შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა. "2"


23-07-2015, 00:00
ავტორი ჯია
ნანახია 5 168

წიგნის ბოლო ფურცელიც ჩაიკითხა და დასაძინებლად გადაბრუნდა, ძალიან დაიღალა დღეს, მაგრამ მაინც არ ეძინებოდა. გათხოვილი არისტოკრატი ქალისა და რუსი სამხედრო ოფიცრის სიყვარულის შესახებ ფიქრებიც არ აძლევდა მოსვენებას.
-ანა კარენინა მინდოდა ახლა მე? -ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ და საწოლიდან წამოდგა. მისაღებში გამოვიდა და ცარიელი სახლის დანახვისას გული შეეკუმშა. უცებ ბიჭები გაახსენდა, საათს რომ ახედა ორი საათი დაწყებულა, მაგრამ დარწმუნებული იყო ბიჭებს არ ეძინებოდათ. სპორტული შორტები და მაიკა ჩაიცვა და მათთან გავიდა. კარები წელს ზემოთ შიშველმა გეგამ გააღო.
-მია? ხომ მშვიდობაა? -გაუკვირდა შუაღამეს მისი დანახვა.
-კი, უბრალოდ მოვიწყინე და ვიფიქრე გადმოხვიდოდით. -გაუღიმა გოგონამ და გეგას დაკუნთული სხეული ურცხვად აათვალიერა.
-შენ შემოდი. - გაუღიმა გეგამაც და გზა დაუთმო.
-კარგი, მაშინ კარს ჩავკეტავ. -მიამ კარი გასაღებით გადაკეტა და ბიჭებთან შევიდა. ლამაზი და რაც მთავარია სუფთა, მოწესრიგებული სახლი იყო, მიას ცოტა არ იყოს გაუკვირდა ესეთ სისუფთავეს ალბათ თვითონ ვერ შეინარჩუნებს.
-სამზარეულოში არიან ბიჭები, წამო. -გაუღიმა გეგამ და სამზარეულოსკენ გაემართა. დანიელის დანახვისას შეკრთა და წარბები შეკრა სიბრაზისგან, თან მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა, რომ არაფერი ეთქვა.
-ვაა, მია, მოდი თავხედი, უზრდელი და ტუტუცი დანიელი გაგაცნო. -გადაიხარხარა სანდრომ და მიას მის გვერდით სკამზე მიუთითა. მია ჩუმად დაჯდა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია დანიელისთვის.
-გოგოსთან მოქცევა შენთვის არ უსწავლიათ? - წარბი აუწია და მკაცრად ჰკითხა ბიჭს. დანიელს ვერ გაეგო რა ხდებოდა, გაოგნებული ხან მიას უყურებდა ხან ახარხარებულ ძმაკაცებს.
-რა ხდება? აააა... შენ ის გოგონა ხარ დღეს რომ დაგეტაკე? -გაახსენდა უცებ დღევანდელი ინციდენტი. -ძალიან დიდი ბოდიში, უბრალოდ შეყვარებულს პრობლემები ჰქონდა და ძალიან მეჩქარებოდა. -უთხრა თავაზიანად და გაუღიმა. შეყვარებულის ხსენებაზე ბიჭებს სახე შეეცვალათ, მიას კი გული მოულბო დანის ბოდიშმა.
-შემდეგში თვალებში გამოიხედე. -გააფრთხილა გოგონამ და მანაც გაუღიმა.
-აბა, რა არ გაძინებს, ქალბატონო? -სანდრომ თემის შეცვლა სცადა.
-არ ვიცი, ალბათ ჯერ ვერ შევეგუე ახალ გარემოს და მარტოობას. - მოწყენილმა ჩაილაპარაკა მიამ და ბიჭებს გახედა.
-ვუაიმე, პატალა გოგო.. -გააჯავრა გეგამ, როგორც 2 წლის ბავშვი და ლოყები გაუწელა.
-შენ გიჟი ხარ ხო? -მიას მის საქციელზე გაეცინა. ამ დროს დანის ტელეფონზე დაურეკეს და სხვა ოთახში გავიდა, ამაზე ბიჭებმა უკმაყოფილოდ გადახედეს ერთმანეთს.
-რა გჭირთ? -ინტერესით იკითხა მიამ.
-არაფერი, დაიკიდე. -გაუღიმა სანდრომ. -ყავას დალევ?
-არაა, მერე საერთოდ აღარ დამეძინება.
-მე უნდა წავიდე, ბიჭებო, ნათია უნდა ვნახო. -სამზარეულოში დაბრუნდა დანი.
-მალე მადლობას გადაგიხდით 5 წუთით მაინც, რომ გამონახავ ჩვენთვის დროს. -შეუბღვირა გეგამ.
-არამგონია, ეგ 5 წუთიც დაგვითმოს. -აყვა სანდროც.
-აუ, კარგით რა! -წაიწუწუნა დანიელმა და სახლი დატოვა.
-ჰა ჰა, ეგოისტობთ ბიჭებო? -დამცინავად იკითხა მიამ.
-ნორმალური გოგო რომ უყვარდეს, ხმას არ ამოვიღებდით. - წყენით ჩაილაპარაკა გეგამ, სანდრომ კი თვალები დაუბრიალა, ბევრს ლაპარაკობო.
-თუ დანიელს უყვარს, მის არჩევანს პატივი უნდა სცეთ. -გაუღიმა მიამ ბიჭებს.
-ნახე რა, ერთი ბოდიში მოუხადა და უკვე იცავს. -გაეცინა სანდროს.
დილის ხუთ საათამდე ჭორაობდნენ, მიას უკვე ძილიც მოერია და ერთი-ორჯერ ლამის ჩამოეძინა.
-წავედი, თორემ ისე მეძინება მალე სახლს ვეღარ გავაგნებ. -გაეცინა მიას.
-არ არის პრობლემა, ჩვენ გაგაგნებინენთ ან შეგიძლია დანიელის კუთვნილი ოთახი დაისაკუთრო. - გაუღიმა გეგამ.
ბიჭებმა მია სახლის კარამდე მიაცილეს, ვითომ ძალიან შორს ცხოვრობდეს, მაგრამ ზედმეტად მზრუნველები არიან რა ქნან. ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და სასიამოვნო საღამოს შემდეგ სამივეს ტკბილად ჩაეძინათ.

დილით მია ტელეფონის ზარმა გააღვიძა.
-მმმ.. -ხმის ამოღების თავი არ ქონდა ისე ეძინებოდა.
-რა დროს ძილია? 12 საათია. -ჩასძახა დაქალმა.
-აუ, კარგი რა, ნენე. გვიან დავიძინე.. -ამოილაპარაკა ძილისგან ჩახლეჩილი ხმით.
-ადექი 6 საათზე აეროპორტში უნდა დამხვდე!
-კაი... -უთხრა უემოციოდ მიამ, წამში გაიაზრა დაქალის ნათქვამი და კივილით წამოხტა. -რა? არ მჯერა!!!!
-რომ დამინახავ ხომ დაიჯერებ? -გაეცინა ნენეს და ყურმილი გაუთიშა.
მია ცეკვა-ცეკვით და ხტუნვა-ხტუნვით გავიდა მისაღებში, ლეპტოპში მუსიკები ჩართო, დინამიკები შეაერთა, ბოლო ხმაზე აუწია და აბაზანაში შევიდა. რომ გამოვიდა, კარებზე კაკუნი გაიგონა, უფრო სწორედ ბრახუნი, პირსახოცშემოხვეული გაემართა კარის გასაღებად. კარებთან თმააბურძგნული სანდრო იდგა ტრუსებით, მიას არც მიესალმა სახლში შევარდა, დინამიკები შესაერთებლიდან გამოგლიჯა და დოინჯ შემორტყმული მიას
მოუბრუნდა.
-აუტანელო მეზობელო, ჩვენ შუადღემდე ძილი გვიყვარს! -უთხრა უკმაყოფილო და ნახევრად მძინარე სანდრომ.
-აუ ძილს ვეღარ ვიბრუნებ რა.. -შემობოდიალდა გეგა და დივანზე მიესვენა, ისიც ტრუსებით.
-შურისძიებისთვის იდეალურ გზას მიაგენი. -უკან მოყვა ნახევრად შიშველი დანიელიც. ბიჭების საქციელზე, წუწუნზე და მათ შესახედაობაზე მია სიცილს ვეღარ იკავებდა.
-როგორც წესი მეც გვიანობამდე მძინავს.. -დაიწყო ლაპარაკი თან ღიად დატოვებული შემოსასვლელი კარი მოხურა. -მაგრამ ჩემმა საუკეთესო დაქალმა გამაღვიძა. -ბიჭების წინ დაჯდა, მაგრამ როცა მიხვდა რომ დაჯდომის დროს ისედაც ძალიან მოკლე პირსახოცი, კიდევ უფრო მაღლა ადიოდა, ისევ ადგა. -დღეს ბრუნდება საფრანგეთიდან და ექვს საათზე აეროპორტში უნდა დავხვდე.
-მერე ჯერ პირველი საათიც არ არის.. -წაიწუწუნა სანდრომ და თვალები ისევ დახუჭა.
-მერე რა, მანამდე საყიდლებზე მინდა წასვლა თორემ სული ამომძვრა შიმშილით.
-ჩვენ რას გვერჩოდი? -ამჯერად გეგა აწუწუნდა, ისე რომ თვალები არც გაუხელია. დანის კი როგორც სჩანს, ისევ ჩაეძინა.
-გეყოთ ახლა ნუ წუწუნებთ. ჩემი მანქანა გასაკეთებლად მყავს დატოვებული, მანქანა რომელს გყავთ? - გეგამ და სანდრომ ხელი აწიეს იმის ნიშნად რომ ჩვენ გვყავსო, დანი კი უკვე ღრმა ძილში იყო.
-ეს ძალიან გვიან დაბრუნდა ხომ? -გაეცინა მიას.
-კი, დილის 8ზე.
-მათხოვებთ მანქანას? ან წამოდით რაა, მარტო ბოდიალი მეზარება.
-კარგი მოვწესრიგდებით და წამოვალთ. -ზომბებივით წამოდგნენ გეგა და სანდრო და სახლისკენ გაემართნენ.
-ძმაკაცი გრჩებათ. -მიაძახა სიცილით მიამ და მძინარე დანიელს გადახედა. აქამდე რატომ არ შეუმჩნევია მისი სიმპატიურობა?
-იყოს ეძინოს, ცოდოა. ნუ თუ შენ არაფერი პრობლემა არ გაქვს.
-კარგი იყოს. -გაეცინა მიას, საძინებლიდან პლედი გამოიტანა და მძინარე დანიელს მიაფარა.



№1  offline წევრი nia^_^

Magariaa...... ase gagrdzelee... velodebi axal tavsss <3

 


№2  offline მოდერი ჯია

nia^_^
Magariaa...... ase gagrdzelee... velodebi axal tavsss <3

მადლობა ❤️

 


№3  offline მოდერი ^paradise^

ვაიმეე რა მაგარიაა <3 ასეთი კარგი ისტორია დიდიხანია არ წამიკითხავს ამ საიტზეეე <3 მომწონს მომწონსსს ვაგრძელეეებ კითხვას :D (ძაან აჟიტირებული ვარ)

 


№4  offline მოდერი ჯია

^paradise^
ვაიმეე რა მაგარიაა <3 ასეთი კარგი ისტორია დიდიხანია არ წამიკითხავს ამ საიტზეეე <3 მომწონს მომწონსსს ვაგრძელეეებ კითხვას :D (ძაან აჟიტირებული ვარ)


მადლობა პუპსიკ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent