შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატანჯი ცხოვრება


24-07-2015, 09:47
ავტორი უცნობი მეეე
ნანახია 2 241

როგორ დავიღალე ყველაფრით, მეზიზღება ჩემი დაწყევლილი ცხოვრება, უკვე 24 წლის ვარ მაგრამ იმდენად მცირე დღეები გამიტარებია ბედნიერად რომ ყველა დღე დაწვრილებით მახსოვს. დედაჩემი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის რომ მიმეღო უმაღლესი განათლება და ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესო მქონოდა ცდილობდა აღვეზარდე სამაგალითო ადამიანდ მამაც ცდილობდა ფინანსურად ყველაფერში დაეჭირა მხარი იმიტომ რომ დედა აიძულებდა. ოჯახური გარემო? პატივისცემა და სიყვარულის გამოვლენა ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ ახსოვდათ მშობლების, გარიგებით ქორწინებაამ აშკარად არ გაამართლა. რაც თავი მახსოვს ჩემს სახლში სულ ჩხუბისა და ყვირილის ხმა ისმოდა. მაგრამ ამის მიუხედავად დედასთან ძალიან მეგობრული და თბილი ურთიერთობა მქონდა ალბათ იმიტომ რომ მეც ქალი ვარ და ყოველთვის მესომდა დედასი. იმდენად განსხვავებული ადამიანი ვარ ზოგჯელ საკუთარი თავის მეც მიკვირს. ჩემთვის არ არსებობს არც კლუბები არც ბარები არც უაზროდ ფულის ხარჯვა მხოლოდ იმიტომ რომ მოდას არ ჩამოვრჩე, ერთი შეხედვით უღიმღამოდ ვცხოვრობ, არასოდეს დავდივარ მოუწესრიგებელი თუმცა ვერასოდეს ვერავინ იტყვის რომ ზედმეტად ვიყენებ მაკიაჟს ან აქსესუარებს ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ვცხოვრობ ძალიან უბრალოდ და უღიმღამოდ. ახლაც ვზივარ ჰამაკში და ვიხსენებ ჩემ უბადრუკ ცხოვრებას.
14 წლის რომ გავხდი სკოლელმა ბიჭმა სიყვარული ამიხსნა დაბადების დღეზე, მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა რადგან ყველა მის სიყვარულზე საუბრობდა მაგრამ რადგან მე არ მიყვარდა და მხოლოდ ვემეგობრებოდი ურთიერთობა არ აგვიწყვია. 2 თვის შემდეგ როდესაც ჩემთან ისევ მოვიდა ვარდებით და მითხრა რომ არ დაუშვებდა სხვისკენ გამეხედა ისე ვეჩხუბე რომ მეგობრობაზეც კი უარი ვუთხარი და მის თვალწინ გადავყარე სანაგვეში ვარდები, ეს იყო მისი ბოლო ნახვა მას შემდეგ ყოველდღე ვნანობ ასე რომ მოვიქეცი რადგან მეგობრებმა ნახევარ საათში დამირეკეს და მითხრეს რომ იკა და მისი უფროსი მამიდაშვილი ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. ამ ფაქტმა ძალიან ცუდად იმოქნედა ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე რადგან ყველა ჩემსკენ იშვერდა თითს და ყველა მცნობდა გოგოდ რომელზეც იკა სიგიჯემდე იყო შეყვარებული. ოთახიდან აღარ გავდიოდი ბავშვი რომელიც ცდილობდა მუდამ მხიარული ყოფილიყო ოჯახური პრობლემების მიუხედავად, უცბად დეპრესიამ შთანთქა რადგან თავს ვიდანაშაულებდი იკას სიკვდილში ვფიქრობდი რომ მე თუ დავთანხმდებოდი და ჩხუბით არ გავაგდებდი არც გიჟივით ივლიდა. ასეთ მძიმე პერიოდმა მეგობრების დახმარებით მხოლოდ 2 თვე გასტანა.
იკას სიკვდილიდან 5 თვის შემდეგ ჩემმა უბნელმა რომელიც 18 წლის იყო მითხრა რომ ვუყვარდი, უზომოდ შემეშინდა რადგან ის ჩემზე 3 წლით დიდი იყო და ვიცოდი რომ არც ისე კარგი რეპუტაცია ჰქონდა უბანში მისი ყველას ეშინოდა და პატივსაც სცემდნენ. ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ რატი მე შემომხედავდა, ის ძალიან სიმპატიური და განსხვავებული ბიჭი იყო სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა, გოგოები ცდილობდნენ თავი მოეწონებინათ მისთვის და მეც მეგონა რომ არც რატი იყო ხოლმე უარზე გოგოებთან ამიტომ უბრალოდ ავტირდი და გავიქეცი. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს რადგან ამ დღის შემდეგ რატი ყოველ წამს ცდილობდა გავემხიარულებინე, დაემტკიცებინა რომ ნამდვილად ვუყვარდი და უბრალოდ ჩემი ღიმილი დაენახა როგორც ამას ამბობდა. მან არ ჩაიქნია ხელი ჩემზე და მიხვდა ასე რატომ ვრიყავდი. ის უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და აშკარად თავს მაყვარებდა. ჩემს დაბადების დღეზე 15 წლის რომ გავხდი საათმა 12 ჩამოჰკრა თუარა დამირეკა და მთხოვა ქვემოდ ჩასვლა ბევრი ხვეწნის შემდეგ დამითანხმა და უბრალოდ კართან გავედი. თვალებს არ ვუჯერებდი და სიხარულით გული საგულეში ვერ ეტეოდა რადგან ჩემს წინ იდგა რატი უამრავ წითელ ვარდთან ერთად. გაინტერესებთ რამდენი იყოო? არც მეტი და არც ნაკლები- 154. ვარდები მომაწოდა და მითხრა:
- აქ იმდენი ვარდია რამდენი დღეც მაწვალე და თუ კიდე მასე აპირებ გაგრძელებას იცოდე გავკოტრდები და ღატაკი ქმარი გეყოლება.
- გადაირიე? ეს რაარის?
- შენ გადამრიე ნუცა, უზომოდ შემიყვარდი შენს გარეშე ვგრძნობ რომ ვერცერთი წამი ვერ ვსუნთქავ რითი ვერ დარწმუნდი რომ თავს მაინც არ დაგანებებ და ჩემი დაგერქმევა შენს თვალშიც, გთხოვ აღარ გამაწამო თორემ ჩემები ვეღარ მიძლებენ და მეხვეწებიან ერთხელ მაინც შეგვახვედრე შენც ნუცას რომ როგორმე დავითანხმოთ შენთან ყოფნაზე თორე გააფრენო.
ეს თქვა და თან სიცილი ატეხა. მე კიდე გაშტერებული ვუყურებდი და მარტო შიშს ვგრძნობდი მეშინოდა რომ გული მეტკინებოდა ვერაფერს ვამბობდი ძალები მოვიკრიბე და ერთი სიტყვა ვუთხარი მხოლოდ:
- მეშინია

--------------------
ეს ისტორია დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე შეცვლილია სახელები და ადგილმდებარეობა. ნუ დაელოდებით ამ ისტორიიდან რაიმე ზღაპარს. ველოდები თქვენს შეფასებას.



№1  offline წევრი Drama Queen

საინტერესოა. წერტილ-მძიმეს თუ გამოიყენებდი ხო საერთოდ გადასარევია :D მოკლედ გააგრძელე ^^ ველი შემდეგ თავს <3

 


№2  offline წევრი უცნობი მეეე

აუვილებლად გავითვალისწინებ და მალ მალე დავდებ ხოლმე თავებსაც გავზრდი :)

 


№3  offline წევრი nini :)

კარგი იყო გააგრძელე

 


№4  offline მოდერი sopiko

შინაარსობრივად ცუდი არაა მაგრამ გრამატიკულად არ არის გასწორებული. აი მაგალითად დედასი არა დედის. ასევე წინადადებაში " ჩემს სახლში რაც თავი მახსოვს მუდამ ყვირილის ხმა ისმის" და არა ისმოდა. არის ასევე ტრანსფრიქციის დარღვევის შემთხვევაში. მექანიკურ შეცდომებზე ყურადღებას არ ვამახვილებ რადგან მსგავსი რამ მეც მომდის ხოლმე. იმედია არ მიწყენ. უბრალოდ თუ ჩემს რჩევას გაითვალისწინებ უფრო მეტ მკითხველს შეიძენ... ♡

 


№5  offline წევრი უცნობი მეეე

მადლობა რჩევებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ რჩევებ რომ იფრო სასიამოვნო წასაკითხი იყოს. :) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent