შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (1)


22-07-2015, 00:00
ავტორი lisebeth
ნანახია 7 330

ექვსი წლის იყო მშობლები ავტოკატასტროფაში,რომ დაეღუპნენ. ისიც იქ იყო. იმ მანქანაში,მაგრამ ამ ველაფერს სასწაულებრივად გადაურჩა.იმ დღეს ვერ გააცნობიერა რა მოხდა. მხოლოდ ის ახსოვდა,რომ შემთხვევის ადგილიდან სადღაც წაიყვანეს. ცოტა ხნის მერე ბიძამისმაა მოაკითხა და თავისთან წამიყვანა. ისეტი პატარა იყო ვერც კი გააცნობიერა მინიმალურ დროში როგორ გახდა მისი შვილი.
ხო მართლა ლევანი ბიძამისი გახლდათ. ბიზნესმენობდა და ბევრი ფული ჰქონდა. მამა ყოველთვის ეუბნებოდა ლევანი გამორჩეულად ჭკვიანია და ამდენს ამიტომაც მიაღწიაო. წლები გავიდა და ბიძის სახლი ნელ ნელა იქცა მის საცხოვრებლად, მის ოჯახად და მის ნავსაყუდელად. იგი სულ წასული იყო ის კი იმ უზარმაზარ სასახლეში როგორც დიასახლისი ისე ცხოვრობდა. რასაც უნდოდა აკეტებდა. სადაც უნდოდა ეძინა,მსახურს რასაც უბრძანებდა იმას უმზადებდა, რასაც მოითხოვდა ყიდულობდნენ
თურმე თავიდანვე გამორჩეულად უყვარდა ბიძია ლევანს ,მაგრამ მამას და მას არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ამიტომაც იშვიათად ნახულობდა. უფრო მეტად საჩუქრებს და ფულს უგზავნიდა დედას ,რომ მისთვის არაფერი მოეკლოთ. ავარიამ საბოლოოდ აქცია ბიძია ლევანის საკუთრებად. დედამისის მშობლები მოხუცები იყვნენ და მასზე პასუხისმგებლომა ვერ იტვირთეს. მერე ბიძაჩემმა თბილისში წამოიყვანა და ახლაც აქ ცხოვრობდა.
სულელი ,გატუტუცებული და ჭირვეული გოგონაა. ასეთია მისი ყველა დაქალი ,მაგრამ რა მას ეს სულაც არ ადარდებს. არც ის ადარდებს რას ფიქრობენ სხვები მასზე. თავს ყოველთვის იმით ინუგეშებს ,რომ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო აქვს. სხვა რამ არც ჭირდება. ესაა მისი ცხოვრება.დიახ ეს ბარბარე არაბულია
ბარბარე არაბული 18 წლის,ფრო ზუსტად მალე 19 ის ხდება . წელს უნივერსიტეტში აბარებს . გამოცდები ეს ესაა დასრულდა თუცა შედეგები მაინც და მაინც არ აღელვებს. მაღალი არ არის თუმცა არც დაბალი ეთქმის. გრძელი კაკაოსფერი თმებით და მწვანე თვალებით. დედამისს ქონია ასეთი თვალები. ბიძამისი სულ ასე ამბობს.
შეყვარებულიც ყავს. ჰო ნიკა ქვია და კარგი ბიჭია ,მაგრამ ამ ბოლო დროს ატყობს ,რომ მომბეზრდა მასთან ურთიერთობა. ყოველთვის ასე ხდება. ადამიანები ზუსტად ისევე ბეზრდება ხოლმე როგორც ის სამოსი ,რომელსაც თითქმის ყოველ დღე ყიდულობს. საკმაოდ დიდხანს გასტანა ამ ურთიერთობამ.უფრო მიეჩვია. ამას უკვე აღარ ქვია არც ვნება და არც სიყვარული. თუმცა ხვდება ,რომ ნიკას მართლა უყვარვარს. ეს ბოლო დღეებია მის წინაშე სულ თამაშობს თითქოს მისი ნახვა უხარია ან მასთან ყოფნა სიამოვნებს .მაგრამ ასე არ არის . ის იყო თმის დავარცხნა დაიწყო,რომ ეზოში მანქანის ხმა გაიგო. ნიკა იყო მივხვდა. სავარცხელი სარკესთან დააგდო და კიბეებს ჩაუყვა. ბიძამისი გამოსულიყო თავისი ოთახიდან და ნიკას ელსალმებოდა. ვერც წარმოიდგენთ რა სიმპატიური და გამორჩეულია მისი ბიძია ლევანი . სულ ახლახანს შეუსრულდა 40 წელი . სულ საყვედურობს ,რომ არასერიოზულია მაგრამ ბარბარე ყურსაც არ ათხოვებს ხოლმე. ამაზე სულ უარესად ცოფთება და ემუქრება ,რომ ყველა საკრედიტო ბარათს გაუუქმებს,მაგრამ იცის ასე არ მოიქცევა და მის ნათქვამს ერთი ყურიდან მეორეში ატარებს.
-ბიძია _შემოეხვია კისერზე და აკოცა. ახლახანს გაეპარსა პირი და საოცარი სუნამოს სურნელი ასდიოდა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები-საჩვენებელი თითით დაუჭირა და დაატრიალა.
-ამჯერად სად მიდიხართ?
-მეგობრები ვიკრიბებით _გაიღიმა ნიკამ და ხელი გაუწოდა. კიბეზე კაკუნით ჩვიდა და გვერდით გაყვა. მიხვდა ,რომ რაც დრო გადიოდა მით უფრო უნელდებოდა მის მიმართ ინტერესი. ის კი საოცარი სიყვარულით უმზერდა ხოლმე. დროთა განმავლობაში რაღაც სიბრალულის მაგვარს გრძნობდა მის მიმართ.
თავს იტყუებდა. ისევ იტყუებდა თავს მისსავე სისულელეებით. სინამდვილეში ნიკას მიმართ მას მერე გაცივდი რაც ბიძამისის პარტნიორი თავის ვაჟთან ლექსოსთან ერთად მოვიდა სტუმრად.
დრო გავიდა. ლექსო მას მერე ბევრჯერ ნახა სხვადასხვა წვეულებებზე. ბევრჯერ იმ წვეულებებზე ნიკასთან ერთად იყო
დრო ისევ გადიოდა და გრძნობდა როგორ ანაცვლებდა უკანა პლანზე ნიკას და ორ წლიან ურთიერთობას და როგორ აყენებდა ყველაფერზე წინ ლექსოზე ფიქრს. არც კი ცდილობდა ამასთან გამკლავბას. უფრო მეტიც მოსწონდა კიდეც ,რომ ასე იქცეოდა. თითქოს განგებ უნდოდა გაეგდო ეს ბიჭი მისი ცხოვრებიდან. რაღაც ამოუცნობ ვნებას განიცდიდა ამ მშვენიერი ლექსოს მიმართ .
ჰო სულაც არ მოგესმათ . ნამდვილად მშვენიერი იყო...მზად იყო ყველაფერზე დათანხმებოდა ოღონდ კი ერთხელ მაინც შემოეხედა მისთვის
გრძნობდა ,რომ სიცანცარის და სისულელის ზღვართან იდგა .
ამ ფიქრებში გართულს კარი ნიკამ გაუღო და ხელი გამოუწოდა,რომ მანქანიდან გადმოსულიყო.
დაემორჩილა...და ბედნიერი წყვილივით გაემართნენ წვეულებისთვის მოწყობილი სახლისკენ. ჯერ კიდევ შესასვლელთან იგრძნობოდა საზეიმო განწყობა. კიბეების მოაჯირზე ფერად-ფერადი ბაფთები დაემაგრებინათ .
-ნახეთ რა წყვილი მოვიდა...ორი წელი...მთელი ორი წელი ერთად_მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი კიდევ ერთმა მისნაირმა ჩერჩეტმა ანიმ და მოეხვია
-ანი როგორ ხარ?
-ბარბი ...ბარბი რა მშვენიერი ხარ ძვირფასო_რაღაც შეკივლების მსგავსი იყო და არა საუბრის. მიუხედავად ყველაფრისა იგრძნო რომ ამ საღამოს ვარსკვლავიც ის იყო . როგორც ჩვეოდა თავში ასავარდნათ წამებიც არ დასჭირვებია.
-როდის გაიგებ ჩააბარე თუ არა?_შეეკითხა ვიღაცამ. ძაან კი ეტმასნებოდა ,მაგრამ ძლივს იხსენებდა ვინ იყო. მხრები აიჩეჩა და მიახვედრა ,რომ დიდად არ აღელვებდა.
ვიღაცამ სიგარეტი მოაწოდა და ბარისკენ წავიდა ,რომ სასმელი დაესხა. რაღაც თავი ატკივდასავით.ამდენმა გადაკოცნამ და მისალმებამ ძალიან დაღალა. ნახევარზე მეტი ვერც კი გაიგო ვინ იყო. როგორც წესი ყურადღებას არ აქცევდა . ნიკა სადღაც გაებნა .ალბათ ვინმესთან საუბრობდა. აქ ბევრი ნაცნობი შენიშნა.
-სანთებელა თუ გაქვს მომეცით და რამე მაგარი დამისხით _შეწუხებული სახით უთხრა ბარმენს. სადღაც რომელიღაც კლუბში ყავდა ეს ბიჭი ნანახი როგორც ჩანს ანიტამ მოიწვია.
-თუ ნებას მომცემ მე მოგიკიდებ _ზურგს უკან გაიგო ხმა და წამში ანთებული სანთებელა გამოჩნდა.
-გმადლობთ _ შეშინებულმა გახედა და ლამის პირში გაჩრილი სიგარეტი გადმოუვარდა.
-ლევან არაბულის ძმისშვილი არა?_რაღაცნაირად დაათვალიერა
-დიახ,თქვენ კი..._შეყოყმანდა თითქოს ვერ გაიხსენა
-ლექსო , ალექსანდრე რობაქიძე_ისე შეხედა აშკარა იყო მიუხვდა ეშმაკობას ,რომ თავი ძალით გაისულელა.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი
-მეგობარს გამოვყევი . შენი საქმრო არ დამინახავს
-საქმრო არაა მეგობარი ბიჭია _რაღაც იდიოტური გამოხტომასავით დაემართა
-იმ დღეს თქვენთან, რომ მოვედი სტუმრად მომეჩვენა,რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო
-ნამდვილად მოგეჩვენა_თავი ძლივს მოუყარა სიტყვებს
-რამე ძლიერი დაუსხით _მიაძახა ბარმენს და ხელით ანიშნა ორიო
-ნუ წუხდები მე წავალ ნიკას მოვძებნი.
-ეზოში გავისეირნოთ . შენთან საუბარი სასიამოვნოა
-მე მართლა უნდა წავიდე._ჩამოხტა ბარის სკამიდან და მოკლე კაბა გაისწორა.
-კარგი რა წამოდი და მომიყევი რა ხდება შენს უნივერსიეტთან დაკავშირებით.
-შენ საიდან გაიგე?
-მამაჩემმა მითხრა,რომ წელს აბარებდი
-სიმართლე გითხრა მაგრად ეგ უნივერსიტეტი_ სიგარეტს ფერფლი მოაცილა
-სიმართლე გითხრა მეც ,მაგრამ ამ უნივერსიტეტში ყველა მამაჩემის ნაცნობია. ერთი ლექცია ,რომ გავაცდინო სახლში მისვლამდე უკვე იცის ,რომ არ ვიყავი
-მაგარია ვერაფერს იტყვი
-წამოდი ეზოში გავიაროთ _ჭიქა მიაწოდა და კარისკენ წავიდა. ისიც გაჰყვა როგორც კი დააფიქსირა ,რომ ნიკა იქ არ იყო
-მაგარი ეზო აქვს ამ ანიტას არა?
-ჰო საკმაოდ ვრცელია
-გასეირნებისთვისაა ზედგამოჭრილი
-ნამდვილად...მაგრამ შენს მეგობართან ერთად რატომ არ გამოისეირნე?
-ბიჭთან ერთად რატომ უნდა გავისეირნო. ასეთი შეხედულება გაქვს ჩემზე? _ გადაიხარხარა ლექსომ
-მეგონა გოგოსთან ერთად იყავი _ თქვა ბარბარემ და სასმელი მოსვა.
-ლუკა ქვია ჩემს მეგობარს
-აუ ვიცნობ._ტუჩებიაიმრიზა ბარბარემ
-კარგია
-შენზე მომიყევი_უთხრა ლექსომ და დაფნებით გადმოხურულ სკამთან შეჩერდნენ. აქ ხშირად სხდებოდნენ ხოლმე ის და მისი მეგობრები და ყავას სვამდნენ. როცა გარეთ ცხელოდა აქ სულ სიგრილე იყო . სპეციალურად მოეწყოთ ასე.
-ჩემზე მოგიყვე?_ინსტინქტურად გაიხედა უკან ბარბარემ და ისევ მოსვა სასმელი
-მომიყევი. შენთან დაახლოება სულ მინდოდა..აი იმ დღიდან რომ გესტუმრეთ_ თვალი ჩაურა ლექსომ და ქვის მაგიდაზე თოჯინასავით შემოასკუპა.
-იცი რა? _ ტუჩები აუთრთოლდა ბარბარეს თითქოს შესცივდაო.არადა რამ შეაცივა ამ დახუთულ ზაფხულში_მოდი სჯობს მე წავიდე _ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩამოხტომა სცადა, მაგრამ ლექსომ წელზე წაავლო ხელი და მისკენ მიიზიდა.
-გგონია ისეთი სულელი ვარ ვერ ვხვდები როგორ მოგწონვარ? _ თვალი თვალში გაუსწორა _გოგონებს სულ გგონიათ ,რომ ჩვენ ვერ ვხვდებით ,მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცით
-იცი რა? მგონი რაღაცეები გეშლება
-მე მეშლება? _თავის თავზე მიანიშნა ლექსომ და გაიცინა_მე კი არა შენ გეშლება როცა იმ იდიოტს დაჰყვები უკან . დამიჯერე საერთოდ არ შეგეფერებ .
-მოკეტე რა_შეუბღვირა ბარბარემ
-ძალიან მომწონხარ...მასეთი ჭირვეული და ხშირად აუტანელიც კი
-აუტანელს მიწოდებ და თან მოგწონვარ?
-ძალიან მომწონხარ,საოცარი გოოგო ხარ...შენი ფასი აქ არც ერთმა ბიჭმა არ იცის იმ შენი მეგობარი ბიჭის ჩათვლით _ყურში ჩასჩურჩულა ლექსომ და კისერზე აკოცა. გოგონას მთელს ტანში გააჟრჟოლა შეხებისთანავე. ჰო ეს ზუსტად ის იყო რაც მას სურდა ამდენ ხანს. აქამდე არასდროს არავისგან უგრძვნია ამხელა ვნება . ნიკასთანაც კი .
-შესაძლოა ახლა მაგას იმიტომ მეუბნები ,რომ გინდა მაცდუნო,მაგრამ ეს ზუსტად ისაა რისი გაგონებაც შენგან დიდი ხანია მინდა _სახეზე მიეფერა ბარბარემ და რამდენადაც შეეძლო ისე გუწრფელად აკოცა . _რატომ ვაიძულე ჩემს თავს შენდამი ინტერესი ?_ ყელში გაეჩხირა სიტყვები გოგონას და ვერც კი იგრძნო როგორ მიანარცხა დაფნის კედელზე მამაკაცის ძლიერმა ხელმა. დროთა განმავლობაში ეს ხელი მთელს მის სხეულზე მოძრაობდა მანამ სანამ წყვილი ერთმანეთის ალერსით არ დაიღალა. ამ ყველაფრის მოწმე იმ წამს მხოლორ ორი რამ იყო : ღამე და სავსე მთვარე.


_
მოგესალმებით ყველას.
ეს არის ჩემი ერთ ერტი ნოველა. არც ისე დიდია მაგრამ არის ადამიანურ გრძნობებზე,ადამიანურ შეცდომებზე, ტყუილზე,სიმართლეზე და რავიცი ძაან ბევრ რამეზე
მითხარით თუ მოგეწონებათ და გავაგრძელებ . დაიდება ყოველ მეორე დღეს რადგან კიდევ ერთ ნაწარმოებს ვამატებ და რადგან დღეში მხოლოდ ერთის დადება შემიძლია დღეგამოშვებით დავამატებ ორივეს.
ველი შეფასებებს
მიყვარხართ მუდამ თქვენი lisebeth



№1  offline მოდერი malena

ველი განვოთარებას.

 


№2  offline წევრი lamazmani

კარგია გაარძელე მომწონს

 


№3  offline წევრი lisebeth

მადლობა ყველას <3

 


№4 სტუმარი Nini

Gagrdzeleba mindaaa .rodis iqneba ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent