შემიყვარე თუ გაბედავ (3)
–როგორც იქნა დედა, მარტო დავრჩით–ვუთხარი გაბრაზებული. –კარგი რა ნუკა,ხომ იცი რომ სტუმრები გყავს და არ მცალია–მიპასუხა და თან სალათის კეთება განაგრძო. –კარგი,კარგი არაუშავს დე–გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. შემდეგ შევეცადე ჩვენს უცნობ სტუმარზე მეკითხა. –დეე –გისმენ –აი ის,ცოტნე ვინ არის? –რა იყო არ მოგწონს?ძალიან კარგი ბიჭია. –არა ისე უბრალოდ–გულში კი პირიქით ვფიქრობდი. დედაჩემმა დაიწყო. –ის არის ცოტნე დადიანი,ბიძაშენის(დიტოს) ძმაკაცის ძმა–აჰა,ცოტნე დადიანი კარგად ჟღერს. ჩემი აზრით, სრულიადაც არ ეკუთვნის მას ასეთი გვარი.გულში გამეცინა. –და მერე დიტოს ძმაკაცის ძმას აქ,ჩვენთან რა უნდა?–ვკითხე გაკვირვებული. –ზუსტად არ ვიცი,რაღაც საქმის გამო–ეს ჩვენი ცოტნიკო როგორი იდუმალებით ყოფილა მოცული. თანაც 19 წლის აღმოჩნდა. –და დედა ერთი ის მაინტერესებს,ჩაის ამომტანი სხვა ვერ მოძებნე?–ვკითხე დამანჭული სახით.დედას გაეღიმა. –ბებოს არ ეცალა,საჭმელს ამზადებდა,ჩვენ მივდიოდით ამიტომ ცოტნეს ვთხოვე და ამოგიტანა. –ხო კი როგორ არა ნახევრად ცივი–ჩავილაპარაკე ჩემთვის. –ცოტნე თქვენთან ერთად ქალაქში რატომ არ დადის ხოლმე?–დავსვი შეკითხვა რომლის პასუხიც უკვე ვიცოდი. –არ ვიცი,არასდროს არ უნდა წამოსვლა.შეიძლება ერიდება კიდეც–რავიცი ჩემთან მორიდება სულ არ ეტყობადა.გამეცინა ამდროს საუბრის მთავარი გმირიც შემობრძანდა სამზარეულოში. –ელისო დედია ნინო გეძახით–ხო ნინო მამიდაჩემია(მამაჩემის და) და რაც შეეხება მამაჩემს,ის საზღვარგარეთაა უკვე 2 წელია. ძალიან ძალიან მენატრება.ყოველდღე ვლაპარაკობთ ხოლმე და იქაურ ამბებს მიყვება მე კი აქაურს . დედაჩემმა საქმე მიატოვა და ნინოსთან გავიდა. რაღა ახლა დამტოვა მარტო ამ თავხედთან ერთად. –აბა ნუკა რა მოგვიმზადე?–მკითხა ირონიით. –შენთვის სპეციალურად,ყველაზე ცხარე კერძები–და გავუღიმე. –კარგი, მაშინ დროა წყალი მოვიმარაგო–და ჩემკენ მოიწია თან თვალებში მიყურებდა.არ ვიცი რას აკეთებდა,მგონი წყალი დაასხა ისე რომჩემთის თვალი არ მოუშორებია. მე კი მისი ხშირი სუნთქვა მესმოდა. ვხედავდი მის შეუმჩნეველ ღიმილს მარჯვენა ტუჩის კუთხეში,მის ღრმა,შავ თვალებს რომელშიც შეგეძლო უკიდეგანოდ ჩაძირვა.არ ვიცი რა მომივიდა,ძალიან დავიბენი,გავწითლდი რაც ცოტნეს არ გამოპარვია.ვერაფერი მოვიფიქრე მაგრამ მაინც არ დავნებდი. უფრო ახლოს მივიწიე ხელი წინიდან,მაისურზე დავადე,თვალებში ჩავხედე და ვუთხარი. –აუცილებლად,იქნებ უშველოს რამე შენს მწარე ენას–ხელით ოდნავ გავწიე და სამზარეულოს გასასვლელისკენ წავედი.მივხვდი რომ ცოტათი ზედმეტი მომივიდა რადგან დავინახე მისი გაცეცხლებული თვალები და დაბერილი ნესტოები მაგრამ არაუშავს,მისთვის ხომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს ჩემს სიტყვებს,მალე გადაუვლის. როდესაც გავდიოდი სრულიად დამშვიდბული მომაძახა. –როგორი ლამაზი და ზღვისფერი თვალები გქონია,რომლის ღირსიც ნამდვილად არ ხარ. უცებ რაღაცამ დამარტყა.არ მოველოდი ასეთ მწარე სიტყვებს.შინაგანად ავხურდი.ყველა გრძნობა მომაწვა,სიბრაზე,სინანული,წყენა,უმწეობა... როგორ გამიბედა ამის თქმა,თუ არ შერცხვა.შევტრიალდი,მომინდა მეყვირა,რამე მწარე მეთქვა მაგრამ ამ დროს დედაჩემი შემოვიდა.ცოტნემ კი წყალი მოსვა,მომაშტერდა და ირონიული ღიმილით გავიდა.სისხლი ამიდუღდა და ჩემი გულჩვილობის გამო თვალებიდან ლამის ცრემლები წამომივიდა მაგრამ ყველანაირად შევიკავე და რადგან,ჯერჯერობით გარეთ არ მიშვებდნენ ჩემს დასამშვიდებელ ადგილზე წავედი. –დეე მე ტერასაზე ვიქნები,რაღაც არ მშია–ნამდვილად არ მქონდა იმის თავი რომ იმ თავხედთან ერთად ერთ მაგიდასთან მესადილა მიუხედავად იმისა,რომ სასწაულად მინდოდა ჩემს ნათესავებთან ერთად საღამოს მხიარულად გატარება. –კაი დე როგორც გინდა. თუ მოგშივდება ჩამოდი–დედას თავი დავუქნიე დ არაც შეიძლება სწრაფად წავედი ტერასისკენ რადგან ცრემლები უკვე გადმოვარდნის პიკზე იყვნენ. შეუმჩნევლად ავედი, ბიძაჩემს რომ არ დავენახე თორემ აღარ გამიშვებდა. ძალიან ცუდად ვიყავი. ცხოვრებაში ასე არავის არ დავუმცირებივარ,ასე არ მტკენია იმის გარდა როდესაც ჩვენი კლასელი 1 წლის წინ მოულოდნელი ავარიით დაიღუპა.ჩემი ჯიგარი ბავშვი(გიორგი) როგორ მენატრება. რა დავუშავე? რა უნდა? თვითონ არ თქვა ერთმანეთს გავუგებთო?! განა ეს გაგებაა? თუ ვერ იტანს ამ ქალაქს ვერ წავაა თბილისში?! ჩემთავს ვუსვამდი ამ კითხვებს და თან ცრემლები თავისით მომდიოდა,როდესაც ცოტნეს ხმა გავიგე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.