მხსნელი 13
ნერვებმა მიმტყუნა და მანქანის კარები რომ გამოაღეს გონება დავკარგე. თვალები რომ გავახილე დედა დავინახე და ტირილი ამივარდა. ყველაზე უკეთ გამოსდიოდა ჩემი დამშვიდება. როცა ვეხუტებოდი და მის გულისცემას ვგრძნობდი ჩემდაუნებურად ვეთიშებოდი სამყაროს. ასე გაყუჩებული ვიყავი დედას მკლავებში რომ მანქანის ღრჭიალის ხმა გაისმა. შევხტი და კანკალმა ამიტანა. დედას მაგრად ჩავებღაუჭე და მამას გავხედე, რომელიც უკვე გადიოდა სიტუაციის დასაზვერად. _დედა აქ როგორ აღმოვჩნდი? _პოლიციამ გამოიარა შვილო სრულიად შემთხვევით, ისინი რომ არა... მაგრამ გიგა მაინც გაიქცა. მარტო ერთის დაკავება მოაერხეს. შენი თავიც ძლივს გამოუტაციათ ხელიდან. ანასტასია, ჩვენ დაგიმალეთ, რომ ანდრია გიგას უთვალთვალებდა და მისი წყალობით დაიჭირეს. რამდენიღაც კილო ნარკოტიკი აღმოუჩინეს და შენც იცი, რომ ეს კაცის მკვლელობაზე მძიმედ ისჯება. სამუდამო მისცეს, მაგრამ გამოიქცა. -ვუსმენდი და მეგონა ზღაპარს ყვებოდა რომელშიც ჯერ არ ჩანდა სიკეთე და კეთილი ფერიები. დედის აწყლიანუებულ თვალებს ვუყურებდი რომლებიც ჩემი თვალების იდენტური იყო და გაუჩერებლად მოვთქვამდი. კარები შემოგლიჯეს და უკან მამას ხმა მოყვა: _ანდრია მშვიდად! უარესად გაანერვიულებ. -რომ დავინახე მისი აკანკალებული ხელები და გიჟს დამსგავსებული თვალები ისე წამოვფრინდი საწოლიდან, დედაჩემს გაკვირვების ოხვრა აღმოხდა. ანდრიას მივვარდი და მთელი ძალით ავეკარი სხეულზე. მისი სურნელი... მტკივნეული იყო იმდენად მსიამოვნებდა ეს სურნელი. ცოტა რომ დავმშვიდდით ორივე და ვიგრძენი რომ დაძაბულობისგან ხელები აღარ უთრთოდა, ოდნავ მოვშორდი. ოთახში აღარავინ იყო ჩვენს გარდა. ვერც კი გავიგე როდის გავიდნენ. მივხვდი რომ ისევ ცრემლები მომდიოდა და ანდრია ცდილობდა მოეშორებინა ისინი ჩემი სახიდან. ვიცოდი რომ ვერ იტანდა როცა ვტიროდი, აუცილებლად თავის თავს გაამტყუნებდა ამისთვის და თავს ძალა დავატანე რომ გავჩუმებულიყავი. ხელი ჩავჭიდე და ჩემთან ერთად დავსვი. ინტერესით მომჩერებოდა და ვერაფერს ამბობდა. _კარგად ვარ გესმის?-ვუთხარი და გავუღიმე. _არ ხარ. ცოტა ხნის წინ ტიროდი. _სიხარულისგან. შენ რომ დაგინახე თავი ვერ შევიკავე. _კარგი, მორჩი ჩემ დამშვიდებას, თვალები დასიებული გაქვს ტირილისგან. წესიერად მითხარი რა მოხდა. მამაშენმა მითხრა მაგრამ... _დედამ ახლა მომიყვა ყველაფერი რასაც მიმალავდით. ეს არ უნდა გაგეკეთებინა ანდრია. არ გქონდა უფლება. კარგად იცი რომ ვერ ვიტან ტყუილებს და საიდუმლოებებს. _მე არ მომიტყუებიხარ. გითხარი რომ ციხეში იყო. უბრალოდ აღარ დამიკონკრეტებია რისთვის და როგორ. რა აუცილებელი იყო სანერვიულო გამეჩინა შენთვის.-ამოიხვნეშა და ისევ მომაშტერდა. _აქ როგორ მოხვედი ასე მალე? _გავიგე რომ გამოიქცა, გირეკავდი რომ გამეფრთხილებინე და არ მპასუხობდი. მაშინვე წამოვედი, მაგრამ დამიგვიანია.-მივხვდი რომ მთელი ეს დრო ელოდა, ელოდა რომ შეიძლებოდა საფრთხე შემქმნოდა, ამიტომ იყო ასეთი. სულ მზად იყო რომ რაღაცისგან ვეხსენი. _ახლა რა უნდა ვქნათ?-ვკითხე და მწვანე დამამშვიდებელ თვალებში ჩავხედე, რომლებიც სიფრთხილით და სიყვარულით მიყურებდნენ. _ახლა გვერდიდან არ მოგშორდები ერთი წამითაც, სანამ არ დაიჭერენ. _რომ ვერ დაიჭირონ? _დაიჭერენ!-მომიჭრა მოკლეთ და წამოდგა._წამოდი ყავა დავლიოთ თორე თავი გასკდომაზე მაქვს. -ძლიერ ხელზე ჩავეჭიდე და მთელი დღე აღარ გამიშვია. ერთი კვირა გავიდა და ანდრია კვლავ ჩემთან რჩებოდა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. მას უნდოდა რომ სახლში გავყოლოდი და იქ ვყოფილიყავით ერთად. მამაჩემს კი სულაც არ უნდოდა ეს და ფიქრობდა რომ თვითონ უკეთ დამიცავდა. ბოლოს უკვე ნერვები დამაწყვიტეს ამდენი მოფრთხილებით და განვაცხადე რომ უკან ვბრუნდებოდი და ელისთან ერთად კაბის შერჩევას დავიწყებდი. მამაჩემი აბობოქრდა, მაგრამ არ დავთმე. _მამა, ის რომ არ დაიჭირონ მთელი ცხოვრება ასე უნდა ვიყო? სულ ვერ დავიმალები. ან მე რატომ უნდა ვიმალებოდე? ცხოვრებას ვაგრძელებ და არცერთს არ მოგცემთ შეწინააღმდეგების უფლებას.-ეს კი ვთქვი და ანდრიაც გავაჩუმე და მამაც, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდით ანდრიას არ გავყევი თავისთან, თვითონ გადმოცხოვრდა ჩემთან. სულაც არ მინდოდა მარტო ყოფნა და ვერ ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მისი სამსახური მანერვიულებდა. ხანდახან თუ გაიქცეოდა ელის ან თორნიკეს აფრთხილებდა და მარტო მაინც არ ვრჩებოდი. ორი კვირა გავიდა და ორი კვირა დარჩა ჯვრისწერამდე. ნელ-ნელა მემატებოდა მღელვარება და ვერაფერს ვუხერხებდი იმ აზრს, რომ შეიძლებოდა გიგას თავისი გაეტეანა. თუმცა ანდრიასთან არაფერს ვიმჩნევდი. ერთ დღეს ანდრია სამსახურში წავიდა და ელისთან დამტოვა. თორნიკეც სახლში იყო. ვიღაც მირეკევდა და აივანზე გავედი რომ ჩაძინებული ელი არ გამეღვიძებინა. უცხო ნომერი იყო. _გისმენთ.-ჩავძახე და გავიტრუნე. _თუ მარტო არ ხარ, ახლავე განმარტოვდი და არაფერი შეიმჩნიო. ანდრია მე მყავს. ანუ მალე შენც ჩემთან გაჩნდები. ხომ ასეა?-ჩამიეკითხა ირონიული ხმით. მე კი ტელეფონი კინაღამ შემომატყდა ხელში._მისამართი მესიჯით მოგივა და აქ გაჩნდები 10წუთში. ამ დროს თუ გადააცილებ, სათითაო კიდურს მოვაჭრი ყოველ 5წუთში და მერე საჩუქრად გამოგიგზავნი შეფუთულს. გასაგებია შენთვის?-გონება დამებინდა ამის წარმოდგენისას, მაგრამ აზროვნების უნარი კიდევ შემრჩენოდა. _რა ვიცი რომ არ მატყუებ და ნამდვილად შენ გყავს? დამალაპარაკე. ისე არსადაც არ წამოვალ. _ულტიმატუმების დრო ნამდვილად არ გაქვს. წამზომი ჩაირთო. მისამართი უკვე გაქვს.-გამითიშა. მესიჯი გავხსენი და მისამართი ვნახე. თორნიკესთვის გამზადებული ტყუილი გადავიმეორე გონებაში და ოთახში გავედი. _თოკო ანდრია იყო, მოვიდა და ჩავალ წამიყვანს. _აქ არ უნდა დარჩენილიყავი?-ავიბენი, მაგრამ მაინც მოვუყარე თავი სათქმელს. _მოულოდნელად განთავისუფლდა და მირჩევნია წავიდე. მაგრად ჩავეხუტე და ვაკოცე. _ძალინ მიყვარხარ თოკო. _რა იყო შენც ჩემი ორსული ცოლივით მოგაწვა სენტიმენტები?-შემომცინა მან._ხო კარგი მეც მიყვარხარ.-თქვა ბოლოს. მე უკვე კარში გავრბოდი და საბოლოოდ შევათვალიერე ჩემი გაბერილი დაქალი. თორნიკე ეჭვისთვალით მიყურებდა, მაგრამ მთლად ვერაფერს მიმხვდარიყო. გიჟივით გავრბოდი მანქანისკენ და თან ანდრიას მობილურზე ვრეკავდი. არ ვიყავი დარწმუნებული რომ ანდრია მართლა ყავდა გიგას. ზარი გადიოდა, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ვიცოდი რომ მინიმუმ სიკვდილი მელოდა და გიგა არ მოისვენებდა სანამ თავისას არ მიიღებდა. ასე იყო ბავშვობიდან. ერთხელ ერთ ძაღლს გადაეკიდა, მაშინ მეხუთე კლასში ვიყავით. ის ძაღლი სულ გაურბოდა, გიგას კი უნდოდა რომ მიეჩვია და ვერ ახერხებდა. ერთ დღესაც დაიჭირა და სკოლის უკან მიუსწრეს, ძაღლისთვის ფეხები დაემტვრია თავის გაჩეჩქვას უპირებდა. საბედნიეროდ ძაღლი გადაარჩინეს და გიგა დასაჯეს. მაგრამ რა მოხდებოდა ახლა? ჩვენ აღარ ვიყავით მეხუთე კლასში. უცბად სირბილი შევწყვიტე როცა ანდრიას ხმა მომესმა ტელეფონში. _ხო ანასტასია. ანა? ანა რა ხდება? _ანდრია, სად ხარ? მომატყუა? _ვინ მოგატყუა? სამსახურში ვარ ხო იცი არაა? ეს თქვა და ვიღაცამ გამომგლიჯა ტელეფონი, პირზე ნაჭერი ამაფარეს, მისი სუნი თავბრუს მახვევდა და სუნთქვა შევიკავე. ვიცოდი მანამდე არ შემეშვებოდნენ სანამ გონებას არ დავკარგავდი ამიტომ მათი სურვილი ნაადრევად შევასრულე და სანამ მართლა მომერეოდა ის ნივთიერება, ძალით ჩავესვენე ვიღაცის მკლავებში. იმდენი ძალა არ მქონდა, რომ შევწინააღმდეგებოდი, თავბრუ მეხვეოდა. ვიგრძენი როგორ შემსვევს მანქანაში. ძალიან მინდოდა თვალები გამეხილა და მენახა ან რამდენი კაცი იყო, ან რა შანსი მქონდა გაქცევის. მსახიობობის თავიც აღარ მქონდა, მაგრამ მაინც ასე ჯობდა. გიგას ხმა ვიცანი, ის ჩემს გვერდით იჯდა და წინ ელაპარაკებოდა დანარჩენებს. სამნი იყვნენ. ეს გავარკვიე. უცბად გიგამ გადამაწვინა და თავი მის კალთაში დამადებინა. ძლივს მოვითმინე რომ არ შემეფურთხებინა მისთვის. მაგრამ ჯობდა მათი საუბრისთვის მესმინა. როგორც გავარკვიე, ანდრიას უთხრეს რომ მათთან ვიყავი და გეგმავდნენ ჩემით დაეშანტაჟებინათ. უმარავი ხერხი ჰქონდა მოფიქრებული გიგას, როგორ აწამებდა ანდრიას. ამ ყველაფერს მშვიდად უზიარებდა თანამზრახველებს, ბოლოს კი როცა თავისი ბინძური ხელი ლოყაზე შემეხო თავი ვეღარ შევიკავე. თავლები ვჭყიტე, ის ხელი დავიჭირე რომელიც სახეზე შემეხო და საჩვენებელი თითი მოვტეხე სანამ აზრზე მოვიდოდა. ერთი მუშტიც მოვუქნიე და კარებს ვეცი რომ გადავმხტარიყავი, მაგრამ ჩაკეტილი დამხვდა. მანქანა მკვეთრად დამუხრუჭდა და საბოლოოდ გაჩერდა. თავი წინა სავარძელს მივარტყი. ორი კაცის ხელები მაკავებდა რომ ფანჯარა არ ჩამემტვრია და იქიდან არ გადავმძვრალიყავი. ამ ყველაფერს კი გიგას ყვირილი გასდევდა ფონად, რომლეიც მისმა მოტეხილმა თითმა გამოიწვია. ბოლოს ერთი მაგარი სილა მომხვდა და ძალა გამოცლილი მივესვენე. ცხვირიდან სისხლის დენა ვიგრძენი. ტუჩიც გამისკდა. მრავალფეროვანი გინებითაც დამასაჩუქრა გიგამ და გზა განაგრძეს. ყოველთვის ვიცოდი რომ ამდენი ბედნიერების შემდეგ, აუცილებლად დამატყდებოდა თავს უბედურება. მთელი გზა ის გავიარეთ ხმა არ ამოგვიღია. მხოლოდ ვლოცულობდი. ვლოცულობდი რომ ანდრიას არაფერი მოსვლოდა. როცა მახსენდებოდა გიგას მრავალფეროვანი გეგმები, წამებასთან დაკავშირებით გული მისკდებოდა. ასეთი ძალით არასოდეს მილოცია. მართალი ყოფილა, რომ ადამიანი გაჭირვების ჟამს ყველაზე ახლოს მიდის ღმერთთან. კაცობრიობის მამასთან რომელიც იმ მომენტში მხოლოდ შენი მამა გგონია და რომელიც არასდროს არ გვტოვებს... ვიმედოვნებ იმედს არ გიცრუებთ.. დამიტოვეთ თქვენი აზრები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.