შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა - არჩევანის წინაშე


24-07-2015, 17:12
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 673

-ჰეი, კატო, აქ ხარ?- დავუძახე ჩემს შინაგან ხმას და თვალები გავახილე.
-კი,- გაეცინა ხმას.
-გამახსენდა ყველაფერი, ახლა რა იქნება?- ვკითხე მოუთმენლად,- გვირაბში უნდა გავიარო, ან მდინარე გადავცურო?
-ოჰო, საიდან ასეთი გათვითცნობიერებულობა?- ამჯერად გულიანად გადაიხარხარა ჩემმა მეორე მემ.
-დამცინი?- გავბრაზდი მე.
-კი,- არც დაუმალავს საზიზღარს,- სიცოცხლე გინდა?
-შენი აზრით?- კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და ნერწყვი გადავყლაპე. ზუსტად ისე, როგორც ნიკა. სულელი მე...
-რომელი გენატრება? რომელთან გინდა დაბრუნება?
-ჰარუსთან,- დაუფიქრებლად ვუთხარი და მერე დავფიქრდი, რომ ნიკასთანაც მინდა დაბრუნება. ოღონდ ჰარუსთან უფრო მეტად. ის თბილია მზესავით და ნათელი,- მართალია, ჰარუსთან მინდა.
-და არა ნიკასთან?- ჩამეკითხა მეორე მე.
-ნუ ხარ ბოროტი,- გავბრაზდი მე,- ხომ იცი, რომ მის მიმართაც ვგრძნობ რაღაცას, ოღონდ არ ვიცი რას და რაც მთავარია არ ვიცი რატომ. ის ხომ ჩემი მტერია...
-მტერი?- გაეცინა ხმას,- სასაცილო ხარ. უბრალოდ გულს მიენდე და ტვინი გამორთე. გული უკეთესი მრჩეველია.
-ჰარუკო!- ვიყვირე მე,- ჰარუსთან მინდა და მომეშვი. გამიყვანე აქედან.
-არჩევანი გააკეთე და გაგიყვან.
-კიდევ ერთხელ გაგიმეორო? ჰარ...- უეცრად თითქოს ყელში ხელი წამიჭირეს და სუნთქვა შემეკრა,- ნიკასთან მინდა,- ამოვიხრიალე და ცრემლი წამსკდა.
არაფრის ღირსი არ ვარ. ნუთუ მინდა დაბრუნება იმიტომ, რომ ვნახო ადამიანი, რომლის მამამაც ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია? ნუთუ მხოლოდ ამის გამო მინდა ცხოვრება? არა, უნდა დავბრუნდე და გადავიყვარო ნიკოლოზ ხარზიანი.
გადავიყვარო?
მგონი მაზოხისტი ვარ და აქამდე ამას ვერც ვხვდებოდი!
ისე, რომ დავფიქრდე სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებო, საკუთარი თავისთვის მინდა სიცოცხლე.
-გთხოვ, დამაბრუნე უკან,- მოვიწმინდე ცრემლები,- გთხოვ. არ მინდა სიკვდილი. ჯერ ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ძალიან ბევრი... ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ჯერ სულ ახალგაზრდა ვარ და ცხოვრებაც არ მინახავს... არ მინდა სიკვდილი, არა...
-ესეც შენი არჩევანი,- მითხრა თბილად ხმამ,- ჯერ შენს თავზე იფიქრე, მერე სხვებზე. როდესაც საკუთარ თავს დააფასებ, მერე შეძლებს სხვა შენს დაფასებას. არასოდეს დააყენო სხვა შენზე წინ. ვინც არ უნდა იყოს. გიყვარდეს შენი თავი, თორემ ვის რაში სჭირდება ისეთი ადამიანის სიყვარული, ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს?
გიყვარდეს შენი თავი - კარგი იდეაა, თუკი ძირითადი არ გახდა შენს ცხოვრებაში. ამ იდეით ცხოვრობს ბევრი, თავს ყველანაირ კომფორტს უქმნის, მოგზაურობს... მაგრამ უცნაურობა ისაა, რომ ადამიანი უფრო და უფრო მეტად გრძნობს დაუკმაყოფილებლობას, სწყინდება ადვილად ყველაფერი. ნაკლებად ახარებთ მცირედი და ინტერესსაც სულ უფრო ცოტა რამ იწვევს... მე კი მინდა ცხივრებით ტკბობა ვისწავლო.
-და კიდევ, დროა ისწავლო საკუთარი ემოციებსა და გრძნობების კონტროლი. და ბოლოს, სანამ გაგიშვებ, მინდა ერთი რამ დაიხსომო: როგორი პრინციპებიც აქვს ქალს, ისეთივე მამაკაცი ჰყავს გვერდით.
-მაგრამ...- ვცადე შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ უეცრად გარშემო ყველაფერი დატრიალდა და თავბრუ დამეხვა.
როდესაც თვალი გავახილე ორი ადამიანის სილუეტი დავინახე. ისევ დავხუჭე თვალები და ღრმად ჩავისუნთქე.
-კატო...
-კატო...
ჰაჰ, ნიკა და ჰარუ... ორივენი აქ არიან. ნეტა რით დავიმსახურე მათი ასეთი აღელვება? აჰ, გამახსენდა. დანა... თეთრი ოთახი, თუ რაც იყო, ჩემი შინაგანი ხმა...
ისევ გავახილე თვალები და ამჯერად უკვე გავარჩიე ბიჭების შეშინებული და აღელვებული სახეები.
-ექიმო,- იყვირეს დუეტში. ამათ ორივეს ასეთი მჟღერი ხმა ჰქონდათ ყოველთვის? თუ ახლა მეჩვენება?
როგორც მერე გავიგე 10 დღე ვიწექი კომაში. დანა სულ მილიმეტრებში ასცდა საძილე არტერიას და ექიმებს არც ეგონათ რომ გადავრჩებოდი, სიმართლე რომ ვთქვათ, ახლაც ძალიან უკვირთ როგორ გადავრჩი. ბატონი გია ძალიან განიცდიდა ჩემს ამბავს, ისე როგორც ალბათ მამაჩემი უნდა განიცდიდეს... კესოს არაფერი ვუთხარით, ესეც ჩემი გადაწყვეტილება იყო. კომიდან გამოვედი და ეს იყო მთავარი.
დაახლოებით 3 კვირაში გამომწერეს და ჩემდა გასაოცრად გაწერის დღეს ნიკამ მომაკითხა საავადმყოფოში. არ ვიცი რა უთხრა ბატონ გიას და რითი დაიყოლა ჰარუ, მაგრამ გამომიცხადა, რომ სრულ გამოჯანმრთელებამდე მასთან ვრჩებოდი.
მე არაფერი მითქვამს. თან ღირდა კი თქმა? მათ უკვე ყველაფერი გადაწყვიტეს უჩემოდ და შეწინააღმდეგება მე სამწუხაროდ არ შემეძლო. ასე რომ კბილების ხრჭიალით დავთანხმდი და წავყევი. მიუხედავად ყველაფრისა, ერთს მივხვდი, ჩემს შურისძიებაზე უარი არ მითქვამს.
უბრალოდ ერთ რაღაცას მივხვდი. ადამიანმა ცხოვრებას ისევე უნდა შეხედო, როგორც ამინდს. ამინდს, ისევე როგორც განწყობას სურვილისამებრ ვერ შეცვლი. თუკი ცუდი ამინდია, ეს ცუდი ამინდი შეიძლება კვირიდან კვირამდე გაგრძელდეს, მაგრამ... ადრე თუ გვიან მზე გამოანათებს. ადამიანი ამას ვერ გააკონტროლებს, მაგრამ აუცილებლად გამოანათებს... ადრე თუ გვიან! განწყობასთან და გრძნობებთანაც ანალოგიური სიტუაციაა. დეპრესია, აპათია, ნერვიულობა - ესენიც რეალურია და ძნელია მათი გაკონტროლება. ალბათ ისევე შეუძლებელი, როგორც ამინდის კონტროლი. მაგრამ, ესეც გაივლის... როგორც ამინდს ვეგუებით, ხანდახან ასე უნდა შევეგუოთ ჩვენს განწყობას და გრძნობებს და ეს აუცილებლად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ.
დღეს საშინელი დღე მაქვს, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა. მე ვერაფერს გავაწყობ და უბრალოდ უნდა გადავაგორო ეს დღე.
ნიკასთან სახლში ისე მივედით, ხმა არ ამოგვიღია არც ერთს. დიდად თბილი მოგონებები არ მაკავშირებდა ამ ადგილთან, ამიტომაც შევიშმუშნე ნაცნობი ინტერიერის დანახვისას.
-სახლი მთლიანად შენს განკარგულებაშია,- მითხრა ნიკამ,- გვერდით ჯაბა ცხოვრობს, მაგრამ არ შეაწუხო, არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები,- დაასრულა მკაცრად.
-თქვენ რა, ერთად ცხოვრობთ?- გამიკვირდა მე.
-ერთად არა, მეზობლად,- შემისწორა სერიოზული სახით ბიჭმა.
-გასაგებია,- დავუქნიე თავი მეტი დამაჯერებლობისათვის,- სად დავიძინებ?
-ოთახი უკვე მზადაა შენთვის. დამლაგებელი ყოველ დილას მოდის, 8 საათზე. სახლის დალაგების მერე სადილსაც ამზადებს. მას დაეხმარები.
-არ ვარ კარგი მზარეული,- ავიქნიე ხელი. ეს მაკლდა სრული ბედნიერებისათვის.
-ისწავლი,- მითხრა ისე, რომ ვერც კი შევეწინააღმდეგებოდი. მისი ტონი მბრძანებლურ-მომთხოვნი იყო.
-შემიძლია ჩემს ოთახში წავიდე?- ვკითხე გაბრაზებულმა
-მიდი, კარზე ფირფიტაა წარწერით, არ აგერევა,- გაეცინა ბიჭს.
გაბრაზებულმა შევხედე და წავლასლასდი ჩემი ოთახის მოსაძებნად.
„მღრღნელი“ - წავიკითხე ერთ-ერთ კარზე.
-ნიკოლოზ ხარზიანი, ვერ გიტან!- ვიყვირე მთელს ხმაზე და შემიძლია დავიფიცო, რომ მისი სიცილი გავიგე სანამ კარს მივაბრახუნებდი.
ოთახში შესულმა ინტერესით მოვავლე თვალი ფართს, სადაც უნდა მეცხოვრა ცოტა ხანს. ოთახი დიდი და ნათელი იყო. ფანჯრიდან ლამაზი ხედი იშლებოდა. ავეჯიდან ოთახში იყო დიდი საწოლი, პატარა ტუმბო, საწერი მაგიდა, კარადა და სავარძელი-საქანელა. პლიუს ამას, მქონდა საკუთარი აბაზანა დიდი დუშ-კაბინითა და უზარმაზარი ჯაკუზით.
ჰაჰ, კომფორტული მაინც იქნება ჩემი აქ ყოფნა.
საძინებელში დაბრუნებულმა ტანზე გავიხადე და საწოლზე დავწექი ისე, რომ არც კი გამიშლია. მომენტალურად ჩამეძინა. გამეღვიძა უკვე გვიან საღამოს. სხეული აშკარად ბუნტს მიცხადებდა, თითოეული კუნთი მტკიოდა. თავი ვაიძულე და წამოვდექი. ჯინსები და მაისური ჩავიცვი და მაცივრის პოვნის იმედით გავედი ოთახიდან. ჩემი მუცლის ხმა მე თვითონაც მაწუხებდა.
ნიკა სტუდია-ოთახში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. მომეწონა ოთახი ძალიან. მთელს კედელზე ფანჯარა, საიდანაც სჩანდა ღამის ქალაქი. კომფორტული დივანი, სტერეო სისტემა და უზარმაზარი ტელევიზორი.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო?- მოსწყდა გაზეთის კითხვას ბიჭი.
ჰარუც ასე მომესალმა... თითქოს ეს ყველაფერი წინა ცხოვრებაში იყო. უნდა დავურეკო, უკვე მომენატრა.
-მშია,- ვაჯახე პირდაპირ.
-საჭმელი უნდა დაიმსახურო,- შემომღიმა ბიჭმა.
-ხარზიანი, ნამდვილი იდიოტიხარ. მე ჯერ კიდევ სუსტად ვარ. ჭამა მჭირდება.
-ბატონი დამიძახე.
-არც ვიფიქრებ,- ავიბზუე ცხვირი.
-მაშინ საჭმელს ისევე ვერ ნახავ, როგორც საკუთარ ყურებს.
-ბატონო, შეგიძლიათ საჭმელი მაჭამოთ?- რამდენიმე წუთიანი ფიქრის მერე გამოვცარე კბილებში მე.
-შემიძლია,- კმაყოფილმა შემომცინა და წამოდგა.
სამზარეულოში გავიდა და მეც გავყევი. მაცივრიდან პატარა ქვაბი გამოიტანა და გაზზე დადგა, რამდენიმე წუთში კი ღრმა თეფშზე დაასხა და წინ დამიდო. სუპი! ბე, არ მიყვარს.
-ჭამე,- მანიშნა ბიჭმა და კოვზი ახლოს მომიწია.
-არ მიყვარს,- მოვიშორე მე.
-გჭირდება,- ისევ ეს მბრძანებლური ტონი.
-მადლობა,- ძალიან მინდოდა ენა გამომეყო, მაგრამ თავი შევიკავე. ზედმეტადდაცინვის უფლებას აღარ მივცემ.
-ნიკა, ჩემი შავი საქაღალდე აქ ხომ არ დამრჩა?- შემოვიდა სამზარეულოში ჯაბა და მაშინვე შეეცვალა სახე.
-არ ვიცი,- მხრები აიჩეჩა ნიკამ.
-ეს აქ რას აკეთებს? და საერთოდ ცოცხალი რატომაა?- იკითხა ბიჭმა ამრეზით.
-ჩვენს დიასახლისს დაეხმარება,- მშვიდად უპასუხა ნიკამ.
-ხუმრობ?- გაოცდა ჯაბა.
-მეტყობა, რომ ხუმრობის ხასიათზე ვარ?-გაღიზიანდა „ჩემი ბატონი“.
მთელი მათი დიალოგის განმავლობაში მე მშვიდად ვჭამდი საზიზღარ სუპს და ვაიგნორებდი ჯაბას გამანადგურებელ მზერას.
ჯაბამ პასუხიც არ გასცა ნიკას, უბრალოდ ზურგი გვაქცია და სამზარეულო დატოვა. ალბათ გეგმებს ადგენდა თუ როგორ გავენადგურებინე. მშვენივრად შევამჩნიე მისი მზერა, სანამ ზურგს გვაქცევდა.
...
დილას უინტერესოდ ვუყურებდი როგორ აკეთებდა დიასახლისი სადილს. თავად მითხრა უარი. დიასახლისიც კი ისეთივე ჰყავს, როგორიც თავად არის - უხეში და ავი.
-საჭმელი მიკროტალღურ ღუმელშია. საღამო, 7 საათისათვის ჩართე 90 გრადუსზე და 25 წუთი დააყენე.
-კარგი,- უემოციოდ ვუპასუხე მე.
როდესაც დიასახლისის უკან კარი დაიკეტა, სავარძელში ჩავჯექი. ასე თუ ისე მაინც უნდა გადავუხადო „მადლობა“ იმისათვის, რომ მასთან ვცხოვრობ და მაჭმევს. არ ვაპირებ მისი სათამაშო გავხდე. ბავშვობიდან ვისწავლე გადარჩენისათვის ბრძოლა, მაგრამ თავმოყვარეობა არასოდეს დამიკარგავს, ხარზიანი კი ყველანაირად ცდილობს ჩემი თავმოყვარეობის შელახვას... ვანახებ როგორ უნდა ასე მოქცევა.
შემდეგი რამდენიმე დღე აბსოლუტური მორჩილება ვიყავი. არ ვაკეთებდი არაფერს ზედმეტს. ხმასაც კი არ ვიღებდი, თუკი არ მკითხავდა ნიკა რაიმეს. ვხვდებოდი, რომ ეჭვის თვალით მიყურებდა... ძალიან კარგი, ხვდება რომ რაღაც ჩავიფიქრე და ალბათ ეცდება მოემზადოს, მაგრამ ვერასოდეს მიხვდება რა ჩავიფიქრე და შესაბამისად უფრო ძლიერ ეფექტს მოვახდენ...
დილა უინტერესოდ დაიწყო. იმ სადისტმა გამაღვიძა და მაიძულა მისთვის თურქული ყავა მომეხარშა. მოვითმინე...
შესვენებაზე სახლში მოვიდა, რასაც უკიდურეს შემთხვევებში აკეთებდა ხოლმე და მაიძულა ორჯერ გამეცხელებინა სადილი... ამჯერადაც მოვითმინე.
სახლიდან გასვლის წინ მომიბრუნდა და გამომიცხადა:
-ვახშამზე სუში მინდა.
-კარგი, ნიკა-სან!- დავუკარი თავი მე.
-მასხარა,- გაეცინა ბიჭს.
მე კი დავიწყე საღამოსთვის მზადება. პირველ რიგში ნიკას ოთახში შევედი და მისი თეთრი პერანგი ავიღე. მერე კი ინტერნეტ სივრცის დახმარებით დავიწყე სუშის მზადება.
9 საათისათვის უკვე ყველაფერი მზად იყო. დაბალი მაგიდა გაშლილი 2 ადამიანზე, სახლი ბრის შუქით განათებული, მე კი „საზეიმოდ“ გამოწყობილი. როგორც კი კარის ხმა გავიგე, მაშივე მისაღებში გავედი და თავი დავუკარი მოსულებს:
-კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, ბატონო. ვახშამი მაგიდაზეა,- რაც შემეძლო ნაზად ვუთხარი.
ნიკა კი მიყურებდა ისეთი სახით, თითქოს მშობლიური ენაც კი დაავიწყდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent