შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 10


17-07-2015, 00:10
ავტორი dona gedi
ნანახია 2 625

ოცდათერთმეტში ჩემი სიურპრიზებიც ამოვიდნენ მთაში. ყველა ჩვენი მეგობარი, თუმცა ელი და თორნიკე გვეკლდნენ. უკვე ისე მენატრებოდა ჩემი მეგობარი, რომ ჭკვა არ დამიშლიდა მე ჩამეკითხა მათთვის და თაფლობისთვე ჩამეშალა. მაგრამ ახალიწლის ღამეს გაირკვა რატომ დამიმალა ანდრიამ ტელეფონზე მოსაუბრის ვინაობა. სამზარეულოდან ყველაფერი გამოგვქონდა მე და მარიამს და სუფრას ვალამაზებდით. უკვე თორმეტის ნახევარი იყო გარეთ რაღაც ხმაური მომესმა. ანდრიას გავხედე რომელიც ფეხზე წამოფრინდა. ამ დროს სახლის კარიც გაიღო. თეფში, რომელიც ხელში მეჭირა თავისი სალათიანად ხმაურით დაეცა დაბლა როდესაც იქ მდგომი ელი დავლანდე და ისეთი სისწრაფით გავქანდი და მოვეხვიე რომ ცოტას გადავრჩით წაქცევას. მერე ყველა დაგვეხვია.. გარეთ გავძვერი და თორნიკესკენ გავიქეცი. ზედ შევახტი და ისე ავეწებე კაცი ვერ გააგდებინებდა ჩემ თავს.
_მეგონა ნაჯახით ხელში დამხვდებოდი და თავს მომაჭრიდი ამდენი ხნით რომ წაგართვი დაქალი.
_ასეცაა, უბრალოდ ნაჯახი ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე ხელით მომეხრჩვე.-ვუთხარი კისკისით.
_მართლა მომახრჩობ ახლა.-ამოილაპარაკა ხრიალით.
_ხო კარგი, სულაც არ მოგენატრე არაა?-ვუთხარი ვითომ ტირილით.
_რომ ნახო რამდენი საჩუქრები ჩამოგიტანე, ამას აღარ მეტყოდი.
_საუკეთესო ძმა და სიძე ხარ.- სასწრაფოდ მოვშორდი თორნიკეს და იქაურობა მოვათვალიერე, საჩუქრებს ვეძებდი.
_წამოდი ჯერ სახლში შევიდეთ და საჩუქრები მერე.
ისეთი ბედნიერი ვიყავი.. ყველაფერი მქონდა ამისთვის, მაგრამ ვიცოდი რომ ამხელა ბედნიერებას აუცილებლად მოჰყვებოდა რაღაც მისი საპირისპირო. თავს უფლება არ მივეცი ამაზე მეფიქრა და მთელი არსებით ვტკბებოდი ახალი წლით, რომელმაც ამდენი საყვარელი ადამიანი მომიგროვა ერთად. პირველში მთიდან წამოვედით და ოჯახებს დავუბრუნდით. რამდენიმე დღე ანდრიას გარეშე გავატარე. იმეილზე ლუკას წერილი და ფოტოები მივიღე. ახალწელს მილოცავდა და ამბობდა რომ ძალიან დასწყდა გული რომ მის გამოფენაზე არ მივედი, რადგან ჩემი ფოტო გამარჯვებული აღმოჩნდა. ბოდიში და მადლობა მოვუხადე და ფოტოები შევინახე რომ ამომებეჭდა. მართლაც შესანიშნავი ფოტოგრაფი იყო.. მალე სწავლას დავუბრუნდი და ძველებურ განრიგში ჩავდექი. ანდრიასთვის მიცემული პირობა ჯერ არ მქონდა შესრულებული რადგან გაზაფხული ყველაზე მეტად მიყვარდა მინდოდა ამ დროს დავეხატე. ეს გაზაფხული სხვანაირი იყო, მარტო აღარ ვიყავი, ანდრია უკვე ჩემ ნაწილად მოიაზრებოდა, ამ გაზაფხულს სწავლას დავამთავრებდი და მომიწევდა ჩემი მომავლის მართვაზე მეზრუნა. მაგრამ რადგან არ ვიყავი მარტო, არაფერი არ მაშინებდა და მანერვიულებდა ერთის გარდა_ ეს ზღვარგადასული ბედნიერება იყო. მას შემდეგ რაც ანდრია გავიცანი, იმდენად ბედნიერი ვიყავი ყოველ დღე და ყოველ წამს.. და ეს ბედნიერება არასდროს გაჩერებულა ერთ წერტილში, ის მუდამ იზრდებოდა.. ახალი ბედნიერება კი გაზაფხულის მშვენიერ დღეს ელიმ მამცნო:
_მეჯვარევ, სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდი.
_მეჯვარევ? კარგი მოვდივარ.-ვუთხარი სიცილით. ასე არასდროს მოუმართავს ჩემთვის. კარიში გაბადრული თორნიკე შემომეგება და ისე ჩამიკრა გულში თითქოს დიდიხნის უნახავი ვიყავი.
_ელისკენ წავედი და მოვეხვიე. ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა. მერე თორნიკეს გახედა და მავედრებელი ხმით უთხრა:
_ცხელ შოკოლადს გაგვიკეთეებ?-რაღაც უცნაურად ჩაეცინა თორნიკეს და სამზარეულოში გავიდა.
_რა გჭირთ იქნებ გამაგებინო?-ვკითხე და თვალი გავაყოლე ელის რომელიც ფუმფულა სავარძელში მოკალათდა, ფეხები მოიკეცა და ხელები მუცელზე შემოიწყო ნაზად. უცბად გონება გამინათდა და ამოვიკივლე თუ რაღაც უცნაური ხმა გამოვეცი.
_არ არსებობს, ღმერთო შენ...-უაზროდ ვბლუყუნებდი და თან ელის წინ ჩავიჩოქე აცრემლებული. მუცელზე ხელი კანკალით შევახე და ორივე ერთად ავსლუკუნდით ბედნიერებისგან.
_მორჩით ახლა, მეც ნუ ამატირებთ.-თორნიკე ისე შემოსულიყო ოთახში ვერც გავიგე. წამოვდექი და მთელი ძალით მოვეხვიე. ალბათ ესაა ადამიანისთვის ბედნიერების პიკი. გავიფიქრე და ძალიან მომინდა მეც შემეგრძნო ეს...
***
ზამთარი გადავაგორეთ და არეული მარტიც გვეახლა. ერთ მშვენიერ დღეს ანდრია სიხარულით მომვარდა და ახალი ამბავი მამცნო:
_შეჯიბრებაზე მიმყავხარ. ამაღამაა. როგორც იქნა მოხერხდა ორგანიზება და ჩემი მანქანაც არ არის ცუდ ფორმაში.
_ბიჭებიც მოდიან?-ვკითხე გახარებულმა.
_ნიკა არ მიიღებს მონაწილეობას, მარიამის შეტევების გამო. გიორგი კი.
_მშვენიერია. ნიკას ძალიან ვაფასებ, ზუსტად ასეთი მოფრთხილება სჭირდება მარიამს.
_როცა გიყვარს სხვანაირად მოქცევა შეუძლებელია.
_დავიძინებ რომ იქ ენერგიაზე ვიყო, შენ არ გინდა მომბაძო? -სიტყვის თქმა არ დამაცადა, ისე ამიტაცა ხელში და საძინებელში გამაქანა. ანდრიას შეხებამ გამომაღვიძა.
_გაიღვიძე ძვირფასო, უნდა წავიდეთ.
_აუ რამდენი მეძინა.-ამოვიბურდღუნე და აბაზნისკენ წავედი.
_მზად ხარ?-მოუთმენად შემომაცქერდა და ჩემი დასტური რომ მიიღო კარებში გამიძღვა. ეს სარბოლო ტრასა ბევრად დიდი იყო ვიდრე ისინი რომლებზაც აქამდე წავუყვანივარ ანდრიას. შეშინებულმა ავხედე და მივეკარი.
_ანდრია დარწმუნებული ხარ რომ საშიში არაა?-მან მშვიდად გამიღიმა.
_მე წავალ შენ მხოლოდ მიყურე.
_შენ რა ფიქრობ რომ საკუთარი თავის გამო ვნერვიულობ? მარტო არ გაგიშვებ არსად გასაგებია?
_გასაგებია სერ.-მითხრა სიცილით._წეღან მითხრეს რომ მხოლოდ ერთი იქნება მანქანაში. დღეს არავითარი წყვილები.
_მატყუებ. რომ დამაბა მაინც გამოგყვები!
_არა ანასტასია. ნუღა ვიკამათებთ ამ თემაზე. მე არ გატყუებ. თუ გინდა სხვებს კითხე. დღეს წყვილები არ იქნება. ერთხელ ხომ უნდა მიყურო გარედან.-ის მხოლოდ მამშვიდებდა, მე კი უფრო ავფორიაქდი. ახლა ერთ წამში შემძულდა მისი ჰობი, რადგან მას ანდრიასთვის ზიანის მოტანა შეეძლო. დავთანხმდი და თავი მოვაჩვენე რომ მშვიდად ვიყავი. ჩუმად დავიმალე მის მანქანაში როცა ჩემს გვერდით აღარ იყო და დაველოდე. მოვიდა. ძრავა აამუშავა და სანამ დაძრავდა უცბად გადავუძვერი წინ.
_ანასტასია რა გინდა აქ?-ძალიან გავაბრაზე.
_ჩუმად. აბა სხვაგან რა მინდა?-მწარედ გააქნია თავი და დაძრა. ასეთი ადრენალინი და შიში არასდროს განმიცდია. საშინელი გზა იყო. ხან ჰაერში ვიყავით და მივფრინავდით, ხან მოსახვევში რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. მაგრამ ადრენალინმა თავისი ქნა და სიხარულის ყვირილი აღმომხდა, როგორც ყოველთვის. ანდრიამაც მომბაძა. ორი მკვეთრი მოსახვევი გავიარეთ და მესამეში საშინელმა ბიძგმა უკნიდან, პირდაპირ კედელს მიგვანარცხა. ანდრიამ ავტომატურად გადმოწია ცალი ხელი და გულმკერდზე მომაჭირა რომ ადგილზე შევეკავებინე და შუშა არ გამემტვრია. დავინახე როგორ მიარტყა თავი კარებს და გავითიშე...



№1  offline წევრი dona gedi

ვნახოთ ვნახოთ :დდდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent