამ უცევ შევცბი-აქეთ რატომ მოვდივართ? ჩემი სახლი აქეთ არ არის.
-შენი ადგილი ახლა ჩემ სახლშია. ნანა სამსახურში მივიდა, ახლა თვალთვალს დაგვიწყებს, განსაკუთრებით კი შენ. სად დადიხარ, ვისთან დადიხარ, რა ფერი ტრუსი გაცვია და მოკლედ ყველაფერი...-ამიხსნა მან, მაგრამ მისი ბოლო სიტყვები აღარ მომისმინია, ამ ''ტრუსზე'' გავჭედე.
-რაში აინტერესებს რა ფერი ტრუსი მაცვია? შემთხვევით შენი დავალებით ხომ არ მოქმედებს ეგ ნანა?-გულუბრყვილოდ ვკითხე მე, ალექსანდრემ ხმამაღლა გადაიხარხარა, ერთი კი გამიხარდა, პირველი ვარ ვინც გააცინა_მეთქი, მაგრამ მერე მეწყინა.
-რა გაცინებს?-ვკითხე წამში დასერიოზებულ ალექსანდრეს და გაბუტულმა გავბუშტე ტუჩები. დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი მაგრამ მე, სოფლელმა გომბიომ ეს მის ჩვეულებად ჩავთვალე.
-ასეთი სულელი რომ ხარ ეგ მაცინებს.-როგორც იქნა გონს მოეგო ვაჟბატონმა.
-უჟმურობას მირჩევნია სულელი ვიყო-თავი გავაქნიე მე და უცებ ტვინში რაღაცამ დამარტყა. ალექსანდრეს სახლთან რა გვინდა?
-კი მაგრამ აქ...
-ვერ გაიგე რა გითხარი? აქ უნდა იცხოვრო_მეთქი, ნანამ არაფერი არ უნდა იეჭვოს-შემაწყვეტინა მან და მანქანიდან გადავიდა, არც ამჯერად გამოუჩენია ზრდილობა და არ დამლოდებია.
-აუუუ კარს ვერ ვაღებ-ბევრი ჩხაკუნის შემდეგ მივაძახე სანდროს.
-ჩამოსწიე და გაიღება.
-არ იღება და...
-ოჰ ლინდა... ოჰ-ამოიხვნეშა მან და ჩემკენ გამოემართა.
-რა უნდა ამას, უნდა ჩამოსწიო და...-ჩამოსწია სახელური მან, მაგრამ რათ გინდა კარი არ გაიღო.
-ჰა ჰა ჰა-გადავიხარხარე მე, მაგრამ ბოლოს რომ მივხვდი რა მდგომარეობაში ვიყავი ავწუწუნდი-მე აქ უნდა ვიყო? კარს ვინ გამიღებს? ალექსანდრე რა ვქნა?
-ნუ წაიღე ტვინი, აი ასე ჩამოასწევ და...-კიდევ ერთხელ ჩამოსწია მაგრამ უშედეგოდ, კარი არ იღებოდა. სანდროს მოუწია ხელოსანი გამოეძახებინა და საღამოს როგორც იქნა მანქანიდან გადმოვბრძანდი.
-ღმერთო, რა კარგი ყოფილა ფეხზე დგომა-გავიღიმე გულიანად და გადაღლილ სანდროს ყურადღება არ მივაქციე ისე გავწიე სადარბაზოსკენ.

-ალექსანდრე ტელეფონი გაქვს?-გამოვედი მისაღებში და ''უფროსს'' თუ ''ქმარს'' გვერდით მივუჯექი.
-შენობით საუბარზე როდის აქეთ გადახვედი?-წამიყრუა მან.
-აუ კარგი რა, ნუ იქცევი დაჩაჩანაკებული მოხუცისავით, უჟმური ხო ხარ და რა იქნები 50 წლის მერე უკვე წარმომიდგენია-უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე პირი.
--კარგი, მითხარი რა გინდა?
-ტელეფონი. მაგთიკომზე დაირეკება?-გავუღიმე მე.
-კი. აჰა, აიღე-გამომიწოდა აიფონ 6, რომლის დანახვაზეც მე პირი დავაღე.
-ეს... ეს ჩემი ოცნების ტელეფონია. აუუუ მაჩუქე რა...-შევევედრე მე.
-თუ გინდა დარეკე, თუ არა და...
-ხო, კარგი, კარგი, ვრეკავ-კიდევ ერთხელ შევათამაშე ტელეფონი ხელში და ნომერი ავკრიფე. ცოტა ხნის ლოდინის შემდეგ დეიდას ხმა მომესმა.
-დეიდა... მე კარგად, შენ?..... დედა როგორაა?...უჰჰ, მშვენიერი-ღიმილით გადავხედე ალექსანდრეს-ძალიან თბილად მექცევა... კი სალომეც ვნახე... დეიდა ახლა მისი ტელეფონით ვრეკავ, სხვა დროს კიდევ დაგირეკავ...მიყვარხართნ ორივე-გავთიშე ტელეფონი და ეკრანს ვაკოცე.
-რას აკეთებ-შეჰყვირა სანდრომ.
-ვაიმეე მაპატიე, უბრალოდ დეიდა ძალიან მომენატრა და...-დანანებით ჩავილაპარაკე მე.
-სულელო, გგონია ეკრანს რომ აკოცებ შენები იგრძნობენ-დამცინა ალექსანდრემ და საძინებელ ოთახში შევიდა.

შხაპს ვიღებდი და თან ჩემს ნაუცბათევ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი. დეიდას ნამდვილად ვერ ვეტყოდი რომ ჩამოსვლიდან მეორე დღეს გავთხოვდი, ჩემივე უფროსზე, ნამდვილად გადაირევა. ტყუილიც არ მინდა, მაგრამ ამაზე მაშინ უნდა მეფიქრა როცა ქორწინებაზრ მოწმეების თვალწინ განვაცხადე თანხმობა, ახლა ალექსანდრემ ქორწილი გვაქვსო რომ მითხრას მისგან ესეც არ გამიკვირდება. ოღონდ იმ ნანას სამაგიერო გადაუხადოს და არაფერზე არ დაიხევს უკან. ისე მეც მესიამოვნა როცა დავინახე როგორი შურიანი თვალებით შემომხედა სანდროს ცისფერთვალება ალქაჯმა. რაც არ უნდა იყოს ლამაზი იყო, ამას ვერ დავუმალავთ.
''ალბათ ამ სილამაზით შეაცდინა ეს ანგელოზივით ვაჟკაცი''-ასე იტყოდა ცხონებული ბებიაჩემი. ვაჟკააცი რომაა ამას კი ვხედავ მაგრამ რამდენადაა ანგელოზი ამაში გუშინ დავრწმუნდი.
''რატომ ფიქრობ ლინდა ამდენს?''-შევუფუცხუნე თავს და ლოგინში შევწექი.

დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე. გუშინ შესანიშნავი იდეა მომივიდა თავში და ამ იდეის განსახორციელებლად უკვე მზად ვიყავი. სწრაფად გადავიცვი ჩემი კოპლებიანი კაბა და პირველ სართულზე ჩავედი. ალექსანდრე უკვე სამზარეულოში იყო და როგორც მივხვდი მე მელოდებოდა.
-რომელი საათია?-დავეჭვდი მე.
-ექვსი-მიპასუხა მან.
-კი მაგრამ... ასე ადრე იღვიძებ ხოლმე? მინდოდა საუზმე გამემზადებინა.
-უბრალოდ ვეღარ დავიძინე და... მიდი რამე გააკეთე რა, ძალიან მშია.
-ახლავე. ახლავე.-დავტრიალდი მე, წამში გამოვაცხე მჭადები და წინასწარ გამზადებულ პამიდვრის სალათასთან ერთად დავაწყე სუფრაზე.
-შეგერგოს-იქვე სკამზე ჩამოვჯექი მე.
-შენც მიირთვი-ზრდილობა გამოიჩინა ვაჟბატონმა.
-იყოს, ასე ადრე არ ვსაუზმობ ხოლმე-ღიმილით მოვიცილე თავიდან.
-შენ დღეს რაღაც ძაან მელაქუცები და ეს არ მომწონს-შემამჩნია ცვლილება ალექსანდრემ და ფეხზე წამოდგა.
-მე ხომ დახმარების ხელი გამოგიწოდე, შენ უნდა შემისრული თხოვნა.-დავიწყე მე.
-გისმენ.
-მინდა მანქანის ტარება მასწავლო. ძალიან მინდა.-გავუმხილე ბავშვობის ოცნება.
-შენ მგონი ოცნებების ასრულებას ჩემგან ელოდები, არავითარ შემთხვევაში, ჩემს ახალთახალ მერსედესს შენ არ განდობ.-თავი გააქნია უარყოფის მიზნად.
-ძაანაც არ დავამტვრევ, ნუ გეშინია-გადავიკისკისე მე.
-არა, არა და არა.
-იცოდე ნანას ვეტყვი რომ....
-ახლავე წავიდეთ?-შემაჩერა მან. მე ტაში შემოვკარი და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

ალექსანდრემ სადღაც უცნობ ადგილას წამიყვანა სადაც მანქანები იშვიათად ჩამოივლიდნენ ხოლმე. ღიმილით ვატარებდი მანქანას და ხანდახან გადავხედავდი სანდროს, რომელიც დაძაბული იჯდა და გზას თვალს არ აშორებდა.
-ნუ გეშინია, ხევში არ გადაგჩეხავ-გამეცინა მე.
-არ მეცინება!-მაინც არ გამომხედა მან.
-კარგი.-ვიწყინე მე და სიჩქარეს მოვუმატე.
-შეჩერდი!-დამიძახა მან და მეც მანქანა გავაჩერე. ის სწრაფად გადავიდა მანქანიდან.
-საკმარისია. გადმოდი-მკაცრად მითხრა მან და ჩემს კარებთან მოვიდა.
-მოიცა, ჯერ გავისეირნებ-გადავიკისკისე მე და მანქანა დავძარი.
-გააჩერე მანქანა... ლინდა... არ გესმის?-გამომედევნა ის, მე კი სიცილ-კისკისით გავაგრძელე გზა, თან მალიმალ სარკეში ალექსანდრეს სილუეტს შევავლებდი ხოლმე თვალს.

.........................................................
აბა, როგორი გოგო ვარ? თქვენმა კომენტარებმა ისე გამითბო გული არ შემეძლო არ დამედო. ამ ისტორიის წერა ძალიან მსიამოვნებს, წერის დროს მეც ბევრს ვიცინი ხოლმე ლინდას ეშმაკობებზე. ამ გემრიელი თავისთვის ჩემს დედიკოს გადაუხადეთ მადლობა, რომელმაც გემრიელი ნამცხვარი გამიმზადა. ჩემი KATE კი იმედია ვერანაირ შეცდომას ვერ იპოვის და თუ იპოვის ესეც ჩემი კლავიატურის ბრალი იქნება =d გრამატიკა ძალიან მიყვარს და ბევრ დროს ვუთმობ მას, ეს ალბათ აუცილებელიცაა იმისათვის რომ მწერალი იყო, მე აქამდე ბევრი მიკლია მაგრამ მაინც... იმედია ისევ გაახარებთ თქვენს სოფიკოს თბილი კომენტარებით

№1  offline წევრი KaTE:))

უჰ პირველი ვარ ^^^
სოფო მგონი დღეს შენს ოცნებას ვერ ავასრულებ. გრამატიკულად იყო შეცდომები, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ამოწერას არ ვაპირებ უბრალოდ შინაარსზე მსურს დაგელაპარკო.
ძალიან სწრაფად განავითარე მოვლენები, რაც რა თქმა უნდა ცუდია:( ბევრი რამ გქონდა გაერთიანებული. მე, რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ქორწილის თემას ერთ თავზე გადმოვსცემდი, თავისი ხუმრობებით. (მართალია ბევრი ვიხალისე ტელეფონზე, მაგრამ უფრო მეტი მსურდა.) უკვე მეშვიდე თავისთვის დავწერდი ავომობილზე. საკმაოდ მოზრდილი თავი გამოგივიდა, მაგრამ არა სავსე. ამ ყველაფერს მე მირჩევნია იყოს მოცულობით პატარა და სავსე თავი.
რას ნიშნავს სავსე?- თავი, რომელშიც ხშირია მოვლენების და ადგილმდებარეობის აღწერა. საჭირო დროს არის გამოყენებული დიალოგები. ძალიან მიყვარს, როცა მწერალს აქვს ბუნების აღწერა დაწერილი. მაგრამ დღეს შენს მოთხრობაში ესენი არ იყო.
ამ ყველაფერს დამერწმუნე შენც მიხვდები, როცა მეორეჯერ წაიკითხავ მოთხრობას. მე მაგალითად ჩემს ერთ აბზაცს მინიმუმ 20-ჯერ ვკითხულობ და ყოველთვის ჩასწორებეს ვახდენ. ახლა, რომ გამოვაქვეყნო და ხვალ წავიკითხო ჩემ ნამუშევარში საკმაოდ ბევრ შეცდომას აღმოვაჩენ (შეიძლება ეს არ იყო გრამატიკული) ხშირად ვაკეთებ სიტყვების შეცვლას. ყველასთვია ცნობილია, რომ ქართულს ძალიან ბევრი სინონიმი სიტყვა აქვს, ამიტომ სულ უნდა ვეცადოთ უკეთესი ჩავწეროთ. დარწმუნებული ვარ ამ საკითხებში დამეთანხმები და მიხვდები თუ რას გეუბნები.
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

№2  offline წევრი cancara

Kარგია კარგი მალე დადე

№3  offline მოდერი sopiko

KaTE:))

გრამატიკულად შეცდომებს რაც შეეხება გითხარი რომ ეს მექანიკური შეცდომებია რამდენიმე ასოს არასწორად დაწერა და ა. შ. რაც შეეხება შინაარს ცუდად არ გამიგო მაგრამ ეს ავტორზეა დამოკიდებულია, ასევე ისტორიაზეც. მაგალითად: ახლა მე რომ დამეწყო იმ ადგილის აღწერა სადაც ალექსანდრე ლინდას მანქანის ტარებას ასწავლიდა ძაან დიდი სისულელე გამოვიდოდა იმიტომ რომ ამ ადგილას მხოლოდ ერთხელ იყვნენ. მოვლენების დაჩქარებაზე კი მინდა გითხრა რომ ასე იყო აუცილებელი. ფიქტიური ქორწინება ამ ისტორიაში არის ერთ კუთხეში მიჩქმალული და ეს მხოლოდ იმიტომ რომ აქ ეს არ იყო მთავარი. უბრალოდ ალექსანდრეს ლინდა რომ არ სჭირდებოდეს ნებისმიერ დროს ''ცუდად მოქცევისას'' გაუშვებდა სამსახურიდან , რაც მე არ მაწყობს. wink იმედია ახლა რაც დავწერე არ გეწყინება, მე ჯანსაღ კრიტიკას ცუდად არასდროს ვპასუხობ უბრალოდ მინდოდა ამეხსნა რატომ გავაკეთე ეს ყოველივე. ყველა მოთხრობას თავისი სტილი და წერის მანერა აქვს smile love

№4  offline წევრი Rebel_Rebel

KaTE:))
უჰ პირველი ვარ ^^^
სოფო მგონი დღეს შენს ოცნებას ვერ ავასრულებ. გრამატიკულად იყო შეცდომები, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ამოწერას არ ვაპირებ უბრალოდ შინაარსზე მსურს დაგელაპარკო.
ძალიან სწრაფად განავითარე მოვლენები, რაც რა თქმა უნდა ცუდია:( ბევრი რამ გქონდა გაერთიანებული. მე, რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ქორწილის თემას ერთ თავზე გადმოვსცემდი, თავისი ხუმრობებით. (მართალია ბევრი ვიხალისე ტელეფონზე, მაგრამ უფრო მეტი მსურდა.) უკვე მეშვიდე თავისთვის დავწერდი ავომობილზე. საკმაოდ მოზრდილი თავი გამოგივიდა, მაგრამ არა სავსე. ამ ყველაფერს მე მირჩევნია იყოს მოცულობით პატარა და სავსე თავი.
რას ნიშნავს სავსე?- თავი, რომელშიც ხშირია მოვლენების და ადგილმდებარეობის აღწერა. საჭირო დროს არის გამოყენებული დიალოგები. ძალიან მიყვარს, როცა მწერალს აქვს ბუნების აღწერა დაწერილი. მაგრამ დღეს შენს მოთხრობაში ესენი არ იყო.
ამ ყველაფერს დამერწმუნე შენც მიხვდები, როცა მეორეჯერ წაიკითხავ მოთხრობას. მე მაგალითად ჩემს ერთ აბზაცს მინიმუმ 20-ჯერ ვკითხულობ და ყოველთვის ჩასწორებეს ვახდენ. ახლა, რომ გამოვაქვეყნო და ხვალ წავიკითხო ჩემ ნამუშევარში საკმაოდ ბევრ შეცდომას აღმოვაჩენ (შეიძლება ეს არ იყო გრამატიკული) ხშირად ვაკეთებ სიტყვების შეცვლას. ყველასთვია ცნობილია, რომ ქართულს ძალიან ბევრი სინონიმი სიტყვა აქვს, ამიტომ სულ უნდა ვეცადოთ უკეთესი ჩავწეროთ. დარწმუნებული ვარ ამ საკითხებში დამეთანხმები და მიხვდები თუ რას გეუბნები.

როცა სხვას უმახვილებ გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღებას, ჩემი აზრით, ქეით, არც შენ არ უნდა გეშლებოდეს იგი. ვუკვირდები შენს კომენტარს და ბევრ პუნქტუაციურ შეცდომას ვხედავ, სახელდობრ: მიმართვასთან მძიმე უნდა,ჩართული შეჭრილი გაქვს და ორივე მხრიდან მძიმეს მოითხოვს, ჩასწორებას ვერ მოახდენ (ეს სტილისტური ხარვეზია) ხო, და კიდევ, "რომ-ს" წინ მძიმე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, თუ ის წინადადებას იწყებს :) ასე რომ, როცა არ საუბრობ და წერ თავად გრამატიკულად სწორად და გამართულად, ვგონებ, ზედმეტად უხერხულია ასეთი შეცდომები სხვას შეუსწორო. ავტორს არ ვიცავ, მეც ბევრი შენიშვნები მაქვს ხოლმე, მაგრამ შენმა კომენტარმა გამაღიზიანა. (მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო )

№5  offline მოდერი sopiko

Rebel_Rebel

მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის არ მოგიმართია ასეთი შენიშვნა ჩემთანაც ჰქონდათ ამიტომ მე გიპასუხებ, როცა კლავიატურაზე ვკრიფავთ ძალიან ბევრი შეცდომა მოგვდის ეს კი ტექნიკური შეფერხებების ბრალია. გაზეთშიც დაიბეჭდა ჩემი რამდენიმე ჩანახატი და იქ რა თქმა უნდა არც ერთი შეცდომა არ მქონია აქ კი შეუძლებელია ისე წერო რომ მექანიკური შეცდომები არ გაგეპაროს, მტავარია არ დაწერო მაგ: ბევრი მეგობრები, ქუჩაში ორი კაცი მიდოდნენ და სხვა რასაც ქვია გრამატიკული შეცდომები.

№6  offline წევრი KaTE:))

Rebel_Rebel
KaTE:))
უჰ პირველი ვარ ^^^
სოფო მგონი დღეს შენს ოცნებას ვერ ავასრულებ. გრამატიკულად იყო შეცდომები, მაგრამ ახლა ამ ყველაფრის ამოწერას არ ვაპირებ უბრალოდ შინაარსზე მსურს დაგელაპარკო.
ძალიან სწრაფად განავითარე მოვლენები, რაც რა თქმა უნდა ცუდია:( ბევრი რამ გქონდა გაერთიანებული. მე, რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ქორწილის თემას ერთ თავზე გადმოვსცემდი, თავისი ხუმრობებით. (მართალია ბევრი ვიხალისე ტელეფონზე, მაგრამ უფრო მეტი მსურდა.) უკვე მეშვიდე თავისთვის დავწერდი ავომობილზე. საკმაოდ მოზრდილი თავი გამოგივიდა, მაგრამ არა სავსე. ამ ყველაფერს მე მირჩევნია იყოს მოცულობით პატარა და სავსე თავი.
რას ნიშნავს სავსე?- თავი, რომელშიც ხშირია მოვლენების და ადგილმდებარეობის აღწერა. საჭირო დროს არის გამოყენებული დიალოგები. ძალიან მიყვარს, როცა მწერალს აქვს ბუნების აღწერა დაწერილი. მაგრამ დღეს შენს მოთხრობაში ესენი არ იყო.
ამ ყველაფერს დამერწმუნე შენც მიხვდები, როცა მეორეჯერ წაიკითხავ მოთხრობას. მე მაგალითად ჩემს ერთ აბზაცს მინიმუმ 20-ჯერ ვკითხულობ და ყოველთვის ჩასწორებეს ვახდენ. ახლა, რომ გამოვაქვეყნო და ხვალ წავიკითხო ჩემ ნამუშევარში საკმაოდ ბევრ შეცდომას აღმოვაჩენ (შეიძლება ეს არ იყო გრამატიკული) ხშირად ვაკეთებ სიტყვების შეცვლას. ყველასთვია ცნობილია, რომ ქართულს ძალიან ბევრი სინონიმი სიტყვა აქვს, ამიტომ სულ უნდა ვეცადოთ უკეთესი ჩავწეროთ. დარწმუნებული ვარ ამ საკითხებში დამეთანხმები და მიხვდები თუ რას გეუბნები.

როცა სხვას უმახვილებ გრამატიკულ შეცდომებზე ყურადღებას, ჩემი აზრით, ქეით, არც შენ არ უნდა გეშლებოდეს იგი. ვუკვირდები შენს კომენტარს და ბევრ პუნქტუაციურ შეცდომას ვხედავ, სახელდობრ: მიმართვასთან მძიმე უნდა,ჩართული შეჭრილი გაქვს და ორივე მხრიდან მძიმეს მოითხოვს, ჩასწორებას ვერ მოახდენ (ეს სტილისტური ხარვეზია) ხო, და კიდევ, "რომ-ს" წინ მძიმე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა, თუ ის წინადადებას იწყებს :) ასე რომ, როცა არ საუბრობ და წერ თავად გრამატიკულად სწორად და გამართულად, ვგონებ, ზედმეტად უხერხულია ასეთი შეცდომები სხვას შეუსწორო. ავტორს არ ვიცავ, მეც ბევრი შენიშვნები მაქვს ხოლმე, მაგრამ შენმა კომენტარმა გამაღიზიანა. (მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო )

მე არ ვიცი შენ რამ გაგაღიზიანა, მაგრამ ერთ მაგალითს მოვიყვან პუნქტუაციურ შეცდომებთან დაკავშირებით:
ქართულის მასწავლებელი ახალგაზრდა ქალია. რაც იმას ნიშნავს, რომ სათვალეს არ ხმარობს. კვირაში ერთხელ, კერძოდ პარასკევს გრამატიკის გაკვეთილი გვიტარდება.
პარასკევი დღეა. მასწავლებელი კლასში და უცნობი ისტორიის მოყოლა დაიწყო: გუშინ ერთ-ერთ კლასში გაკვეთილს ვატარებდი, როდესაც ყველაზე ჭკვიანმა ბავშვმა რაღაც ფურცელი გამომიწოდა და თან მითხრა "ტურნირზე გავედი და თემა დავწერე, შეგიძლიათ შემიმომწმოთო" მეც შევუდექი გასწორებას და რასაც ქვია ბოლოს პირ ღია დავრჩი. წერტილის გარდა სასვენი ნიშანი არ დაეწერა. არადა ლექსიკონი ძალიან კარგად ქონდა გამოყენებული. მე მოვიხმე და ვკითხე ამ ყველაფერის მიზეზი მან კი მიპასუხა "მასწავლებელო 2 მიზეზი მაქვს- I დრო არ მყოფნიდა ჩემი ნამუშევრისთვის თვალი გადამევლო. II სხვებსაც დავეხმარეო.
დღეს გავიგე, რომ იმ ბავშვა მაქსიმალური ქულიდან (100) 89 ქულა აიღო, რადგან:
თემა 20 ქულაი გახლდათ, მას კი 20 მხოლო 9 ქულა დაუწერესო. დღეს თემა მივეცი ბავშვებს მაინტერესებდა თუ რას იზამდა, მას კი არცერთი სასვენი ნიშანი არ ქონდა არასწორად დასმული.

ამით მხოლოდ ერთს ვიტყვი. შეიძლება შეცდომები დავუშვა, მაგრამ მთავარია მეორეჯერ არ გავიმეორო. 2-3 დღეში დავდებ ჩემს მოთხრობას და გამახარებ თუ წაიკითხავ და აი იქ შენ ობიექტურ კომენტარს დიდი სიამოვნებით გავეცნობი და რაც მთავარია გავითვალისწინებ love
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent