შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ის... ჩვენ (10)


18-05-2015, 21:57
ავტორი galaxy
ნანახია 1 994

მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა ამიტომაც როგორც შემეძლო ისე მოვკალათდი და ვუთხარი რომ მზად ვიყავი, მანაც თავისი მანქანა დაქოქა და ადდგილიდან მაშინვე მოვწყდით.
უნდა შემშინებოდა, მაგრამ არ შემეშინდა ძალიან გამიკვირდა რადგან არავისთან მანქანაში ასე დაცულად არ ვგრძნობ თავს, მეგონა რომ ლევანი ყველაზე კარგი მძღოლი იყო. მოვწყდით და მაშნვე სავარძელს ავეტუზე, ვერც ვსწორდებოდი, ამის ძალა არ მქონდა, ასეთი სიფრიფანა გოგო 220 კმ/სთ ის წინააღმდეგ? სასაცილოა. როგორც იქნა მანქანა გააჩერა და ძლივს ამოვისუნთქე.
-აბა სისწრაფე მიყვარსო?
-შენ არ მკითხე ვიყავი თუ არა მზად.
-მეგონა რომ იყავი ამიტომაც არ შეგეკითხე, თურმე ისეთი ძლიერი არ ყოფილხარ როგორიც მეგონე, აწი შეგეკითხები ლამაზმანო.
ძალიან მეწყინა ეს რომ მითხრა, მივხვდი რომ სპეციალურად გააკეთა ასე რადგან ჩემი გაბრზება უნდოდა, მეც ავყევი.
-შენც არ ყოფილხარ ისეთი ადამიანი ვინც ჩემ გამო ბიჭს ცემს.
-რას გულისხმობ?
-არაფერს.
-რას გულისხმობ?
-არაფერს.
-რას გულისხმობ?
-არაფერს.
-დაისჯები.
-ვნახოთ.
-ნუ მეუზრდელები!!!
-სახლში მინდა, ახლავე.
-ბოდიში, ხომ იცი რომ არ მინდოდა უბრალოდ ასე გამოვიდა.
-სახლში მინდა, ახლავე.
-მკაცრიც ყოფილა ჩემი გოგო.
-არ ვარ შენი დაიმახსოვრე ერთხელ და სამუდამოდ.
-ჩემი თუ არა აბა ვისი უნდა იყო?
-არ ვიცი, მაგრამ ახლა სახლშ მინდა- ტონს ვუმატებდი, და ნერვიულად აქეთ იქეთ დავდიოდი.
-ბოდიში გთხოვ.
-კარგი, წამიყვანე ვსო.
-ჩაჯექი.
გზას გავუდექით ხმას არცერთი ვიღებდით, მომშივდა, ძალიან მომშივდა ამიტომაც ამ სიჩუმის დარღვევა მომიწია.
-ფული გააქვს?
-ჰა?
-ჰაჰა, უბრალოდ მომშვდა და მაგიტო გკითეხე.
-მეც არ ვთქვი? რა ფული რის ფულითქო. კი წამო რამე ვიყიდოთ.
-ლევანი...
-გისმენ სიყვარულო
-ოო ნუ მომმართავ ეგრე, არ მიყვარხარ და ვილაპარაკეთ ჩვენ მაგაზე უკვე.
-ხო კარგი რა არის.
-შაურმა არ გინდა?
-გიყვარს?
-რავი კი, შენ?
-მეც, წამო ვჭამოთ.
სანამ ჩვენ საშაურმესთან მივედით და ვიყიდეთ მერე სანამ შევჭამეთ დაბნელდა კიდევაც და მალევე სახლშ მივედით, სახლში მისული ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ბიჭებთან ცოტა ხანი გავჩერდი, თორნიკეს შეყვარებულიც გავიცანი ძალიან საყვარელი გოგოა, თითქოს საიდანღაც მეცნობა მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან. შემდეგ ლიზას ვუთხარი რომ მეძინებოდა და ისიც ამომყვა ოთახში, ყველას დავემშვიდობეთ და ვუთხარი რომ მათთან გათენება მინდოდა მაგრამ არ შემეძლო რადგან ძალიან დაღლილი ვიყავი.
ოთახში ავედით მე და ლიზა, საღამურები ჩავიცვით და ჰოპ, გამოვფხიზლდი, ამიტომ გადავწყვიტე რომ მაღლა დამეკრა, ლიზასაც ვასწავლე რაღაც-რაღაცეები და მთლიანობაშ კარგად დავუკარით, შემდეგ კი ჩაგვეძინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent