შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვისკი და თანამედროვე კონკია. (თავი IV)


21-07-2015, 01:41
ავტორი Nina))
ნანახია 5 850

დილით მცხუნვარე მზის სხივებმა გამოაღვიძა,თვალი გააღო თუ არა წამსვე დაინახა ყუთებით სავსე,დაულაგებელი ოთახი და ბალიში თავზე დაიფარა,თითქოსდა ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა ასე სურსო,საშინელი ხმები ამოუშვა პირიდან,ზმუილის მაგვარი და ტიტლიკანა წამოდგა,აბაზანა ადვილად იპოვა და ვანაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩახტა,ეზარებოდა ყველაფერი,მაგრამ სურნელოვან წყალში ნებივრობამ ყველა პრობლემა ადვილად გადაჭრა. კარზე კაკუნი პირველად რომ გაიგონა,იფიქრა მომესმაო,მაგრამ როდესაც განმეორდა მიხვდა რომ ცხადი იყო,იქვე დადებული პირსახოც-ხალათი გადმოიცვა და ფეხის წვერებით გავიდა საძინებელ ოთახში.

-დედი,არ მინდოდა შენი გაღვიძება
-არაუშავს,დეე,დიდი ხანია მღვიძავს
-ჩამოდი,დე,სტუმარი გვყავს,გაგაცნობ-თვალები ეშმაკურად ააციმციმა აქსანამ
-ახლა არა,დე,ახლა ოთახს დავალაგებ,საღამოს გამაცანით ყველა,მოვემზადები სულიერად მანამ-გაიღიმა-დეეე,შენი პირველი კოლექციის კრემისფერი კაბა გამიმზადე რაა,მე რომ მომწონდა...
-ახლავე უფროსო!-ლოყაზე აკოცა შვილს და კარები გაიხურა...

გრძელი სარაფანი გადმოიცვა,თმები აიწია და ოთახის დალაგებას შეუდგა.
ახლა პირველი სათია,ექვსამდე ოთახსაც დაალაგებს და თვითონაც მოემზადება,მაშინ ყველაფერი დალაგებული ექნება და სულიერადაც შემზაებული იქნება.
აივნის კარი გამოაღო და ნიუ-იორკის ხედით დატკბა რამდენიმე წუთი.სახლის დათვალიერების სცენა რომ გაიხსენა,ერეკლეს სახლი და მოგრძო კიბე ამოუტივტივდა თავში.

„ოჰო,მესამე დღეა რაც მამაკაცს „იცნობ“ და მესამე დღეა მასზე ფიქრით იწყებ დილას“-გამოაჯავრა ალტერეგომ.
„ჯანდაბა,მოკეტე,დამპალო.“-წაუსისინა საკუთარ თავს.

აივანს გახედა,საკმაოდ გრძელი აივანია,გვერდითა ოთახისთვის საზიარო,იმედია გვერდითა ოთახში არ მოათავსებენ მამაკაცს,თორემ შეიძლება გაუგებრობას გადაეყაროს,ძალიან უყვარს საცვლების ამარა სიარული,განსაკუთრებით საღამო ხანს,მთვარეულია.
თბილისში საცვლების ამარა ჩამოჯდებოდა ხომლე ფანჯრის რაფაზე და მთვარეს და ვარსკვლავებს უცქერდა.
თვალი აივნის კარებს შორის მდებარე პატარა კიბეებისკენ გაექცა,რომელიც მეოთხე სართულზე,ანუ სახურავზე გადის.ერთი,ორი საფეხურით ამაღლდა და საოცრად ლამაზ სანახაობას გადააწყდა. ზემოთ სახურავზე ვერანდას მსგავსი რამ მდებარეობს,ყვავილებითა და თეთრი სავარძლით. აუცილებლად ამოვა ამაღამ აქ და ნიუ-იორკის ცას გადახედავს ღამით.
როგორც უკვე ავღნიშნე აივანი საკმაოდ დიდია,ლამაზად დაწნილი ხის სავაძლები,პატარა ხის მაგიდა და ხის საქანელაა აივანზე განთავსებული,აშკარად უზრუნვიათ მშობლებს მისთვის და ლამაზი ოთახი განუთავსებიათ მისთვის,ოღონდ აივნის გაყოფის იდეა აშკარრად არ მოსწონს!!

***
-ბატონო,ერეკლე!-მხარზე გაჰკრა ხელი მამუკამ.
-ოჰ,მამუ,იცი რაც არ მიყვარს ახლობლებისგან და სარგებლობ! ხომ იცი არა?! ჩემი უფროსი ძმა ხარ,არ მომმართო მასე-საჩვენებელი თითი აუწია ერეკლე,
-კარგი,ხო,ვაღიარებ!-დანებების ნიშნად ხელები მაღლა აღმართა-მიდი,მიდი მოემზადე,ამაღამ წვეულებას მართავს ჩემი ცოლი,მესამე სართულზეა შენი ოთახი,თან დაისვენე.
-კარგი,გამოვიცვლი,ცოტას დავიძინებ და მერე ჩამოვალ და თქვენს ქალიშვილსაც გავიცნობ.

აივნის კარი ღია ჰქონდა და თავის ახალ ოთახში ალაგებდა რაღაცებს,ჯერ ყუთებს შორის ჩაჯდა და სახე დემონსტრირებულად დამანჭა,მერე მოგრძო ყუთი დაინახა და ზედ შეახტა,ბავშვობის დროინდელი საყვარელი მომღერლის სიმღერა გაიხსენა და ღიღინი დაიწყო
-I’m super girl! Super Star ! ... ლა ლა ლა ლა ლა ლააა, I’m super Super, I’m super super-თან ფეხების ფართხალი დაიწყო და მისებურად,ბოლო ხმაზე კისკისებდა. [[ვისაც ჩემი სიცილი აქვს განაგონი მიხვდება (ვიცინი) ]]

ვისკი და თანამედროვე კონკია. (თავი IV)


***
მაისური გადაიძრო და დაძინება აპირებდა,როდესაც სიმღერის და კისკისის ხმა შემოესმა,ხმის მიმართულებას გაჰყვა და სასაცილო მდგომარეობაში რომ დაინახა ნაცნობი სახე, გაოგნებულმა და სასიამოვნოს გაოცებულმა მოაღო პირი,როდესაც მის თვალებს წააწყდა მის სახეზეც მსგავსი რეაქცია ამოიკითხა...

ერეკლეს დანახვა ნიუ-იორკში,თან საკუთარი მშობლბების სახლში,თან საკუთარ ოთახში,საკუთარ აივანზე და ამ ყველაფერს დამატებული წელს ზემოთ შიშველი ნამდვილი შოკი იყო!
-შენ? -ამოიგნავლა სასოწარკვეთილმა,ხელები დაუსხლტა და იატაკზე მოადინა ზღართანი.
არ არსებობს!
ისევ შერცხვა!!!
-ვაიმე,წელი,უკანალი,ყველაფერი მტკივა-საშინლად ტკიოდა,ეტყობოდა სახის დამანჭვაზეც,მამაკაცი კი გახევებული იდგა აივნის კარებთან და პირღია აკვირდებოდა გოგონას-რას მომჩერებიხარ,მაიმუნო,პირი დაკეტე ბუზი არ შეგიდრინდეს,გამოადგი ფეხები და დამეხმარე-დაისისნა და ჯიქურად მიაშტერდა მამაკაცს.

„თვითკმაყოფილი გამოგრჩა,ლიზა,ჭკუა ასწავლე იცოდე,არ დანებდე!“ პირველად ესიამოვნა ალეტრ ეგოს ხმა და წამოდგომა სცადა,თუმცა დემეტრემ ხელში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე/
-სად გეტკინა?-მამაკაცის ხმის გაგონებაზე და მისი სხეულიდან წამოსული სითბოსგან დაბუსუსდა,მთელს დანზე ტაომ დააყარა,მამაკაცმა შენიშნა და ტუჩის კუთხე აეპრეხა.
„ნახე,ლიზა,დაგცინის!“-გააქეზა შინაგანმა ხმამ,ამ ბოლო დროს ალტერეგო შეიცვალა.
-უკანალი მტკივა,მაგრამ ისღა მაკლია ხელები მიფათურო!-ნიშნის მოგებითა და სიამაყით დაგესლა მამაკაცი.
-ჰო,იმიტომ არ იყო სამი დღის წინ ვნებიანად რომ მკოცნიდი,ჩემსავე სახლსა და შემსავე საწოლში!
-დროც დაგიმახსოვრებია
-ჰმ,მგონი შენც-არ დაუთმო მამაკაცმა
-სხვათა შორის შენ დამიწყე ტანსაცმლის გახდა
-ჩემს პერანგს გაცმევდი,უფრო კომფორტულად რომ დაგძინებოდა-მხრები აიჩეჩა საყვარლად მამაკაცმა-და პირველი შენ ჩამიავარდი მკლავებში-ორაზროვნად დააყოლა ერეკლემ.
-მამაკაცებს ტლიკინი არ უხდებათ,არ იცოდი?!-დაიგესლა ზვიადაური
-ოჰ,კარგი რააა-ჰაერში აიქნია მარცხენა ხელი-სხვათა შორის გაგიმართლა მე რომ შემხვდი,თორემ სხვას მასე ადვილად ვერ დაუსხლტებოდი
-იქნებ მეც მინდოდა?!-არ გაჩერდა,მაგრამ როდესაც მიხვდა რა წამოროშა პირზე მიირტყა სასწრაფოდ ხელი,მამაკაცმა ეშმაკურად გამოხედა,წარბები აათამაშა და ღიმილით მიუგო
-მაგის გამოსწორება ახლაც შეიძლება!
-არც იფიქრო! არანაირი შანსები!-გამწარებულმა დაიღრინა გოგონამ-და საერთოდაც დატოვე ჩემი ოთახი!
-ჰო,თბილისში რომ ჩამოხვალ რაღაცას მოგცემ,ჩემთან დაგრჩა-კარებთან იყო,როდესაც თითქოსდა თავისთვის ჩაიდიდღინა-ჰო,მაგრამ მთვრალი იყავი,მერე იქნებ გენანა-მხრები აიჩეჩა და იქაურობას გაეცალა. ლიზა კი იჯდა და ფიქრობდა მამაკაცზე,რომელმაც ყველაზე ღირსეული თვისება გამოიჩინა ამ წამს.ასეთი მამაკაცი არასდროს შეხვედრია,და მაინც ჯიუტად იყო მასზე გაბრაზებული,რომ უარყო! ანუ არ იყო საკმაოდ სრულყოფილი,მამაკაცმა კი ხელის კვრით აღიარა და დაარწმუნა ამაში..
ოთახი საგულდაგულოდ მიალაგა,მერე ისევ აბაზანაში შევიდა,გადაივლო და გამოსულს საწოლზე გადაფენილი კრემისფერი კაბა რომ ნახა სულ გადაირია და ხტუნვა დაიწყო,თან იქით-აქეთ დახტოდა და კიოდა,ხმაურზე ოთახში ერეკლე შემოვიდა.
-ლიზა,კარგად ხა....-სიტყვა შუაზე გაუწყდა გოგონას ნახევრად შიშველი,პირსახოც შემოხვეული სხეული რომ დაინახა,დღის შუქზე უფრო მიმზიდველი ეჩვენა და საოცარმა სურვილმა შეიპყრო,უნდოდა მისთვის ეკოცნა,თან ორჭოფობდა...
-ჩემი სახელიც გცოდნია-გამომწვევად გადაიწია თმები გვერდით,რაც მოუვა მის თავს დააბრალოს!
-ჰო,მამაშენმა მითხრა-ნელ-ნელა ახლოს მიიწევდა ყმაწვილი
-უკან დაიხიე-შეშინდა ლიზა
-შენ გამომიწვიე
-უკან დაიხიე!
-თორემ?!
-ვიკივლებ!
-არავინ არი სახლში!
-მოსამსახურე მაინც იქნება!
-ვივიანამდე ხმა არ მივა,ისედაც მოხუცებულია-ერთი ნაბიჯიც და მათ შორის სივრცემ საგრძნობლად იკლო,მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი აკლდა და მის სხეულს შეეხებოდა.
-ერეკლე-აგონიაში ჩავარდნილმა ამოიბუტბუტა
-მითხარი რომ შენც გინდა-არ ცხრებოდა მამაკაცი
-არ მინდა-გონებადაკარგულმა მაინც არ დათმო პოზიცია
-შენი ტუჩები სხვას ამბობენ!-ტუჩებზე ჩამოუსვა თითები და აკანკალდა გოგონა
-მე არ მინდა,გონებას არ უნდა
-არ მაინტერესებს,მთავარია მე,მე და შენს ტუჩებს გვინდა!-უკვე მის ბაგეებთან ამოიჩურჩულა და ვნებიანად დააცხრა მის ტუჩებს,კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა,და არცერთი არ ჩერდებოდა,წელზე ფრთხილად,მაგრამ მაინც ცივად მოხვია ხელი და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა,ტუჩზე რომ უკბინა,მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ლიზა და მილულული თვალები სწრაფადვე ჭყიტა,მკერდზე ხელი კრა მამაკაცს და მარტივად მოიშორა
-მეორედ!-ქოშინებდა გოგონა-მეორედ არ მომიახლოვდე! გასაგებია?!
-დღეისთვის გეყოს-ტყუჩის კუთხეში ისევ აკოცა და აივნის კარებიდან გაუჩინარდა.

„ჰმ...ეს რა იყო?!“-ორივემ,შინაგანმა ხმამაც და ლიზამაც ერთდროულად ამოილუღლუღეს
„ეს საოცარი კოცნა იყო!“-აღიარა ლიზამ
„მაგრამ უნდა იწვალოს!“-დაისისინა ალტერეგომ
„ნუ,რა თქმა უნდა!“-ხალისიანად დაეთანხმა ლიზაც.

***
საღამოს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,ძალიან სადა და ლამაზი იყო,კრემისფერი კაბა,წითელი ფეხსაცმლები და დახვეული თმები საოცარ ნაზავს ქმნიდა და ლიზას სისადავეს კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავდა.
არაჩვეულებრივი იყო ერეკლეც,თეთრი პერანგი,შავი შარვალი და შავი, ე.წ „ბაბოჩკა“ საოცრად სიმპატიურს ხდიდა.
ეს ორი ერთმანეთისთვის იყო შექმნილი!
მაღლა კუპიდონები ზეიმობდნენ,როგორც იქნა შეხვდნენ ერთმანეთს.
ერთს ერთი ისარი ესროლეს,
მეორეს-მეორე და საბოლოოდ გაახელეს ორივენი.
ანგელოზებსაც უხაროდათ ალბათ.
ყველა გაიცნო ლიზამ,ყველას ძალიან მოეწონა ლიზა და ასევე,ლიზას-ყველა.
ვერავინ ვერაფერს უწუნებდა.
საოცრად მიდიოდა საღამო..
ჯანდაბა,მანამ სანამ „დაპატიჟებულ-დაუპატიჟებელი“ სტუმარი არ დაადგებოდათ თავზე,
აშკარად დაპატიჟებული იყო,დასწრება დახურული იყო,მხოოდ მოსაწვევიან პირებს შეეძლოთ წვეულებაზე მოხვედრა.
-შენ?! შენ აქ რას აკეთებ?!-წამში გადაურბინა ლიზას ცისარტყელის ფერებმა,მაგრამ ჟურნალისტების გამო არაფერი შეიმჩნია,ეს ჟესტი და ლიზას აფორიაქება არ გამოპარვია ერეკლეს თვალთახედვიდან და თვითონაც ძალიან დაიძაბა,შემდეგ კი მათკენ დაიძრა...

ვისკი და თანამედროვე კონკია. (თავი IV)


----
ჰა,იმედია მოგწონთ.
ძალიან გთხოვთ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ კომენტარებში,
სიყუვარულით,ნინუცი. love



№1  offline მოდერი Nina))

tamara
აჰაჰაჰა wink მიყვარს მე შენი კისკისი და ახლა ყურებში ჩამესმა თითქოს და ხმამაღლა გამეცინა მე wink
ისტორიაც მომწონს, ერეკლეც და ლიზიც love
მცხუნვარე და ''თუხთუხა'' ისტორიაა love


მადლობა,თანარა დეიდა,დიდი :დდ(ჰაჰა,ვკისკისებ ისევ) მიყვარხარ ძალიან და მადლობა რომ კითხულობ love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent