სიყვარულის ბრალია 3
ტრასას მივუყვებოდი და თან მოკლე კაბას რაც შეიძლება ძირს ვექაჩებოდი.ვაკვირდებოდი ქალაქის სილამაზეს და მომღიმარ ხალხს რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს უდარდელი და ლაღები იყვნენ.როგორც იქნება კითხვა-კითხვით მივაგენი დანიშნულ მისამართს.დიდი შენობა გადამეშალა თვალწინ,თვალი ორჯერ ავატარ-ჩამოვატარე,მერე ძლივს გავბედე შიგნით შეღწევა და კარებთან ღიმილიან გოგოსთან მისვლა. -რით შემიძლია დაგეხმაროთ? -(ლინდა) გამარჯობათ,სამსახურთან დაკავშირებით მოვედი,ტელეფონზე გავესაუბრე უკვე ქალბატონს -კარგით,მეორე სართულზე აბრძანდით და მე-12 კაბინეტში კაროლინა იკითხეთ. კვლავ მომღიმარ გოგონას თავაზიანად მადლობა გადავუხადე და ლიფტი გამოვიძახე,როდესაც შიგნით შევედი ცოტა გაკვირვებული ვიყურებოდი აქეთ-იქით,არასდროს მინახია ასეთი ლიფტი,ამხელა ჩემი ოთახიც კი არ იყო. ლიფტი როცა გაიღო,გამოსვლა აღარ მინდოდა,მაგრამ დაბნეული მაინც გამოვედი,თვალი შევავლე კაბინეტებს და მივაგენი მე-12 ოთახს,ნაზად დავაკაკუნე და შევედი როცა ქალის შორი ხმა გავიგე შესვლის თაობაზე. -(ლინდა) გამარჯობათ,ქალბატონი კაროლინა მინდა. -მე გახლავართ,რით შემიძლიათ დაგეხმაროთ? -(ლინდა) სამსახურის თაობაზე ვარ მოსული,დღეს ერთ ქალს ველაპარაკე ტელეფონზე. -აა დღეს მე გესაუბრებოდით ქალმა თავაზიანათ მომმართა,რომ შავ სავარძელში მოვთავსებულიყავი.მეც არ დავაყოვნე და სავარძელში მოვთავსდი. მაგიდაზე დიდი,შავი პლაზმური კომპიუტერი ედგა,გარშემო სულ ქაღალდები და რაღაც დოკუმენტები ეყარა.ბევრი საწერი კალამი და ფანქრები ედო,ასევე შავი გორგოლაჭებიანი სკამი ედო თავისთვის,კედელზე კი დიდი ტელევიზორი ეკიდა,მოკლედ ზუსტად ისე იყო,როგორც მე მეგონა. -მითხარი რამდენი წლის ხარ,რა გაქვს დამთავრებული და სად გინდა რომ იმუშაო?დიდი ინტერესით მკითხა ქალმა. -(ლინდა) 17 წლის ვარ,სამწუხაროდ მე-8 კლასიდან გამოვედი ოჯახური პირობების გამო და არც სწავლა არ გამიგრძელებია. -ცოტა სამწუხაროა რადგან ასე ცოტა ძნელია სადმე სამსახური იშოვო,მაგრამ შევეცდები დაგეხმარო. -საოჯახო საქმეები გეხერხება? -(ლინდა) სიმართლე რომ გითხრათ სახლში ისეთს არაფერს ვაკთებდი,რთული სიტვაცია იყო,ამიტომ წამოვედი სახლიდან და მინდა მუშაობა დავიწყო. -შენი განათლებით თუ ვიმსჯელებთ სამწუხაროთ მხოლოდ დამლაგებლად,მიმტანათ,ან ძიძათ თუ იმუშავებ. -(ლინდა) არაუშავს ქალბატონო კაროლინა თანახმა ვარ მაგაზეც. ქალმა ღიმილით შემომხედა და თავის დიდი და წითელ ბლოკნოტში ჩაიხედა. სამწუხაროდ ჯერჯერობით მაგდაგვარი სამუშაო არ გვაქვს,მაგრამ შემიძლია დღეს გაგიშვა ერთ სამსახურში,მხოლოდ ერთი დღე იქნება და მერე თუ რამე გამოჩნდა აუცილებლად შეგატყობინებთ -(ლინდა) და დღეს რა სამუშაოა? დღეს წვეულებაა ერთ-ერთი ბიზნესმენთა ოჯახში,თუ არ ვცდები ვაჟის დაბადების დღეს აღნიშნავენ,ამიტომ მიმტანი სჭირდებათ და დღის ბოლოს დამლაგებელი. -(ლინდა) თანახმა ვარ,შეიძლება რომ წავიდე? -რა საკვირველია,ოღონდ ჯერ ოჯახს უნდა გადავურეკო თუ კიდევ უნდათ. ქალმა ყავისფერი ტელეფონი აიღო და რაღაც მოკლე ნომერი აკრიფა,ცოტა წაილაპარაკა და მერე გახარებულმა დადო ყურმილი. -დღეს ბედი გწყალობს ალბათ,ისევ უნდათ ამიტომ შეგიძლია წახვიდე. -(ლინდა) კარგით დიდი მადლობა და თქვენ რამდენი უნდა გადაგიხადოთ? -ჩეზე ნუ იფიქრებ მე ოჯახი მიხდის. ქალმა უჯრიდან რაღაც მბზინავი ცელოფანი ამოიღო მერე ფერადი,პატარა ფურცელი აიღო და ზედ რაღაცის წერა დაიწყო. -აი აქ დამლაგებლის ფორმა დევს და ეს ჩაიცვი, ეს კი მისამართია,აქ ოჯახის ნომერიც წერია და ჩემი ნომერიც საჭიროების შემთხევაში,დროს ნუღარ დაკარგავ ეხლავე წადი. -(ლინდა) კარგით,ძალიან დიდი მადლობა. ოთახიდან გახარებული ნელა გამოვედი და ისევ ლიფტში შევედი,ფურცელი ხელში მეჭირა და სიხარულისგან მაგრად ვუჭედი,სასწრაფოდ გამოვარდი შენობიდან და აღნიშნული მისამართის ძებნა დავიწყე. ................................................................................................................................................................ ძნელი მისაგნები არ აღმოჩნდა,მაგრამ ვერ ვიჯერებდი რასაც ჩემი თვალები უყურებდა.სამსართულიანი დიდი სახლი,ორი დიდი აუზით,ვერანდით,დიდი ბაღით და გარშემო ლამაზი ყვავილებით,ცხოვრებაში არ მინახია ასეთი დიდი და ლამაზი სახლი.ყოველთვის ვოცნებობდი მქონდა აუზი და ბაღი სადაც ლამაზ ყვავილებს დავრგავდი. როდესაც ჭიშკარს მივუახლოვდი იქ ორი მაღალი მამაკაცი იდგა,დაცვა ყოფილა როგორც მოგვიანებით შევნიშნე.არ შემიშვეს სანამ ტელეფონზე არ დარეკეს და რაღაც ინფორმაცია არ გადაამოწმეს. შიგნით შესულს აუზთან ლამაზი ქალბატონი დამხვდა და გასაუბრება დამიწყო. -შენ ალბათ სააგენტომ გამოგგზავნა ხო? -(ლიდია) დიახ ქალბატონო,დამლაგებელი ვარ -სხვა არც არაფერი მიფიქრია.ქალმა ნაგლად გადმომისროლა სიტყვები და მერე ისევ წარბ აწუელმა დამიწყო ლაპარაკი. -მოკლედ დღეს ჩემი ვაჟის,დამიანის დაბადების დღეა,ამიტომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.ბაღი უკვე მორთულია,მაგიდებიც მოწყობილია მხოლოდ საჭირო ჭურჭელი დაალაგე,წვულება ორ საათში დაიწყება და იქამდე უნდა მოასწრო ყველაფერი. -(ლინდა) დიახ ქალბატონო როგორც თქვენ იტყვით. -ხო და კიდევ,წვეულება რომ დამთავრდება შენ იზრუნებ მილაგებაზე,სამზარეულო იქეთააა,შეუდექი საქმეს. ქალმა მზერით მიმანიშნა სამზარეულოს ადგილსამყოფელი და თვითონ ისევ აუზზს დაუბრუნდა. ........................................................................................................ მორიდებით შევედი სახლში,იქ კი საოცრება დამხვდა.ისეთი ავეჯი იდგა,რომ მის საყიდელ ფულს მთელი ცხოვრება ვერ შევაგროვებ პრეზიდენტიც რომ ვიყო.აბრეშუმის ფარდები კი ლამაზად ეკიდა,ყველაფერი ისეთი საოცრბა იყო ვერც ავღწერ,სამზრეულოს კარი დავინახე და იქით დავიძერი მეც.სამზარეულოს დანახვამაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში.ლანგარზე ლამაზდ დაწყობილი შამპანურის წვრილი ჭიქები იდო გამზადებული,როგორც მივხვდი ესენი უნდა დამეწყო მაგიდებზე.დიდიხსნის ყურების შემდეგ მოვწყვიტე თვალი სახლს და დამლაგებლის ფორმა გადავიცვი. თვალები დავხუჭეე,ღრმად ამოვისუნთქე და ჭიქებით სავსე ლანგარს ხელი წავავლე.ნელა გავუყვები ბაღისკენ მიმავალ გზას,თვალი შევავლე ლამაზად მორთულ სკამებს და მაგიდებს.ლანგარი დავდე ერთ-ერთი მაგიდაზე და ოთხი ჭიქა გადმოვაწყე. ასე დავაწყე ყველა მაგიდაზე ლამაზი ჭიქები და ყვავილები,მერე ორსართულიანი შოკოლადის ტორტი გამოვიტანე და თავისი ადგილი მიუჩინე,ზუსტად ორი საათი მოვანდომე ყველაფერს.როდესაც დასასვენებლად ცოტახანი სკამზე ჩამოვჯექი ქალბატონო დავინახე,რომელიც აქეთ მოდიოდა და სასწრაფოდ ავდექი. -ზუსტად ორ საათში მოასწარი,სწრაფი ყოფილხარ მაგრამ ცოტა უცოდინარიც,ქალმა ერთ-ერთი ჭიქა აიღო და სხვა ადგილზე გადადო. -აი ასე უნდა ეწყოს.სტუმრები უკვე მოდიან,თუ შეიგიძლია ჩემი ვაჟის ოთახში ადი და შეატყობინე რომ ჩამოვიდეს,მეორე სართულზე კარიდან მესამე ოთახია. -(ლინდა) კარგით,ეხლავე. თავდახრილი შევედი სახლში და დიდ ოქროსფერ კიბეებზე დავიწყე ასვლა.მთლიან სართულზე სულ ოთახები იყო ჩამწკრივებული,,მაგრამ როგორც ქალმა თქვა მესამე ოთახისკენ წავედი. კარი ოდნავ შეხსნილი იყო,ნელა მივუახლოვდი და ნაზად დავაკაკუნე. კაკუნის შემდეგ,ვიღაც ბიჭმა ჩაახველა და სასწრაფოდ მოვარდა კარებთან. -(ლინდა) უკაცრავად დედათქვენმა გამომგზავნა,უნდოდა მეთქვა, რომ სტუმრები უკვე მოდიან და ჩამოვიდესო. შავრგრემანი ბიჭი იყო,მაღალი და გამხდარი,მაგრამ კუნთები ემჩნეოდა გამოკვეთილად თხელ მაისურზე.ცოტა უცნაური და საშიში გამოხედვა ქონდა,ცოტახანი მომაშტერდა და დებილივით მიყურებდა. -(დეიმონი) გასაგებია,მაგრამ ჩემზე არ გეტყოდათ,ეს ჩემს ძმას ააქვს დაბადების დღე,უბრალოდ მე ვარ მის ოთახში. -(ლინდა) კარგით.თავი დავხარე და უკან გამობრუნებას ვაპირებდი როცა გამაჩერა. -(დეიმონი) თქვენნნნ.........თქვენნნნნნნნ...ენა დაება ბიჭს -(ლინდა) დიახ მე დამაგებელი ვარ,წვეულებისთვის დამიქირავა ქალბატონმა. -(დეიმონი) კარგი მე დემონ ვილსონი ვარ,თუ შეიგიძლია დედაჩემს გადაეცი რომ დამიანი გასულია და მალე მოვა. თავი დავუქნია და კვლავ დაბლა დავეშვი,ბიჭის მზერას კი ქვემოთაც ვგრძნობდი. ქალი სამზარეულოში დამხდა,წითელ ღვინოს ასხამდა ჭიქებში. -(ლინდა) ქალბატონი თქვენ ვაჟს დეიომონს შევხვდი და მთხოვა გადმომეცა რომ დამიიანი არ არის სახლში და მალე მოვა. -კარგი,ეს ჭიქები წამოიღე. ქალბატონი ფერნანდამ კვლავ ცინიკურად შემომხედა და გარეთ გავიდა. .......................................................................................................... უკვე 5 საათი იყო გასული,რაც ბაღში დიდ ხმაზე მუსიკები გუგუნებდა და ხალხი ჟრიამულობდა,მე კი მაინც ვერ გავიგე ბოლო-ბოლო ვინ იყო იუბილარი,სახლის დიდი ფანჯრიდან ვაკვირდებოდი წვეულებას,მხოლოდ მაშინ შევიშმუშნე,როცა ქალბატონი ფერნანდას მიმიკა დავინახე,მეუბნებოდა რომ ისევ მომეტანა ღვინო,ტუჩები ავბზიკე და სამზარეულოსკენ გავედი,დიდ წვრილ ჭიქებში ჩავასხი ღვინო,ლანგაზრზე შემოვდგი და ბაღისკენ წავედი.ერთი ქალი დავინახე,რომელიც სცენაზე ავიდა და რაღაცის ლაპარაკი დაიწყო,ყურადღება იმაზე გადავიტანე,როცა ვიღაცა წინიდან დამეჯახა და სულ დამამხსვრევინა ჭიქები,როდესაც შევხედე დავინახე ნაცნობი სილუეტი,ბოლოს გამახსენდა რომ ის იდიოტი იყო რომელმაც იმ დღეს მანქანით გამიტანა. -(ლინდა) შენ დაჯახებაში ვარჯიშობ თუ რა არის? -(დამიანი) შენ აქ რაგინდა უზრდელო? ცოტახანი გავჩუმდი და მერე ისევ შევეპასუხე,როცა მიხვდა იქ რას ვაკეთებდი. -(ლინდა) და შენ აქ რას აკეთებ იდიოტო? ბიჭს გაეცინა და რაღაცა უნდა ეთქვა,როცა უკნიდან ანნიკა მოეპარა. -(ანნიკა) ლინდა?აქ რას აკეთებ? -(ლინდა) ვმუშაობ!!უხეშათ მივუგე -(ანნიკა) ეგ როგორ? -(ლინდა) მერე აგიხსნი,მაგრამ შენ აქ რა გინდა? ან ამ იდიოტს?ეშმაკური თვალებით შევხედე მე. -(ანნიკა) თუ კი შენ აქ მუშაობ,ესეიგი ეს იდიოტი შენი უფროსია,დღეს მისი დაბადების დღეა. უცბად გაკვირვება ვერ დავმალე,და თან დავიბენი. -(ლინდა) უი მაპატიეთ,არ ვიცოდი,დიდი ბოდიშით. დამიანი და ანნიკა იცინოდნენ ამ ყველაფერზე,მე კი უბრალოდ ავიღე ლანგარი და ისევ სახლში შევედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.