შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაფიქრდი - 1


23-07-2015, 23:54
ავტორი lukreisha
ნანახია 1 405

დილის ხუთი საათი ხდებოდა სადარბაზოში ფეხის ხმა რომ გავიგე, კიბიდან წამიერადვე წამოვხტი და კიბეებს ჩავუყევი. თავბრუ დამეხვა და ოდნავ წავბარბაცდი. ბიღაც ბიჭი იდგა. შემომხედა.
-აქ ცხოვრობთ?
-არა, ბიძაშვილთან ვიყავი სტუმრად.
-მგონი ნასვამი ხართ და მანქანით ვარ, გაგიყვანთ.
-არა, არ ვარ ნასვამი, მდლობთ.
-არა, აქვე მიყენია მანქანა რაა და გაგიყვანთ.
-არ მინდა, არ ვარ ნასვამი თქო, გავალ ჩემითვე! - ვთქვი მკაცრად.
ის მეორეზე ადიოდა, მე მეორედან პირველზე ჩავდიოდი მობრუნებული რომ დავინახე, კვლავ პირველი სართულისკენ მომავალი.
-რა ხდება?! - მკაცრად შევხედე და ხმამაღალი ტონით მივმართე.
-არაფერი, თქვენ არ მოგდევთ.
სადარბაზოდან ნელი ნაბიჭებით გამოვედი, უკვე ოციოდე ნაბიჭი მქონდა გამოვლილი, კორპუსს გამოცდენილი ვიყავი უკნიდან სირბილის ფეხის ხმა რომ მომესმა და შემდეგ უკვე ჩემს ზურგთან ვიგრძენი დაყვირება.
-ერთიწუთი! - აქოშინებული ხმით მომმართა ვიღაცამ. გავიხედე და ისევ ის ბიჭი იყო.
-რა ხდება? - კვლავ მკაცრი ვიყავი მე.
-აქვე მიყენია მანქანა, გაგიყვან რა - შემეხვეწა უცნობი.
-არ ვარ თქო ნასვამი გითხარით, არ ვარ ნასვამი.
-არაუშავს, ისე გაგიყვანთ რა.
-არ მინდა, გმადლობთ, მეთვითონ ჩემით გავალ.
-მე იმას არ გეუბნები შენით ვერ გახვალ თქო, მაგრამ რატომ უნდა გახვიდე შენით ამ დროს, დილის ხუთ საათზე მარტო, ასეთ სიცივეში, ასე ჩაცმული. ან რომელი მეტრო მუშაობს ეხლა, ან რომელი მარშუტი? აქვე მიყენია მანქანა, ორნაბიჯში.
-არ მინდა!
-გეხვეწები რა.
-არ მინდა თქო.
-რამოხვდა გეხვეწები რა.
-მეჩქარება - ვუთხარი და გზა გავაგრძელე. დილის სიცივე ძვლებში ატანდა. ტანზე ეკალმა დამაყარა. მუხლებმა სიცივსიგან კანკალი დამიწყო, ცოტაც და მუხლებშივე ცავიკეცებოდ, ნაბიჭს ძლივს ვადგავდი, მაგრამ მაინც თავაწეული ამყად ვაგრძელებდი გზას, ის უკან მომდევდა და ისევ მეხვეწებოდა, მე მეშინოდა. ბოლოს უკვე ყელში ამოსულმა ბრაზმა დამახრჩო, გავჩერდი და ის ის იყო უნდა დამეყვირა შემეშვი თქო ჩახრეწილი ხმით და ყბის კანკალით რომ წარმოვთქვ ეს სიტყვა ჩემი გალურჯებული ტუჩემით. ჩაეცინა.
-როგორ გიხდება კანკალით საუბარი. გთხოვ ჩაჭექი რა, გაგიყვან.
- არ მინდა!
-კარგი მაშინ არ გაგიყვან, ისე მაინც ჩაჭექი რა ცოტახნით, გათბები, კარგ მუსიკებს ჩაგირთავ, ვილაპარაკოთ. ვერ ხედავ ცუდად ხარ, კანკალებ?!
-არ მინდა!
-აუუ რატო, რატოო?
-იმიტომ!
-რატო?
-შენი აზრით დილის ხუთ საათზე ჩავუჭდები ვინმე უცხოს მანქანაში?
-რატო ვარ უცხო, მე გიორგი მქვია, უკვე რამდენიხანია გიცნობ. შენ რა გქვია?
-ნინი.
-ხო, აჰაა, რა გინდა?! მე გიორგი, შენ ნინი, როგორ არ ვიცნობთ ერთმანეთს და როგორ ვართ უცხოები?
-მეჩქარება, გიორგი!
-ხოდა თუ გეჩქარება გაგიყვან!
-არ მინდაააა!
-აუ კარგი გეხვეწები ცოტახანს აქ მაინც დავჯდეთ სადმე, ვილაპარაკოთ, არ გაგიყვან კარგი, არც მანქანაში ჩაჯდე, აი აქ სკვერში სკამზე დავჯდეთ რა.
-არა!
-გთხოვ რა.
-წავედი ეხლა მე, კარგად.
-ნინი, გთხოვ რა.
-არა, გიორგი, წავედი მე, კარგად.
ნაბიჯი გადავდგი თუ არა მაშინვვე ვიგრძენი მკავში ძლიერი ხელის მოჭერა.
-გამიშვი!
-2 წუთით დავჯდეთ რა.
ღრმად ჩავისუნთე, ამოვისუნთქე, სკვერში სკამისკენ გავიხედე და დავთანხმდი, მხოლოდ სულ 2 წუთით დაწდომაზე, როდესაც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იმ ბიჭთან ერთად 2 საათით ზღვაზე ავღმოჩნდებბოდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent