შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე თვე (პირველი ნაწილი)


17-07-2015, 13:02
ავტორი MyLove
ნანახია 7 345

თუ სიყვარული წრფელი და ნამდვილია, იგი არ ითვალისწინებს არანაირ გარეშე პირობებს. მთავარია, უყვართ და მორჩა!
ამ ამბავმა, რომელიც თქვენ უნდა მოგიყვეთ, დამიმტკიცა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც შეძლებს სიყვარულის დამარცხებას!

* * *

ისევ თავჩაქინდრული დაუყვა დაღმართს. ამ წვიმაში, არანაირი სურვილი არ ჰქონდა ატალახებული ტროტუარისთვის ემზირა. ბევრს უყვარს წვიმა, მაგრამ ამ "ბევრში" ანაბელ კალანდაძე არ შედიოდა. საერთოდ, ის არც ერთ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა, რომელსაც საერთო მიზნები და სურვილები გააჩნიათ. ეს მისი ინდივიდუალიზმი დიდად არავის სიამოვნებდა, რადგან მართლა ყველასგან გამორჩეული იყო. შეეძლო მოეთმინა სხვისი უაზრო შენიშვნების გროვა, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აპატიებდა.. თუ მარტო დარჩებოდა, არ დაიწუწუნებდა, მაგრამ ძალიან დიდი ეგოისტი იყო. ამ ეგოიზმს,რა თქმა უნდა, იმ ადამიანებთან, არ ამჟღავნებდა, ვინსაც "ფეხებზე ე*იდა", ან ეპირფერებოდა.. ვერ იტანდა უაზროდ სიცილს, ჩერჩეტ და გაუწონასწორებელ გოგონებს, რომლებსაც თავმოყვარეობა დაკარგული აქვთ და სხვის თვალში ნაცარივით გაჩხერას ექვემდებარებიან მხოლოდ.
მოახლოვდა ახმაურებული შენობა და იმატა აურ-ზაურმაც. როგორ უყვარდა სიწყნარე! სკოლა კი, ამ სიამოვნებას მხოლოდ გაკვეთილზე აძლევდა. ჩანთა გვერდზე გადაიგდო, რასაც ნაწნავიც მიაყოლა და გაბედულად შეაბიჯა ეზოში.
პატარა ბავშვები ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ ჭყავილს ჭკუიდან გადაყავდა. ზოგი პირველკლასელი ისე ედებოდა ფეხებში, ლამის ცხვირით გაახნევინეს ბეტონი.
ფრუტუნით აირბინა კიბეები და თავი სამშვიდობოზე რომ დაიგულა ამოისუნთქა. ჩანთა მერხზე დადო და ქურთუკი გაიძრო, საკიდზე ჩამოკიდა და ისტორიის სქელი წიგნი მოწყვეტით დააგდო მერხზე.
_ცოტა წყნარად, კალანდაძე!-გადმოძახა უკანა მერხიდან მატათამ, რომელიც ათასში ერთხელ იღებდა ხმას და თუ ამოიღო მტრისას.
_ხელი შეგიშალეთ?-დაწვრილებული თვალებით ჩახედა ბიჭს ლურჯ თვალებში, ამ წუთას ბრაზისაგან რომ აუწითლდა.
_კი, თან ძალიან.. მაგრამ ახლა შენმა გრძელმა ენამ უფრო მომშხამა,-ფეხზე წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა, მის წინ წამის მეასედში დადგა და თვალებში ჩააჩერდა.
_ჩემი ენა შენთვის არა მგონია პრობლემას წარმოადგენდეს, ამიტომ შენს ადგილს დაუბრუნდი, თუ შეიძლება!-სიმკაცრე შეეპარა ხმაში ანაბელს და ადგილს დაუბრუნდა.
_შენ, რამე ხომ არ გეშლება?- მის პირდაპირ მერხზე ხელები დააწყო აშკარელმა და ოდნავ დაიხარა.
_არ..არაფერი,-ცოტა არ იყოს შეშინდა კალანდაძე. ჯერ ერთი ის, რომ ასე ახლოს იყო მატათა მასთან, მერე მეორე ის, რომ ასეთი გაავებული თვალებით უყურებდა.
_მე რაღაც არ ვარ მაგაში დარწმუნებული!
_მატათა, მომშორდი!-სწრაფად დაუყვირა და უკან გადაიხარა.
_მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ნერვებს რომ მიშლიდი, ანაბელ!
_შენ თვითონ მოგეშალა ნერვები,-არ თმობდა პოზიციას გოგონა და თავისას გაიძახოდა.
_ასეთი არ მახსოვხარ, კალანდაძე!-ირონიულად გაიმეორა ქიმიის მასწავლებლის სიტყვები, რომელიც სულ ამწარებს გოგონას.
_რა გინდა?-ახლა მართლა არაფერი არ აინტერესებდა ამის გარდა.
_მინდა რომ შემატყობინო, როცა ის ა*ვარი ნამიჭეიშვილი კიდევ ერთხელ მოგწერს, ან დაგირეკავს...-გოგონას საპროტესტოდ გაღებული პირი რომ დაინახა საჩვენებელი თითი დაუქნია და გაანაგრძო, _ყოველგვარი პროტესტის გარეშე მოვითხოვ ამას!
_შენ.. შენ რა უფლებით ითხოვ მაგდენს?-მაინც ამოიბლუყუნა რასაც გულში ფიქრობდა და თვალები სიბრაზისგან ჩაუწითლდა.
_დამიჯერე, ძალიან დიდი უფლებით!-კიდევ ერთხელ ჩატეხა ტუჩის კუთხე და თეთრი კბილები გამოაჩინა,_თუ ასე არ მოხდება, მაგ ა*ვარს ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს.-დაამატა ბოლოს გამწარებულმა და პასუხის მოუსმენლად დაუბრუნდა საკუთარ ადგილს უკანა მერხზე.
"ეს არ უნდა იყოს ნორმალური, ან ნამიჭეიშვილთან რა უნდა? მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს." მთელი ისტორიის გაკვეთილის განმავლობაში ამაზე ფიქრობდა და სულ არ გაუგია, რას ლაპარაკობდა პატივცემული ნელი.
რის ვაი ვაგლახით გადააგორა შვიდი გაკვეთილი და გასავათებულმა დატოვა სკოლის შენობა, ისე რომ უკან არ მიუხედავს.
როგორც ყოველთვის, ახლაც მოუვიდა ბექასგან მესიჯი. დაფიქრდა, გაერისკა და მიეწერა მასაც? იქნებ, მართლა ეცემა იმ შეშლილ აშკარელს, მერე სადღა წავიდოდა?
"როგორ ხარ ანუშკი?"-ყველაზე მეტად არ მოსწონდა "ანუშკის" რომ ეძახდნენ. არაჩვეულებრივი სახელი ჰქონდა და ყველა ვალდებული იყო ამ სახელით მიემართა. ნამიჭეიშვილს ხათრს ვერ უტეხავდა და სწორედ ამიტომ აძლევდა ამის უფლებას.
"კარგად ბექა, შენ?"- მიწერა ბოლოს მანაც. თავი იმით გაიმხნევა, საიდან უნდა იცოდეს მატათამ, მე ვის რას მივწერო.
"არამიშავს, ამ საღამოს რას აკეთებ?"
მრავალგზის გაცვეთილი ფრაზის მოსმენა მასაც ხვდა წილად. ო, როგორ ვერ იტანდა ამ ოთხ სიტყვას "ამ საღამოს რას აკეთებ?''-ს.
"სამეცადინო მაქვს, როგორც ყოველთვის." -ლამის ჩამოეძინა ტელეფონზე, ამიტომ ჯიბეში ჩაიდო და სწრაფად აიარა კიბეები.
კიდევ რამდენიმე მესიჯი გამოუგზავნა ბექამ , თუმცა არც ერთში ეწერა მნიშვნელოვანი რამ.
მოწყენილობისგან ლამის დაიხრჩო. ნამეცადინები ჰქონდა, დედ-მამა სახლში არ იყვნენ, ინტერნეტში ძრომიალი ეზარებოდა. სწრაფად მოიცვა ნაქსოვი ჟილეტი ყვავილებიან კაბაზე და შოკოლადების საყიდლად ჩავიდა მაღაზიაში..
მარტის თავისებური, ე.წ გიჟური სიცივე არასასიამოვნოდ ატანდა ძვალ-რბილში.
სწრაფად გამოართვა გამყიდველს რამდენიმე შეკვრა და ისე ჩაიკრა გულში შოკოლადები თითქოს ვინმე ართმევდა. ყურები წივილ-ყვირილმა აატკივა და სწრაფად მიაბრუნა თავი მარჯვნივ, საიდანაც მოდიოდა ხმაური.
ხალხის შეკრებილი ჯგრო დაინახა. წრეში რა ხდებოდა ვერ ხვდებოდა, თუმცა აშკარა იყო, ვიღაცეები ჩხუბობდნენ. მკვეთრად ისმოდა გინების ხმა, ქალები წიოდნენ, "გააშველეთო" გაიძახოდნენ.
სწრაფად მიუახლოვდა გროვას ანაბელიც და თვალები შუბლზე აუვიდა სახეაშლილი აშკარელი და ნამიჭეიშვილი რომ დაინახა. ისეთი ველური მზერით უყურებდა მატათა ბექას, იმ მსუქან კაცს რომ არ გაეკავებინა, ალბათ მოკლავდა.. აშკარად მოკლავდა, ამას მისი სახის მიმიკაც ამტკიცებდა.
_გაფრთხილებ, გაფრთხილებ!-დაუყვირა ბოლოჯერ აშკარელმა, _თუ მიეკარები, ან მიწერ, გეფიცები ჩემი ხელით დაგახრჩობ! გესმის? დაგახრჩობ!
_შენ ვერ დამიშლი, ლაწირაკო!-დაუყვირა ბექამაც.
_გამიშვით, უნდა მოვკლა!-დაიღრიალა მატათამ და კაცის მკლავებს დაეჯაჯგურა.
_შვილო, გაჩერდით ახლა! როგორ შეიძლება ასე ჩხუბი?-სიტყვით გამოვიდა მოხუცი კაცი და ორივეს მკაცრად მიაჩერდა,_დაიშალეთ ხალხო! ასე კარგი საყურებელია ორი ახალგაზრდა ერთმანეთს რომ ცემს?
_წამოდით, წამოდით.-აჩოჩქოლდა ბრბო და მალევე გაიფანტა.
ანაბელი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს... მერე გაახსენდა აშკარელის სიტყვები და მიხვდა ეს ბიჭი არ ხუმრობდა..
_ანაბელ, საქმე მაქვს გამოდი, ერთი წუთით!-მკაცრი ხმით უთხრა მატათამ ერთ ადგილას გაშეშებულს, ისიც დაჰიპნოზებულივით გაყვა უკან.
_ახლა კარგად მომისმინე,-თითი ცხვირწინ აუფრიალა მატათამ გოგოს, _კარგად ვხვდები, რომ არ გეგონე ამის გამკეთებელი, მაგრამ როგორც ხედავ გავაკეთე.. ერთხელ გითხარი და მეორედ და უკანასკნელად გეუბნები, მაგ ა*ვარს არც მიწერ, არც დაელაპარაკები, არც გამარჯობას ეტყვი, თორე რასაც ამის მერე გავაკეთებ, ზღვაში წვეთი იქნება ამასთან შედარებით!.. გაფრთხილებ, გაფრთხილებ, კალანდაძე! ნამიჭეიშვილის სიახლოვეს არ დაგინახო.. თორემ, გეფიცები, არ ვიცი რას ვიზამ!
ყბაჩამოვარდნილი უყურებდა ანაბელი და ნელ-ნელა თვითონაც იაზრებდა ნათქვამს. ხვდებოდა, რომ არ ცდებოდა მატათა, იმასაც ხვდებოდა უარესის გამკეთებელი რომ იყო და მაქსიმალურად ცდილობდა ფრთხილი მზერა შეენარჩუნებინა.
_კი მაგრამ..
_არანაირი მაგრამ!-მოთმინებადაკარგული წამოვარდა აშკარელი ფეხზე, _არ გესმის გოგო რეებს ვლაპარაკობ ამდენი ხანია? არა, არა და არა! თორემ ჩემი ხელით მივახრჩობ მაგას. არ გესმის რომ არ მინდა გაგეკაროს? არ გესმის რო მოვკლავ? შეუშვი მაგ თავში, თუ გაგეკარა ჩათვალოს მკვდარია! მკვდარი!-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა და კბილები გააღრჭიალა.
_მესმის,-ჩაიბურდღუნა თავდახრილმა.
_არ მინდოდა, ტონს გადამეჭარბებინა მაგრამ მომეცი საშუალება?- დამშვიდებული მიუჯდა გვერდით აშკარელი გოგონას და თავი მხარზე ჩამოადო, _არ მინდა ვინმე გეხებოდეს, ზედმეტად გიყურებდეს.. არ მინდა..-ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა და თვალები დახუჭა.
კალანდაძე უბრალოდ ჩუმად იჯდა მის გვერდით და მის ბურტყუნს უსმენდა, ხანადხან ეჭვიანობის, ხანაც ეგოისტური ტონი რომ შეეპარებოდა. ხვდებოდა, ყველაფერი ჩვეულებრივზე ცუდად რომ იყო, რომელიც ან გამოსწორდებოდა _ ან არა!..
ხვდებოდა, რაღაც შინაგანად თან სასიამოვნოდ, თან უსიამოვნოდ რომ ტანჯავდა.. ამ ტანჯვას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "ანაბელი" ერქვა. არ შეეძლო, ეყურებინა როგორ უღიმოდა სხვას, როცა ისიც არსებობდა, უნდოდა მხოლოდ მისთვის გაეღიმა, მხოლოდ მისთვის ეყურებინა, მხოლოდ მისთვის ეთქვა თბილი სიტყვები.. ყელში ბოღმა აწვებოდა, როცა დაინახავდა, როგორი კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელს მის კლასელ ბიჭებთან.. უპრობლემოდ შეეძლო ნებისმიერის მოკვლა, ნებისმიერის ჩაქოლვა, თუ კალანდაძეზე ზედმეტ აქცენტს გააკეთებდა. ამას გული არ დაუშლიდა, თორემ გონებას ბევრი რამის უარყოფის საშუალება ჰქონდა..
ეგოისტური ჟინით უნდოდა მხოლოდ მას ყოლოდა გვერდით. ეჭვიანობდა? როგორ არ ეჭვიანობდა, ამას არც უარყოფდა, უბრალოდ შეიძლება არ ეღიარებინა.
პრობლემა რომელიც ნერვებს და გულს ურევდა ის იყო, რომ გოგონას არ უყვარდა.. მას კი.. ის ხომ გიჟდებოდა ბელზე! მისი სამართლიანი ტიტინი, ბრაზისგან გაფართოვებული და გადალიბრული თვალები სიცოცხლეს ურევდა.. რაღაც მორევში ითრევდა, ცისარტყელის ფერებში რომ რევდა და გულს უტოკებდა. სუნთქვის სურვილი ეკარგებოდა მას რომ ხედავდა, უბრალოდ ხვდებოდა, რომ მის გარეშე სრული უაზრობა იყო.. არსებობა მიზანს დაკარგავდა, თუ ანაბელი არ ეყოლებოდა გვერდით. ხვდებოდა, ამ ყველაფერს რომ ვერ აგრძნობინებდა ამ ცივი ხასიათითა და ცემა-ტყეპით, მაგრამ არ შეეძლო, მართლა არ შეეძლო ეყურებინა სხვა როგორ ეფლირტავებოდა მას; როგორ უხვევდა თვალს ნამიჭეიშვილი, თითქოს ყურადღებას აქცევდა.
_ვინც შეგეხება მოვკლავ,-ცხვირი მის ყელში ჩარგო და თვალები განაბა. აი, რა იყო მისი ჟანგბადი! სულაც არ ჭირდებოდა ჰაერში გარეული, ფილტვების ამომვსები ჟანგბადი, რადგან მისთვის ყველაზე მთავარი საყვარელი ადამიანის სურნელი იყო, ეს იყო მისი ჟანგბადიც და ნახშირორჟანგიც.
იგრძნო, როგორ აუთრთოლდა სხეული მისი შეხებისა კალანდაძეს და უბრალოდ ჩაიღიმა.
_თავისუფლად,-დაამატა ბოლოს და წელზეც შემოხვია ხელები; თავი სულ მთლად აბურდა მის თმებში და მთელი 17 წლის მანძილზე პირველად დახუჭა თვალი მშვიდად.
_მატათა,-ამოიკნავლა გოგონამ და მისი მკლავებიდან დახსნა ცადა, მისი სურვილისდა მიუხედავად, ახლა მასაც ისე უნდოდა მის გვერდით ყოფნა, როგორც აშკარელს.
_უნდა გამოვასწორო ჩემი ყვირილი და ამაში ხელს ნუ შემიშლი!-ამოიბუზღუნა უკმაყოფილოდ მატათამ და უფრო კომფორტულად მოათავსა თავი მის ყელში.
აი სრულყოფილება! აი, ცხოვრების დაუოკებელი ჟინი. აი, მიზეზი თუ რატომ უნდა ცხოვრება.. ეხუტება, გულში იკრავს, ისმენს მის პულსს და იმ წამს სხვა პლანეტაზე, სხვა დროს ხვდება! ანაბელთან ერთად იკარგება არარსებულ სივრცეში, მეცამეტე თვეს, როდესაც არც გცხელა, არც გცივა, არც წვიმს, არც თოვს, უბრალოდ სიყვარული ცვივა ციდან. აი, რა არის მეცამეტე თვის დანიშნულება. ამ დროს ვაღწევთ თავს ულევ დაბრკოლებასა და უკუღმართობას, ისიც დროებით.
_არ მინდა რეალობაში, როცა შენ გვერდით ვარ.-აღმოხდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს, როდესაც დედამიწამ აგრძნობინა მისი ძალა.
_მე კიდევ, სამოთხეში არ მინდა..-დაიწრიპინა ხმადაბლა ანაბელმა, _იმ შემთხვევაში თუ შენ იქნები ჩემს გვერდით!
_რომ დავიტანჯოთ? ჩემს თავს არ ვდარდობ, შენს ტანჯვას ვერ ავიტან. -უთხრა ჩუმად, ჩახლეჩილი ხმით და ოდნავ შეეხო ტუჩებით ლოყაზე.
_თუ ერთად ვიქნებით?-მაინც არ ეშვებოდა გოგონა.
_შენ არ გიყვარვარ, ბელს... მე არაფრის იძულების უფლება არ მაქვს, გარდა იმისა, რომ სხვა ბიჭს არ გაეკარო.. შენ დრო გჭირდება!
იმდენად გაახარა მისმა სიტყვებმა, იმდენად დიდი სტიმული შემატა.. გაუხარდა, ბიჭი რომ უგებს.. მართლაც სჭირდება ყველაფერზე დაფიქრება, ასე ერთი ხელის მოსმით ვერ ააწყობს ბიჭთან სერიოზულ ურთიერთობას, მიუხედავად მისი სურვილებისა.
_უნდა წავიდე, ისედაც შოკოლადებისთვის ჩამოვედი.-ფეხზე წამოდგა და მორცხვად გაუღიმა.
_ჭკუით!-მიაძახა გზაში წასულს და თვითონაც დაუყვა ქუჩას.
* * *
სამი კვირა გავიდა. ჩვეულებრივი. დანარჩენებისგან არაფრით გამორჩეული. უბრალოდ, იზრდებოდა გრძნობები და ნაცემთა რიცხვი აშკარელის სიაში. მიზეზი ერთი _ ანაბელთან გადაზედმეტებული ურთიერთობა.
ეს ყველაფერი, ამა თუ იმ გზით გოგონას ყურამდეც მივიდა. რა თქმა უნდა, ბიჭის გრძნობებში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ მისი საქციელი ყველა ადამიანურ ზღვარს გასცდა, ამის მოთმენა კი არ შეეძლო, მით უმეტეს, თუ მას ეხებოდა.
_რანაირად იქცევი?-სპორტის გაკვეთილზე ვეღარ მოითმინა და ბიჭს გახელებული მივარდა, გვერდით გამოიყვანა და იმედგააცრუებით ჩააჩერდა თვალებში, _ რაც არ უნდა იყოს, შენი საქციელი რას გავს, მატათა? არ მინდა! გესმის? არ მინდა, ამდენი ადამიანი ჩემ გამო შავდებოდეს.. მინდა მშვიდი ცხოვრება, ამ ყველაფრის იმედს კი შენ მისპობ! რა უფლებით აკეთებ მაგას? როდესაც იცი, რომ ეს ყველაფერი ჩემზეც მოქმედებს? სულ არ მცემ პატივს? არ შემატანინო ეჭვი შენ გრძნობებში, თორემ ნდობის მოპოვება ძალიან რთულია!
_შენ გააფრინე გოგო?-არც აშკარელი ჩამორჩა ყვირილში, _ ჯერ ეგ ერთი ეგ სი*ები იმიტომ ვცემე, რომ ასე იყო საჭირო.. გინდა მეორე მიზეზიც დაგისახელო? ზედმეტებში ვინც გადავა კისერს მოვუგრეხ! დაუფიქრებლად!
_ცხოველი ხარ!- იმედგაცრუების ნაპერწკალი დაიჭირა მის ხმაში აშკარელმა და მხრებჩამოყრილი დაედევნა უკან გაქცეულს. _ ანაბელ! ანაბელ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა აშკარელი თან გაქცეულ გოგონას მისდევდა უკან, _რომ გეძახი უნდა გამაგონო და უნდა გაჩერდე! -გაუწყრა როგორც კი წამოეწია და მკლავში ხელი ჩაავლო.
_ მე რა ვალდებული ვარ მოვისმინო შენი სიტყვები, როცა შენ ჩემსას არაფრად აგდებ? -თვალებ ჩაწითლებულმა ძლივს შეძლო ორიოდ სიტყვის თქმა ყელში მოწოლილი სიბრაზისგან.
_ მომისმინე-მეთქი! -თავისას განაგრძობდა მატათა. _ კარგად აგიხსენი, რომ ვინც მოგეკარება, ვინც ზედმეტად შეგხედავს, დავახრჩობ-მეთქი! რა, ასე არ ვთქვი? არ მსიამოვნებს სხვები ასე რომ გიყურებენ და გელაპარაკებიან მით უმეტეს! არ მინდა, ძალიან არ მინდა ვინმე ვცემო, მაგრამ მოვლენები ისე ვითარდება...
_ რა აუცილებელია ვინმე ცემო, მატათა? -სიტყვა ბოლომდე არ დაამთავრებინა კალანდაძემ, _შენ მე ისეთი გგონივარ, რომ ვინმეს ავყვე, გავუღიმო ან კალთაში ჩავუვარდე? ნუ მაფიქრებინებ, რომ არ მენდობი! თუმცა, შენ რატომ უნდა მენდობოდე... საბაბი არ გაქვს ამისთვის!
_ საბაბიც მაქვს და მიზეზიც! -სიტყვის დამთავრება არც მატათამ აცადა, _არ მინდა-მეთქი! ეს საკმარისი არ არის?
_ არ არის! -სასურველი პასუხი რომ ვერ მიიღო კითხვაზე ამაზე უფრო განაწყენდა და ისევ წასასვლელად შებრუნდა.
_ რა გინდა რომ გითხრა?- წყნარი ხმით ჰკითხა ბიჭმა.
_ სიმართლე, მეტი არაფერი.. -წინ წასული უმალ უკან მობრუნდა და გამომცდელად ჩააჩერდა ბიჭს თვალებში.
_ სიმართლის თქმით ბევრი რამის შეცვლა მოგვიწევს, -აშკარად ეტყობოდა მატათას, ნაღველი რომ შეეპარა ხმაში და იმის თქმა უძნელდებოდა, რაც უნდა ეთქვა, _ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდება, გესმის? შენ თუ ჩემთან ერთად იქნები, დაიტანჯები! ხალხი როგორი ბრბოა ხომ იცი? მე კიდევ.. მე ვერ გაგიმეტებ ამ ტანჯვისთვის...
_ დააყენე საშველი! -არც ანაბელი იყო კარგ დღეში, მშვენივრად იცოდა რაც უნდა ეთქვა აშკარელს, იმასაც ხვდებოდა, სიმართლეს რომ ამბობდა, უბრალოდ უნდოდა ეს სიტყვები მისი პირიდან მოესმინა.
_ ვითომ არ იცი, ბელ! ვითომ არ იცი! -ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და გოგონა იქვე სკამზე ჩამოაჯინა, _შენც მშვენივრად იცი, რაშიცაა საქმე და ნუ მირთულებ რა! შეხედე მაჭავარიანს, შეხედე ნემსაძეს, შენი აზრით, ჩვენ მათი უკბილო ჭორების მსხვერპლი არ გავხდებით?
_ შენ გეშინია! -თითქოს რაღაც აღმოაჩინაო, ისეთი სახით უთხრა.
აშკარელი გამოიჭირეს! ეშინოდა, ზუსტადაც ეშინოდა. თავისი თავისთვის კი არა _ ანაბელისთვის ეშინოდა. იცოდა გოგონას ემოციურობის ამბავი. ბოლოს და ბოლოს 11 წელი გაატარა მასთან ერთად.. ისიც იცოდა, ყველა სიტყვა გულთან რომ მიჰქონდა გოგონას, რაც არ უნდა ეთქვა, რომ სხვის აზრს ყურადღებას არ მიაქცევდა, მაინც ასე მოხდებოდა და გული ეტკინებოდა.. როგორი ხალხიც ასწავლიდა/სწავლობდა მის სკოლაში, მასზე უკეთ არავინ იცოდა. გადათელავდნენ, მიწასთან გაასწორებდნენ ანაბელს.
_ მეშინია, -თქვა ჩუმად მატათამ, _ამის უარყოფას არც ვაპირებ! ეს ხალხი, მე და შენ, ბოლოს მოგვიღებს.
_ არ მესმის... -დაბნეულმა დაიწყო თვალების ცეცება, _ხალხი რა შუაშია?
_ კლასელები ვართ, გესმის? კლასელები, ეს დედა *******! დაიწყებენ უაზრო ჭორავს, გაკიცხვას და შენი აზრით გაუძლებ ამდენს? შენ რომ ვერ გაუძლებ.. შენ რომ ცუდად იქნები, მე რაღა მეშველება? ვიცი, შეცდომა დავუშვი შენი შეყვარებით. ეს არ უნდა გამეკეთებინა, სხვა რომ ჩემს ადგილას ყოფილიყო, ალბათ მეც გავკიცხავდი, კლასელი როგორ შეიყვარაო, მაგრამ.. შორიდან ყველაფერი ადვილი ჩანს!
_ მთავარი ჩვენ ვართ და არა_ ხალხი! -წამოიყვირა ანაბელმა და ფეხზე წამოდგა, ზემოდან დააჩერდა თავჩაქინდრულ აშკარელს, _რატომ გგონია, რომ მათი ტიპიური ნაბოდვარი რამეს დაგვაკლებს? თუ ერთად ვიქნებით მე და შენ, ხალხი გაჩერდება! მიუხედავად ყველაფრისა, ისინი გაჩერდებიან!
_ შენ მათ ბოლომდე არ იცნობ, ბელს. -უთხრა ხმაჩამწყდარმა, ისე რომ თავი არ აუწევია.
_ მიყვარხარ! -დაუფიქრებლად უთხრა ბიჭს აწითლებულმა და თვალები დახარა.
წამი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და უამრავი პრობლემისდა მიუხედავად, მაინც გააფერადა ცხოვრება. სიტყვა, რომელმაც მოგცა სტიმული გეცხოვრა, იმისთვის რომ გებრძოლა.. ცამდე ასული სიტყვები, მრავლისმეტყველი თვალები და გულის ცემა, რომელიც უთქმელად გაგრძნობინებს ყველაფერს! შეუძლებელია იცხოვრო დედამიწაზე მიზნის გარეშე, რომელსაც ერთი ადამიანი წარმოადგენს! ბოღმა ყელში გაწვება, როცა ხვდები ამ ბედნიერებას რამდენი უბედურება მოყვება, მაგრამ მზად ხარ, როგორც მაზოხისტი, ერთი სასიამოვნო წამისთვის აიტანო უამრავი ტკივილიანი საათი! არ არსებობს სიყვარული წინააღმდეგობის გარეშე, და თუ შენ არ შეგხვდა წინააღმდეგობა შენი სიყვარულისთვის, მაშინ ის სხვებისთვის შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა.. ზოგჯერ ასეც ჯობს, მაგრამ როცა წინააღმდეგობა გხვდება, როცა გიწევს ბოროტების ბარიერს გადაცდე, უფრო გიცხოველდება გრძნობა _ გიყვარდეს! როცა ადამიანისთვის არაფერია წმინდა, მისთვის ყოველივე ხელახლა და კიდევ უფრო ადამიანურად ხდება წმინდა. იგი იწყებს სიცოცხლის იმ პატარა ნაპერწკლისათვის პატივისცემას, ჭიას რომ აიძულებს, დროგამოშვებით დღის სინათლეზე გამოძვრეს.
სწრაფად წამოხტა ფეხზე და გულში ჩაიკრა სირცხვილისაგან ახურებული სხეული. ამან უფრო ააცახცახა გოგონა, უფრო მძლავრად ჩაეკრა გულში კანკალის შესაჩერებლად და გულზე თავი დაადო. მზად იყო მასთან ერთად შებრძოლებოდა ყველა პრობლემას, ოღონდ ისინი ყოფილიყვნენ ერთად.
_ არ მინდოდა ეს ყველაფერი ასე უცებ მომხდარიყო, არ მინდოდა.. -დაჰიპნოზებულივით ერთსა და იმავეს უმეორებდა ღრმად აგზავნიდა ფილტვებში ანაბელის სურნელს.
_ არაფერი ხდება ადრე, მაგრამ მე დაგასწარი! -გაიღიმა ანაბელმა და წელზე გაუბედავად შემოხვია ხელები.
***
მეორე დღეს სკოლაში დაგვიანებით მოუწია მისვლა ისევ წვიმის გამო. გალურთხულმა სწრაფად შეაღო კლასის კარები და სველი თმა გვერდით გადაიყარა.
_ შეიძლება, მას? -ჰკითხა გულუბრყვილოდ, თუმცა პასუხად მხოლოდ ცივი და ამრეზით სავსე მზერა მიიღო. გაკვირვებულმა მოავლო კლასს თვალი. მატათა დღეს არ იყო, როგორც ჩანს, რადგან მისი ადგილი უკანა მერხზე თავისუფალი დახვდა.
მასწავლებელმა არაფერი უპასუხა. ამან უფრო გააკვირვა და იმით შეშინებულმა, რამე ხომ არ მოხდაო, კანკალით დაიკავა თავისი ადგილი.
_ აბაშიძე! -დაჭექა მასწავლებელმა და სათვალეებიდან გადმოხედა კლასს.
_ ვარ! -ფეხზე წამოდგა ხუჭუჭთმიანი გოგონა და თბილი ხმით უპასუხა მასწავლებელს.
_ აშკარელი! -იგივე ტონით წამოიყვირა ქალმა, თითქოს კლასში ყრუები იჯდნენ.
_ არ არის! -წამოიყვირა მაჭავარიანმა ისე რომ ფეხზე არც ამდგარა.
_ რატომ? -გაცვეთილი სიტყვა კიდევ ერთხელ წარმოთქვა მასწავლებელმა.
_ არ ვიცით. აგერ, კალანდაძეს ეცოდინება! -ირონიული ტონით თქვა ნაკაშიძემ.
_ კალანდაძე, რაშია საქმე? -გამომცდელი თვალით შეხედა ერთ ადგილას აწურულ გოგონას ქალმა, რომელიც მისი გვარის დასახელებისთანავე წამოდგა ფეხზე, _რატომ არ არის შენი შეყვარებული? -ბოლო სიტყვების წარმოთქმისას გველურად გაიღიმა სათვალეებიანმა.
_ არ ვიცი, არ უთქვამს. -ყველაფრისდა მიუხედავად მაინც ეცადა სიმტკიცე შეენარჩუნებინა ხმაში და იქვე არ ჩაკეცილიყო. ქალის სიტყვებმა გაანაწყენა და მასზე გულისამრევად იმოქმედა.
_ მერე არ უნდა იცოდე, სად დადის შენი შეყვარებული?
_ ნანი მასწავლებელო, დიდ პატივს გცემთ და არ მინდა რამე უზრდელურად გამომივიდეს, მაგრამ თქვენი ჩარევა ჩემ და მატათას საქმეში მიზანშეწონილად არ მიმაჩნია! -მშვენივრად მიუხვდა კალანდაძე საითკენაც მიყავდა ქალს საუბარი და საოცარი სიმტკიცით წარმოთქვა ბოლო სიტყვები. უზრდელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ როცა საქმე მის ადამიანობასა და საქმეს ეხებოდა, ყველანაირ მიზანშეუწონელ ზღვარს ცდებოდა.
_ შეყვარებული გაგიჩენია და ენა დაგიგრძელებია! -სისინს აგრძელებდა ქალი, თან საოცრად სიამოვნებდა მის სიტყვებზე ყველა მოსწავლე რომ იცინოდა.
სხეული ბოღმითა და გამწარებით აევსო. რომ არა მისი „ტიტული“ დიდი სიამოვნებით ითრევდა თმებით იმ ქალს და იმ ჭაღარა ბუმბულებს სულ სათითაოდ დააცლიდა. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მთელი სიმშვიდით, რაც ნანიმ დაუტოვა, სკამზე დაეშვა.
როგორც კი გაკვეთილი დამთავრდა, მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა და მატათას მიწერა.
„სად ხარ? მთელმა კლასმა ყველაფერი იცის და ნანიმ სასაცილოდ ამიგდო.“
იმდენი შეცდომა დაუშვა ნერვიულობისგან წერის დროს, ეჭვი ეპარებოდა რამე გაეგო აშკარელს.
„რა უნდა?“
მალევე მოუვიდა მოკლე პასუხი, ამან უფრო გააბრაზა.
„რა უნდა? მთელი გაკვეთილი იმაზე ტლიკინებდა რომ კლასელის შეყვარება უზრდელობაა“
„აკლია მაგ ქალს. მოვალ ამ გაკვეთილის მერე.“
„როგორ გეტყობა რომ ნერვიულობ ჩემი მდგომარეობით.“
ესღა მიწერა და ტელეფონი გამორთო. ცრემლები მოერია კლასელების სახეებს რომ წააწყდა. ასეთს რას აშავებდა მისი სიყვარულით? შეიძლება, აშკარელისთვის არ უნდა ეთქვა ის, რაც სკოლაში მოხდა, მაგრამ ვერ გაძლო. იცოდა, ბიჭს იმპულსური ხასიათი რომ ჰქონდა და ნანისაც საშინელ დღეს დაათევდა მის კლასელებთან ერთად, მაგრამ ამ ტკივილს, გულზე ჯანღად რომ აწვა ვერაფრით ვერ იტანდა.
_ არ მიაქციო ყურადღება ამათ, არ იციან რა არის სიყვარული. -შეპარვით ჩაიალაპარაკა ნაკაშიძემ და გვერდით მიუჯდა გოგონას.
_ ნეტავ ასე ადვილი იყოს ამ ყველაფრის ფეხებზე და*იდება,- ამოიქსუტუნა ანაბელმა, _შეხედე, როგორი სახეებით მიყურებენ! მგონია კაცი მოვკალი!
_ მე კიდევ არ მგონია, აშკარელმა შენი ცრემლი შეარჩინოს ამათ! -რაღაცნაირი ხმით უთხრა ნიამ გოგონას, _მაგარი ბიჭია და სულ დაგიცავს!
_ მადლობა ნია! -თბილად გაუღიმა გოგონამ და თავი დახარა, _მაგრამ ის სულ ჩემ გვერდით არ იქნება!
_ ოჰ, რაო ზოლუშკა, მატათა შეგიყვარდა? -ირონიული მზერა ესროლა მაჭავარიანმა გოგონას და მის წინ დადგა, _სხვა ვერავინ ნახე კლასელის გარდა?
_ ლუკა, შენი საქმე არ არის! -ფეხზე წამოდგა ნია და ბიჭს მზერა გაუსწორა.
_ შენ დაეგდე! -უხეშად უთხრა ბიჭმა აბაშიძეს.
_ ტონი აკონტროლე! -არც ნია ჩამორჩა და გაავებული ჩააჩერდა თვალებში.
_ ლაწირაკო! -ჩვეული ირონია არც ახლა დაკარგა ბიჭმა, თუმცა მეტი არაფერი უთქვამს გოგონასთვის, ისე დაუბრუნდა საკუთარ ადგილს.
* * *
საზიზღრად გაიწელა ექვსი გაკვეთილი. აშკარელი არ გამოჩენილა. იმ დროს, როდესაც ბიჭი მის გვერდით უნდა ყოფილიყო არ მივიდა. მთელი ექვსი საათი ხმა არ ამოუღია. გმირულად იტანდა კლასელების უაზრო რეპლიკებს. ყოველი სიტყვის მოსმენის შემდეგ, გულში ფიქრობდა თუ რა საზიზღარი კლასი ყავდა. მაჭავარიანი არ გამოჩენილა. არც ნანა მასწავლებელი გაჩხერია თვალში.
სახლში მიმავალს წერილი მოუვიდა.
„ყველაფერი მოგვარებულია. არ ინერვიულო რა..“
გაეღიმა და გაუხარდა. გულიდან ლოდი მოეხსნა. თავი იმაზე თავისუფლად იგრძნო, ვიდრე იყო. ფრთაშესხმულმა გააყოლა მგზავრს თვალი და გულში კიდევ ერთხელ ინატრა აშკარელის თბილი ჩახუტება.
„თუ არ გეჩქარება ბაღში გამოდი.“
ამ მესიჯმა სულ უფრო გააბედნიერა და მატათასთან გათამაშება გადაწყვიტა.
„არ მინდა.“
„გამოდი“-მალევე მოუვიდა პასუხი. მიხვდა, მიზანს რომ მიაღწია და გაამწარა, თუმცა დანებებას არ აპირებდა.
„არ მინდა-მეთქი“
„გელოდები!“
შეეცოდა და აღარ აპირებდა მის გაწვალებას, ამიტომ მხიარულად დაეშვა თავქვე ბილიკზე ბაღისკენ რომ მიჰყავდა.
გრძელ ფიცრის სკამზე იჯდა აშკარელი და რაღაცას გაჰყურებდა, თან ეწეოდა. გულში უკმაყოფილოდ გაკინწლა გოგონას, თუმცა სახეზე არ შეიმჩნია.
_ ჩემი ნერვების მოშლა სიამოვნებას განიჭებს? -ბუზღუნით ამოხედა გოგონას და თვალები დააწვრილა.
_ არა, მე შენი ბუზღუნი უფრო მსიამოვნებს! -ღიმილით ჩაილაპარაკა და გვერდით მიუჯდა ბიჭს.
_ მოდი აქ! -პასუხს არც დალოდებია ისე მოხვია წელზე ხელი და გვერდზე მიიწება, თან ღიმილით დახედა ზემოდან, _კიდევ კარგი აღარ წვიმს, თორემ ვერ ჩაგეხუტებოდი!
_ თუ წვიმა შენს ჩახუტებაში ხელს შემიშლის, კიდევ უფრო შემძულდება! -ბავშვურად ჩაილაპარაკა და ქვემოდან ახედა ბიჭს, რომელზეც მისმა სიტყვებმა სასიამოვნოდ იმოქმედა.
_ ახტი ფეხზე! -ხელის კვრით წამოგდო ფეხზე ფარატინა სხეული და თვითონაც წამოდგა.
_ რამე მოხდა? -გაკვირვებულმა კითხა ბიჭს და თვალების ცეცება დაიწყო.
_ კი! -გადაჭრით ჩაილაპარაკა და მოჩვენებით მოიღუშა, _ გუდიანი მოდის! -ხმამაღლა გადაიხარხარა და გოგონა წამის მეასედში აიტაცა ხელში.
ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო, ისე ამოყო თავი ბიჭის მხრებზე. გაუცნობიერებლად დაიწყო ფართხალი და გაურკვეველი სიტყვების ძახილი.
_ დამსვი! დამსვი, აშკარელი! -კისკისით ცდილობდა მისგან თავის დახსნას და ხელ-ფეხს იქნევდა.
_ ნწ, გუდიანი მოდის! -ჩახვეული მაგნიტოფონივით იმეორებდა ერთსა და იმავეს და გოგონას სადღაც მიარბენინებდა.
_ ნუ ბავშვობ! დამსვი! -სიცილს ვერ წყვეტდა კალანდაძე.
_ ჩემს გოგოს გუდიანისთვის ვერ გავიმეტებ! -არც აშკარელი ეშვებოდა ხარხარს.
_ ნაყინი მინდა! -თქვა გადაჭრით და ტუჩები დაბრიცა.
_ კარგი! -სწრაფად ჩამოსვა გოგონას სხეული ძირს და თვითონაც სული მოითქვა, _მომეცი შენი ჩანთა! -შავი ზურგჩანთა თვითონ მოხსნა მხრებიდან და ცალ მხარეს გადაიკიდა. მერე კი იქვე პატარა მაღაზიაში შევიდა, იქედან კი ნაყინებით ხელდამშვენებული გამოვიდა.
_ ესე იგი მაინც და მაინც ნაყინები უნდა გთხოვო, რომ დაწყნარდე და მხრებიდან ჩამომსვა ხოლმე? -გზაში კითხა ბიჭს, რომელსაც ცხვირზე შოკოლადი მოსცხებოდა და ვერ ხვდებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხიარულა და ხმამაღლა გადაიკიკისა.
_ რა გაცინებს? -გაკვირვებულმა კითხა და წარბები შეკრა.
_ ნაყინი.. შენ.. ნაყინი.. გაცხია.. -მუცელზე ხელს იჭერდა და თან ცდილობდა სიცილი შეეჩერებინა.
_ მართლა?
_ ჰო.. მართლა.. -სიცილს განაგრძობდა გოგონა.
_ კარგი, მაშინ შენც მოგაცხებ! -ეშმაკურად გადაიხითხითა და თვალებ გაფართოვებულ გოგონას გასაქცევად რომ იყო გამზადებული ნაყინი სახესთან ახლოს მიუტანა.
_არ გაბედო!-მიაძახა უკვე გაქცეულმა ისე რომ სიცილი არ შეუწყვეტია.
_შენ ხომ დამცინოდი!-სწრაფად დაედევნა უკან.
_არა! არა! არ მომაცხო!-თავისას იმეორებდა გოგონა და წინ მიქროდა.
_ნახე, როგორ მოგიხდება!- სიცილს არ წყვეტდა აშკარელი და უკან მისდევდა გოგონას.
_არ..-სიტყვა შუააზე გაუწყდა როცა რაღაც ცივი მოაცხეს ცხვირზე და დანებების ნიშნად გაჩერდა. მერე თვითონაც წააცხო დარჩენილი ნაყინი სახეზე და ასე შეღებეს ერთმანეთი.
* * *
ცხრა საათი სრულდებოდა ყველანაირად დადებითი ემოციებით დატვირთულმა რომ შეაღო სახლის კარი. ნაყინისგან სახე გაწებილი ჰქონდა. ბედნიერი იყო, თანაც როგორ! მაგრამ რა იცოდა ეს ყველაფერი რომ ჩაშხამდებოდა და უბედური წამები, ბედნიერი წუთების დასასრულისთანავე რომ დაიწყებოდა.
_ რა გინდოდა მატათასთან ერთად ამ დრომდე?-გაბრაზებული გადაეღობა წინ დედამისი.
მეცამეტე თვე (პირველი ნაწილი)
მეცამეტე თვე (პირველი ნაწილი)

_ რა მოხდა, დედა? -ჰკითხა გაკვირვებულმა და თვალების ცეცება დაიწყო, როგორც ჩვევია.
_ რას ჰქვია, რა მოხდა? ვის გაუგია შუა ღამემდე ქუჩაში ბოდიალი? არ გრცხვენია? პატიოსანი ოჯახის შვილს..
_ კარგი რა, დედა! კარგი რა! -ყოველდღიური ლექციის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა მისთვის, ამიტომ ანაბელსაც უტყუა ნერვებმა და დედამისს უმიზეზო ყვირილი შეაწყვეტინა. ისე ელაპარაკება, თითქოს რამეს აშავებდა, ან რამეს ცუდს აკეთებდა, _არ მოგბეზრდა ერთი და იმავეს გაუჩერებლად ლაპარაკი? ცუდს ვაკეთებ რამეს? შენ არც კი გინახავს რას აკეთებენ ჩემი ტოლი და ჩემზე უმცროსი გოგონები, ამიტომ ლაპარაკობ ასე ადვილად! ზოგი ჩუმად ეწევა, ზოგი ათას სიბინძურეს ჩადის! მაგრამ მე ყველა არ ვარ, მე არც შენ გგავარ! არ მინდა ეს ოცდაოთხ საათიანი კონტროლი.. წიგნებს იქეთ წლებია არ გამიხედავს, ხანდახან მართლა მგონია რომ ნაშვილები ვარ, ისე მექცევით! ცუდს არაფერს ვაკეთებ და მშვენივრად ვიცი ჩემი თავის ფასი, ამიტომ ნუ მაიძულებ, ისეთი რამე გავაკეთო, რაც ძალიან გატკენს! -როგორც იქნა, გულს ის დარდი შემოაცალა რასაც ამდენი ხანი ინახავდა..
დედის პასუხს არც კი დაელოდა ისე ავიდა საკუთარ ოთახში და გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ აიღო. გაწებილი პირი სწრაფად ჩამოიბანა და წყალს გაატანა ის სიბრაზე, რაც ორი წუთის წინ გულზე დააწვა. ამ ბედნიერი დღის ჩაშხამების უფლებას არავის მისცემდა, საკუთარ დედასაც კი. ასეთი ლაღი და თავისუფალი, მისი ცხოვრების განმავლობაში, მგონი პირველად იყო. ამდენი ტკივილის გადამკიდეს, წესიერად გაღიმებაც კი არ შეეძლო.
რამდენი "მიყვარხარ" დაიტია ამ დღემ უთქმელად... შეუძლებელია, კაცი ბედნიერი არ იყოს საყვარელი ადამიანის თვალებს რომ უყურებს, როცა ხვდება თუ რამდენად დიდია სიყვარულის ძალა! მასთან ერთად მყოფს ეკარგება დროის აღქმის საშუალება. უბრალოდ იცის რომ არსებობს, მეცამეტე თვეში მყოფი!
გაკვეთილები მალევე მოამზადა და დაღლილ-დაქანცული ჩაეშვა საწოლში.. თვალები დახუჭა თუ არა ძილის სურვილი გაუქრა. ბევრჯერ დამართნია ასე, ვერ გაუგია რა უნდა.. თავი ბალიშში ჩარგო და დღევანდელი დღის გაანალიზება დაიწყო.
_ არა, არა, ამ ყველაფერს დავიწყების უფლებას არ მივცემ! -წამოიყვირა სწრაფად და საწოლიდან წამოხტა.
სამეცადინო მაგიდის პატარა კარადა გამოაღო და ძველისძველი, სქელი ბლოკნოტი ამოიღო. კარგად ახსოვს, როცა ათი წლის გახდა მაშინ აჩუქა მატათამ დაბადების დღეზე.. თავიდან არ მოეწონა შავი, ტყავის ყდიანი ბლოკნოტი, რომელსაც პატარა კლიტე ამშვენებდა გვერდით. მაშინ პატარა იყო და ,რა თქმა უნდა, ვარდისფერ ბუმბულებიანი, ბარბის ნახატებიანი რვეული უფრო გაუხარდებოდა.
ერთ-ერთი პასტა აიღო, რომელიც აქამდე არ გამოეყენებინა და კალამ მომარჯვებული, ცალ ხელში ბლოკნოტით ისევ შეწვა საწოლში. სქელი ფურცლების ნაკრები მუხლებზე დაიდო და პირველი ფურცელი გადაშალა.
"ანაბელი"
დიდი, ლამაზი ასოებით გაუკეთა წარწერა პირველ ფურცელს და ახლა მეორე გადაშალა.
ფურცლებზე დაიტანა ეს ლამაზი დღე, რომელმაც ცხოვრება ზღაპარს დაუმსგავსა. გრძნობების გამოხატვა არასოდეს უჭირდა და ყოველ მოქმედებას დიდი სიყვარულით აღწერდა. ბოლოს თარიღი მიაწერა და ძილმორეული შეწვა საწოლში, ბლოკნოტი იქვე დადო და შესამჩნევად გაიღიმა, თუმცა უკვე დაკარგულიყო მორფეოსის სამყაროში და აღარ ახსოვდა დედამიწა.
* * *
მეორე დღეს ზუზუნმა გააღვიძა ტელეფონზე. ზლაზვნით გაახილა თვალები და არე-მარეს მოავლო.. მერე აწრიალებულ ტელეფონს დაწვდა და ყურზე მიიდო.
_ ალო. -ამოიხრიალა ნამძინარევმა.
_ არ გღვიძავს? დაგაგვიანდება სკოლაში, -ყურმილს მიღმა მატათას თბილი ხმა გაიგონა თუ არა მთელი სხეული დაემუხტა და გული შეუფრთხიალდა. ყოველი დილა თუ ასე დაიწყო, კალანდაძე ჯანმრთელი არ დარჩება.
_ უკვე კი, -ღიმილით ჩაიალაპარაკა და თვალები ხელით დაიზილა.
_ დაგაგვიანდება. -სითბოს ინარჩუნებდა აშკარელის ხმა.
_ მეძინება, -ამოიწუწუნა გოგონამ და თვალები დახუჭა, _შენ ადექი უკვე?
_ არა, მეც საწოლში ვარ შენსავით, -ღიმილი შეერია ხმაში ბიჭს.
_ აბა მე რაღას მერჩოდი? შენ თუ არ გძინავს, ე.ი მეც უნდა მღვიძავდეს?
_ სწორად მიმიხვდი. -ხმამაღლა გაიცინა მატათამ.
_ მართლა მეძინება, ათი წუთიც რა! -ამოიბუზღუნა და გვერდი იცვალა.
_ საათს შეხედე, რომელია!
ანაბელმა სწრაფად მოაბრუნა თავი და მზერა ციფერბლატს გაუსწორა. გაკვირვებისა და სიბრაზისგან მთლიანად წამოწითლდა სახეზე, გამწარებულმა დაარტყა ბალიშს ხელი და კამეჩივით დაიზმუვლა.
_ დილის ხუთ საათზე რა ჯანდაბამ გაგაღვიძა, აშკარელი?
_ სიყვარულმა, რა ვქნა, რეცეფტივით მაქვს გამოწერილი შენი ხმა, რომ არ გავიგო ვიგუდები! -ამოიწუწუნა აშკარელმა საწყლად.
_ მატათა, მეძინება! დაიძინე რა შენც, -ბოლომდე შეწინააღმდეგება ვერ შეძლო და ოდნავ დაიწუწუნა, რადგან თვალებს ისედაც ძლივს ახელდა.
_ კარგი, -გაბრაზებულმა ჩაიდუდღუნა და ყურმილი დაკიდა.
მგონი, სერიოზულად აწყენინა აშკარელს. არა და რა ჰქნას? თვითონაც ღამის ორ საათზე დაიძინა დღიურის გადამკიდემ. ძილის შებრუნებას ეცადა, თან ნამუსის ძახილის დახშობასაც ცდილობდა, მის ცუდ საქციელს ხაზს რომ უსვამდა. გაურკვევლად ჩაიდუდღუნა რაღაც და ბალიშის გვერდით დაგდებულ ტელეფონს ზმორვით მოკიდა ხელი. რამდენიმე წუთის წინ შემოსულ ნომერზე გადარეკა და რამდენიმე წუთის წინ რომ შემოვიდა ზარი. დაახლოებით, ხუთი წამის შემდეგ უპასუხა აშკარელმა. უფრო სწორად, ყურმილი აიღო, თორემ ისე ხმა არ ამოუღია. „ალბათ, ასე ბრაზდება ხოლმე.“ გაიფიქრა გულში კალანდაძემ და ასეთი სერიოზული სიტუაცია რომ არა, გულიანად გადაიხითხითებდა, მატათას ბავშვობის გამო.
_ აღარ მელაპარაკები? -ჰკითხა დაფარული სიმშვიდით გოგონამ, როცა სიჩუმე გაუსაძლისი გახდა.
_ არა. -ცივად მიუგდო სამი ასო აშკარელმა და ღრმად ამოიხვნეშა.
_ რა ჩემი ბრალია, გუშინ დღიურებს რომ ვწერდი და ღამის ორ საათზე დამეძინა? თან შენზე ვწერდი ბოლოს და ბოლოს, მეპატიება! -ახსნა-განმარტების ჩაბარება დაიწყო ანაბელმა, მატათა კი ჯიუტად არ იღებდა ხმას, _შენ ჩემზე ჯიუტი ყოფილხარ!.. და ეგოისტიც.
_ არ ვარ ეგოისტი, -გაიგონა კატეგორიული ხმა, როგორც იქნა.
_ აბა როგორ იქცევი? -დანებებას არ აპირებდა კალანდაძე და როგორც ადვოკატი მსჯავრდებულს, ისე უბრუებდა თავს კითხვებით მატათას.
_ ისე, როგორც გაბრაზებულ ადამიანს შეეფერება! -ნაწყენმა ჩაიდუდღუნა აშკარელმა.
_ ბოდიში, -სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ისევ მობოდიშება გადაწყვიტა, არა და როგორ ვერ იტანს ამ პროცესს.
_ არ გიყვარს როცა ბოდიშს იხდი. -ხმაში გამარჯვებული, სიამაყით სავსე ღიმილი შეეპარა ბიჭს.
_ ჰო, არ მიყვარს, მაგრამ შენ ვერაფრით შემოგირიგე!
_ მომენატრე და იმიტომ დაგირეკე! –პირდაპირ აჯახა ანაბელს, ის რასაც გულში მალავდა, თითქმის ორი საათია.
–მეც, მაგრამ დედაჩემი გამიწყრა გუშინ გვიან რომ დავბრუნდი. კონცერტები გამიმართა, რა გინდოდა აშკარელთანო. -სწრაფად უთხრა, ის რასაც გულში მალავდა და შინაგანად ახრჩობდა.
_ სწორედ ამიტომ არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობის დაჩქარება, ბელს... -ღრმად ამოიხვნეშა მატათამ.
_ ახლა რაღას გავაწყობთ, -სევდიანად ჩაილაპარაკა გოგონამ. _დავიძინოთ, თორემ კიდევ დავაგვიანებ და ამჯერად თამარა გამიმართავს კონცერტებს.
_ ჭკუით. -მკაცრად უთხრა ბიჭმა და გაუთიშა.
*** *** ***
ამ დღიდან, სამი თვის თავზე, ხმები დაირხა, რომ აშკარელი წამალს იკეთებდა. ხომ იცით, თბილისი როგორი ქალაქია, ვინმემ რომ დააცემინოს, მთელს ქალაქს ეცოდინება მეორე წუთს. შემთხვევით, თუ განგებ ამ ყველაფერმა ისევ მიაღწია ანაბელის ყურამდე. არ დაიჯერა, კი არა _ ვერ დაიჯერა. ამ სიტყვების გაგონებამ ჭკუიდან შეშალა და ისტერიკული სიცილი მოგვარა. სისულელე იყო! ამას მატათა არ გააკეთებდა, რადგან იცოდა, ამით პირველ რიგში კალანდაძეს ავნებდა. არ დაიჯერა, გულს არ მისცა ამის უფლება. ამ ყველაფრის დაჯერებით, მატათას პირში ახლიდა რომ არ ენდობოდა.
სკოლიდან გამოსულმა მაშინვე აშკარელს დაურეკა.
ყველა მას უყურებდა, ზოგი ამრეზით, ზოგი შეცოდებით.
_ სად ხარ? -როგორც კი ყურმილი აიღო მაშინვე აჯახა ბიჭს.
_ რა მოხდა? -გაბზარული ხმით კითხა მატათამ.
_ უნდა ამიხსნა, რას ბოდიალობს ეს ხალხი და რეებს გაბრალებს! ყველა ისე მიყურებს თითქოს ვინმე მოვკალი, ან რამე საზიზღრობა ჩავიდინე! რა ხდება? -უკვე ამდენი ემოციისგან თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა.
_რა მოხდა-მეთქი გოგო? -დაუყვირა წყობიდან გამოსულმა, ყურმილიდან სხვა ვერაფერი რომ ვერ გააწყო.
_ შენზე ასე ამბობენ.. ასე თქვეს... ნარკოტიკებს იხმარსო, -ხმის კანკალით ამოთქვა ბოლო სიტყვები და ცრემლები, რომლებმაც ვარდისფერი ღაწვები დაუფარა მუშტით მოიწმინდა.
_ ამის დედა *******! -დაიყვირა ყურმილში და მთელი ძალით შეახეთქა რაღაც კედელს, _ვინ თქვა ტო ეგ? რა სისულელეა.. შენ ხომ გჯერა ჩემი? მითხარი, ხომ გჯერა...
_ მითხარი, რომ ცრუობენ! -თითქოს დამშვიდდა, მაგრამ შინაგანად მაინც ბორგავდა და ადგილს ვერ პოულობდა.
_ რა თქმა უნდა, ტყუილია, ტო! რა თქმა უნდა! -აკანკალებული ხმით უთხრა ბიჭმა.
_ რომ იცოდე, როგორ მტკივა გული, შენზე ათას საზიზღრობას რომ ამბობენ! გული მიკვდება, -ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა.
უკვე სუნთქვასაც ვეღარ ახერხებდა. რაღაც მტკივნეულად გაეჩხირა სასულეში, მისი ზომა საშუალებას არ აძლევდა წესიერად ესუნთქა. თითქოს, ვიღაცამ ყელზე ხელები წაუჭირა და სუნთქვის შესაძლებლობა შეუზღუდა.. უჰაერობისგან, ტირილიც აღარ შეეძლო.
_ იმ ბაღში მოდი. -მკაცრად უთხრა გოგონას და აგრძნობინა, რომ რაღაც შეიცვალა.

*** *** ***
_ არ მინდა ამ მოვლენამ ჩვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენოს! -როგორც კი მიუახლოვდა, მაშინვე მიახალა ანაბელმა და თვალები დახარა, აშკარელს მასში ალივლივებული ტკივილი რომ არ შეემჩნია.
_ შენ ამ ხალხს ვერ გაუძლებ! მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გამჟღავნდა ეს ყველაფერი! -დანანებით ჩაილაპარაკა მატათამ.
ამ სიტყვების გაგონებამ, მთლიანად შეძრა კალანდაძის არსება. აქამდე მართლაც ფერადი ცხოვრება გამოუყენებელ თაბახის ფურცელს დაამსგავსა, რომელზეც აბდა-უბდად გამოსახულიყო ტკივილიანი შტრიხები. აქამდე ბედნიერებით სავსე თვალები მარილიანი წყლით აევსო და იმ მინას დაემსგავსა, რომელიც სამყაროს რეალურად გვანახებს.
_ რას.. რას ამბობ? -გაკვირვებული გონებაში სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ აშკარელის ნათქვამი აეხსნა. _ანუ, სიმართლეა რასაც ამბობდნენ? მე.. მე არ მჯერა.. ამას ვერ დავიჯერებ.. შენ ამას არ გააკეთებდი... -ერთსა და იმავეს ლუღლუღს არ ეშვებოდა კალანდაძე.
_ სიმართლეა.
ოღონდ ეს სიტყვა არ გაეგონა, ოღონდ არ ენახა როგორ ეუბნებოდა ამას ანაბელს.. გულის რაღაც ნაწილს არ ეჯერა, რომ ეს სიმართლე იყო, მაგრამ მატათა არასოდეს იტყუებოდა. კალანდაძეს, მით უმეტეს არასოდეს მოატყუებდა.
ყველაფერი შეიცვალა. აღარ არსებობდა არც ერთი ბედნიერი წამი, დღე, კვირა, რომელიც მატათასთან ერთად ხელჩაკიდებულმა გაატარა.
როცა ადამიანი იტყვის, რომ სიტყვა არ კლავს, მას ან ყველაფერი ფეხებზე უნდა ე*იდოს, ან არასოდეს განუცდია გულის ტკივილი, რომელიც ყველანაირ გზას გიჭრის ბედნიერი ცხოვრებისაკენ. რაც არ უნდა მომხდარიყო, ამას მაინც ვერ იფიქრებდა აშკარელზე. უბრალოდ, თავს არ მისცემდა იმის დაჯერების უფლებას, რომ მატათა ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული.. ორ ცეცხლს შუა იწვოდა, ორივე აზრში დარწმიუნებული იყო. აშკარელი არასოდეს მოატყუებდა და ის არასდროს გააკეთებდა იმას, რაც ანაბელს ცოტათი მაინც ავნებდა.
წამოსულიყო იმ სამყაროდან, რომელშიც აშკარელი ცხოვრობდა მისთვის აუტანელი ტკივილს ტოლ-ფასი იყო.. მაგრამ ბიჭმა საკუთარი პირით უთხრა, წასულიყო. მაშინ მისი სურვილი აღარ იყო მნიშვნელოვანი.. მთავარი აშკარელის სიტყვები რჩებოდა. წამოვიდა, უკან აღარც მოუხედავს. გაუბედავად გადადგა პირველი ნაბიჯი, რომელსაც მოყვა მეორე, მესამე.. მუხლები არ ემორჩილებოდა, სუნთქვას წესიერად ვერც კი ახერხებდა. როდესაც ყელში უჰაერობა ახსენებდა თავს, მხოლოდ მაშინ თუ ჩაისუნთქავდა იმედგაცრუებით, ტკივილით სავსე ჟანგბადს. არც იმ ჰაერის ჩასუნთქვის სურვილი კლავდა, სუნთქვაც კი ხელს უშლიდა ტირილში, მაგრამ უჟანგბადობამ თავისი ჰქნა და კიდევ ერთხელ ღრმად ამოივსო ფილტვები ჰაერით.

ადრე დეპრესიაში ჩავარდნილ გოგონას რომ დაინახავდა, ტირილსა და გოდებაში ღამეებს რომ ათევდა, სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაგრამ შორიდან ყველაფერი ადვილი ჩანს! ახლა თვითონ სერიოზულად ფიქრობდა, სასთუმალთან ბალიშის ნაცვლად ქვაბი დაედგა, თორემ ბუმბულების ნაკრები დამპალ ნაჭერს დაამსგავსა. იცოდა, რომ არ უნდა ეტირა, მაგრამ საქმე ასე ადვილად არ იყო.. გული არ აძლევდა მშვიდად ყოფნის უფლებას, არც უნდოდა დამშვიდებულიყო, მთელი გულით სურდა ცრემლებისთვის გაეტნია ეს მძაფრი ტკივილი წესიერად არსებობის საშუალებას რომ არ აძლევდა.

_ როდემდე უნდა იყო ასე, შვილო? -ერთი და იგივე ტექსტით, უკვე მერამდენე დღეა ჩაბნელებულ ოთახში შემოდის ეკა და შვილს ექოთქოთება.

_ დედა, რატომ არ გესმის რომ მარტო მინდა ყოფნა? -ტირილით ამოთქვა ანაბელმა და თავი ბალიშში ჩარგო.

_ გამოდი ქალო, აცადე ბავშვს გულის მოოხება! რას შეიკალი ხელში? -გამოესარჩლა შვილს ჯემალი და ცოლი ჯიკავით გააგდო ოთახიდან, ერთხელ დანანებით გადახედა შვილს და ოთახის კარი გაიკეტა.

• მატათა •

მართალია, ნარკოტიკების გამოყენება არ დაუწყია, თუმცა გარეგნულად ნამდვილად ჰგავს ნარკომომხმარებელს. სულ ჩამოხმა, გახდა. სიგარეტზე დამოკიდებული, თვალებში ძლივს იხედებოდა. სულ გადაელიბრა გუგები, წესიერად გაღიმებაზეც კი არ უფიქრია ორი დღეა. გულში ჯიუტად იმეორებდა, რომ გოგონასთვის იყო ასე კარგი. არა და თვითონაც გადასარევად იცოდა, რა ცუდად იყო გოგონა მის გარეშე.. აშკარელი? ადამიანს კი არა, მძორს დაემსგავსა. სკოლაში სიარულს შეეშვა და ცდილობდა, თავი მაქსიმალურად დაესაჯა ბელის დატანჯვისათვის. ძმაკაცებთანაც მოუკლო კონტაქტს, მათთან ერთად თითქმის არ დადიოდა, რის გამოც ხშირად უწევდა საყვედურების მოსმენა.

_ ბარში მაინც წამოდი, შე**მა! -ერთ საღამოს თავზე დაადგა შანიძე და სიგარეტის პაკეტები სულ გადაუყარა, _მოსაკლავი ხარ!

_ გილიოტინაზე შემსვით, ან ცოცხლად მომხარშეთ, როგორც გაგიხარდებათ! -უემოციოდ მიუგდო ორიოდ სიტყვა ძმაკაცს და ახალი ღერი ამოღო ჯიბიდან.

_ როდემდე უნდა იტანჯო ასე?! ან ის გოგო არ გეცოდება, ან შენი თავი? -როგორც იქნა ამოღერღა რასაც ფიქრობდა გამწარებული ძმაკაცზე და ფეხზე წამოდგა, _ან უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს, ან არა და დაანახე რომ ვითომ დაივიწყე და ჯიქურ, ისიც აღარ ჩაიტოვებს ტკივილს გულში!

_ რატო, ტო? რატომ არის სირცხვილი კლასელის შეყვარება? იმიტომ, რომ 12 წელი მასთან ერთად გავატარე? რატომ? ვიმმემ ამიხსნას და ვფიცავარ, ანაბელის სუნთქვას ვფიცავარ თუ არ შევეშვა!

_ კარგი რა! ხომ იცი როგორი ხალხია არა? მაგ ჯგროს რა სიტყვა მოეთხოვება? ცხოვრებას გინგრევენ ვერ ხედავ? გამოფხიზლდი!

_ მართლა ვამბობ, -ღრმად ამოიქშინა, იმდენად უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, წამით ინატრა დამუნჯებულიყო. _ცუდად იქნება! ძალიან ცუდად იქნება ჯერ მარტო ჩემ გამო.. ვიცი, ეს ოთხი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უკეთ გამეცნო, ვერ გადაიტანს!

_ მაშინ აგრძნობინე, რომ შენგან "ვითომ" თავისუფალია.

••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••••

გამოცდები ახლოვდებოდა. აღარავის ეცალა საჭორაოდ. მართალია, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ ზოგი მაინც განიხილავდა მათ.

ამდენი ნერვიულობა, ამდენი ცრემლის ღვრა უშედეგო არ აღმოჩნდა ანაბელისთვის და წარმატებით დახურა 12 კლასი.
ბანკეტის დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ამ არაჩვეულებრივ, სადღესასწაულო დღეს როდესაც ცხოვრების ორი ნაწილი ერთმანეთს მიჯნავს, აუცილებელია ბედნიერი იყო. არ იცის, ეს რამდენად გამოუვა ანაბელს, მიუხედავად ცრემლითა და ნაღველით გადაგორებული სამი კვირისა, მაინც უნდა ბედნიერად იგრძნოს თავი.. გადაწყვიტა, გულიდან სამუდამოდ ამოიგდოს აშკარელი, მაგრამ უკვე გონებაც ბიჭის მხარეს იკავებს. არ შეუძლია, როგორც კი ბიჭთან გატარებულ წუთებს წარმოიდგენს, ჰგონია, მის გარეშე რომ ამოისუნთქოს ძალაგამოცლილი მიესვენება მიწას. მაინც, რაც არ უნდა იყოს, მაინც მისტირის ბედნიერ დღეებს. არ შეუძლია, ვერ ბედავს ნაყინის ინციდენტის დავიწყებას, ვერც იმას მისცემს წარსულის მოგონების ტიტულს, როცა წვიმაში უგზო-უკვლოდ აბოდიალა გოგონა და ბოლოს ძაღლი გამოეკიდათ. სამშვიდობოს გასულებმა რამდენი იცინეს! გული ამოეწურა. მწარედ მოუჭირა ყელში რაღაც მახრჩობელა ძალამ! სუნთქვა კვლავ შეუტოკდა, სული ასტკივდა. ყოველი ამოსუნთქვა უდიდეს ტკივილს და ზიანს აყენებს. არ შეუძლია, უბრალოდ არ შეუძლია გაძლოს. ახლაც მთელი გულითა და სულით უნდა მაგრად ჩაებღაუჭოს მის სხეულს.. არ ანაღვლებს თავმოყვარეობა, არც ის, ორი წუთის წინ მისი დავიწყება რომ უნდოდა, სწრაფად აიღო ტელეფონი და ნომერზე, რომელსაც 21 დღეა წამდაუწუმ დაჰყურებს, ზარი გაუშვა.

* * *

ტკივილი. სულის წვა. მეტი არაფერი განუცდია მის შინაგან სამყაროს. ესიკვდილებოდა სხვა გოგოსთან ერთად გავლა, სხვვასთან ურთიერთობის დაჭერა, როცა იმავე ქალაქში ანაბელი ცხოვრობდა. აზრი მეგობარმა მიაწოდა, გაეჩინა შეყვარებული და ამით ანაბელისთვის ეჩვენებინა რომ მათ შორის ყველაფერი დაამთავრა. იმ გოგოს გასაცნობად რომ მიდიოდა, ფეხები უკან რჩებოდა.

_არა, არა, -სწრაფად შეჩერდა გზაში და თავი გადააქნია, _ არ შემიძლია, ამას ვერ ვიზამ! მაპატიე, ძმაო, მაგრამ.. ანაბელის გარდა სხვა არავინ მინდა! მიდი პაპუნას გააცანი ეგ გოგო, ისედაც მოსწონდა.. მე არ შემიძლია! ვიცი, ჩემი ეს საქციელი უფრო ატკენს, ვერ გადავიტან, მის ტკივილს ვერ გადავიტან! -საფეთქლებზე მაგრად მიეჭირა ხელისგულები და თვალები დაეხუჭა. თავს აქეთ-იქით მონოტონურად აქნევდა და ბორგავდა.

ასეთი, დაიფიცებს, მისი მეგობარი არასოდეს ენახა. თვალები რომ გაახილა, სულ გაშრა და თავი დამნაშავედ იგრძნო. თვითონაც მიხვდა, რომ ამ ორ ადამიანს შორის რაღაც უხილავი ისრები იყო გაბმული, რომელიც ერთმანეთის ტკივილს ატყობინებდა ურთიერთს. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და მხარზე ხელი დაჰკრა, თანადგომის ნიშნად.

_ დაიბრუნებ?

_ არა. -მტკიცედ ჩაილპარაკა, _ვერ დავიბრუნებ! ხალხი ისევ ალაპარაკდება, თან მე ხომ სიმართლე ვიცი.. ჩემ გამო დედამისს ვერ დავაშორებ.

_რამდენს უძლებ!- ღრმად ამოიხვნეშა და თვალებით, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ძმაკაცს.

_ სახლში წავალ. -პასუხის გაცემის ძალა ძლივს მოიკრიბა. იმდენად იყო ემოციებისგან დაცლილი უკვე აღარაფრის თავი არ ჰქონდა.

•••••••••••••••••••••••••••••••

მარტო მიაბიჯებდა იმ ქუჩაზე, წვიმამ რომ მოუსწრო ერთად მყოფებს. დრო მაქსიმალურად ცდილობდა არ გაეშვა და გვერდით ჰყოლოდა, იმდენად სიამოვნებდა წვიმაში მოკისკისეს რომ უყურებდა თავში ყველა შარიკი გადაუტრიალდა და ერთხელ ისიც კი იფიქრა, ხომ არ მოვიტაცოო, მაგრამ სწრაფად გაფანტა ფიქრები.

ოღონდ ახლა გვერდით ყოლოდა, სულ ორი წამით მაინც შეძლებოდა მისი სურნელის ჩასუნთქვა. უარს იტყოდა ცხოვრების ნახევარზე, თუ ღმერთი მისი ხილვის ბედნიერებას არგუნებდა.
ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა. "ბელ" ეწერა ეკრანზე, რომელსაც ამავე პიროვნების ფოტო ამშვენებდა. გულში უსიამოვნოდ გაჰკინწლა, როცა გაიფიქრა, რომ რამე ცუდი დაემართა. ლურჯი თვალები სულ ჩაუსისხლიანდა და სწრაფად უპასუხა ყურმილს.

_ალო, -ამოიხრიალა ჩახლეწილი ხმით, მონატრების ბგერები რომ გაისმა მასში.

_მათე, მოდი.. გეხვეწები, მოდი. -ნაცნობი ადამიანის ღრიალი გაიგონა თუ არა ყურმილში მაშინვე გამოეთიშა სამყაროს. თურმე როგორ მონატრებია მისი დაძახებული "მათე" რომლის თქმის უფლებას მხოლოდ მას აძლევდა. ანაბელის ტკივილმა მასშიც იჩინა თავი. იმის ძალაც კი არ შესწევდა, ეკითხა რა ჭირდა. თუმცა ამას რაღა კითხვა უნდოდა, თვითონაც არაჩვეულებრივად იცოდა რა დღეში იყო გოგონა, _გეხვეწები მოდი, მეტი აღარ შემიძლია! არ შემიძლია! არ მინდა.. მოდი.. გემუდარები მოდი, თუ გიყვარვარ მოდი.. გეხვეწები.. -ხვეწნა_მუდარას არ წყვეტდა კალანდაძე და ამით უფრო უკლავდა გულს აშკარელს. სული აუღრიალდა და მიხვდა, უფრო სწორად, დარწმუნდა, რომ უკვე გული სერიოზულად ცუდად ჰქონდა.
პასუხი არც კი გაუცია ისე გაუთიშა ტელეფონი და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისი სახლისკენ. მერე ფეხს მოუჩქარა და ხუთ წუთში უჯვე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.

•ანაბელი•

მისაღებში მისვენებული, თვალებ ჩაშავებული ერთ წერტილს უაზრო გამომეტყველებით შეჰყურებდა და არც კი ტოკდებოდა. გეგონებოდათ, თვალებ გახელილს ეძინაო. ზარის ხმა გაიგო თუ არა, გაიფიქრა მამა დაბრუნდაო, რადგან დედა მორიგე იყო და ფრუტუნით წაყიალდა კოლიდორისკენ.
აშკარელის გამოჩენას არ ელოდა, რადგან როცა ტელეფონზე დაურეკა გაუთიშა. კარი გააღო თუ არა მაშინვე აუწვა ნაცნობმა სურნელმა ცხვირი და გააზრებაც კი ვერ მოასწრო ისე ჩაიკრა ძლიერმა სხეულმა გულში. თვალებ მილულული ვერაფერს იაზრებდა წესიერად. უბრალოდ იცოდა, რომ რაღაც ნაწილი შეევსო. თვალიდან ის ცრემლი გადმოუვარდა, რომლის გამოჩენასაც ამდენი ხანი ელოდებოდა. ბოლო ხმაზე აღრიალდა და მხრებზე მაგრად შემოხვია ხელები.

_ არ შემიძლია, გეფიცები, არ შემიძლია! არ წახვიდე! ვერ გადავიტან. ცუდად ვარ, გესმის? არ შემ..- სიტყვის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო ისე დაუბინდდა გონებდა და მიესვენა საყვარელი ადამიანის მკლავებს.
წამის მეასედში გაიგონა მისი სახელი ჩურჩულით, მერე კი მთლიანად დაიკარგა შავ ბურუსში.

••••••••••••••••••

თვალები მის ოთახში გაახილა. გაარჩია, როგორ ადგა ორი დიდი სილუეტი თავზე.. ზლაზვნით მოავლო არე-მარეს თვალი და მთლიანად გამოფხიზლდა.

_მამას სიცოცხლე, კარგად ხარ? -სწრაფად მოახდინა შვილის გამოფხიზლებაზე რეაგირება ჯემალმა.

_ საშინლად, -გულწრფელად უპასუხა გოგონამ და აშკარელს თვალი განგებ აარიდა.

_ თქვენ სალაპარაკო გაქვთ, -ოთახი უჩუმრად დატოვა უფროსმა კალანდაძემ და კარები გაიხურა.

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. სიჩუმემ, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენდა. ხმის ამოღებას არც ერთი აპირებდა, ბოლოს აშკარელს წასძლია სულმა და ყველაზე სულელური კითხვა დასვა.

_ ნაწყენი ხარ?

_ ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე წადი და არ უნდა ვიყო ნაწყენი?

_ ნეტავ შემეძლოს ყველაფრის ახსნა, ბელს.. -ნაღვლიანად ამოილაპარაკა და თვალები დახარა.

_ ჩამეხუტე! -თხოვნა შეემატა გოგონას ხმას და ულამაზესი თვალები ცრემლით აევსო.

_ ჩშშ.. -სწრაფად მიუწვა ბიჭი გვერდით და გოგონას სუსტი სხეული გულში ჩაიკრა. ცხვირი თმაში ახლართა და თვალები დახუჭა. _მომენატრე.

_ მეც ძალიან! ყველაზე მეტად მაშინ გინატრე, შენი დავიწყება რომ ჩამძახა ეშმაკმა სულში.. მე მაგ დროსაც მომენატრე.. და საერთოდ ყოველ წამს მენატრები როცა ჩემ გვერდით არ ხარ! როცა ხარ და არ მეხუტები, მაშინაც მენატრები..-ნახევრად ბურანში წასული ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რას ამბობდა.

ბიჭმაც გოგონა ჩაძინებული რომ დაიგულა ღრმად ამოიხვნეშა. კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და მისი ოთახი დატოვა. მისაღებში ჯემალი დაინახა და ბრაზბმორეულმა მაშინვე მოაცილა მზერა, პირდაპირ გასასვლელისკენ აიღო გეზი.

_მოიცადე, შვილო
კაცის მოჩვენებითმა თბილმა ტონმა ჭკუიდან გადაიყვანა.
_ჰმ, შვილო?- ვეღარ მოითმინა და ბრაზისგან წამოწითლებული გაოგნებული კაცისკენ მიბრუნდა. _ შვილოს ეძახი ადამიანს, რომელსაც შენ და შენმა ცოლმა ნარკომნობა შეაწერეთ და ამით შვილს დააშორეთ? რა დონის თვალთმაქცი ბრძანდებით? ანაბელი მაინც არ შეგეცოდათ? ამ ტკივილისთვის როგორ გაიმეტეთ? მაშინ როდესაც თქვენი მხარდაჭერა უნდა გვეგრძნო, თქვენც იმ ხალხს შეუერთდით კლასელების სიყვარული სირცხვილი რომ ჰგონიათ!
_რას ამბობ, შვილო? -გაკვირვებისგან ენას ვერ აბრუნებდა პირში ჯემალი.
_ რა ნარკოტიკები? მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ხმები დაირხა შენზე.. მოიცა, მოიცა,-სწრაფად წამოიყვირა და თავზე ხელები მიიჭდო, _ეს რა გააკეთა! ეს რა გააკეთა! -ბუტბუტებდა და თან მისი ცოლის ტელეფონის ნომერს ეძებდა.
როგორც კი იპოვა მაშინვე გაუშვა ზარი და აკანკალებულმა მიიდო ყურზე ტელეფონი.
_რა გააკეთე ქალო?- დაუყვირა როგორც კი უპასუხეს, _შენ რა ადამიანი ხარ! ეს რა ჩაიდინე??
-ყვირილს არ ეშვებოდა ჯემალი.
მატათა გაკვირვებული უყურებდა ამ სანახაობას და მიხვდა რომ ჯემალმა მართლა არ იცოდა მისი ცოლის "საქმიანობის" შესახებ.
მართალია, ჯემალს არც თუ ისე კარგად იცნობს, თუმცა ამ წამს კარგად გაითავისა ამ კაცის ტკივილი და ბრაზი. სახეზე წამოწითლებულს ეტყობოდა თუ რამხელა იმედგაცრუებას იტევდა მისი გული. თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა, ხელ-ფეხი უკანკალებდა და ათრთოლებული ტუჩებით სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.
აბა როგორია, როცა ადამიანს გგონია რომ იცნობ, ცხოვრების ნახევარი მას უწილადე, შენს მეორე ნახევრად აქციე, ოცნების კოშკები მასთან ერთად ააგე და ბოლოს ხვდები, რომ ყველაფერი დიდი შეცდომა და ტყუილი ყოფილა. თითქმის ნახევარი ცხოვრება წყალში ჩაეყარა, მიწასთან გაუსწორდა მთელი ცხოვრება.
მიხვდა აშკარელი რომ მწარეა საყვარელი ადამიანის ამოუცნობლობა..
_ ეს რა გააკეთე? -ხმააკანკალებულს ყვირილის თავიც კი არ ჰქონდა, ხელები უთრთოდა და ლამისაა მობილური ხელიდან გავარდნოდა , _ხედავდი, როგორ იტანჯებოდა შენი შვილი.. შენ კი... შენ რა ადამიანი ხარ?
ყურმილიდან ისმოდა ქალის წივილ-კივილი და გაავებული ხმა, თუმცა როგორც ჩანს უკვე აღარც ჯემალს სიამოვნებდა ამ ყველაფრის მოსმენა და ტელეფონი გათიშა.
ჩასისხლიანებული თვალები მიანათა კედელთან მდგარ მატათას და თავი დამნაშავესავით ჩაქინდრა.
_ თქვენც დაგტანჯეთ! -ამოიხრიალა ხმაჩამწყდარმა და თავი გადააქნია, თითქოს ფიქრები გაფანტაო.
_ რას ამბობთ, -ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა აშკარელი, წამით თავი დამნაშავედაც კი იგრძნო.
_ მე და ანაბელი ამ ქალთან ვერ ვიცხოვრებთ.
მართალი ყოფილა, სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიაო რომ ამბობდნენ, როგორც უცებ გიყვარდება ადამიანი, ამ სიყვარულიდან წამშივე ვარდები სიძულვილში, სათანადო მიზეზის "დახმარებით."
_ არ მივცემ ჩემს შვილს იმის უფლებას ტყუილში იცხოვროს, -ხმაჩამწყდარმა გააგრძელა, როცა იგრძნო, რომ ბიჭი უსმენდა. _შენ წამითაც არ იფიქრო, რომ ანაბელი შენს გარეშე ბედნიერი იქნება.. შენთან ერთად იქნება. ახლაც, შენი გვერდით დგომა სიკვდილამდე დასჭირდება... დაგვჭირდება!
_ თქვენს გვერდით ვარ!
წინააღმდეგობა არ გაუწევია. უფრო სწორად, ვერ გაუწია. ქალმა, რომელმაც დააშორა ანაბელს, არ იმსახურებს მის გამოქომაგებას.. არც აპირებს. ახლა ისიც ისე დაისაჯოს, როგორც საჭიროა! არ არის მსგავსი ოჯახის ღირსი. შეიძლება, ძალიან მაზოხისტურად აზროვნებს, მაგრამ იმხელა ზიზღითაა ამქალისდამი განწყობილი მისი გული, არ შეუძლია, რამე წესიერი გაიმეტოს მისთვის.
ჯემალს, რომელიც იმ წამს სავარძელში ჩაჯდა გვერდით მიუჯდა და მასსავით თავი დახარა. უინტერესოდ დააჩერდა ჩალისფერ პარკეტს, ოდნავ რომ ბზინავდა.
_ ჩემთვის, თქვენი შვილი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, -დაიწყო დაბალი ხმით, _ალბათ, სწორედ ეს მიწყობს ხელს იმაში, რომ არ გავამართლო თქვენი ცოლი. მე ანაბელის გარეშე არ შემიძლია. ვერ ვუძლებ მის გარეშე ჰაერის ერთ ჩასუნთქვასაც კი, ასე მგონია, რაღაც უკანონობას ჩავდივარ, რაღაც არასწორს.. ალბათ არ ვიცი და ვერც გავიგებ, იმედი მაქვს, თქვენს ტკივილს ახლა, თუმცა იმედგაცრუება ყველა ტკივილზე საშინელია... არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ბელს გული ტკივა... თუნდაც სხვის გამო... მე მართლა თავისუფლად შემიძლია ნებისმიერი მოვკლა მისი ცრემლის გამო.. მაგრამ ის მაჩერებს რომ ესეც ტკენს.
მთელი გულისყურით უსმენდა ჯემალი მატათას სიტყვებს და სიამაყით ივსებოდა ასეთ ადამიანს რომ უყვარდა მისი შვილი. ახლა საკუთარი ტკივილიც კი უკანა ფლანგზე გადასწია, ბედნიერებისგან. იცოდა, რამდენად დიდი პრობლემები ელოდა წინ.
კარზე კაკუნი იყო. ორივე მიხვდა, ვინც იქნებოდა. სწრაფი, თუმცა გაუწონასწორებელი ნაბიჯებით მივიდა კარამდე. მაინც ეტყობოდა, რომ უჭირდა იმ ადამიანის დანახვა, რომელსაც ადრე სიყვარულით უყურებდა.
ფრთხილად ჩამოსწია ურდული და რკინის შინდისფერი კარი გამოაღო. ზღურბლს მიღმა იდგა თვალებში ცრემლ ჩამდგარი ნანი, ცალი ხელით კარის ძგიდეს მიყრდნობოდა და ეტყობოდა რომ სულს ძლივს ითქვამდა.
_ ყველაფერს აგიხსნი.. გეფიცები.. -ქოშინით ამბობდა და თავს აქეთ-იქეთ აქანავებდა.
_ რა უნდა ამიხსნა? -დაიყვირა ბოლო ხმაზე. ქალი შიშისგან შეხტა, თვალები უფრო აუცრემლიანდა და ხელები აუკანკალდა. _წაეთრიე! აქ მოსული აღარ დაგინახო! უნამუსო ქალი ხარ! შენ.. შენ არ ვიცი რა გიწოდო! შვილის ტკივილს, ცრემლს ასე როგორ უყურებდი? რომ მცოდნოდა... რომ მცოდნოდა!
_ რომ გცოდნოდა რას იზამდი? -ჯიქურ გაკაპასდა ქალი და თვალები ბრაზით აევსო.
რამდენს ბედავს!
_ გაეთრიე! წადი! -მაჯაში ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია, მერე კი კარისკენ უბიძგა, _არც მე და არც ანაბელს, შენი ნახვა არ გვინდა!
_ ანაბელ დედიკო, -მზერა მის უკან გადაიტანა ქალმა.
ჯემალმაც უკან მიიხედა. ყველაფერს გაიღებდა, ოღონდ ახლა მისი შვილი არ ენახა ასეთ მდგომარეობაში. მთლიანად აუცრუვდა გული მის უკვე ყოფილ ცოლზე და ზიზღით ჩახედა თვალებში, რომლებშიც არანაირი გულწრფელობა არ ამოიკითხებოდა.
_ შენ რა თვალთმაქცი ქალი ყოფილხარ! სულ არ გიცნობდი თურმე! -ხმა დაიდაბლა კაცმა და აკანკალებული ხელებით მიუხურა ცხვირწინ კარი.
მატათა? მან უბრალოდ ვერ გაუძლო კედელთან საწყლად ატუზულ საყვარელ სხეულს, ასე რომ თრთოდა და სწრაფად მიიჭრა მასთან. გულში ისე მაგრად ჩაიკრა მისი მთლიანობა გახადა.
გოგონაც მაშინვე ჩაებღაუჭა მის მკლავებს და აცრემლებულმა ჩარგო მის ყელში თავი. ცრემლები ნელ-ნელა შეუმჩნევლად დაადინა სქელ, დაძარღვულ კისერზე ოდნავ რომ უტოკავდა ნერვი.
_ ჩშშ ჩემო პატარა, ყველაფერი კარგად იქნება! არ იდარდო.. შენთან ვარ მე...
_ ეს რატომ გააკეთა? მითხარი რატომ გააკეთა? -მონოტონურად ჩურჩულებდა და დროგამოშვებით უჭერდა ბიჭის მაისურს ხელს.
_დაწყნარდი, ბელს.. მე შენთან ვარ.. ყველაფერი ყველაზე მაგრად გექნება ჩემო პრინცესა! გეფიცები!
ჯემალმა როგორც კი კარი დაკეტა მაშინვე დატოვა ოთახი და წყვილი მარტო, ახლა მასაც სჭირდებოდა რაღაც-რაღაცეებზე დაფიქრება და განმარტოვება.
ანაბელი სუნთქვას ვერ არეგულირებდა. გული ტკიოდა, ცრემლები კი ამ ყველაფრის ზუსტი გამოვლინება იყო. მაგრად ებღაუჭებოდა მატათას მაისურს და ცრემლებს მასზე ფანტავდა. ღმერთს მადლობას უხდიდა აშკარელი მაინც რომ ჰყავდა გვერდით, ის მაინც რომ წმენდდა ცრემლებს. დედას... ნანის ვერაფრით პატიობდა ჩადენილს. მისმა "მზრუნველობამ" სამი კვირა ჯოჯოხეთში გაატარებინა. არ უნდოდა არაფერი ზედმეტის გაგონება, უბრალოდ ის ტკივილი რაც გულზე ჯანღად ეწვა როგორმე უნდა ამოენთხია. ნელ-ნელა ყველაფერი გაიაზრა, ოდნავ დაიმშვიდა სული და არსება და ამღვრეულ თვალებში შეხედა ბიჭს, რომელმაც აცრემლებული თვალებიდან ცრემლი მოსწმინდა და სათითაოდ დაუკოცნა ორივე.
დაავიწყდა სამყარო. ის ტკივილიც დაავიწყდა წუთის წინ გულს რომ უჭამდა და ბოლოს ნელ-ნელა უღებდა. დამშვიდდა, უფრო თავისუფლად და ლაღად დაიწყო სუნთქვა. მისი ტკივილგამაყუჩებელი იყო მატათა, მისი სულის ყველაზე დიდი ნაწილი. მხოლოდ მას შეეძლო მოეწმინდა ცრემლები, მხოლოდ მას ჰქონდა ჩახუტების და მოფერების უფლება. აკანკალებული ხელები ნაზად შეახო ოდნავ წვერშეფენილ ღაწვზე, სასიამოვნოდ გაკაწრა სათუთი ხელის გულები უხეშად, მაზოხისტურად ტკივილიც კი სიამოვნებდა მისგან რომ იყო მოყენებული.
_არ მინდა იმაზე ფიქრი, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, -სავარძელზე რომ დაჯდნენ თავი გულზე დაადო და ფეხები შემოკეცა.
_მაგაზე არც უნდა იფიქრო, იმიტომ რომ მე ვარ შენს გვერდით! -მტკიცედ გაიჟღერა მისმა ხმამ, თუმცა მისი თითები ისევ თბილად დათარეშობდნენ ანაბელის თმებზე.
_არასოდეს ვიქნები ჩემი შვილისთვის ასეთი დედა! არასოდეს, -ბრაზიანად ჩაილაპარაკა თვალდახუჭულმა. _არ მინდა მისნაირი ვიყო! მართალია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია..
_შენი ბანკეტის საქმე როგორ იქნება? -ხვალინდელი დღე შეახსენა გოგონას.
_მინდა წასვლა, მაგრამ გუნება სულ არ მიწყობს ხელს.. რაღაც მბოჭავს, მეშინია. -აჩურჩულდა ჩუმად და უაზროდ დაიწყო აშკარელის თითებზე თამაში.
მართლა ეშინოდა, რაღაც მართლა ბოჭავდა. თითქოს წინასწარ გრძნობდა რაღაც მოახლოებულ საფრთხეს, უთუოდ ჯოჯოხეთში რომ უბიძგებდა გადაშვებას. უსიამოვნო გრძნობები ძალას აცლიდა, გულის რევის შეგრძნება კი უფრო და უფრო მატულობდა. მალევე გაფანტა ცუდი აზრები გონებიდან და მაგრად შემოხვია ხელები.
_აუცილებლად წამოხვალ.. შენ უნდა წამოხვიდე,ყველაზე ლამაზი უნდა იყო! მერე მე და შენ ერთად უნდა ვიცეკვოთ.. კიდევ მაგრად ჩაგეხუტო.. -მალევე დააწყო მომავალი დღის გეგმა მატათამ და გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე. _ახლა კი უნდა წავიდე, -ღრმად ამოიხვნეშა და ფეხზე წამოდგა. მას მალევე მიყვა ანაბელიც, რომელმაც კარამდე მიაცილა ბიჭი და მალევე შემობრუნდა სახლში.
როგორ დააკლდა იქაურობას რაღაც, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო.. ახლაც თითქოს უმნიშვნელოდ აკლდა რაღაც სურნელი ოთახებს, მაგრამ ეს ყველაფერი საოცრად ემნიშვნელებოდა გოგონას. დედა! მაინც როგორი სიტყვაა, რამხელა გრძნობა ეტევა მასში, რამხელა სითბო და სიყვარული.. და მაინც რამდენად შეუძლია ამ სიტყვას გული მოგიკლას გახსენებისას! ცრემლები ყელში მოაწვა.. გაიხსენა ის დრო, ბაღში ხელჩაკიდებულს რომ მიჰყავდა, სკოლის კრებიდან დაბრუნებული, ანაბელის ნიშნებით გახარებული,უამრავ ტკბილეულს რომ აკეთებდა.. რამ შეცვალა ასე? რატომ გაბოროტდა ასე? აღარც ყურადღებას აქცევდა ქმარ-შვილს, არც თბილას ექცეოდათ. თამამად შეეძლო ეთქვა რომ შეიცვალა!
იმ ღამეს მამასთან დაწვა. ახლა ისე სჭირდებოდათ ერთმანეთი როგორც არასდროს.

* * *
_მა, ანაბელ, -სახეზე თბილი ხელები იგრძნო და ზლაზვნით მოაცილა ქუთუთოები ერთმანეთს. _მატათამ დარეკა, სალონშია ჩაწერილი ათ საათზეო და ადექი!
_სალონში? ათზე? -ბუზღუნით დასვა კითხვები და თვალების ფშვნეტით გახედა საათს. ათის ნახევარი იყო. _ვერ მოვასწრებ! -უცებ გადმოსწია ფეხები თბილი საწოლიდან და სააბაზანოში შევარდა.
თხუთმეტ წუთში გადაივლო ტანზე წყალი და ტაქსი გამოიძახა. მამამისს მიაძახა მივდივარო და კარი ფეხის კვრით გაიხურა.
ზუსტ დროს მივიდა სალონში აქოშინებული. ღიმილით მიესალმა ქერა, თაფლისფერთვალება გოგონა და ხელსაწყოები მოიმარჯვა. თავზე დიდი კოსა დაიდგა, მაღლა აიწია. ვარდისფერი ტუჩსაცხი წაისვა და მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა. თორმეტი სრულდებოდა, სახლში რომ მივარდა "მაგვიანდება"-ს ძახილით და კარები შეგლიჯა.
ყურადღება არ მიუქცევია მისაღებში მდგარი გაშტერებული სხეულისთვის ისე გაუშხუილა გვერდით მატათას. იქვე სკამზე გადაფენილი კრემისფერი კაბა ფრთხილად ააფრიალა და საწოლზე დადო. სხეულიდან სწრაფად გადაიძრო საგარეო ტანსაცმელი და ფრთხილად ჩაიცვა კაბა. ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, როგორც თვითონ ამბობს, "შეიკაკვა" და ქუსლების რაკუნით გავიდა მისაღებში.
აშკარელი როგორ ფორმაშიც დატოვა, ისეთ პოზაში იდგა, გეგონებოდათ ქანდაკებად იქცაო. გოგონას რომ შეხედა მის წინ უხერხულად აწურულს, მაშინ დარწმუნდა რომ მისი ცხოვრება არაფერი ყოფილა ანაბელამდე. ამ ადამიანისთვის ემეტებოდა მთელი ცხოვრება, დარწმუნებული იყო, რომ მის გარდა არავისი იქნებოდა, მხოლოდ მას ეყვარებოდა იმ სიყვარულით, არ არსებულს რეალურად რომ ანახებდა.. ყოველ მის დანახვაზე, გული ყელში რომ მოებჯინება და მუცელი სიამოვნებისგან ეტკინება, გული უჩვეულოდ დაუწყებს ძგერას, ეს იქნებოდა მისი სიყვარული! ყოველ გამოხედვაში დაარწმუნებდა მის უსაზღვრო და უკიდეგანო სიყვარულში!
ხმის ამოღება ვერ შეძლო მატათამ. რამდენჯერაც ეცადა პირის გაღება და სიტყვების წარმოთქმა, იმდენჯერ მექანიკურად დაეხურა პირი. სიტყვების პოვნა კი არა, გააზრებაც შეუძლებელი იყო! ხელის გასავსავებასაც კი ვერ ახერხებდა.. მართლაც რომ "დაატყვევა" კალანდაძემ და გატოკების საშუალება კი არა - შესაძლებლობა აღარ მისცა. ჯემალმა თავის ქნევით ჩაღიმა და იქაურობა დატოვა.. სიყვარულით გაჟღენთილი ოთახი, ახლა სულ ჩაიხუთა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა აშკარელი გოგონას, რომელიც ნერვიულობისგან თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
აცახცახებული ტორები, რომელიც საოცრად თბილი ჰქონდა ნაზად შეახო მის სრიალა კანს და მარტივი მოძრაობით ჩაიკრა ფარფატა სხეული გულში.
რა საოცარი გრძნობაა, არაჩვეულებრივი მომენტი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ! ისევ მეცამეტე თვე. მატათასა და ანაბელის მეცამეტე თვე, სადაც მხოლოდ მათ შეუძლიათ მოხვედრა.
_არც კი ვიცი, რა გითხრა! -ხმა აუთრთოლდა აშკარელს. _ულამაზესი ხარ!
_მადლობა. -დაიმორცხვა ლოყებშეფარკლულმა და თავი დახარა.
_წამო, წავიდეთ! -მხარი მიუშვირა, ხელკავი რომ გამოედო და ანაბელმაც სწრაფად შეუსრიალა წვრილი ხელი მკლავსა და წელს შორის.
* * *
თითქმის მთელი თბილისი მოიარა მთელმა კლასმა. ბოლოს, რესტორანშიც მივიდნენ. მიუხედავად იმ დაძაბული სიტუაციისა, რომელიც კლასში ჰქონდათ ბავშვებს მატათასა და ანაბელთან დაკავშირებით, მაინც უამრავი კომპლიმენტით შეამკეს ეს წყვილი!
ყველა ერთობოდა და თავისებურად "უბერავდა". ზოგი რას ცეკვავდა, ზოგი რას. ოთახში გაისმა წყნარი ჰანგების ხმა. ანაბელს ძალიან მოუნდა ცეკვა, გარემო მოათვალიერა, მაგრამ აშკარელი ვერსად დაინახა. გულდაწყვეტილმა შეხედა სცენაზე მოცეკვავე წყვილებს და თვალები დახარა.
უცებ მხარზე შეხება იგრძნო. ეგონა, მატათა იქნებოდა, თუმცა ნამიჭეიშვილი შერჩა, რომელიც ჩვეული სიეშმაკით იღიმოდა. უსიამოვნოდ მობურცა ტუჩები და შიშით მოავლო არე-მარეს თვალი, სადმე აშკარელი ხომ არ იდგა, თორემ ამ უბედურს აუცილებლად მოკლავდა.
_ვიცეკვოთ? -ხელი გამოუწოდა ბიჭმა.
_შენ აქ რა გინდა? -გაკვირვებულ_გაბრაზებულმა ჰკითხა ბიჭს ისე, რომ მისთვის ხელიც კი არ გაუწვდია.
_რა, არ შეიძლებოდა მოსვლა? -ირონიულად ჩაიღიმა, _ვინ დამიშლიდა?
_ცეცხლზე ნავთს ნუ ასხამ! -გამოსცრა ანაბელს კბილებს შორის. _და წადი აქედან სანამ მატათა მოსულა!
_მეცეკვე და წავალ! -ჯიუტად არ ნებდებოდა ნამიჭეიშვილი, _ნუ გეშინია, შენი პრინცი აქ მაინც არ არის!
_წახვალ!-ეს პასუხი თანხმობად მიიღო ბექამ და გოგონა საცეკვაოდ წამოაგდო ფეხზე.
სძულდა ყოველი ადგილი, რომელზეც ნამიჭეიშვილი ეხებოდა მისი ბინძური ხელებით. ერთი სული ჰქონდა, ეს წყეული მუსიკაც როდის დამთავრდებოდა, საუკუნესავით რომ გაიწელა.
_ჩემ შეყვარებულთან უნდა ვიცეკვო! -ზურგს უკან მოესმა აშკარელის ბრაზისგან ჩახლეწილი ხმა და შიშისგან შეხტა.
_როგორც გენებოთ!- ყველანაირი შეწინააღმდეგების გარეშე გაეცალათ ბექა, კიდევ კარგი და გოგონასაც შიში გაუქარწყლდა.
სწრაფად მოხვია წელზე ხელები გოგონას და მთელს სხეულზე ააკრო. ძლივს წყნარდებოდა, ნერვებაშლილი ღრმად სუნთქავდა თავის საკონტროლებლად, თორემ ლამისაა მიუბრუნდეს ბექას და თავ-ყბა გაუერთიანოს. სხეულისა და სულის დასამშვიდებლად გოგონას აცახცახებულ ყელში ჩარგო ცხვირი და თვალდახუჭულმა, კიდევ ერთხელ მოუჭირა წელზე ხელი.
_შეგეხო.. მაინც შეგეხო.. -აღშფოთებას ვერ მალავდა აშკარელი და მონოტონურად ერთსა და იმავეს გაიძახოდა.
იცოდა, ახლა როგორც უჭირდა თავის შეკავება მატათას.
თავიდანვე მიხვდა, რა ეჭვიანი და ეგოისტიც იყო აშკარელი. ეტყობოდა, არ უყვარდა, როცა იმას ეხებოდნენ რაც მისი იყო, პირადად მას ეკუთვნოდა.. ბექა კი, არ იცის როგორ გადაურჩა. მუსიკა ღვთის წყალობით, მშვიდობიანად ჩამთავრდა.
მატათა ადგილამდე მიჰყვა გოგონას, თვითონ კი დაუბარა რომ მალე დაბრუნდებოდა.
მთელი თხუთმეტი წუთი ეკლებზე იჯდა. ვერაფერს უდებდა გულს. ბოლოს გადაწყვიტა ჰაერზე გასულიყო, თავი ასე მაინც დაემშვიდებინა, მაგრამ გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა ყვირილი რომ მოესმა, თან ერთ-ერთის ხმა რომ ამოიცნო, ამაზე სულ გადაირია. გაფითრებული გავარდა ეზოში, სადაც მატათა და ბექა ჩხუბობდნენ. სუნთქვა შეეკრა, ბევრჯერ უნახავს გაბრაზებული აშკარელი, მაგრამ ასე? ადამიანს არ ჰგავდა.
_ხო გაგაფრთხილე? ხო გაგაფრთხილე არ შეხებოდი!-ღრიალს არ ეშვებოდა და მუშტებს ისევ გამეტებით ურტყამდა სახეში.
_ჰმ, შენ გგონია "თავისუფალ" გოგოს ასე ადვილად შევეშვები? -ირონიულ საუბარს თავს არ ანრბებდა ნამიჭეიშვილი.
_მათე, შეეშვი! -გახევებულმა ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა, ისიც წვალებით და ცრემლები წამოცვივდა. _გთხოვ.-ამოიქვითინა ბოლოს და ზურგზე მიეკრო.
თვალდახუჭული გაშორდა ბექას ხელებდასისხლიანებული და ზურგზე ტკიპასავით მიკრული გოგონა, შიშისგან რომ ათრთოლებულიყო, გულზე მიიკრა.
_ჩშ.. არ შემეძლო რომ არ მეცემა,-წყნარად უთხრა და შუბლზე აკოცა.
_შენ ყველა ასე უნდა ცემო, ვინც შემეხება? -გულიბრყვილოდ ჰკითხა ანაბელმა.
_ჰო, აბა?-უდარდელად დაიჩურჩულა აშკარელმა და ცხვირზე აკოცა, _ზოგს ვცემ, ზოგს კბილებს დავაცლი!
_მაზოხისტო!-მაინც ჩაეღიმა აშკარელის ღიმიალიან სახეზე და თავი გულზე დაადო.
_წამოდი!-თქვა უცებ მატათამ.
_რა? სად? -გაკვირვებულმა დააკვესა თვალები, თუმცა სანამ რამეს გაიაზრდებდა, უკვე აშკარელის მანქანაში იჯდა მის გვერდით და სადღაც მიდიოდა.
იმ წამს ნამიჭეიშვილის სიტყვებმა ძალიან გააბრაზა. უთხრა, რომ არანაირი უფლება არ ჰქონდა ანაბელზე. სწორედ ამან გაამწარა და შეშალა ჭკუიდან.. სწორედ ამან იმოქმედა მის ნერვებსა და ნებისყოფაზე, შემდგომში მის გადაწყვეტილებაზეც.
ამის შემდეგ, ვეღარავინ შეძლებდა ეთქვა მისთვის, რომ ანაბელზე არანაირი უფლება ჰქონდა.
კარგად იაზრებდა, რა ვალდებულებებსაც აკისრებდა სიტყვა "ოჯახი" და გული სიამოვნებითა და ბედნიერებით ევსებოდა. არასოდეს უოცნებია ანაბელისნაირ ცოლზე და ამას თამამად ამბობდა, იმიტომ რომ წარმოდგენაში დახატულიც არასოდეს ჰყოლია მომავალი ცოლი. მაგრამ ამ უეცარი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ საოცარი სიყვარული შეუძლია.. ამის შემდეგ, ვერ იტყოდა რომ არ იყო ბედნიერი! პირიქით, მასზე ბედნიერს, მასზე გულცოცხალს ადამიანს ვერ ნახავდით იმ წამს.. რაღაც ველური ჟინი უვლიდა თვალებსა და სხეულში, როცა წარმოიდგენდა როგორ დახვდებოდა ცოლი შვილებთან ერთად სახლში, როგორ ჩაეხუტებოდა და მოეფერებოდა ყოველ ღამე. დატკბებოდა მისით და მხოლოდ სამსახურში წასვლის დროს მოენატრებოდა. არა, მანამდეც მოენატრებოდა, გვერდით ყოფნის დროსაც, როცა გულში მაგრად ჩაიკრავდა და როგორც მხოლოდ მან იცის, ისე აკოცებდა ყელში, რომ მის უსაზღვრო, უკიდეგანო ჟრუანტელს თვითონაც იგრძნობდა.
ჯერ ალბათ გოგონა ეყოლებოდათ.. პატარა, კიკინებიანი გოგონა.. ან თანანას დაარქმევდა, ან ლილეს. დედასავით ნაზი და ცისფერთვალება იქნება. მამის ტუჩები ექნება. პატარა გოგონას სულ ყველგან წაიყვანს, სულ კაბებს ჩააცვამს და კიკინებს გაუკეთებს. რაც არ უნდა ცუდად იყოს, მის ღიმილზე მასაც გაეღიმება და ბედნიერებით აივსება. უკვე გეგმები კარგად დააწყო გონებაში და გული სიხარულით ევსებოდა.. იცოდა კალანდაძე თანხმობით რომ უპასუხებდა მის თხოვნას, მაგრამ მაინც ნერვიულობდა. ადვილი ხომ არ არის, ასე რთული გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება? მით უმეტეს, როცა ანაბელს იცნობს და იცის, თუ რა მნიშვნელოვანია მისთვის ეს დღე.. ეს წამი.. ეს გადაწყვეტილება.
გოგონას ქოთქოთზე ახლაც სიცილით კვდება გულში. მანქანა იქვე ბარდიულთან მიაყენა და წყნარად მიუბრუნდა კალანდაძეს. უნდოდა მისი აღშფოთება გოგონას არ შეემჩნია, თუმცა ნაკლებად ჰქონდა ამის იმედი. საკუთარ ხელებს რომ დახედა, რომლებიც ნერვიულობისგან უკანკალებდა, სწრაფად გადამალა ჯიბეებში და ნერწყვი მძიმედ გადააგორა ხორხში. რაც შეეძლო ღრმად ამოისუნთქა, რომ საუბრის დროს ჟანგბადი ყოფნოდა.
_ მოკლედ,-კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა და მისი ხმით ამოღებისთანავე გაჩუმებულ ანაბელს შესამჩნევად გაუღიმა, _ცოლად უნდა გამომყვე!
ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა მეტი, პირდაპირ მიახალა მისივე მიღებული გადაწყვეტილება და გაკვირვებისგან თვალებგაფართოვებულს ისე ჩახედა თვალებში, თითქოს შინგინ ჩაძრომა უნდაო.
_ რა..ა? -ყურებს არ უჯერებდა და თითქოს სმენადაქვეითებული ყოფილიყოს ისე დასვა სრულიად უაზრო კითხვა.
_ ვაიმე, რას მაწვალებ ბელს, ცოლი ხარ ჩემი-თქო!
_შენ.. შენ გააფრინე ხომ? -აქოთქოთდა წამში გოგონა და ხელების ცეცება დაიწყო.
_კი, გავაფრინე! - ღიმილით მოეფერა ლოყაზე შეფარკლულ გოგონას.
_სერიოზულად გელაპარაკები. -თვალები დააწვრილა ანაბელმა და ტუჩები მობურცა.
_სხვათა შორის, ეგრე ნუ შვები, თორემ უკვე ბევრი რამის უფლება მაქვს, -ეშმაკურად ჩაილაპარაკა და გოგონას ანიშნა რის გაკეთებასაც აპირებდა.
_არ გაბედო! იცოდე არ გაბედო!-მაშინვე მიხვდა რასაც აპირებდა და სუნთქვაშეკრულმა ერთ წამში ამოილაპარაკა ამდენი სიტყვა..
_რატომ?- ნერვებზე თამაშს არ წყვეტდა ბიჭი.
_იმიტომ. -კუშტად შეკრა წარბები და თავი უკან გასწია.
_კარგი, ხო. -"დანებდა" აშკარელი და საჭეს მიუბრუნდა.
_მართლა ცოლად მოგყვები? -სასაცილო შეკითხვის გაგონებისას ამჯერად ხმამაღლა გადაიხარხარა აშკარელმა და შეფარკლულ გოგონას ცალი ხელით მოეფერა.
_ხო, ცოლი ხარ ჩემი! მარტო, მარტო ჩემი!- თავი გადააქნია და გზას დააჩერდა.
_ასეთ რთულ გადაწყვეტილებას ვიღებთ მატათა, თან მამას სათანადო განწყობაც არ აქვს.. მე კიდევ ვდარდობ, დედა რომ ასე მოგექცა შენც და მეც.. არც ასაკი გვიწყობს ხელს, ეს არ არის ის გადაწყვეტილება რომელიც ახლა უნდა მივიღოთ, ამ ასაკში. -ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და ბიჭს მზერა მოარიდა.
შეიძლება გულს ტკენდა მისი ამ სიტყვებით, შეიძლება არ იქცეოდა სწორად, მაგრამ ბავშვობიდან ჰქონდა დაგეგმილი გათხოვება 20-21 წლის შემდეგ. რაც არ უნდა იყოს, ისინი ჯერ კიდევ ბავშვებად ითვლებიან, ვინ იცის რამდენჯერ შეეცვლებათ აზროვნება, რამდენი წინააღმდეგობა შეხვდებათ, არ არის მიზანშეწონილი კალანდაძის თვალში ეს ქორწინება, მით უმეტეს, როცა ოჯახში ასეთი პრობლემები აქვთ. რაც არ უნდა იყოს, ნანი დედამისია, ტკივილი მიაყენა, მიწასთან გაასწორა და საყვარელ ადამიანს ტკივილი მიაყენა, მაგრამ ოჯახის დანგრევა ადვილი საქმე არ არის, მით უმეტეს, ისეთი „სტაჟიანი“ ოჯახის, როგორიც კალანდაძეებს ჰქონდათ.
თან მისთვის რთულზე რთული იყო ოჯახის შექმნა. ჯერ კარგად გააზრებულიც არ ჰქონდა, რას ნიშნავს დედობა, რას ნიშნავს როცა ქმარი გყავს. ნაადრევია ეს გადაწყვეტილება და ამას თვითონ კარგად ხვდება. ცდილობს, მატათასაც გაუგოს. აშკარელი საშინლად ეჭვიანი და ეგოისტია, ხვდება, რომ ჭკუიდან გადაყავს სხვის მზერას, ყურადღებას ანაბელზე, მაგრამ ასე იმპულსურად ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება.
ქორწინება ამ შემთხვევაში ვერაფერს დაამტკიცებს, ყველამ ძალიან კარგად იცის,თუ როგორ უყვართ ერთმანეთი ამ ორს... მაგრამ ანაბელსაც უნდა გაუგოს, არ შეუძლია.
_ანუ, შენ გინდა რომ ცოლად არ გამომყვე?-ჩამწყდარი ხმით ჰკითხა და კიდევ ერთხელ გააჩერა მანქანა. რატომღაც თავი დამცირებულად იგრძნო.
_რა თქმა უნდა, მინდა შენი ცოლობა, მაგრამ ახლა არა... ახლა არ შემიძლია,-ცრემლმორეულმა ჩაილაპარაკა და თავი დახარა. გაუჭირდა მისთვის შეეხედა, კიდევ ერთხელ ეხილა მისი თვალები.
_რა მნიშვნელობა აქვს ქორწილი როდის იქნება?- რთული და უშინაარსო კითხვების დასმას არ ეშვებოდა აშკარელი, ამით კი თავს საფრთხის წინაშე აყენებდა.
_როგორ არ აქვს მნიშვნელობა? -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა, მატათაც კი ვერ უგებდა, _შენი აზრით, მაშინ უკეთესი არ იქნება დაქორწინება როცა ზრდასრულები ვიქნებით და გააზრებული გვექნება ყველაფერი? მე ახლა არ მინდა ქორწინება.
_კარგი, უკან დაგაბრუნებ, -გაჭირვებით ჩაილაპარაკა აშკარელმა და საჭე მოაბრუნა, _თუ წახვალ ვეღარ დაბრუნდები!
_შენ ახლაც კი ვერ გამიგე, რომელ ოჯახის შექმნაზეა ლაპარაკი? -გული ეტკინა თუ ნერვები მოეშალა თვითონაც არ იცის, უბრალოდ საშინელი გრძნობა აუბუყბუყდა ყელში და დარწმუნდა, რომ ყველაფერი სწორად უთხრა მატათას.
_მორჩი! ასე იმიტომ გავაკეთე, რომ ვერ გიყურებ სხვასთან! არ შემიძლია, სხვა გეხებოდეს, სხვა სუნთქავდეს შენს სურნელს, მე კიდევ შორიდან გიყურებდე. მეგონა, ამით რამეს შევცვლიდი, მაგრამ თავის დამცირების მეტი ვერაფერი მოვიგე!
_სვანივით ერთსა და იმავეს იმეორებ, არ შეგიძლია გამიგო! აი, ეს არის პრობლემა! -ტირილის პირას მისულმა მაინც ამაყად მოიწმინდა ცრემლი და საკუთარ კორპუსთან გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა.
რაღაცით ამართლებდა კიდეც გოგონას აშკარელი, რაღაცით თვლიდა რომ მართალი იყო, მაგრამ მისი ოცნება? ის ოცნება, რომელსაც რამდენი დღე და რამდენი ღამე შეალია, რომელიც ახლა უნდა ამხდარიყო, ისე წავიდა, ისე გაქრა მისი ცხოვრებიდან, გააზრებაც კი ვერ მოასწრო.
ერთადერთი, რისი გააზრებაც მოახერხა ის იყო, რომ აწყენინა, იმაშიც დარწმუნებული იყო, ამ ღამეს ტირილში რომ გალევდა, ამის გამო საკუთარი თავი სძულდა. დაპირდა, რომ გულს არასოდეს ატკენდა, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესრულებაც არ შეძლებია. ვერ გაუგო, იმიტომ რომ არ შეუძლია, ან არ უნდა გაგება. მართლაც სვანივით მოიქცა და ალბათ სამუდამოდაც დაკარგა. ჭკუიდან შლის ის ფაქტი, მის წინაშე თავი რომ დაიმცირა, მართალია, ანაბელი ყველას და ყველაფერს ურჩევნია, თუმცა მისი ერთგვარი ხვეწნა-მუდარა არ მიაჩნდა საკუთარი ნამუსისთვის დადებითად.
ჩვენ რას გავუგებთ ამ წყვილს, ისევ დროის დინებას უნდა მივყვეთ.
ერთადერთი ხსნა მისთვის იმ წამს იქნებოდა დალევა, მანამდე სანამ ჭკუას არ დაკარგავდა, სანამ ძის არ წაიქცეოდა და აზროვნებას არ დაკარგავდა.
საყვარელ ბარს მიაშურა, სადაც ყოველთვის სიწყნარე იყო და არავინ მიგითითებდა რამდენი დაგელია. თუნდ ჩაწოლილიყავი სასმელში, არავინ არაფერს გეტყოდა, სწორედ ამიტომ იყო მისთვის ეს ადგილი საყვარელი.
_ერთი ბოთლი რომი.-ბარმენისთვის არც კი შეუხედავს ისე აარაკუნა ორი თითი სრიალა ხის მაგიდაზე და გრძელ სკამზე შემოჯდა.
_ინებეთ,-მგონი ორი წუთიც არ იყო გასული, თავაზიანად რომ მიაწოდა რომით სავსე, მინის გამჭვირვალე ბოთლი ბარმენმა.
_მადლობა. -ამოიხრიალა ჩუმად და თავმოხსნილი ბოთლი პირზე მიიყუდა.
ერთი ბოთლი რამდენიმე წუთში გადაცალა. თვიდან ვერაფერი იგრძნო, გარდა სიმწარისა სხეულში, შემდეგ კი ყოველი ნაკვთი საშინლად დაუმძიმდა. ქუთუთოებს ძლივს აშორებდა ერთმანეთისგან რომ რამე დაენახა და მზერა გაეწმინდა, თუმცა უშედეგოდ. თითქოს წამწამებზე აგურები დაკიდეს და უროს თავში ურაკუნებენო. მძიმედ მიესვენა სავარძელს და თვალები დახუჭა. გონება აღარ აზროვნებდა, ალკოჰოლი ხელს უწყობდა იმაში, რომ დაევიწყებინა ყველაფერი, რაც რეალობას ეხებოდა. თვით ანაბელის გახსენებასა და მოგონებაშიც კი უშლიდა ხელს.
***
აცრემლებულმა მიიხურა კარები და მთლიანად აეკრო მას. ჯემალს როგორც ჩანს ეძინა, გოგონამ მაინც გადაწყვიტა მასთან მისვლა, მის მკერდზე თავის დადება და გულის მოოხება. მამა ერთადერთი იყო, რომელიც შერჩა დედამიწაზე ერთგულად. დედამ იმდენად ატკინა გული, რომ ვერაფერს ამბობდა. ამასაც დრო ჭირდებოდა. იქნებ, ოდესმე ეპატიებინა კიდეც მისთვის ის ტკივილი, დედა მაინც დედაა, რაც არ უნდა იყოს, მას ვერ გააქრობ დედამიწიდან ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ჯემალიც, ძალიან ნერვიულობდა მის ცოლზე. მიუხედავად ყველაფრისა, ამდენი წელი უყვარდა, ამდენი წელი იყოფდა მასთან ერთად საწოლს და ახლა ასე მოუწია მისი გაშვება. ისიც ადამიანია, მასაც წრფელი სიყვარულით უყვარდა მისი ცოლი. დარწმუნებული იყო, რაღაც ხდებოდა ნანის თავს, რაღაც ცუდი და ქალი ვერ ამხელდა. გულის სიღრმეში ნანობდა ასე რომ გააგდო სახლიდან და მიზეზი არ მოისმინა. დედას ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია საკუთარი შვილის კეთილდღეობისათვის, მაგრამ ამჯერად ზედმეტი „მზრუნველობა“ მოუვიდა.
ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და საწოლზე წამომჯდარი მამამისი რომ დაინახა გული აუჩუყდა და ატირებული მივიდა მასთან.
_ორივეს იმედები გაგვიცრუეს მა, -ასლუკუნებულმა მოხვია წელზე ხელი მამამისს და თავი გულზე დაადო.
_რა მოხდა, შვილო?-გაკვირვებულმა მოიქცია შვილის ცრემლებით დაცვარული სახე ხელებს შორის და წარბები შეკრა.
_არ ესმის ჩემი მა... ვერ მიგებს... დღესაც, კინაღამ მომიტაცა და იძახოდა ჩემი ცოლი ხარო...-ასლუკუნებული ბურტყუნებდა და ათრთოლებულ ტუჩებს მაგრად კუმავდა.
_წესიერად ამიხსენი ყველაფერი, -ხმა გაიმკაცრა ჯემალმა.
_ახლა არ მინდა ამის მოყოლა, მერე კი აუცილებლად მოგიყვები.. -გულზე თავი დაადო და ჩუმი ტირილი გააგრძელა, _მა, დედას შეურიგდი... ცოდოები ხართ...
_ასე ადვილი ხომ არ არის შვილო? -ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა და თავზე მოეფერა.
_მაგრამ შენ ხომ გიყვარს? დედას უნდა შეურიგდე და ეს ყველაფერი რაც გააკეთა უნდა დავივიწყოთ. -თავისას არ ეშვებოდა ანაბელი და მამას ჯიიუტად თხოვდა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებას, _რაც იყო-იყო, მეტი ტკივილი აღარ გვინდა.
_დაველაპარაკები ხვალ.-მოკლედ მოუჭრა შვილს და კიდევ ერთხელ ეამბორა შუბლზე. _დავიძინოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

როგორ უნდოდა თვალდახუჭულს ტკბილი სიზმრები ენახა, მაგრამ ეს ღამეც სიშავეში გალია. ნუთუ ასე უნდა დამთავრებულიყო მათი ურთიერთობა? ასეთ დასასრულს იმსახურებდა? ამდენი პრობლემის და გულის ტკივილის შემდეგ, მაინც ვერ შეძლეს ერთმანეთის შენარჩუნება. როდესაც ადამიანი ვინმეს მიმართ ძლიერ სიყვარულს განიცდის, მას გამუდმებით მისთვის საყვარელი სახის ნახვა სურს და შინაგანი სიტკბოებითაა მიჯაჭვული მასზე, ძილშიც კი არ უნელდება მისი სურვილი და მით უფრო მაშინ, როდესაც მას ხედავს. ასე ხდება, როგორც ხორციელი, ასევე - სულიერი სიყვარულის დროს.
დაიძინა, მაგრამ გული მაინც ახსენებდა ტკივილს, განშორება რომ ერვა სახელად.
სიცოცხლე, რომელიც ერთ წამში ნაცრისფერი გახდა, აღარაფრად ღიდა.
დაიწყო ერთმანეთის გარეშე ცხოვრება. მწარე ტკვილი გულის არეში და დამალული მონატრება, გრძნობები, რომელთა გამხელასაც, მგონი ვერასოდეს შეძლებდნენ.
***
განშორება გრძნობებს ამძაფრებს.. დრო გადის და ყველაფერი იცვლება..
ანაბელი წარმატებით ჩაირიცხა ი.ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში და სწავლაც დაიწყო. გულით ნატარებ სევდას არავის უმხელდა. მატათა კი მამასთან ერთად რუსეთში წავიდა სასწავლებლად და საქმეების მოსაგვარებლად.. მგონი საქართველოსკენ აღარც გამოიხედავს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც მტკივნეული იარა დაუტოვა ანაბელის და მეცამეტე თვის უსასრულობის სახით.

***

ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი… და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…ყველა ფიქრი თვალებში ჩახედვით იწყება, მაგრამ ზოგიერთი ცრემლით მთავრდება, ზოგი კი ღიმილით… ქვეყნად ისე არაფერი იკარგება, როგორც ჩუმი და უთქმელი ფიქრი, თუმცა რაღაც საიდუმლოდ უნდა დაიტოვოს ადამიანმა, თუნდაც ყველაზე ლამაზი ოცნება… ლამაზი სევდა სიცოცხლეზე…არ მახსოვს, როდის გაჩნდა სულში ტკივილი და მერე ცრემლებად ჩამოიღვენთა… როგორ ავაგე შენზე ფიქრით სიყვარულის თეთრი ტაძარი… სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან და მერე… როცა სული ჩავუდგი, მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისს… შემეშინდა სიცარიელის, ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და უკან რომ მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს…
ახლა მუხლმოყრილი ვდგავარ ამ ტაძრში და ვცდილობ გავაღო სულის სარკმელი, რომ მზის სითბომ გული გამითბოს…
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე შენზე ფიქრები…
შეგრძნება, როცა გგონია აქ დამთავრდა ყველაფერი, აღარაფერს უნდა ელოდო ან თუ დაელოდები მაშინ ისეთი აღარაფერი მოხდება, რაც ძალიან გაგახარებს. ალბათ ეს უბრალოდ ცხოვრებისეული სინამდვილეა და მეტი არაფერი. ის მომენტი, როცა დაჯდები წყნარ ადგილას და სურვილი გაქვს ყველაზე და ყველაფერზე დაფიქრდე, როგორსც უსასრულობაში დაკარგულმა! გაფიქრება ყოველთვის წამიერია, ნეტა შემეძლოს შევცვალო ის რაც წარსულში დარჩა. მოგონება, რომელიც ლამაზი შეგრძნებაა. ადამიანები იცვლებიან , მოგონებები ყოველთვის იგივე რჩება . ხშირად გახსენდება ის რაც წარსულს ეკუთვნის. ხან გეღიმებადა გენატრება, ხან გინდა რომ გონებიდან ამოშალო და უბრალოდ დაივიწყო. შემდეგ ხვდები, რომ დავიწყება უფრო დიდი შეცდომა იქნება იმ ყველაფრის, რაც ერთ დროს გაბედნიერებდა...
გადის დრო. წამები, წამებს მიყვება წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები. როცა გგონია, წარსული დამთავრდა, მას აღარ ექნება გაგრძელება, გგონია, რომ ყველაფერი უბრალო "მოგონებად" დარჩება, მაინც გრძნობ შინაგანად რაღაც გარდაუვალს, რომელიც რევოლუციას მოახდენს შენს ცხოვრებაში, ვერ ხვდები ბედნიერი იყო თუ უბედური.. გინდა რაღაც მოიმოქმედო, რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო, მაგრამ ვერ ხვდები _რა! შფოთავ, გული საგულეში არ ეტევა, ცდილობს გასასვლელი იპოვოს ჯურღმულიდან... დაფარული, დადაგული გასასვლელი, რწმენაშემორჩენილს, გჯერა რომ ეს დაფარული გასასვლელიც ოდესმე გამოჩნდება და თავს დააღწევ მარტოობას.
მონატრებია? არა ერთხელ და ორჯერ, არამედ ყოველ წამს მონატრებია. გულს ჩვეულებად ექცა დაბეჩავებულად, ეულად მუშაობა ცხოვრების რქებით გასატანად, სასირცხვილოდ რომ არ მოკვდე.
სუნთქვა გეკვრება ბედნიერი წამების გახსენებისას. ნაყინით მოთხუპნული რომ ევედრებოდა, მეტი აღარ მოეცხო, ან წელიდან ჩამოესვა ერთად რომ მირბოდნენ. რა ბავშვურია ყველაფერი, მაგრამ მაინც რამდენად ბედნიერი.
თითქოს ხუთი წელი კი არა, მთელი საუკუნე გავიდა. კადრებად ექცა მთელი წარსული, მომავლით დაბრმავებულს. გულზე ჯანღად ეწვა ყოველი წამი და წუთი, ყოველი მონატრება, ყოველი ბედნიერი დღე, მაგრამ მაინც რამდენად გადაწონა მის გარეშე გატარებულმა ამდენმა წელმა. როცა ეს ყველაფერი, მსუბუქი უნდა ყოფილიყო, თურმე რამდენად მძიმეა. გინდა წერტილი დაუსვა, მაგრამ რატომღაც გეშინია კალმის ერთ ადგილას მიწებება. ცოცხლად მკვდარს, ცხოვრება არაფრად მიგაჩნია იმ ერთადერთის გარეშე და ყველაფერს ჯანდაბაში უშვებ!...
ხო და თუ უშვებ, მაშინ წავიდეს... მაგრამ მაინც როგორ გესიკვდილება, როგორ გტკივა! სათქმელად ყველაფერი ადვილია.
* * *
მეცამეტე თვე (პირველი ნაწილი)

ლექციებზე უაზროდ იჯდა, თავი იდაყვზე დაედო და რაღაცას უაზროდ ჯღაბნიდა. ადრე თუ ოცნებად ჰქონდა ლექციებზე სირბილი, ლექტორების მოსმენა და სწავლა, ახლა ესეც ჯოჯოხეთად მიაჩნდა. არსად უნდოდა ყოფნა, ყველაფერი ეზარებოდა, გაღიმებით იშვიათად იღიმოდა, ისიც უგულოდ. არანაირი სურვილი არ ჰქონდა გაღიმების და რატომ უნდა გაეკეთებინა ის, რაც არ უნდოდა?
როგორც იქნა მორჩა ტანჯვა-წამება და აუდიტორია დატოვა. სახლისკენ გაუყვა გზას, ფეხით. პირდაპირ სახლში მივიდოდა, თანაკურსელებთან ერთად სადმე ბოდიალის თავი არ ჰქონდა.
სახლში შესულს სიმშვიდე დახვდა. ჯემალი სამსახურშია, ნანი მორიგეა. ჩანთა უღიმღამოდ მიაგდო იქვე მინის მაგიდასთან და დივანზე გადაწვა. უკვე რამდენი დღეა ასეა, თითქოს შეეგუა კიდეც.
ტელეფონის დამაყრუებელი ხმა მოესმა და უარესად მოეშალა ნერვები, ვინ უნდა ყოფილიყო?
_ალო, -ასევე უღიმღამოდ უპასუხა, როგორ ხასიათზეც იყო.
_რა ხმა გაქვს, რა მოხდა? -გაკვირვებულმა ჰკითხა ლილიმ, დაქალმა.
_რა ვიცი, ლილოჯან. ცოცხალი ვარ. რას შვები?
_შენთან ვაპირებდი გამოცუნცულებას, თუ ხარ სახლში.
_გამო, გამო. სახლში ვარ. -ღრმად ამოიხვნეშა და ტელეფონი გაუთიშა. ლილისთან ლაპარაკი ნამდვილად არ ეწყენდა. ცოტას განიტვირთებოდა მაინც.
* * *
_ლაშას დაბადების დღეა, დღეს და მთხოვა ავსულიყავით მასთან. შენც ასე შემოგითვალა, ამოვიდეს, თორემ გული დამწყდებაო. -ყავა კიდევ ერთხელ მოსვა ლილიმ და ანაბელს ცისფერ თვალებში ჩააჩერდა.
_კარგი, -თვითონაც არ იცის, რატომ დასთანხმდა, მაგრამ ახლა ჭირვეულობის თავიც კი არ ჰქონდა. რამე საჩუქარს აურჩევდა და მივიდოდა. მალევე დაბრუნებოდა უკან, ეგ არაფერი.
_აუ, მომკლავს ლაშა, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, -საცოდავი ხმით ამოილაპარაკა და ქვემოდან ამოხედა გოგონას. _მატათა ჩამოსულა, გუშინ წინ.
მეხი გავარდა, მიწისძვრა დაიწყო, თუ რა მოხდა ვერ გაიგო, ასე რომ აუფრთხიალდა გული. იმ სისწრაფით აჩქარდა, მხოლოდ მისი სახელის გაგონებისას რომ ემართება ხოლმე.
_მაგრამ, არ გაბედო და მაგის გამო სახლში არ დარჩე, თორემ მაგრამ მაწყენინებ! -საჩვენებელი თითი დაუქნია ლილიმ დაქალს და შავი სითხისგან დაცლილი ჭიქა ამოაყირავა.
_ამდენი ხანი გავიდა, უკვე 23 წლის ვარ.. არ ვიცი, რას ვიგრძნობ, როცა შევხედავ.. გული გაჩერდება თუ აჩქარდება, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მინდა მისი ნახვა. -აღიარა ნატვრა, რომელსაც გულით ატარებდა, მეხუთე წელია.
_არ მინდა იმედები გაგიცრუვდეს... -თავი დახარა.
იგრძნო მოახლოებული საფრთხე და სული აუფორიაქდა. ოღონდ ის არ იყოს რასაც ფიქრობს, ოღონდ ცოლი არ ყავდეს, ოღონდ მისი კუთვნილი ტიტული სხვამ არ მიიმაგროს და ჩარკვიანის თქმის არ იყოს "ზღვას გადაცურავს".
_ცოლი ჰყავს? -ჩახრეწილმა იკითხა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ამაყად მოიწმინდა.
_არა, რა ცოლი... შეყვარებული, -დამშვიდებულმა უთხრა, თუმცა თვითონაც კარგად იცოდა, ამ სიმშვიდეში რამდენი ფორიაქი იყო.
_შეყვარებული, -ჩაეღიმა და თვალები მოჭუტა, _შეყვარებული.. -ამჯერად მწარედ ჩაეღიმა და ცრემლებმა უფრო სწრაფად და ხშირად იწყეს დენა.
_ხომ იცი, შენზე მეტად არავინ ეყვარება...-ჩახლეჩილი ხმით ამოიხავლა დაქალის ამბით სასოწარკვეთილმა. ამდენი წელია იცნობს, მისი ცუდად ყოფნის ამბავიც იცის და ყველაფერში უგებს.. მაგრამ ახლა? ახლა მის ტკივილს თვითონაც გრძნობდა.. სულის დამწვრობას და გულის უმოქმედობას.
_არაფერიც არ ვიცი! კარგად ეტყობა ვინც უყვარს და ვინც_ არა,-მისმა ცივმა ხმამ შეაკრთო,_წამოდი, საჩუქარი შემარჩევინე!
* * *
ესეც მორიგი ნაფაზი და ფილტვები ნიკოტინის მცირე შემცველობით დაიტუმბა ... თუმცა რა მიხარია, მოწევა კლავსო ამბობენ და არც ეს ოხერი თამბაქოს მწარმოებლები ერიდებიან ამის ხმამაღლა აფიშირებას ... ამ კოლოფზეც იმხელა ასოებით წაუწერიათ ,მინუს 10 ზომის სათვალის მფლობელიც თავისუფლად წაიკითხავს ...ამან მომკლას მხოლოდ და აღარ დავეძებ ...
ქარია დღეს ... რაღაცნაირად ზუზუნებს შორიდან და მეც მაფორიაქებს .
არადა დილას მზე იყო, ნათელი და გულღია ...
შუაღამემ ისე შემომიღო კარები ვერც ვიგრძენი ...ვზივარ და შორეულ ოცნებებს ვებრძვი ... საყვარელი და მივიწყებული მუსიკის ჰანგებით ვავსებ ოთახს და სიხარული დგას გვერდითა კუთხეში.. დგას და მიმზერს... დამაფიქრა...
გამჭოლი ხედვა აქვს,თითქოს ჩემი ყველა ფიქრი ახლა მის წინაშე გაშიშვლებულა და მორცხვი სიწითლე დაკრავთ ღაწვებზე ... მეც თამამად ვუსწორებ თვალს ... მიყურე სიხარულო... ნებას გრთავ დიდხანს მიმზირო ესე და თუ არსად არ გეჩქარება_ ამაღამ ჩემთან დარჩი... მომნატრებიხარ ...
თავს მიქნევს ... მაგრამ ვერ გავიგე ეთანხმება თუ უარყოფს ჩემ ამბიციურ შეთავაზებას ... მე ლოდინის ლოგინს გავშლი აქვე კუთხეში და თუ დარჩენას გადაწყვეტ სიხარულო ... აქ მოეწყვე... მოშინაურდი ..

***
_დღეს ვნახავ, -ჩაილაპარაკა ჩუმად,_მასზე რატომ უნდა ვიფიქრო? მე ლანა მყავს. -საკუთარი სიტყვების სიცრუეში თვითონაც კარგად იყო დარწმუნებული, უბრალოდ ასე თავს იმხნევებდა. თითქოს, მისი ნახვა არ უნდოდა.. არა და შინაგანად ბორგავდა.
კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი. მერამდენეა უკვე თვლაც კი აერია, თუმცა არ ამხელს.
"ერთ ლამაზ დილას, გაგაღვიძებ "ჩვენს" სამყაროში... მე, ჩვეულებრივ დაგიკოცნი სანატრელ სახეს...
მოგეფერები და ალერსით ისე დაგათრობ, გადაგავიწყებ დროს, სიზმარს და საკუთარ სახელს."
_მატათ, ბიჭო, გამო, ყველა მივიდა უკვე ლაშასთან...-მეგობრის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა, მანაც პასუხ გაუცემლად გაუთიშა ტელეფონი და ნაცრისფერი მაისური გადაიცვა ტანზე. სახლი დატოვა და ლანას გაუარა. ეს გოგო იმიტომ "აირჩია" რომ თავისუფალი იყო, რაღაცით ანაბელს მოაგონებდა, მაგრამ მთლად მისნაირიც არ იყო...
პატივს სცემდა, მაგრამ სიყვარულით არ უყვარდა. იცოდა, გოგონასაც არ ჰქონდა სერიოზული გრძნობები, ამიტომ არ აპირებდა მასთან დაშორებას ჯერ... არ იცოდა რა მოხდებოდა...
* * *
სასურველი სურნელით გაიჟღინთა გარემო.. მონატრებული თვალები, აღუწერელი და კარგად დაფარული ბედნიერება... ადამიანი ბედნიერი მაშინ არის როცა, გვერდით ყავს ის ვინც სუნთქვას ურჩევნია.. ბედნიერი არ არის, მაგრამ არც უბედურია, ოცნების ნაწილი მაინც ხომ აუხდა? ესეც საკმარისია მისთვის..
გზა ახლოვდება, უმისამართო გზა... გზა სიყვარულის გადასარჩენად..
მიხვდნენ , ბედნიერებას , რომელსაც ამდენი ხანი სხვაგან ეძებდნენ, ერთმანეთში დარჩათ.


________________________________
ჩემი საყვარელი ისტორიის პირველი ნაწილი თქვენ.
იმის სათქმელად "გამოვაჭენე" თავიდან, რომ დავბრუნდი და 'დაუპატიჟებელი სტუმარი'-ს ახალი თავი იქნება ზეგ!
სიყვარულით, mylove.



№1  offline წევრი m a g i u r i

მე იცი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის,რა სიტყვა უნდა გიწოდო ასეთ კარგს.აი ხედავ სიტყვები ვერ მობძებნე რომ შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ ჩემი ემოცია გადმოვცე,უბრალოდ დავმუნჯდი,ძალიან სულში ჩამწვდომი ისტორიია ძალიან,ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად.

 


№2  offline წევრი EiLuL♥

უჰუჰ როგორ მომეწონაა :3
--------------------
elene

 


№3  offline წევრი Ignifex

როგორ მიყვარს <3 და რაღაცნაირად მომწონს სახელი მატათა :დ

 


№4  offline წევრი EiLuL♥

მეორე ნაწილს აღარ დადებ ?
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent