მილანიდან ისევ თბილისში (3)
მეორე დღეს მდინარეზე წავიდნენ. ერთ ადგილას წყალი იყო ხელოვნურად დაგუბებული და იქ ბანაობდნენ. ანამარია თეთრ მთლიან საცურაო კოსტუმში იყო გამოწყობილი, რომელიც მის უკვე გარუჯულ ტანს ძალიან უხდებოდა.ბიჭების მზერას გრძნობდა ტანზე და ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ უფრო კეკლუცობდა და თავს იწონებდა. უცებ ვიღაცის ხელები იგრძნო წელზე, თავის მოტრიალებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ჯერ ჰაერში და მერე წყალში. ამოყვინთა თუ არა ლაშა დაინახა, რომელიც წყალში იდგა და თავისი საქციელით ამაყი სიცილით კვდებოდა. ანამარია კი გაწუწული ქათამივით გამოიყურებოდა. კარგად გაერთნენ მდინარეზე და მზის სხივები, რომ აღარ ათბობდა იქაურობას სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. წინ ლაშა და ნიკა გარბოდნენ უკან შეყვარებული წყვილები მიჰყვებოდნენ ერთმანეთზე აკრულები, ელენე კი გიორგის ჰყავდა ზურგზე შემჯდარი და ისე მოყავდა. სულ ბოლოს კი კიტა და ანა მოდიოდნენ. ანამარია ტელეფონზე იყო მიშტერებული და ყურებამდე გაღიმებული ვიღაცას წერდა. კიტა ხან რითი ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას ხან რითი, მაგრამ ანამარია ტელეფონს თვალს არ აშორებდა. უცებ ფეხი ქვას წამოკრა ანამარიამ და დაღმართზე დაგორდა. კიტა მიუახლოვდა დაშავებულს, ახლა ალბათ უნდა ეკითხა რამე ხომ არ ტკიოდა, ანამარიას ეპასუხა, რომ ფეხს ვერ ამოძრავებდა და სახლამდე კიტას ხელში აყვანილს წაეყვანა, მაგრამ არაფერი არ დაემთხვა, როდესაც კიტა დარწმუნდა, რომ ანამარიას სიარული შეეძლო, ღიღინით დაუყვა დაღმართს. უკან ანა მოჰყვებოდა ლანძღვით: -ერთი ხელი მაინც მოეკიდა, ხეპრე... არა, როგირ შევცდი თავიდან! სისულელეა, რომ ამბობენ პირველი შთაბეჭდილება მთავარიაო! ***** საღამოს სუფრა ეზოში გაშალეს. კარგ დროს ატარებდნენ. ანამარიას ტელეფონმა დაურეკა და სახლში შევიდა, რადგან გარეთ ხმაური იყო. -ხო დე.. -ანამარია როგორ ხარ? რას შვები? -რავი დე, კარგად, შენ როგორ ხარ? სტასი როგორაა?-ღიმილით ელაპარაკებოდა უკვე მონატრებულ დედას და თან სამზარეულოს მაგიდაზე იყო აყუდებული. -კარგადაა კარგად.. მეც კარგად ვარ! რამე ხო არ გჭირდება? კარგ დროს ატარებთ? -კი დე, და არაფერი არ მინდა, ნუ ნერვიულობ. წავედი ეხლა და ტასოს ჩემ მაგივრად აკოცე! -კაი დე, მიდი, ჭკვიანად! -ხო, ხო ვიცი.-ღიმილით გათიშა ტელეფონი და ტაფაზე დაყრილ კარტოფილს ამოურია. უკან რომ მობრუნდა კიტას მკერდს შეეჯახა ცხვირით. -რამე გინდა? -არ გაწეულა, მხოლოდ თავი აწია მაღლა და ისე კითხა. -არაფერი უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ საოცრება იყავი დღეს მდინარეზე, თვალი ვერ მოგწყვიტე ისეთი სექსუალური იყავი, მაგრამ სხვების დახამებული მზერა ძალიან მაღიზიანებდა... - ეს კომპლიმენტად ჩავთვალო? -როგორც გინდა...-კიტამ კიდევ უფრო შეამცირა მათ შორის მანძილი და ხელი ლოყაზე დაუსვა, ნელნელა დაიხარა ანამარიასკენ და მის ტუჩებს მხეცივით დაეწაფა. ცალი ხელით თავი დაუჭირა მეორე წელზე მოხვია და ხან ქვედა ტუჩზე კოცნიდა, ხან ზედაზე მერე ორივეზე ერთად. ანამარია რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა, მერე ისიც აყვა და ხელები მოჰხვია. კიტამ ანამარია სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა თვითონ მის ფეხებს შორის მოექცა და ისე გააგრძელა მისი მოფერება. ანამარიამ ცივი თითები ზურგზე იგრძნო და სიამოვნების ხმა აღმოხდა, თან ფეხები უფრო მჭიფროდ მოჰხვია კიტას. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა ბიჭი, ანამ თავი უკან გადააგდო და გაინაბა, რამდენიმე წამში მაიკა გახადა კიტამ, მოისროლა და ბიუსჰალტერის ზემოდან ეამბორა გოგონას, ეს ალბათ საგანგაშო ზარი იყო ანამარიასთვის. კიტას ხელი ჰკრა, მაიკას ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა. მარტო დატოვა კიტა, ირონიულად მომღიმარი და დამწვარი კარტოფილი, რომელიც არავის აღარ ახსოვდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.