შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვილები ერთნაირი ნიშნით [2]


22-07-2015, 17:02
ავტორი -Crazy-Girl-
ნანახია 2 978

ტბასთან ბალახზე დავწექი ვარსკვლავების ყურება მამშვიდებდა თუმცა სიმშვიდე მალე დამერღვა როგორც კი ვიგრძენი ვიღაცის სიახლოვე და ამ დროს ისევ ნიშანმა დამწვა ლავიწი... რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო ვინ იქნებოდა რათქმაუნდა ანამარია კი მაგრამ ის როგორ გამოიპარა? ეს შეუძლებელია... თუმცა ხო გამახსენდა მასაც ხომ იგივე ნიშანი აქვს საერთოდ არ ვნანობ რაც ვუთხარი პირიქით რისი ღირსიც იყო ის დაიმსახურა
ანამარია
მთელი დღე ვმეცადინეობდი საღამოს დამღლელი დღის შემდეგ გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი თან კარმენსაც ეძინა მხოლოდ მოკლე შორტი და მოკლემკლავიანი მაისური მეცვა არ ვიცოდი გარეთ თუ ციოდა თანაც ფანჯრიდან ვარსკვლავების ყურება ცოტა არიყოს მომბეზრდა ამიტომ ფანჯარა მივხურე და გარეთ გავიპარე დაცვასაც ხელიდან დავუსხლტი და გარეთ ტბისგან ოდნავ მოშორებით ბალახზე დავწექი მაგრამ ტკივილმა რომელიც მაშინაც გამიჩნდა როცა სასწავლებელში შემოვედი თავი შემახსენა და ოდნავ წამოვიყვირე ამ დროს შავი სილუეტი დავლანდე და წამოვდექი
-გეტკინა არა? - მკითხა ცინიკურად დანიელმა
-შენ რა იცი - ვკითხე მშვიდად
-მე ყველაფერი ვიცი
-მართლა? მაინც?
-ეს შენთან გასარკვევი არ არის
-და სხვასთან არის? ვისთან ბრიჯიტისთან?
-მაგით რისი თქმა გინდა?
-კარგი დაივიწყე
-მე ბრიჯიტისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს
-კარგი აბა სხვასთან ვისთან უნდა განიხილო შენ არავინ არ გყავს ხომ ასეა? არავინ ვისთანაც ამ თემაზე ისაუბრებ შენ ელემენტარული მეგობრები არ გყავს შენს გვერდით არავინ არაა - მივხვდი რომ მისი სუსტი წერტილი ეს იყო თავიდან სიბნელეშიც კი კარგად გავარჩიე თვალები რომ აუწყლიანდა მაგრამ უცებ მოეგო გონს და მიპასუხა
-რის მიღწევას ცდილობ ახალო გოგო
-მე არაფრის მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი შენ რის მიღწევას ცდილობ?
-მეც არაფრის
-მართლა? მაშინ ჯერ კლასში მოვარდი ჩემთან და დამემუქრე მერე ეხლა მოხვედი და მკითხე ამ ნიშანზე ან საერთოდ შენთან რატომ ვარკვევ ამ ყველაფერს - გამოვბრუნდი და წამოვედი ოთახში რომ შევედი მხოლოდ მაშინ ვიგრძენი რომ გარეთ ციოდა გაყინული ვიყავი ცოტახანს ვიფიქრე შემდეგ კი დავიძინე.
დილით ადრე ავდექი და ვისაუზმე ყველასთან ერთად ხოლო შემდეგ კლასში წავედი გაკვეთილები რომ დამიმთავრდა ბიბლიოთეკაში წავედი და ვეცადე იმ ნიშანზე რამე გამეგო რაც მე და დანიელს გვქონდა თუმცა არაფერი არ იყო გვიანობამდე ვიყავი იქ ბიბლიოთეკა ნელ-ნელა ცარიელდებოდა მე კი ჯიუტად ვაგრძელებდი წიგნის მოძებნას რომელიც იქ არ იყო ნელ-ნელა შუქებიც ქრებოდა თაროდან წიგნს ვიღებდი როდესაც ვიღაც მომიახლოვდა და ტკივილი კვლავ ვიგრძენი დანიელი იყო
-ვერაფერს იპოვი მეც ვეძებე თავის დროზე
-ყოველთვის ასეთი მტკივნეული იქნება?
-არ ვიცი არ გამომიცდია აქამდე
-ბოდიში მინდა მოგიხადო გუშინდელის გამო - ვუთხარი თუ არა ის გაბრუნდა მაგრამ მკლავში ხელი მოვკიდე და მოვაბრუნე - მართლა ცუდად გამომივიდა არ მინდოდა უბრალოდ თავი ვეღარ შევიკავე - ის უბრალოდ გაბრუნდა წავიდა მე კი ჩემს თავზე გავბრაზდი ბოდიში რომ მოვუხადე იქიდან ჩუმად გამოვედი და ჩემი ოთახისკენ დავიძარი ოთახში ავედი ლეპტოპი ავიღე და იქ ვცადე რაიმე მოზიება არც იქ იყო ნერვები საშინლად მომეშალა დავწექი მაგრამ ვერ ვიძინებდი ამიტომ გადავწყვიტე ისევ გარეთ გავსულიყავი ასე უაზროდ გადიოდა დღეები ერთი თვე ისე გავიდა რომ ვერც კი გავიგე დანიელს როცა ვნახულობდი ან ერთმანეთს ვეუხეშებოდით ან კიდევ საერთოდ არ ვლაპარაკობდით მაგრამ თვალებში ორივეს ბრაზი გვეტყობოდა ყოველთვის ვგრძნობდი მის სიახლოვეს რადგან ნიშანი ორივეს გვახსენებდა ერთმანეთის თავს
-ანამარია დღეს წამოდი რა ლუკასს ვარჯიში აქვს მე კიდევ მარტო წასვლა მეზარება არადა ძალიან მთხოვა
-კარმენ კარგი რა
-ანამარია გთხოვ რა დაშავდება თუ წამოხვალ
-ხო კარგი - არ მინდოდა მას გაეგო რამე დანიელის შესახებ მართალია მეგობრები ვიყავით თუმცა მაინც ვერ ვეუბნებოდი ამიტომ წავყევი ვარჯიშზე თავიდან გამიხარდა დანიელი არ იყო მაგრამ მოვიდა მერე როგორ არ მსიამოვნებდა მისი დანახვა როგორ... თუმცა მომიწევდა მისი ატანა კიდევ ცოტახნით
-დანიელ წამოხვალ ჩვენთან ერთად? - ჰკითხა ლუკასმა როგორც კი თამაშს მორჩნენ
-რატომაც არა - მთელი გზა კიდევ ერთხელ ღმერთო რა საშინელებაა - გავიფიქრე და კარმენთან ერთად ჩამოვედი კიბეებზე მთელი გზა არც მე და არც დანიელს ხმა არ ამოგვიღია მხოლოდ კარმენი და ლუკასი ლაპარაკობდნენ როგორც იქნა მივაღწიეთ სასწავლებელს და შიგნით შევედით. როგორც ყოველთვის ღამე ისევ გარეთ გამოვედი ვარსკვლავების საყურებლად თუმცა ვერ დავუსხლტი ხელიდან იმ საშინელ დედაკაცს ღამე რომ დაწოწიალობს ხოლმე და დირექტორთან მიმიყვანა ვიცოდი რომ რაღაც საშინელება მოხდებოდა ისევ ამტკივდა მარჯვენა ლავიწი როდესაც დირექტორის კარებს მივუახლოვდით შიგნით შევედი და აი თურმე რატომ დანიელიც იქ არის
-ქალბატონო ელენ თავი ცუდად ვიგრძენი და გარეთ ამიტომ გამოვედი გეფიცებით მხოლოდ ცოტახნით - ვუთხარი და თავი დავხარე
-თქვენ ერთმანეთის რა ხართ? - გვკითხა გაბრაზებულმა დირექტორმა და ერთმანეთზე მიგვანიშნა ხელით ჩვენ კი გაბრაზებულებმა ერთმანეთს შევხედეთ
-სკოლიდან გაგრიცხავთ ან კიდევ ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ისწავლით
-დიახ რათქმაუნდა - ვუთხარი ქალბატონ ელენს იმის მოლოდინში რომ ბოდიშს მოვიხდიდით და გარეთ გამოგვიშვებდა მაგრამ არა პირიქით
-არა ასე არა - გაეღიმა - მოკლედ ყველაფერი ვიცი ვიცი ერთმანეთის მიმართ რა დამოკიდებულებაც გაქვთ და მე ამას ვერ ავიტან ამ სკოლაში მართალია ორ ჯგუფადაა დაყოფილი ბავშვები მაგრამ ერთმანეთს შეურაწყოფას ნამდვილად არ აყენებენ ამიტომ მე მოვითხოვ ერთი თვე ყველა გაკვეთილზე ერთად ისხდეთ გაკვეთილების შემდეგ კი ბიბლიოთეკაში ერთმანეთს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმაროთ შემდეგ ანამარია გაყვეს ვარჯიშებზე დანიელს ხოლო იქიდან ერთად წამოხვიდეთ ან კიდევ ორივეს გაგრიცხავთ სკოლიდან ორივე ჩუმათ ვიდექით მერე გამოვედით იქიდან ერთმანეთს გაბრაზებულებმა შევხედეთ და ორივე ჩვენ ჩვენ ოთახებში წავედით…

კითხულობთ მაგრამ არაფერს არ წერთ გამაკრიტიკეთ მაინც



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№2  offline წევრი -Crazy-Girl-

მადლობა დღეს დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent