შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ხილი(14 ნაწილი)


18-07-2015, 15:14
ავტორი ანკა
ნანახია 6 221

სამშაბათი დღე მალე მიილია და დადგა საღამოც. გოგოებმა ჩვენი ნაყიდი კაბები „გამოვამზეურეთ“ და საგანგებოდ გამოვიპრანჭეთ. ვიკამ აიტეხა, მე და ნინი ერთად უნდა მოვიდეთო. მთელი დღე ბაჩო ახლოს არ გამაკარა. ბაჩო სულ ებღვირებოდა, ჩემი შეყვარებულია და მასთან ყოფნას ვერ დამიშლიო, თუმცა საბოლოოდ ისე მოახერხა ამ პატარა მაიმუნმა, რომ ბაჩო მთელი დღე ვერ ვნახე. არც მაცლიდა, რომ ტელეფონით მაინც დავლაპარაკებოდი და ამაზე ცალკე მეშლებოდა ნერვები.
-გოგო რა გჭირს დღეს!.. რა აიტეხე ბაჩო არ ნახო! ბაჩო არ ნახო?! - ხელები ჰაერში ავზიდე და ვიკას წინ ავუფრიალე.
-რადა, მე თქვენი ამბავი რომ ვიცი უკვე მოგენატრებოდათ ერთმანეთი და ახლა ბაჩო ასეთს რომ გნახავს ჭკუიდან გადავა - მხიარულად გადაიკისკისა და სარკეში კმაყოფილი დატრიალდა - არა რაა!.. ამ კაბისთვის მთელი დღე კი არა, მთელი კვირაც ვივლიდი - ჩაილაპარაკა და წინ გამებღინძა - წავედით?
-კი, მე მზად ვარ - ჩანთას ხელი დავავლეთ და ვიკას მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ ლიკას და თათას გავუარეთ და სიმღერ-სიმღერით მივედით თემოს სახლამდე.
როგორც ჩანდა, წვეულება დიდი ხნის დაწყებული იყო. უნდა ვაღიარო, საკმაოდ დიდი და ლამაზი სახლი ჰქონდა... სამსართულიანი, დიდი ეზოთი და აუზით... აი ზღაპრებში რომ არის დაახლოებით ეგეთი. კარი ღია იყო. ოთახში შევედი და თვალებით ბაჩოს ძებნა დავიწყე.
-წამო სასმელი ავიღოთ და მერე შევუერთდეთ ბავშვებს - ვიკამ მხარი მხიარულად გამკრა და გოგოებს გადახედა.
-კარგი - გავუღიმე და ბარის სტილში მოწყობილი კუთხისკენ გავემართეთ. ძალიან ხალხმრავლობა იყო, როგორც იტყვიან ხოლმე „ჭყლ*ტვა“. თითქმის ყველა მე მაყოლებდა თვალს. მათი თვალების ჩემს ტანზე „ნავარდობა“ არ მსიამოვნებდა, თუმცა ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. ერთი ჭიქა ვისკი ავიღე და ოდნავ მოვსვი
-აუ მე წავალ ბაჩოს მოვძებნი რა - გოგოებს ჩუმად გადავულაპარაკე და ოთახს თვალი მოვავლე
-კარგი მიდი, თუ რამეა ჩვენ აქ ვიქნებით - მიპასუხა ლიკამ და ცეკვა-ცეკვით დაიძრა ოთახის ცენტრისკენ. თათა და ვიკაც დაიფანტნენ და მეც ბაჩოს ძებნა დავიწყე. ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. ღიმილით მივუახლოვდი. ბაჩომ შორიდანვე შემნიშნა, უცნობს რაღაც უთხრა ჩემთვის თვალის მოუშორებლად და ისიც მაშინვე მოშორდა. ადგილზე გაქვავდა და თვალები გაუფართოვდა. პირდაღებული მიყურებდა და ვერც კი ხვდებოდა ჩემკენ ნაბიჯი გადმოედგა. სიარულს ავუჩქარე და რამდენიმე წამში მის გვერდით გავჩნდი.
-ვააუუუ - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და თავიდან ფეხებამდე რამდენჯერმე ამათვალიერა. მის ასეთ საქციელზე გამეცინა.
-არ მოგენატრე? - ვუთხარი საწყლად და ტუჩები დავბრიცე.
-მაგიჟებ - ყურში ჩამჩურჩულა, ორივე ხელი წელზე მომხვია და კისერში ვნებიანად მაკოცა. ვიგრძენი როგორ დამიარა ცხელმა ტალღამ და როგორ ამიხურდა მთელი სხეული. თავისუფალი ხელი კისერზე ნაზად ჩამოვადე და გავუღიმე. მართლა როგორ მომნატრებია ეს საზიზღარი! მაგრამ საზიზღარი რატომ?.. არ ვიცი, ისე... გოგოები ხომ სულ ვლანძღავთ ხოლმე ასეთი სიტყვებით მათ ვინც მოგვწონს...
-ოჰ, უპოვნიათ გვრიტებს ერთმანეთი! - თემო სიცილით მოგვიახლოვდა და ორივეს ხელი გადაგვხვია. - ნინუც, აბა როგორ მოგწონს ჩემი სახლი? ხოა სამეფო - ბოლო ორი სიტყვა ხუმრობით დაამატა და მხიარულად გაიცინა
-მართლა ძალიან მაგარია - გულწრფელად შევუქე და გავუღიმე.
-წამოდით იქეთ ვართ სასტავი - შებრუნდა და ერთი მაგიდის მიმართულებით წავიდა. ბაჩომ ცალი ხელი წელზე მომხვია, ტანზე მჭიდროდ ამიკრო და თემოს უკან გავყევით.
-ვაუუ!! ნინიი!.. რა ლამაზი ხარ! - ლუკამ გაოცებისგან თავი ვერ შეიკავა და მოსალმების მაგივრად პირველად კომპლიმენტი მითხრა
-მადლობ! - გავუღიმე და ტყავის დივანზე ადგილი ბაჩოს გვერდით დავიკავე.
-ბიჭო ამდენი ხალხი საიდან მოათრიე - იკითხა ბაჩომ და უცხო ადამიანთა ბრბოს სიცილით მოავლო თვალი
-აუ რავიცი ტოო... რამდენიმე ქუჩაზე გამოვაკარი განხადება წვეულება იმართება ამა და ამ მისამართზე-მეთქი და მაქედან მოვიდნენ. რამდენი უსაქმური ყოფილა - ჩაიფხუკუნა და სასმელი ერთ ამოსუნთქვაზე ჩაცალა.
-გოგოები სად არიან? - იკითხა ლუკამ ინტერესით
-არ ვიცი, აქ არიან სადღაც... ალბათ ცეკვავენ - ვუპასუხე და დივანზე უფრო კომფორტულად მოვთავსდი.
-მე მოვძებნი - ფეხზე წამოდგა თემო და ბრბოს შეერია.
რამდენიმე წუთში სამი გოგოთი „ხელდამშვენებული“ დაბრუნდა.
-ნახე რა ნაშები დავკერე?! - თქვა და ამაყად გაიჯგიმა.
-ნეტა შენ ტვინი გქონდეს რა!.. - ვიკამ მსუბუქად გაკრა მხარი და კისკისით დაჯდა მეორე დივანზე, ჩვენს პირდაპირ.
-აუ რატო დაგვსვიი!.. მშვენივრად ვერთობოდი მე იქ, ახლა რა ვაკეთო - ჩაიბურტყუნა თათამ და ხელები მკერდთან გადააჯვარედინა უფრო მეტი დრამატულობისთვის.
-დაეტიე მანდ! - შეუბღვირა თემომ და ვისკით „პირი გაისველა“.
-წესიერად მელაპარაკე! - არ დანებდა თათა.
-წესიერება იმ ბიჭს მოთხოვე, კინაღამ ყველას თვალწინ გა*ჟიმა! - თქვა მოურიდებლად და გაბრაზებული წამოჯდა დივანზე, თან გაბუტულ გოგონას მრისხანე მზერა სტყორცნა.
-მერე შენ რა!..
-აუ ეს გოგო გამაგიჟებს! - გაცეცხლებული თემო ფეხზე წამოხტა და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა
-კაი ბიჭო რას იგრუზები! როგორც უნდა ისე გაერთობა! - გაიკვირვა ლუკამ და თათას მიუბრუნდა - მიდი და გადი ისევ საცეკვაოდ თუ გინდა ამას რას უსმენ - გაუღიმა გოგონას, თან თემოს გახედა
-არსადაც არ გავა! იჯდება აქ!!! - განაცხადა თემომ და დივანზე თავისი ადგილი დაიკავა.
-წამოდი ჩვენ ვიცეკვოთ - ყურში ჩამჩურჩულა ბაჩომ და წელზე მოხვეული ხელის თითები აათამაშა, შემდეგ ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-აი ნახე, ესენი მიდიან საცეკვაოდ და მეც გავალ რა... - შეეხვეწა თათა თემოს და ხელი ჩემი და ბაჩოსკენ გამოიშვირა.
-მაშინ ჩემთან ერთად იცეკვებ - უპასუხა და წარბი აზიდა
-შენთან ცეკვას მირჩევნია მთელი საღამო აქ ვიჯდე - ენა გამოუყო და მობილურში რაღაცის ქექვა დაიწყო.
-ხოდა იჯექი მერე ვინ გიშლის - უპასუხა ირონიულად და საზურგეს მიეყრდნო.
-კაი ხოო, წამოდი - მობეზრებულად ადგა, დოინჯი შემოირტყა და თემოს დააცქერდა.
-ახლავე - ფეხზე კმაყოფილი წამოდგა, თათას ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიყვანა.
მე და ბაჩოც მათ გავყევით და ოდნავ მოშორებით დავიწეთ ცეკვა. მე ხელები კისერზე მოვხვიე, მან წელზე უკვე მოხვეული ხელებით ტანზე უფრო მჭიდროდ ამიკრო და შუბლი შუბლზე მომადო. საყვარელი სურნელი ცხვირზე მომელამუნა, სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ბაჩოს მოძრაობებში ავყევი. ცხვირი ლოყაზე ნელა გამიხახუნა, შემდეგ კისერში ჩამოაცურა, ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა და ცხელი ტუჩები მომაკრო. ასე მეგონა, თითქოს ის ადგილი ამეწვაო, ჩუმად ამოვუშვი პირიდან გაურკვეველი ბგერები და თავი უკან გადავწიე უკეთესად რომ ეკოცნა. ვიგრძენი როგორ ჩაეცინა ბაჩოს და უფრო მხურვალედ მაკოცა, შემდეგ ყურთან, ლოყაზე, ნიკაპზე და ბოლოს ქვედა ტუჩზე. აუჩქარებლად „დამიგემოვნა“ ზედა ტუჩიც და შემდეგ უფრო მომთხოვნად დამეწაფა. თითები მის თმებში ავხლართე და ჩემკენ უფრო ძლიერად მოვიზიდე. როდესაც ჰაერი გამოგველია, ამოსუნთქვის საშუალება მომცა და კისერი დამიკოცნა. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლიდა, რომ არა ბაჩოს ძლიერი ხელები, ალბათ, იქვე ჩავიკეცებოდი.
-ხელი გამიშვი, იდიოტო!!! - გავიგე უეცრად ვიღაცის კივილი და მე და ბაჩომ თვალები ვჭყიტეთ. თათა თემოს ეჩხუბებოდა, თემო კი განრისხებული თვალებით ჯიქურ უცქერდა გოგონას.
-ესენი ნახე რა - ჩაიცინა ბაჩომ, როდესაც ჩემი კისრიდან თავი ამოყო და მოჩხუბარ წყვილს გადახედა.
-რაღაცაშია საქმე - ჩავილაპარაკე ეშმაკურად და წარბები ავზიდე.
-ახლა დაბრდღვნიან ერთმანეთს - ჩაიფხუკუნა ბაჩომ და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-არ გავაშველოთ? - ვკითხე სიცილით
-არ გინდა, ჯობია აცალო... მე სასმელს ავიღებ და აქ გავჩნდები ახლავე, არსად წახვიდე - კისერში მოწყვეტით მაკოცა და სასმელების განყოფილებისკენ დაიძრა. ღიმილით ვადევნებდი ჩემს აფოფრილ დაქალს და გაცეცხლებულ თემოს თვალს და უკვე ვხვდებოდი, რომ ამ ორს ერთმანეთი უყვარდათ. წელზე ხელების შემოხვევა ვიგრძენი, ბაჩო მეგონა, მისკენ მივტრიალდი და ადგილზე გავშეშდი, როდესაც მის მაგივრად უცნობის სილუეტი დავლანდე. უხმოდ ვცადე მოშორება, თუმცა უცნობმა ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და ტანზე ამიკრო.
-ხელი გამიშვით! - მუშტებით მკერდზე დავეჯაჯგურე, თუმცა ვერაფერს გავხდი. ეტყობოდა ნასვამი იყო, სასმლის სუნად ყარდა.
-მთელი საღამოა გიყურებ და თვალს ვერ გწყვეტ. ძლივს მარტო გამოგიჭირე და ახლა შენს გაშვებას არ ვაპირებ - მითხრა ვნებიანად და ხელები ჩემს ზურგზე აასრიალა. საშინლად არ მესიამოვნა. ცივმა ეკლებმა დამაყარეს და გული ამიჩქარდა.
-გამიშვით-მეთქი! - ვუთხარი ხმამაღლა და მთელი ძალით მოვეჭიდე ხელებზე, რომლებიც უტიფრად დათამაშობდნენ მთელს ჩემ სხეულზე. უცნობმა ერთი ხელი სახეზე ჩამომისვა, თმის კულულს წაეთამაშა და შემდეგ გამეტებით დამაცხრა ტუჩებზე. გააზრებაც ვერ მოვასწარი ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
-როგორ ბედავ მას გაეკარო შე ნაბი****ო!!! - გავიგე ბაჩოს განრისხებული ხმა და შემდეგ ჩემზე შემოხვეული სხეული მოწყვეტით მომშორდა. გაოცებულმა დავჭყიტე თვალები და დავინახე როგორ გამეტებით ურტყამდა ბაჩო უცნობს მუშტებს. ვიღას ახსოვდა თათას და თემოს ჩხუბი.
-არ გაცოცხლებ! - არ ცხრებოდა ბაჩო და მთელი ძალით სცემდა. ლუკა და თემო მაშინვე ბაჩოს მივარდნენ. ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან უცნობი. მთელი სახე დასისხლიანებული ჰქონდა. ძალიან შემეშინდა. ბაჩომ განრისხებული თვალებით შემომხედა. ასეთი გაბრაზებული არასდროს მენახა. ადგილიდან ვერ დავიძარი, მისმა ასეთმა მზერამ განძრევის უნარი დამაკარგვინა.
-კაი ძმაო, დაწყნარდი!... შემოგაკვდა კინაღამ! - ლუკამ სუნთქვაგახშირებულ ბაჩოს მხარზე ხელი დაკრა ძმაკაცურად და შემდეგ მე გადმომხედა. არ ვიცი, ალბათ ძალიან შეშინებული სახე მქონდა, ლიკა მომვარდა და მთელი ძალით ჩამეხუტა. მე რეაქცია არ მქონია.
-რა დავწყნარდე ტო!!! ეს ნაბ*****ი ჩემს შეყვარებულს კოცნიდა!!! - დაიგრგვინა ბაჩომ საზარლად და უცნობისკენ ისევ გაიწია.
-ვსიოო!!! მორჩა!.. გეყო ახლა ჩხუბი! საკმარისია! - წინ ახლა თემო გადაუდგა და შეაჩერა.
-ამის დ***ც!!! - შეიგინა ბაჩომ და ხელი ჩაიქნია, შემდეგ ხელი მაჯაში ძლიერად ჩამავლო, ლიკას ჩემი თავი გამოგლიჯა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ.
-აა, ბაჩო მტკივაა! - ვუთხარი ტკივილისგან შეწუხებულმა და მაჯაზე დავეჯაჯგურე, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ძალით ჩამტენა მანქანაში და კარი მოაჯახუნა, შემდეგ თვითონ ჩაჯდა და ადგილს დიდი სისწრაფით მოწყდა. ნატკენი ადგილი დავიზილე და ბაჩოზე გავბრაზდი.
-ის მაინც მითხარი სად მივდივართ! - ვუთხარი გულმოსულმა.
-ტონი დაარეგულირე! - შემომიბღვირა. ისეთი გაბრაზებული იყო, ცეცხლებს აფრქვევდა, თუმცა არც მე ვიყავი კარგ ხასიათზე. წარბშეკრულმა მივატრიალე თავი ფანჯრისკენ და ზედმეტ ჩხუბს გაჩუმება ვამჯობინე.
მანქანა თავისი სახლის წინ გააჩერა. უსიტყვოდ გადმოვედი და კარი ხმაურიანად მივაჯახუნე. ისეთი გაბრაზებული და ნერვებმოშლილი ვიყავი, რომ რაზეც შემეძლო, ყველაფერზე ჯავრს ვიყრიდი. ჩქარი ნაბიჯით გავემართე სახლისკენ, კარი გავაღე და სამზარეულოში შევედი. ერთი ჭიქა ცივი წყალი მესიამოვნა. ბაჩო ამ დროის განმავლობაში უხმოდ მომყვებოდა უკან. დახლზე მიყუდებული მადევნებდა თვალყურს და არაფერს ამბობდა.
-ასე აპირებ ჩუმად ყოფნას?! - ვუთხარი და ჭიქა თავის ადგილას დავაბრუნე.
-პრობლემა გაქვს?! - მკითხა ირონიულად და წარბი აზიდა.
-კი!!! - ვუპასუხე და დოინჯი შემოვირტყი.
-გოგო, წესიერად მელაპარაკე! - ახლა მან აუწია ხმას და წინ წამოიწია.
-აბა ამიხსენი რა იყო შენი დღევანდელი საქციელი! ჯერ ის საწყალი ვიღაც იმდენი ცემე, კინაღამ შემოგაკვდა, შემდეგ კიდევ ჯავრი ჩემზე იყარე, გეგონება მე დამნაშავე ვყოფილიყავი! - მისაღებ ოთახში გამოვვარდი, დივანზე დავჯექი და ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე. თვითონაც აჩქარებული ნაბიჯით გამომყვა და ოთახში სიარული დაიწყო.
-აბა არ უნდა მეცემა ის ნაბი****ი?! - ხელები ჰაერში ასწია და მე შემომხედა - ამიხსენი! არ იყო ღირსი?! - კითხვა გამიმეორა და მე მომაჩერდა. ხმა არ ამომიღია, დაბღვერილმა ავარიდე მზერა და ღრმად ამოვისუნთქე. - აი ხედავ?! ხმას ვერ იღებ! იმიტომ, რომ რაც დაიმსახურა ის მიიღო!
-მე რაღაც მერჩოდი?! მეც დავაშავე რამე?! ყველას თვალწინ გამომათრიე ოთახიდან! ცხოველივით მოიქეცი! - ფეხზე წამოვხტი და წინ გავეჭიმე.
-შენ არაფერი დაგიშავებია - ამოიოხრა და ხმადაბლა მითხრა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. სევდიანად მიყურებდა. ეტყობოდა, რომ ნანობდა რაც გააკეთა, თუმცა რაც მოხდა მოხდა!.. ამას ვეღარ შევცვლიდით.
-ნინი, მაპატიე, გთხოვ... უბრალოდ იმ მომენტში თავს ვერ ვაკონტროლებდი. ისეთი განრისხებული ვიყავი, ირგვლივ ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. - ოდნავ შეყოვნდა, ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და განაგრძო. - გახსოვს, პირველად რომ გითხარი მიყვარხარ-მეთქი?
-მახსოვს - ვუპასუხე წყნარად და თვალწინ იმ მომენტმა გადამირბინა. ჩემდაუნებურად ჩამეღიმა... ბაჩომაც განაგრძო:
-კიდევ გაგიმეორებ. სხვას არასდროს მივცემ იმის უფლებას, რომ ისე შეგეხოს როგორც მე... ისე მოგეფეროს როგორც მე... ისე გაკოცოს როგორც მე, რადგან იმ დღიდან ჩემი ხარ... და ვინც ამას გაბედავს, ვანანებ - მითხრა მტკიცედ და მომიახლოვდა. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, თუმცა დივანმა ხელი შემიშალა უფრო უკან წასვლაში.
გული ამიჩქარდა და თავი ძირს დავხარე. თავი ისე ახლოს ჰქონდა მოწეული, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და თავბრუს მახვევდა. მარჯვენა ხელი სახეზე ჩამომისვა, ნიკაპზე ნაზად მომკიდა და თავი ზემოთ ამაწევინა. თვალებში ჩამხედა და ჩემს ტუჩებსაც მტაცებლური მზერა სტყორცნა.
-ნინი, მიყვარხარ... იმდენად ძლიერ და ეგოისტურად, რომ შენს გვერდით ჩემს გარდა ვერავის ვერ ავიტან - მითხრა ბოხი ხმით და ჩემკენ დაიხარა. ასე მეგონა პირველად ვკოცნიდი. გული ძალიან ამიჩქარდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თვალები მივლულე. ვნებიანად და მომთხოვნად დამეწაფა ბაგეებზე. მარცხენა ხელი წელზე ნაზად შემიცურა და ტანზე ამიკრო, შემდეგ მეორე ხელიც მომხვია და ძლიერ ტორებს შორის მომიქცია. ორივე ხელი კისერზე შემოვაწყვე და მეც უფრო ავეკარი სხეულზე. თვითონ თავისი ხელები ხერხემალზე ამოასრიალა, შემდეგ ისევ წელზე დააბრუნა, თეძოებზე მჭიდროდ მომკიდა, უფრო ქვემოთ ფეხებისკენ ჩამოაცურა, ძლიერად მომიჭირა და ერთ ნახტომში წელზე შემომისვა. ჩემი კოცნა კისერზე განაგრძო და თან კიბეებისკენ დაიძრა. თავი უკან გადავწიე და სიამოვნების მორევში გადავეშვი. ოთახის კარი შეაღო, საწოლზე ნაზად დამაწვინა, თვითონ კი ზემოდან მომექცა. ტუჩებზე ვნებიანად დამაცხრა, ცალი ხელი წელს ქვემოთ შემიცურა და თავისკენ მიმიზიდა. მარჯვენა ხელი კაბის ქვემოთ შემოაცურა, ფეხზე ამოასრიალა, შემდეგ თეძოზე, წელზე და ბოლოს მკერდზე მომკიდა, ხელისგულში მოიქცია და მჭიდროდ მომიჭირა. სიამოვნების კვნესა აღმომხდა და ბაჩოც უფრო გათამამდა. კაბა გამაძრო და ძირს მოისროლა, თვითონაც გაიხადა მაისური და მთელი ტანით ამეკრო. მისი გახურებული სხეულის შეხებისას, სულ მთლიანად დავიწვი. ლიფიც მაშინვე გამხადა და მკერდზე დამეწაფა, შემდეგ ნელ-ნელა კოცნით მუცლამდე ჩამოვიდა, ნაზად მომეფერა და ისევ ტუჩებზე გადაინაცვლა. ხელები ჩემს ტანზე ჩაასრიალა, ტრუსს ხელი მოკიდა და ნელა გამხადა. ამაზე სულ გავგიჟდი, ხელები ზეწარს ჩავავლე და ხელისგულში მოვკუჭე. შემდეგ თავის შარვლის შესაკრავს დაწვდა, დარჩენილი ტანსაცმელი გაიხადა და ტუჩებზე ვნებიანად განაგრძო კოცნა. ფეხებს შუა მომექცა და მისკენ მიმწია. ტუჩებზე კოცნა განაგრძო, შემდეგ კისერი დამიკოცნა, მკერდი და ისევ ტუჩებზე გადმოვიდა... მალე სიამოვნებისგან კვნესა აღმომხდა, თავის შეკავება აღარც მიცდია, სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. ჩემს გრძელ თითებს ბაჩოს ზურგსა და დაკუნთულ მკლავებზე დავასრიალებდი და კოცნაში მეც ვნებიანად ვყვებოდი. სიჩუმეს, მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა და ჩემი კრუსუნი არღვევდა.... ბოლოს დაღლილები მივესვენეთ ერთმანეთს, თავი ბაჩოს დავადე მკერდზე, მან კი ხელი წელზე მომხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
-მაგიჟებ - ამოიჩურჩულა და შუბლზე მაკოცა.

აკრძალული ხილი(14 ნაწილი)


.........
ესეც შემდეგი თავი...
წინა თავზე თქვენი აქტიურობა დამაკლდა და იმედია ახლა არ დაიზარებთ დაკომენტარებას...
ყველანი ძალიან მიყვარხართ ჩემო უტკბესებოოო!!!
ველი შეფასებას...



№1  offline მოდერი ^paradise^

Ankaaa ai da xar :D cecxli wagvikidee <3 magari iyo ai dzaan momewona es tavi <3 vifiqre metki kompidan davuwer komenatrstko mara sanam es nawamebi kompi chartvebodaa :D momewonaaaaa <3 bachosnairi bichi tu xart ak vinme shegvexmianet <3

 


№2  offline მოდერი ანკა

^paradise^
Ankaaa ai da xar :D cecxli wagvikidee <3 magari iyo ai dzaan momewona es tavi <3 vifiqre metki kompidan davuwer komenatrstko mara sanam es nawamebi kompi chartvebodaa :D momewonaaaaa <3 bachosnairi bichi tu xart ak vinme shegvexmianet <3

<3 <3 <3 მიხარია რომ მოგეწონა ჩემო საყვარელოოო!!! wink ძალიან მიყვარხაარ! love
ბაჩოსნაირ ბიჭებს მეც ვეძებ... love

 


№3  offline წევრი KaTE:))

მომდევნო თავი ფინალია ხომ? ცუდია, მაგრამ....
ეს თავი ძალიან მომეწონა ^_^ მართლა ძალიან კარგი ხარ და მენანები გასაქრობად (( იცოდე ამას, რომ დაამთავრებ 1 კვირაში უნდა გამოჩნდე! თან ისეთივე ცხელი კოთხრობით როგორიც ეს არის ^^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№4  offline მოდერი ჯია

აუ რა მაგარი ხარ ანიჩკა რაა ❤️ .. ხო მართლა,მეც მინდა ბაჩოსნაირი ბიჭი რა. ნუ მაინცდამაინც შავ-ბნელ საქმეებში ნუ იქნება გარეული და ისე არ დავიწუნებდი :დ თუ ვინმე გამოჩნდა გოგოებო ძმაკაცებიც ეყოლება და გამაგებინეთ :დ

 


№5  offline წევრი lamazmani

ძაან მაგარი თავი იყო მომეწონა love
გიჟური და ცეცხლობანი love
ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ love ისე ბაჩოსანირ თუ ნახავ იქნებ ესრი ჩემთვისაც ნახო ვინემე ძმაკაცი wink
მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

აუ შემდეგი თავი ბოლოაა? არ მინდა რომ დამთავრდეს love

 


№6  offline მოდერი ანკა

KaTE:))
მომდევნო თავი ფინალია ხომ? ცუდია, მაგრამ....
ეს თავი ძალიან მომეწონა ^_^ მართლა ძალიან კარგი ხარ და მენანები გასაქრობად (( იცოდე ამას, რომ დაამთავრებ 1 კვირაში უნდა გამოჩნდე! თან ისეთივე ცხელი კოთხრობით როგორიც ეს არის ^^^

აუცილებლად დაგიბრუნდებით მალე ახალი ისტორიით ჩემო უსაყვარლესებო! <3 <3 <3

ჯია
აუ რა მაგარი ხარ ანიჩკა რაა ❤️ .. ხო მართლა,მეც მინდა ბაჩოსნაირი ბიჭი რა. ნუ მაინცდამაინც შავ-ბნელ საქმეებში ნუ იქნება გარეული და ისე არ დავიწუნებდი :დ თუ ვინმე გამოჩნდა გოგოებო ძმაკაცებიც ეყოლება და გამაგებინეთ :დ

აუ ბაჩოზე ვარ შეყვარებულიი wink love love
ძაან მიყვარხარ და ძალიან გამახარე რომ დამიკომენტარე <3 love
lamazmani
ძაან მაგარი თავი იყო მომეწონა love
გიჟური და ცეცხლობანი love
ყოჩაღ მაგარი გოგო ხარ love ისე ბაჩოსანირ თუ ნახავ იქნებ ესრი ჩემთვისაც ნახო ვინემე ძმაკაცი wink
მაგარი გოგო ხარ მიყვარხარ ძაან love love love

აუ შემდეგი თავი ბოლოაა? არ მინდა რომ დამთავრდეს love

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი... წერისას უფრო ვიგებ ხოლმე ბოლოა თუ ბოლოს წინა wink შეიძლება ბოლოა, შეიძლება არა...
ვაიმეე ბაჩოსნაირი ბიჭების საძმაკაცო ერთად თუ არის სადმე სად დაგვემალება ამდენს გოგოს!!! wink

 


№7  offline მოდერი ჯია

აბა გაბედონ და დაგვემალონ რა :დ ჩვენი რისხვა არ აცდებათ!!! :დდდ
მეც ძალიან მიყვარხად ❤️

 


№8  offline მოდერი ანკა

ჯია
აბა გაბედონ და დაგვემალონ რა :დ ჩვენი რისხვა არ აცდებათ!!! :დდდ
მეც ძალიან მიყვარხად ❤️

wink wink wink

 


№9  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№10  offline მოდერი ანკა

cancara
კაია კაი მალე დადე

მიხარია რომ მოგწონს და მადლობა დაკომენტარებისთვისს!!! <3 love

 


№11  offline მოდერი ანკა

nini5852
მე მყავს ბაჩოსნაირი ბიჭი :დდ ძმაკაციც ყავს მაგრამ იმ ძმაკაცს ჩემი დაქალი ყავს :დ ბოდიშით გოგოებო :დ ძალიან კარგიი იყო, აიი უბრალოდ სიტვები არ მოფნის:))) აუუ ჯერ არ დაასრულოო რაა გთხოვ :D

ვაიმეე, სად იპოვე?? wink ბედნიერი ყოფილხარ, გილოცავ! <3 <3 <3
შენი გულისთვის შევეცდები მალე არ დავამთავრო ^__^ love

 


№12  offline წევრი nino(g)

magari iyoo ..yochag shen

 


№13  offline მოდერი ანკა

nino(g)
magari iyoo ..yochag shen

მადლობა დიდი ჩემო საყვარელოოო <3 love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent