შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგებით ქორწილი (13)


20-07-2015, 00:02
ავტორი Tikko_Elikashvili
ნანახია 5 292

პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ნახევარი თვე გავიდა.აბაშიძეების ოჯახში ყველაფფერი მშვენივრად იყო.ლიზა და დანი,ერთმანეთზე უზომოდ იყვნენ შეყვარებულები,მათი ოჯახური ცხოვრება უკვე ნამდვილი იყო და ეს ყველამ კარგად იცოდა. თათას სწავლის საქმე მშვენივრად მიდიოდა,სასწავლებელში ერთი ახალგაზრდა გაიცნო "თამაზი",მათი ურთიერთობა მალ-მალე წინ მიდის. ნიკას და თააკოს ურთიერთობა მოგვარდა და ბედნიერები არიან.გუკას ისევ უჭირს ლიზას გარეშე,ერთი თვით ქალაქიდან იყო წასული,მაგრამ ლიზას არ დავიწყებია.დათო და ინგა კარგად იყვნენ,ამას ისიც ემატებოდა,რომ მათი შვილი ბედნიერი იყო. დანის ყოფილი შეყვარებული,ქეთა ქალაქში დაბრუნებას ფიქრობდა და არა,მარტო ქალაქში უნდოდა დანიელთან დაბრუნებულიყო....
-დედა,მინდა მე და ლიზას ნამდვილი ქორწილი გვქონდეს.-ეკას ესიამოვნა ამის მოსმენა და ასევე გაუკვირდა კიდეც.
-როგორ შვილო?ხელი ხომ მოაწერეთ,ასევე ჯვარიც დაწერილი გაქვთ.
-ვიცი დედა.უბრალოდ აქ სახლში,პატარა წვეულება.დამეხმარები?შენი გემოვნებით გააკეთე ყველაფერი..ერთ კვირაში.-ეკა ყურებს ვერ უჯერებდა.
-კარგი შვილო.დიდი წვეულება,თუ,პატარა?
-ოჯახის წევრები და მეჯვარეები.-ეკამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია..-ოღონდ იცოდე,ეს ყველაფერი საიდუმლოა.ლიზამ არაფერი არ უნდა გაიგოს.
-კარგი დანიელ,როგორც შენ გინდა..-დანი,დედას დაემშვიდობა და წავიდა.ეკამ კი მაშინვე დაიწყო ოჯახის წევრების გაფრთხილება,ინგას შეხვდა.
-ინგა,იმიტომ გთხოვე შეხვედრა,რომ მინდა სასიხარულო ამბავი გითხრა,თან ეს საიდუმლოა.
-გისმენ,რა თქმა უნდა.იმედია ლიზა და დანიელი კარგად არიან.
-კი,იმდენად კარგაად არიან,რომ ხან ეჭვი მეპარება,მართლა გარიგებით დავაქორწინეთ თუ არა.-ინგამ გაიღიმა.
-ვიცოდი,რომ ლიზა ბედნიერი იქნებოდა.
-მოკლედ.დანიელს უნდა რომ ოჯახურ წრეში,პატარა წვეულება გავაკეთოთ,რომ ნამდვილი ქორწილი ჰქონდეთ.ამაში შენი დახმარება მჭირდება.-ინგა ამის გაგონებაზე გაოცდა და,თან გაუხარდა.
-დახმარებისთვის მზად ვარ.რით დავიწყოთ?
-ერთ კვირაში,იმ შაბათს.ჩვენს სახლში უნდა მოვაწყოთ,გარეთ ბაღში,აუზთან პატარა წვეულება.ოღონდ ლიზამ არაფერი არ უნდა გაიგოს.
-კარგი.ხვალიდან შევუდგეთ.-ცოტა ხანში დაიშალნენ..დანიმ,თათას და სხვებს უთხრა ამის შესახებ.ყველა მოუთმენლად ელოდა შაბათს,ემზადებოდნენ,ეკამ და ინგამ ყველაფერი მოაგვარეს. დანიელი კი საქორწინო კაბის საყიდლად წავიდა მაღაზიაში.
შაბათს ყველაფერი მზად იყო.დანიმ,ცოლი მთელი დღით გარეთ გაიყვანა,რომ სახლში ყველაფერი გაეკეთებინათ.
-ასე დილაადრიან რატომ გამოვედით სახლიდან?-ლიზას ეძინებოდა და თვალებს ძლივს ახელდა.
-ეს სიურპრიზია,ამიტომ საღამოს გაიგებ.-ლიზას გაეცინა და ასევე,ცნოს მოყვარეობამ შეიპყრო..
-რა სიურპრიზი?
-ქალბატონო აბაშიძე,მოთმინება გმართებთ საღამომდე.თან რომ გითხრა სიურპრიზი რარ იქნება.-ლიზა გაჩუმდა რადგან მიხვდა,ქმარი მაინც არაფერს ეტყოდა.. მთელი დღე აქეთ-იქით დადიოდნენ.
-დავბრუნდეთ?-ლიზამ ეშმაკურად გაუცინა.
-კარგი დავბრუნდეთ,სიმართლე თუ გინდა,უკვე დროა.-მთელი გზა არაფერი უთქვამს დანიელს,მარტო სახე უცინოდა...
სახლში მისვლისას ყველა იქ იყო,სახლი ლამაზად იყო.ლიზას გაუკვირდა.
-დანიელ,რა ხდება?-ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა.
-ქორწილია,ჩვენი რიგით მეორე ქორწილი.მხოლოდ ოჯახის წევრები და ჩვენ.-ლიზას გაუხარდა და სახეზე ბედნიერების ღიმილი დაეტყო.
-გილოცავთ შვილებო.-ინგა,შვილს და სიძეს გადაეხვია.
-მადლობ სიდედრო..-დანიმ ღიმილით უთხრა.შემდეგ ცოლს მიუბრუნდა.
-საყვარელო,თათას გაყევი მოემზადე.-გოგოები ზემოთ ავიდნენ.ოთახში თეთრი,საქორწინო კაბა იყო,ბარხატებით გაწყობილი.ლიზამ ჩაიცვა,ფეხზე ოგნავ მაღალ ქუსლზე ჩაიცვა ტუფლი.როდესაც გაემზადა მას ცრემლები წამოუვიდა.
-მეგობარო,ნუ ტირი მაკიაჟი გაგიფუჭდება და ჩემი შრომა წყალში ჩავარდება.ულამაზესი ხარ,თვალები გიბრწყინავს.
-ბედნიერი ვარ,რადგან ჩემს ქმართან ნამდვილი სიყვარული მაკავშირებს.შენ და ჩემი მშობლები ჩემთან ხართ.
-და ყოველთვის შენთან ვიქნებით.-თათასაც ცრემლები მოადგა და,მასაც რომ არ ეტირა მეგობარს ხელი ჩაკიდა.-კარგი,ჩაიდეთ.თორემ შენი ქმარი ალბათ ვეღარ ითმენს..
ქვემოთ ჩავიდნენ.ყველა გაღიმებული უყურებდა კიბეებიდან მომავალ ლიზას.როდესაც ჩამოვიდა დანიმ ხელი მოკიდა.
-დედოფალი ხარ,ყველაზე ლამაზი პატარძალი..-ცოლს ხელზე აკოცა.-მიყვარხარ,ჩემო ლამაზო.
-მეც მიყვარხარ... - ყველა გაღიმებბული უყურებდა,ცოლ-ქმარს,მათი ბედნიერებით ტკბებოდნენ.მაგიდასთან ყველა დაჯდა. თათა და ლუკა ერთად დაჯდნენ,ნიკაც მათთან იყო.
-სალამი თათა.კარგად გამოიყურები.ისევ მარტო ხარ?-ლუკას ყოველთვის გამოსდიოდა თათას გაბრაზება.
-მადლობა...არა,შეყვარებული მყავს..შენ კი გეტყობა რომ მარტო ხარ.-გოგონამ გაიცინა.
-ნიკა,ერთი ეს მითხარი,ეს სულ ასეთია?
-არა,მაგარი ადამიანია.. მაგრაამ თუ გაბრაზდა მაშინ,ერთი მეტრის რადიუსზე არ უნდა მიუახლოვდე..-ორივემ სიცილი დაიწყო.
-ღმერთო,როგორ გიძლებს თაკო?-ნიკას შეხედა და ბიჭმა მხრები აიჩეჩა,თან გაიცინა.ლიზა და დანი,გვერდი-გვერს ისხდნენ.
-დანი,ვერ ვიჯერებ,რომ უკვე,სამი თვეა ცოლ-ქმარი ვართ და ნამდვილად გვიყვარს ერთმანეთი..-ქმარს ლოყაზე აკოცა.
-და სულ გვეყვარება,მთელი ცხოვრება.დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ,სადაც არ იქნება ჩხუბი,მხოლოდ ყველაფერი კარგი..-ცოლს აკოცა.
-მართალია,ამისთვის ყველაფერი გვაქვს.-ოჯახის წევრებზე გადაიტანა მზერა.-და რაც მთავარია ერთმანეთი გვყავს..
-კარგი,როგორც დანიელის მეჯვარემ,უფლება მაქვს რომ მათ ცეკვა მოვთხოვო.-ყველამ გაიცინა. ბიჭი ფეხზე წამოდგა.
-კარგი,ძმაო.მაგრამ მოთხოვნა საჭირო არ არის.ჩემ ცოლთან დიდი სიამოვნებით ვიცეკვებ.-ნელი მელოდია ჩაირთო.დანიმ ცოლი ააყენა და ოთახის შუაში ცეკვა დაიწყეს.ბიჭმა ის მიიხუტა და ყურში ნაზად უმღეროდა ამ სიმღერას..ლიზას ეს ძალიან სიამოვნებდა.
-ცხოვრებას მირჩევნიხარ.
-მეც ჩემო სიყვარულო..-ერთმანეთს ვნებიანად აკოცესს.ყველა ტაშს უკრავდა. მხიარულობდნენ. მათთან ამ დროს ქეთა მოვიდა.ლეილამ არჩია ჯერ ეკასთვის ეთქვა.
-ქალბატონო..ვიღაც მოვიდა,დანის ნახვა უნდა..-ეკას დააინტეერესდა ვინ იყო.
-ვინ არის?-ლეილას უჭირდა ამის თქმა.
-ქეთა.-ეკამ თვალებიდან ნაპეწრკლები გადმოყარა და მაშინვე გარეთ გავიდა.
-მისმინე,დანიელს არაფერი უთხრა.მას მე მივხედავ.-ლეილამ თავი დაუქნია. ეკა როდესაც გარეთ გავიდა და ქეთა დაინახა,უფრო გაბრაზდა.
-შენ აქ რა გინდა!?-ქეთამ დაბნეული სახით შეხედა.
-მე,დანიელთან მოვედი.მასთან სალაპარაკო მაქვს.
-ჩემ შვილთან არაფერი გესაქმება.-ეკა ჩხუბზე გადავიდა.-მას ცოლი ყავს,ზუსტად ახლა ქორწილი აქვთ,არ გაბედო და არ მიუახლოვდე!არ გეყო რაც გაუკეთე!?-ქეთაა გაჩერდა,თვალზე ცრემლი ადგებოდა.
-რას ამბობთ?...მე მას ვუყვარდი...
-ნამდვილი ცინიკოსი ხარ!როგორ გაბედე აქ მოსვლა,იმის შემდეგ რაც გააკეთე!?დანიელს ფული ამჯობინე!მიატოვე!შენ მისი ღირსი არ ხარ!ახლა მას ცოლი ყავს..შენი ადგილი აქ არ არის!-ქეთამ ვეღარაფერი თქვა.-დაცვა!-დაცვა მათთან მივიდდა და ეკამ მკაცრად გააფთხილა ისინი,რომ თუ ამ ქალს მეორედ აქ შემოუშვებდნენ,სამსახურიდან გააგდებდა.დაცვამ,ქეთას ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა. ეკამ აქ დატოვა ეს არასასიამოვნო ამბავი და შიგნით დაბრუნდა,სადაც ბედნიერი წყვილი ელოდნენ მას.......



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ მომეწონნააააა

 


№2  offline წევრი lamazmani

Kai iyo momewona dampali qeti

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent