შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"წერტილი არ ნიშნავს დასასრულს"1


19-07-2015, 20:14
ავტორი ReaDer))
ნანახია 1 515

მოოკლეედ მომაწვა მუზა და მე ისევ დავბრუნდი კიდევ ერთი ახალი ისტორიით.. ეს არის საცდელი თავი და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, გავაგრძელებ. იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებებს<3

* * *

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წამი ცხოვრების გზის, შენი მომავლის გადაწყვეტისა... წამი რომელსაც შეუძლია გასტანოს სამუდამოდ.. და წამი რომელსაც შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება.. გადამწყვეტი კი სწორედ ის არის, თუ რამდენად სწორად გამოიყენებ ამ წამს.
ხუთი წლის ასაკში მამა დავკარგე. არ მახსოვს მისი სახე მაგრამ მახსოვს მისი სურნელი რომელსაც მძაფრად ვგრძნობდი ყოველი ჩახუტებისას.. რადგანაც დედისერთა ვიყავი ბავშვობიდან სულ მანებივრებდნენ მაგრამ იმასაც ცდილობდნენ რომ ეგოისტობა არ დამჩემებოდა.. ჯარში მოკლეს.. თავიდანვე ძლიერ ჯარისკაცად აღიქვავდნენ მაგრამ მტერმა მახე დაუგო, ხუთმა კაცმა მიიმწყვდია და მოკლეს.. არასდროს დამავიწყდება დედაჩემის ყოველი ცრემლი და მრავალწლიანი გლოვა მამაჩემისა.. ეს სწორედ ის ფაქტორია რომელიც ყოველთვის მაფიქრებს გადაწყვეტილების მიღების წინ.. დედაჩემი რომელსაც აღარავინ დარჩენოდა ჩემს გარდა.. მისი ერთადერთი იმეი მე ვიყავი და ვცდილობდი ყოველთვის გამეხარებინა, მისი თხოვნით ავირჩიე პროფესიაც და აგერ უკვე მეოთხე კურსზე გადავდიოდი მაგრამ..
'-მამა შენ ასეთ თვითმფრინავებში ზიხარ ხოლმე?- მახსოვს როგორ ვკითხე ერთხელ მის უკანასკნელ გამგზავრებამდე და ხელით სათამაშო ავაფრიალე.
-კი მირა- ღიმილით მიპასუხა მამაჩემმა და თავზე ხელი გადამისვა.- მაგრამ ხშირად ფეხითაც ვმოძრაობ, ბევრი ფიქრობს იყოს ჯარისკაცი, ეს ადვილი საქმეა მაგრამ ეს ასე არ არის..სულის საოცარი სიმტკიცე და უშიშრობაა საჭირო იმისთვის რომ ღირსეული გახდე.. მირა, გქონდეს ნიჭი იმისა რომ იყო ჯარისკაცი და ემსახურო შენს ქვეყანას ეს საჩუქარია ცხოვრების და უფლის საჩუქარი რომელზეც უარი არასოდეს არ უნდა თქვა.. შენ ძლიერი გოგონა ხარ მირა.. იმაზე ძლიერი ვიდრე წარმოგიდგენია..' მახსენდება მამაჩემის სიტყვები და ყოველ ჯერზე საკუთარ გადაწყვეტილებაზე და მომავალზე ვფიქრდები.. იქნებ სწორედ ეს იყო მამაჩემის სურვილიც რომელსაც ვერასოდეს მეუბნებოდა პირდაპირ რადგან გოგონა ვიყავი.. წითელლოყება პატარა ბავშვი რომელსაც ამ ცხოვრების არაფერი გაეგებოდა.. იქნებ სწორედ ეს იყო..
-მირა, დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?- შეშინებული თვალებით მკითხა დედაჩემმა და თან სახეზე გაფაციცებით მაკვირდებოდა.. ცხოვრებაში პირველად ვდგამდი სერიოზულ ნაბიჯს დიდხნიანი ფიქრის შემდეგ და ამიტომაც არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი.
-მინდა დედა.. მინდა, ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო- სწრაფად ვეუბნებოდი და თან საჭირო ბარგს ვალაგებდი.
-ყველაფერი ნიკას ბრალია ხო? ისევ გაწყენინა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღე- მისთვის დუდღურებდა ლანა და თან გამკიცხავად შემომხედავდა ხოლმე.
-არავის ბრალი არ არის ლანა, ნიკას დიდი ხანია დავშორდი.. განა შენ მაინც არ იცი რომ დიდი ხანია ეს მინდა და გადაწყვეტილი მაქვს?- ჩანთა უკვე ჩამელაგებინა და ახლა უკვე ფეხზე ვიცვამდი.
-და მერე მედიცინა? შენ მომავალს ქარს ატან მირა? ყველაფერი, ეს სამწლიანი ტანჯვა და სწავლა ფუჭი იყო?- ახლა უკვე ლიზა ჩაერთო საუბარში და ნერვიულობისგან აქეთ-იქით დაიწყო სიარული
-ნახევარ საათში ავტობუსი გადის- სწრაფად გავხედე საათს და მაშინვე გასასვლელისკენ გავქანდი.. წამით შევდგი უკნიდან მომზირალი ახლობლის გახსენებაზე და ღრმად ჩავისუნთქე, მოვტრიალდი და მშვიდი ხმით ვუთხარი
-გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება მაგრამ.. (წამით გავჩუმდი აზრების დასაწყობად) მაგრამ არ მინდა ნაწყენები დამრჩეთ მთელი ერთწლიანი განშორების განმავლობაში.. თქვენ იცით ექიმობა ჩემი მომავალი უნდა ყოფილიყო მაგრამ მე არასდროს ვოცნებობდი ამაზე, გესმით? ეს არ იყო ჩემი ცხოვრების ბოლო მიზანი და ამიტომაც ვიყავი სულ ეჭვებში.. და ახლა როცა.. როცა განცხადებაზე თანხმობა მომივიდა სიხარულისგან კინაღამ ფრენა დავიწყე და ეს თქვენც კარგად დაინახეთ.. ეს არის ჩემი სურვილი.. ჩემი ოცნება.. და მე სწორედ მის ასასრულებლად მივდივარ..- მშვიდი ხმით დავასრულე საუბარი, სამივეს ჩავეხუტე და უკანმოუხედავად დავტოვე ბინა.. ნუთუ ვცდებოდი? ჩემმა ახლობლებმა ხომ პატივი უნდა სცენ ჩემს გადაწყვეტილებას.. მიუხედავას იმისა რომ ვიცი ამას როგორადაც განიცდიდნენ. სწორედ ამისთვის არსებობენ მეგობრები და ოჯახი.. იმისთვის რომ შენს ყველა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ და თუ რაიმე არასწორია, გაგისწორონ მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ იყო მცდარი.. მე მზად ვიყავი ამ გამოცდისთვის და უკან დახევას უკვე აღარ ვაპირებდი.. ხარბად ვისუნთქავდი ზღიდან მონაბერ მარილნარევ ჰაერს და ჩემი ქალაქი უკვე მენატრებოდა.. ქალაქი სადაც დავიბადე და გავიზარდე. თანაც უამრავი მოგონება მაკავშირებს და ზღვა, რომელიც ჩემი ნუგეში იყო ყოველი განსაცდელის დროს..კიდევ ერთხელ შევისუნთქე ბათუმის მარილიანი ჰაერი და ავტობუსში ავედი.. წინ დიდხნიანი მგზავრობა მელოდა მაგრამ ფიქრებში გართული ვერც კი მივხვდი როგორ გავიდა დრო.. დანიშნულ ადგილზე მისვლისას ბარგი გადმოვიტანე და მზერა გარემოს მოვავლე.. დიდ მინდორზე უამრავი მოწყოფილებები დაედგათ კარვების ირგვლივ.. ინტერესით ვაკვირდებოდი ყველა დეტალს და თან ჩემს წინ მიმავალ ბრბოს მივყვებოდი. ერთ-ერთ კარავში რომელიც მინიჭებულ ბარათზე მითითებული კოდით მივიჩნიე ჩემად, მყუდროდ მოვეწყვე და ბარგი ამოვალაგე, უბრალო მაისური და ჯინსები ჩავიცვი. საყვირის ხმა გავიგე თუ არა, გარეთ გავვარდი, უამრვ გოგონა უკან გამომყვა და ჰორიზონტალურად დავეწყვეთ. მზერა უკიდეგანო ბუნებას გავუსწორე და მისი მშვენიერებით ვტკბებოდი, როცა გვერდიდან ვიღაცის ხმა გავიგონე..
-ოჰოო, წელს ყველაზე დიდი ნაკადია.. გასაკვირია თქვენი მონდომება (ცინიკურად წარმოთქვა მკაცრი გამომეტყველების მქონე ქალმა და ცალ-ცალკე აგვათვალიერა) მალე ვნახავ ვინ რისი გამკეთებლები ხართ.. არ გეგონოთ ეს ადგილი თქვენი სახლი(სახე გაიმკაცრა) აქ არ არის დანდობა.. სიტყვა 'დასვენება'ს მნიშვნელოვა დაკარგული აქვს.. თქვენ გელით მკაცრი გრაფიკი და 24ათიანი ვარჯიში.. ვარჯიში ბრძოლისთვის რადგან თქვენ აქ სწორედ ამისთვის ხართ, თქვენივე სურვილით.. ეს არის ბრძოლის ველი სადაც მტრის დანდობა არ არსებობს. მხოლოდ თავდაცვა.. ეს ჯარია და თქვენ ჯარისკაცები ხართ! შეიძლება ითქვას ჯარისქალები- ხუმრობით დააყოლა წინ მდგომმა ქალმა, ერთი ჩაიცინა და სწრაფად დაუსერიოზულდა- მზად ხართ გახდეთ ღირსეული ჯარისკაცები? (დაიყვირა მკაცრად და თავი ზემოთ ასწია)
-დიახ კაპიტანო- ერთხმად წამოვიძახეთ ყველამ და ჩამორიგებული ფორმები სწრაფად ავიღეთ.



№1  offline წევრი schizophrenic

ძალიან კარგია love ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

24საათიანი ვარჯიშიო:დდდ
--------------------
:)

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Mmmm sainteresooaa gagrdzelee :* velodebii axall tavsss :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent