შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 დღე (პროლოგი)


16-07-2015, 23:06
ავტორი Sofii
ნანახია 1 997

-თქვენ ფილტვების კიბო გაქვთ...მაპატიეთ,მაგრამ,უკვე გვიანია.-ნაღვლიანი ღიმილით "გამომიტანა განაჩენი" ექიმმა,და თავი ჩახარა.
-რას ნიშნავს გვიანია-ხმა გაებზარა დედას.
-ანუ... კიბომ,3თვის წინ დაიწყო გავრცელება,ეტყობა,ყურადღება არ მიგიქცევიათ. უკვე... უკვე,მხოლოდ დღეები გაქვთ დარჩენილი.
-როგორ თუ ყურადღება არ მიგვიქცევია?!-ნელ-ნელა,უკვე ბრაზი და ტკივილი,ერთიანად ისახებოდა ნატოს ხმაში.
-ქალბატონო,ყვირილით ვერაფერს შეცვლით-მშვიდი იყო ექიმი.
-ჩემი შვილი...რამდენიმე დღეში... ღმერთო,სად ხარ-ბოლოს უკვე,ცრემლები გადმოყარა და ძალაგამოცლილი,ჩამოჯდა ჩემს საწოლზე.
-მე დაგტოვებთ-გამიღიმა ექიმმა,გასასვლელისკენ წავიდა და ფრთხილად მოხურა კარებები.
მე? მე რას ვგრძნობდი?
არაფერს.
საერთოდ არაფერს.
არ მტკენია,არ მიტირია,არც სევდიანი თვალები მქონია.
ურეაქციოდ,ყოველგვარი ისტერიკის გარეშე ვუყურებდი ჩემზე მოხვეული დედის მკლავებს.
უკვე გვიანი იყო. მე წავაგე.
მე არასდროს გავხდები კიბოს ნებიერა...
არ ვაპირებ ბრძოლას,იმ 10დღის გასახანგრძლივებლად,რომელიც დამრჩა.
განა კი,საჭიროა ბრძოლა?
აღარ ეშველება,ღმერთს ასე სურდა,და მორჩა.
ზოგჯერ,ადამიანებს გვიწევს დავნებდეთ,და თვალი გავუსწოროთ იმას,რომ ჩვენი ბედი,მაღლა,ცაშია დაწერილი და ბედისწერას ვერ შევეწინააღნმდეგებით.
თქვენ ალბათ,უსუსური და ლაჩარი გგონივართ უკვე,მხოლოდ იმის გამო,რომ ბრძოლას არ ვაპირებ.
ეს ასე არ არის,დამიჯერეთ.
იცით,ამას ჯერ ვერ მიხვდებით,თუ არ იგრძნობთ,ვერც გამიგებთ.
მე საკმარისად ბევრი ვიცხოვრე,იმაზე მეტიც კი,ვიდრე სხვა ადამიანები 100 წლის განმავლობაში.
ხო,მე 19 წლის ვარ და,მე თქვენზე ბევრი მიცხოვრია.
_____
ყველამ დამიტირა. დილის 11 საათზე გამომიტანეს დიაგნოზი და,დილის ხუთ საათამდე ჯგუფ-ჯგუფად შემოდიოდა სანათესაო წრე.
იყვნენ ისინიც,ვინც თვალით არ მენახა.
იყვნენ ისინიც,ვინც მენახა,მაგრამ თითოეულს დასანახად ვეჯავრებოდი.
ამის მიზეზს ვერ ავხსნი,მაგრამ ასე იყო.
აბა როგორ,ყველას ვერ ვეყვარები,ყველას ღმერთიც კი არ უყვარს.
და ასე განსაჯეთ,არცერთის თვალებში არ დამინახავს,ტკივილის ნაპერწკალიც კი.
დამიტირეს,მანამდე,სანამ მოვკვდებოდი.
ცოტა არ იყოს,უცნაურია,ალბათ,იმიტომ რომ შემდეგ დღეებში აღარ მოწეოდათ მოსვლა.
მიტარეს ლექციები,რომ თითოეულს მთელი სულითა და გულით ვუყვარვარ,რომ ჩემგან ბევრი კარგი ახოსვთ,და მეც ბევრი კარგი მახსოვს მათგან (თურმე,მე ეს კიარ ვიცოდი) და ბლაბლაბლაა...
მერე უსიტყვოდ ადგნენ,ცრემლები აღვარღვარეს,დედას მოეხვივნენ (მე არა,ალბათ იმიტომ რომ,გადაედებოდათ) და კარები გაიხურეს.
მერჩია,სულ არ მოსულიყვნენ.
თუ მეორე სიცოცხლე არსებობს,რომ დავბრუნდები,ყველას სათითაოდ გავუთხრი სამარეს.
___
ღამის თერთმეტზე,ვიღაც პაციენტი შემოიყვანეს,ფეხის მოტეხილობით.
-ცოტა ნელა,ნელაა ეეე! მოიცა,თეთრეული სუფთაა?-წუწუნებდა წამდაუწუმ,რითაც გული გააწყალა.
-სუფთაა ბატონო ნიკოლოზ,სუფთაა...-ამოიხვნეშა,როგორც ეტყობა,მისმა "მარჯვენა ხელმა" და ორივე ხელი მოკიდა,რათა ლოგინზე მოეთავსებინა.
-ჩემით დავწვები! ინვალიდი კიარ ვარ!-შეუბღვირა,ხელები გააშვებინა და...
ჰაიდა,ძირს ისე მოხერხებულად გაწვა,მე შემშურდა!
-თქვენით დაწვებით არა?-დახედა "მარჯვენა ხელმა"
-ზემოდან ნუ დამყურებ! რას დგახარ,ხელი მომკიდე და წამომაყენე ლევან!
ესეც ასე,"მარჯვენა ხელს" ლევანი რქმევია. აშკარად არ წუხდება ბატონი ნიკოლოზის გამუდმებული საყვედურებით და ბრძანებებით,ალბათ მიჩვეულია.
-გამარჯობა-დააწვინა თუარა,თბილად გამიღიმა ლევანმა.
ნიკოლოზმაც წამოწია თავი,კარგად ამათვალ-ჩამათვალიერა,მერე ცალი თვალი მოჭუტა და ლევანს გახედა.
-ეს რატომაა აქ? მარტო რომ ვიყო,ამ საცოდავ პალატაში,რა იქნება-წარბები მაღლა აწია. მე გავწიწმატდი,სახეზე წამოვხურდი და მაგრად შევუბღვირე.
-"ეს" კიარა,სახელი მაქვს!-ვეცადე,ბრაზიანი გამოსულიყო.
-ამას რაუნდა ლევან აქ-არც შემოიხედავს ჩემთვის. ამაზე უფრო გადავირიე,ლევანმა კი "მომიტევეთ" სახით გამომხედა.
-"ამას" სახელი ქვია-მეთქი!-წარბები შევკარი,და ხელები მოვმუშტე
-ლევან,წყალი დამისხი-მშვიდად,აუღელვებლად თხოვა ლევანს და უკეთესად მიწვ. ბალიშზე.
შემდეგმა დაიგნორებამ,ჭკუიდან გადამიყვანა. კათეტერის თანხლებით,წამოვდექი,კიდევ კარგი,ვაჟბატონს თვალები დახუჭული ქონდა. ლევანს ხელიდან წყლით სავსე ჭიქა გამოვართვი,ერთი პირქუშად ჩავიცინე და ოდნავ დავხარე.
-მე გითხარი,სახელი მაქვს-მეთქი,ანინე მქვია "ბატონო ნიკოლოზ"-და მის სახეზე,ყინულიანი წყალი ვაშხუილე. ვაშხუილე,და რა ვაშხუილე...
გენაცვალე ანინე მეტრეველო ხელებში.
ასე მოუხდება!
მის სახეს დავყურებდი,და ველოდებოდი,როდის გაცოფდებოდა,როდის აიჭრებოდა...
მაგრამ,თვალებიც არ გაუხელია,ისევ ისეთი მშვიდი ხმით დაუძახა ლევანს.
-პირსახოცი მომაწოდე ლევან.
ისეთი განრისხებული ვიყავი,შემეძლო ერთი კარგი გალაწუნებაც მეჩუქებინა ამ თავში ავარდნილი ჯენლტმენისთვის,მაგრამ როგორღაც თავი მოვთოკე,ღრმად ჩავისუნთქე და საწოლს დავუბრუნდი...
____
ღამის 2საათვისთვის,წავიდა ლევანი.
ნიკოლოზი წიგნს კითხულობდა,მე სატელევიზიო გადაცემას ვუყურებდი.
წამლების მძაფრ სუნს,ჭკუიდან გადავყავდი,მაგრამ სიტყვა არ მითქვამს,ან რა უნდა მეთქვა...
ტელევიზორი გამოვრთე,და ტუმბოზე შემოდებელი ჩემი დღიური გადავშალე...
ბოლო ფურცელზე,მეწერა ის,რასაც ვგეგმავდი ახლო მომავალში გამეკეთებინა.
გამეკეთებინა რა,ეს უბრალოდ მეტაფორა იქნებოდა,თორემ არც საშუალება მქონდა და,უკვე აღარც დრო...
"1-გადმოვხტე პარაშუტით
2-მოვინახულო ეიფელის კოშკი
3-მოვინახულო ერთ-ერთი საოცრება
4-დავაგენოვნო ჩინური ბაყაყი და გველი
5-გავიკეთო ტატუ
6-ვიცეკვო ღამე,წვიმაში,ოღონდ პარტნიორი მჭირდება
7-მთელი დღე,მხოლოდ შოპინგი და სხვა არაფერი
8-დავეხმარო ერთ-ერთ მათხოვარს
9-დავესწრო როკ-კონცერტს
10-იასამნის ხე მინდა...
11-ვისწავლო ფრანგული ენა
12-გავმართო წვეულება,მაღალი ელიტისთვის
13-შევიღებო თმა ცეცხლისფრად (ანუ,დავითანხმო დედაჩემი
სიას აწყლიანებული თვალებით დავყურებდი.
ახლა,ჩემი ყველა ოცნება,სადღაც გაქრა.
გამახსენდა ნაწყვეტი მწვანე ქუჩის ხულიგნებიდან...
"მე ვბერავ ბუშტებს,ოცნების ლამაზ ბუშტებს,ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღლა ღრუბლებს,ჩემი ოცნებაც თან მიყვება ლამაზ ბუშტებს,მიწაზე არააქვთ სახლი ჩემს ოცნებებს და ლამაზ ბუშტებს..."
ახლა,ახლა ყველაფერი დაინგრა.
დარჩა მხოლოდ მწარე რეალობა,რომ მე უსუსური ვარ,რომ მე აღარაფერი შემიძლია,მე პრაქტიკულად აღარც ვარსებობ.
დაიმსხვრა ჩემი წარმოსახვები,ჩემი მეტაფორული სურვილები,მომავალი...
მაგრამ მე ამაზე არ ვდარდობდი.
მე მხოლოდ ის მადარდებდა,რომ ვერ მოვასწარი იმის გაკეთება,რაც მინდოდა.
სხვაგვარად,ყველანაირად ვიცხოვრე.
სამართლიანი ვიყავი,ვცდილობდი არავინ დამეჩაგრა...
არ ვიტყუებოდი.
არ ვიყავი "ემო".
მწამდა ღმერთის.
ვეხმარებოდი მათ,ვისაც ეს ჭირდებოდა.
მხიარული ვიყავი,არავის არ დავცინოდი,ვზრუნავდი ყველაზე,მიყვარდა ყველა და ყველაფერი.
და მაინც,დღეები მქონდა დარჩენილი.
მაგრამ,ხომ ვიცხოვრე-შევახსენე ჩემს თავს მკაცრად-რადგან ღმერთმა ასე გადაწყვიტა,ასე უნდა იყოს!
გამწარებულმა ამოვგლიჯე ჩემი დღიურის ბოლო ფურცელი,მაგრად დავკუჭე და მოვისროლე.
აღარაფერში მჭირდებოდა უკვე!
და უცებ,ყურები ვცქვიტე...
-ესეიგი,პარაშუტი,პარიზი,საოცრება,ბაყაყი და გველი...-მთლიანად ჩამოაყალიბა წამოწოლილმა ნიკოლოზმა ჩემი სია და გაიღიმა.
-რას აკეთებ?!-ვუყვირე,მაგრამ ხმა ჩამხლეწვოდა და ჩხავილი გამოვიდა.
-ვკითხულობ-მშვიდი ხმა
-დამიბრუნე!!!!
-შენ ის დახიე,ანუ არ გჭირდებოდა-მხრები აიჩეჩა.
თავი ჩავხარე. რა აზრი ქონდა,ახლა ქაჯობას? უკვე ყველაფერი წაიკითხა,გაიგო ჩემი ოცნებები,იდიოტური ოცნებები...
ნახევარი საათი,ვდუმდით.
ის ჩემს სიას უყურებდა,მე მას.
ბოლოს ამომხედა
-არ ფიქრობ,რომ საინტერესო მიზნებია? რატომ არ გინდა,განახორციელო?-ისეთი სერიოზული და თბილი ხმა ქონდა,წამითაც არ დამიჭერია მათში ცინიზმის ან ირონიის ნოტები.
-ნტ... უკვე ვეღარ. თანაც,დროც რომ მქონდეს,აზრი არ აქვს,ეგ მეტაფორული ოცნებებია.
-მოიცა მოიცა,წესიერად მითხარი,დროის არ ქონაში,რას გულისხმობ-დაიბნა
-ფილტვები არ მივარგა,ეს მამაძაღლი-მაინც გამეცინა
-...რაო ექიმმა...
თვალებში ჩავხედე,და შევძრწუნდი.
ისეთი სევდიანი გაუხდა თვალები,თითქოს მისი სიკვდილის განჩენი გამოიტანესო. ასეთი ტკივლი,არათუ ახლობლის,დედის თვალებშიც კი არ ამომიკითხავს.
-რამდენიმე დღე დაგრჩაო... მაგრამ არაუშავს იცი? მე ვიცხოვრე,მე საკმარისად ვიცხოვრე,და რადგან ღმერთს ასე სურს ნიკუშა,ეს ალბათ ასეც უნდა იყოს.-თითქოს მას ვამხნევენდი,და არა საკუთარ თავს.
-რაღაც მოვიფიქრე... ოღონდ დამპირდი რომ,დაფიქრდები. ფიქრისთვის 1საათი გაქვს!-თვალები აუციმციმდა
-მითხარი-გავუღიმე
-ანუ... წავიდეთ. სიის პირველი ოცნებიდან,ბოლო ოცნებამდე ყველაფერი შევისრულოთ. წავიდეთ აქედან,და დარჩენილი დღეები შენი სურვილების ასასრულებლად ვიცოცხლოთ... მოიცა,ეგეთი სახე ნუ გაქვს! არ გეღადავები,მართლა გეუბნები. რა აზრი აქვს აქ უაზროდ წოლას და სიკვდილის ლოდინს?! წავიდეთ რა,ძალიან გთხოვ... ფული პრობლემა არ არის,ფულის მეტი,არაფერი მაქვს. მთავარი ისაა,რომ მე ძალიან მინდა,ცამეტივე ოცნება ავისრულოთ. ჰო,მეც ისე დამაინტერესა ამ სიამ... ნუ,ტატუ მაქვს,პარიზშიც ნამყოფი ვარ,როკ-კონცერტზეც ვიყავი,წვეულებაც... რას ვლაპარაკობ,ამას რა აზრი აქვს! მთავარი ისაა,რომ კარგად დაფიქრდე. ძალიან გთხოვ,ახლა არაფერი მითხრა. 1საათი.

გამაოცა მისმა სიტყვებმა. ის მთავაზობდა,მასთან ერთად წასვლას პარიზში,ეგვიპტეში,ჩინეთში,მთავაზობდა იმას,რასაც მე,1-2-ის გარდა,ვერ ავისრულებდი...
მაგრამ,დედა მარტო როგორ დავტოვო? როგორ ვუთხრა,ავდექი და ჰერი-ჰერი,მივდივარ-მეთქი? არა...
ვერ დავთანხმდებოდი...
თუმცა,რაღაცაში მართალია. რამდენიმე დღე დამრჩა და ახლაც სხვაზე როგორ ვფიქრობ? ხომ შეიძლება,საკუთარი სიამოვნებისთვისაც ვიცხოვრო თუნდაც მხოლოდ 10 დღე?! განა ეს დანაშაულია? ნიკუშას სიტყვებში ჩანდა რომ,პრობლემა არ იყო მისთვის,რომ არ ვაწუხებდი და პირიქით,მასაც უნდოდა ამის გაკეთება...
ღმერთო,დამეხმარე.
ღრმად ჩავისუნთქე,მზერა ნიკუშას გავუსწორე,და თვალები ცოტა ტკივილიანი გამიხდა პასუხის დროს.
-კარგი,თანახმა ვარ.
_____

გამარჯობათ
ცუდია?
თუ კარგი?
ანუ,გავაგრძელო?
ჯერ არ გიცნობთ,მაგრამ მაინც,მიყვარხართ



№1  offline წევრი Imereli

გააგრძელე აუცილებლად! ❤

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

ორიგინალურია როგორც სათაური,ასევე ისტორია.გააგრძელე.
წარმატებები.

 


№3  offline წევრი ანა15

გაგრძელე ძალიან მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent