შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ


20-07-2015, 10:33
ავტორი luna
ნანახია 6 441

გამარჯობათ! მე ნუკა ახვლედიანი ვარ, 16 წლის. ქუთაისში ვცხოვრობ. როგორ მიყვარს ჩემი ქალაქი და როგორ ვერ ვიტან როდესაც "ვიღაც" დასცინის, ამ დროს ნამდვილად კლანჭებით ვიცავ ქალაქს. ხო ეს იცოდეთ მაინც. რაც შეეხება ჩემს დღის გრაფიკს გაგახარებთ და გეტყვით რომ ამ არდადეგებს სრულიად უსაქმურად არ ვატარებ, პირიქით ყველანაირად ვცდილობ, რომ "ჯანსაღი ცხოვრების" მონაწილე გავხდე. სწორე ამიტომ ყოველდღე დილის 7 საათზე დავრბივარ და ვვარჯიშობ. ხო კიდევ ეს ვარჯიში დაკლებისთვის არ გეგონოთ. ჩემი თავის ქება არ მიყვარს მაგრამ გეტყვით რომ მაქვს საკმაოდ გრძელი , სუსტი ფეხები,გრძელი წაბლისფერი თმა და ცისფერი თვალები. რაც შეეხება ვარჯიშს ძალიან მიყვარს და უფრო კარგ გუნებაზე მაყენებს. ნამდვილად არაფერი სჯობს ჩემს საყვარელ მუსიკებთან ერთად სირბილს. ხო.... ჩემი ისტორია სიმართლე გითხრათ ძალიან უცნაურად დაიწყო. გათენდა ერთი ჩვეულებრივი დილა მაგრამ ჩემთვის"არაჩვეულებრივი" რადგან ამ შუა ივლისში როდესაც გარეთ ყველაფერი იწვის მე ჩემს ოთახში, საბანში ჩაფუთნული ლოგინში ვწევარ საშინელი ყელის ტკივილით რომელსაც ჩემდა სამწუხაროდ სიცხეც თან დაერთო. ნამდვილად არ ვიცი ამ ზაფხულში საიდან ამეკიდა მაგრამ რას ვიზამთ.. ბებიაჩემს კი დიდი მიზეზი მიეცა იმისა რომ დაეწყო.. –ნუკა აი ეს ავადმყოფობა სწორედ იმის ბრალია,რომ სულ თხლად გაცვია(ბებო)... და მსგავსი სისულელეები :დ არა ძალიან მიყვარს ჩემი ბებო და მეც იძულებული ვარ ავიტანო ეს დანაშაული :დდდ იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი და სწორედ ჩემს საუბედუროდ თბილისიდან სტუმრები გვეწვივნნენ. ოო ოღონდ ეგ არა მე აკ ვიწვე და ისინი სეირნობდნენ და ერთობოდნენ:( ნეტა შემეძლოს მაგრამ არ გამიმართლა. ჩემს ოთახთან იქვე კომპიუტერი დგას და ჩემი პატარა და ანასტასია რაღაც მულტფილმს უყურებდა როდესაც კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგე. ეს ნამდვილად დედაჩემი იქნებოდა რადგან ჩაის გაკეთება ვთხოვე. ოჰ რომ იცოდეთ დღეში რამდენჯერ ვსვამ ჩაის. აშკარად ძალიან ნელა მოდიოდა ლამის დამეძინა და გავძახე.
–დედააა ცოტა მალე რა თორე გადამიარა ყელის ტკივილმა(მე)
–რა სულსწრაფი ყოფილხარ(უცნობი)
როდესაც ბიჭის ხრინწიანი ხმა გავიგონე გავშრი. ვინ არის საერთოდ და ჩემი ჩაი რატომ მოაქვს. გავიგონე როგორ აკოცა და მოეფერა ანასტასიას და ჩემი ოთახისკენ წამოვიდა. მეც მიუხედავად ამხელა სიცხისა თმები კარგ მდგომარეობაში მქონდა უცებ გავსწორდი თმებიც შევისწორე და დაველოდე უცნობსა და ჩემს ჩაის. –გამარჯობა ნუკა(უცნობი)
–გამა..–ვაიმე რა სიმპატიურია, შავგვრემანი ოდნავ მოშვებული წვერით,თმები დაბალზე–რჯობა..და თქვენ ვინ ხართ?ან ჩემი ჩაი თქვენ რატომ ამომიტანეთ?(მე) –ჰმ, მე ცოტნე ვარ შენი სტუმარი თბილისიდან(ცოტნე)
აი ჩვენი უცნობიც ვიღაც ცოტნე აღმოჩნდა რომელიც საერთოდ აზრზე არ ვარ ვინ არი არასდროს არ მინახავს ჩვენს თბილისელ სტუმრებთან ერთად. –და სტუმრებს ასე ცივად ხვდები ხოლმე?(ცოტნე)
–მე ცივის რამე მეტყობა 38 მაქ სიცხე–:დდორივეს გაგვეცინა.ოო ეს არ უნდა ექნა მისმა ღიმილმა პირდაპირ დამატყვევა.
–აჰა იუმორის გრძნობაც გქონია.იმედია გავუგებთ ერთმანეთს(ცოტნე)
–გაგების რა მოგახსენო მაგრამ ჩაის თუ მომცემ სანამ გაცივდება დიდად მადლობელი ვიქნები(მე)–ყველანაირი ირონია ჩავაქსოვე მიუხედავად მისი ღიმილისა და დაჟინებული მზერისა.
–ტკბილად მიირთვი ნუკ(ცოტნე)
ჰმ, ეს ნუკ ვითომ რა იყო.კარგი ცოტნიკოო,გავიფიქრე და გავუღიმე. როგორც იქნა წავიდა და მარტო დამტოვა ჩემს უკვე "ცივ" ჩაისთან ერთად. ნეტა ვინ იყო ან საიდან მოხვდა ჩვენს თბილისელ ნათესავებში.არა ნათესავი რომ იყოს ნამდვილად მეცოდინებოდა. დროა დედაჩემი დაკითხვაზე დავიბარო :დ



№1  offline წევრი luna

გთხოვთ თქვენი აზრი კომენტარებში დააფიქსიროთ. წინასწარ დიდი მადლობა <3

 


№2 სტუმარი okay

ესეიგი... :( , :დდდ, მოიშორე თავიდან, არაფერში გამოგადგება.
პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება. შეეცადე, უფრო ყურადღებით იყო, როდესაც წერტილ-მძიმეს სვამ. ზოგიერთ ადგილას, არასწორად გქონდ დასმული, ზოგან კი პირიქით, აკლდა.
როგორც შეგატყვე, საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ხარ, თუ დიალოგებს ცოტა გაამხატრულებ და წინა შენიშვნებს გაითვალისწინებ, დარწმუნებული ვარ, უფრო დაიხვეწები და შემდგომი თავები, მეტად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

წარმატებები :*

 


№3  offline წევრი tikuna1999

დამაინტერესა... ნეტავ შემდეგ რა იქნება??? wink wink fellow

 


№4  offline წევრი luna

okay
ესეიგი... :( , :დდდ, მოიშორე თავიდან, არაფერში გამოგადგება.
პუნქტუაციას მიაქციე ყურადღება. შეეცადე, უფრო ყურადღებით იყო, როდესაც წერტილ-მძიმეს სვამ. ზოგიერთ ადგილას, არასწორად გქონდ დასმული, ზოგან კი პირიქით, აკლდა.
როგორც შეგატყვე, საკმაოდ პოზიტიური ადამიანი ხარ, თუ დიალოგებს ცოტა გაამხატრულებ და წინა შენიშვნებს გაითვალისწინებ, დარწმუნებული ვარ, უფრო დაიხვეწები და შემდგომი თავები, მეტად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იქნება.

წარმატებები :*

მადლობა,აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნებს.

 


№5  offline წევრი anamaria11

Kargiadzaan ❤ male dadeb shemdeg tavs?

 


№6  offline წევრი luna

anamaria11
Kargiadzaan ❤ male dadeb shemdeg tavs?

ხვალ აუცილებლად love

 


№7  offline წევრი ანა დევიძე

აუ იცი რა მინდა ვიკითხო??ტელეთი ვარ და ხომ არ იცით ვინმემ როგორ დავდო ტელეთი ისტორიები...ვერ ვდებ ვერაფერს...ვიცი აქ ამის ადგილი არ არის მარა მაინც...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent