შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამსხვრევებს მიღმა(3)


19-07-2015, 16:30
ავტორი ^paradise^
ნანახია 2 075

- არ შეგეშინდეს ჩემი,მე ბენი მქვია,ჯარში უკვე მესამე წელია ვმსახურობ,ხომ არ გცივა? მანდ ჯარის კაცის ფორმაა,შედარებით თბილია ვიდრე ეგ კაბა,-გზას თვალი მოაშორა და გოგონას იქვე დაგდებული ტანსაცმელი მიაწოდა,-გამოიცვალე,-თბილად გაუღიმა ევას და „მაქანის“ მართვა განაგრძო.

- გიხდება ჯარის კაცის ფორმა,-ბენმა გოგონას გაუღიმა და ტანკი ბანაკთან გაჩერდა,მზის სხივებმა ქალაქის ღირშესანიშნაობები გაანათეს,გოგონამ ნათლად დაინახა მტვრის ბურუსში გახვეული შენობები.. აოხრებული გზები და ყველგან სისხლის ღვრა..

- სად ვართ?,-გაოგნებული უყურებდა ქალაქს.. ბენმა გოგონას შეკითხვა ვერ გაიგონა და ბანაკის კარებიც შეაღო..

- ბენჟამიიინ,-დაჭრილ ჯარისკაცებს მოავლო თვალი,გოგონამ ნაცნობი სახელი გაიგონა და გაოგებული იყურებოდა..

- აქ ვარ ბეენ,-ამდენ დაჭრილში ხელი აწია ბენჟამინმა და ისინიც მისკენ წავიდნენ.

- უკეთ ხარ?,-დაჭრილ მხარს შეავლო თვალი,ევა გაკვირვებული უყურებდა ნაცნობ მამაკაცსს,ბენჟამინს ლამაზი სახის ნაკუთები ჰქონდა,ლამაზი ცხვირი და ცისფერი თვალები.. დაჭრილმა უცნობი გოგონა შენიშნა და ევას გაუღიმა..

- ეს ევაა,გაიცანი,ახლა უკვე ორი ევა გვეყოლება,-ბენმა იხუმრა და ბანაკს თვალი მოავლო..,-ევა სად არის?

- ახალი დაჭრილი მოიყვანეს,უვლის.მოვა მალე,-ბენს უთხრა და გაიღიმა. ევას გაახსენდა ის ხის პატარა მაღაზია,ცხელი ჩაი და მოხუცის მოყოლილი ამბავი,ნუთუ ის წარსულშია?! მხოლოდ ახლა მიხვდა,თუ რა ხდებოდა.. კაცის ყვირილის ხმამ ის ისევ ‘რეალობაში“ დააბრუნა,უცებ გაიხედა ბანაკის შემოსასვლელისკენ და დაინახა სისხლისგან დაცლილი ბიჭი,რომელსაც ტკივილისგან გონება ეთიშებოდა.. ასეთ დროს ევამ იცოდა,თუ რა ემოქმედა,ამიტომ ადგილს მოწყდა და ხალხი გაარღვია..

- მიმიშვით,-ხელებით ხალხს განზე წევდა და ბიჭთან მიირბინა,-დროზე მომეცით დანა,სპირტი და შესახვევი,-ხალხი მას გაოგნებული უყურებდა,თუმცა არაფერი უთქვამთ.. ბიჭი ოთახში შეიყვანეს და გრძელ ლოგინზე დასვეს..

- ტყვია უნდა ამოვიღო,-გვერდით ექთნები დაუდგნენ და თვალს არ აშორებდნენ გოგონას მოქნილ თითებს..

- ხომ არ გტკივათ?,-ბიჭი სისხლისგან იყო დაცლილი,ამიტომ ლამაზი გამობურცული ტუჩები გაულურჯდა,წითლად შეიღება ჯარისკაცის ფორმა,მწვანე თვალებს გაოგნებული და ტკივილისგან გადაღლილი აბრიალებდა,როდესაც გონს მოვიდა და ევას სახე დალანდა,ტკივილი დაავიწყდა და გოგონას ლამაზ ტუჩებს,თვალებს და სახის მოყვანილობას უყურებდა..

- გტკივაათ?,-ევამ თავი აწია და მამაკაცის თბილი მზერა შენიშნა.. ტანზე ეკალმა დააყარა,თვითონაც ვერ მიხვდა ეს რატომ მოუვიდა? ტყვია უცებ ამოიღო,მამაკაცმა ხელი ევას მუხლს დაადო და მაგრად მოუჭირა,გოგონამ იგრძნო რომ ეს პროცედურა ძალიან ეტკინა..

- კიდევ ცოტახანი უნდა მოითმინო,ყველაფერი კარგად იქნება,-ევას ხმა დათბა,ნერვიულობისგან ლოყები აუხურდა,განა ამ ბიჭს ექთნები ვერ მიხედავდნენ? თუმცა არა,ევას რატომღაც თვითონ მოუნდა ამის გაკეთება.ეს უფრო ინსტინქტურად გამოუვიდა,ვიდრე გამიზნულად.. ჭრილობას ნაკერი დაადო და შეუხვია.. დარცხვენილმა და აფორიაქებულმა გახედა მამაკაცსს..

- როგორ გრძნობთ თავს?,-გოგონა წამოდგა სისხლიანი ბამბები გადააგდო და ხელებიც დაიბანა..უცნობი ხმას არ იღებდა,თვალები დახუჭული ჰქონდა და ღრმად სუნთქავდა.

- მე მივხედავ,შეიგიძლიათ წახვიდეთ,-უკან გაოგნებულ ექთნებს გახედა და ოთახის დატოვება სთხოვა.. ისინიც დაუყონებლივ გავიდნენ ოთახიდან.. ევამ ცივი ხელი მამაკაცსს შუბლზე დაადო და სიცხის გასაზომად ჯარისკაცის პერანგი შეხსნა.

- მადლობ,-მამაკაცის ტუჩები ერთმანეთს დაშორდა,თვალები გაახილა და გადაღლილმა შეხედა ევას.. გოგონა დაიბნა,ნაჭერი დაასველა და შუბლზე დაადო..

- თქვენ მე გადამარჩინეთ,-ოთახში სასიამოვნოდ გაისმა ბოხი ბარიტონი..

- დასვენება გჭირდებათ,-ევა წამოდგა,ოთახის კარებს დაეჯაჯგურა,თუმცა ისევ ნაცნობმა და სასიამოვნო ბარიტონმა შეაჩერა.

- გთხოვთ,არ მიმატოვოთ,თავს ისევ ცუდად ვგრძნობ,იქნებ აქ დარჩეთ,-მამაკაცმა თავი ევასკენ გაატრიალა. გოგონას ისევ დაუარა ჟრუანტელმა,ხელები მხრებზე მიიდო და დაბნეული ლოგინთან ჩამოჯდა..

- რა გქვია?,-ჯარისკაცის ხელი გოგონას ხელს შეეხო.. გოგონა სახეზე წამოწითლდა და თვალები დაბლა დახარა..

- ევა,-თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა სახელი და მამაკაცსს გახედა,-შენ?

- მე ანდრეა,სასიამოვნოა შენი გაცნობა,-თვალებში შეხედა გოგონას და თბილად გაუღიმა.. მერე კი ძალაგამოცლილს ჩაეძინა.. ღრმად სუნთქავდა უცნობი,ევამ ხელის მამაკაცის ლოყასთან შეაჩერა,გრძელი თლილი თითები,თითქმის შეუმჩნევლად ჩამოუსვა მამაკაცსს ლოყაზე,დიდი თითი ტუჩებზე ჩამოცოცდა.. დაბნეული წამოდგა და ოთახიდან შეუმჩნევლად გავიდა.. ბანაკში უკვე ყველას ეძინა,მხოლოდ ერთ ლოგინთან ენთო შუქი,ევამ შეამჩნია ნაცნობი მამაკაცი და მასთან წავიდა..

- როგორ გრძნობს თავს?,-ბენჟამინმა ანდრეა მოიკითხა და ლოგინზე წამოჯდა..

- უკეთ,ბენჟამინ,რაღაც უნდა გითხრათ,იმედია გიჟად არ ჩამთვლით,-გოგონა სახეზე წამოწითლდა და ბენჟამინის ლოგინთან ჩამოჯდა.. ამ დროს კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმამ ევას ყურადღება მიიწვია. მათთან მოდიოდა ლამაზი გოგონა,გამხდარი,მაღალი,მუქთმიანი..
- ბენჟამინ,როგორ გრძნობ თავს?,-ნაზი ტემბრი ბენჟამინს ესიამოვნა.. გოგონა გაოგნებული უყურებდა მის წინ ლამაზ ქალბატონს და მოხუცის ისტორია ახსენდებოდა.. მართლაც,რომ ლამაზი ხმა ჰქონდა,ლამაზი სხეული და თვალისმომჭრელი ღიმილი.

- ევა,შენი სეხნია უნდა გაგაცნო,-მამაკაცმა გოგონა წარუდგინა და თავის რჩეულს თბილად გაუღიმა..

- სასიამოვნოა შენი გაცნობა,საყვარელო,-ევამ გოგონა გადაკოცნა და მზერა ბენჟამინს მიანათაა.

- ჩემთვისაც,კარგით წავალ დავწვები,უკვე გვიანია,-წყვილს დაემშვიდობა და თვალი მოავლო არე-მარეს..თავისუფალი ადგილი ვერ ნახა,ამიტომ ისევ ანრეას ოთახის კარები გააღო და ფეხისწვერებით შევიდა.

- რატომ წახვედი?,-ბარიტონმა უცებ შეაშინა,თვალებიდაჭყიტა და მამაკაცსს გახედა.

- მეგონა გეძინა,-თბილად გაუღიმა და იქვე სავარძელში ჩაესვენა.. გოგონამ თვალები დახუჭა და ყველაფერზე ერთდროულად დაიწყო ფიქრი.

- მომიყევი შენზე რამე,-ჯარისკაცმა გოგონას გაუღიმა და ლოგინზე წამოჯდომა სცადა.

- არა,არა,არ დაჯდე,წამოწექი,შეიძლება ჭრილობა გაგეხსნას,-ევა ლოგინთან მივიდა,მამაკაცსს მხარში დაეჯაჯგურა და ფრთხილად დააწვინა,ზემოდან თბილი გადასაფარებელი დააფარა.წამლების ყუთი შეხსნა და თვალი შეავლო წამლების შეფუთვას.. ესეც მხოლოდ მუზეუმში ჰქონდა ნანახი.. ასეთი ძველებური შეფუთვა და თავისი მარკა.. მამაკაცს ტკივილგამაყუჩებელი დაალევინა და სიცხე გაუზომა.. მის ლოგინზე იჯდა,როდესაც ძილმა სძლია და ანდრეას გულზე დადო თავი.. ესმოდა ბუნდოვნად მამაკაცის ღმა სუნთქვა და გულის ფეთქვა.. მერე კი ისიც შეწყდა..

- იყოს,ხელს გაიჭრი,აქანდაზს მოვიტან,-თვალები გაახილა და დაინახა ნამსხვრევებად ქცეული შუშა.. დაბნეული უყურებდა ნაცნობ მაღაზიას,ნაცნობი მოხუცის სულიეტს. გონება არეული ჰქონდა,თავში იმდენი ფიქრი უტრიალებდა,ვერაფერს ვერ მიხვდა.. როგორ მოხვდა წარსულში? ან წარსულიდან ისევ ამ მომენატზე როგორ გაჩერდა..

- ბენჟამინ?,-სარკეს მოშორდა და სამზარეულოში ჩქარი ნაბიჯებით შევარდა.

- ხო შვილო?,-მოხუცმა მის გაფართოვებულ თვალებს შეხედა.ევამ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა მისთვის.. სარკესთან მივიდა და დიდიხანი დაუწყო ყურება.

- ეს სარკე ,მახსოვს ომის პერიოდში ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მომცა,ვიღაც გოგოსთვის უნდა ჩამომეტანა,თუმცა ვერ მოვახერხე იმ გოგოს პოვნა.. არაუშავს,უკვე ძველი იყო ეს სარკე,გადავაგდებ ალბათ,-მოხუცმა ხელი კეფასთან მიიდო.

- შეიძლება,რომ მე წავიღო?,-ჯერ კიდევ გაოგნებული იდგა და უყურებდა თავის ანარეკლს.. ბენჟამინმა დიდხანს იფიქრა,თუმცა ბოლოს მაინც აჩუქა გოოგნას სარკე.. შეთანხმდნენ,რომ ხვალ ევა მანქანით გამოივლიდა და წაიღებდა სარკეს..

- წვიმამაც გადაიღო,-მტვრიანი ფარდა გაწია და ნაწვიმარ გზას გახედა..

- ევა,იმედია არ დაგავიწყდება შენი მოხუცი მეგობარი,-ბენჟამინმა გოგონას თბილად გაუღიმა და დაემშვიდობა.. ევა ჩქარა წავიდა ჯეინთან.. საათს დახედა უკვე გვიანი იყო,ამიტომ დაქალს დაურეკა,რომ კარები გაეღო.

- სად ხარ ამდენ ხანს? მოვკვდი ნერვიულობით,გირეკავ არ იღებ!! , დოინჯი შემოირტყა გოოგნამ და ევას წარბშეკრულმა შეხედა.

- მოგიყვები ყველაფერს,ბევრი მაქვს მოსაყოლი,წამოდი მალე,-ხელი მოკიდა ჯეინს და მალევე აიყვანა ოთახში..
პ.ს აუ რაღაც არ აქტიურობთ :( თუ რამე არ მოგწონთ დატოვეთ კომენტარი :( გული მწყდება რომ არ მიწერთ რას ვჯღაპნი აქ
ნამსხვრევებს მიღმა(3)
ნამსხვრევებს მიღმა(3)
ნამსხვრევებს მიღმა(3)

პ.ს ესეიგი ამანდას არ ვიმჩნევთ,უბრალოდ ჩემი ევა ასეთ სტილშია და სხვანაირი ვერ ვიპოვე <3 მეორე სურათზე კი ანდრეაა <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მოკლედ მე მომწონს ძაან და კიდევ უფრო მომეწონება მალ-მალე თუ დადებ...

 


№2  offline მოდერი ^paradise^

უცნობი ქ
მოკლედ მე მომწონს ძაან და კიდევ უფრო მომეწონება მალ-მალე თუ დადებ...

Gavitvaliswineeb aucileblad <3 madloba sayvarelo

 


№3  offline მოდერი ანკა

ღმერთო ეს რაიყო wink გავოგნდი ჩემო უნიჭიერესოოო!!! wink
რას ქვია ჯღაბნი wink მეორედ ეგ აღარ თქვა!!!
მე ძალიან მომწონს ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე love
რაღაც სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია და აბა შენ იცი, ახალი თავიც მალე დაგვიდე <3 <3 <3
ძალიან მიყვარხაარ!!! love

 


№4  offline მოდერი ^paradise^

ანკა
ღმერთო ეს რაიყო wink გავოგნდი ჩემო უნიჭიერესოოო!!! wink
რას ქვია ჯღაბნი wink მეორედ ეგ აღარ თქვა!!!
მე ძალიან მომწონს ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზე love
რაღაც სრულიად განსხვავებული და გამორჩეულია და აბა შენ იცი, ახალი თავიც მალე დაგვიდე <3 <3 <3
ძალიან მიყვარხაარ!!! love

Seriozulad mogwont??? Tvalebs ver vujereb <3 madlobaa sayvareloooo miyvarxar :*

 


№5  offline მოდერი ჯია

მომწონს????? არა.... ვგიჟდებიიიიიიიიიიიიი!!! უმაგრესია, არა კიდევ უფრო მაგარი!!! და საერთოდ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ რაა!!! შენ ხარ უნიჭიერესი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline მოდერი ^paradise^

ჯია
მომწონს????? არა.... ვგიჟდებიიიიიიიიიიიიი!!! უმაგრესია, არა კიდევ უფრო მაგარი!!! და საერთოდ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ რაა!!! შენ ხარ უნიჭიერესი ❤️❤️❤️❤️❤️❤️

ვაიმეეე ჯიააა winked ეხლა წავიკითხეეე დააა აი არ ვიციიიი ძალიან ბედნიერი ვარ love მადლობააა საყვარელოოოოოო დიდიიიიიდიდიდიიდი wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent