შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებისთვის... ( მესამე თავი )


21-07-2015, 16:22
ავტორი ნენე
ნანახია 2 267

თავი სამი
ფეხის ხმა,ნელ-ნელა ახლოვდებოდა,ვერას კი შიში იპყრობდა.
რისი შიში იყო ეს?
ამ კითხვაზე,პასუხს,თავადაც ვერ გაგცემთ.
სასოწარკვეთის?
ალბათ არა,ნახევარი საათის წინ,მშვენივრად ინაბებოდა დემეტრეს მკლავებში.
აბა რის ეშინოდა?
ალბათ კვლავ ჩვეული ცინიზმის და ირონიულობის...
დამცირების ეშინოდა,რადგან წარსულში,საკმარისად გადაუარეს,გადათელეს...
ამჯერად,არავის მიცემდა უფლებას,რომ კვლავ შეეფურთხებინათ.
დამშვიდებისთვის,რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა,უფრო მეტად აეკრო ტანსაცმლის კარადას და თვალები ჭყიტა.
კარიც გაიღო,მამაკაცი ნელი ნაბიჯით მოვიდა გოგონასთან.
ვერას ეგონა,აი ახლა მაკოცებს,აი ახლაო,მაგრამ...
ხელით გაწია,კარადა გამოაღო და პერანგს დაწვდა
-უკაცრავად,მაგრამ,აქ იძინებთ?-წარბები მაღლა აწკიპა და დოინჯი შემოირტყა გაგულისებულმა ბურდულმა
-ჩემს ოთახში ძილის უფლება,ნამდვილად მაქვს-ნიშნისმოგებით გადახედა,და ზედა გადაიძრო.
ერთი დიდი ნერწყვის გორგალი გადაუშვა ვერამ,როცა მის დაკუნთულ სხეულს შეხედა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია და გამომეტყველება შეინარჩუნა.
-და მე სად დავიძინო?-გულწრფელად კითხა,და ბნელ თვალებში ჩააშტერდა.
სიცივე იგრძნო,როგორ დაუარა სხეულში შიშის ტალღებმა...
თვალები,ადამიანის სულის სარკეაო ამბობენ.
თუ მართლა ასეა,მაშინ დემეტრე,საზარელი ადამიანი ყოფილა...
ისეთი ცივი,და მაინც,მრავლისმეტყველი თვალები ქონდა,უნებურად გააჟრიალა ვერას.
"შემიძლია,მთელი ცხოვრება,შენს თვალებს ვუყურო მხოლოდ,შემეშინდეს,და მაინც,მსიამოვნებდეს... მაზოხისტურად"-გაიფიქრა წამსვე და თავი ჩახარა.
-სად დაიძინო? იატაკზე-მხრები უდარდელად აიჩეჩა,შარვალი გადაიძრო და საბანი გადაწია.
-შემცივდება-უკვე ნიკაპი უკანკალებდა გოგონას.
ჯერ ასე,არასდროს უნერვიულია.
არ იცის,რა ემართება...
ვერ ხვდება,რატომ გრძნობს შიშს მაშინ,როცა მამაკაცი მასთან ახლოსაა...
თან,აუხსნელი მიზიდულობა აკავშირებს მასთან.
ღმერთო,როგორ დაიბნა...
-მე რა ვქნა? ხომ არ გაგათბო?-ცივი თვალებით შემოხედა,და პულტით სინათლე ჩააქრო.
დარჩა გოგონა,აკანკალებული,შეშინებული და აზრზე ვერ მოდიოდა.
ოხ,ვერა,რამ დაგადებილა!
ნახევარი საათი,იდგა ალბათ ასე სიბნელეში,არაფერზე ფიქრობდა,და არც უნდოდა ფიქრი.
უნებურად,ცრემლი ჩამოუგორდა,და მაშინ გამოერკვა.
დიდი ხანია,არ უტირია...
ორჯერ იტირა ცხოვრებაში,როცა დაიბადა,და როცა...
არ უნდა იმ დღის გახსენება.
ხელი თვალზე მოისვა,სისველე იგრძნო თუარა,მუშტით მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი,კუთხეში,იატაკზე დაჯდა და თავი კედელს მიადო.
მოუწევს,მთელი ღამის,ასე გატარება.
არადა,როგორ ცივა...
იყინება...
ნეტა ადგებოდეს,და რამეს დააფარებდეს მაინც ეს ხისთავიანი,რა მოხდებოდა!
არც არაფერი!
მაგრამ,რას გაუგებ! წუთის წინ,ალერსში ჩაძირა,ახლა კი ზედაც არ უყურებს!
-როგორ ვერ გიტან უკვე,ნეტა იცოდე!-ფიქრებში წასულმა,ვერც მიხვდა,რომ ხმამაღლა დაილაპარაკა,და თვალები მინაბა...
თითქმის ჩაეძინა,ასე ათი წუთის გასვლის შემდეგ...
მერე,იგრძნო ძლიერი მკლავები...
სითბო...
უნებურად გაეღიმა,და მაგრად მოეხვია ცივ სხეულს,რომელიც მაინც ათბობდა.
ღმერთო,როგორ გამოშტერდა და აჩერჩეტდა,ეს სულელი გოგო!
^^^
მზის სხივებმა,იძულებული გახადა,თვალები გაეხილა.
ერთი კარგად გაიზმორა,გემრიელად დაამთქნარა,მერე თვალები ისევ დახუჭა და გვერდი იცვალა,რადგან მზე თვალებში აჭყიტებდა.
როგორ უყვარს ძილი.
უყვარს რომელია,გიჟდება.
დიდი ხანია,გემრიელად არ დაუძინია.
ვინ აცლიდა რო?
არც არავინ...
დიდ ლოგინში,კოტრიალობას რომ მორჩა,მხოლოდ მაშინ ინება გამოღციძება.
სწრაფი მოძრაობით,წამოხტა საწოლიდან,სარკეს ეცა და საკუთარი თავის თვალიერება დაიწყო.
ვაა,ტანსაცმელი გაეხადათ მისთვის,და გუშინ დილას რომ დაინახა,მამაკაცის "საროჩკა" სკამზე,ის ჩაეცვათ.
შეხვეული ხელიც,აღარ ტკიოდა.
ფრთხილად მოიხსნა სახვევი,და გრძელ,მთლიან მკლავს აყოლილ ჭრილს დააკვირდა.
ალბათ,მთელი ცხოვრება ექნება ეს "დიდი ხაზი".
პირველად იგრძნო,მაკუნას მიერ მადლიერება.
ახალი ცხოვრება უნდა დაეყო,ახალი კადრებით...
შურისძიება,რათქმაუნდა არ დაავიწყდებოდა...
მხოლოდ შურისძიებისთვის იცოცხლებს,სხვა არაფერი დარჩენია.
-შურისძიება,მეტი მაინც არაფერი გამაჩნია-ჩაილაპარაკა ხმამაღლა,და თვალებში სიძულვირი,სიბრაზე და ზიზღი ერთიანად აერეკლა.
შურისძიება,ერთი სიტყვაა,და რამდენ რამეს მოიცავს...
როგორ უსაზღვრო სიძულვირს და ბოროტებას ნიშნავს,ეს ათი ასო-ბგერა...
სამაგიეროს გადახდა?
არა,უფრო შურისძიება...
რომ ეკითხათ,რისთვის ცოცხლობო?
-შურისძიებისთვის...
^^^
კიბეები ჩაიარა თუარა,თვალებში დივანზე არხეინად წამომოტრიალებული მაკუნა მოხვდა,და მისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით.
-კარგად გამოიძინე?-თბილად მოანათა თაფლისფერი თვალები ქალმა და თავისი ქათქათა კბილები გამოამზევრა.
-არა მიშავდა რა,შენ?-თვითონაც ღიმილი შეაგება,და მის გვერდით დაიკავა ადგილი
-როგორც ყოველთვის,არაჩვეულებრივად. ყავა გინდა?-ფეხზე წამოდგა ქალი.
თანხმობის ნიშნად,თავი დაუქნია ვერამ და სამზარეულოსკენ წასულს უკან მიყვა.
-დემეტრე,თანახმაა-როგორც კი ყავის ფინჯანი დაუდგა წინ,ახალი ამბავი "აჯახა" და თავადაც მოსვა ცხელი სითხე
-მართლა?-ცოტა არ იყოს,გაუკვირდა მამაკაცისგან ეს ნაბიჯი.
გუშინ ღამით,ისე ცივად მოექცა,იმასაც ფიქრობდა,ხვალ წამაბრძანებს აქედანო,მაგრამ ფაქტია,ეს არ გაუკეთებია.
-მართლა მართლა,მგონი,დაევასე კიდევაც-ეშმაკურად ჩაიხითხითა და გოგონას თვალი ჩაუკრა.
-ნუ,ეგ რათქმაუნდა-არ ჩამორჩა ვერაც. გაახსენდა,მაკუნას ოთახში მომხდარი,და ღაწვები აუწითლდა.
-ზეგ ქორწილია-ახარა მაიკომ,და გადაიკისკისა,როცა ბურდულის თვალებს გადააწყდა
-ასე ცოტა დრო... როგორ მოვასწრებთ?-დაიბნა გოგონა,წარმოდგენა არ ქონსა,ორ დღეში,როგორ მოემზადებოდა...
-მთავარია,მე გყავარ!-გაეჯგიმა ქალი და ამაყად მოიღერა ყელი.
-აუ,არ ვხუმრობ,თან,კაბისთვის ფული არ მაქვს...-ჩაიბურტყუნა და წარბები შეკრა
-მაგაზე არ ინერვიანო,საკრედიტო ბარათი დატოვა დემეტრემ-გაეცინა მაკუნას-მიდი და ხარჯე. მე შენს ადგილას,გავაკოტრებდი
-სირცხვილია... სხვისი ფული,როგორ უნდა დავხარჯო-მართლა მოერიდა ვერას.
არ იყო მიჩვეული,სხვისი კუპიურების ფლანგვას.
არასდროს ყოფილა ისეთი შემთხვევა,რომ ვინმესთვის ფული აერთვა.
მითუმეტეს,ისეთი ადამიანისთვის,ვისაც წესიერად არც კი იცნობდა.
ვალიც კი არ აუღია,არადროს.
სწორედ ამიტომ იყო,ასე რომ შერცხვა,სხვისი ფულის დახატჯვა.
-ნუ წუხარ,რაარის ახლა მაგაში მოსარიდებელი. საქმროს ფულის ფლანგვა,მითუმეტეს საქორწინო კაბისთვის,სულაც არაა სამარცხვინო. დამიჯერე,სტაჟიანი ქალი გელაპარაკები-გაუცინა და ხელი თბილად ჩამოუსვა
-გათხოვილი ხარ?-დაინტერესდა და თემა შეცვალა ვერამ.
-ვიყავი. სამჯერ -გადაიხარხარა ქალმა.
-ვაუ-გაუკვირდა გოგონას-უეჭველი,ფულიან ტომრებზე ხო?-უკვე აღარ ერიდებოდა მაკუნასი,დაუფარავად ესაუბრებოდა და,როცა დრო მოვიდოდა,ალბათ თავის წარსულზე ეტყოდა რამეს...
-აბა როგორ! ოღონდ,სამივეს ღიპი ქონდა,საშინელი. ნეტა გენახა,შარვალ-კოსტუმში რომ გამოიწკიპებოდნენ.სიცილს ვერ ვიკავებდი-პირზე ხელი აიფარა და ახითხითდა.
გაეცინა გოგონასაც.
მაკუნა სულ სხვანაირი ქალია,მისგან რადიკალურად განსხვავებული...
ნამდვილი თბილისური,მდიდარი ქალის ცხოვრებით ცხოვრობს.
მართალია,ვერაც იყო ოდესღაც მდიდარი,მაგრამ გათხოვილი ის,არასდროს ყოფილა...
-ყავა რადგან დავამთავრეთ,წამოხტი ახლა,კაბა ავარჩიოთ,ბევრი დრო ნამდვილად არ გვაქვს-უთხრა მაკუნამ და ჭიქა მაგიდაზე დადო
-დავრეცხო?-მიუხედავად იმისა რომ,რეცხვას მიჩვეული არ იყო,ცნობისმოყვარედ კითხა და თავისი ჭიქა ნიჟარაში ჩადო
-არა,თეკო დარეცხავს... გაგაცნობ მერე,ღარიბი გოგოა,მაგრამ კარგი.. ახლა ამის დრო არ არის,წავედით მალე.
-წავედით-მაკუნას გაყვა გოგონა
-ასე აპირებ წამოსვლას?-მოუბრუნდა და,აათვალიერა.
მხოლოდ ახლაღა შენიშნა,რომ კვლავ მამაკაცის "საროჩკა" ეცვა...
როგორი დიდი სიამოვნებით წავიდოდა,ამ პერანგით,მისი სურნელი ასდიოდა.მაგრამ...
რაზე ფიქრობს,ეს ნორმალურია?
-ავალ,გამოვიცვლი-თავი დაუქნია და კიბეებისკენ წავიდა
-დაგელოდეებიიი-მიაძახა გაწელილად მაკუნამ,და გავიდა.
^^^^
^^^^
ხო,როგორც ყოველთვის,მადლობა ანინეს. ზედმეტს არ ვილაპარაკებ,თორემ გამიბრაზდება,ამდენი მადლობებისთვის :დ
მადლობას ვუხდი ფისოოოს. მაგან საერთოდ გამაგიჟა და გადამრია (ვიცინი)
და მადლობა,ზოის.
ანუ,სენქ იუ ფორ იუ ყურადღეიშეენ.



№1  offline ადმინი შამანი

ნენუც, მომეწონა მე ეს თავი! ძალიან,ძალიან!
დემეტრეს პერსონაჟი ძალიიანნ მომწონს ^^
მაკუნას რაც შეეხება, მგონი ისევ უარყოფითისკენ ვიხრები :დ
მოუთმენლად ველი ვერას და დემეტრეს ქორწილს,მათ რეაქციებს განცდდებს და საერთოდ ყველაფერს.
ნორმალური ზომის თავებს წერ და ეს მომწონს,+ისეთ ადგილას არ წყვეტ,რომ დაინტრიგებული დაგვტოვო შენი მკითხველი. ხოდა ეს ძალიან მომწონს მე!
პუნქტულაურობას არ კარგავ! :დ
წარმატებებიი ნენუც! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

ნენე
მოვიცალე როგორც იქნა. აქამდეც უნდა წამეკითხა. მაგრამ თავისბმოსაფხანი დროც არ მქონდა.... მოკლედ ეხლა თბილისდან გადივარ და გზაში , მანქანქში ვზივარ და ერთი ამოსუნთქვითბწავიკითხე სამივე თავი.... ძალიან მომეწონა... ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ. ველოდები შემდეგ თავს
--------------------
თინა ნიკოლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent