მხსნელი 11
გონს რომ მოვედი დედა დავინახე და მაშინვე ტირილი მოვრთე. მან დამაწყნარა და მითხრა ის რისი გაგონებაც მინდოდა. _დაწყნარდი ცოცხალია. კარგადაა. _მაშინ სად არის? _ჯერ არ მოსულა გონს მაგრამ კარგადაა, საშიში არფერია. რამდენიმე დღეში მოვა გონზე. _რამდენიმე დღე? რა დაემართა? _თავი მიარტყა ძლიერად და ხელი იღძო. ყველაფერი გამოსწორებადია ანა, დაწყნარდი თორემ დამამშვიდებელს გავაკეთებინებ. ყველა კუნთი მტკიოდა. ორი თითი მქონდა მოტეხილი, ტვინის შერყევა და ნაკაწრები კანზე. მნიშჰვნელოვანი არაფერი მაწუხებდა, გარდა იმისა რაც ჩვენმა მშობლებმა დამატეხეს თავს. ჩემებიც და ანდრიასებიც მე მარიგებდნენ და მეჩხუბებოდნენ, რომ სისულელე გავაკეთეთ და ა.შ. ეს მეც კარგად ვიცოდი და ახლა ანდრიას მოუწევდა ამის მოსმენა. მეორე დღეს დამრთეს ნება რომ ავმდგარიყავი და მენახა. ოთახში რომ შევედი წამიერეად გაიშეშდა გული.. არ შემეძლო ასეთის ნახვა, უსიცოცხლო იყო. _ანდრია დამიბრუნდი.-ჩემ ხმაზე პულსი აუჩქარდა.-ხელზე შევეხე და უფრო აჩქარდა. გველნაკბენივით გამოვწიე ხელი უკან. არ მინდოდა მის გულთან თამაში. _დამშვიდდი თორემ წავალ._უფრო აჩქარდა. _კარგი არსად არ მივდივარ დამშვიდდი.-დაველოდე, ნელ-ნელა ძველ რიტმს დაუბრუნდა. _რამე რომ მოგსვლოდა უკან გამოგყვებოდი, დაუფიქრებლად. დავიღალე მისი პულსის თამაშით და უბრალოდ გავჩუმდი. სავარძელი მივიჩოჩე მასთან და ხელი ჩავჭიდე. მალე დამშვიდდა და მერე მეც ჩამეძინა. ხელის შეხებამ გამომაღვიძა. თვალები გაეხილა და აწყლიანებოდა. წამოვდექი და სევდიან თვალებში ჩავაშტერდი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაკოცე. თითქოს ტკივილს ვაყენებდი, მის კოცნაში ტკივილი იგრძნობოდა. სულიერი ტკივილი. მოვშორდი. _შენი სიცოცხელე საფრთხეში ჩავაგდე..-რათქმაუნდა ყველაზე მეტად ეს აწუხებდა. _შენი უფრო მეტად.-ვუთხარი და ვანიშნე ხმა აღარ ამოეღო.-ამაზე მერე ვისაუბროთ. როცა აქედან გამოხვალ. _არა უნდა გითხრა. მაპატიე. ასეთი შეცდომა არ უნდა დამეშვა. _არაფერი გაქვს საპატიებელი. არაფერი აღარ მითხრა ამაზე და არ გაბედო და აღარ იგრძნო თავი დამნაშავედ.-ვიცოდი რომ ძალიანაც კარგად გაბედავდა და დიდიხანიც დატანჯავდა სინდისი, მაგრამ მე უფრო დიდისთვის ვემზადებოდი. ვიცოდი რომ დიდი ბრძოლა მელოდა წინ. ერთ კვირაში გამოწერეს. თითქმის მთელი დღეები ვიყავი მასთან, მაგრამ დრიფტზე ხმა არ ამოგვიღია. ორ კვირაში უკვე თვითონ მოვიდა ჩემთან, დრო იყო ყველაფერი გაგვერკვია. ის კარგად ხვდებოდა, რომ მაწუხებდა უთქმელი სიტყვები და თვითონ დაიწყო.. _არ ვიცი რას ფიქრობ, ამ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ის უნდა გითხრა რაც არ მათქმევინე. მე არ დავიღლები პატიების თხოვნით და არასოდეს არ გავიმეორებ იგივეს. პატარა ბიჭივით მოვიქეცი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, ძალაში.. რამე რომ მოგსვლოდა..-სიტყვა გაუწყდა და მისი თვალები ტკივილმა აამღვრია. თითქოს მწვანე თვალები უცბად გაშავდაო. _არაფერი მომსვლია, ასე რომ აღარ აქვს მნიშვნელობა რა მოხდა. მთავარია რომ აღარ გავიმეორებთ იმას რაც იყო. _მაყურებლად უნდა დამეტოვებინე, არ უნდა მომეცა უფლება წამოსულიყავი. ამის მერე აღარც მოგცემ უფლებას..-მეგონა თავში ლოდი დამეცა. ცხოვრებაში ასე არაფერზე გავბრაზებულვარ. ხელები მაგრად მოვუჭირე ერთმანეთს რომ მისი ცემის სურვილი შემეკავებინა. _შენ ხუმრობ..-მისი სახე არ შეცვლილა, სულაც არ ხუმრობდა._სულ გაგიჟდი! ფიქრობ რომ კიდევ მოგცემ უფლებას ამ იდიოტურ რბოლებში მიიღო მონაწილეობა? მოვკვდები და ამის უფლებას არ მოგცემ!-უკვე ვყვიროდი, ბოლო ხმაზე ვყვიროდი და ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. მისთვის არასდროს მიყვირია. საერთოდ არავისთვის მიყვირია არასდროს. ეს გვიან გავაანალიზე. _არ მჭირდება ნებართვის აღება.-ხმა გაიმკაცრა. როგორც ჩანს ძალიან გააბრაზა ჩემმა ტონმა, მაგრამ მე უფრო გაბრაზებული ვიყავი. ეს ის თემა იყო, რომელშიც ვერასდროს მომიგებდა. მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე კიდევ ერთხელ ჩაეგდო თავი სასიკვდილო საფრთხეში. _არ გჭირდება არა? კარგი! მაშინ არც მე მჭირდება. და რამდენჯერეც შენ მიიღებ მონაწილეობას შეჯიბრში, იმდენჯერ მივიღებ მეც, ან ჩემით, ან სხვას ჩავუჯდები. არ მაინტერესებს. იმდენჯერ განერვიულებ ისევე, რამდენჯერეც შენ ეცდები ამის ჩემთვის გაკეთებას. _შენც კარგად იცი რომ ამის გაკეთებას ვერ მოახერხებ. _შენ გგონია მხოლოდ ეს გზა არსებობს, რომ თავს რამე დავუშავო? _ანასტასია წყობიდან ნუ გამომიყვან.-ხმას აუწია და ოდნავ შევხტი. _შენ რომ რამე დაგემართოს ჩათვალე რომ მე აღარ ვიარსებებ იმავე წამიდან. _შენ ფიქრობ რომ მე სხვანაირ მდგომარეობაში ვარ? რა შეგიძლია გამიკეთო იმაზე უარესი, ვიდრე ის რომ ნერვიულობით მომკლა რამდენიმე საათი. ნერვიულობით იმაზე, გადარჩები თუ არა ცოცხალი. _შენ გინდა რომ უარი მათქმევინო, რაზე? ხვდები რაზე? ეს ყველაფერია ჩემთვის.-კიდევ ერთი ხანჯალი მოხვდა ჩემ გულს და იქვე ჩავიკეცე. თვალები რომ გავახილე ანდრიას ხელებში მოვექციე და პატარა ბავშვივით მარწევდა. ცრემლები გადმომცვივდა და ავლუღლუღდი: _ძალინ კარგი, რადგან ის ყველაფერია შენთვის და ჩემზე წინ შეგიძლია დააყენო ახლავე შეგიძლია წახვიდე. ხელი გამიშვი, ნუ მეხები.-თავი დავიხსენი და მის მტკივნეულ თვალებს მზერა ავარიდე. თან ვღრიალებდი და თან ისე ვლაპარაკობდი:_მე ვერ ავიტან რომ ვინმე ან რამე გიყვარდეს ჩემზე მეტად, მე ეგოისტი ვარ. მე არაფერს და არავის ვაყენებ შენზე წინ, და არავინ მიყვარს ამქვეყნად ისე ძლიერად როგორც შენ. თუ იგივეს არ მივიღებ, ისე ვერ ვიცხოვრებ. არ მჭირდება ადამიანი რომელსაც დრიფტი ურჩევნია ჩემს თავს.-კიდევ ერთხელ ვკარი ხელი რომ მომეშორებინა, მაგრამ მაგრად ჩამაფრინდა მკლავებში. უცბად ძლიერად მიმახეთქა კედელზე და მტაცებელივით დამაცხრა ტუჩებზე. ამას არ ველოდი, თავი ვერ შევიკავე და მუცელზე შევახტი. მთელი ძალით ვეხვეოდი და სულ დამავიწყდა წეღან რაზე ვეჩხუბებოდი. გონებას მიკარგავდა მისი ტუჩები. ხელებს მის თმაში ვხლავრთავდი და როცა ფიქრის უნარი ოდნავ დამიბრუნდა, გამახსენდა წეღანდელი გულის წვა და უცბად მოვშორდი მის ტუჩებს. თუ არ მეცოდინებოდა რომ მე ვერჩივნე, არ მივცემდი ამის გაკეთების უფლებას. მეც მქონდა თავმოყვარეობა. მიმიხვდა და ამღვრეული თვალები შემომანათა. _ჯანდაბაშიც წასულა ამქვეყნად ყველა და ყველაფერი, შენს თავს არაფერი მირჩევნია. არავინ და არაფერი. მხოლოდ შენ ხარ ის რაც მინდა.-ეს იყო ის რაც მჭირდებოდა. მაგრამ მაინც არ მივეცი კოცნის უფლება. _ჯერ დამპირდი, სიტყვა მომეცი რომ არასდროს აღარ მიიღებ მონაწილეობას. _გპირდები, რომ არფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ კიდევ მოგაყენებს ტკივილს. ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. სანამ ჩემი თავი ცოცხალი გყავს ჩემი იმედი მუდამ უნდა გქონდეს. დაიმახსოვრე ეს. _მეც ამის თქმას ვცდილობდი. მე ამ იმედის გარეშე ვერ ვიცოცხლებ გესმიის? შენ თუ არ იქნები ჩემს გვერდით ვერც მე ვიარსებებ. ამ სიტყვების აზრი კარგად მაქვს გაანაიზებული და ზუსტად ვიცი რომ მართლა ვერ ვიცოცხლებ. შენც დაიმახსოვრე ეს.-მთელი თავშეკავება ჯანდაბაში მოვისროლეთ და გრძნობები გავანთავისუფლეთ. თუმცა მე იმდენად ვენდობოდი მას, რომ მაშინაც კი, როცა ორვე ვკარგავდით საღ აზრს, და გაჩერება რთული იყო, ის მაინც ჩემზე ფიქრობდა და დიდი ძალისხმევის მიუხედავად საკუთარ თავს ძლევდა. ჩვენი სიყვარული ყველაზე ძლიერად მიმაჩნდა მსოფლიოში. დარჩენილი ცხოვრების ყოველ დღე ვნანობდი, რომ მას ერთხელ მაინც დავუყვირე. მეტჯერ ეს შეცდომა აღარ გამიმეორებია. ყოველთვის ვიცოდი რომ ის იყო მაშინ დამნაშავე, მაგრამ ჩვენი ერთმანეთისადმი პატივისცემა საზღვარს სცდებოდა, მე კი მაშინ ამ გრძნობას შეურაცჰყოფა მივაყენე და დავივიწყე პატივისცემა. ცხოვრებაში მხოლოდ ის იყო ადამიანი, რომელსაც გაბრაზებულმა ვუყვირე, ის იყო, რადგან ის მიყვარდა ყველაზე მეტად. და როცა გიყვარს, მის დასაცავად ყველაფრის დაკარგვა შეგიძლია, პატივისცემის კი არა, თვით სიყვარულისაც კი. სიცოცხლე კი ყველაზე პატარაა, რაც შეგიძლია საყვარელი ადამიანისთვის გაწირო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.