შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც იქნებიან ერთად (სრულად)


23-07-2015, 23:55
ავტორი ROLIKA
ნანახია 4 926

1994წ. 14 მაისი

ჩქარი ნაბიჯით მიუყვებოდა სასაფლაოსკენ გზას, სწრაფად გააღო სასაფლაოს კარები და თვალებით დაუწყო ძებმა უკუნით სიბნელეში მუხის ხეს, რომელიც შუაგულში იდგა. გეზი ხისკენ აიღო, ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა, მაგრამ ახლა არავინ და არაფერი აინტერესებდა ლუკას გარდა. დაინახა ხის ძირში მჯდარი მამაკაცი და მისკენ წავიდა
-ლუკ
-მარიამ
-რატომ მომიყვანე?
-მარიამ იცოდე უზომოდ მიყვარხარ, ლიკა ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, მე შენ მიყვარხარ, ის შეცდომა იყო, ჩემგან დაორსულდა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ-გოგონას ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა, ცხოვრებამ დიდი ტკივილი მიაყენა მათ, მთელი 4 წლიანი სიყვარული ერთმა შეცდომამ დაანგრია, ახლა კი მარიამის და ლუკას ქორწილის მაგივრად ლუკას და ლიკას ქორწილი არის. მარიამს გული საშინლად ტკიოდა
-გვიანია-ცრემლები მოიწმინდა და წავიდა, წავიდა სამუდამოდ ლუკას ცხოვრებიდან.

1995წ. 14 მაისი

ჰო, ეს დღე გახდა მარიამის ცხოვრებაში გადამწყვეტი, ამ დღემ დააშორა საბოლოოდ ლუკა და მარიამი, ამ დღეს ეწოდა სხვისი ცოლი და არა ლუკასი, როგორ ოცნებობდა ლუკასა და მის ქორწილზე, მაგრამ ცხოვრებამ გასწირა ისინი, მარიამის ცხოვრებიდან ლუკა უკვალოდ გაქრა

1997წ. 14 მაისი

-დედი, დე ვიღაც კაცი არიშ კარებთან-ტიტინით მორბოდა სამზარეულოში 2წლის გოგონა
-ვინ დე?
-ალ ვიჩი
-დიახ-მიუახლოვდა კარებთან მდგარ კაცს მარიამი
-ეს წერილი თქვენთან გამომატანეს
-ჩემთან?
-დიახ
-კარგი, მადლობა-გაკვირვებული დაჰყურებდა ფურცელს
-აქ მოაწერეთ ხელი
-დიახ, კარგით-კარები ფრთხილად მიხურა და ოთახისკენ აიღო გეზი, წერილი გახსნა და როცა სახელი ლუკა წაიკითხა წერილი მაშინვე დაკეცა და კარადაში ჩადო, გასაღები გადაატრიალა და კარადა ჩაკეტა.

1998წ. 14 მაისი

-სად იყავი ამდენ ხანს?-გამყინავი ხმა მოესმა ზურგს უკან
-ანასტასია წავიყვანე ბაღში, მთვრალი ხასრ ტატო?-შიში დაეტყო მარიამს ხმაში
-რატომ არ გიყვარვარ?
-ტატო რა გინდა?
-მე შენ შეგიყვარე, მიგიღე, მაგრამ შენ კიდევ ის დედამოტ*ნული ლუკა გიყვარს, რა გინდა გოგო?
-მთვრალი ხარ და არ იცი რას ბოდავ
-არა, ეს შენ არ იცი, მე კაცი ვარ და ალერსი მჭირდება, შენ კი შენ დებილ შვილთან ერთად წევხარ და მე ფეხებზე გ*იდივარ
-რას ამბობ? შვილზე მაგას როგორ ამბობ? ის შენი შვილიცაა
-ფეხებზე ვისი შვილია, მოდი აქ-ველურად დაეტაკა მარიამხ, ტანზე შემოახია ტანსაცმელი, სავარძელზე მიაგდო და საკუთარ შარვალს დაეჯაჯგურა გასახდელად
-გაჩერდი გთხოვ-ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა მარიამს, მაგრამ გაცხოველებული არაფერს უსმენდა, ყელზე კბილები დაასო და მთელი ძალით დააჭირა, მკერდზე ხელი ძლიერად მოუჭირა, მარიამს კი სიმწრის კივილი აღმოხდა, მხოლოდ ახლა გააცნობიერა ტატომ თუ რა ჩაიდინა, სწრაფად მოშორდა მარიამს და ოთახში გაიქცა, 10 წუთში კი დიდი ჩემოდნით დაბრუნდა
-მივდივარ მე, სამუდამოდ, არ ვარ თქვენი ღირსი, მაპატიე-კარები გაიჯახუნა და წავიდა. სახლში დატოვა ატირებული მარიამი, ოთახში გაიქცა და მხოლოდ ახლა გაახსენდა ლუკა წერილი, რომელიც 1 წლის წინ ამავე დღეს მოუვიდა.

,, ლუკა
1996 წ. 14 მაისი...
მარიამ...ჩემო ფერიავ, მხოლოდ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია.. 1994წლის 14 მაისი, ეს დღე გახდა ჩვენთვის დიდი ტკივილის მომტანი, მომიხდა ისეთ ადამიანზე დავქორწინებულუყავი ვინც არ მიყვარდა და ჩემგან ორსულად იყო, ვერ ავიტან შენს გარდა ჩემს საწოლში სხვას, ვერ ავიტან იმას, რომ შენ შეიძლება მომავალში სხვისი გერქვას, მოგეხვიოს სხვა და არა მე, მენატრება შენი კანის და თმის სურნელი, მენატრები და გული მტკივა, რომ ვერ შევძელი გამებედნიერებინე. 4 წლიანი სიყვარული ერთი შეცდომით დავანგრიე. ამ შეცდომამ შვილი მაჩუქა, შვილი, რომელიც მე და შენი უნდა ყოფილიყო, ჩემსავით მწვანეთვალება და კუპრივით შავთმიანი დამიანე, ჩემი სიცოცხლის წყარო, მაგრამ დიდი შეცდომის ნაყოფი.
1994წლის 14 მაისი-ამ დღეს შენთვის ცოლობა უნდა მეთხოვა, მაგრამ ყველაფერი თურმე ფუჭი ყოფილა.იმ ბეჭედს შენს გარდა მინდა არავინ შეეხოს, მინდა მხოლოდ შენ ნატიფ, ლერწამივით თლილ თითებს შეეხოს და დაამშვენოს, გულს უხარიხარ, თუმცა უკვე უხაროდი...მე შენს გარდა სხვას ვერავის ავიტან ჩემო ფერიავ. მხოლოდ შენ დამრჩი ამ გულში, გული, რომელიც აღარ ფეთქავს, გული, რომელიც მხოლოდ შენით ცოცხლობდა, სუნთქავდა და არსებობდა უივე აღარაა!! ახლა მხოლოდ დარჩა ტკბილი მოგონება, მხოლოდ შენ მიყვარხარ..იმედია შევხვდებით იმ ქვეყნად..
მაპატიე!"

წერილის დასრულების შემდეგ შემაჩნია როგორ დაუსველებია მისი ღაწვები მარილიან სითხეს, წერილში ოქროს ბეჭედი იყო, რომელსაც შიგნიდან ეწერა ,, ლუკა 1994წ. 14 მაისი". მწარედ აქვითინდა, თავს ვეღარ ერეოდა, მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა და მისი განხორციელება გადაწყვიტა, მის გოგონას ტანსაცმელები დიდ ჩემოდანში ჩაუწყო, ბაღში მიაკითხა, წაიყვანა დედამისთან სახლში და ანასტასიას უთხრა:
-დედი, ჩემო ლამაზო, მაპატიე კარგი? მე მივდივარ დედი, უზომოდ მიყვარხარ დედი, მე უნდა წავიდე ან, იცოდე სულ შენთან ვიქნები
-სად მიდიქალ დე?
-სადაც ბედნიერი ვიქნები დე
-მეჩ ჭამოვალ დე
-არა ჩემო ანგელოზო, შენ აქ უნდა იყო და უნდა იპოვნო შენი სიყვარული
-მომემატლები დე
-მეც ჩემო პრინცესა-მაგრად ჩაეხუტა შვილს, ნანას მადლობა გადაუხადა, მაგრად ჩაეხუტა დედას და წავიდა..წავიდა იმ ქვეყნად...ლუკასთან..მის სიყვარულთან..უღირდა ამად ეს ყოველივე...

2011წ. 14 მაისი

-ანასტასია ბებო, ნინიკო მოვიდა
-ჰო, ბე ჩამოვდივარ-გასძახა ოთახში სარკისწინ მდგარმა გოგონამ, ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და დედის სურათს გახედა
-ჰო ლამაზი ვარ დე? შენი გოგო 16 წლის არის და ახლა დაქალებთან ერთად მიდის რესტორანში თაკუნკულას დაბადების დღეზე.. აბა რას იტყვი დედიკო?
-ულამაზესი ხარ-მოესმა მისი საყვარელი ხმა და უკან მიტრიალდა, გაიქცა და მაგრად მოეხვია ბებოს
-მიყვარხარ ბე
-მეც ჩემო კუდრაჭა, რაღაც მინდა გადმოქცე, ეს დედაშენის ბეჭედია, უნდოდა შენთვის მომეცა როცა 16 წლის გახდებოდი, ზუსტად 14 მაისს. ხელში ჩაუდო ოქროს ბეჭედი, რომელსაც შიგნით ეწერა ,, ლუკა 1994წ. 14 მაისი"
-ლუკა?
-ჰო, დედაშენს ლუკა ძალიან უყვარდა, 16 წლის იყო როცა გაიცნო, 14 მაისს, 1990 წელს. 1994წლის 14 მაისს კი მასზე დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ყვეკაფერი სხვანაირად მოხდა, სხვადასხვა გზაზე წავიდნენ, მაგრამ საბოლოოდ ზეცაში მაინც ერთად არიან
-ბებო, ლუკას ნახვა მინდა, ფოტო არ გაქვს ლუკასი ბებო?
-აი, გამომართვი-ფოტოზე კარგად ჩანდა ჩახუტებული წყვილი, მარიამი და ლუკა, ლუკას მწვანეთვალები და კურნოსა ცხვირი კარგად ჩანდა სურათზე, მარიამს დიდი ხანი უყურებდა, წითური თმები და ცისფერი თვალები კარგად ჩანდა სურათზე, ახლა დააკვირდა როგორ გავს ანასტასია დედას, საშინლად უნდოდა ახლა გვერდით ყოლოდა, გული ტკიოდა, ცრემლები წამოუვიდა, უნდოდა ჩახუტებოდა და მის კალთაზე დაეღვარა ცრემლები

-ბებო, მენატრება-ხმამაღლა ტიროდა გოგონა
-ჩშ..ჩემო პრინცესა, ბებოს გოგო, მოდი ცრემლები შეიმშრალე, თორე ნინიკო ქვემოთ გიცდის და გაგიჟდება ლოდინით
-მართალი ხარ-სიცილით უთხრა გოგონამ და კიბეებზე დაეშვა
-ნინიკო
-ჰო-გამოტენილი პირით გამოვიდა სამზარეულოდან
-ვაჰ ნინჩუს, მოგეწონა ნამცხვარი?-კისკისი დაიწყო ანასტასიამ
-უგემრიელესია ნანა ბებო
-აბა გოგოებო, გაგვიანდებათ-სიცილით მიუგო ნანამ ბავშვებს

* * *
-სანდრო ბიძია როგორ გამოვიყურები-ჰკითხა სარკესთან მდგარმა დამიანემ ბიძიას
-ძალიან კარგად დამიანე, სულ მამაშენს გავხარ, ლუკა იამაყებდა შენით
-სანდრო ბიძია-მივიდა და მაგრად ჩაეხტა ლუკას ძმაკაცს, ადამიანს რომელმაც გაზარდა, დედამისმა გააჩინა და მიაგდო, სანდრომ მის ვაჟებთან, ბექასთან და ლუკასთან და გოგოსთან-ელენესთან ერთად გაზარდა. მთელი 17 წელი ეს 4 ერთად იზრდებოდა როგორც ნამდვილი და-ძმები
-დამიანე, მინდა რაღაც მოგცე
-რა ბიძია
-ბეჭედი, მამაშენმა მთხოვა მომეცა როცა გაიზრდებოდი, ზუსტად 14 მაისს, ხელში მიაწოდა ოქროს ბეჭედი, რომელსაც შიგნით ეწერა ,,მარიამი 1994წ. 14 მაისი"
-მარიამი?
-ჰო, ის მისი სიყვარული იყო, ის უყვარდა მთელი მისი ცხოვრება და მის გამო დაასრულა სიცოცხლე, მარიამმაც მოიკლა თავი მამაშენის გამო,ისინი ახლა ზეცაში არიან ერთად
-მე ვამაყობ მამაჩემით
-ისიც ამაყობს შენით დამიანე
-სანდრო ბიძია, აუცილებლად უნდა მანახო მათი სურათი, მე მინდა ვიცოდე როგორ გამოიყურებოდა მარიამი
-როგორც ვიცი მარიამს შვილი ყავდა, შენზე 2 წლით უმცროსი გოგონა, ვნახავ ეხლავე სურათს...გავიდა ოთახიდან და რამდენიმე წუთში სურათით ხელში დაბრუნდა,
-აი ეს არის მარიამი-სურათზე კარგად ჩანდა წითური ცისფერთვალება გოგონა, რომელიც ბედნიერი იღიმოდა, მის გვერდით კი ლუკა, რომელიც დამიანეს ძალიან გავდა
-ღმერთო, ულამაზესია მარიამი, მის გამო ნამდვილად ღირდა მამას ეს გაეკეთებინა, დარწმუნებული ვარ ეხლა ბედნიერი იქნება-იღიმოდა დამიანე და სურათს ხელს ფრთხილად უსვამდა
-კარგი დამიანე, წადი, ბექა და ლუკა გელოდებიან,
-კარგი ბიძია-მაგრად გადაეხვია და ქვემოთ ჩავიდა-აბა რას შვებით? სად არის ელენა?
-იპრანჭება-მობეზრებულად ჩაილაპარაკა ბექამ
-აბა როგორ გამოვიყურები?-კიბეებზე ნელა დაეშვა ელენა და ბიჭების აზრს დაელოდა
-დროზე ზემოთ, გამოიცვალე ჩქარა
-თორე არსადაც არ წამოხვალ-დაასრულა ბექამ ლუკას სიტყვები
-რა? ჰო არ გაგიჟდით? არა!
-მაშინ აქ დარჩები!-მკაცრად განცხადა ლუკამ
-კარგით რა ძმებო, ეცვას ეხლა ეს კაბა, ჩვენც იქ ვიქნებით და გავაკონტროლებთ, მხედველობაში გვეყოლება, ჩვენგამო სულ გრძელი კაბებით დადის და ახლა ერთი დღე გამონაკლისი დავუშვათ, არა ელენ?-გადახვია ხელი ელენას დამიანემ
-ჰო, რა ძალიან გთხოვთ-გაიღიმა ელენამ
-კარგი ჰო-მობეზრებულად ჩაილაპარაკა ბექამ
-ამ ერთხელ-ისევ კატეგორიული იყო უფროსი ამაშუკელი
-ოჰ, ლუკა ლუკა-სიცილით თქვა დამიანემ და სახლიდან გავიდა

* * *
-თამარა გილოცავ დაბადების დღეს-მაგრად ჩაეხუტა გოგონა დეიდაშვილა
-ანასტასია რა ლამაზი ბეჭედია-ემოციებს ვერ მალავდა თამარა
-დედამ დამიტოვა და მე დღეს გავიკეთე ის, ბებომ მომცა
-ულამზესია-მაგრად ჩაეხუტა თამარა ანასტასიას
-ჰო
-წამო შევიდეთ რესტორანში


-გილოცავ დიტო
-გაიხარე ბრატ-მაგრად მოეხვია მეგობარს და მისი მეუღლე გადაკოცნა
-გილოცავ ნინა
-მადლობა
-მოკლედ ქორწილიდან 1 წელი გავიდა და ნათლული მინდა მე-სიცილით თქვა დამიანემ
-მოცდა მოგიწევთ ცოტახანი-იცინოდა ნინა
-რაღაც ეშმაკურად იცინი, წამოდი შენ ჩემთან-დასტაცა ელენამ ნინას ხელი და საპირფარეშოში გაიყვანა..

-აბა მოყევი-იცინოდა ელენა და ნინას მოსვენებას არ აძლევდა, უცებ კარები გაიღო და შიფნით წითური ცისფერთვალება გოგონა შევიდა, სარკეს მიუახლოვდა და ხელები დაიბანა, რამდენიმე წუთში კი გარეთ გავიდა
-შეხედე?-ემოციებს ვერ მალავდა ნინა
-რას?
-იმ გოგოს
-კი
-ულამაზესი იყო, საოცარი გოგოა
-გეთანხმები
-მემგონი გათხოვილია ხელზე ბეჭედი ეკეთა
-მერე რა?-გაეცინა ელენას
-არაფერი-დაიმორცხვა ნინამ და თავი დახარა
-კარგი მითხარი ეხლა რა ხდება
-რაზე?
-ორსულდ ხარ ჰო?
-ჰო-გაიცინა ნინა!
-რა მაგარია-კიოდა ელენა და მეგობარს მაგრად ჩაეხუტა
-წამო გავიდეთ და მერე ვიტყვი ამ ამბავს, სიურპრიზია არ იცის დიტომ
-წამო-კისკისებდა ელენა

სუფრაზე იჯდა ანასტასია და ბეჭედს დაჰყურებდა, ფრთხილად მოიძრო ხელიდან და შიგნით არსებულ ინიციალებს უყურებდა: ,,ლუკა 1994წ. 14 მაისი"
-რა საოცარია-ამბობდა ანასტასია
-რა არის საოცარი?-ჰკითხა ნინიკომ მეგობარს
-ნახე-აჩვენა მეგობარს ბეჭედი
-ლუკა ვინ არის?
-დედას სიყვარული
-რა რომანტიულია, მეც მინდა-ოცნებებში წავიდა ნინიკო, მის ამ საქციელზე ანასტასიას გაეცინა
-მე აივანზე გავალ კარგი?
-ჰო მიდი-გამოერკვა ოცნებებიდან ნინიკო, ანასტასია წამოდგა და ფრთხილად გაუყვა გზას აივნისკენ, მაგრამ უცებ შედგა და გაშეშდა, გული აუჩქარდა, ვერ მიხვდა ეს რისგან დაემართა, თვალს არ აშორებდა მას, მაგრა უარესად აუფორიაქდა გული როცა...

* * *
-აბა რა ხდება?-ჰკითხა დამიანემ ნინას და მხარზე ხელი შეახო
-ბეჭედი-გაიკვირვა ნინამ და სახეზე ხელები აიფარა
-რა..რა მოხდა?
-ეს..ეს ბეჭედი..მას..იმ გოგოს ეკეთა
-რა?-გაუკვირდა ბიჭს
-ჰო, ესეთი ზუსტად მას ეკეთა
-ვის
-გოგონას
-რა სისულელეა, ეს მამაჩემის ბეჭედი არის
-მაგრამ მასაც ეკეთა
-შეგეშლებოდა-მობეზრებულად გაიქნია ხელი, გატრიალდა და ადგილზე შედგა, ვეღარ გაინძრა, უყურებდა მის პირდაპირ მდგარ წითურ გოგონას და არ უნდოდა დაეჯერებინა, გული აუფორიაქდა, უყურებდა და ვერ იჯერებდა, ის იყო ნამდვილად თუ ელანდებოდა, ვერ იჯერებდა, რომ მარიამი იდგა მის წინ, ის გოგო, რომელიც მამამის თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ ეს აზრი მხოლოდ ერთმა ნივთმა გაუქარწყლა, ბეჭედი, ზუსტად იგივე ბეჭედი, ვერ ინძრეოდა ადგილიდან, ხედავდა როგორ თრთოდა გოგონა, სწრაფად გაქცა აივნისკენ, დამიანეც უკან დაედევნა

* * *
-მოიცადე-დაუძახა დამიანემ, მაგრამ უკან არ იხედებოდა, სწრაფად გავიდა აივანზე და ხელები მოაჯირზე დააწყო
-მე..შენ...-დამიანე სიტყვებს ვერ აბავდა თავს-ბეჭედი, მე..
-გაჩუმდი-ბზარი გაუჩნდა გოგონას ხმას, ცრემლები მოადგა თვალზე
-მაგრამ..შენ მარიამი..
-შვილი, მისი შვილი ვარ-ცრემლები წამოუვიდა-შენ ლუკას შვილი ხარ..მას ძალიან გავხარ
-ისევე როგორც შენ მარიამს
-მე გული მტკივა
-ისევე როგოც მე-დამიანემ გოგონას ხელს ხელი დაადო, ანასტასია შეცბა, დახედა მის ხელს, რომელზეც დამიანეს ხელი იყო, გააჟრჟოლა, ვერ მიხვდა რა იყო ამის მიზეზი, ტაომ დააყარა და გული სწრაფად უცემდა
-ბეჭედი მოიძვრე
-რა? რატო?
-მოიძვრე ეხლავე-დამიანემ ბეჭედი გოგონას მოაძრო, თვითონაც მოიძრო და ინიციალებს დააკვირდა, გაოგნდა, გული აუჩქარდა, გოგონას გახედა და ვერაფერი უთხრა და ბეჭდები გაუწოდა, ანასტასიამ დახედა ორივე ბეჭედს, რომლებზეც კარგად ჩანდა წარწერები:
,,მარიამი 1994წ.14 მაისი"
,,ლუკა 1994წ. 14 მაისი"
-ღმერთო-ცრემლებმა გოგონას სახეზე გზა გაიკაფეს
-ჰო-ბიჭმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია-ლუკა და მარიამი, ჩვენი მშობლები, რომლებმაც ერთმანეთისთვის თავი გაწირეს, მათ ბეჭდები კი ჩვენ დაგვიტოვეს, ეს ყოველივე, ჩვენი შეხვედრს, ბეჭდები 14 მაისი, დღევანდელი დღე, ყველაფერი ბედისწერაა, გესმის?
-ღმერთო
-ჩუ ნუ ტირი-მაგრად ჩაეხუტა ბიჭი ანასტასიას
-არა..გამიშვი-ცრემლიანი თვალები მოიწმინდა ბეჭედი ხელიდან გამოგლიჯა-მე..ეს..არ მესმის..არა..უნდა წავიდე-გაბრუნდა და სწრაფად დატოვა რესტორანი, ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამს..სწრაფად დააკაკუნა კარებზე და კარები ბებომ გაუღო
-ასე მალე მოხვედი ბები?-გაუღიმა ქალმა, მაგრამ ღიმილი მაშინ გაუქრა სახეზე, როცა ანასტასიას ცრემლიანი თვალები დაინახა
-რა მოხდა ანა, მითხარი
-ბებია-მაგრად მიეხუტა ბებოს და ტირილი დაიწყო-ბებო, მე ლუკას შვილი ვნახე, ზუსტად მისნაირია, ჩემნაირი ბეჭედი აქვს, წარწერით: ,,მარიამი 1994წ.14მაისი"
-რა?-ქალი კანკალმა აიტანა
-ჰო, მე უნდა ვიცოდე სად არის დედაჩემის და ლუკას საფლავი, მე ახლავე უნდა წავიდე, მითხარი-ქალს ცრემლები წასკდა....

* * *
-სახლში მივდივარ-თქვა დამიანემ და ისე წამოვიდა ძმებს არ დაემშვიდობა.
სახლში გიჟივით შევარდა და ბიძამისის ძებნას შეუდგა
-სანდრო-იძახდა დამიანე
-რა მოხდა დამი?
-სად არის?
-რა?
-მარიამის და ლუკას საფლავი?
-რატომ დაინტერესდი?
-მე ვნახე...მარიამის შვილი..მისნაირია ზუსტად..!ასაც იგივე ბეჭედი უკეთია..ის..ახლა მნიშვნელობა არ აქვს..მითხარი ეხლავე-სანდრომ თავი ნაღვლიანად დახარა

* * *
საფლავზე იჯდა წითური გოგონა და შეჰყურებდა ქვაზე დახატულ წითურ გოგონას და შავთმიან ბიჭს..ცრემლები წასკდა..გული ტკიოდა..საშინლად უნდოდა გაეგო მათი ტკივილიანი სიყვარულის ისტორია
-ნეტავ ვიცოდე რატომ დაგემართათ ეს..ნეტავ ვიცოდე რა გახდა ამის მიზეზი..რამ გაიძულათ ერთმანეთს დაშორებოდით და ბოლოს თავი მოგეკლათ-გოგონა ტიროდა
-მეც მაინტერესებს-მოესმა ნაცნობი ბარიტონი-მეც მინდა გავიგო ეს ყოველივე, ამას კი მხოლოდ ერთად შევძლებთ, ერთად უნდა გავარკვიოთ სიმართლე-გვერდით მიუჯდა გოგონას დამიანე..ბიჭმა ხელი ჩაჰკიდა, ბეჭდები მუჭში მოიქციეს და უყურებდნენ მშობლების საფლავს..უყვარდათ მათ ერთმანეთი, მაგრამ ერთად არ იყვნენ, დატოვეს შვილები, რომლებიც ახლა მათ საფლავებზე იჯდნენ
-მე ფოტო მაქვს მათი
-მეც
-როგორ უნდა გავიგოთ რა მოხდა?
-ეს ბიძაჩემს ეცოდინება
-ბებიაჩემსაც
-მაშინ მოგვიწევს თითოეულს დაველაპარაკოთ და გავარკვიოთ, პირველი კი ბიძაჩემს მოუწევს ახსნა ამ ყოველივესი
-კარგი
-წავიდეთ ველაპარაკოთ
-ეხლა?
-ჰო, არ გინდა გაიგო რა მოხდა მამაჩემსა და დედაშენს შორის?
-კი, ძალიან მინდა
-მაშინ წავიდეთ...

* * *
-ბიძია, ეს მარიამის შვილია-მიუგო ბიჭმა კარებში მდგარ სანდროს
-ანასტასია-გაუწოდა ხელი სანდროს
-სანდრო, მობრძანდით-ფართოდ გააღო კარები და გოგონა სახლში შეიპატიჟა
-დამიანე ახლა გკითხულობდით-სიცილით მიუგო ელენამ დამიანეს, მაგრამ სიცილი სახეზე შეაშრა როცა გოგონა იცნო
-გამარჯობათ-მიესალმა ანასტასია ბექას, ლუკას და ელენას
-შენ..შენ ის გოგო ხარ, იქ, დაბადების დღეზე, დღეს-ლუღლუღებდა ელენა
-ჰო, ეგ არის-დაუმოწმა დამიანემ-სანდრო ძია, ახლა გთხოვთ წამობრძანდეთ თქვენს ბიბლიოთეკაში-სანდრო ბიბლიოთეკისაკენ დაიძრა და ახლადმოსულებს წინ გაუძღვა

-მარიამს როგორ გავხარ-ცრემლები მოადგა სანდროს, ის ისეთი კარგი იყო, შენ ზუსტად მისნაირი ხარ, ისეთი ნაზი დაალალი-სანდრო ცრემლმორეული უყურებდა გოგონას, ანასტასია კი ვერაფერს პასუხობდა
-სანდრო, მოგვიყევი ყველაფერი, ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ
-კარგი, მე რაც ვიცი იმას მოგიყვებით-ნელი ნაბიჯით წავიდა წიგნების თაროებისკენ, მოძებნა ასო ,,ლ" და იქედან რაღაც წიგნაკივით გამოიღო და გადაშალა

,,ლუკა და მარიამი...1990წ.14მაისი"
..თამარობა...ვარძია..პირველი გაცნობა..ლაშქრობა სამცხე-ჯავახეთში..

-პირველად იქ შეხვდნენ ერთმანეთს, მე, გეგა და ლუკა ლაშქრობაში წავედით, ჩვენთან ერთად კიდევ 15 ადამიანი იყო, მარიამი მის დაქალ ლენიკოსთან და ნიასთან ერთად იყო-ყვებოდა სანდრო, წიგნაკის მომდევნო ფურცელი გადაშალა და კითხვა დაიწყო:
,, 19990წ. 14მაისი..13:45საათი
დღეს ჩვენ წავედით ლაშქრობაში, სამცხე-ჯავახეთს ვათვალიერებთ 2 დგით ვრჩებით აქ..უჰ რა გოგოები არიან..სანდრო არ ჩერდება ყველას დაყვება და ცდილობს დაკეროს გოგოები..კარტი ვითამაშეთ და ნიზლავი წავაგე, ახლა მეც შევუერთდი სანდროს და ვცდილობ დავკერო გოგოები, ერთი გოგო ამეთვალწუნა და მინდა დავკერო, მაგრამ ამაოდ! მაინც მომიწევს, განა იმიტომ, რომ ძალიან მიმზიდველი არის ან რამე მსგავსი? არა! საოცრად ნაზი სახე აქვს, ვერ იტყვი, რომ რამე ზედმეტს იკადრებს, მინდა მისი ნიღაბი ჩამოვხსნა"

,,1990წ. 14 მაისი..15:07საათი

მოვედი სახე აწითლებული, ვერ ჩამოვხსენი ნიღაბი, გემრიელად მითავაზა სახეში, არც სახელი ვიცი, მაგრამ 10 დღე მაქ დრო, სამცხე-ჯავახეთის მერე სვანეთს მივადგებით, იქედან ყაზბეგში და მეც გამომივა რამე, არ დავნებდები, მაგით უფრო გამახელა,თუმცა ის ისეთი ლამაზი და ისეთი ალალია, მინდა ჩავეხუტო და არ გავუშვა..ღმერთო..მიყვარს??"

,,1990წ. 14 მაისი..23:19 საათი

ბედნიერი ვარ...გავიგე მისი სახელი, მარიამი ქვია, რა კარგი სახელია, ღმერთო რას ვამბობ..თუმცა მართალია, ის ისეთი მშვენიერია არ მინდა რამე დავუშავო..ჩვენ ერთად ვიჯექით კოცონთან..6 ვიყავით მე და ჩემი ბიჭები და ის და მისი გოგოები..მას ისეთი საოცარი ხმა აქ..მინდა ვუსმინო მუდამ..მინდა მის მშვენიერი ალუბალივით წითელ ტუჩებს დავეწაფო და ისეთი სინაზით დავუკოცნო ორივე ბაგე, რომ ვერ გავძღე მისი კოცნით..სულ გავსულელდი..არა! ნუთუ მომწონს? არა! სისულელეა..მიყვარს? ეს როგორ? არა არ შემიძლია..მაგრამ...შემიყვარდა"

უსმენდა ორივე სანდროს მონათხრობს და ბედნიერები იყვნენ, ხანდახან გადახედავდნენ ერთმანეთს და გაეღიმებოდათ..სანდრომ გადაშალა მომდევნო ფურცელი, იქვე სურათი, მარიამის და ლუკასი, რესტორანში, ხელჩაკიდებულები..

,,1991წ. 14მაისი..19:53საათი

დღეს ავღნიშნეთ ჩვენი გაცნობა, შარშან ამ დროს მე ჩემი სიყვარული ვიპოვე, მადლობა ღმერთს, რომ მას შემახვედრა, ახლა ავღნიშნავთ, ჩვენ 6 ვართ ერთად, მე სანდრო, გეგი, ლენიკო, ნია და ჩემი მარიამი..უბედნიერესი ვარ, რომ მყავს ის გვერდით"


,,1992წ. 14მაისი...11:25საათი

დღეს მივდივართ წყნეთში, სანდროს აგარაკზე, დასასვენებლად..მთელი 10 დღით..ჩემი მარიკუნაც მოდის..მოკლედ ჩვენი სასტავი..ძალიან მიხარია, რომ გვერდით მყავს ჩემი პრინცესა..2 წელიწადში ამავე დღეს ცოლობას ვთხოვ..მითხრა როცა 23 გავხდები, მაშინ მინდა გავთხოვდეო..თან სწავლასაც დაამთავრებს.. ისეთი გეგმები მაქვს.."

,,1992წ.14 მაისი...15:43საათი

ახლა ყველა ვწუწაობთ...გოგოები აუზზე რუჯს იღებდნენ..ჩვენ ჩუმად მივეპარეთ და წყლის თოფებით გავწუწეთ..უჰჰ...საშინელება ის იყო მარიამი, რომ გამოგვეკიდა და ვედროთი, რომ გადამასხა გაყინული წყალი..გავეკიდე და აუზში ჩავაგდე..ყველა საშინელ დღეში ვართ..ძლივს მოვასწარი გამოპარვა..ახლა ოთახში ვარ ჩაკეტილი და კარებს საცაა ჩამოამტვრევენ..აბა წავედი ეხლა და ვუჩვენო ამათ სეირი :დდ"

სურათი იყო იქვე, როგორ გარბის წყლისთოფით ლუკა და აუზში ხტება სანდრო..თავზე ახტება მარიამი ლენიკოს და ნია მირბის გეგასთან, რომელიც ამ ყველაფერს აფიქსირებს აპარატით"


,,1993წ.14მაისი..17:02საათი

ახლა ვართ კახეთში..სიღნაღში..ჩემი გოგო წამოვიყვანე..მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ..ახლა ვემზადები, სასტუმროში ვართ..მინდა მარიამს დავათვალიერებინო ღამის სიღნაღი..მისი ოცნება ავუსრულო..საჰაერო ბურთით გადავუფრინოთ სიღნაღს..მას ეს ძალიან უნდა..მისი ოცნებაა...ჩემი წასვლის დროა..მერე დაგიბრუნდები"

,,1993წ.14მაისი...23:39საათი

ყველაზე მეტად რა გამიხარდა? მისი ბედნიერება..მას ავუსრულე ოცნება..მომდევნო წელს ამავე დღეს კი ცოლად მოვიყვან ჩემს სიცოცხლეს..ჩემს აზრს..ცრემლები მოადგა თვალზე როცა პარაშუტი დაინახა, მაგრად ჩამეხუტა და მაშინ მაკოცა პირველად...ჰო, თვითონ მაკოცა..ის ისე ფრთხილად მკოცნიდა..ისეთი სინაზით მკოცნიდა..მისი პირველი კოცნა იყო..მისი ინიციატივით გახელებული სწრაფად მოვიქციე ჩემს მკლავებში და ველურივით დავეკონე მის ალუბლივით წითელ და ტკბილ ტუჩებს, ისეთი ტკბილი იყო..ღმერთო...რომ მახსენდება ახლაც კი მაკანკალებს.. მიყვარხარ მარიამ!!"

ანასტასიას სახეზე ცრემლებმა გაიკაფეს გზა, უბედნიერესი იყო, როცა იცოდა, რომ ასეთი სიყვარული არსებობდა და სწორედ ლუკასა და მარიამს ერგო წილად, უხაროდა, რომ დედამისს ასეთი სიყვარული ყავდა გვერდით..უეცრად შეხება იგრძნო..დახედა ხელს, რომელსაც ამშვენებდა ბეჭედი, ბეჭედი, რომელიც ამშვენებდა დამიანეს თლილ თითებს, ჟრუანტელმა დაუარა, დამიანე ძლიერად უჭერდა ხელს იმის ნიშნად, რომ არ ეტირა, ანასტასიამ გაუღიმა და ცრემლები შიმშრალა.

,,1994წ.14მაისი...18:22საათი

არაკაცი ვარ...შეცდომა დავუშვი, 6 აპრილი...ეს დღე..გამიმწარა ცხოვრება..კლუბში ვიყავი, საშინლად დავთვერი, იქ ჩემი ყოფილი იყო, ლიკა, ამეკიდა. მთვრალმა ვერაფერი გავაცნობიერე და მის სხეულთან აკრობილმა გავიღვიძე დილით..ახლა, სწორედ ამ დღეს როცა მე ჩემი მარიამისთვის რესტორანში სიყვარული უნდა ამეხსნა, მომადგა და მიცხადებს მარიამთან ერთად, რომ ჩემგან ორსულადაა..გავშეშდი, გავფითრდი, მარიამს დაჯერება არ უნდოდა, მაგრამ მართალია, მე დავუშვი შეცდომა, დავკარგე ჩემი სიყვარული, ახლა ვზივარ დედაჩემის საფლავთან და არაყს ვსვამ..მარიამი მოვიდა! ვცადე დამერწმუნებინა, მაგრამ წავიდა! დამტოვა! სამუდამოდ! იმის მაგივრად, რომ მარიამი მომეყვანა ცოლად ახლა ლიკა მომყავს, მხოლოდ ჩემი შვილის გამო!"

დამიანეს ცრემლები წამოუვიდა, ანასტასიას სახე ხელებში მოექცია და ტიროდა, დამიანემ ხმაჩამწყდარმა წარმოთქვა
-ჩემ გამო, ჩემ გამო დაკარგა მარიამი, ჩემი ბრალია, მე გავუმწარე მათ ცხოვრება
-არა გაჩუმდი!-წამოხტა ფეხზე ანასტასია-ეს შენი ბრალი არ არის, ეს უბრალოდ შეცდომაა! ასე უნდა მომხდარიყო! რომ არა ის დღე ახლა ჩვენ ერთმანეთს ვერ ვნხავდით, ზუსტად ამ დღეს! ეს ბედისწერაა! დამიანე აქ ბედისწერა თამაშობს-ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა ანასტასიას, სანდრო იჯდა და ვერაფერს ამბობდა, მასაც მოადგა ცრემლები თვალზე, არ იცოდა რა ექნა, უყურებდა დამიანეს და ანასტასიას და გული ტკიოდა
-განაგრძე თხრობა სანდრო ბიძია-მიუტრიალდა გოგონა სავარძელში მჯდარს

,,1995წ. 14მაისი...11:09საათი

დღეს, უბედური ვარ, რა საშინელი გრძნობაა, როცა გებულობ, რომ ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა, თხოვდება სხვაზე, კაცზე, რომელიც არ უყვარს, მე უბედური ვარ, კიდევ უფრო ჩამოვშორდი ჩემს გოგოს, მე ამდღეს მინდოდა მივსულიყავი მასთან, მაგრამ...! დასრულდა! მე სიცოცხლე აღარ მინდა ანასტასიას გარეშე..მხოლოდ ჩემი შვილი, დამიანე, რომელიც უზომოდ მიყვარს, ის არის მიზეზი, ახლა 1 წლისაა, ლიკა, ის საშინელი არსება, მიგვატოვა და წავიდა, დამინგრია ცხოვრება და წავიდა.."

,,1996წ. 14მაისი..16:28საათი

ახლა სასაფლაოზე ვარ...დამიანე სანდროს დავუტოვე, ის ახლა 2 წლის არის, მე აღარ შემიძლია ჩემი მარიამის გარეშე, ის მკლავს, რომ ვიცი, რომ მას ახლა შვილი ყავს, პატარა გოგონა..1 წლის..ამის ატანა არ შემიძლია, მას წერილი დავუწერე, მე მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია...მე მივდივარ...იმ ქვეყნად...ალბათ იმ ქვეყნად მაინც ვიქნებით ერთად...! მიყვარხარ ჩემო მარიამ...ბეჭედი გავუგზავნე..ის ბეჭედი, რომელიც ქორწილის დღეს უნდა მიმეცა..მე ჩემი ბეჭედი სანდროს დავუტოვე, დამის უნდა მიცეს როცა გაიზრდება..ეჰ...მიყვარხარ მარიამ..მაპატიე მა, რომ დაგტოვე, მაგრამ არ შემეძლო!"

დამიანე გიჟივით წამოდგა ფეხზე, არ იცოდა რა ექნა, გული ტკიოდა, დიდი ტკვილი განუცდია მამამისს, გიჟივოთ დააბოტებს, ანასტასია ვერ აჩერებს, თვითონ დასაწყნარებელი, ცრემლები ღაპა-ღუპით სდის, ფრთხილად შეეხო დამიანეს ხელს, დამიანე შეცბა, არ იცოდა რა ხდებოდა, ანასტასიამ ხელი ძლიერად ჩაჰკიდა და თქვა:
-დამიან, ახლა მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ერთმანეთი ვანუგეშოთ, წარსულია და წარსულს ვერ შეცვლი, ძლიერად უნდა ვიდგეთ, დამიჯერე-ანასტასიას ამ სიტყვებმა ძალა მისცა, მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა, ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი, არ იცოდა რა ხდებოდა მის თავს, როცა ანასტასია მის გვერდითაა თავს ვერ აკონტროლებს, უნდა ძლიერად ჩაეხუტოს, ახლაც მის სურნელს ხარბად ისუნთქვას, როცა გააცნობიერა რას აკეთებდა, უცებ მოშორდა და სანდროს გახედა, რომელიც გაღიმებუკი უყურებდა მათ
-ანა, წამოდი და ბებიაშენთან წავიდეთ, ის გაგვარკვევს დანარჩენს, გავიგეთ მამაჩემის თავს რა გადახდა, ახლა გავიგოთ მარიამს რამ აიძულა გაყოლოდა იმ კაცს ცოლად...
-ჰო, წამოდი, მე გარეთ გავალ დაგელოდები-უთხრა ანასტასიამ და ბიბლიოთეკიდან გავიდა
-დამიანე, ანასტასია მოგწონს?
-არა, ეგ როგორ შეიძლება, ჩვენ ჰო და-ძმა გამოვ..
-არა, რას ამბობ, და-ძმა არ ხართ, ერთმანეთის არაფერი არ ხართ, უბრალოდ მშობლებს უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათი ცხოვრება ორად გაიყო, ახლა თქვენ..მოიცა, მოგწონს!
-არა
-კი დამიანე, მე ეს პერიოდი გავლილი მაქ და ვიცი
-ჰო, კარგი
-მოგწონს
-ჰო მომწონს
-მაშინ იბრძოლე მის გამო დამიანე, მამაშენივით არ დაკარგო
-მადლობა სანდრო ბიძია-მაგრად გადაეხვია და გარეთ გავიდა, ანასტასიამ კი ელენესთან და ლუკასთან საუბარი მაშინ გაწყვიტა, როცა დამიანეს ხელი იგრძნო წელზე..ჟრუანტელმა დაუარა, დაბნეულმა გახედა ბიჭს, დამიანემ გაუღიმა და კარებისკენ ანიშნა, ანასტასია დაემშვიდობა ახლად შეძენილ მეგობრებს და სახლიდან გავიდა


-ბებო, ეს დამიანეა ლუკას..
-შვილი-დაასრულა საუბარი ცრემლ მორეულმა ნანა ბებომ-შემოდით შვილო
-გამარჯობათ-მიესალმა ქალს და ხელი გაუწოდა
-ბებო, ჩვენ გვინდა-საუბარი დაიწყო ანასტასიამ, მაგრამ ბებომ სიტყვა გააწყვეტინა
-ვიცი, წამომყევით, ვიცოდი ამ შეხვედრას რაც მოყვებოდა, წამოდით-დაიძრა ზედა სართულზე, ანასტასიას გაუკვირდა, როცა ნანა ბებო მარიამის ოთახისკენ დაიძრა, ის მას შემდეგ რაც მარიამი დაიღუპა იმ ოთახში არ შესულა, ახლა კი კარების სახელურზე ხელი აქვს მოკიდებული და გასაღებს აჩხრიალებს
-ბებო
-ვიცი ანუკა, ვიცი რასაც ვაკეთებ, თქვენ უნდა იცოდეთ..

ოთახში შევიდნენ, ირგვლივ სულ ლუკასა და მისი სურათები იყო, ნანა ბებომ კარადის კარები გააღო, დიდი ყუთები გამოიღო, ერთი ლამაზად გაბანტული ყუთი იყო მეორე კი ძველი, გახუნებული ყუთი, ეს ყუთი გახსნა, შიგნიდან კი წერილები, სურათები და პატარა რვეული ამოაყოლა..სურათებში, ყველგან მათი სურათები იყო, იმ დღიდან რაც ერთმანეთი გაიცნეს, წერილები ლუკასგან მიღებული წერილები..ნანა ბებომ რვეული გადაშალა და კითხვა დაიწყო..

,,ყველაფერი როდის დაიწყო? 1990წლის 14 მაისს, როცა ლაშქრობაში წავედი, ჩემი ლუკა გავიცანი, საშინლად მამწარებდა, მაგრამ როგორც იტყვიან ერთი ნახვით შემიყვარდა, ჰო აი ასე უბრალოდ შემიყვარდა..! უბედნიერესი ვიყავი, როცა ამ დღეს ამიხსა სიყვარული, ეს სიგიჟეა 2 საათში გაცნობილი როგორ უნდა შეგიყვარდეს, თუმცა ჩვენ გიჟებივართ და გიჟებს სიგიჟეები ახასიათებთ. ჩვენი სასტავი (მე, ლუკა, სანდრო, ნია, ლენიკო და გეგი) მუდამ ერთად ვიყავით, 14 მაისი, ეს დღე უბედნიერესი გახდა ჩვენს ცხოვრებაში, გადავწყვიტეთ ეს დღე განსაკუთრებულად გვექცია. 1991წლის 14 მაისს ავღნიშნეთ ჩვენი გაცნობა..1992წლის 14 მაისს სანდროს აგარაკზე წავედით წყნეთში, უმაგრესი დრო ვატარეთ..1993წლის 14 მაისი კი არცერთ დღეს შეედრება რაც ერთად გავატარეთ, მან ოცნება ამიხდინა, წყნეთში წამიყვანა და საჰაერო ბურთით გადავუფრინეთ სიღნაღს..როცა საჰაერო ბურთი დავინახე ცრენლები წამომივიდა, მივვარდი და მაგრად ჩავეხუტე, პირველად გამოვიჩინე ინიციატივა და მე გამოუცდელმა ფრთხილად შევეხე მის ტუჩებს, ჟრუანტელმა დამიარა, ტაომ დამაყარა, გული მიჩქარდა, უცებ მის მკლავებში მოვექეცი და ველურივით დამეწაფა ტუჩებზე...პირველი კოცნა, ასეთს ვერასდროს ვინატრებდი, უბედნიერესი ვიყავი, მე მყავდა ჩემი ბიჭი, ჩემი ლუკა...
1994წლის 14 მაისი...რესტორანში ვიყავით, უეცრსდ ლუკა სცენისკენ დაიძრა და დაიწყო:
-4წლის წინათ, ზუსტად ამ დღეს გავიცანი უმშვენიერესი ადამიანი, ჩემი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული, ჩემი მარიამი, მარიამ ამის თქმა უკვე დიდი ხანია მინდოდა მეთქვა,
-ჩემგან ბავშვს ელოდება-გაისმა მიკროფონში ქალის ხმა, ყველამ გავიხედეთ ლუკასთან მდგარ მაღალ გოგოზე, რომელიც მუცელზე ხელს ისვამდა, რა დამემართა? გული მეტკინა, ძალიან მეტკინა..!
-რა?-იღრიალა ლუკამ
-ჰო ლუკაჩო, გაიხსენე 2თვის უკან როგორ გავერთეთ?
ჰო, აი ამის გაგონებაზე სამუდამოდ ჩავკვდი, წამოვედი იქედან და ატირებული მივადექი დედაჩემის სახლს..
ლუკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა მეც წავედი სასაფლაოზე, მთვრალი იყო, ლუღლუღებდა, მიხსნიდა, მაგრამ არაფრის გაგონება მინდოდა..წამოვედი და აი აქ დავკარგე ის..!
1995წლის 14მაისს კი იყო ჩემი ქორწილი, გავყევი ცოლად იმიტომ, რომ..ახლა მნიშვნელობა არ აქ..."

-ღმერთო-ტირილი აუტყდა ნანა ბებოს-ჩემი ბრალია, ჩემ გამო გაყვა იმ ბიჭს ცოლად, მე დავაძალე, ჩემი ბრალია, გავაუბედურე-ტიროდა ნანა ბებო..ანასტასიამაც დაიწყო ტირილი, ეხუტებოდა ბებოს და დამშვიდებას ცდილობდა
-დაწყნარდი ბე, ეს წარსულია და ახლა ვერაფერს გამოასწორებ
-მე გავაუბედურე
-ბებო კითხვა გავაგრძელოთ, მოდი, დაწყნარდი
-ჰო, სჯობს, დაწყნარდით ნანა ბებო-დამიანე მიუახლოვდა და გაუღიმა ქალს
-შენ ლუკას ძალიან გავხარ შვილო, ეჰ, მე არ მივეცი მათ ბედნიერების საშუალება, მაპატიე გთხოვ-ფეხებში ჩაუვარდა
-არა, გთხოვთ, დაწყნარდით
-ბებო, ადექი ფეხზე და გააგრძელე კითხვა
-ჰო, მართალი ხარ-წამოდგა, ცრემლები მოიშორა და კითხვა განაგრძო

,,1996წლის 14 მაისს წერილი ლუკასგან მივიღე, მაგრამ 1998წლის 14 მაისს გავხსენი, როცა ჩემმა ქმარმა ჩემზე ძალადობა სცადა, იმ დღეს წარსულმა გაიღვიძა, ყველაფერი გამახსენდა, ანასტასია სახლში არ იყო, ბაღში იყო, ჩემი ქმარი ადგა და სახლიდან წავიდა, მერე გავხსენი წერილი ლუკასი, გავხსენი და ყველაფერი აქ დამთავრდა, სიკვდილი მინდოდა, ჰო, მინდოდა, მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა, ეხლა ჩემი გოგოს ჩანთას ვალაგებ დედაჩემთან უნდა დავტოვო და მეც წავალ, წავალ ჩემს ლუკასთან, ჩემს სიცოცხლესთან. ანასტასია ჩემო თოჯინავ, მაპატიე!"

ანასტასიას ცრემლები წასკდა, ენატრებოდა და გული ტკიოდა, რომ მარიამისა და ლუკას სიყვარულმა ასეთი ტკივილი განიცადა..ტიროდა, დამიანე მიუახლოვდა და ჩაეხუტა
-ჩუ..ჩუ პატარავ
-გესმის? მათ სიყვარულის გამო თავი გაწირეს დამი
-ჰო, პატარავ, დაწყნარდი არ ინერვიულო
-მენატრება
-ახლა ერთად უნდა ვიდგეთ გესმის?
-ჰო-უფრო მიეკრო მამაკაცს

2012წ.14 მაისი
-დამიანე-ტირილით და კანკალით უთხრა ანასტასიამ ტელეფონში ბიჭს
-რა..რა მოხდა?-გაებზარა ხმა ბიჭს
-..
-გამეცი ხმა
-ნანა..-ტირილი აუვარდა გოგოს
-რა მოხდა?-ყვიროდა დამიანე
-მოდი რა-ტირილს აგრძელებდა ანასტასია
-კარგი, მოვალ დამშვიდდი..5 წუთში მანდ ვარ


კარებზე მთელი ძალით აბრახუნებდა, ანასტასია კანკალით და ტირილით წავიდა კარებისკენ
-რა მოხდა?-ღრიალებდა ბიჭი
-...-აუვარდა ქვითინი
-მითხარი, რა არის ეს შავი რატო გაცვია, მითხარი ანსტასია თორე ცუდად ვარ
-ნანა...აღარაა-ბღაოდა გოგო და ბიჭს მაგრად ეკვროდა
-დაწყნარდი, რა დაემართა?
-თავი მოიკლა-უფრო ატირდა, დამიანე გაონგდა, გაშეშდა, არ იცოდა რა ექნა, ცრემლი მოადგა თვალზე, ატირებულ ანასტასიას და უფრო ძლიერად მიეკრო, ახლა ის მარტოა, დაუცველი, არავინ ყავს, ახლა რამე უნდა ეღონა...რამდენიმე დღეში ნანა დაკრძალეს, გოგონა ტიროდა და დამიანეს ეკვროდა
-დამშვიდდი ანასტასია, ახლა შენ ახვალ ოთახში, ჩაალაგებ ბარგს და წამოხვალ ჩემთან ერთად
-რა? სად?
-ჩემთან სახლში
-რატო?
-შენ გგონია მარტო დაგტოვებ? ნურას უკაცრავად, სწრაფად ადი-გაიქცა და ბარგი ჩაალაგა
-წამოდი-ხელი წელზე მოხვია და წაიყვანა..მას შემდეგ რაც ერთმანეთს შეხვდნენ და სიმართლე გაირკვა 1 წელი გავიდა, დამიანე ანასტასიას არ შორდებოდა, მუდამ მასთან იყო და გვერდით უდგებოდა, სულ ერთად დადიოდნენ, ყველას შეყვარებულები ეგონათ, ზოგს ცოლ-ქმარიც კი, ამას მათი არათითზე გაკეთებული საქორწილო ბეჭედი ამტკიცებდა.
ელენეს, ბექასა და ლუკას სახე როცა ანასტასია დაინახეს თავიდან გაოცებული იყო, თუმცა მერე გაუხარდათ..სანდროს უხაროდა, რომ დამიანე მალულად, გულში იცავა ანასტასიას, მას ხომ ეს პატარა წითური უზომოდ უყვარდა...მის გვერდით ოთახში დააბინავა მისი სიყვარული..უხაროდა, რომ ასე ახლოს ყავდა..ანასტასია? ჰო! მასაც სიგიჟემდე უყვარდა დამიანე, ბედნიერი იყო, რომ ბიჭი მასზე ასე ზრუნავდა..

2013წ. 14მაისი
-ჰეი, წითურო! გელოდებით-იცინოდა დამიანე და საათს მეხუთედ დახედა
-დავიღალე-დაამთქნარა ბექამ
-მოვდივარ-ჩასძახა ქვემოთ მდგარ ბიჭებს ანასტასიამ
-მოდის?-გამოვიდა ელენა სამზარეულოდან ყავის ჭიქით ხელში-მერამდენე ჭიქა ყავას სვამ გაფიცებ-იცინოდა ლუკა
-მესამე-თქვა და ცარიელი ჭიქა სამზარეულოში წაიღო
-აბა რას იტყვით-გაისმა ანასტასიას ხმა და ყველამ კიბეებისკენ გაიხედეს, კიბეებზე ნელა მოდიოდა შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებსა წითელ გაშლილ ზურგ ამოღებულ კაბაში გამოპრანჭული ანასტასია, ხელში შავი პატარა ჩანთა ეკავა, მაკიაჟი მსუბუქად ესვა, დამიანე გაონგებული უყურებდა, მიხვდა, რომ სწორად მოიქცა, როცა ეს ქალბატონი შეუყვარდა, როცა თავისთან წამოიყვანა და მისი მოვლა იკისრა, მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა, ყველანი გაღიმებული შეჰყურებდა ჩახუტებულ წყვილს
-ულამაზესი ხარ პატარა ქალბატონო-ყურში ჩასჩურჩულა და ბაკეზე აკოცა
-მადლობა-მორცხვად დახარა თავი, დამიანემ წელზე მოხვია ხელი და რესტორნისკენ გაუყვნენ გზას...ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ანასტასიას ვიღაც ბიჭი არ მიუახლოვდა და საცეკვაოდ ძალით ასრ წაიყვანა, დამიანე გარეთ იყო, როგორც კი შეხედა, თუ როგორ ექაჩება ვიღაც მთვრალი ბიჭი მის წითურს, მაშინვე მივარდა და ბიჭს ჩხუბი დაუწყო, ანასტასიას ხელი დაავლო და რესტორნიდან წაიყვანა, მანქანაში ჩასვა და მანქანა დაქოქა, თბილისს გაცდა, დამიანე არაფერს ამბობდა ანასტასია კი ხმას ვერ იღებდა..მანქანა გაჩერდა, დამიანე მანქანიდან გადავიდა და გოგონას კარები გაუღო, ანასტასია გადმოვიდა და ბიჭს უკან მიყვა, დიდ სამ სართულიან სახლს მიადგა
-წყნეთი-თქვა ჩუმად გოგონამ
-სანდროს სახლია-თქვა ისევ გაბრაზებულმა, გოგონას ამოუტივტივდა ლუკასა და მარიამის ისტორია, შეაკანკალა როცა გააცნობიერა, რომ ამ სახლში შეიძლებოდა ლუკა და მარიამი ერთად ყოფილიყვნენ, ებანავათ და ეწუწავათ იმ აუზთან, რომელიც იქვე სახლის გვერდით მდებარეობს, ერბინათ იმ სახლში რომელშიც ახლა მან დადგა ფეხი
-წამოდი-ხელი ჩაჰკიდა და გოგონა ზემოთ აიყვანა, ერთ ოთახში შეუშვა
-აქ დაიძინებ დღეს, ეს მარიამის ოთახი იყო, აქ სანდრო მას შემდეგ არ ამოსულა რაც მამაჩემი დაიღუპა
-გასაგებია
-არაფერი შეცვლილა, ისევ ის ზეწრები არის გადაფარებული, რომელიც მარიამს ეფარა, შეგიძლია აალაგო და ახალი დააგო
-არა! იყოს! მადლობა, შეგიძლია წახვიდე-გაუღიმა შესამჩნევად ბიჭს და ოთახს თვალი მოავლო, ფრთხილად გადაიძრო კაბა და საწოლში შეწვა, ისევ დარჩენოდა მარიამის სუნი, ხარბად შეისუნთქა დედის სუნი და ცრემლები მოადგა, გაახსენდა როცა პატარა იყო, როგორ უწვებოდა საწოლში და მის მკერდთან მიხუტებული როგორ ჩაეძინებოდა ზღაპრების მოსმენაში..ანასტასია აქვითინდა ენატრებოდა დედა, ბეჭედს დახედა, რომელიც ხელზე ეკეთა და გაეღიმა, ფრთხილად წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა, მაცივარი გამოაღო წყალი დალია, მიტრიალდა და შიშით ჭიქა ხელიდან გაუვარდა
-შემაშინე
-რატო არ გძინავს?
-მომწყურდა
-კარგი, წადი დაიძინე
-ჰო, ტკბილიძილი-გაუღიმა და ჩქარა აირბინა კიბეები..

-ანასტასია ადექი-დაახტა თავზე გოგოს ელენა
-მეძინება-თავი ჩაყო საბანში
-დროზე ადექი-გადააძრო საბანი ნინიკომ
-რა? თქვენ აქ რა გინდათ?
-სიურპრიზი, ჩამოგაკითხეთ-შეჰყვირეს ერთად
-გააღვიძეთ?-შემოყო თავი ბექამ
-კი-გაეცინა ელეს
-ვა ანჩუს რა მაგარ ფორმაში ხარ?-გემრიელად გადაიხარხარა ლუკამ
-რას ერჩით ჩემს პრიჩოსკას?
-არაფერს, ეგრე მეორედ ვეღარ დაიყენებ არ დაინგრიო-იცინოდა ნინიკო
-სულ ესე მაქ მე, დილაობით-გადააქნია თავი
-ჩამოდით ქვევით-დაიყვირა დამიანემ, ყველა ჩავიდა ქვევით, ანასტასიამ ჩაიცვა და ისიც ჩავიდა
-მშია გოგო-უთხრა დამიანემ ანასტასიას
-შენი ცოლი კი არ ვარ, რომ მბრძანებლობ
-ჩემი ცოლი ხარ აბა ვისი ხარ, ბეჭედს ვერ ხედავ?-აუფრიალა თავისი ხელი და მერე მისი ბეჭდისკენ გაიშვირა ხელი
-კი აბა რა-შევიდა სამზარეულოში და იქედან ყავებით ხელში დაბრუნდა
-აი ბოვში, თქვენ იჯექით ეხლა მანდ-მოსვა ყავა ბექამ
-ჩვენ რა საჭირო ვართ, როცა რძალი ფუსფუსებს-გაიკრიჭა ელენამ
-უჰ, რა გემრიელია-გახედა დამიანეს ლუკამ
-შენ რას იტყვი?-ნინიკომ ხელი გაიშვირა დამიანესკენ
-ჩემი ცოლი ფორმაშია-გაიღიმა და ანასტასიას გახედა-არა ანა?
-ჰო-შეეფარკლა ლოყები
.ბექამ აუზი გაასუფთავა და წყლით აავსო, გოგოები კუპალნიკებით გავიდნე და მზეს მიეფიცხნენ
- აბა ახლა ყველა ვდგებით და წავიდა წუწავი-დაიყვირა ბექამ და წყლისთოფებით გამოიქცა
ბიჭებმა გოგოები აუზში ჩაყარეს, მერე თვითონაც ჩახტნენ, ანასტასია სწრაფად ამოვიდა აუზიდან და ოთახში შევარდა, ცოტახანში კარების ჯახუნი გაიგონა, გატრიალდა და ვიღაცა სწრაფად დაეწაფა ტუჩებზე, გააჟრჟოლა, გულის ცემა აუჩქარდა, სწრაფად მოშორდა ბიჭის ტუჩებს და უფრო ახურდა, როცა დამიანეს მწვანეთვალებს შეეჩეხა
-გემრიელი ხარ! ანა მიყვარხარ-უთხრა და ჩაეხუტა გოგოს
-მეც-ბედნერმა თქვა ეს სიტყვები და უფრო მიეკრო საყვარელ სხეულს

2014წ. 14 მაისი

-დამეძინა-საათს დახედა დამიანემ და კარებს მიეყრდნო
-მოითმინე-კისკისებდა ანასტასია
-მალე
-ჩამოვდივარ-კიბეებზე დაეშვა თეთრმოკლე კაბასა და ფეხსაცმელში გამოწყობილი ანასტასია, თმები გაშლილი ქონდა და მაგრად მიეხუტა დამიანეს-სიმპატიურო-გაეცინა წითურს
-ულამაზესო-დაეწაფა ბაგეზე გოგონას
-გვაგვიანდება დამი-ჩაავლო მკლავში ხელი
-აჰ, მე ბოდიში, რომ 1 საათი დავაგვიანე-ანასტასიამ გადაიკისკისა და მანქანაში ჩაჯდა


* * *
-ჩემო ანა-დაიწყო მიკროფონში საუბარი დამიანემ-მიყვარხარ, ცოლად გამომყვები?-დაიჩოქა სცენაზე მდგარმა და ბეჭედი ამოიღო შიგნით წარწერით:
,,დამი 2011წ.14მაისი"
ანასტასია სწრაფად მიუახლოვდა ბიჭს და ტუჩებზე დაეძგერა
-თანახმა ვარ ჩემო დამი-ბედნიერმა დაიყვირა და მაგრად აეკრო ბიჭის სხეულს, დამიანემაც ამოიღო ბეჭედი წარწერით:
,,ანა 2011წ. 14მაისი"


2015წ.14მაისი

-დამი შოკოლადი მინდა-ტუჩები სატირლად დაბრიცა ანასტასიამ
-ანა ეხლავე მოგიტან-სწრაფად წამოდგა ღამის 2 საათზე დამიანე და სახლიდან გავიდა

-მოვედი
-იცი? შოკოლადი გადამინდა
-აბა რა გინდა? მარწყვი?
-კი, საიდან იცოდი?
-მიყვარხარ პატარავ-მიუახლოვდა და ჯერ ცოლს აკოცა და მერე მის პატარას ეამბორა მუცელზე...


,,ჰო, ბედნიერი ვარ, მართალია ჩვენმა მშობლებმა ვერ დააკავშირეს სიყვარული, მაგრამ ჩვენ ვართ ერთად, ჩვენი სიყვარული არის ერთიანი, სწორედ ამ სიყვარულის ნაყოფია ჩემი პატარა ლუკა, რომელიც მამასთან ერთად ახლა ეზოში დარბის და ფეხბურთს თამაშობს, ჩემი პატარა გოგონა მარიამი კი ჩემთან ერთად ზის და თოჯინებზე თამაშობს..14 მაისი-დღე, რომელიც ყველაზე ბედნიერი აღმოჩნდა ჩვენთვის"


ძალიაან დიდი ხანია აღარ დამიდევს ისტორიეებიი...იმედია ხართ მკითხველებიი... :** ველოდები შეფასებებს...მადლობა, რომ კითხულობთ



№1  offline წევრი Tako Gogelia

ძანნნნ მომეწონააა

 


№2  offline წევრი nini :)

ძაან მაგარია ბევრი ვიტირე და ბოლოს დასასრულიც კარგი იყო ძალიან

 


№3  offline წევრი nino(g)

auu ra iyoo es rasac qvia gavskdi tirilit..umagresi iyoo..aqet madlobas gixdi ro dade

 


№4  offline წევრი ROLIKA

Tako Gogelia
ძანნნნ მომეწონააა

მადლობაა გენაცვალეე :***

nino(g)
auu ra iyoo es rasac qvia gavskdi tirilit..umagresi iyoo..aqet madlobas gixdi ro dade

აი ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ❤❤

nini :)
ძაან მაგარია ბევრი ვიტირე და ბოლოს დასასრულიც კარგი იყო ძალიან

მადლობაა საყვარელო ❤

 


№5  offline წევრი ROLIKA

buubbuuu)))
დედააა რამდენი ვიტირეეე თან ადრე ვარ ასადგომი და ვიცი ქუთუთოების ნაცვლად ხვალ აირბაგები მექნება. ძაან ლამაზი და ემოციური იუო♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥


ვაიმეე გენაცვალეე..❤ როგორ მიყვარხართ ყველაა...მიხარია, რომ მოგეწონათ...ძალიან მახარებთ კომენტარებს, რომ მიწერთ..❤ აი ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველანი მართლა..❤❤❤

 


№6  offline მოდერი ანკა

ღმერთო რამდენი ვიტირე ვინ მოსთვლის...
სიტყვები არ მყოფნის, საოცრად ნიჭიერი ხარ და ძალიან კარგად შეგიძლია ემოციების გადმოცემა <3 <3 <3

 


№7  offline წევრი ROLIKA

ანკა
ღმერთო რამდენი ვიტირე ვინ მოსთვლის...
სიტყვები არ მყოფნის, საოცრად ნიჭიერი ხარ და ძალიან კარგად შეგიძლია ემოციების გადმოცემა <3 <3 <3


Cheemooo sayvaareelooo...uzomod miyvarxar <3 madloba rom kitxuloobb <3 <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეეეე გული მეტკინააა მაგარია ძალიან.

 


№9  offline წევრი ROLIKA

lalita
ვაიმეეეე გული მეტკინააა მაგარია ძალიან.



მადლობაა საყვარელოო ❤

 


№10  offline წევრი მარუს

სასწაული ხარ ♥ ძალიან მაგარი იყო .!! ♡♡♡

 


№11  offline წევრი ROLIKA

მარუს
სასწაული ხარ ♥ ძალიან მაგარი იყო .!! ♡♡♡


ძალიან მადლობაა გენაცვალეე ❤❤❤

 


№12  offline წევრი KGB

Gansxvavebuki iko
Sxva istoriebs argavs,romlebic sul ertferovania
Ragac sxvanairi iko,tbilic da isetic ro matira
Dzalian momecona kochag

 


№13  offline წევრი ROLIKA

KGB
Gansxvavebuki iko
Sxva istoriebs argavs,romlebic sul ertferovania
Ragac sxvanairi iko,tbilic da isetic ro matira
Dzalian momecona kochag


Vaime dzalian didi madlobaa sayvareloo <3 <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ნაზი

კარგი ისტორიაა, ცოტა...."ტუჩებზე დაეძგერა"–შეცვალე. წარმატებებიიიი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent