შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იბრძოლე და გადარჩები


21-07-2015, 00:09
ავტორი ხარხელი
ნანახია 2 186

დღეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმედ მოსაგონარი დღიდან 8 წელი გავიდა. 8 წლის წინ ამ დღეს მე მომიტაცეს. ***8 წლის წინ ***
მე 16 წლის მაკა ვარ,ერთერთი პროვინციული ქალაქიდან,მყავს დედა, მამა და და-ძმა. ჩემი ოჯახი იმით გამოირჩევა რომ ბავშვობიდან სამივე შვილს იმას გვასწავლიდნენ ,რომ ადამიანები შრომით უნდა დავაფასოთ და არა გარეგნობით ან მატერიალური ღირსებებით.ჩემი ბავშვობა ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა,რაც თავი მახსოვს ჩემი მშობლემი გამუდმებით მუშაობდნენ,რათა სამი შვილისთვის ნორმალური პირობები შეექმნათ.ჩემთვის უცხო არ ყოფილა ის ფაქტი,რომ გვიჭირდა და ახალ სასწავლო წელს მე ახალი არაფერი მექნებოდა სულიერი შემართების გარდა. მე მეთერთმეტე კლასში გადავედი ხვალ სკოლა იწყება,ვფიქრობდი ჩემთვის როცა ზურგზე ხელის შეხება ვიგრძენი.დედა მეფერებოდა ნაზად მისი დაკოჟრილი ხელები მაინც ყოველთვის თბილი და რბილი იყო ჩემთვის.-დღეს პირველი საათისთვის ბაზარში გადი და ჩანთა იყიდე,ამხელა გოგო ხარ და საჭორაოდ ნუ გაიხდი თავს,დაძონძილი დადისო.ხელში ათლარიანი ჩამიკუჭა და გამეცალა.სიხარულისგან ლამის დავიხრჩვი,ორი წელი ამაზე ოცნებასაც ვერ ვბედავდი.მე არ ვიცი რა არის მოდაში,იმიტომ რომ მაცვია ყოველთვის ის რაზეც ფული მყოფნის მთელი ზაფხული არ დამისვენია,მერე რა რომ არდადეგები მაქვს.დილით ადრე გავდივარ და ბაზარში ვვაჭრობ,მე არ მცხვენია იმის აღიარება რომ ამ ასაკში მუშაობის 7წლის სტაჟი მაქვს.ბევრი ჩემი ასაკის გოგო არასოდეს იკადრებს ხელის განძრევას,მე კი დღემდე ჩემით მოვედი და ამაში არავინ დამხმარებია.შარშან ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს საკითზე ჩემმა მშობლებმა უარი მტკიცეს,გავიმარჯვე ინგლისური ტესტირების კონკურსში გაცვლითი პროგრამით ბოსტონის ერთერთ სკოლაში შემეძლო მესწავლა ერთი წელი,მაგრამ ვინ გამიშვა მე უბედური .სახლის მოწესრიგებას მოვრჩი და ეგრევე გარეთ გავვარდი.დიდი ვერაფერი იყო ჩემი ახალი ჩანთა მაგრამ მე უსაზღვროდ მიხაროდა.საბავშვო პარკთან ჩამოვიარე როცა ჩემი სახელი შემომესმა,ხმა არ მეცნო მაგრამ მაინც მოვბრუნდი.ვიღაც უცნობი ადამიანი დამხვდა რომელიც აშკარად მე მეძახდა დავაპირე მეკითხა რატომ მეძახდით მეტქი, მან ხელით რაღაც უცნაური მოძრაობა გააკეთა და ჩემს წინ მანქანა გაჩერდა უცნობი მეცა და მანქანანისკენ წამათრია,გავიბრძოლე თუმცა უშედეგოდ .მანქანაში შემაგდო იქ კიდევ ერთი ადამიანი დავინახე რომელსაც პირდაპირ სახეში ვეცი და ჩამოვკაწრე.უცბად ლაწანი გავიგე და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარე.ნაგავი 16 წლის გოგოს მომერია.ორივე ერთად მაკავებდა მუსიკები ჩართეს ბოლო ხმაზე რომ ჩემი კივილი დაეფრა.მანქანა კი მიქროდა გაურკვეველი მიმართულებით.რომ ვეღარ გამაჩერეს ჩემს ჩანთას სახელურები დააძვრეს და წინა სავარძლის საზურგეზე ხელებით მიმაბეს.



№1  offline წევრი Different..

მომეწონა ^^

 


№2  offline წევრი ხარხელი

Different..
მომეწონა ^^

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent