შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელი 9


16-07-2015, 00:07
ავტორი dona gedi
ნანახია 2 877

ყველაფერი მოვაგროვეთ და მანქანა გავავსეთ. ანდრიას წყალობით იმის ნახევარი დროც არ დაგვჭირდა გზაში რაც მე და ელის გვჭირდება ხოლმე. ჩემთან მივედით სახლში და ბუხარში ცეცხლი ავაგიზგიზეთ. მთაში თოვდა. ახლა გამახსენდა რომ ახალი წელი კარს მოგვდგომოდა.
_ანდრია.-წამოვიყვირე მოულოდნელად და ფეხზე წამოვხტი, გაოცებულმა გადმომხედა._შენ გახსოვს დღეს რა რიცხვია?
_30.-მითხრა სიცილით და ჩემკენ წამოვიდა.
_ღმერთო მიშველე.-ამოვიოხრე გაბრაზებულმა._ანდრია თუ ხვდები რომ ხვალ ახალი წელი დადგება და დედა აუცილებლად დამიწყებს ძებნას მათთან რომ არ მივალ. რა ვქნა?-ვკითხე საკუთარ თავს და თითების მტვრევას მოვყევი.
_დაწყნარდი თუ ძებნას დაგიწყებენ გავაგებინებთ. აქ იჭერს ტელეფონი, ჩემ სახლში მაინც ვერ ავალთ აქ უნდა ვიყოთ, ასე რომ ჩვეულებრივ შევძლებთ დაკავშირებას.
_არა ნამდვილად მეხუმრები, მე ჩემი ოჯახის ტრადიციას ვარღვევ. მომკლავენ.
_არავინ არაფერს გეტყვის. ახლა დავრეეკავ და თუ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც შენ გინდა, დღესვე დაგაბრუნებ უკან. ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. ნახევარი საათი ისე გავიდა არ დაბრუნებულა. მე გავიხედე. თოვლში იდგა, ზურგით. კარის ხმაზე მობრუნდა და რომ დამინახა გაიბადრა.
_ყველაფერი ისეა როგორც ჩვენ გვინდოდა. არავინ არ გიბრაზდება. ისე გამიხარდა რომ გავიქეცი და შემოვახტი ის კი პირდაპირ თოვლში გადავარდა სიცილით. მე ზემოდან დავეცი.
_არ მატყუებ? როგორ დაითანხმე?
_როდის მომიტყუებია ასეთი რამე?
_დედას მაინც ძალიან დავწყვეტ გულს. -ვუთხარი და თავი ჩავხარე.
_დაელაპარაკე და თუ ოდნავ მაინც შეატყობ რამეს რომ არ უნდოდეს ჩვენი აქ ყოფნა, ახლავე წაგიყვან უკან.
_შენ რაა ჯადოქარი ხარ?-ვუთხარი სიცილით._მოდი მართლა დავურეკავ, ისედაც მინდოდა ლაპარაკი.
_მიდი ოღონდ არ გაცივდე. შიგნით შევალ მე. -დაიხარა და გაყინულ ცხვირზე მაკოცა._კლოუნივით აგიწითლდა.-მითხრა სიცილით. შიგნით რომ შევიდა ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და კიდევ ერთხელ რომ დავხედე დღევანდელ თარიღს კიდევ ერთხელ წამოვიყვირე.
_ღმერთო რა იდიოტი ვარ. ხვალ ხომ მისი დაბადების დღეა. ახლა რა ვქნა?-ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ასე როგორ ამერია დღეები.. 2წუთიც არ დამჭირდა რომ გონება გამინათდა. მარტას დავურეკე და ყველაფერი ვაყიდინე რაც მჭირდებოდა. ტაქსს გამოატანა და თან გააფრთხილა რომ სახლთან არ მოსულიყო. დღეს როგორმე გავიპარებოდი გარეთ. დედასაც ველაპარაკე და არაფრით არ მითხრა რატომ არ იყო ნაწყენი ან როგორ დათანხმდა ანდრიას. ვფიქრობდი ანდრიამ თავისი დაბადების დღეზე უთხრა და ამიტომ. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
_ანასტასია შემოდი თორემ გაცივდები და არ მოგივლი.-მაიმუნობის ხასიათზე მოვედი და ანდრიას გავძახე:
_ანდრიაა დამეხმარე მგონი ფეხი მოვიტეხე. -მიწაზე ვიყავი გართხმული და მის მოახლოებას ველოდებოდი. სირბილით წამოვიდა და როგორც კი ჩემს წინ ჩეიმუხლა მოვახტი და თოვლში ჩავაგდე. მერე სახეზეც დავაყარე ცოტა და გავიქეცი. შევასწარი კიდეც სახლში. გამიკვირდა მაგრამ ბედნიერი ვიყავი რომ ვაჯობე. ანდრია თოვლის ფერთხვით შემოვიდა. მე კვლავ დაძაბული ველოდი მის მრისხანებას.
_ნუ გეშინია არაფერს გიზავ.-მითხრა სიცილით. ამ ერთ მაიმუნობას მაინც გაპატიებ. პირღია დავრჩი. არ ველოდი და როცა უკვე მეგონა არაფერს მიზამდა, უცბად დამეტაკა ზურგზე მომიგდო და გარეთ გამაქანა.
_ანდრი გამიშვი გთხოვ, გთხოოვ..-არ ისმინა ჩემი ვედრება და მაინც ამომგუნგლა თოვლში. მერე თვითონვე „შემიტანა“ სახლში ძალა გამოცლილი. გამოვიცვალეთ და ცხელი შოკოლადებით ხელში დავსხედით ბუხართან. თან სახლს ვზომავდი თვალით და გეგმებს ვაწყობდი რა როგორ გამეკეთებინა. მოსაღამოვდა და მეც ნერვიულობამ მიმატა. მალე დედამ დარეკა. დროა მსახიობობა დავიწყო, გავიფიქრე და ვუპასუხე.
_რა ხდება დე?
...
_კარგი დედა, ცუდად ხომ არაა?
...
_კარგი ვეტყვი და წავა. კარგი. გკოცნი.
_რა ხდება?-მკითხა ანდრიამ.
_რაღაც უნდა გთხოვო. დედას უთქვამს მარტასთვის რომ აქ ვართ და მას კი რაღაც დახმარება ჭირდებაო. ანდრია გამომიგზავნე თუ ეცლებათო. ცუდად არაა, დახმარება უნდაო. -მავედრებელი თვალებით გავხედე.
_კარგი რა პრობლემაა. შენ არ წამოხვალ?
_აბა შენი აზრით რატომ გიყურებ ასე?-ვუთხარი სიცილით. მიდი რაა ძალიან დამღალა მგზავრობამ და ცოტა შემცივდა კიდეც თოვლში. -დაეჭვებულმა შემომხედა.
_კარგი წავალ. რამე წავიღო?
_არა მეტყოდა რამე რომ ჭირდებოდეს. კარს ღიას დავტოვებ რაა, შეიძლება ჩამეძინოს მე, წამალი დავლიე მგზავრობის და თავი მიკვდება. -ყველანაირად ვცდილობდი ხელი შემეკავებინა რომეიც ყელისკენ გამირბოდა და ხმის ტემბრსაც ვაკონტროლებდი, მგონი..
_რაღაც არ მომწონხარ.
_კარგი ჰო დაგელოდები არ დავიძინებ.-ვუთხარი და გავუღიმე.
_ეგ არ მიგულისხმია. დაიძინე არ მეწყინება, ოღონდ თბილად დაიფარე და ბუხარი არ ჩააქრო. -
_თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ვაკოცე. როგორ მოვიტყუე ამდენი, მაგრამ მაინც ვერ დავსპეცდი ამსთან. გავაცილე თუ არა კურტკა მოვიცვი და გარეთ გავვარდი. ტაქსს დავურეკე და ვუთხარი სახლთან მოსულიყო. ყველაფერის გადმობარგებაში დამეხმარა, მერე ვთხოვე ნათურების დამაგრებაშიც თუ დამეხმარებით ფულსაც დაგიმატებთ და ცხელ შოკოლადზეც დაგპატიჯებთ მეთქი და ისიც დამთანხმდა. სახლი მოვრთეთ საახალწლოდ და ტაქსისტი უკან გავუშვი, სენდვიჩებიც გავატანე, დარწმუნებული ვარ მთის სახლში არაფერი ექნებოდა შემორჩენილი და შემეცოდა. ძალიან გაუხარდა და ნებისმიერ დროს დახმარებას შემპირდა, როცა დამჭირდებოდა. გაუმართლა იმ ბიჭსო, მითხრა ბოლოს და წავიდა.
ტელეფონმაც დარეკა. უკვე იქაა, გავიფიქრე და შეშინებულმა ვუპასუხე.
_მიხვედი? რა უნდოდა მარტას?
_ანა მანქანა ვერ მიდის იქამდე და იქნებ დაურეკო და კითხო რა უნდოდა. გადავიდე ფეხით?
_მოიცადე არ გადახვიდე ჯერ დავრეკავ და გეტყვი.
გავუთიშე და ვითომ მარტასთან ლაპარაკისთვის საჭირო დრო რომ გავიდა დავრეკე.
_ანდრია წამოდი უკან, ისეთი მნიშვნელოვანიც არ ყოფილა, მოდი და მოგიყვები რაც მოხდა. ტყუილად გატარეთ.
_კარგი არაუშავს მოვდივარ.-მითხრა და გამითიშა. ღმერთო ეს რანაირი ბიჭია, ამდენი ვატარეთ ამ სიცივეში უაზროთ და ხმაშიც კი არ ეტყობოდა ოდნავი უკმაყოფილება. აქამდე წუწუნით ავიკლებდი. ვფიქრობდი და თან ქარბორბალასავიტ ვმოძრაობდი სახლში. სუფრა გავაწყე, შუაში ტორტი ჩავდგი და მთელი ოთახი წითელი და თეთრი სანთლებით გავანათე. ჭერზე კი საახალწლო ნათურები ეკიდა. შამპანიური ნახევრად გავხსენი და მგონი მზად ვიყავი. არა საჩუქარი დამავიწყდა. ხმამაღლა წამოვიყვირე და შეფუთულ ყუთს ვეცი. სად დავდო? ვკითხე საკუთარ თავს, რომ მანქანის ხმა შემომესმა. მის სკამზე დავდე, ტორტში მოთავსებულ შუშხუნებს სულ ხელისკანკალით წავუკიდე ცეცხლი და ნაბიჯების ხმაც გავიგე. მისი შემოსვლა და შამპანიურის ბუთქუნი ერთი იყო. ამას მოჰყვა ჩემი აჟიტირებული წამოძახილით ნათქვამი გილოცავ და ანდრიას გაოცებულ-გაბრწყინებული თვალები. მისკენ გავექანე და მთელი ძალით მოვეხვიე.
_ერთი წლით დიდიც ძალიან მიყვარხარ. ვუთხარი სიცილით და ყველა ემოციისგან აკანკალებულმა მის ტუჩებში ვიპოვე სიმშვიდისა და მოდუნების განსასვენებელი.
_არ მეგონა თუ იცოდი..-ამოთქვა გაბრწყინებულმა._ეს საუკეთესო სიურპრიზია, და შენ საუკეთესო საჩუქარი. და ეს ტყუილები, როგორ ვერ მივხვდი?! ჩემი თავის მიკვირს.-თავის თავს ელაპარაკებოდა აბნეული._და ეს ყველაფერი ჩვენ მანქანაში არ იყო. საიდან გააჩინე ტორტიც კი..
_ჯადოქარი ვარ.-ვუთხარი ჩემი თავით და მისი გაოცებით კმაყოფილმა._ტყუილებისთვის მომიტევე თუ შეიძლება. ახლა კი იქნებ მობრძანდეთ სუფრასთან იუბილარო. არა არა მოიცადე. საჭმელებიც გვაქვს უბრალოდ ისე სწრაფად დაბრუნდი ვერ მოვასწარი იმეების მოტანაც.
_მოდი მოგეხმარები. ისე რომ მატყუებდი და ხელი ყელისკენ არ გაგექცა. კარგად მუშაობ როგორც ვხედავ.-ჭარბები ამიწკიპა ანდრიამ და მაინც ჩაეჩვრიტა ლოყები გაპარული ღიმილისგან.
_ძალიან გამიჭირდა.-ვუთხარი სიცილით და ხელში სალათებით სავსე ორი თეფში მივაჩეჩე.
_ანდრო მიდი ერთი კიდე წაიღე და მოვრჩით.
_რა დამიძახე?-უცებ შემოვარდა და მომაჩერდა.
_რა?
_ანდრო?!
_ასე ვთქვი? შეიძლება.. უნებურად, ვერცკი მივხვდი.-გამეცინა საკუთარ თავზე.
_არასდროს არ მომწონებია ეგ სახელი, მაგრამ შენ რომ დამიძახე მომეწონა.- ნელ-ნელა მიახლოვდებოდა, მე კი მუჯლუგუნი გავკარი და მისაღებისკენ გავემართე.
_მოდი დავსხდეთ თორე შეიძლება შენ შემომეჭამო.-ვუთხარი და ჩემ ადგილას მოვთავსდი. ერთი სული მქონდა როდის ნახავდა თავის საჩუქარს. სკამი გამოწია კინაღამ საჩუქარზე მოკალათდა, მაგრამ მალევე აღიქვა დანახული და გაკვირვებულმა გადმომხედა.
_ანასტასია ესეც ჩემია?
_კიდევ რა არის შენი?-ვითომ აღშფოთებულმა ვკითხე.
_შენ, ეს საღამო და ტორტი.-გამომაჯავრა უცბად.
_და მერე ვინ გითრა რომ მე შენი ვარ?-არც მე დავაკელი. საჩუქარს ხელი უშვა და ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ გავაჩერე.
_კარგი ხო ვხუმრობ, მიდი გახსენი დავიტანჯე რა.-გაეცინა და ისევ დასწვდა ყუთს. ერთი ხელის მოსმით შემოაცალა ლამაზი ქაღალდი და ყუთიდან ჯერ პალიტრა ამოიღო გაბრწყინებულმა, მერე ფუნჯები და საღებავებიც მოაყოლა.
_აქედან ვერსად წამიხვალ სანამ პირობას არ შეასრულებ.-ვითომ გამკაცრდა და მომახლოვდა._უნდა დაგხატო, ვეღარ მოვითმენ.
_კარგი მაგრამ ტილო რომ არ გაქვს?
_მოვიფიქრებ რამეს. -მიპასუხა თავის თავში დარწმუნებულმა და საფეთქელზე მაკოცა._საუკეთესო ქალი მყავს.
_ოხ ქალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ჯერ ისევ გოგო ვარ.
_გოგო კი არა ბავშვი ხარ.-წამკბინა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ჭიქები შეავსო და ხელის აწევით ვანიშნე მე ვამბობ მეთქი.
_ამ ჭიქით,-სიცილი ამივარდა ლოთი კაცივით რომ დავიწყე._სერიოზულად! ჩემ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემ ბიჭს. ანდრო, იცი როცა შენ თვალებში ვიყურები მხოლოდ ერთი სიტყვა მიტივტივდება თავში. მხსნელი. არ ვიცი ასე რატომ მემართება, მაგრამ ჩემდაუნებურად მომდის. ახლა გამაჩუმე თორემ კიდე ბევრ რამეს ვიტლიკინებ და მერე უნდა მაწამო და დამცინო.
_არაფერი არაა აქ სასცილო ანასტასია.-მითხრა სერიოზული სახით._დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში იცი რატომ ფიქრობ მაგ სიტყვაზე, უბრალოდ ჯერ არ გინდა აღიარება, ან ვერ გააანალიზე. მოკლედ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ახლა კი გაუმარჯოს შენ სიყვარულს.-ამყვა სიცილით._კარგი ბიჭია, ვიცნობ მეც სხვათაშორის.-მაიმუნობას აგრძელებდა, მე კი შამპანური მოვსვი და მის სიტყვებზე დავფიქრდი.
_ანდრია გამაჩერე რაა თორე ნამდვილად ბუთქუნს დავიძახებ.-სიცილით გავხედე კარგად შეზარხოშებულმა.
_ჯერ სად ხარ ტორტი არ გაგვიჭრია.-წამოფრინდა და ტორტის დაჭრა დაიწყო.
_უკვე ორად მეჩვენები.
_რა მაგარი სიმთვრალე გქონია, სულ იცინი.-თვითნაც სიცილით კვდებოდა ჩემი შემხედვარე.
_კარგი გეყოს ჩემი დაცინვა.-ამოვიბლუკუნე და ტორტს დავხედე რომელიც წინ დამიდგა ანდრიამ. _ხვალ შევჭამ ყავასთან, ხო იცი დიდად არ ვგიჟდები ტორტებზე.
_კარგი მაშინ მეც ხვალ შევჭამ. -მიპასუხა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. მეც მაშინვე შევაგებე ჩემი ხელები მის ჩაჩვრეტილ ლოყებს._ძალიან დაიღალე და თან თვალები საოცრად გიჟუჟუნებს. წამოდი დავიძინოთ თორემ ხვალ ფეხზე ვერ დადგები.
_მოიცა ჯერ მაგიდას ავალაგებ, მოვიშორო ბარემ, ხავლ უფრო დამეზარება.-ვუთხარი და მასთან ერთად წამოვდექი. დამეხმარა და 5წუთში მოვამთავრეთ ყველაფერი. მერე კისერზე ჩამოვეკონწიალე და ავბუტბუტდი.
_ბედნიერი ვარ, ზედმეტად.
_ბედნიერება ზედმეტი არასდროს არ არის. მაგრამ ამ შემთხვევაში მეც იგივეს თქმა შემიძლია შენთვის. მოდი ჩემთან.-მითხრა და ხელში აყვანილი წამიყვანა საძინებლისკენ.
_ამაღამ სხვა ოთახში დაიძინე.-ვუთხარი და ანდრიას ნაწყენ თვალებს მივაჩერდი.
უსიტყვოდ გავიდა ჩემი ოთახიდან და მაშინ მივხვდი როგორც გაიგო ჩემი ნათქვამი. წამოვხტი და გარეთ გავვარდი. გაშეშებული და დაღვრემილი იდგა ჩემ ოთხთან, ალბათ ფიქრებმა წაიღო. ერთი ამოიხედა ხმაურზე და გიჯივით შევახტი მუცელზე. მგონი იფიქრა სულ გაუბერაო. თვალებში ჩავხედე და ვუთხარი.
_ნუ ფიქრობ ყოველთვის ცუდად საკუთარ თავზე. იმიტომ არ მითქვამს ცალკე დაიძინე მეთქი, რომ არ გენდობი.
_აბა რატომ მითხარი?
_იმიტომ რომ ჩემ თავს არ ვენდობი ამ საღამოს, თანაც კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს და... კარგი ამ სიურპრიზს დროს შევუცვლი, ოღონდ ნუღა მიყურებ დაღვრემილი.
_დარწმუნებული ხარ რომ მაგიტომ არ გითქვამს?
_გირჩევნია ნერვები არ მომიშალო, წავიდეთ ოთახში.-ვუთხარი გაბრაზებულმა.
_კარგი ნუ მიბრაზდები.
_მაშინ ჩემ სიტყვებში ეჭვი ნუ შეგაქვს!
_აღარ შემაქვს.-გაეცინა.
_მერე არ მისაყვედურო რომ მეორე სიურპრიზი გადაიდო.
_არა.-კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ტელეფონმა დაურეკა. უპასუხა და რატომღაც მომეჩვენა, რომ ემოციების დასამალად ზურგი შემაქცია. კარგიო მხოლოდ ეს უთხრა გათიშა.
_ვინ იყო?
_სანდრო.
_მატყუებ.
_ოხ ანასტასია. არ შეიძლება მეც მოვიტყუო ხანდახან? გაიგებ როცა საჭირო იქნება. ზურგზე მომიგდო და საძინებელში გააბოტა. მე კი ხან მხარზე ვკბენდი ხან ყელში და თან სიცილით ვიგუდებოდი.
_მორჩი თორე ჩაოსდები.-მითხრა თვიტონაც ჩაოსებულმა და ნაკბენი ხელით დაიზილა._რა ბასრი კბილები გაქვს.-ისევ სიცილით ავყირავდით საწოლზე. სული რომ მოვითქვით საბანი გადამაფარა და მომეხუტა. თავი მის ყელში ჩავმალე ძალიან მალე გავითიშე მისი თითების მეშვეობით, რომელიც რიტმულად მოძრობდა ჩემ თმაში.

-------------------
ვფიქრობ რამდენიმე თავიც და დავამთავრებ, მაგრამ არაორდინალურად.. მითხარით რას ფიქრობთ, რა შემიძლია გამოვასწორო და ა.შ. მიხარია რომ რამდენიმე მკითხველი ერთგულად მომყვება პირველი თავიდან ბოლომდე <3



№1  offline წევრი maaashka

Dzan kargia … rogorc yoveltvis exlac gansakutrebuli da ragacnairad gemrieli tavi iyo me dzaalian momwons da moutmenlad veli shemdeg tavs <3

 


№2  offline წევრი dona gedi

უთბილესები ხართ ^^ არ გალოდეინებთ ბევრს მალე იქნება შემდეგი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent