შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (14)


21-07-2015, 00:05
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 308

იმ დღის მერე ორი თვე გავიდა.წყვილი ბედნიერია,მათ გარშემო ყველა კარგად არის..
ერთ დღეს დანიელს გარეთ ქეთა შეხვდა,მოულოდნელად გადაუდგა წინ.
-დანიელ!-ქეთამ მხარზე ხელი დაადო.ბიჭი გაჩერდა,იცნო ვისი ხმაც იყო და მექანიკურად შეტრიალდა მისკენ.
-ქეთა!?...აქ რა გინდა?როდის დაბრუნდი.-დაბნეულმა დანიელმა არ იცოდა,რა ეთქვა.
-ორი თვეა აქ ვარ.შენი მეორე ქორწილის დღეს,თქვენთან მოვედი და დედაშენმა გამომაგდო,მითხრა რომ ცოლი მოიყვანე..-დანიელს გაახსენდა ეკა უცნაურად რომ იქცეოდა იმ საღამოს და მიზეზიც გაიგო..
-მართალია.ცოლი მყავს,ბედნიერი ვარ.-ბიჭი დარწმუნებული იყო თავის პასუხში...მაგგრამ ბრაზისგან იხრჩობოდა.გაჩუმდა არ უნდოდა რამე სწყენოდა,ქეთას მისგან მიუხედავად იმისა,რომ ამას იმსახურებდა.
-მომისმინე გთხოვ.აგიხსნი რატომაც წავედი.-ქეთამ სცადა,მისთვის ხელი მოეკიდა,მაგრამ დანიმ ცივად გაიწია.
-შენს საქციელს გამართლება არ აქვს!როდესაც მჭირდებოდი წახვედი და მიმატოვე,ისე წახვედი,რომ არაფერი მითხარი.როგორ უნდა იმართლო თავი!?-დანიელს ამ დროის განმავლობაში დაგროვილი ბრაზი,გულს უწამლავდა..
-ჩემი და ცუდად იყო,კვდებოდა.მამაშენმა ფული მომცა,რომ მისთვის მემკურნალა,მსოფლიოში საუკეთესო ექიმები დამიქირავა...-დანიელი ამის გაგონებაზე გაშეშდა.-სანაცვლოდ კი,მომთხოვა რომ შენგან წავსულიყავი!-ამის გაგონებაზე საერთოდ ენა ჩაუვარდა,ვერ იჯერებდა რომ მამამისმა ასე გაიმეტა.ქეთა კი მიხვდა,რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და გაჩერდა.
-შეგეძლო ჩემთვის გეთქვა,იცოდი რომ მიყვარდი და ყველაფერს გავაკეთებდი შენთვის!მაგრამ შენ გაიქეცი!ახლა კი,ერთი წლის მერე მოდიხარ და მეუბნები,რომ გიყვარვარ და პატიებას მთხოვ!
-მიყვარხარ!მაპატიე გთხოვ..-ქეთა ტიროდა.
-გიყვარვარ!?უსინდისო ხარ!წადი ჩემი ცხოვრებიდან!ჩემი დქა ჩემი ცოლის ცხოვრებიდან!ბედნიერი ვარ,ლიზა მიყვარს!შენგან განსხვავებით ის გულწრფელია!-დანიელი გამობრუნდა და წამოვიდა.თავში ყველაფერი ერეოდა,ბრაზი...გაოცება...
ამ დროს ლიზა სახლში ცუდად გახდა,გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს.ყველა იქ იყო დანის გარდა...ურეკავდნენ,ხან დედა,ხან მამა,მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა.პარკში იჯდა და ფიქრობდა,ცხოვრებაზე...ქეთაზე...ლიზიზაზე...
-ღმერთო,რატომ დაბრუნდა?მე,ლიზასთან ყველაფერი კარგად მაქვს,მიყვარს.ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს,ის ჩემთვის ყველაფერია,ამიტომ არავის მივცემ უფლებას,რომ ჩვენს შორის ჩადგეს!-ამ ფიქრში გავიდა დრო.თუმცა დარწმუნებული იყო,რომ ლიზა მართლაც რომ მთელი გულთ უყვარდა. სახლში მიდიოდა როდესაც მმობილური ჩართო გაახსენდა,რომ დღეს ცოლისთვის არ დაურეკავს და ამდენი გამოტოვებული ზარი,რომ ნახა მაშინვე ეკას დაურეკა.
-რა ხდება დედა?ხომ კარგად ხართ,ლიზა როგორ არის?
-სად იყავი შვილო?ლიზა საავადმყოფოში გვყავს,გული წაუვიდა.-დანიელს შეეშინდა და ლიზა წარმოიდგინა.-მთავარ საავადმყოფოში.-სასწრაფოს იქ წავიდა..
-როგორ არის?ექიმი რას ამბობს?-შეშინებული სახით იკითხა.
-არ გამოსულა ჯერ..-მალე ექიმი გამოვიდა გახარებული სახით.
-როგორ არის ჩემი ცოლი?
-გილოცავთ.ქალბატონი ლიზა,ფეხმძიმედ არის.-დანის თვალები გაუბრწყინდა.
-მართლა?..ღმერთო...შეიძლება ვნახო?
-ორი თვის არის.კი,მიბრძანდით..-დანიელი პალატაში შესვლის თანავე,ცოლს ჩაეხუტა და აკოცა.-საყვარელო,გილოცავ,მალე მშობლები გავხდებით...-ორივეს ბედნიერებისგან თვაალები უბრწყინავდათ.
-ჩვენი შვილი...-დანარჩენები შემოვიდნენ.
-გილოცავთ ჩემო კარგებო.-შვილს და სიძეს მიულოცა.
-მადლობ დედა.მალე ბებია გახდები...
დრო გადიოდა...ლიზა იბერებოდა და საყვარელი ორსული იყო.ქმარი მას ცივ ნიავს არ აკარებდა,არ ტვირთავდა.ზედმეტად განძრევის უფლებასაც არ აძლევდა. როდესაც პირველ ექოსკოპიაზე იყვნენდა,ბავშვის გულის ცემის ხმა გაიგონეს,დანის ცრემლები მოადგა,ვერ იჯერებდა რომ,ეს მისი შვილის გულის ცემა იყო,ბედნიერებისგან ტირილი უნდოდა.ისინი გოგონას ელოდებოდა,რომლის სახელიც მოოფიქრებული ჰქონდა,მაგრამ ქმრისთვისაც უნდა ეთქვა.
შვიდი თვე გავიდა.უკვე საღამო იყო,ცოლ-ქმარი ჩახუტებულები იწვნენ საწოლში.
-საყვარელო,ბავშვის სახელზე ვიფიქრე და...-დანიმ შეხედა.
-მერე რა მოიფიქრე?რა დავარქვათ ჩვენს პრინცესას?
-სალომე(სალი)...-დანიელმა ცოლს თვალებში ჩახედა..-შენი დის საპატივსაცემოდ..
-ლამაზო,აუციელბელი არ არის,თუ არ გინდაა...-ლიზამ შეაწყვეტინა.
-მინდა,რომ ჩვენს გოგოს,შენი დის სახელი დავარქვათ სალი.წარმოიდგინე,სალომე აბაშიძე...
-უფროდაუფრო მიყვარდები.რას მიკეთებ ასეთს?
-მეც იგივე უნდა მეკითხა.-დანიმ გაიცინა და ვნებიანად აკოცა ცოლს..შემდეგ კი მუცელზე დაადო ხელი..თითქოს ბავსვმა იგრძნო,მამის შეხებაო ისე გაინძრა,დანიელი შეკრთა.
-ხედავ?იგრძნო რომ მას მამა ეფერება.-მეუღლეს მუცელზე აკოცა.
-მყვარხარ,დანიელ აბაშიძე..-დაეძინათ. ლიზა მთელი ღამე ვერ ისვენებდა.
"მას უცბად ტკივილები დაეწყო.დანიელმა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა,მათ ყველა ოჯახის წევრი გაყვათ.ლიზა ექიმებმა შეიყვანნეს,გარეთ ყველა დაძაბული იყო,ყველა ექიმის გამოსვლას ელოდა,დანიელი უკვე ვეღარ იხვენებდა..ექიმი გამოვიდა,ყველა მას უყურებდა,მის პასუხს ელოდნენ.. ექიმს შეშინებული და დაღონებული სახე ჰქონდა.მან ლიზას და დანიელის დედა ცალკე გაიყვანა და სთხოვა დამსხდარიყვნენ.მათ ცუდი ამბავი აცნობა.ლიზამ მკვდარი ბავშვი დაბადა და თვითონაც ამ მშობიარობას გადაყვა...დანიელი ამის გაგონებაზე,ჩაიკეცაა და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი,სიკვდილს ითხოვდა... ის მანქანაში ჩაჯდა და ბნელ გზას გაუყვა..ის ტიროდა..ფიქრობდა რომ მის სიცოცხლეს აზრი აღარ ჰქონდა და მოპირდაპირე მხრიდან მომავალ სატვირთოს შეეჯახა...."
ლიზამ შეშინებულმა გაიღვიძა,მთლიანად ოფლში ცურავდა.ადგა და ქვემოთ ჩავიდა,ვერ იძინებდა,აფორიაქებული იყო..დანიელსსაც გაეღვიძა,როდესაც ცოლი ოთახში ვერ ნახა,ქვემოთ ჩავიდა ორივე აუზთან ისხდნენ.მან ცოლს პლედი მოაფარა..
-რა ხდება ჩემო სიყვარულო,რატომ ვერ იძინებ?
-არ ვიცი დანი.ცუდი სიზმარი ვნახე...-ყველაფერი მოუყვა..დანიელმა კი ის დაამშვიდა.
-ეს მხოლოდ სიზმარი იყო.ნუ გეშინია,არაფერი მოხდება,ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები..-ცოლს აკოცა და ოთახში აავიდნენ....
დილა აბაშიძეების ოჯახში ხალისით დაიწყო,წყვილი ბედნიერი იყო..დანი აღელვებული იყო,იმის გამო რაც ცოლმა უთხრა ღამით..
-დედა,გთხოვ ლიზას გაუფრთხილდი და მარტო არ დატოვო.-ეკამ შენიშნა რომ დანი ღელავდა.
-ნუ ღელავ...ლიზას არაფერი მოუვა.-დანიელი წავიდა.. რძალ-დედამთილი კი მაღაზიებში წავიდნენ,რათა ბავშვისთვის სათამაშოები და ტანსაცმელი ეყიდათ... დანიელი სამსახურში იყო,მასთან ლუკა მივიდა და უთხრა,რომ ქეთა აპირებდა ლიზასთან წასვლას და დალაპარაკებას..ბიჭმა მაშინვე ცოლთან დაიწყო რეკვა.
-რა ხდება დანი?
-სად ხარ,ხომ კარგად ხარ?
-მე და დედაშენი მაღაზიებში ვიყავით და სახლში ვბრუნდებით.-დანი დარწმუნდა,რომ ის უსაფრთხოდ იყო.
-კარგი,მაშინ საღამომდე.მიყვარხარ.-გათიშეს. ეკამ,რძალი საახლში მიიყვანა და თვითონ გავიდა.
-შვილო,სასწრაფო საქმეზე უნდა გავიდე.შენ დაისვენე,არ გადაიღალო..
-კარგით,დროებით...-ლიზას სახლში ქეთა დახვდა,ქეთიმ აცნობა.
-ქალბატონო ლიზა,მისაღებში ვიღაც ქალი გელოდებათ.-ლიზას ეს უცნაურად მოეჩვენა.
-კარგი ქეთი.გთხოვ,ესენი ოთახში აიტანე?-ჩანთა და პარკები მისცა,თვითონ კი სასტუმრო ოთახისკენ გაემართა.
-მითხრეს,რომ მელოდებით.-ლიზას,ქეთა სურათში ყავდა ნანახი..
-დიახ,მე გელოდებით.-როდესაც მისკენ შებრუნდა ქეთა,მაშინვე იცნო,გაახსენდა ყველაფერი რაც მეუღლემ უთხრა მის შესახებ...მაგრამ ისე იქცეოდა,ვითომ მის შესახებ არაფერი იცოდა.
-რა გნებავთ?ერთმანეთს ვიცნობთ?
-მე გიცნობთ!-ქეთა შეტევაზე გადადიოდა.-თქვენ,დანიელის ცოლი ხართ.მე კი მისი...-ლიზამ გააგრძელა წინადადება.
-მისი ყოფილი გოგო,რომელმაც ის მაშინ მიატოვა,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა!თქვენ რა გეგონათ,მართლა არაფერი ვიცოდი!?-ლიზა ბრაზდებოდა.
-თქვენ,ჩემი განსჯის უფლება არ გაქვთ!მე და დანიელს ერთმანეთი ორი წლის,წინ გვიყვარდა.როგორ გაყევი იმ კაცს,რომელსაც არ უყვარდი,რომელსაც სხვა უყვარდა!?..-ლიზამ შეაწყვეტინა.
-როგორ ბედავ!შენ რომ,ის გყვარებოდა არ მიატოვებდი!ან აქ რარომ მოხვედი,ჩემთან სალაპარაკოდ!?
-დანიელს შვდი თვის წინ,ველაპარაკე და გაიძახდა,ცოლი მიყვარსო!მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ არ იცოდა რას ამბობდა!შენთან იმიტომ არის,რომ მე წასული ვიყავი,ეგონა რომ დამივიწყა და შენ შეუყვარდი,მაგრამ ეს ტყუილია.მას ისევ მე ვუყვარვარ,პირველი სიყვარულის დავიწყება რთულია!ამიტომ მას გაეყარე,შეეშვი!შენ და შენი ჯერ არ დაბადებული შვილი,წადით მისი ცხოვრებიდან!..-ლიზამ მეტს ვეღარ გაუძლო,გრძნობდა რომ მისი სიტყვები,ნელ-ნელა ახრჩობდა და კლავდა..
-გაჩერდი!გაეთრიე!ერთადერთი ვინც უნდა წავიდეს,ეს შენ ხარ!-ლიზას მუცელი სტკივდებოდა.ქეთა კი არ ჩერდებოდა.
-გირჩევ წახვიდე!ბედნიერებას ვერ ეღირსებით!-ქეთა წავიდა,ლიზას კი ცრემლები მოსდიოდა,ვერ ჩერდებოდა.დივანზე დაჯდა და გრძნობდა,რომ შინგიდან ძლიერ სტკიოდა,ქეთას სიტყვები სულ ყურში ჩაესმოდა.იმის მიუხედავად,რომ იცოდა ქმარს ის ყველაფერს ერჩივნა,მაინც განიცდიდა...განერვიულებული გარეთ გავიდა,მძღოლს მანქანის გასაღები გამოართვა და სწრაფად წავიდა..ტიროდა,ამას ისიც ემატებოდა რომ მუცელი ნელ-ნელა სტკივდებოდა.მოპირდაპირე მხრიდან მანქანა მოდიოდა,როგორც მის სიზმარში,ოღონდ ამჯერად სიზმარი არ იყო,ეს ცხადში ხდებოდა,საჭე ვეღარ დაიმორჩილა,გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.......
უკვე საღამო იყო,ყველა სახლში იყო,ლიზას გარდა... დანიელი მოუსვენრად დაიოდა მისაღებში,ცუდი წინათ-გრძნობა ჰქონდა.ცოლთან გაუჩერებლად რეკავდა,მაგრამ ამაოდ..
-ქალბატონო,უკაცრავად.-ქეთი თავდახრილი შემოვიდა.-დღეს თქვენი...ქეთა იყო მოსული,ქალბატონს ეჩხუბა,იჩხუბეს და ქალბატონმა გააგდო.შემდეგ ისიც წავიდა,მანქანით.-დანიელი ამის გაგონებაზე მთლიანად გაგიჟდა,ტვინში სისხლმა აასხა,ჭკუიდან გადავიდა..
-რას ამბობ ქეთი!?რატომ არ გამაგებინე?!
-ქალბატონო,მეე...-ეკამ გააჩერა.
-კარგი ქეთი,შეგიძლია წახვიდე..შვილო ხომ ხედავ!ის ქალი აღარ გეშვება!ყველაფერზე მიდის!-ივანე გაგიჟდა.
-ქეთა დაბრუნდა!?როგორ გაბედა!მას მილიონი გადავუხადე,რომ აღარ დაბრუნებულიყო!
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ მამა!-უცებ დანის,მობილურმა დარეკა.-დიახ,ალო.
-ლიზა მებურიშვილს იცნობთ?-უცნობის ხმა გაისმა.
-დიახ,ჩემი ცოლია,როგორ არის?რა ხდება?
-ავარიაში მოყვა.მთავარ საავადმყოფოში მობრძანდით..-დანის მობილური ხელიდან გაუვარდა.მხოლოდ "ლიზა" ახსენა და ყველა საავადმყოფოში წავიდა. ინგა ტიროდა,თათა მოუსვენრობისგან აქეთ-იქით დადიოდა..დანიელი კედელს იყო აყუდებული და ტიროდა,განადგურებული იყო,ამას ისიც ემატებოდა რომ ექიმი ჯერ არ იყო გამოსული.....
-თქვენ ქალბატონის ნათესავები ხართ?
-მისი ქმარი ვარ.როგორ არის?-პასუხის მოლოდინში ყველა გაირინდა.
-როდესაც ის მოიყვანეს,მძიმედ იყო,თავიდან სისხლი სდიოდა.თავის ქალა აქვს დაზიანებული...ის...კომაშია..-ყველას თავ-ზარი დაეცა.
-რა?ბავშვი?-ექიმმა წარბები შეიჭმუხნა.
-ბავშვიც გადავარჩინეთ,თუმცა გულისცემა სუსტი აქვს...ქალბატონიც კომაშია.შეიძლება 1-2 კვირა იყვეს ასე ან თვეები...-ინგა ჩაიკეცა.
-შეიძლება ვნახოთ?
-ჯერ არა,მერე მეუღლეს შეეძლება..-დანიელი გამწარებული კედელს ურტყავდა მუშტებს.ტიროდა,არავის იკარდებდა..მხოლოდ ლიზას ნახვა უნდოდა..ეკა და ივანეს გული უკვდებოდათ,როდესაც შვილს ასე ხედავდნენ,ეშინოდათ ლიზას რამე არ დამართნოდა,რადგან იცოდნენ ტომ დანიელიც არ იცოცხლებდა თავს... დაღამდა...
-წადით დაისვენეთ,მე ლიზასთან დავრჩები.
-მეც დავრჩები..-ინგას წასვლა არ უნდოდა.
-აზრი არ აქვს,თქვენ წადით..
-საყვარელო,დანიელი მართალია.წამოდი.-დათომ,ცოლს ხელი მოკიდა..ყველა წავიდა.ბიჭი კი ცოლთან პალატაში შევიდა..მის დანახვაზე უფრო საშინლად გახდა.
-ჩემო ლამაზო,საყვარელო.რატომ?ჩვენ ხომ ბედნიერები ვიყავით?მალე შვილი უნდა გვყოლოდა..ყოველთვის ასე რატომ გვემართება?გთხოვ იბრძოლე,შენთვის,ჩემთვის და ჩვენი პრინცესასთვის..ის შენ უნდა გაზარდო,მოეფერო,უმღერო,აკოცო.ჩვენი ამბავი უნდა მოვუყვეთ,როდესაც გაიზრდება..მიყვარხარ,გაღმერთებ,ყველაფერი ხარ.არ მიმატოვო,უშენოდ ვერ ვიცხოვრებ...-დანიემა,ცოლის ხელი აიღო და ხელებში მოიქცია.-გვერდიდან არ მოგშორდები,სანამ არ გამოკეთდები.გპირდები..-მეუღლეს შუბლზე აკოცა,შემდეგ მუცელზე.პატარას ჩასჩურჩულა..-შვილო,იბრძოლე,არ მისცე დედიკოს უფლება,რომ მიგვატოვოს.-პატარას მხრიდან ბიძგი იყო,ეს თითქოს თანხმობას ნიშნავდა..ცოლის ხელი ჩაიხუტა და აკოცაა...
დღეები გადიოდა,არაფერი იცვლებოდა..დანიელი,ცოლს გვერდიდან არ შორდებოდა....ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ,რომ ისინი გადაერჩინათ...



№1  offline წევრი Tako Gogelia

მაგარია ძალიან

 


№2  offline წევრი Ta Ta ))

auuuuuuu raaa cud adgilzee gawyviteee kaii raaa. Magarii gogooo xaar raaaa yovektviis velodebi rodis dadeeb xolme martalia ar vakomenatreb mara sheni ertguli mkitxveli vaaar magari gogo xaar dzaaan

 


№3  offline წევრი დადუ♥♥

Au exa eseni ar mokla tore gavgijdebi :-( is nabi*vari qeta kide moashoretu ginda eg mokali :D Liza's DA pataraa araferi daushavo DA arc Daniels mitumetes .hepi end I gaakete dzaan kRgi xar <3 <3 <3

 


№4  offline წევრი Tinaa^^

უკვე მერამდენედ შემხვდა : იყვეს არაა სწორი ფორმა, სწორია- იყოს!

 


№5  offline მოდერი ჯია

საინტერესო შინაარსი აქვს, მაგრამ შეეცადე წერის სტილი გამოასწორო. ძალიან უინტერესოდ წერ, არადა ისე მაინტერესებს რა მოხდება.. ძალით ვკითხულობ. და გამოასწორე რა ყველაფერი რასაც გირჩევენ . შენთვის ცუდიარ გვინდა :)

 


№6  offline წევრი -tiko))

Au kargatve ro ar damtavrdes mogklav icode da is dzukna erti magrat miabegvine vinmes raa
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№7  offline წევრი cancara

არგია კარგი მსლე დადე

 


№8  offline წევრი lamazmani

Kaia momwons magrad mara liza da patara ar mokla arc daniels mouvides rame male gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent