შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... ( პირველი თავი )


19-07-2015, 19:53
ავტორი ნენე
ნანახია 2 504

გათოშილი,მთლიანად აკანკალებული გადაყუდებოდა ხიდს,დალურჯებული ტუჩები უთრთოდა და დასისხლიანებული ხელებით მოაჯირს ეყრდნობოდა. ტკიოდა სული,ყველანაირ ფიზიკურზე უფრო,სული ტკიოდა და დასასრულს ელოდებოდა. დასახიჩრებულ სხეულს,ცივი ნიავი დაუბერავდა ხოლმე და მაშინ ტკივილის კვნესა აღმოხდებოდა გოგონას ბაგეებს.
ტირილი აღარ შეეძლო,ბოლო წლების განმავლობაში,იმაზე უფრო მეტი ცრემლი დაღვარა,ვიდრე მთელ ქალაქს,მთელი საუკუნის განმავლობაში.
იბრძოდა,და სწორედ ეს ბრძოლა აძლევდა,იმედს.
იმედს,რომ გამოიდარებს...
იმედს,რომ მისი სული,სული რომელშიც ჩააფურთხებს,შვებას იპოვის.
იმედს,რომ ყველას თავისი მიეზღვება,რომ ღმერთი ხედავს,ზის მაღლა ცაში და ოდესმე ყველას სამაგიერო გადაეხდება.
მაგრამ,დროთა განმავლობაში,მიხვდა რომ ღმერთი არც არსებობს.
ათეისტობა დაჩემდა,აღარ ჯეროდა უფლის. რწმენა დაკარგა.
ხიდის ქვემოთ,წყალში,საკუთარ ანარეკლს ხედავდა.
გაგიკვირდებათ,ასეთი სიმაღლიდან,როგორ დაინახაო,მაგრამ ფაქტი-ფაქტია...
ნელ-ნელა აბობღდა ხიდზე,მოაჯირზე ფეხები დადგა და ხელები გაშალა.
ზურგით გადაეშვა,მაგრამ სანამ ფეხები მოაჯირს აცდებოდა,უეცრად დავარდა ძირს...
ნახევრად გახელილი თვალებიდან,მხოლოდ ორი,ამღვრეული სილუეტი ახსოვს,მერე გონება დაკარგა.
^^^
დილას,ტკივილმა აიძულა,თვალები გაეხილა.
მთელი სხეული,კატასტროფულად ეწვოდა...
ერთი ამოიკვნესა,გარემოს თვალი მოავლო და ოდნავ წამოჯდა.
ოთახს ეტყობოდა,მდიდრული იყო...
მოვარდისფრო შპალერი აეკრათ,და ღია ცისფერი ფარდები ამშვენებდა ფანჯარას.
დიდი კარადა იდგა,და იქვე სკამზე,თეთრი პერანგი იყო გადაკიდული.
მყუდროებას,საათის წიკწიკი არღვევდა.
"სად ვარ,აქ რა მინდა,მოვკვდი და სამოთხეში ვარ..?"-ფიქრობდა და ტკივილისგან,ხმადაბლა კვნესოდა.
ხელები ტკიოდა,რადგან მკლავი მთელს სიგრძეზე გადასერილი ქონდა. როცა დაიხედა,თეთრი სახვევი შეამჩნია,ალბათ,ანგელოზებმა შეუხვიეს.
ღმერთო,რაზე ფიქრობს,რა ანგელოზები,რა სამოთხე,სულ გააფრინა...
უცებ,კარი გაიღო და ოთახში მაღალი,ქერა ქალი შემოვიდა.
გაწონასწორებული,სწორი ნაბიჯებით შემოუარა საწოლს და სკამზე ჩამოჯდა.
-საყვარელო,კარგად ხარ?-კითხა მან.
გოგონამ უარის ნიშნად,მხოლოდ თავი გააქნია და თვალები მილულა.
-რა გტკივა ძვირფასო?-ხელზე ფრთხილად შეეხო და თბილად გაუღიმა.
გოგონა დუმდა,და ამ დუმილში ატევდა მთელ თავის ტკივილს.
-ამოიღე ხმა,ნუ შემარყიე-წარბები შეკრა ქერამ.
-ხელი მტკივა,და სული-ცივი ხმით მიუგო და ლოგინზე წამოჯდა.
-აჰ... ჩემო კარგო,დღეს ექიმი მოვა,და შენს ჭრილობას მიხედავს-ღიმილი არ შორდებოდა ქალის ბაგეებს.
დაიბნა გოგონა,რატომ ეხმარებოდა უცხო ადამიანი?
ასე თბილად რატომ ესაუბრებოდა?
ის ხომ,არავისთვის არაფერს წარმოადგენდა,რაში ჭირდებოდათ მისი შველა,და მისი ტკივილის შემსუბუქება?
სანაცვლოდ რას მოითხოვდა მისგან კეთილი გარეგნობის ქალბატონი?
-მე მაკუნა მქვია ძვირფასო,შენი სახელი??-ხელზე ხელი ჩამოუსვა და გამოაფხიზლა ფიქრებში წასული გოგონა.
თავი გააქნია,ამდენი კითხვისგან რომ დაიღალა და მზერა მაკუნას გაუსწორა.
-მე... ვერა მქვია-კითხვაზე პასუხი მიუბრუნა,და ამოისუნთქა.
-ოჰ,ჩემო ვერა...-ამოიხვნეშა ქალმა.
-რა გინდათ ჩემგან?-პირდაპირ კითხა ქალს და თავის ფიქრებს,თავი დაანება.
-აჰ-გაეცინა მაკუნას-ვერა,ექიმი მოვა,გაგსინჯავს,საშინლად გამოიყურები...
-ნუ უხვევთ თემას,რა გინდათ.
ცხოვრებისგან უკვე იმდენი ისწავლა,რომ იცის,ტყუილად არავინ არ უკეთებს სიკეთეს. განა რა საჭიროა,არასდროს ფასდება შენი სიკეთე,უსასრულობაში იკარგება,და ყველა ივიწყებს.
ამის გამო,ვერავის გაამტყუნებ,არც გაქვს უფლება,რადგან არავინ გთხოვდა,მოწყალებას... შენ კი,მაინც ხელი გაუწოდე.
-ძვირფასო...რა სიტუაციაშიც მაშინ გნახეთ,ნამდვილად არ იყო სასიამოვნო დასანახი. მე და ჩემი ძმა მოვდიოდით,როცა დაგინახე,ხიდზე გადაყუდებული ს როგორ ცდილობდი... ისეთ დასახიჩრებულ მდგომარეობაშიც კი,კარგად გამოვკვეთე შენი უზადო სახის ნაკვთები,და კარგი ფორმები... და გადაგარჩინეთ,სახლში მოგიყვანე,დაგბანე,ტანსაცმელი გამოგიცვალე და ჩემი ძმის ოთახი დაგითმე.
მხოლოდ ახლაღა დაიხედა ტანზე,საცვლების ამარა რომ დარჩენილიყო.
არ შერცხვა,ან რისი უნდა შერცხვენოდა,მას არავისთვის არაფერი უთხოვნია.
-მე სამოდელო სააგენტო მაქვს... წელს,წამყვანი მოდელი,ავარიაში დაიღუპა,თანაც უკვე ოცდახუთწელს იყო გადაცილებული... და... ხომ მიმიხვდი ძვირფასო?-შეპარვით შეხედა მაკუნამ.
-აი თურმე რა... სანაცვლოდ?-წარბი აუწია,და თვითონაც გაუღიმა. ასეთი გოგოა,უკვე აღარ აპირებს,უანგაროდ გააკეთოს ის,რაც სხვებს უნდათ.
გააკეთა და,რა მიიღო? დამცირება,გადათელვა,იმედგაცრუება.
ცხოვრება ათასგვარ სიურპრიზს გიმზადებს.
და ვერა,მზად არის ამ სიურპრიზებისთვის,არ უშინდება მოულოდნელობებს.
-როგორ თუ რას?-გაიოცა ქალმა-ჯერ პირველი,მოდელი გახდები. მწვერვალზე ახვალ. ყველა გაგიცნობს,ყველას ეცოდინება შენი სახელი. მეორე,ფული. ფული საყვარელო,ფული დიდი რაოდენობით. თუ დეფილეებს შენ გახსნი,და შენ დახურავ,ათას დოლარზე ახვალ თვეში,პლიუს ამას,დარწმუნებული ვარ,სხვადასხვა შოუში და ქვეყანაში გექნება მიწვევა,და იქ,უფრო მეტს გადაგიხდიან.. მოკლედ,ვარსკვლავი გახდები.-ჩამოუყალიბა,და მხრები აიჩეჩა.
მწვერვალზე ახვალო,ისე ეუბნება ვერას,თითქოს ის არ ყოფილიყოს მწვერვალზე...
თუმცა,მას ხომ არ იცნობენ.
მათ არ იციან,ვინ არის ვერა ბურდული,და რომ გაიგონ...
არა,მისი წარსულის შესახებ,არავინ არაფერი უნდა გაიგოს!
-ერთი პირობით-უეცრად,საოცარმა იდეამ დაარტყა თავში-გვარს შემიცვლით.
მოულოდნელი იყო ქალისთვის გოგონას თხოვნა,ცოტა შეცბა,მაგრამ მერე სახე გაუნათდა.
-გვარის შეცვლისთვის,ყველაფერზე ხარ თანახმა?-ყოყმანით ჩააჩერდა თვალებში
-ყველაფერზე-დაუფიქრებლად დაეთანხმა და თავი დაუქნია
-მაშ... შენზე უკეთეს რძალს,ვერც ვინატრებდი-თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა.
-მოიცა,რა რძალი-დაიბნა გოგონა
-ჩემი ძმის ცოლი. სხვაგვარად,გვარს ვერ შეგიცვლი. ნუ,ყალბი პირადობა,არამგონია შენს ინტერესებში შედიოდეს. ჩემს ძმას,მე შევუთანხმდები,მე დაველაპარაკები,ახლა მარტო დაგტოვებ,იფიქრე.
საღამოს ექიმი შემოგივლის,დილის გეგმებს კი მოგვიანებით გაგაცნობ-და კარი ისე გაიხურა,ვერამ თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო.
ღმერთო,ამდენი საფიქრალი,ერთ დღეზე,უკვე ზედმეტია!
სხვისი ცოლის სტატუსის მორგება,ცოტა გაუჭირდება.
როგორ გაყვეს,ვიღაცას ასე,უბრალოდ,როცა არ იცნობს...
უსიყვარულოდ?
ოჰ,ეს სულ არ ანაღვლებს.
ბოლო მოვლენებმა,დაარწმუნა რომ სიყვარული,არც არსებობს.
და საერთოდ რა საჭიროა?
რატომ უნდა გიყვარდეს ვიღაც,რომ მერე იმედები გაგიცრუვდეს?
კაი კაცო!
მაგრამ...
ერთი მაგრამ არსებობს...
ხომ შეიძლება,ყველაფერი თავის სასიკეთოდ მოგვარდეს?
შური ხომ უნდა იძიოს?
და ასეც იქნება!
გაყვება იმ ვიღაცას ცოლად,გახდება წარმატებული მანდილოსანი,და წლების მერე,შურს იძიებს!
^^^
^^^
ფსიქო.13-აღარ არსებობს ფიფოლ!
ამ ბექ!
და გპირდებით,82%-ით,რომ ეს დასრულდება :დდ
იმედია,ამჯერად,მკითხველი მეყოლება.
მიყვარხართ მე თქვენ



№1  offline ადმინი შამანი

როგორ მოგმართო?! ნენეს ვერ ვგუობ,ვერც ფსიქოს,რაიმე ახალი სახელი მჭირდება და სანამ მოვიფიქრებ,მოდი უბრალოდ ჩემს სათქმელს ვიტყვი.
პირველ რიგში გეტყვი იმას ,რომ სათაურის გამო წავიკითხე და არა იმიტომ,რომ
შენ იყავი.(ბოლოში,რომ ჩამოვედი ეგ მერე გავიგე).
"შურისძიება"-თითქოს ,როგორი ცუდი სიტყვაა ხო?! მისი ქმედება კი უარესი,მითუმეტეს როცა ამას უფალი კრძალავს,თუმცა გაგიმხელ წლებია უკვე ეს მაწუხებს,მინდა ყველაზე შური ვიძიო და ყველას თავისი მივარებინო თითოეული ცრემლისთვის და ტკივილისთვის.(ისიც კარგად ვიცი,რომ თავის დროზე ყველა თავის საკადრის მიიღებს უფლისგან,მაგრამ როდესაც ასეთ უსამართლობაში ცხოვრობ,ხშირად ვეღარ ითმენ "იმ დრომდე",მაგრამ მაინც იმედი მაქვს,მოვითმენ :დ ) ხო მოკლედ, ამ ერთმა სიტყვამ ძალიან დამაინტერესა და მოხდა სასწაული,რომ უცხო ნიკის ისტორია წავიკითხე.არ ვნანობ! ცოტა თითქოს დავიბენი,თითქოს ცოტა არარეალურიც მეჩვენა (თუმცა ალბათ მხოლოდ მე), მაგრამ მართლა კარგი იყო! ძალიან დამაინტერესა ამ გოგოს წარსულმა და იმედია მისი წარსულის ამბავს აუცილებლად აღწერ ისტორიაში.(არ მიყვარს როცა მაინტრიგებენ და ამ ინტრიგას არ მიკმაყოფილებენ :დ). რაც შეეხება ამ მაკუნას,ძალიან არ დამევასა ეს ქალი,რატომ არ ვიცი :დდ რაც შეეხება სუიციდს-ეს ისეთი მტკინვეული თემაა ჩემთვის,რომ წავიკითხე ეგ მომენტი,ძალიან ავნერვიულდი და განვიცადე.გამიხარდა,რომ გადარჩა.მემგონი ძალიან აბდაუბდათ დავწერე ყველაფერი,თუმცა იმედია გაიგებ :დ
ისტორია საბოლოო ჯამში
ძალიან კარგია და წარმატებები შენ! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი ნენე

კატა...
უჰ,როგორ გამახარე შენ არ იცი :დდ
ყველაზე სწორად,შენ მიხვდი,რატომ შევქმენი ახალი ნიკი :დდ
დიახ,ვაპირებ ვიყო ნამუსიანი!
დავასრულებ ისტორიას,და ბანალურობა საერთოდ არ იქნება!
ფიცს ვდებ-მეთქი,მთლად მასეც ვერ გავრისკავ :დდდ :33
მაგრამ,უკვე ახალი თავი დავწერე და მაშკას ველოდები,რომ დამიდოს ^^
^^^
ნინეე,შენ კარგად იცი,როგორ გამაბედნიერე,ამიტომ არაფერს ვიტყვი,გარდა იმ უდიდესი მადლობისა,შენი კომენტარით გამოწვეული სიხარულით და აღტაცებით რომ უნდა გითხრა ^_^
^^^
კმაზლო,შენ ჩემი კრასოტკა ხარ ^_^ <3
^^^
და,მიყვარხართ ყველა <3
მაბედნიერებთ,მართლა ოღონდ... <3
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№3  offline წევრი ფორთოხალი

კარგია. ოღონდ რაღაც ზედმეტი მძიმეები გიწერია მგონი. შენ იცი ❤❤

 


№4  offline წევრი ნენე

ფორთოხალი
კარგია. ოღონდ რაღაც ზედმეტი მძიმეები გიწერია მგონი. შენ იცი ❤❤

udidesi madloba <3
gamaxare dzalian <3
davde shemdegi tavi,da mdzimeebs gavitvaliswineb <3
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent