ცხოვრებისეული მათემატიკა (2)
მათი განქორწინებიდან თითქმის ნახევარი წელიწადი იყო გასული ეკატერინეს ახალ სამსახურში რომ მოუწია გადასვლა. ბევრად უკეთესი პირობები შესთავაზეს და ესეც მარტივად დათანხმდა. ლუკას არაერთი მცდელობა ჰქონდა შერიგების მაგრამ რამდენჯერაც საკუთარ თავს პატიებისკენ უბიძგა და ლუკასთან სიახლოვის უფლება მისცა იმდენჯერ გულის რევის შეგრძნებით გამოვარდა უკან. რამდენჯერაც ლუკა ხელს შეახებდა სულ ის ახსენდებოდა როგორ ეფერებოდა ეს თითები სხვა ქალს და მთელ მის გულს და გონებას ბრაზი იპყრობდა. დაცვას საშვი დაამზადებინა და ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა რომ გვერდით ახალგაზრდა კაცი ამოუდგა. -თქვენ ალბათ ეკატერინე,არა? ღიმილით კითხა კაცმა და გაღიმებისას ქათქათა კბილბი გამოაჩინა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მე ამ ფირმის პრეზიდენტი- კონსტანტინე ახალკაცი გახლავართ. -ანუ თქვენ იქნებით ჩემი უფროსი? წარბაწეულმა გადახედა ქალმა და გულში ბრაზი მოერია. ეს ბიჭი სულ 27 წლისა თუ იქნებოდა და უკვე ამხელა საინვესტიციო კომპანიას ფლობდა,აი რას ნიშნავს როცა ფულიანი მამიკო გყავს. -დიახ,ასე გამოდის. თქვენ კი ჩემი ახალი მოადგილე ხართ. თქვენ დოსიეში ამოვიკითხე რომ ლუკა მაჩაბელზე იყავით დაქორწინებული. განქორწინების მრე გვარი რატომ არ შეიცვალეთ? -ეს კითხვა არანაირ კავშირში არ არის საქმიან ნაწილთან და თქვენი მხრიდან ცოტა თავხედურად ჟღერს. კბილებში გამოსცრა ქალმა და ნერვიულად დაისვა კისერზე ხელი. -მაპატიეთ,უბრალოდ ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ. -უკვე შევამჩნიე. ბრაზით თქვა ქალმა და ლიფტიდან სწრაფად გამოვიდა. ის დღე თითქმის მთლიანად თანამშრომლების გაცნობას და სხვა ფორმალურ პროცედურებს დაუთმო. სახლში ტრადიციულად ნუცა დახვდა. რაც ლუკასგან წამოვიდა და ახალი სახლი იყიდა ვერაფრით შეეგუა მარტოოობას და საშველად მეგობარი მოიხმო რომელიც სულ მარტო ქირით ცხოვრობდა და მასწავლების ხელფასით დიდი ვერაფერ შემოსავალს იღებდა. -იცი,მე ქათამი შეგიწვი! ბედნიერმა გაუღო ეკას კარი და ლოყაზე აკოცა. ეკას მხოლოდ გაეცინა და ონკანი მოუშვა ხელების გადასაბანად. -დღეს ლუკა ვნახე.., დაიწყო ქალმა შეპარვით და მის წინ ჩამოჯდა. ეკამ ჭამა შეწყვიტა და უემოციო სახით მიაჩერდა მეგობარს. -რაო? -ვინმე ხომ არ ყავსო,მე ვუთხარი რომ უკვე 6 თვეა ეგ მაგის საქმე აღარ იყო. -ყოჩაღი გოგო ხარ. გაეცინა ქალს და ჭამა განაგრძო. -ეკო,არ შეურიგდები? -არა... დილით სამსახურში შინა განაწესს თავიდან ადგენდა. ბევრი რამე დაუზუსტებელი და ბუნდოვანი იყო. კორიდორიდან რაღაც ხმა ისმოდა,თავიდან ყურადღბა არ მიაქცია ეგონა ეჩვენებოდა მაგრამ ემრე ხმა რომ გაძლიერდა სწრაფად გავიდა და შთამბჭედავ სანახაობას შეესწრო- ორი მამაკაცი დაბლა იატაკზე ერთმანეთს ცემდა,დანარჩენი 30 კი ინტერესით დაჩერებოდა ზემოდან. სწრაფად წავიდა შეკრებილი ბრბოსკენ და რა ხდება-ო იმხელა იყვირა ჩხუბი კი არა სუნთქვაც კი შეწყვიტეს წამით. -წარმოდგენა დასრულებულია,სასწრაფოდ თქვენს ადგილებს დაუბრუნდით.თქვენ ორი კი სასწრაფოდ ჩემთან. გაავებული მიუბრუნდა თანამშრომლებს და თავის კაბინეტისკენ გაემართა. -ლანა ამ ორის დოსიე სასწრაფოდ. მიაძახა კარში ატუზულ მდივანს და ოთახში გაუჩინარდა. იმ დღეს ორივე მამაკაცი სამსახურიდან გაუშვა. კონსტანტინე საღამომდე არ გამოჩენილა,ბრაზი ახრჩობდა ქალს რომ ეს უტვინო პატარა,ცხვირმოუხოცავი ღლაპი ვერც კი აცნობიერებდა რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდა აკიდებული. -გოჩა და გიორგი ჩემს გარეშე როგორ გაუშვი? კარი შემოგლიჯა ვიღაცამ და ოთახში ყვირილით შემოვარდა კონსტანტინე. -ხმას დაუწიე და ისე მელაპარაკე! არც ეკამ დააკლო ყვირილი და ფეხზე წამოდგა. დილით აქ ცირკი მომიწყვეს ერთმანეთს დაერივნენ კორიდორში და სხვათაშორის მე მომიხდა მათი გაშველება,იმიტომ რომ შენ რაღაც სასწაულით აქ არ ბრძანდებოდი! და ასევე რაღაც სასწაულით დილით გაკეთებული საქმე საღამომდე ვერ გაიგე! შენი არ ვიცი მაგრამ მე არ დავუშვებ აქ ასეთი ბარდაგი იყოს!. ჰო და გათავისუფლბას რაც შეეხება ამის სრული უფლება მაქვს შეგიძლია კონტრაქტში ჩაიხედო. ახლა კი თუ შეიძ;ება დატოვე ჩემი კაბინეტი უშენოდაც ბევრი საქმე მაქვს. ჩაისისინა ქალმა და საბუთებს მიუბრუნდა. -შენ რა,მაგდებ? გაოცებულს აღმოხდა კონსტანტინეს -როგორც გინდა ისე გაიგე. ისე უპასუხა თავი არც აუწევა ქალს. რამდენიმე დღეში ყველაფერს მოერგო,ერთ თვეში კი უკვე გადაკეთებული შინაგანაწესი 6 გათავისუფლებული თანამშრომელი და შემოსავლის 10% ზრდა ირიცხებოდა მის ანგარიშზე. კონსტანტინეზე მეტად ყველას ქალის ეშინოდა,თანაც კაცი მაინდამაინც თავს არ იკლავდა სამსახურში სიარულით. თუ რაიმე კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო ამასაც მისი მდივანი წერდა. მოკლედ,ეკას თქმით კონსტანტინე ერთი გაზულუქებული მამიკოს ბიჭი იყო რომელიც ჯერაც ვერ აცნობიერებდა თავის როლს. კაფეტერიაში ყავას სვამდა როცა რამდენიმე მაგიდის მოშორებით მისი თანამშრომლების ჩურჩულს მოკრა ყური. „დილიდან ჩაკეტილები არიან,ასე რა მოენატრათ ერთმანეთი მაგ მამაცხონებულებს“ ბურდღუნებდა გიორგი „ისე,ვისთან აღარ მინახავს კოტე მაგრამ ბოლოს მაინც ამ ქალს უბრუნდება“ ჩაიჩურჩულა მაკამ და გიორგის ყავა დაისაკუთრა. -„შეუცვლელი ქალია ნატალი გელენავა“ ცალყბად ჩაიცინა გიორგიმ და თავი მიატრიალა. ეკატერინეს ჩაეღიმა და სწრაფად დატოვა კაფფეტერია,სამუშაო საათებში ყველა შეხვედრა რომელიც საქმეს არ ეხებოდა აკრძალული იყო ამიტომ ჯიქურად გაემართა უფროსის კაბინეტისკენ და ერთხელ დაკაკუნებით სწრაფად შეაღო კარი. ნატალი სამუშაო მაგიდაზე უდარდელად იჯდა და კონსტანტინეს რაღაცას კეკლუცად ეუბნებოდა. „რატო არ იქნება შეუცვლელიი,რა ლამაზია“ აღფრთოვანებულმა გაიფიქრა ეკამ და კაცის თვალების დანახვაზე სახეზე უცოდველი ღიმილი აიკრო. -ეკა,შენ აქ რა გინდა? დაიზმუვლა კაცმა და ნატალი სწრაფად ჩამოაგდო მაგიდიდან. -გავიგე საქმიანი შეხვედრა გქონიათ და დასახმარებლად მოვედი. -როგორც ხედავ საქმიანი არა პირადი შეხვედრაა და შენ ვერ დამეხმარები. -შინაგანაწესის თანახმად,რომელზეც თავად მომიწერეთ ხელი სხვათაშორის, გეკრძალებათ სამუშაო საათებში პირადი შეხვედრები. -კოსტა,ეს ქალი ვინაა? წარბაწეულმა იკითხა ნატალიმ და კაცს მიეკრა. -უჰ აღარ გაგეცანით. მე ეკატერინე მაჩაბელი ვარ, კონსტანტინეს მოადგილე. თქვენ კი ალბათ ნატალი გელენავა არა? ცალყბად ჩაიცინა და კოტეს გადახედა რომელიც თვალებით ეკითხებოდა „შენ საიდან იცი“-ო. -ნატა ახლა წადი და საღამოს დაგირეკავ კარგი? სწრაფად მიაყარა კაცმა და მანამდე გასვა გარეთ სანამ პასუხის გაცემას მოასწრებდა. -ვერ გავიგე რა ამბები ჩაატარე? გაოცებული შემობრუნდა კაცი -ვერც ვერასდროს გაიგებ კონსტანტინე. უბრალოდ შინაგანაწესს შენ პირველ რიგში არ უნდა არღვევდე,თორემ ხელქვეითები აგიჯანყდებიან. -შენ საიდან იცოდი ნატალის ამბავი? -კაფეტერიაში ლაპარაკობდნენ. ნატალი გელენავა კონსტანტინესთვის შეუცვლელი ქალიაო,ისე არც მიკვირს. ძალიან ლამაზია. -მართლა ასე ამბობენ? -ჰო. რამდენი ქალიც არ უნდა ყავდეს ბოლოს მაინც მასთან ბრუნდებაო. გაეღიმა ეკას. -ჭორიკნები. ბრაზით ჩაილაპარაკა კაცმა. -გიყვარს? -დამცინი? გაეცინა კოსტას -არა რატომ. მხრები აიჩეჩა ქალმა. -მასეთი უტვინოები არ მიყვარდება,თანაც არც ეგეთი ლამაზია როგორც შენ ამბობ. -მე მაგალითად კარგა ხანია მასეთი ლამაზი ქალი არ მინახავს. -სამაგიეროდ მე მინახავს. ქალს პირდაპირ თვალებში შეხედა და ოდნავ გაეღიმა. ეკა წამში მიხვდა მის მზერას და გაეცინა. -დაიმახსოვრე,ორი მთავარი წესი მაქვს კაცებთან ურთიერთობისას-ჩემს უფროსებთან და ჩემზე უმცროსებთან არ ვწვები,გასაგებია? შენ კი აშკარად ორივეს არღვევ,ასე რომ არც კი იფიქრო ამაზე. ღიმილით დაასრულა ქალმა და კაბინეტი სწრაფი ნაბიჯით დატოვა. ------------------ მოგესალმებით! ვიცი რომ ძალიან დიდხანს მომიწია შუალედი მაგრამ მთლად ჩემი ბრალი არ ყოფილა. მესამე თავს თორმეტის მერე დავდებ. ვინც კითხულობთ დიდი მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.