შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მამიკო პრეზიდენტია 2


21-07-2015, 17:04
ავტორი sopiko
ნანახია 2 219

იმ წუთას სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე პირზე ნაძალადევად ავიკარი ღიმილი და არც კი ვიცი როგორ წარმოვთქვი ეს ორი სიტყვა:
-ხვალ ვილაპარაკოთ...
მანქანა დავქოქე და სწრაფად დავტოვე იქაურობა. ვიცოდი ვინც იყო ლაშას სიყვარულის ობიექცი, რა თქმა უნდა ტაისია. ის გამოუსვლელი და უნიათო გოგო. აქამდე არასოდეს მიფიქრია ლაშაზე, ნუ როგორ არ მიფიქრია, მაგრამ მხოლოდ ძმად და მეგობრად მივიჩნევდი, ახლა კი... მანქანა გავაჩერე და დამშვიდების მიზნით თვალები დავხუჭე. ვიცოდი ეს ხერხი გაამართლებდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ლაშას ის გოგო მოხიბლავდა, რა ჰქონდა მათ მოსამსახურეს ისეთი რომ მისი შესაფერისი ყოფილიყო, ოჯახი, სახელი თუ აღნაგობა... მე კი არაფერი მაკლდა. რადაც არ უნდა დამჯდომოდა ლაშა მის ხელში არ უნდა ჩამეგდო, გინდ ჩემი არ გამხდარიყო ვერ მოვისვენებდი ასე რომ მომხდარიყო... გულში დავიფიცე რომ მე მათ დავაშორებდი. ტაისიას დამარცხებას ბევრი შრომა არც სჭირდებოდა, ჩემი მოხერხებულობის წყალობით ყველაფრის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარება შემეძლო, სანამ ყველაფერი უფრო შორს წავიდოდა. ფიქრებში მყოფს ფანჯარაზე დაკაკუნების ხმა მომესმა. თვალები ვჭყიტე და გვერდით გავიხედე. საერთოდ არ შემშინებია, როცა ვიღაც მამაკაცი დავლანდე, კარი უმალ გამოვაღე და ვკითხე:
-რა გნებავთ?
-მეგონა დახმარება თავად გჭირდებოდათ...-მითხრა ჩემი შეტევით გაოგნებულმა უცნობმა.
-თუ გინდათ რომ სადმე გაგიყვანოთ დაბრძანდით...-სარკასულად ვუპასუხე მე. სიბნელეშიც კი დავინახე როგორ შეეცალა სახე.
-არა, გმადლობთ...-უკან დაიხია მან და გზა გააგრძელა თუმცა დავინახე რამდენიმეჯერ უკან გამოიხედა. მე მხრები ავიჩეჩე და ჩემი ჩანაფიქრით კმაყოფილმა გადავიკისკისე.

მეორე დღეს კარგ ხასიათხე გავიღვიძე. დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი გეგმა შედეგს გამოიღებდა. მე ამას ლაშასთვის ვაკეთებდი, რაში სჭირდებდა ის ცინგლიანი გოგო როცა მე აქ ვიყავი. ფეხზე წამოვხტი და ტელეფონს ვსტაცე ხელი.
-გამარჯობა ლაშა-ჩავყვირე მხიარულად ტელეფონში.
-თაია, რომ აღარ დამირეკე იმდენი ვინერვიულე... ასე აღარასოდეს მოიქცე თავნება იხვის ჭუკო...-სიცილით მითხრა ლაშამ და მეც სიხარულით ტაში შემოვკარი, ლაშა ჩემზე ღელავდა ანუ ისიც არ აიყო ჩემს მიმართ გულცივი.
-ლაშა, დღეს მოსვლას ვაპირებ და ხომ სახლში იქნები?
-როდის აქეთ მეკითხები სახლში ხარ თუ არაო? რაღაც სხვანაირი მეჩვენები...-შემამჩნია ცვლილება მან და მე სულ ცოტა ხანი ვიგრძენი სინდისის ქენჯნა, მაგრამ ძალიან სუსტად და მისი ადგილზე ''მისმა'' ნამდვილად არ გამჭირვებია.
-გეჩვენება რაღაცეები-აგდებულად მივუგე მე-მოკლედ ეხლა ჩავიცმევ და გამოვალ..
-გელოდები...-დამემშვიდობა ლაშა და რატომღაც მომეჩვენა რომ მასაც ვუყვარდი ისევე როგორც მე... ღიმილით გადავიცვი გუშინ ნაყიდი ჟოლოსფერი სარაფანა და სალონში გადავრეკე:
-ნატაშკა, მზად დამხვდით, რაღაც პროცედურების ჩატარება მინდა...

თუ ადაიანი ცხოვრების აზრზე არაა, არანაირი დანაშაულის ჩადენის არ შერცხვება, მან არ იცის რა არის ნამდვილი გრძნობა, რა არის ნამდვილი სიყვარული... რამდენად რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა... არანაირი ტკივილი არ გამომეცადა და განებივრებულ, გატუტუცებულ გოგოს მეტი არც მოეთხოვებოდა. ჩემი საბრალო დის გარდაცვალების შემდეგ გულწრფელი რჩევები აღარავის მოუცია... არც დედას და არც ლაშას... ქრისტინე ჩემი მეორე მე იყო, მაგრამ მას ფეხზე დაყენება სჭირდებოდა... არაფერი არ ვიცოდი რამდენიმე დღის წინ. ისე გავწიე ლაშას სახლისკენ რომ დავივიწყე ადამიანობა. ჩემი გეგმის პირველი ნაწილი წარმატებით მაშინ განვახორციელე, როცა ტაისიას ვუთხარი:
-ტაისია, მე და ლაშას ყავა ამოგვიტანე.-კულულები ლამაზად შევარხიე და მეორე სართულზე ავედი. ლაშა ჩვეულად მომესალმა და იქვე მაგიდაზე დადებული ტკბილეული შემომთავაზა.
-იყოს,-უარის ნიშნად თავი გავაქნიე მე-ლაშა, ტაისია გიყვარს არა?
ლაშამ თავი დახარა, გაწითლდა და ღიმილით დამიქნია თავი. ეტყობა ისე იყო დაბრმავებული ამ სიყვარულით რომ ჩემი ''სხვანაირად'' ანთებული თვალები ვერ შეამჩნია.
-მე კი შენ მიყვარხარ...-თამამად ვუთხარი და ტუჩებში ვეცი. ეს წუთები ყველაზე ცუდად მახსოვს. არანაირი სიამოვნება არ მიგრძვნია, ეს ჩემი პირველი კოცნა იყო, მაგრამ არ მეგონა ასეთი მტკივნეული თუ იქნებოდა ჩემთვის. მივხვდი რომ ამ ადამიანთან არეფერი არ მაკავშირებდა, ის იყო უკან დახევას ვაპირებდი რომ კარის გაღების ხმა გავიგონე და ყველაფერს მივხვდი, მერე რაღაცის გატეხვის ხმა მომესმა და ლაშაც გონს მოეგო. როცა დაინახა როგორ გაიქცა ტაისია უკანმოუხედავად ისეთი თვალებით შემომხედა, ვერასოდეს დავივიწყებ. ზიზღი... სინანული... იმედგაცრუება... მორიგეობით ცვლიდა ერთმანეთს. თავი ისევ ამაყად მეჭირა, სანამ ლაშამ ეს სამი სიტყვა მთელი სიძულვილით არ წარმოთქვა...
-შენ ვინ ყოფილხარ...
-ლაშა მომისმინე,..
-გაეთრიე აქედან... გაეთრიე თაია...-მიღრიალა ბოლო ხმაზე. თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. ფეხზე წამოვდექი, გავუღიმე და გარეთ გამოვედი. მხოლოდ ახლა მივხვდი, იმ კოცნის მერე რომ ლაშა კი არ მიყვარდა უბრალოდ ასეთი ვიყავი... ყველაფრის მისაკუთრება მიყვარდა... თითოეული აკვიატება ჩემი ეგოიზმური შემოტევის ბრალი იყო. მე ხომ თაია ვაშაკიძე ვიყავი... ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილი... პრეზიდენტის ქალიშვილი... მანქანას არეული ვატარებდი. არ ვიცოდი სად მივდიოდი... იმ წუთას ყველა მძულდა... ყველა მეზიზღებოდა... ჩემს საქციელში მათ ვადანაშაულებდი... იმას კი ვერ ვხდებოდი რომ ეს ზღაპრული რეალობა უამრავ სხვა დანაშაულზე იყო დაყრდნობილი. ჩემი ოჯახის წევრები იდეალურ ადამიანებად მიმაჩნდა, მაგრამ იმ ღამით ყველაფრი დაიფერფლა... როგორ მინდა ის ღამე მეხსიერეიდან ამოვშალო... ისევ ისე მიყვარდეს დედა და მამა როგორც ადრე მაგრამ ეს შეუძლებელია... შეუძლებელია...
...გასაღები საკეტში გადავატრიალე და ერთი ამოვიხვნეშე, ის იყო მისაღების კარები უნდა შემეღო რომ დედის ხმა მომესმა:
-დამიანე, იცოდე ჩემს შვილს რამე თუ მოუვა არ გაპატიებ, არ გავითვალიწინებ იმას რომ უკვე 20 წელია ცოლ-ქმარი ვართ და იმ ფიცს დავარღვევ რომელიც წლების წინ დავდე.
-გაჩუმდი მადონა, მერამდენედ უნდა გაგიმეორო, ნუ ლაპარაკობ ამაზე ასე ხმამაღლა...
-როდამდე? როდამდე დამალავ შენ შავ-ბნელ საქმეებს? მიპასუხე დამიანე, გთხოვ თავი დაანებე იმ გაბრიელასაც და საერთოდ ყველას.. გვედრები...-შეაწყვეტინა დედამ.
-გაბრიელა რომ არა დღემდე ვერ მოვიდოდით, მისი სახელის ასე ხსენება მეტჯერ აღარ გაბედო-მოთმინებიდან გამოვიდა მამა. თავიდან ვერ ვხვდებოდი ვინ გაბრიელაზე საუბრობდა დედა ან შავ-ბნელი საქმეების ხსენებისას რას გულისხმობდა. უბრალოდ უკან დავიხიე და სახლიდან უჩუმრად გავედი. მხოლოდ ის ვიცოდი რომ მამა ის არ იყო ვინც მეგონა, არც დედა, რადგან მამას ხელს აფარებდა. მაშინ დამთავრდა ჩემში ოჯახი... დღევანდელი დღე ზედმეტად ტკივილიანი იყო... მეტი აღარ შემეძლო... ჩემში თაია ვაშაკიძე დასრულდა...
აღარ ვიყავი პრეზიდენტის ქალიშვილი... დავასრულე ცხოვრება და დავიწყე არსებობა...

.......................................................
სამწუხაროდ ამაზე დიდის დაწერა დღეს ვერ მოვახერხე. ამ ისტორიაში არ იქნებიან იდეალური გმირები... რეალობაშიც ხომ ასეა... მინდა ჩემი თვალით დანახული სამყარო გადმოვცე მკითხველს და არ ვიცი რამდენად გამომივა... გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3 <3 <3



№1  offline წევრი დადუ♥♥

Dges wavikitxe orive tavi DA dzalian momewona au martla DA xval dade ra shemdegi did I tavi <3 xoda kide tavidanve gtxov bednieri dasasruli daadrule :D <3

 


№2  offline მოდერი sopiko

დადუ♥♥
Dges wavikitxe orive tavi DA dzalian momewona au martla DA xval dade ra shemdegi did I tavi <3 xoda kide tavidanve gtxov bednieri dasasruli daadrule :D <3

ვერ გეტყვი ბედნიწერით დავასრულებ თუ უბედურით feel ზღაპრული რეალობა არ არსებობს... მინდა ყველანაირად განსხვავებული ისტორია დავწერო თუმცა ხომ არსებობს ბედნიერი თHE AND wink ძალიან მიხარია რომ მოგწონს love ხვალ რამდენად დიდს დავდებ ვერ გეტყვი იმიტომ რომ ექიმთან ვიზიტი მიწევს და მოკლედ დატვირთული ვარ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent