შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუპატიჟებელი სტუმარი (11)


12-06-2015, 11:11
ავტორი MyLove
ნანახია 6 154

სხეული ყველანაირი ძალისაგან რომ დაიცალა, მაშინღა იგრძნო რომ ჯერ კიდევ დედამიწაზე ედგა ფეხები და თურმე სუნთქავდა. მინაბული თვალების გახელის ძალაც კი არ შესწევდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეეძლო, ეს იყო _ აღექვა მომხდარი და ბერდიას მსხვილი, ვნებიანი ტუჩები თავისაზე.
გრილმა ნიავმა რომ დაუბერა, სველი ტუჩები სულ უფრო წაეყინა და ნაკბენი ადგილიც აეწვა. სიბრაზისგან თვალები წამოუწითლდა და მაშინღა ინება თვალების გახელა.
–მე და შენ სალაპარაკო გვაქვს,–არაფრის თქმა არ დააცადა ხვიბლიანმა, ისე ალაპარაკდა თავად.–მეორედ ასეთ სისულელეს აღარ გააკეთებ!
–შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?!–ჩამწყდარი ხმით, თუმცა მაინც მტკიცედ უთხრა.
–რადგან გეუბნები, ე.ი აქვს! მოიკიდე გუდა-ნაბადი, თბილისში მოდიხარ.–კატეგორიული ტონით უთხრა ბერდიამ და წელზე ხელი მიჰკრა, გარეთ რომ გასულიყო.
–აქ მინდა დარჩენა,–კიბეებზე ჩასულმა ოდნავ წაიბორძიკა, თუმცა თვალებში ჩახედვა ვერ გაბედა.
–გამაცილე და მერე წადი! –მკაცრ ტონს ინარჩუნებდა ხვიბლიანი.
–როგორ თუ გაგაცილო?!–დაბნეული ალუღლუღდა, –ისევ..ისევ ავღანეთ...
–არა, –შეაწყვეტინა,–სვანეთში ვბრუნდები.

იცოდა, რომ ეს დრო, ეს წამი აუცილებლად უნდა დამდგარიყო, მაგრამ არ უფიქრია იმაზე, თუ რას განიცდიდა.
ყელში მოაწვა რაღაც უცნაური გრძნობა და მუცელი ასტკივდა. ახლა ხმა რომ ამოეღო, აუცილებლად აბღავლდებოდა. რატომ? არ იცის... და პასუხიც ადვილი გასაცემია.
ასე თუ ისე, შეეგუა ამ ხისთავიანს და ადრე თუ ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა ქალაქიდან, ახლა მისი გაშვება არ უნდოდა.
ხვიბლიანს კი სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა. თითქოს, ნაინას ემოციებიდან გამომდინარე ცდილობდა, საკუთარი წარმოექმნა..
ცივი თვალები, მცირედაც კი არ შეცვლილიყო. ის იყო, რაც ადრე. სწორედ, მისმა უცვლელმა ხასიათმა და გარეგნობამ, ემოციამ მიაცემინა საშუალება ნაინას, ცივი ყოფილიყო,.. ისეთივე, როგორიც სვანია მის მიმართ.. ერთი თბილი სიტყვა არ ახსოვს.. ერთი თბილი გამოხედვა, ან რამე მსგავსი,რაც მის სამასხოვროდ დარჩებოდა... ამის შემდეგ, ხვიბლიანს არ ჰქონდა უფლება, ნაინასთვის რამე მოეთხოვა.. ან დაევალდებულებინა.
–გაგაცილებ.
მხოლოდ ეს უპასუხა და უსიტყვოდ დაიკავა ადგილი მძღოლის გვერდით.
ამდენი ემოციებით დატვირთულს, სულ არ უფიქრია იმაზე, რომ პირველი კოცნა ჩააბარა ხვიბლიანს. ამაზე სადარდებლად არ ცხელოდა.
გაბრაზებული იჯდა და ხმას არ იღებდა. რა ეჩქარებდა იმ სვანეთში? ცოტა ხნით კიდევ რომ დარჩენილიყო, რა დაშავდებოდა, თან ფეხიც არ ჰქონდა გამოჯანმრთელებული ბოლომდე.
–აუცილებელია,რომ წახვიდე?–მაინც ვერ მოისვენა ნაინამ და ჰკითხა.
–კი, აუცილებელია, –უპასუხა დინჯად ხვიბლიანმაც,–რამდენი ხანია აქ ვარ, თქვენც შეგაწუხეთ. ფეხიც გამომიჯანმრთელდა და არ არის აუცილებელი, აქ კიდევ დავრჩე.
–არ შეგიწუხებივართ, –უთხრა მკაცრად და ცხვირი აუბზუა, როცა მიხვდა რომ გადაწვეტილების შეცვლას არაფრის დიდებით არ აპირებდა.

პირველი კოცნის სიამოვნება ბერდიას ერგო. რატომღაც, ამას არც შეეწინააღმდეგა და ადრე თუ იფიქრებდა, რომ გააპროტესტებდა, ან ვინმე ქორწილამდე აკოცებდა, თვალებს დათხრიდა, ფრჩხილებს დააძრობდა, თვალებს ამოუტრიალებდა, ძვლებს დაუმსხვრევდა და ა.შ. ეტყობა, რომ თავადაც არ იყო მოწინააღმდეგე ამ ყველაფრის და სულაც არ არის სასირცხვილო ის, ვინმეს ქორწილამდე რომ აკოცო. მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, ვის აკოცებ?!
ამაზე უნდა ედარდა, ალბათ, მაგრამ გული ვერ დარდობდა.. არ უნდოდა და მორჩა.
თავადაც ბედნიერი ჩანდა ამ გადაწყვეტილებით. ხვდებოდა, ხვიბლიანის გაშვება რომ არ უნდოდა, იმიტომ კი არა, რომ შეეგუა, ან რაღაც მსგავსი, არამედ იმიტომ, რომ იყო მათ შორის რაღაც, ყოველ შემთხვევაში ნაინაში მაინც, რაც არ აძლევდა უფლებას, იაზოდ აღექვა ბერდიას წასვლის ფაქტი.
ნამუსი შეაწუხებდა და მერე როგორ.
წავიდეს იმ სვანეთში და დაისვენებს ორივე.
მართალია, გამბრაზებელი აღარ ეყოლება, მაგრამ ასე ურჩევნია. იქნება მარტო, ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას, ისევ ჩვეულებრივად მოუვლის ბავშვებს.. ახლა მარიამიც გვერდით ეყოლება და არაფერი გაუჭირდება, ლილეც გვერდით დაუდგება, ვაჟაც. ბერდიას თუ არ უნდა აქ დარჩენა, ნაინა რაღას გააწყობს.
მისი საქციელით საბოლოოდ დარწმუნდა ბერიძე, რომ არანაირი გრძნობები არ გააჩნია მის მიმართ და ის კონცაც ყალბი იყო. ეს სტკენს გულს და ამის გამო ბრაზდება მასზე. თუ ვინმე უყვარს, ან მოსწონს, წავიდეს და მას კოცნოს!
იმდენად იყო გაბრაზებული, რომ კანში ვერ ეტეოდა და სად წასულიყო აღარ იცოდა.
ეს გზაც რომ აღარ ილეოდა. გრძელდებოდა, გრძელდებოდა უსასრულოდ. დროზე თუ არ მივიდოდნენ, იცოდა , რამე ისეთს ეტყოდა, რაც გააბრაზებდა ბერდიას, რაც მისცემდა იმის საშუალებას რომ კონტროლი დაეკარგა.
ყველანაირად ცდილობდა თავი ეკონტროლებინა და რთულ სიტუაციაში არ ჩავარდნილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი საქმე არ იყო.

–ხომ ჩამოხვალთ ხოლმე?! –მამაკაცის მომთხოვნმა ტონმა, გულის რაღაც ნაწილი ჩაუკლა.
ისეთი ხმით უთხრა ხვიბლიანმა, თითქოს სურდა, რომ დარჩენა ეთხოვა. ის სიცივე და სიმკაცრეც სადღაც გამქრალიყო და შორეულ სივრცეში გაფანტულიყო.
–სად?! –დაბნეულმა გააცეცა თვალები. კითხვას არ ელოდა.
–ჩემთან, სოფელში. –აუხსნა მოთმინებით, სახეზე კი ეტყობოდა, თუ რამდენად აინტერესებდა მისი პასუხი.
–მე არ მეცლება,–უპასუხა მკვახედ და წარბშეკრულმა აქცია ზურგი.
არ შეუძლია,რომ ყოველ მოქმედებასა და სიტყვაში გაბრაზება არ გამოამჟღავნოს. ალბათ, მოკვდება და ეს იქნება. უნდა აგრძნობინოს, რომ არ უნდა მისი წასვლა. ახლა ის მომენტია, როდესაც სიტყვებზე მეტად, ქცევებია ყველაფრის მთქმელი.

გაურკვევლობაშია, არ იცის, რა უნდა, ან რა – არა.
ერთადერთი, რასაც გრძნობს, რაც იცის, რომ არასოდეს შეიცვლება და მარადიულია, ის გრძნობაა მისი გაბრაზება რომ გამოიწვია.
ვერ დაარქმევდა ამას სიყვარულს, რადგან ხვიბლიანს, ბევრი ისეთი არაფერი გაუკეთებია, რაც მის თავდავიწყებით შეყვარებაში შეიტანდა წვლილს, მაგრამ ადამიანი უკუღმართია, რაც ზიანის მომტანი უნდა იყოს, სიკეთედ ირგებს. ეს კარგიც არის და ცუდიც.

–რატომ არ გეცლება?! –ჩაეძია ბერდია, სინამდვილეში კი გაბრაზებისგან უკვე სახეზე ალმური ასდიოდა.
მის მიმიკას რომ მოავლო თვალი და გაბრაზებული ხვიბლიანი დაინახა, ეშმაკური სიხარულით აივსო.
წასვლის წინ, მაინც მოახერხა მისი გაწამება.
–იმიტომ რომ,სამსახური მაქვს!
–ზაფხულობითაც ხომ არ მუშაობ?
–კი, ვმუშაობ! და რადგან გეუბნები, რომ ვერ ჩამოვალ, ე.ი ვერ ჩამოვალ!
–ხოდა, არც არავინ გეხვეწება! – უპასუხა მკაცრად და უხეშად,–ტყუილად ვკარგავ შენთან დროს. მაინც ისეთი შეუგნებელი ხარ, როგორიც იყავი!
–ოჰ, –შეიცხადა ნაინამ არტისტულად, თუმცა გულზე ეკლებად მოედო მისი სიტყვები,–და უგულო, უგრძნობი ქანდაკება არ ვარ?
პასუხი არ მიუღია ამ კითხვებზე.
კარგად იცოდა, ხვიბლიანმა იმიტომ ჩამოაკითხა, რომ დანაშაულის გრძნობა ჭამდა და ეშინოდა, რამე არ დამართნოდა. მერე სად უნდა გამოეყო სირცხვილით თავი, ან რას იტყოდა?

სახლში მისულებს, ცრემლიანი თვალებით შეეგებნენ, გრეტა და ლილე.
ნამუსმა შეაწუხა. ალბათ, როგორ ანერვიულა ისინი. ბერდიას გამო, არ ღირს მათი წყენინება.
ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ გამოჩნდება ვინმე წესიერი ადამიანი, რომელიც გაუგებს და ისე შეიყვარებს, როგორც ბავშვობაში ოცნებობდა. თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი კი არა, ადამიანი მოაკითხავს, რომელიც გაუღიმებს და ამ გაღიმებისთანავე მისცემს გულს, რომლის იმედიც ექნება აწ და მარადის.

–ისაუზმეთ, შვილო, და მერე წადით. –თვალებში შესციცინებდათ გრეტა.
–არა, მადლობა,¬–ზრდილობიანად გაუღიმა ბერდიამ,–ვეღარ დავრჩები აქ.
–კი მაგრამ, რა მოხდა ასეთი?! –გაიკვირვა ბოლქვაძემ და ნაინას გადახედა.
გოგონამ გაკვირვებულმა გააცეცა თვალები.
–მე რა შუაში ვარ? –ცალი წარბი მაღლა აზიდა.–უნდა და მიდის.
–შენ ცალკე დაგელაპარაკები, –თითი დაუქნია ვაჟამ.
–ვაიმე, ბერდია უთხარი, რომ არაფერი მომხდარა, რა! –დაიწუწუნა გოგონამ, მომავალი ლექციის წარმოდგენისას თავი რომ წარმოიდგინა.
–არაფერი მომხდარა, მართლა. – დაამშვიდა ოჯახი და კარიდან გავიდა.
ნაინაც იძულებული გახდა ამდგარიყო და გაჰყოლოდა.
ყველას დიდი პატივით დაემშვიდობა და ჯერი ნაინაზეც დადგა.
გულისცემა ყელში მოებჯინა და სასუნთქი გზები გადახერგა, ცივმა ოფლმა დაასხა, თითქოს ახლაღა დაინახა ნათლად, სვანეთისკენ მიმავალი გზა და მწვანე თვალები.
–არ მინდოდა შენი წყენინება, ეშმაკუნავ. ზედმეტი მომივიდა. –დასჩურჩულა სახესთან ახლოს.
თვალდახუჭული, გონს მაშინ მოვიდა, როდესაც მანქანის ძრავის ხმა გაიგონა.
წვალებით დააცილა ქუთუთოები ერთმანეთს.

ახლაღა მოეძალა სიმარტოვით, სიცარიელით გაჟღენთილი ჰაერი სახეზე.. ფიქრობდა არაფერზე და
საშინელებაა,ჩვენ რატომღაც ფიქრს ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,იმდენად დიდს,რომ მოქმედების არც დრო,არც უნარი აღარ გვრჩება,მთელ რესურსს,ჩვენი შეგნებისა,ვხარჯავთ ფიქრში და მერე ამ ფიქრის სხვებისთვის გამხელაში,ამ დროს კი ცხოვრებას ჩვენი ხელით ვუშვებთ სხვა მიმართულებით,თან ისე რომ კმაყოფილი და ამაყები ვართ,ჩვენ შევძელით,ჩვენ ვიფიქრეთ.
როგორც პიანინოს, ისე ადამიანს აქვს ერთი ჩატეხილი კლავიში, კარგი დამკვრელი ზედ გადაირბენს, ცუდი კი მაინცდამაინც იმ ჩატეხილ კლავიშზე ურტყავს თითს, თუმცა ერთი ჩატეხილი კლავიშისათვის პიანინო არავის გადაუგდია...
ახლა, სწორედ ნაინას ჩატეხილ კლავიშს წარმოადგენდა ბერდია და ის სიცარიელე, ის იმედგაცრუება, რაც მან დაუტოვა.
ხომ შეეძლო, ემოქმედა, ერთი წუთით ადრე მაინც და ეთქვა, რომ აპატია!
ეს პრინციპები დაღუპავს,ერთი დღეც იქნება და მერე ურაკუნოს წარსულის შეცდომებს თავი.
ადამიანები ყოველთვის მიდიან და ხშირ შემთხვევაში ამოუვსებელ სიცარიელეს ტოვებენ !

***
რთულია დაივიწყო ის ადამიანები, რომლებიც მიზეზს გაძლევენ, რომ სულ გახსოვდეს.
ასე იყო ნაინაც. საძინებელში შესვლისთანავე მოელანდებოდა მარცხენა მხარეს მწოლიარე სვანი.
წყალს დალევდა, მაშინაც ელანდებოდა, ყავას რომ აკეთებდა, მაშინაც.
ასე არასოდეს ყოფილა.
ნუთუ ასე რთულია, ამოიცნო რას გრძნობ?!
ორი კვირა გავიდა და ისე დადის, დედამიწაზე ნაკვალევსაც აღარ ამჩნევს.
რომ დაურეკოს, მოიკითხოს, რა მოხდება?!
ახლა საკუთარ მდგომარეობაზე მეტად, მაინც ბერდიასი აინტერესებს.
კანკალით აკრიფა ნომერი, რომელიც ვაჟას ტელეფონში იპოვა და ყურმილი ყურთან მიიტანა.
წამიც არ იყო გასული, ნაცნობი ხმა და ღრმა ხვნეშა რომ მოეფინა მის სმენას.
გულაჩქარებულს ჩაეღიმა და ტუჩები აუკანკალდა. არ იცოდა, რა ეთქვა. ახლა მისი სუნთქვის მოსმენაც კი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
–როგორ ხარ?
ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი. ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს. არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამდროს, ყველაზე მეტად გეჯავრება. ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება. დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს...
__________________________________________________________
შემიფასეთ, აბა.
ვიცი, რომ დავაგვიანე, მაგრამ ვერ ვახერხებ უფრო მალ-მალე დადებას..
თავების ზომასაც უნდა დავჯერდეთ :(
მადლბა ყველას, ვინც ერთი თბილი სიტყვა მაინც გაიმეტა ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავთ, და მიხარიხართ!
არ ვიცი, ამ თავში, რა ვიბოთავე, მაგრამ ვხვდები რომ ისე ვეღარ ვწერ როგორც ადრე.
ნუ თქვენ მაინც ისე მიყვარხართ, როგორც ადრე (ვიცინი)



№1  offline წევრი Ignifex

მე მომენატრა უკვე ის ღჯუ და ნაინას არ მოენატრებოდა?! wink
უკვე ყოველ თავზე ვიმეორებ ერთი და იგივეს,და ახლაც ვიტყვი,რომ თავიდან მუხლებამდე ან წელამდე მომწონს ეს ისტორია. ფეხებამდე იმიტომ არ ვთქვი,რომ ბოლომდე არ დაწერილა. wink მე ვერ შევნიშნე ცუდი ვერაფერი ამ თავში და ისეთი გემრიელობაა ეს,რომ ლოდინი ღირს! wink

 


№2  offline წევრი Khaleesi

ყოცაღ ძალიან კარგი იყო განსაკუტრებიტ პიანინო მომეწონა smile

 


№3  offline წევრი tatiko

კარგია მომეწონა

 


№4  offline წევრი nomadic

ძალიან მომეწონა ♥

 


№5  offline წევრი ხატული♥

მაგარი იყო მაგრამ მალე გააგრძელე და ბერდიაც მოალბე ძალიან მომწონს რაა ეს ისტორია ♥♥♥

 


№6  offline მოდერი MyLove

ძალიან დიდი მადლობა.
სიტყვები არ მყოფნის, ისე მიხარია თითოეული სიტყვა!
მიყვარხართ და ვეცდები არ დავაგვიანოოო...
♥ ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№7  offline წევრი NA NO

სად გაქრიიი ლიკააააააა

 


№8  offline წევრი ტასიკო

sad gaqri svanetahi xar berdiastan ?))))

 


№9  offline წევრი ხატული♥

ამ თავზე უკვე მეორე კომენტარს ვწერ უბრალოდ მინდოდა მეთხვა რომ მალე გამოჩნდე რადგან მოგვანატრე თავი შენც და შენმა ისტორიამაც :)) ♥♥♥

 


№10  offline წევრი ♥girl♥

აუ სად გაქრი რა? აუუ მალე დადე თორე მოვკვდი ამის ლოდინით. წარმატებები. ყოჩაღ და მაგარი ხარ wink

 


№11  offline წევრი ფსიქო.13

kargia.
imedia,male dadeb <3
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent