შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-პატარა ქალბატონო! მე შენ მიყვარხარ! (სრულად)


24-07-2015, 13:27
ავტორი ROLIKA
ნანახია 8 238

ღამე იყო, მთვარე ანათებდა სოფლის გზას, 2 წელია უკვე ამ სოფელს არ სტუმრებია, რაც ბაბუა დაეღუპა აქეთ აღარ გამოუხედავს, ახლა კი იმდენად სძლია მონატრებამ ჩამოვიდა!
ჩამოვიდა და ყველამ მასზე დაიწყო ლაპარაკი!
ნაია ჩამოვიდაო
იკადრა ჩამოსვლაო
ახლა ისევ დაიწყებენ ბიჭები მის სახლთან რამდენჯერმე დღეში სიარულსო
გაგვიგიჟა ბიჭები და წავიდაო, ახლა იკადრა ჩამოვიდა და ისევ გადარევს ბიჭებსო..ნელა მიაბიჯებდა სასაფლაოსკენ გზას, გზიდან ორღობეში გადაუხვია, მთვარე ანათებდა ორღობის გზას, ნელა გააღო სასაფლაოს კარები, ტურების კივილი ისმოდა, შეკრთა, ტურების კივილი უფრო ახლოდან გაიგონა, შეეშინდა, მთვარეს ღრუბლები ჩამოეფარა, გზას ვეღარ იკვლევდა, ტურების კივილი გაუსაძლისი იყო, შეეშინდა იდგა გაშეშებული და უსმენდა კივილის გამაყრუებელ ხმას, გზას ვეღარ იკვლევდა ეკალ-ბარდებში, ნელა გადააბიჯა, ტკივილი იგრძნო ფეხის არეში, მაგრამ გზა გააგრძელა, ბაბუას სასაფლაოს კარი გააღო და მიწაზე დაჯდა, ბეჭზე ხელის შეხება იგრძნო, შეკრთა, შეეშინდა, არ უნდოდა უკან მიხედვა, თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს
-ნუ გეშინია-მოესმა სასიამოვნო, თბილი ბარიტონი, უცებ ჭყიტა თვალები, თავი ნელა მიატრიალა, სიბნელე იყო და მამაკაცის სახეს ვერ არჩევდა
-თქვენ, თქვენ-სიტყვებს თავს ვერ აბავდა გოგონა
-ნუ გეშინია პატარავ-გაუღიმა უცნობმა-ამ დროს აქ რას აკეთებ?
-მე, ბაბუას სასაფლაოზე მოვედი
-ჰო? ღამე რომ საშიშია იცი? ტურები დადიან აქ
-მართლა? მე არ ვიცოდი
-წამოდი, სჯობს წახვიდე, გინდა მიგაცილო სახლამდე?
-არა!-დაიყვირა უცებ-მე უცხოებს არ დავყვები, არც კი გიცნობთ, მე აქ ბაბუასთან ამოვედი
-მე ბოდიშით პატარა ქალბატონო, ნუ გეშინია საშიში არ ვარ, არც მკვლელი ან გიჟი ვარ, შენთვის გეუბნები, რადგან აქ ტურები დადიან, სანამ უფრო დაღამდება აჯობებს გაეცალო აქაურობას და ხვალ დილით ამოხვიდე
-კარგი-გაუღიმა და სასაფლაოდან გავიდა
-ნახვამდის პატარა ქალბატონო
-ნახვამდის-დაემშვიდობა ნაია და მთავარ გზას დაუყვა

მეორე დილით 7 საათზე გაიღვიძა, სწრაფად ჩაიცვა სპორტულები და სასაფლაოსკენ დაიძრა, უნდოდა ენახა მისი გადამრჩენი, მაგრამ იქ არ იყო, ნელა მიუახლოვდა ბაბუას საფლავს, გაუღიმა საფლავის ქვას, ძირს დაჯდა და თავი მორცხვად დახარა
-იმედია მაპატიებ, დაგივიწყე, არ ვარ საპატიებელი, მაგრამ...მაპატიე ბაბუ, მენატრები-ცრემლები მოადგა თვალზე გოგონას, ხელებში ჩამალა სახე-ბაბუ ამ ორ წელში ბევრი რამ შეიცვალა ჩემთან, უნიში ეხლა ჩავაბარე, კიდევ ბევრი რამ, მაგრამ რომ დავიწყო ვეღარ დავამთავრებ, იმედია მაპატიე, რომ დაგივიწყე, არ მოვდიოდი, მაგრამ მართლა გულით მენატრები-ცრემლი მოიწმინდა-იცი? როცა დაგკარგე ბოლოს მაშინ ვიტირე, ახლა კი ცრემლები წამომივიდა, მაგრამ გპირდები აღარ ვიტირებ, მაგრამ ცრემლები მაინც წამომივა ვიცი, ეს სიამაყის ცრელები იქნება, როცა შენ გაგიხსენებ, როცა შენს ალალ გულს და სიკეთეს გაიხსენებენ, ჩემი წასვლის დროა ბაბუ, უკვე 2 საათია აქ ვარ, შემოგივლი ხვალ, კარგად-მიხურა სასაფლაო და ხელი დაუქნია საფლავის ქვაზე დახატულ მოხუც კაცს, რომელიც ურცხვად იღიმოდა იქედან. თვალი იქვე დიდ მიწაყრილს მოკრა, რომელზეც არეულად ეყარა ყვავილები
-ახალი გარდაცვლილია ალბათ, ღმერთო როგორ ეტკინებოდა მის ოჯახს, ეხლა ვინცაა დაკრძალული იქ, ეჰ, ცუდია..-თავი გადააქნია და ნელა გაუყვა გზას
-საით პატარა ქალბატონო?-მოესმა მისთვის სასიამოვნო ბარიტონი, რომელიც ასე ძალიან მოწონდა, ფრთხილად მიტრიალდა
-გამარჯობა პატარა ქალბატონო-გაუღიმა შავ შარვალსა და თეთრ მაიკაში გამოწყობილმა ბიჭმა, ურცხვად დაუწყო თვალიერება მის სახეს, კარგად შეამჩინა შავი თვალები, რომლებიც უციმციმებდა მამაკაცს, მოშვებული წვერი, ცხვირი, რომელიც მაღლა ჰქონდა აწკეპილი-აბა პატარა ქალბატონო მორჩი ჩემს თვალიერებას?-გაუღიმა, საშინლად მოეწონა მისი ღიმილი, ლოყები, რომლებიც სიცილისას ეჩუტებოდა, შეუყვარდა ამ ადამიანის სიცილი, არა თვითონ ეს ადამიანი შეუყვარდა, ასე უბრალოდ!
-იცით
-ჰო-წარბები ზემოთ აწკიპა
-აქ რა გინდათ?
-მე? რავიცი ეკლესიაში ვიყავი და შემოვიარე
-კარგია
-ბაბუასთან იყავი?
-კი
-რაო ბაბუმ?
-ველაპარაკე, ალბათ ეწყინა, რომ დავივიწყე, როცა დაიღუპა მას შემდეგ 2 წელი გავიდა და აქ არ ამოვსულვარ
-ძალიან ცუდია
-ჰო, თან ძალიან
-ცოტახნით კიდევ დარჩები აქ? თუ რათქმაუნდა არ გეჩქარებათ პატარა ქალბატონო
-არა არ მეჩქარება
-წამოდით მაშინ, რადგან სასაფლაოზე ვართ, ბაბუათქვენის სასაფლაოზე დავჯდეთ, თუ ბაბუა არ გვიწყენს-გაიღიმა ოდნავ შესამჩნევად
-არა, არამგონია გაბრაზდეს
-წამო, კარგი აბა მითხარი რამდენი წლის ბრძანდებით პატარა ქალბატონო?
-18
-მართლაც, რომ პატარა ბრძანდებით პატარა ქალბატონო-გაეცინა ბიჭს
-თქვენ?
-27 ვარ მე
-ვაუ, ძალიან დიდის ყოფილხართ
-ნუ მომმართავ თ-ებით თორე ბებერი მგონია ჩემი თავი
-კარგი-გაიღიმა ნაიამ
-რა არის შენი ჰობი?
-კითხვა, სიმღერა და მოთხრობების წერა
-მართლა? ვაუ, კარგია
-ჰო, მიყვარს ეს სამი საქმე, თავისუფალ დროს სულ ამას ვაკეთებ
-ძალიან კარგია, რა ჟანრის მოთხრობებს წერ?
-ძირითადად სიყვარულზე
-შეყვარებული ვარო პატარა ქალბატონო?
-არა ნამდვილად, ჯერ-ჯერობით არავინ შემყვარებია
-ეს კარგიცაა
-ალბათ, თქვენ ეკლესიაში იყავით ჰო?
-კი გახლდით, სტიქაროსანი ვარ
-ძალიან კარგია, მე ეკლესია ძალიან მიყვარს, რომელ ეკლესიაში მსახურობ?
-წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში
-ერთხელ აუცილებლად გესტუმრებით იქ
-დიდი სიამოვნებით
-აქ ვიღაც ახალი დაღუპულა, როგორ მწყინს
-ჰო-თავი დახარა მამაკაცმა და სახე ხელებში მოიქცია-ვიღაც ახალგაზრდა დაღუპულა გავიგე, ახალი დასაფლავებულია
-ვაიმე-ცრემლი წამოუვიდა ნაიას-როგორი ცუდია, ნეტა რით დაიღუპა, ღმერთო ესე ახალგაზრდები რატო კვდებიან-მეორე ცრემლიც წამოუვიდა, ბიჭი უყურებდა გაოგნებული გოგონას და თვალში ცრემლებჩამდგარი უყურებდა მტირალ გოგონას, რომელიც გუშინ გაიცნო, არ იცნობდა ახლად დასაფლავებულ ბიჭს მაგრამ იგი გულამოსკვნილი ტიროდა. ბიჭი წამოდგა და ჩუმად ჩაილაპარაკა, ისე რომ გოგონას არ გაეგო
-სწორი არჩევანი გავაკეთე შენ, რომ აგირჩიე-დაიძრა გასასვლელისკენ ნაიამ ახედა და უთხრა
-მიდიხართ?
-ჰო, ჩემი წასვლის დროა პატარა ქალბატონო, თქვენც წაბრძანდით ეხლა სახლში
-ჰო წავალ, არ იცით ეს ადამიანი რითი დაიღუპა?
-ლეიკემია ქონდა
-გოგო იყო?
-ბიჭი
-რა საშინელებაა, უფალმა ნათელში ამყოფოს-პირჯვარი გადაიწერა და საფლავის კარი მიხურა
-დროებით პატარა ქალბატონო
-დროებით მისტერ-გაუღიმა და ორღობეს გაუყვა

საშინელმა კოშმარმა გააღვიძა, ვეღარ იძინებდა, პირი სულ მშრალი ქონდა, ნელა წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა, წყალი დალია და ოთახში დაბრუნდა, უკვე თენდებოდა, დაძინებას აზრი არ ქონდა, ამიტომ წიგნის კითხვა დაიწყო, მთელი დღე სახლიდან არ გასულა, საღამო ხანს თეომ და ანამ დაურეკეს ჩამოვედით და ბირჟაზე გამოდიო, მანაც არ დააყოვნა სწრაფად ჩაიცვა და გარეთ გავიდა, ბირჟა სავსე იყო ბიჭებით, უეცრად ყური მოკრა ლაპარაკს
-როგორ შემეცოდა ბაჩი, არ უნდა დაღუპულიყო, თან ლეიკემია, ერთი იყო ბიჭი ოჯახში, წარმომიდგენია მისი და როგორ იქნება
,,ღმერთო ალბათ ის ბიჭია ბაჩი, ახალი დაღუპული, რომ არის"-ფიქრობდა გულში და გოგონებისკენ დაიძრა
-ბევრი ილაპარაკეს, საღამოს 8-სკენ ნელა გაუყვა გზას სასაფლაოსკენ, ახლა ორმაგად უნდოდა, არა სამმაგად უნდოდა იქ მისვლა, ერთი ბაბუას გამო, მეორე ბაჩის გამო, რომელიც ახალი დაღუპულია და მესამე-მისი შავთვალება მამაკაცის გამო..ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მიუახლოვდა სასაფლაოს, მაგრამ ვერსად მოკრა თვალი, ბაბუას 1 საათი ელაპარაკა და მერე უკვე ორღობეში მიდიოდა, რომ მოესმა მისი საყვარელი, ის თბილი ბარიტონი, რომელიც ასე აგიჟებდა
-ჩემს უნახავად მიდიხართ პატარა ქალბატონო?-წარბი აზიდა სტიქაროსნის ტანისამოსში გამოწყობილმა მამაკაცმა
-მე..
-რა შენ? აწი ჩემს უნახავად არსად არ წახვალ პატარა ქალბატონო-თითი დაუქნია გოგონას და ნელი დინჯი სვლით მიუახლოვდა მას-წამოდი ვილაპარაკოთ თუ გსურს
-კარგი, რაზე?-შეაღეს სასაფლაოს კარები
-რაზეც გინდა ქალბატონო
-ჰმმ...არ ვიცი
-სიმღერა გიყვარს?
-ძალიან, ვგიჟდები, სიმღერის და ცეკვის გარეშე ჩემი სიცოცხლე არაფერია, სიმღერა მაძლევდა სტიმულს და ის მამშვიდებდა როცა ბაბუ დავკარგე
-ჰო?
-კი
-იცი? შენ არ გავხარ სხვებს...მართლა..მე შენნაირი გოგო არ შემხვედრია...განსხვავებული ხარ...საოცრად კეთილი და ყველაფრის გულთან მიმტანი, ძლიერი გოგო ხარ, რაც არ უნდა გაიგო, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს იცოდე არ დაეცე და ძლიერად იდექი
-შენ საოცრად კარგი ადამიანი ხარ, მართლა არ შემხვედრია თქვენნაირი, მზრუნველი ხართ, კარგია, რომ გაგიცანით
-პატარა ქალბატონო, თქვენ მე მკერავთ?-გაიცინი, ჰო, მისმა ღიმილმა კიდევ ერთხელ შეაყვარა ეს მამაკაცი, მისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარია ეს მამაკაცი უყვარდა, სითბოს გრძნობდა მისგან
-მისტერ, იქნებ და მე თქვენ მომწონხართ?-სასაცილოდ აზიდა წარბი ნაიამ
-ოო...ეს რთული სიტუაცია იქნება, გაგიჭირდება პატარა ქალბატონო, თქვენ ჰო მე არ მიცნობთ, იქნებ ის არ ვარ ვინც უნდა ვიყო?
-ჰმმ..მე კი მგონია ის ხართ ვინ ნამდვილად უნდა იყოთ
-ოჰჰ...ჩემო პატარა ქალბატონო! მე შენ მიყვარხარ!-მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა გოგონას სიფრიფანა სხეულს, უცებ ნაიამ სიცივე იგრძნო, მაგრამ მოულოდნელად გათბა, სიცივე ეპარებოდა და აკანკალენდა მის სხეულს, ვერ ხვდებოდა რატომ ვერ თბებოდა საყვარელი მამაკაცის სხეულის საშუალებით, მითუმეტეს, როცა მას ეხვეოდა...თვალები მოიფშვნიტა, სისუსტე იგრძნო, გუგები დაუმძიმდა, ერთმანეთს დააჭირა წამწამები და ძილს მიეცა.

სწრაფად ჭყიტა თვალები, თავის საწოლში იწვა, ირგვლივ მიმოიხედა და მის მეგობრებს როცა მოკრა თვალი წამოჯდა და შეეცადა გაერკვია რა მოხდა
-რა დამემართა?
-ეგ კითხვა მე უნდა დაგისვა შენ, ქალბატონო-წამოდგა ფეხზე ზურა
-უკაცრავად? თეო, ანა, თათა, მითხარით რა მოხდა
-დაგეძინა
-სად?
-ბაბუაშენის სასაფლაოზე, ზურა მაქეთ ჩიხში ჰო ცხოვრობს და მაშინ გამოუვლია და დაგინახა რომ წაიქეცი
-წავიქეცი?
-დიახ
-კი, მაგრამ იქ..ის..
-ვინმეს ელოდი?
-იქ ის იყო-ცრემლები სდიოდა სახეზე
-იქ არავინ იყო შენს გარდა და უნდა გაიგონო
-მე დაგიმტკიცებთ ამას, წამოდგა და სწრაფად გავარდა სახლიდან
-სად მიდიხარ?-მიაძახა ზურამ
-ეკლესიაში-მოკლედ მოუჭრა ნაიამ და გაუყვა გზას წმ.ნიკოლოზის მონასტრისკენ

შიგნით შესულს სიმშვიდე დაეუფლა, უფლის უფრო ახლოს ყოფნას გრძნობდა, მიუახლოვდა ერთ-ერთ სტიქაროსანს
-ბოდიშის მოხდით, აქ სტიქაროსანი იყო, მამაკაცი, შავი თვალებით, კურნოსა ცხვირითა და მოშვებული წვერით თუ შეგიძლიათ დაუძახოთ?
-დარწმუნებული ხართ რომ მაგ ადამიანს ეძებთ?
-დიახ, მას თავად ვესაუბრე და მითხრა, რომ ამ მონასტერში იყო სტიქაროსნად
-თქვენ ბაჩიზე საუბრობთ, იცით ის სულ 10 დღეა რაც დაიღუპა, ალბათ არ იცოდით, მას ლეიკემია ქონდა, მან იმ დღეს აქ მოსვლა ითხოვა და თავის ტანისამოსი ჩაიცვა, აქ განუტევა სული
-ღმერთო, დარწმუნებული ხართ?-ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა გოგონას
-დიახ, ვწუხვარ, რომ ის ვერ ნახეთ-მამაკაცმა მხარზე ხელი დაადო და ჯიბიდან ერთჯერადი სალფეთქი მიაწოდა
-მე..უნდა წავიდე...მადლობთ რომ მითხარით-ტირილით წავიდა სასაფლაოსკენ, ჰო! შედგა! შეეშინდა! ატირდა, როცა ბაბუას საფლავის უკან დაინახა სტიქაროსნის ფორმაში გამოწყობილი, სანთლით ხელში მდგარი, შავთვალება, კურნოსა ცხვირიანი და წვერმოშვებული მამაკაცი..საფლავს მიუახლოვდა და შედგა, როცა ძირს დაწოლილი გოგონა შეამჩნია, ნელა მიუახლოვდა
-უკაცრავად, გოგონა-ფრთხილად შეეხო გოგოს მხარს, გოგომ თავი მაღლა ასწია, როცა ნაიას სახეს გადააწყდა დენდარტყმულივით წამოხტა ფეხზე და ცრემლები წამოუვიდა
-შენ!-ხელს იშვერდა გოგოსკენ და თან ტიროდა
-...
-შენ.. შენ მესიზმრები უკვე 4 დღეა, როგორ ზიხარ ჩემს ძმასთან ერთად და საუბრობ
-რა?-ნაია შეშფოთდა, გაქვავდა არ იცოდა რა ექნა
-ჰო, რატომ შენ? შენ რატო მესიზმრები?-გოგონა ტიროდა, ნაიამ უკან დაიხია და გიჟივით გაიქცა სახლში, ბარგი ჩაალაგა და თბილისში წავიდა..!

9წლის შემდეგ...

-როცა ჩავალ სოფელში დაგირეკავ-მიუგო ტელეფონში ნაიამ დედას
-...
-კარგი გაკოცე-დაემშვიდობა და ყვავილების მაღაზიას მიუახლოვდა

-ქრისტე აღსდგა!-მიესალმა ნაია გამყიდველს
-ჭეშმარიტად! მრავალს დაესწარით რას ინებებთ?
-1 გერბერის თაიგული მინდა და 3 ვარდი
-აი ინებეთ
-გმადლობთ-გაუღიმა გამყიდველს და მანქანა დაქოქა

-ქრისტე აღსდგა!
-ჭეშმარიტად!-გაისმოდა ეს შეძახილები, ყველა ერთმანეთს ულოცავდა, 9 წლის მერე ჩამოვიდა ისევ ნაია სოფელში, სასაფლაოს კარი ფრთხილად გააღო, სასაფლაოზე მოეყარათ თავი ხალხს, ისმოდა წითელი კვერცხის ჭახუნის ხმა, აგორებდნენ წითელ კვერცხებს და სვამდნენ მათ შესანდობარს...ფრთხილად მიუახლოვდა ბაბუის საფლავს
-ქრისტე აღსდგა ბაბუ!-გაუღიმა სურათზე ბაბუას და წითელი კვერცხი გააგორა მის საფლავზე, პასკაში სანთელი ჩაარჭო და საფლავზე დადო, გერბერის თაიგული კი გვერდზე მიუდო, იქვე მოავლო თვალი კარგად ნაცნობი ადამიანის საფლავს, იქ უამრავ ადამიან მოეყარა თავი, შეამჩნია იქვე შავთმიანი გოგონა, გოგო, რომელიც ბოლოს ნახა მისი სიყვარულის საფლავზე, მის გვერდით შავებში ჩაცმული ხნიერი ქალბატონი, რომლის თმენსაც აქა-იქ შეჰპარვოდა ჭაღარა. ვარდები დაიკავა ხელში, კვერცხი და პასკა სანთლით მოიმარჯვა და ნელა მიუახლოვდა სასაფლაოს, მისი ბაჩის სასაფლაოს, შავთმიანმა გოგონამ ახედა ნაიას და გაშეშდა! სუნთქვა გაუჭირდა! დაიბნა! მძიმედ გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი, თვალს ადევნებდა ნაიას ყოველ ქცევას
-ქრისტე აღსდგა ბაჩი!-გაუღიმა საფლავის ქვაზე დახატულ მამაკაცს, კვერცხი გააგორა, ვარდები დააწყო საფლავზე, სანთელს მოუკიდა და პასკაში ჩაასო, ნელა გამობრუნდა, ყველა გაკვირვებული უყურებდა უცხო გოგონას
-იცნობთ?
-ვინ არის?-ყველა ერთმანეთს ულაპარაკებდა ამ სიტყვებს, სწრაფად წამოდგა შავთმიანი გოგონა და დაიძახა
-ნაია-ნაია შედგა, გაშეშდა, ნელა მიტრიალდა გოგოსკენ
-ნაია, ეს...ეს წერილი...მეე...ჩემი ძმა დამესიზმრა და ეს სიტყვები ეწერა იქ-მიაწოდა ფურცელი ნაიას, გოგოს ცრემლები სდიოდა, ფურცელი ნელა გახსნა და უფრო მწარედ აქვითინდა
-რა ხდება მარიამ?-წამოიჭრა შავტანისამოსში გამოწყობილი ქალი
-დედა გაჩერდი-გააჩერა მარიამმა
-ნაია, შენ მას შეუყვარდი-ცრემლები უფრო წამოუვიდა, ვერავინ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა იქ, მაგრამ ყველა ტიროდა, ყველას ესმოდა ეს ტკივილი, ქალი აქვითინდა, მარიამს მიუახლოვდა და ჩაეხუტა
-ნაია, შენ მას შეუყვარდი, იცი როდის? მერე...როცა უკვე..-ვეღარ ამთავრებდა
-როცა მე საფლავზე ბაბუაჩემის საფლავზე ძირს ვიჯექი, მარიამ არ იტირო, მეც...მეც მიყვარს...დღემდე მიყვარს-ნაიას ცრემლები დიოდა და მარიამს უყურებდა
-მასაც უყვარხარ, ახლაც უყვარხარ პატარა ქალბატონო-მარიამი მიუახლოვდა და ნაიას მაგრად ჩაეხუტა..მარიამის მიცემული ფურცელი ამოიღო რაღაც დაწერა და ფურცელი საფლავთან დადო..!

14:08:2015

-გამარჯობა ბაჩი, დღეს ჩემი დაბადების დღეა, მე 27 გავხდი, აი ხედავ? შენი პატარა ქალბატონი გაიზარდა, შენ პატარა ქალბატონს ძალიან უყვარხარ ბაჩი-გაუღიმა საფლავის ქვაზე გამოსახულ მამაკაცს
-პატარა ქალბატონო! მე შენ ისევ მიყვარხარ!-მოესმა მონატრებული, ისევ ისეთი თბილი და სასიამოვნო ბარიტონი, ნელა მიაბრუნა თავი და გაიღიმა, გაუღიმა სტიქაროსნის ფორმაში გამოწყობილ შავთვალება, წვერმოზრდილ მამაკაცს, რომელიც გვერდულად იღიმოდა და გოგონას ხელს უქნევდა...

ესეც ჩემი ახალი ისტორიაა...პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ კითხულობთ, იმედი მაქვს ეს ისტორია მოგეწონებათ..ყველანი ძალიან მიყვარხართ...მადლობა, რომ კითხულობთ...



№1  offline წევრი -ფიფქია)))

ძალიან უცნაური იყო.. belay მაგრამ მომეწონა love

 


№2  offline წევრი ana_180814

აუუ კაი იყო ახლავ ვტირი მიყვარს ამდაგვარი ისტორიები ყოჩაღ კაი იყო ველი შემდრგ ისტორიას❤❤

 


№3  offline წევრი ROLIKA

ვაიმეე გენაცვალეეთ...უღრმესიი მადლობაა...მადლობა, რომ წაიკითხეთ...ძალიან მიხარია როცა აკომენტარებთ...სტიმული მეძლევაა...❤❤❤ მადლობა ყველას ❤❤

 


№4  offline წევრი Inn1

მაგარი იყო..ყოჩაღ ❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ROLIKA

Inn1
მაგარი იყო..ყოჩაღ ❤️❤️❤️❤️

როგორ მიყვარხართ..❤ ძალიან დიდი მადლობა...❤

 


№6  offline მოდერი ანკა

უნიჭიერესი ხარ!!! ცრემლი მომადგა თვალზე ამის კითხვისას...
არც კი ვიცი რა გითხრა, ძალიან ძალიან მომეწონა <3 <3 <3

 


№7  offline წევრი ROLIKA

ანკა
უნიჭიერესი ხარ!!! ცრემლი მომადგა თვალზე ამის კითხვისას...
არც კი ვიცი რა გითხრა, ძალიან ძალიან მომეწონა <3 <3 <3


Dzaaliaan didi madlobaaa cheemooo kargoo <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა . გასივდა გული . ყოველი შენი ახალი ისტორია მაოცებს ყოჩაღ უმაგრესი იყო .

 


№9  offline წევრი ROLIKA

lalita
ვაიმე შენ მგონი ჩემი სიკვდილი გინდა . გასივდა გული . ყოველი შენი ახალი ისტორია მაოცებს ყოჩაღ უმაგრესი იყო .



უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელოო და ტკბილო ❤❤❤

 


№10 სტუმარი mariami

momewonaa magramm ucnaurii istoriaa iyoo saertodd vermivxvdii ramoxda :/

 


№11 სტუმარი Guest megi

Dzalian kargi istoria iyo mokle magram gulshi chamwvdomi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent