სიყვარული მეტასტაზებით (ნაწილი 1)
"ადამიანიც ისეთივე პროდუქტია,როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა" და აი,ამ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შედეგია ის,რომ ბევრი ჩვენგანი პატარა ბავშვიდან დაწყებული ხანში შესული,მოხუცი ადამიანით დასრულებული ვტოვებთ ამ ცოდვით სავსე ქვეყანას და მივდივართ იქ,საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მე,პატარა,ჩამოუყალიბებელი არსება,რომელსაც ჩემი სურვილები მმართავდა ყველაფერს ისე ვიღებდი,თითქოს დრო საკმაოზე მეტი მქონდა. ათასჯერ თუ არა,ასჯერ მაინც დამიხატავს გონებაში ჩემი და შაკოს ოჯახი. ჩვენი პატარა,ლოყებიანი და დიდთვალება ბავშვები. ჩვენი სახლი-აუცილებლად ბუხრით! მერე ტკბილი და თბილი ოჯახური საღამოები..ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი,ბუხრის წინ გაშლილი პატარა მაგიდა და ჩვენი,მხოლოდ ჩვენი მყუდრო გარემო. შენ ჩემს წინ ხარ მოთავსებული და შემიძლია დავიფიცო,რომ შენი მზერა უფრო ნათბობს,ვიდრე ბუხარში მოგიზგიგე ცეცხლი. სახეგაბადრული ზიხარ და იხსენებ ბავშვობის ტკბილ დღეებს,შენს გარშემო ვართ ჩვენ,შენთვის საყვარელი ადამიანები და ვიცი,რომ ჩვენთან ერთად ცხოვრება კიდევ უფრო გიხარია და გემსუბუქება.არის ლექსი,რომანტიკა და ბევრი გულიდან წამოსული აზრი,სიტყვა თუ გრძნობა. მაგრამ გონებაში..ეს ყველაფერი გონებაშია,სიზმრებშია,ოცნებებშია. რეალურად არ ვართ.. არ ხარ შენ და შენს გარეშე არც მე ვარ. არ არიან ჩვენი ბავშვები და რა თქმა უნდა არც ის სახლია,ბუხრით ჩვენი რომ დავარქვი და ჩემი ოცნებებიანად შიგ შევიყუჟე. რეალობა სხვაა,რეალობაა,როცა ვხედავ როგორ მარიდებ მზერას,რეალობაა როცა ვიცი,რომ შენი დანახვისას ჩემს მუცელში პეპლები დაიწყებენ ფრენას. რეალობაა ისიც,რომ ცოტახანში ჩემი ტკბილი,ფუშფუშა დედიკო ოთახის კარებს შემომიღებს და კოცნით გამაღვიძებს და დიახ,რეალობაა,როცა ვიცი,რომ უკვე 15 სექტემბერია და მე,ემი ჯაფარიძე მთელი ზაფხული სასუსნავებზე უარს ვამბობდი,მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ფიგურა უფრო დახვეწილი და ლამაზი ყოფილიყო. -დე,გაიღვიძე რა.. მთელი სამი თვე ყურები გამოგვიჭედე ამ დღეზე ლაპარაკით და ახლა,თვალსაც კი არ ახელ იმისთვის,რომ ადგე და საბოლოოდ აისრულო შენი ოცნება. -ნამუსზე მაგდებს დედაჩემი და ჩვეულებისამებრ ლოყებს მიკოცნის. ვიშმუშნები,ვიზმორები და თვალს ვახელ. -სასიამოვნო გრძნობაა დე-ვეუბნები ოდნავ შეფხიზლებული და სახეზე ღიმილი მეფინება. -რა გრძნობაზე მელაპარაკები დე? სკოლაში დაგვიანებისაზე ხომ არა? -ვხედავ როგორ დახტუნავებ დედაჩემის თვალრებში პატარა ეშმაკუნები -არა,არა,არაა.. სამზარეულოში გავრბივარ და საათს მივჩერებივარ.-დოინჯშემორტყმული ვბრუნდები ოთახში და დედას ლოყაზე ვკბენ,იმის გამო,რომ 8 ის მაგივრად,ფეხზე 7 საათზე წამომაგდო. -ხომ ვიცი შენი ამბავი ემი. სააბაზანოში ნახევარი საათი მაინც დაგჭირდება,მერე თმის მოწესრიგება და ბოლოს,ყველაზე მთავარი ერთი საათი გარდერობის წინ დგომა. დედაჩემს ხელს ვუქნევ და აბაზანაში ვიკეტები. კარებთან ვიკეცები,სახეს მუხლებზე ვდებ და ხელებს მჭიდროდ ვიჭერ. -ასრულდა ემი,გესმის? ასრულდა.. შენ მიაღწიე იმას,რაც გინდოდა.. დღეს ნახავ,ხომ იცი,რომ ნახავ. სხვანაირად ა. შეიძლება,ის აუცილებლად სკოლის წინ ჯინსში და თეთრ პერანგში გამოწყობილი იდგება,ძმაკაცების და "მაგარი" გოგოების გარემოცვაში. არა ემი,ნუ ფიქრობ,რომ იგივე გამეორდება,რაც შარშან,შარშან წინ ან იმის წინ.. წელს ის ვერ შეძლებს შენთვის თვალის არიდებას,წელს შენ მას აზღვევინებ უიმისოდ გატარებულ ყოველ დღეს და ვიცი,რომ ერთად ყოფნის დროც მოვა. ფეხზე წამოვდექი და თავი ცხელ წყალს შევუშვირე. რელაქსაცია-აი,რა მჭირდებოდა იმ წამს. ყველაფერი ისე აეწყო,როგორც დედამ თქვა და ახლა,თმებდავარცხნილი გარდერობის წინ ჩაფიქრებული ვდგავარ. საბოლოოდ მაღალწელიანი ჯინსის შარვალი,მოკლე მაისური და შავი კედები შევარჩიე. -ერთი შენს თავს შეხედე რა. სად გაქრა ის ქონები და ლოყები ტანზეც და სახეზეც ბლომად რომ გეყარა? -ჩემი ტკბილი ძმაც მესტუმრა. -ლადი,მართლა მითხარი რა,როგორ გამოვიყურები? -ცრემლიანი თვალებით მივჩერებივარ და მის განაჩენს ველოდები. -შენ ჩემი პატარა საოცრება ხარ-მეუბნება და ზუსტად ისე,როგორც ბავშვობაში შუბლზე კოცნას მიტოვებს. -წასვლის დროა დეე -ლალაჩკამაც ამომძახა ქვემოდან და მეც,იმედებით და ოცნებებით დახუნძლული,გარეთ გავდივარ . -გთხოვ,იყავი კარგი დღე..-მუდარით სავსე თვალები მივაპყარი ზეცას და სკოლისკენ წავედი. ათასამდე გოგო,საგანგებოდ შერჩეული ვარცხნილობით თუ მაკიაჟით,კურტუმოს ქნევით დასეირნობდა სკოლის ეზოში. ღრმად ჩავისუნთქე და ეზოში შევაბიჯე. "ჯანდაბა" გავიფიქრე,როგორც კი ჩემსკენ მოტრიალებული გოგონების თუ ბიჭების სახეები დავინახე. ცოტაც და უკან გავბრუნდებოდი ხალხის ბრბოს ორი გოგო რომ არ გამოყოფოდა. ამოვისუნთქე,როდესაც ჩემსკენ მომავალი ტასო და თეკლა შევნიშე. -არ გინახავთ?-ვიკითხე და ტელეფონის ეკრანს ჩავაშტერდი. -უკან -გამოცრა თეკლამ ტუჩებში და ტასოს ხელი დასტაცა. გამწირეს! რა უნდა მექნა? ისევ ის შეგრძნება,ძლიერი ეიფორია. ამფეტამინის მოქმედების მსგავსი..გახშირებული გულისცემა,კუნთების კანკალი და გრძნობა,გრძნობა სხვა სამყაროში გადასვლის. ვგრძნობდი მის მზერას ჩემს ზურგზე,რომელიც მთლიანად მბოჭავდა. ვგრძნობდი როგორ მოდიოდა,თუმცა ამაზე ფიქრის მეტს ვერაფერს ვახერხებდი. მოახლოვდა.. უცებ ვიღაცამ გვერდი მთელი ძალით გამკრა,ამან თითქოს რეალობაში დაბრუნების საშუალება მომცა. დავინახე ჩემს წინ მიმავალი შაკო,დავინახე როგორ გადაეხვია ვიღაც გოგოს და თვალებში ძლიერი წვა ვიგრძენი. -ემი -მივტრიალდი და ტასო დავინახე. ნაძალადევად გავიღიმე და ხელში ფრჩხილები მთელი ძალით ჩავიჭირე. -მე..მე უნდა წავიდე -ამოვილუღლუღე და სახლისკენ დავიძარი. მოკვდა ოცნება პირველ შეხვედრაზე,მოკვდა ოცნებს ღიმილზე და მის ყურადღებაზე. სახლში ჩუმად შევიპარე და ოთახში ავედი. ტირილი მინდოდა,მაგრამ ვერ ვტიროდი. მინდოდა თვალები დამეხუჭა და გავმქრალიყავი..ან ის გამექრო. არა,რა სისულელეს ვამბობ. ის ხომ სიცოცხლეს მილამაზებდა. ქვეყანა რომ დანგრეულიყო,მაინც მენდომებოდა სიცოცხლის გაგრძელება. მხოლოდ იმის იმედით გავიღვიძებდი დილით,რომ იქნებ მისი თვალები მენახა. ყველაფერს დავთმობდი,რაც კი ძვირფასია ჩემთვის,რომ კიდევ ერთხელ მაინც მეგრძნო მისი სიახლოვე. მეძინება,მაგრამ თვალების დახუჭვის მეშინია,რადგან ვიცი,რომ მის სახეს დავინახავ და მერე ისევ ტირილი მომინდება. მინდა,რომ მასთან ერთად გატარებულო ყოველი წამი გავყინო და შევინახო,საერთოდ არ ვარ ძუნწი,მაგრამ..მას,მას ვერ დავთმობდი! თუ ძალიან გამიმართლა შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე,რომ არ გამახსენდე,მაგრამ ღამე.. ღამეს ხომ ვერსაფ გაექცევი. როცა დაწვები მარტო,სიჩუმეში გინდა თუ არა ის ფიქრები ამოგიტივტივდება,რომლებსაც მთელი დღის მანძილზე გაურბოდი. დღეები ერთმანეთს მონოტორულად ენაცვლებიან,არაფერი იცვლება მაღაზიების ვიტრინებში მდგარი მანეკენების კაბის სიგრძის გარდა.არაფერი იცვლება ჩვენს შორის და არც არაფერი იცვლება ჩემს გრძნობებში. და იყო უარაფრობა მანამ,სანამ.. -დღემ როგორ ჩაიარა? - იკითხა ლადიმ და მადიანად ჩაკბიჩა ღვეზელი. -ჩვეულებრივად -წავიბუტბუტე და კარტოფილს შევექეცი. -ეს ჩვეულებრივი რანაირია? -უკვე გაღიზიანებულმა თქვა და ღვეზელი თეფშზე დაანარცხა. დედამ თვალებით ანიშნა-შეეშვიო,მაგრამ ლადი თავისას განაგრძობდა. -ემი შემომხედე..დეპრესია გაქვს? დაგველაპარაკე - უკვე ყვირილზე გადავიდა. -ლადი,გეყოს. -საუბარში ლალა ჩაერთო,მაგრამ ამან მაინც ვერ გააჩერა ჩემი ძმა. -არა! ვერ ავიტან ჩემს დას ასეთს. თავი ავწიე და ლადის ჩასისხლიანებული თვალებით ავხედე. გაფითრდა,ხელი აუკანკალდა და გაოცებული ჩამაშტერდა. -ემი..ემი -ბუტბუტებდა და თითს ჩემსკენ იშვერდა. ისეთი ხმა ჩამესმა,თითქოს თეფშს წვეთები ეცემოდა. თეფშზე დავიხედე და წითლად შეღებილი კარტოფილის დანახვაზე,გონება დავკარგე. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით,იმედია მოგეწონებათ. დააკომენტარეთ,შემიფასეთ ♥ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.