შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[1]


24-07-2015, 00:04
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 885

წარმოიდგინეთ,ოცი კვადრატული ფართობის მქონე სახლი..ისიც სადღაც ბარაკებში.ძლეირ ავარიული,რომელიც დიდ ხანს არც კი გაძლებდა..იმასაც კი ვერ განსაზღვრავდი როდის ჩამოგენგრეოდა თავზე..შესაძლოა,გძინებოდა,ტკბილად ,ლამაზ სიზმრებში,მერე გაგეღვიძა და ბრახ!.სახლი აღარაა,შენ კი ნანგრევებში ხარ.პირველი სართული..ოხ,როგორ მძულდა..წვიმის დროს წყალი ისე შემოდიოდა,თითქოს კანალიზაცია ყოფილიყოს.საშინელი სუნი...მუდამ ნესტი...ტანსაცმელსაც კი ვერ ვაშრობდით.ძალიან გვიჭირდა,მაგრამ ეს კიდევ არაფერი იყო.

ვფიქრობ,რომ მატერიალურობა არაფერი იყო იმასთან შედარებით,რაც შვენში ხდებოდა...სულიერად გვიჭირდა და გვიჭირდა...მამა ლოთობდა,დედა დღე და ღამ სარეცხს ურეცხადა ხან ვის და ხან ვის.ამით გავდიოდით ფონს.მე-10 კლასში ვიყავი,როცა სერიოზულად დამელაპარაკნენ,მითხრეს,რომ მეც უნდა მემუშავა.დავიწყვე ბაზარში ასანთებისა და რაღაც წვრილმანების გაყიდვა.თავიდან ძალიან მიჭირდა,მაგრამ მერე შევეჩვიე.

თოვსა და წვიმაშიც კი ვიდექი,ოღონდაც ორი კაპიკი მაინც შემომეტანა სახლში.დიდუბის ბაზრობა ჩემი სახლი გამხდარიყო.სკოლაში სიარულსაც შევეშვი...ეს,ალბათ,სრულიად შეუძლებელი რამ იყო. სკოლა სულ სხვა სამყარო იყო,ის ჩვენთვის შშეუნობელი ნათელი გამხდარიყო.

მახსოვს,მამა,როგორ გვექცეოდა.ერთ დღეს,საკმარისი ფული ვერ მივიტანეთ მე და დედამ და ორივე ქამრით გვცემა.ვკანკალებ,როცა მახსენდება ჩემს ზურგზე არსებული ნაიარებები.სულ ზოლებად მქონდა.მახსოვს,ერთ დღეს,როგორ დამცინოდა კლასელი ჩასიებულ თვალზე.ის მომენტი თვალ წინ მიდგას,როცა მამამ ბატინკი გაიძრო და სახეში დამიმიზნა.

მაგრამ ეს არაფერი იყო...ცხოვრება უფრო გაძნელდა,რაც მამა ნარკოტიკ-მომხმარებელი გახდა,შემდეგ კი მასზე დამოკიდებული...

ყნოსავდა,იკეთებდა..ნემსები სასტიკად ძვირი ღირდა..ფულს ჩვენ გვთხოვდა..სახლში,რაც გვებადა ყველაფერი გაყიდა...ბებიასჩების ოქროულობაც კი...არაფერი დაგვრჩა.ავეჯი არ იყიდებოდა,თორემ მათაც მოიშორებდა..არ ვიცოდი,მაშინ რაზე ფიქრობდა..და ან იქნებ ისე შორს იყო აქაური სამყაროსგან,რომ არც ფიქრობდა..

ყოველ ღამე ვტიროდი...თავს უკანასკნელ გაჭრვებულად ვგრძნობდი..მეგობრებიც მომშორდნენ.არავის უნდოდა ჩემს მდგომარეობაში შემოსვლა..აბა,ვის მოუნდებოდა საქმე ასეთ ოჯახთან დაეჭირა...დედას ერთ-ორჯერ კი ვუთხარი წავიდეთო,მაგრამ ის თავისას გაიძახოდა,მხარში უნდა ამოვუდგეთო.მისი არ მესმოდა,მაგრამ განა მქონდა სხვა გამოსავალი?

-ანი-ჩემმა დაქალმა ერთ დღეს ნაღვლიანი ხმით დამირეკა..

-გისმენ,ნათ.

ნათია თავიდან ვერაფერს ამბობდა..-არ შემიძლია შენთან ყოფნა..-ბოლოს ძლოვს ამოღერღა და თან ხმა უკანკალებდა.ასეთ ნათიას მე ხომ არასდროს ვიცნობდი.

-რას გულისხმობ?-შევეპასუხე,მაგრამ ჯერ კიდევ ხუმრობა მეგონა ის.იმდენი რამ გვქონდა ერთად გამოვლილი.თვალ წინ დამიდგა ის დღე,როცა გალუმპული და გათოშილი მასთან მივედი,მან კი მაშინვე აბაზანა გამიმზადა,მერე ტანსაცმელი გამაშრობინა,თავისი ხალათი მათხოვა და თავისთან დამტოვა.ამის მერე როგორ შეეძლო ამ სიტყვების წარმოთქმნა? ეს ჩემთვის გაუგებარი იყო.

-ჩემმა მშობლებმაც იციან და..შენი ოჯახი და მდგომარეობა..-ამ მომენტში გული ბოლომდე ჩამწყდა,,ერთადერთი ადამიანიც,რომელიც მიგებდა..ისიც მტოვებდა...ცრემლები მახრჩობდა..ვიკავებდი და კვლავ ღაპაღუპით ჩამომდიოდა..მაშინვე თვალ წინ დამიდგა მთელი წლები,რომლებიც ნათიასთან გავატარე.პირველ კლასშიც კი ერთად ვისხედით,ერთად ვიღიმოდით,ვერთობოდით,ვთამაშობდით და ვცელქობდით.მხოლოდ მისთვის შემეძლო მომეყოლა მამაზე,დედაზე,ჩემს ოჯახზე...ერთმანეთისთვის სხეულის ნაწილებივით ვიყავით.ვავსებდით ერთმანეთს და ეს ცხორვების სურვილს უფრო გვიღვივებდა.

-რას ვიზამ..სიკვდილიღა დამრჩა...-ვწუხვარ..-გავუთიშე და მწარედ ავტირდი..

„სრულიად მარტო..როგორ შევეგუო..“დღეები ასე მიდიოდა..ყოვლად უიმედოდ...ყველასი მშურდა..თითოეული ადამიანის მდგომარეობა ჩემში ზიზღს იწვევდა...არავინ იყო ასეთი უბედური..

საშინელი საცხორვებელი და პირობები კიდევ არაფერი,მაგრამ მამა....და მისი მიტოვებაც არ შეგვეძლო..ერთ დროს მოსიყვარულე ლოთობასა და კაიფს ბოლო დონემდე დაემდაბლებინა..გვირტყამდა,გვაგინებდა..მეზობლებმაც იცოდნენ ჩვენი ამბავი..ნუ,იცოდნენ რომელია...სხვამ შენზე კარგად რომ იცის,რა ხდება შენს თავს...აი,ზუსტად,ასეთი მდგომარეობა იყო.ვინ დაგვეხმარებოდა? არც არავინ...ერთი ჭიქა წყალიც კი არ გამოუწვდენიათ მამაჩემის შიშით..მას ხომ ყველა ერიდებოდა...ყოველ დღე ვრწმუნდებოდი ხალხის სიყალბეში,რაც გულს უფრო მტკენდა...თუმცა განა ის იყო გული? მისგან მალე მხოლოდ ფერფლიღა დარჩებოდა და მერე? მერე-არაფერი.

ვერც გაამტყუვნე ხალხს..ყველას საკუთარი ცხორვრება უჭირს,დღევანდელ დროში კი ამის დაძლევაც ძნელია...იმდენი პრობლემა არსებობს,რომ ვერც კი დათვლი..იმდენი გაჭირვება,ტკივილი..ალბათ,იმის ბრალია,რომ მორალურად დავეცით...

თუმცა დიდი ხანიას ეს უკანსკნელი გვერდზე გვქონდა გადადებული...არსებობისათვი ბრძოლა-ეს გამხდარიყო ჩვენი ერთადერთი მიზანი..მიზანი,რომლისთვისაც ვიბრძოდით..თითქოს ნაშიერს ვტაცებდით მგელს პირიდან..უსუსურნი გავმხდარიყავით ცხოვრების წინაშე...მგონი,არაფრით განვსხვავდებოდით იმნადირისგან,რომელიც კუდამოძუებული ტყეში დაწრთის.განა რითი ვიყავით იმ ლომსა თუ ვეფხვზე მეტნი,რომლებიც დღე და ღამ მსხვერპლს ეძებენ?!

წინ მაინც მივიწევდით..ან იქნებ ეს უკუსვლა იყო? არ ვიცი,მაგრამ ის კი იყო ნათელი,რომ ყველაფერი საშინლად გვტანჯადა,გვლევდა და უკანასკნელ ძალებსაც კი გვართმევდა...

ერთ დღეს,როცა ცოტა ოდენი ფულით გახარებული დავბრუნდი შინ..დედა გარეთ დამხვდა,თმები ჩამოშლოდა და ტიროდა...გული ჩამწყდა...ხმას ვერ ვიღებდი..წინაც ვერ ვიწევდი,ქანდაკებასავით გავშეშებოდი და შორიდან ვაკვირდებოდი მას..ახალგაზრდა ქალი თავს აღარ ჰგავდა.თმა გათეთრებოდა...სახეზე მთელი ცხოვრების ტანჯვა ასახვოდა...

„რატომ გაჰყვა ცოლად მამას?“-ეს კითხვა მაწუხებდა..ის ხომ თავიდანაც არ იყო დალაგებული..ცუდ წრეში მოხვდა და,ეგრეთწოდებული,„კაი ბიჭის“ სტატუსი ჰქონდა...ერთ დღესაც დედაჩემი,ნანი,გაიცნო,მალევე გაუჩნდათ ერთმნანეთისადმი სიმპათიები და ერთ დღეს დედაც გაჰყვა.პირველ წლებში ვითომ მოსიყვარულე ქმარი და მამა იყო,მაგრამ მერე ვეღარ გაძლო...გული მწყდებოდა,როცა ვიხსენებდი იმ დროს,დროს,როცა ის მიყვარდა,მაგრამ ეს მხოლოდ წარსულშიღა დარჩენილიყო.ის მოსიყვარულე მამა დიდი ხნის დამარხული მყავდა გულის რომელიღაც კუნჭულში...აღარც ის პატარა და საყვარელი ანი ცოცხლობდა..ის უკვე გამწარებული იყო...ცხოვრება ხომ ძირს მიმაქანებდა,სადღაც ქვესკნელისკენ,იქ,სადაც შესაძლებელი იქნებოდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო.

დედას ვეკითხებოდი,რატომ გაყევი ცოლად ამ არაკაცსო,მაგრამ ის ჩუმად იყო,თვალები უცრემლიანდებოდა და ამასაც მალავდა..თუმცა ერთხელ მითხრა,მაშინ შენ არ მეყოლებოდიო.ღმერთო,მაშინ ,როგორ შემიტოკდა გული,ცრემლები მეც მომადგა.იქნებ გადმომედო დედის სევდა და გადავეხვიე.მას შემდეგ ამ თემაზე სიტყვაც კი არ ჩამომიგდია.
„როგორ დაინგრია ცხოვრება...“-ამ ფიქრს კი ვერა და ვერ ვიშორებდი,თუმცა რა არ იყო სწორ,თუ რა? დიახ,ეს იყო სიმართლე,მწარე სიმართლე,რომელსაც ის მუდამ გაურბოდა...არასდროს იტყოდა მამაზე ცუდს...ალბათ,ამიტომ ბოლოს დროს ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით..შეიძლება ითქვას,რომ ჩამოვშორდით.თითქოს საცხოვრებელი შევცვალეთ და მასთან ერთად ინტერიერიც გარდავქმენით.

-დედა-ნანიმ გამომხება...მსხვერპლივით იყო საწყალი..მისი მზერა მის მთელ საცოდაობასა და უსუსურობას ასახავდა...-კიდევ უფრო შემეცოდა.ეს ხომ იყო ქალი,ქალი,რომელსაც შეეძლო ნორმალურად ეცხოვრა,მაგრამ ამ სიყვარულმა,თუ უაზრო გატაცებამ,სრულიად დაღუპა...ახლაც ეტყობოდა სახეზე მთელი დღის დაღლა,ნაოჭები უფრო მძაფრად აღბეჭდდა სახეზე...
-შვილო,მან გამომაგდო..-ისევ ჩხუბეთ?-ჩემს სიტყვებზე გულში გამეცინა...ეს ჩხუბი იყო? განა ჩხუბს დაუძახებდი ყოველივე ამას? არა,ეს იყო უბედურება,რომელიც ოჯახში რეგულარულად მეორდებოდა.ჩვენს ერთ ოთახში მთელი კაცობრიობის ტანჯვა და ტკივილი ეტეოდა..მთელი ჭუჭყსა და სიმყრალეს მოეყარა თავი.

დედამ პასუხად თავი დამიქნია.შემდეგ ისევ ძირს დაიხედა და რაღაცას დაუწყო ყურება.ბოძს ავხედე და მერე ისევ ნანის მივაპყარი მზერა.შმეეცოდა ეს ქალი,ეს ტანჯული,ცოლი და დედა,მრეცხავი და გაჭირვებული.დავუძახე და გამომწვევად ავათვალიერე.ტუჩებზე სიბრაზით გაათმაგებული ირონია ამკვროდა და ისე ვაკვირდებოდი მის ტანჯულ სახეს.ბოლოს,სახეაწითლებულმა ვკითხე,მამა გიყვარსო,ჩემდა გასაკვირად,საწყალმა თავი დამიქნია.“აი,აქ ამოივსო მოთმინების ფიალა“-მთელ დედამიწაზე მომივიდა გული.ვიდექი ერთ ადგილას და ლამის იყო მიწა ფეხქვეშ გამცლოდა.

ცოტა ხანს ჩუმად მივშტერებოდი ქალს და შემდეგ ჩვენი ოთახისკენ ვიყურებოდი.ისევ შემდიოდა ნესტოებში ოთახიდან გამოსული სიგარეტის კვამლი და სპირტიანი სასმელის ამაზრზენი სუნი...კარებთან ნემსები შევნიშნე და გულში ჩამეცინა..მგონი,დედაზეც ვბრაზობდი.რატომ? რადგან მამაჩემს მაინც არ აღიარებდა დამნაშავედ..იქნებ მისი ბრალიც იყო,სადამდეც მივედით.

ჩემი აზრით,ნანის მარტო სიძულვილი და ტკივილი უნდა ეგძნო მამაჩემის სახელი გაგონებისას,მაგრამ ის მყარად იგდა იმ პოზიციაზე,რომელიც ათეულზე მეტი წლის წინ დაიკავა.მგონი,საფლავამდე არ აპირებდა მის დათმობას.
ქმარი დიდი ხანია,რაც ღალატობდა.კვირაში სამ-ოთხს საყვარელს იცვლიდა,ზოგჯერ სახლშიც მოჰყავდა ხოლმე.ჩვენც არაერთხელ შეგვისწრია მათთვის,მაგრამ დდაჩემი ისევ ჯიუტად არ თმობდა პოზიციას.მუდამ რაღაც გამართლებას მოუძებნიდა,რაც მამწარებდა...მგონი,ორი წელია,რაც მე და ნანი გავუცხოვდით.თორემ ადრე ჩემი გულის მესაიდუმლეც კი იყო.ყველაფერს ვუყვებოდი,ახლა კი...ახლა ყველაფერი ამოტრიალებულიყო.

ოციოდე წუთი გაშეშებული ვიდექი,მაგრამ მერე ძლივს გავბედე და ნანის ვკითხე:-რა ვქნათ?

-გააღებს-ნანი იმედს არ კარგავდა და თან სახეზე ბრაზიც კი არ ეტყობოდა..ცრემლები მოეწმინდა და მოთმინებით ელოდებოდა ქმრის მოქმედებას...

-არ შემიძლია ასე ცხოვრება..ეს ხომ შენი სიბრალულია...მე კი ის აღარ მებრალება..მეზიზღება..არაკაცია!-ასეთი გამბედავი პირველად ვიყავი ცხოვრებაში..გადავწყვიტე,რომ ეს საქმე ბოლომდე მიმეყვანა.მოთმინების ფიალას,მგონი,უკვე მაქსიმუმისთვის მიეღწია.დიახ,აღარ ვაპირებდი უკან დახევას.

-მე დაველოდები,ანი..-დედა,მე წავალ-ძლივს წარმოვთქვი სიტყვები,რომლებიც დიდი ხნის წინ უნდა მეთქვა..რამდენი ღამე გამითენებია ამაზე ფიქრით,ახლა კი მის წინ ვიდექი და თავისუფლად ვესაუბრებოდი იმ კაცზე,რომელიც,მგონი,ჯერ კიდევ უყვარდა,თუმცა მე ეს უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნდა.

-სად? ერთად ვიყოთ-დაიწყო ძველებურად..მის თვალებში არაფერი ჩანდა..მხოლოდ ვაკუუმს ვამჩნევდი და უფრო მეშლებოდა ნერვები იმაზე,თუ როგორ გაანადგურა ამ კაცმა ორი ოჯახის წევრის ცხოვრება..თუმცა მშობლებსაც კი მოუღო თავის დროზე ბოლო.ერთადერთი შვილი ჰყავდათ და იმანაც არ გაუმართლა იმედები.მამაჩემმა,მალხაზმა,ერთი წლის წინ გაისტუმრა საფლავში დედაც და მამაც.

-ერთად? კაი,რა..ამ კაცთან ერთ წამსაც აღარ გავჩერდები..-გამომწვევად ვუპასუხე ისე,რომ მისთვის არც შემიხედავს.

-ის მამაშენია..-მერე კი არ უნდა ვეწამო მის გამო...-უკვე აღარ შემეძლო.ჩემთვის საძულველი ყველაფერი,რაც იმ კაცს უკავშირდებოდა..იმ მომენტში,დედაც კი.იქნებ მართალი იყო,მაგრამ მეტი აღარ შემეძლო.გამომუშავებული ფული დედას მივეცი,მხოლოდ მცირედი დავიტოვე,გადავეხვიე და წამოვედი...

ასე უბრალოდო,ალბათ,მკითხავ,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო..გამოსამშვიდობებელი სიტყვებიც სენტიმენატლიზმს შექმნიდა და მერე რა მოხდდებოდა? ცრემლები და აღელვება..ეს კი არ მინდოდა...მეტი აღარ შემეძლო..მახსოვს,როგორი გამოლეული ვიყავი.სრული ვაკუუმი-აი,რას ვგრძნობდი..მეტს ვერაფერს.აღარც იმაზე ვფიქრობდი,რომ დედა მომენატრებოდა...დედაც არ იხედებოდა უკან,უემოციოდ გამიშვა...ალბათ,არც არაფერი დარჩენოდა საწყალს.

ამ გაჭირვებამ და ტკივილმა მორალურადაც გაგვანადგურა..ფსიქიკა შერყეული 17 წლის გოგონა დავრჩი გარეთ..როცა ჩემი თანატოლები უმაღლესისთვის ემზადებოდნენ,მე ლუკმა ფულიც კი არ მქონდა. რამდენიმე ლარის მეტი არ მქონდა...არაფერი მებადა გარდა გასაყიდი ასანთებისა...

ზამთარი ილეოდა...თებერვლის ბოლოს კი მიეღწია,მაგრამ ცივი ქარი საშინლად მაფრთხობდა..მიბერავდა და გაცვეთილ ქურთუკს ზემოთ სწევდა...„აქ მაინც თბილა“-გავიფიქრე და კაფეში შევედი.ჩემი მოქმედება კი გამიკვირდა და,როცა ნაბიჯი წინ გადავდგი,ვიფიქრე,გარეთ გამოვალ,რა მინდა აქო,მაგრამ რაღაც ძალამ არ მომცა ამის საშუალებდა..

მაკანკალებდა...თავი ხე მეგონე..ხე,რომელსაც ფოთლები არ შერჩენია ზედ და ქარი საშინლად აღელვებს...თითქოს ოკეანეში ვტივტივებდი ხან ზემოთ და ხან ქვემოთ..თავი ხის პატარა ნაფოტი მეგონა...და განა არ ვიყავი?„ჩაის დავლევ,თორემ მოვკვდები“-გავიფიქრე და ჩაი ვიყიდე...ჩემთვის ეს უკანასკნელიც ხომ ოქრო იყო.

ახლაც მახსოვს,როგორი თბილი იყო...ოხ,როგორ გამითბო ფილტვები..ასეთი სასიამოვნო შეგრძნება პირველად დამეუფლა..მაგრამ უფრო მომშივდა..ავდექი და რამდენიმე ფუნთუშაც შევუკვეთე.ვნახე,რომ რამდენიმე თეთრის მეტი აღარ მრჩებოდა,მაგრამ ამაზე მე უკვე აღარ ვდარდობდი..იმ მომენტში გაბრუებული ვიჯექი და სითბოს ვერწყმოდი.უკვე დამცხა...აღარ მშიოდა და სახეზე ადამიანის ფერი დამედო...დავასრულე ჭამა,მაგრამ მაინც არ ვდგებოი.გარეთ ხომ ციოდა,აქ კი რადიატორის თბილი ნიავი თმებზეც კი მელამუნებოდა....

ქერა თმა ამწეწვოდა და ღია ცისფერი თვალები ნადირივით მიელავდა.ვამჩნევდი,რომ კაფე იცლებოდა...უნდა გავსულიყავი,მაგრამ სად? მეშინოდა,რომ ისევ შემცივდებოდა...მე ხომ ძლივს გავთბი...

კაფის მეპატრონებმ თვალი შემავლო..მერე ჩემკენ წამოვიდა.ოდნავ შევკრთი.“რა უნდა ამ კაცს?“-თავში საშინელმა ფიქრებმა გამიელვა.

-გოგონა,უნდა გახვიდეთ..-მე?-დავიბენი და შიში უფრო ძლიერად ვიგრძენი..თვალები მსხვეპლივით მიელავდა..-ჰო,თქვენ..უნდა დავკეტო..

-კარგი-ავდექი ნელა-მაგრამ სად წავიდე?-უნებურად,წამომცდა.არ მქონდა თავშესაფარი.გზააბნეული კვიცივით ვიყავი.როცა ყველასა და ყველაფერს ადგილი საკუთარი ადგილი მიუჩენიათ,შენ კი სადღაც უადგილოდ დაბორიალობ,საშინელებაა.

-არ ვიცი,სადმე უნდა წახვიდე..-შუა ხნის კაცი იყო,ოდნავ მოსუქებული,საშუალო სიმაღლის.მის თვალებში სიბრალული შევნიშვე..თავი უკვე გამელოტებოდა,ჭაღარაც გამორეოდა.

-გარეთ ცივა-გულიბრყვილოდ ჩავილაპარაკე.-ჯანდაბა!-მამაკაცმა ხმას აუწია.უკამყოფილება ეტყობოდა.თითქოს მელოტ თავში საღებავის წვეთები დაეცა,ისე გაუწითლდა.

-კარგი,წავალ სადმე-თვალებზე ცრემლი მომადგა დახეულ ჩანთას ხელი ჩავალე.კარებისკენ წავედი.ნიკაპი ზემოდან ქვემოთ მიმოძრავებდა.თითქოს ამ პროცესს რიტმული სახე მიეღო.

პირველი ნაბიჯი გავდგი გარეთ და მაშივე შეაჟრჟოლა..ქარი ისევ ქროდა..უმისამართოდ და დაუნდობლად...მაგრამ, უეცრად,უკნიდან ხმა მომესმა:-შეჩერდი..-უკაცრავად-არც კი გამიხედავს უკან..

-ჩემთან გაათენე დღეს..-მამაკაცმა ხმა ძალით დაიწვრილა და,მგონი,მელოტ თავზე სიწითლემაც გადაუარა.

-სერიოზულად?-გამივიხედე შეშინებული თვალებით.-დიახ-ბოხი ბარიტონი მომესმა უკნიდან.

-მადლობთ-თავი მორცხვად დავხარე და მის მოქმედებას დაველოდე.გარეთ გამოვიდა..მანქანის კარი გააღო.დაკვირვება დავუწყე და დავასკვენი,რომ მოწიფულობაში იყო,თუმცა ადამიანს ძნელია განუსაზღვრო ასაკი.ამაზე არც კი დავფიქრებულვარ და მისი პირის მოძრაობას დავუწყე დაკვირვება,თითქოს ველოდი,როდის მომცემს შიგ შესვლის უფლებასო.მე ხომ ახალი გამოსული ვიყავი სითბოდან,ახლა კი ეს ქარის ქროლვა ტვინსა და სხეულს მიბურღავდა.
-დაჯექი-უჩუმრად დავჯექი.გზაში ხმა არ ამოგვიღია.ბნელოდა,მაგრამ მაინც ინტერესით აღსავსე თვალებით ვიხედებოდი ფანჯრიდან...თუმცა რას დაინახავდა ჩემი დაწყევლილი თვალები,როცა გარშემო მხოლოდ ჯოჯოხეთი ესახებოდა..იმედი?-ის ხომ უკვე საღაც გამქცეოდა..ამის დაკარგვა კი ყველაზე საშინელ შეგრძნებებს იწვევს

„ღმერთო,რას ვაკეთებ?“-თავს რამდენჯერმე ვკითხე,მაგრამ,საბოლოოდ,კმაყოფილი ვიყავი,რომ ქუჩაში მაინც არ გავათენებდი ღამეს...აბა,წარმოიდგინე ამ ყინვაში,რა დამემართებოდა?-მთლად გავიყინებოდი..თუ ტემპერატურა დაიწევდა,შესაძლოა,ფეხის თითებიც კი მომკვეთოდა.“რას ფიქრობდი,რომ მოდიოდი?“-შევუღრინე საკუთარ თავს,მაგრამ მასთან ერთად წინ მალევე სასიამოვნო ფიქრები წამოვიდა:

„იქნებ საუზმეც გამიკეთოს“-ესეც კი გავიფიქრე,მაგრამ მალევე გავანებე თავი ამ აზრს..-‘რა სისულელეა..ამაზეც მადლობელი უნდა ვიყო..“და,უეცრად,მამაკაცმა დამიძახა-ადექი..მოვედით-მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა..

და ან როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა იმ გოგონას მიმართ,რომელიც სახლში ერთი დღით უსახლდებოდა...განა დაუპატიჟებელი და უცხოები გვიყვარს სახლში?შვილად ვერგებოდი..მაგრამ მამური სითბო მას არ ჰქონდა...თუმცა განა მამაჩემისგან ვგრძნობდი ამას?
შევედი თუ არა,მაშინვე შევისწავლე გარემო.ეს უკანასკნელი ხომ ჩვევად მქცეოდა.როგორც ჩანდა,მამაკაცი მარტო ცხოვრობდა,თუმცა ამაზე ფიქრისგან თავს არ ვიტყუებდი.ან როგორ შემეძლო?-მე ხომ თავშესაფარი მქონდა..შესაძლოა,მხოლოდ ერთი ღამით,მაგრამ მაინც მქონდა..

„ანუ შვილები არ ჰყავს და სითბოს არქონაში ტყულად დავადანაშაულე..“-გავიფიქრე და თვალები აქეთ-იქით მივაბნიე-ჩაის ისევ დალევ?-მგონი,ცდილობდა,რომ სიმკაცრე მოეშორებინა.

-მადლობთ-მხოლოდ ეს ვუპასუხე.

ქუთუკის გახდაზე მიმითითა,რაც მაშინვე შევასრულე და ოქროსფერ საკიდზე ცამოვკიდე.ასეთი,მგონი,ჯერ არ მენახა ან სად ვნახავდი?

ჩაი გამიმზადა და მაგიდაზე მანიშნა..დაბნეულად მივუჯექი და ჩაის ნელა დავუწყე წრუპვა..ფილტვებს ისევ ესიამოვნა.ფიქრბეში სხვაგან ვიყავი.ერთ-ორჯერ დედაზეც კი გავიფიქრე,მაგრამ ეს ყველაფერი ისე კარგად ჩანდა,რომ წარსულის გადაგდება მინდოდა,მინდოდა,რომ სრულად ამომეშალა ჩემი ცხოვრებიდან...მართალია,არც ისე გრძელ,მაგრამ მაინც გაშოტილ ყოფიდან.მომავალზე გაფიქრებაც კი მაშინებდა და გადავწყვიტე,რომ მხოლოდ დღევანდელი დღით მეცხოვრა...მხოლოდ აწმყოთი მასულდგმურა..ვიცოდი,რომ ასე უფრო ადვილი იქნებოდა....თუმცა განა ქმედება ფიქრებს მუდამ უბამს ფეხს?


სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[1]


___________


იმედია,მომიტევებთ ცოტა განსხვავებულობას.ლექსი,რომელიც ისტორიის სათაურმა დამაწერინა:

სხეულს მოგპარავებ,სულს ვერ წაგართმევენ,
შენ შენ თავს ეკუთვნი და გთხოვ დამიჯერო.
ეს ხომ ცხოვრებაა,ლაღი თამაშია,
ზოგჯერ სითამამეც ცუდი ფაქტორია.


სჯობს,რომ დაისვენო შენ ამ სიყალბისგან,
უბრალოდ მოეშვა,შეიგრძნო ნიავი.
უბრალოდ ღიმილით თავი მოატყუო,
უბრალოდ თამაშით ლაღად განისვენო.

ეს არც ზღაპარია და არც ილუზია,
ამას დღეს შევარქვით "ლაიფ" იდილია.
ჩვენ კვლავ თავს ვიტყუებთ ცალმხრივი თამაშით
და სჯობს აღიარო დღეს ეს დამარცხება.


ბავშვებო,ახალი ისტორია დავიწყე,იმედია,მოგეწონებათ და კომენტარსაც არ დაიშურებთ.მიყვარხართ ყველანი!



№1  offline წევრი თათა

Dzalian kargia,momewona dasawyisi da warmatebebs gisirveb <3
--------------------
tatukakhorava

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან კარგია,შენი ისტორიებიდან ძალიან განსხვავებული,საინტერესო ჩანს,მგონი ცოტა მძიმე წასაკიატხიც იქნება თუმცა მომწონა და ველოდები შემდეგს)მიყვარხარ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline წევრი lisebeth

ყოჩაღ ამ საიტზე ასეთი გამართული ნაწერი გამოგიტყდები და პირველად ვნაახე
წარმატებები love

უკვე ვხვდები მანდ რაც მოხდება სათაურიდან გამომდინარე მაგრამ მაინც ველოდები განვითარებას

 


№4  offline წევრი lamazi gogona

საინტერესოა ველი შემდეგს ყველანაირად მომწონს ძალიან

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

თათა
Dzalian kargia,momewona dasawyisi da warmatebebs gisirveb <3

Anuuc^.^
ძალიან კარგია,შენი ისტორიებიდან ძალიან განსხვავებული,საინტერესო ჩანს,მგონი ცოტა მძიმე წასაკიატხიც იქნება თუმცა მომწონა და ველოდები შემდეგს)მიყვარხარ❤

lisebeth
ყოჩაღ ამ საიტზე ასეთი გამართული ნაწერი გამოგიტყდები და პირველად ვნაახე
წარმატებები love

უკვე ვხვდები მანდ რაც მოხდება სათაურიდან გამომდინარე მაგრამ მაინც ველოდები განვითარებას

lamazi gogona
საინტერესოა ველი შემდეგს ყველანაირად მომწონს ძალიან

შეყვარებული გოგონა
საოცარო ხარ ))

ბავშვებო,დიდი მადლობა.

 


№7  offline წევრი marisa

ვერ გავიგე მართლა, ასეთი ადამიანები უნდა გეცოდებოდნენ თუ ზიზღს იწვევდნენ?! რა თქმა უნდა, ნანის ვგულისხმობ. ანის კიდევ ისე ექნება ფსიქიკა, ყველაფერს მარტივად ვერ მიიღებს და მინდა, ეს კარგად გადმოსცე. ალბათ, რა საინტერესო იქნება, რომ დაწერო ისეთებზე, რომლებსაც იცნობ და დრო მათთან გაგიტარებია. სასურველია, იყვნენ სხვადასხვა რასის, ფერის, სოციალური ფენის და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან რთული. აი, ნარკომანების მიმართ მარტო სიბრალულს ვერ ვგრძნობ, დიდი ბრაზიც მაქვს მათ მიმართ. ძალიან მაგარი ხარ! ყოჩაღ

 


№8  offline წევრი optimusi

შუა ხნის კაცი ოდნავ მოსუქებულიაო და ჯეისონი ასეთი ვითამ ამ სურათზე :) კარგი იყო :*მეგობრების არ მესმის:(

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

marisa
ვერ გავიგე მართლა, ასეთი ადამიანები უნდა გეცოდებოდნენ თუ ზიზღს იწვევდნენ?! რა თქმა უნდა, ნანის ვგულისხმობ. ანის კიდევ ისე ექნება ფსიქიკა, ყველაფერს მარტივად ვერ მიიღებს და მინდა, ეს კარგად გადმოსცე. ალბათ, რა საინტერესო იქნება, რომ დაწერო ისეთებზე, რომლებსაც იცნობ და დრო მათთან გაგიტარებია. სასურველია, იყვნენ სხვადასხვა რასის, ფერის, სოციალური ფენის და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან რთული. აი, ნარკომანების მიმართ მარტო სიბრალულს ვერ ვგრძნობ, დიდი ბრაზიც მაქვს მათ მიმართ. ძალიან მაგარი ხარ! ყოჩაღ

დიდი მადლობა.. love
optimusi
შუა ხნის კაცი ოდნავ მოსუქებულიაო და ჯეისონი ასეთი ვითამ ამ სურათზე :) კარგი იყო :*მეგობრების არ მესმის:(

მადლობ...
აქ მარტო სახე ჩანს და ტანზეა მოსუქებული.ნუ,სელებრითი,შეიძლება,არაა,მაგრამ ჩანაფიქრში ასეა.. winked

 


№10  offline წევრი lisebeth

არ მინდა ადვილად გამოსაცნობად განაგრძო და მით უფრო ისე ,როგორც მე მგონია ...

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
არ მინდა ადვილად გამოსაცნობად განაგრძო და მით უფრო ისე ,როგორც მე მგონია ...

მეც იმედი მაქვს,რომ არ იქნება მასე.
ყველანაირად ვეცდები,რომ ბანალური არ გამომივიდეს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent