შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (12)


18-07-2015, 10:14
ავტორი MyLove
ნანახია 5 340

I
–როგორ ხარ?
ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი. ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს. არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამდროს, ყველაზე მეტად გეჯავრება. ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება. დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს...
–არამიშავს, შენ? –ამოღერღა ბოლოს და საკუთარი გულის ცემით დაყრუებულს, ეჭვი ჰქონდა, მისი ხმა გაეგონა.
–რა ვიცი, მეც არამიშავს. –ღრმა ხვნეშით დაამატა ხვიბლიანმა.
–რომ წახვედი, ვეღარ დაგემშვიდობე. –თავის მართლება სცადა, თუმცა სიტყვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა.
–არაუშავს. –მოკლედ გასცა პასუხი ბერდიამ, როგორც ჩანს, ცოტა გაბრაზებული იყო.
–არ მინდა,ნაწყენი იყო. ვაჟა თუ წამოვიდა, მეც წამოვყვები. –აქაქანდა უცებ, როგორც იცოდა ხოლმე, –თან შენზე ნაწყენიც აღარ ვარ.
–რა მალე გივლის ხოლმე წყენა და გაბრაზება.
–დამცინი? – შეიცხადა უცებ.– სულაც არ გამივლის ხოლმე მალე. ორი კვირა ცოტა დრო არ არის!
–ხო, სულაც არ არის.
–კარგი, ძილინებისა, უნდა დავიძინო. –პასუხის გაცემა არ დაუცდია ისე გაუთიშა და აქოშინებული მიესვენა საწოლზე.
თითქოს, გულიდან დაღი ჩამოხსნეს და შეუმსუბუქდა არსებობა.
ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. ასე თუიმოქმედებდა მისი სიტყვები და ხმის გაგონება, არ ეგონა.
ისე უცებ და შეუგნებლად ამოიფრქვა გრძნობები, რომ სულ შეძრა ყველაფრის ერთად მოზღვავებამ. მონატრება– რომელმაც ტვინი და გული შეუჭამა და არ მისცა უფლება, მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება. სწორედ მან ამოფეთქა ყველაზე ადრე. სწორედ მაშინ, როდესაც უკვე დატოვა ხვიბლიანმა თბილისი.
სიყვარული? სიყვარული მარადიული სასწაულია. უსიყვარულოდ დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის. განშორებისას სიხარულს არ გრძნობ მაშინაც კი როცა სასოწარკვეთას ემშვიდობები. სიკვდილი არასოდეს არ იქნება სასაცილო. ქალს ან გაღმერტება უნდა ან მიტოვება. წუთისოფლის მთელი სიმართლე სილამაზის მხარესაა. კაცს არ სურს დაკარგოს დამოუკიდებლობა. ყველაფერი იწყება წვრილმან ამბებზე. თავიდან არ აქცევ ყურადგებას და უეცრად ჩვეულების ბადეში აღმოჩნდები გახვეული. მას ბევრი სახელი აქვს, ერთ-ერთი მათგანი სიყვარულია. არაფერს არ უნდა შეეჩვიო, ადამიანის სითბოსაც კი…

საწოლში შეწვა და მთლიანად გამოეხვია გადასაფარებელში.
უჩვეულოდ ბედნიერად გრძნობდა თავს, ალბათ იმიტომ, რომ ბერდიას აუხსნა, თუ რატომ ვერ დაემშვიდობა. მაგრამ რაღაცნაირად ეშინოდა კიდეც. ის რასაც ახლა გრძნობდა, არ იყო ადვილი აღსაქმელი. ყველაფერი უნდა გაეაზრებინა, აეწონ-დაეწონა, მაგრამ სად ჰქონდა ამის თავი?!
უბადრუკი ბედნიერება არ აძლევდა საშუალებას რეალობა აწმყოსთვის შეეფერებინა.
მასთან მშვიდი საუბრით რა ბედნიერია და წარმოუდგენია, მასთან მშვიდად სეირნობის, ან ყავის სმის დროს რა ბედნიერი იქნება!
თუმცა ვერ წარმოუდგენია, ამხელა კაცი როგორ წრუპავს ყავას მასთან ერთად და რაღაცებზე ელაპარაკება. არა, არა! ხვიბლიანს მით უმეტეს ვერ წარმოიდგენს ასეთ სიტუაციაში. ისიც კი ვერ წარმოუდგენია, პირველი პაემანი სად უნდა ჰქონდეთ!

– რა დროს პაემანია! –გამოერკვა უცებ ნაინა და ხელი აიქნია.–რადგან მშვიდად ვისაუბრეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვუყვარვარ! –დაასკვნა გულდაწყვეტილმა და გვერდი იცვალა.

ბევრი იწრიალა საწოლში, მაგრამ ვერაფრით დაიძინა.
რაღაცნაირად ბორგავდა, ალბათ, ესეც ზედმეტი ბედნიერების ბრალია.
როგორც კი თვალები მილულა, მაშინვე შემოანათა მის ფანჯრებში მანქანის ფარებმა და ტელეფონიც აწუილდა.
„ქვემოთ ჩამოდი“
მოწერა ბერდიამ და ესეც დენდარტყმულივით, გაკვირვებული გავარდა გარეთ.
თმა აჩეჩილი ჰქონდა. მოკლე ღამის პერანგი ეცვა, უკანალს ძლივს რომ უფარავდა, თუმცა მაგისთვის სად სცხელოდა.
ერთი სული ჰქონდა, გაერკვია რა ხდებოდა.

მანქანასთან აყუდებული ხვიბლიანის დანახვისას, თვალები ბუდიდან გადმოუცვივდა და ბედნიერების ნისლმა გადაჰკრა სახეზე. თუმცა, იმდენად იყო გაკვირვებული მომხდარისაგან, რომ ასე ეგონა, ჯერ კიდევ ეძინა და ის, რაც მის თავს ხდებოდა, რიგითი სიზმარი იყო.
რეალობის ჭეშმარიტება მაშინვე აღიქვა, როდესაც მაღალი, მანქანასთან უხერხულად აწოწილი სილუეტი მისკენ დინჯი, თუმცა მაინც მოუთმენელი ნაბიჯებით დაიძრა და თანდათან მიუახლოვდა.
რაც უფრო მცირდებოდა მანძილი ნაინასა და სვანს შორის, მით უფრო უჩქარდებოდა პულსი და სიმწრის ოფლში იწყებდა ცურვას გოგონა.
ვერ ხვდებოდა, რა იყო მიზეზი მისი ასეთ მდგომარეობაში ჩადგომისა. ის, რომ ბერდია უეცრად დაადგა თავს, თუ ის, რომ მასში რაღაც ცვლილებები მოხდა და წინანდელისაგან განსხვავებით, ახლა უფრო სიამოვნებდა მისი ხილვა.
ყოველივეს განსჯა-გაანალიზებაში ისე გალია ძვირფასი დრო, რომ ვერც კი შეამჩნია, თუ როგორ მიუახლოვდა მამაკაცი.
იხარე! იგრძნო ელეთ-მელეთის სიამოვნება და მთელი ტანი დაეხორკლა.. სისხლი ტვინში მთელი ძალით გადაესხა, რაც შეიძლება სწრაფად და ასე ეგონა, გული სხეულის ყოველ კუთხეში ცალ-ცალკე უცემდა.
საფეთქლები ცივი ოფლით დაეცვარა და თვალზე კურცხალი მოადგა.
იმიტომ, რომ ამხელა გზიდან ერთ ღამეში ჩამოვიდა ხვიბლიანი და ეს ყველაფერი მის გამო მოხდა.
მართალია, ძალიან ეცოდებოდა, მგზავრობის გამო, მაგრამ მისმა ეგოიზმმა აჯობა და გულის სიღრმეში ბედნიერად გრძნობდა თავს.
დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი და ყურადღება არ მიუქცევია თმისთვის, რომელიც წინ გადმოეყარა.
წარმოუდგენია, როგორ აქვს გაჩეჩილი, ალბათ, მაყვლის ბუჩქს, ან ჩიტის ბუდეს არაფრით ჩამოუვარდება მისი „ვარცხნილობით“.
- ჩამოხვედი? -იკითხა ანაზდად, სხვა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა.
- არა, გზაში ვარ. -ნერვიულობა შეჰპარვოდა სვანის ხმასაც და გახუმრება სცადა.
პირველი ნაბიჯის გადადგმას ვერცერთი ბედავდა.. ასეთ სიტუაციაში , ეს არც ისე ადვილი იყო.
- რამ გადაგაწყვეტინა დაბრუნება?
- დაბრუნებით არ დავბრუნებულვარ. უბრალოდ... - ნერვიულად მოიქექა თავი და ცალი წარბი სასაცილოდ აწკიპა.
ასეთი თავისუფალი და მხიარული ხვიბლიანი ჯერ არ უნახავს ნაინას. მის სერიოზულ, მარად შეჭმუხნულ თავ-პირს გაღიმება თუ შეეძლო. ეს ნამდვილად დასამახსოვრებელი ფაქტი იყო!
- უბრალოდ, ვიფიქრე, მოვინახულებ-მეთქი.
- შუა ღამისას გადაწყვიტე ჩემი მონახულება?! -გულწრფელად გაუკვირდა ნაინას.
- დიახ! -კვლავ დაიბრუნა ძველი მიმიკა და ჟესტიკულაცია ბერდიამ.
- გასაბრაზებლად არ მითქვამს! -თავის მართლებას ეცადა ნაინა. - არ მინდოდა გწყენოდა.. მინდოდა მეთქვა, რომ.. კარგად მოიქეცი, როცა გადაწყვიტე ჩამოსულიყავი. ყველას ძალიან მოენატრე!
ამ „ყველაში“ განსაკუთრებით საკუთარი თავი იგულისხმა. დარწმუნებულიც კი არის იმაში, რომ მასზე მეტად არც არავის მონატრებია ხვიბლიანი.
- ყველას? - ეშმაკურად მიუხვდა სათქმელს გოგონას და თავი ჩახარა, რათა მისი სიტყვებისაგან გამოწვეული ღიმილი შეეკავებინა.
ღაწვი ოდნავ ჩაეჩხვლიტა ბერდიას.. ისე, როგორც გაღიმებისას მოსდით ხოლმე.
ღიმილი უხდებოდა, მაგრამ მისი პიროვნული სახე მაინც ყველაზე ლამაზი და მომხიბვლელი იყო.
- ეჰ, ნაინა.. ნაინა.. -ხმამაღლა ამოიოხრა და თავი უკან გადააგდო მობეზრებულმა. -როდის უნდა აღიარო, ბოლოსდაბოლოს, რომ მოგენატრე?
-რა.. რას ჰქვია მომენატრე? -წარბები შეკრა გაკაპასებულმა გოგონამ.
ასეთი კარგი მომენტი როგორ ჩააშხამა ამ სვანმა.. იმედი ჰქონდა, რომ ეს დღე, შეხვედრა მაინც ჩაივლიდა წესიერად და ნორმის ფარგლებში, მაგრამ... მაგრამ ბერდიამ ყველაფერი, ჩვეულებისამებრ, გააფუჭა!
სიამაყისგან, თუ იმედების გაცრუებისგან, ცრემლები წასკდა და ხმამაღლა აზლუქუნდა.
ჩაწითლებული თვალები კიდევ ერთხელ მიანათა ხვიბლიანს და ანიშნა, რომ ყველაფერი გააფუჭა.
- რა გატირებს, გოგო?! -უცებ დასერიოზულდა ბერდია და წარბები შეკრა.
- რას.. რას ჰქვია, რა მატირებს? -ჩაწითლებული თვალის უპეებიდან ცრემლი მოიწმინდა და დოინჯი შემოირტყა, ეცადა, სერიოზული სახე მიეღო. - უტაქტო ხარ და ის მატირებს! როგორ შეგიძლია, ყოველთვის საუკეთესო მომენტების გაფუჭებისაკენ გქონდეს თვალ-ყური მიპყრობილი?! რად მინდა აღიარება?! აუცილებელი არ არის, ყველაფერი სიტყვებით გადმოსცე.. ზოგჯერ უთქმელადაც უნდა გაიგო, რასაც გულისხმობს სხვა!
- რატომ ხარ ასეთი ამაყი?! -ცალი თვალი მოჭუტა და მკლავები გადააჯვარედინა.
- მეძინება! -საუბრისგან თავის დაღწევა სცადა და უკან უნდა დაბრუნებულიყო, მკლავში რომ წაავლო ხელი სვანმა და მის მკერდზე რაც შეეძლო ფრთხილად ააკრა.
- გაქცევა ყოველთვის არ არის საუკეთესო გამოსავალი...
- არც რამის თქმაა აუცილებელი! -პოზიციას არ თმობდა ბერიძე.
- ჯიუტო!
- ველურო! -წამოსცდა უცებ ნაინას, შემდეგ კი სიტუაციის განეიტრალებას ეცადა, -ჩვენი ყოველი დიალოგი, ან შეხვედრა სულ ასეთი საშინელებით რატომ სრულდება, ამიხსნი ბოლოსდაბოლოს?!
- იმიტომ რომ საკუთარ სიტყვებს ვერ აკონტროლებ, სულ ცდილობ, ნერვები მომიშალო!
- რა გავაკეთე ასეთი?! -შეიცხადა გოგონამ და პირი გაკვირვებისგან გააღო.
- ყველაფერზე ტირილი მე არ გამიგია. -უდარდელად აიჩეჩა მხრები და საკუთარი „ცოდვები“ ბერიძეს გადააბრალა ანაზდად.
- ანუ ჩემი ტირილი ნერვებს გიშლის?
- მე ყველას ტირილი ნერვებს მიშლის და მაღიზიანებს.
- იშვიათი ნაგავი ხარ! -უთხრა შეშფოთებულმა და სწრაფად ავარდა კიბეებზე.
გულისცემა ყელში მოებჯინა და საკუთარი მდგომარეობა ვერ გაანეიტრალა.
თავხედია, ბერდო, ნამდვილი თავხედი! ეს სულელი კიდევ რა გეგმებს აწყობდა, პაემნებიო, ჩვეულებრივი შეხვედრებიო..
რით ვერ დაასკვნა, რომ ამ კაცთან, ყოველივე ეს დაუშვებელია?!
რაც შეეძლო ჩუმად გაიარა დერეფანი და უკან კიდევ ერთხელ მოიხედა, რათა დარწმუნებულიყო იმაში, რომ კარი ჩაკეტა.
ფეხის წვერებზე სიარულისაგან, თითები სულ დაეყინა და დაუბუჟდა. სწრაფად შეწვა საწოლში და გრილი ზეწარი გადაიფარა.
ფანჯარა პირდაპირ მას დაჰყურებდა თავს.
ცაზე აკიაფებული ვარსკვლავები, ჯერ კიდევ აფახულებნენ იისფერ წამწამებს.
გათენებამდე სულ ცოტა დრო დარჩენილიყო, თუმცა ნაინა დარწმუნებული იყო, მთელი ღამის ჭოტივით ფხიზლად გატარება მოუწევდა.
არ დავიწყნია ის ფაქტი, რომ ოცნების კიდევ ერთი კოშკი ჩამოენგრა თავზე, რომლის საძირკველი ის თავხედი სვანი იყო და ვინ იცის, კიდევ რამდენი კოშკი, თუ სასახლე აიგო იგივე მიზეზით.
გულის უკაცრიელ კუნჭულში, კიდევ ჰქონდა მიტოვებული იმის იმედი, რომ გათენებამდე მაინც გამოასწორებდა საკუთარ შეცდომას მამაკაცი, მაგრამ ძალიან, ძალიან შეცდა!
ცისკარმა თვალი გაახილა...
სვანი კი არსად ჩანდა.. უძილობისგან გათანგულს, თვალის უპეები დაწითლებოდა.
უსაზღვრო გულისწყვეტას და იმედგაცრუებას მოეცვა მისი სხეული, ხოლო ეს გრძნობები ყველაზე დიდი რაოდენობით გულში ეღვენთებოდა.

II

რამდენიმე წუთით, მადლისთვის მილულა თვალები, მერე კი როცა მიხვდა, რომ ახლა ძილი შეუძლებელიც და უხერხულიც იყო, ფეხზე წამოდგა.
აბაზანაში შევიდა თუ არა, მაშინვე წარმოიდგინა როგორი იქნებოდა განტვირთვის რამდენიმე წუთი და საწყლად ჩაეღიმა.
ჭავლის ქვეშ გაუნძრევლად იდგა, თვალებდახუჭული და გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა სხეულზე თბილი წყლის წვეთები, როგორ აღწევდნენ ისინი თითოეულ უჯრედამდე და როგორ უთბობდნენ მთელი ღამისგან გათოშილ სხეულს.
ცუდია, წყლის წვეთებს შინაგანადაც რომ არ შეუძლიათ სხუელის დათბობა და ცივი წერტილების ამოვსება, თორემ რამდენი ადამიანი ივლიდა თავისუფლად, ყველანაირი დაბრკოლებისაგან თავდაღწეული?

მოწესრიგდა თუ არა, მაშინვე ჩავიდა სამზარეულოში, სადაც მთელს ოჯახს მოეყარა თავი.
ვაჟა ისეთი ბედნიერი, გაბრწყინებული სახით შეჰყურებდა ლილეს, რომელიც მარიამს აჭმევდა, რთული გასაგები არც იყო, თუ რას გრძნობდა ის..
მისი თვალები ყველაზე ლამაზი შარავანდედით ამკობდა ბურდულს და ისიც მორცხვად იფერებდა მის ყოველ გამოხედვას და თბილ საქციელს.
ასე იწყება ყოველი თბილი დილა ბოლქვაძეების ოჯახში.

- ნათლიას ლამაზმა გოგონამ გაიღვიძა?! -თბილად მიესალმა ნათლულს გრეტა და ხელით მოეფერა ღაწვზე.
„რად მინდოდა გაღვიძება, ისედაც არ მძინებიაო,“ უნდოდა ეთქვა ნაინას, მაგრამ თავი შეიკავა და სულ სხვა რამ უპასუხა :
- გაიღვიძა, გაიღვიძა.. თან ძალიან, ძალიან კარგად ეძინა! -აფერისტული ღიმილი აიკრა სახეზე, მაგრამ ვინ იცის, ამ სიტყვების დამაჯერებლად წარმოთქმა როგორ გაუჭირდა გოგონას.
- შენთვის ახალი და ძალიან კარგი ამბავი მაქვს! -სკამზე მოთავსდა თუ არა, მაშინვე მას მოუბრუნდა ვაჟა და ღიმილით ჩაუკრა თვალი, -ჩალაგდი, ხვალ დილით სვანეთში მივდივართ, ხვიბლიანთან!
ისეთი ზარ-ზეიმით წარუდგინა მომავალი დღის გეგმა, თავადაც გაიღიმა, მაგრამ ვინ იცის, რად დაუჯდა ეს ღიმილი.. სიმწრის ღიმილი..
კიდევ ერთი შეხვედრა მისთვის, ოცნების კიდევ ერთ დამსხვრევას ნიშნავდა, მაგრამ ამას არ შეუშინდებოდა.. ეს იგივეა, რაც კარზე მომდგარ სიკვდილს არ შეებრძოლო, როცა გამარჯვების შანსი გაქვს.
რაც არ უნდა მოხდეს, ადამიანი არასოდეს არ უნდა შეუშინდეს დაბრკოლებას, ან კიდევ ერთ იმედგაცრუებას..
ხშირად გვეტკინება გული, გაგვიცრუვდება იმედები, ამ ყველაფერთად დამონება კი ყველაზე დიდი ლაჩრობაა! გირჩევნოდეს, გაგიცრუვდეს იმედები, ვიდრე იცოდე რომ წაგება მხოლოდ ერთ-ერთი გამოსავალია.

---------------------

ვიცი, უნამუსოდ მოვიქეცი, ამდენი ხნით რომ დავაგვიანე, მაგრამ იმედი მაინც მაქვს იმის, რომ კითხულობთ.
პატარა თავი არ არის...
შემდეგ თავს ხვალ დავდებ, სავარაუდოდ.
მიყვარხართ!



№1  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მართალია უნამოსოდ მოიქეცი მართლაა: 3 მარა კაი გემრიელი.თავი იყოო: 3

 


№2  offline მოდერი D-roni

mmm ❤❤❤ ra tkbili xar ! ❤❤

 


№3  offline წევრი ♥girl♥

მართლა უნამუსო ხარ რა, ისე კაი გოგო ხარ ძაან wink , არ მეყო ეს თავიი და ეცადე დიდი თავები და არ დააგვიანო ხოლმე wink

 


№4  offline წევრი tskvito

ძალიან მომანატრე თავი love იმედია აღარ გვალოდინებ, თორემ ამათი ტანჯვის შემყურე გავთავდი გოგო.... wink wink wink wink

 


№5  offline წევრი ფსიქო.13

ძალიან კარგი ხარ ლიკუნ love
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№7  offline წევრი ტასიკო

როგორც იქნა დაბრუნდიიი,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent