შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანდიტი და მე ( Part VII )


25-07-2015, 03:53
ავტორი Beatrixkiddo
ნანახია 3 348

სიგარეტს მოვუკიდე და მეთერთმეტე კლასის ისტორიის წიგნი სპარტაზე გადავშალე. დინჯად ვკითხულობდი, ნელა ვფურცლავდი და 300 სპარტელის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას გონებაში გრაფიკულად აღვიქვამდი. ლეონიდასის ბოლო სიტყვებს ვკითხულობდი: „ჩვენ ამ ღამეს ჰადესთან ვისადილებთ“,როდესაც სიგარეტის ფერფლი დაეცა გვერდს, წიგნი გვერძე გადავდე, ფანჯარა გამოვაღე და საწოლში მოვკალათდი. ძილბურანი მალევე მომერია. ხშირმა კაკუნმა გამომაღვიძა, გიჟივით წამოვფრინდი, მოკლე მაიკისა და ტრუსის ამარა იარაღს ხელი ვტაცე, ფეხაკრეფით გავექანე კარებისკენ და უხეშად გავაღე. კარებთან უცნობი ტიპი დამხვდა. თეთრი საროჩკა სრულიად ჩახსნილი ჰქონდა, შავი წვერი საკმაოდ მოშვებული ჰქონდა და თმა აბურძგნული.
- კატო შენ ხარ?
გაკვირვებულმა მკითხა და ჩემი შავი ტრუსისგან თვალებს ვერ აცილებდა, მე გაკვირვებულმა დავუქნიე თავი, იარაღიანი ხელით თავი მოვიქავე და მან უკან გადადგა ერთი ნაბიჯი.
- რამე კარგი მიზეზი მითხარი, რატომ ამაყენე და შუბლზე ხვრელს გადაურჩები.
ბიჭი გაგიჟებული მიყურებდა, ცალი ხელით წვერს იფხანდა და მეორე ხელით გაღებულ კარებს მიეყრდნო. ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ის იყო, რომ კინაღამ ვესროლე, მისმა საუბარმა გამაჩერა.
- დიდხანს გეძებდი, გავიგე კარგი მძღოლი ხარ, ხოდა შემოთავაზება მაქვს შენთვის. გაბროსგან თანხმობა მაქვს, წინასწარ რომ იცოდე.
იარაღი მაშინვე დავუშვი, გაბროს სახელს უაზროდ არავინ ისვრიდა და მივხვდი, სავარაუდოდ საიდან და ვისგან იყო გამოგზავნილი. შემოვიყვანე და პირდაპირ კრესლოში ჩაჯდა.
- დალევ?
- საჭესთან ვარ? ცივი წყალიც მეყოფა.
სამზარეულოში გავედი და გზაში ჩემს ოთახში შევისეირნე, იარაღი დავტოვე და შორტებიც ამოვიცვი. წყლის ჭიქა წინ დავუდე და მანაც ერთ ამოსუნთქვაში დაცალა. იდაყვები მუხლებზე დაიდო და სერიოზული სახით განაგრძო ლაპარაკი.
- ამ უბანში, როგორც იცი იმ ღორს უნდა ბიზნესის დატრიალება, დიდი სასტუმრო უნდა ავაშენოო გაყვირის, მერიაშიც შეიტანა განცხადება, დაზიანებულია უბნებში სახლებიო, კომპენსაციაც შემოგვთავაზა, მაგრამ არავის უღის ამ უბნის დაშლა.
- და შენ რა ინტერესი გაქვს?
თვალები აუთამაშდა
- მე გამომგზავნა ბენომ. იცი ალბათ ვინცაა?
გული ამიჩქარდა. ბენო იყო თბილისსში ყველაზე ცნობილი და უცნობი ბიჭი. ელიტიდან დაწყებული მაწანწალებით დამთავრებული ყველა მასზე ლაპარაკობდა. სასწაული მანქანების კოლექციის პატრონი იყო და ყველა არალეგალური რბოლა მის სახელს უკავშირდებოდა, ხოლო მისი სახე, არავინ იცოდა როგორი იყო. ანონიმურობა ხელწამოსაკრავი პრიორიტეტი არ არის, როდესაც მთელი პოლიციის რაზმი შენზე ეძებს სამხილს.
- გასაგებია, ჩემგან რა უნდა ?
- იმ ტიპს , ცოტნეს, ფული უტრიალებს ძირითადად ნარკო-ვაჭრობით, ტრაილერები, ხომ იცი, იკრა რომ აწერია, სუფთა ჰეროინი გადააქვთ საზღვარზე, ეს დამპალი კიდე კრიშავს მიმღებებს, ამიტომ ფულს უხდიან. ხოდა ჩვენ მანქანებით უნდა გადავახვევინოთ მაგ ტრაილერს გზიდან, ან ვაფშე გავაქროთ, რომ დროებით ფორა მოგვეცეს, მერე ბენო მიხედავს მაგ ცოტნეს. შენ გევალება ერთ-ერთი მანქანის ტარება, სულ სამნი ვიქნებით, მე შენ და გაბრო. რამეს მოვახერხებთ.
- ეს როდის ხდება?
გაკვირვებულმა ვიკითხე, რადგან ჩემი მანქანა სრულადაც არ იყო სამართავ მდგომარეობაში, ჯერ კიდევ ბუტკასთან დატოვებული ბამპერის სურათი წარმომიდგა თვალწინ, როდესაც გაღიმებულმა ახალგაზრდამ ორი თითი აწია.
- ორ დღეში?
- არა, საათში.
მაშინვე წამოვარდი ფეხზე, მაგრამ ძლიერმა მკლავმა ნელა დამაბრუნა ისევ სავარძელში.
- მანქანებს ბენო უზრუნველყოფს, უბრალოდ ტრაილერები ძალიან ადრე ჩამოდიან, დათქმულ დროს არა, ალბათ დაცვაც ნაკლები ეყოლება და ამით უნდა ვისარგებლოთ.
ადრენალინის წამოსვლა თითის წვერებიდან ვიგრძენი და ელვისებური სისწრაფით თავისკენ წამოვიდა. სიგარეტს მოვუკიდე და სიამოვნებით გავაბოლე.
- ბენო, ბენო, რა სტრანნი ტიპია ვაფშე, რა უნდა? ოღონდ ზედმეტი ფორმალობების გარეშე. ან ეგეთი რა მახინჯია, თავს რომ ვერ აჩენს, კვაზიმოდოა? თუ ძაან ჩაფლულია კრიმინალებში.
ბიჭს გაეცინა და წინ წამოიწია.
- ეგეთი თამამიც ნუ ხარ, არ გაგიგოს.
თვალი ჩამიკრა. სიგარეტი გამომართვა და თვითონ გააგრძელა მოწევა.
- ჭკვიანია, მეტი არაფერი.
თამამად ჩაილაპარაკა და მე ცალყბად გამეღიმა.
- რაზე გეღიმება,მე ისეთი ერთგული ვარ ბენოსი, როგორც შენ გაბროსი, თუ მართლა ძმაკაცები ხართ და მეტი არაფერი.
- ეგეთი თამამიც ნუ ხარ, არ გაგიხვრიტო შუბლი.
ახლოს მივედი , შუბლზე ვაკოცე და ოთახში გავედი, გამოსაცვლელად.
- ამას მართლა არაფრის არ ეშინია...
თავისთვის ჩაილაპარაკა და გარეთ გავიდა, იქ მელოდებოდა მანამ გამოვიცვლიდი. ჩემი შავი მაღალწელიანი შორტები ჩავიცვი და შავი მაიკა, თავზე ნაქსოვი ჩამფხუტი დავიხურე და ავიკეცე, ამ ზაფხულში, სახეზე ნაქსოვს ვერ გადავიფარებდი, მანამ საჭიროარ გახდებოდა. ფეხზე თეთრი, ჯარისკაცის ბატინკი ამოვიცვი და გარეთ გავედი.
- ეს შორტები არ ჯდება, რაღაც ბანდიტის ვიდში.
- მერე ვინ თქვა რომ ბანდიტი ვარ?
- აბა ვინ ხარ?
- კატო, შენ ?
- მე ერეკლე.
არ დაიბნა და თავისი მანქანის კარები გამიღო. აშკარად შელბის ფორმა ჰქონდა, მაგრამ არც ნომერი და არც სანიშნე არ გააჩნდა. ოხ ეს ბენო და მისი ანონიმურობა. ტელეფონი ავიღე და გაბროს დავურეკე.
- გამოხვედით?
- არა, ეხა მოგაკითხავთ და ერთად წავალთ, მისმინე, არ უნდა გამაფრთხილო ვიღაცას რომ გზავნი? კინაღამ შუბლი გავუხვრიტე.
- უაზროდ არავისთვის გისვრია და რაღა მაგას მოკლავდი.
გაეცინა გაბროს. მე ნერვიულობა ხმაზე მეტყობოდა და გაბრიელისთვის ეს დიდი არაფერი არ იყო, ძველი დროის გახსენებას უფრო ჰგავდა ტრაილერების გატაცება, ვიდრე ახალ საქმეს. სახლიდან ბოლო ნივთი გამოვიტანე, შორტის უკან ჩავიდე და გაბროს გავუარეთ.
- ერთად რატომ არ ცხოვრობთ? მეგობრობის პონტში, უფრო გაასწორებდა ერთად არა?
- არ მაქვს გაბროს ნაშების თავი და არც იმას ჩემი ნაშების თავი.
ამაზე ხმამაღლა გაეცინა ერეკლეს, მე კი მობეზრებული სახით გავხედე და სიგარეტს მოვუკიდე.
- მოიცა, მართლა გყავს?
- ნაშები? ხო, გაწევრიანება გინდა კატოს ბიჭებში?
- კატოს ბიჭები... ეს ვინ გადავიკიდე....
თავისთვის ჩაიჩურჩულა და გაბროს სახლთან რესკად მოატრიალა მანქანა. ჩაცმული გაბრო სიგარეტს ეწეოდა კიბეებზე შემომჯდარი და კარები გამოაღო. აშკარა იყო, რომ 3 კაცი 2 კარიანში ვერ ჩავეტეოდით, ამიტომ გვერდით გადავიწიე და მძღოლს ჩავუჯექი კალთაში.
- რაიყო, რას შეშფოთდი, კარგი მძღოლისთვის ეს ახალი ხილი არ უნდა იყოს.
ხელები მოვხვიე კისერზე და გაბრო თავს უკმაყოფილოდ აქნევდა, თან მიესალმა უცნობს.

მთელი გზა თავბრუდამხვევი სუნამოს სუნს ვგრძნობდი და განაბული ვეხუტებოდი უცნობს, რატომღაც სახელი ან არ მითხრა, ან არ მახსოვდა.
ადგილზე მისულს სამი შავი მანქანა დაგვხვდა, გადაფარებული ჰქონდათ დიდი შავი ცელოფნები. მძღოლები გადავნაწილდით და ტრაილერების გამოჩენას დაველოდეთ. ნელ-ნელა თენდებოდა. ამ დროს რაციაში გაბროს ხმა გაისმა და მე შიშისგან წამოვხტი.
-ესე დავეკონტაქტოდ ერთმანეთს, ხო და ისა, კატო, ზედმეტი სიგიჟეების გარეშე რა. ძალიან გთხოვ.
ჩემებურად ჩავიცინე და რულს მაგრად მოვეჭიდე. ჰაერშივე იგრძნობოდა, რომ დღევანდელი დღე არც ერთ ჩვენგანს არ დაგვავიწყდებოდა, თუ რა თქმა უნდა, სამივე გადავრჩებოდით.
- გაბრო, შენზე ჭორები გავიგე, თბილისში ყველაზე ლამაზ გოგოსთან დადისო.
გაბროს დუმილზე მივხვდი, არ იგრძნო თავი კომფორტულად და მაშნვე რაციას მოვკიდე ხელი.
- ხომ გითხარი, უბრალოდ ვმეგობრობთთქო.
გაბროს ხარხარი რაციის გარეშეც მესმოდა.
- კატო შენ უკან, გაბრო პროწივზე, მე წინ.
ტრაილერის გამოჩენა ვერც შევამჩნიე, ისე გაექანენ ეს ორნი მისკენ, მეც უკან ამოვუდექი ტრაილერს და სიჩქარე ზუსტად დავამთხვიე. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა, ალბათ არც ვუპასუხებდი, რომ არა ქეთას სახელის ციმციმი ეკრანზე.
- რახდება ქეთა? არ მცალია.
- გაბრო არ იღებს და... დღეს ჩემი ძმის დაბადებისდღეა და ორივე დაგპატიჟად, არ მჯერა, მაგრამ ასე თქვა გაცნობა მინდა უფრო ახლოსო.
გაკვირვებისგან კინაღამ მანქანა მომიცურდა, მაგრამ რული მძიმედ დავიჭირე. ქეთას მივულოცე გეგას დაბადებისდღე და ვუთხარი, გაგაგებინებ და შევეცდები მოვიდეთთქო. ტელეფონი გავთიშე და გულმა მწარედ დამიწყო ფეთქვა.
ჩემი რცხვენოდა, ქუჩიდან რახან ვიყავი და გაბროს სახლში ეპატიჟება?
- კატო, გესმის? მანქანას უნდა ვაიძულოთ მარჯვნივ გადაუხვიოს, ავარიული სინათლეებით, თან მალე.
- გასაგებიაა.
რაცია დავადგე და გაბროს ფარები ავუნთე. მანაც დაიწყო ტრაილერთან პატარ-პატარა შეჯახებები, მე უკნიდან მივარტყი, აქამდე მესამე მანქანა ცდილობდა ნელ-ნელა დაეტორმუზებინა რომ ტრაილერი წინ ვერ წასულიყო. მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ტრაილერმა ძლიერად დაამუხრუჭა, გაბრომ მოასწრო სავალი გზიდან გადასხვა და ბარდურზე ავარდა, ბოძს შეასკდა. ჩემი მანქანის წინა მხარე მთლიანად ტრაილერის ბორბლის ქვეშ იყო და ნელ-ნელა იჭყლიტებოდა. მანქანამ ზეთი და ბენზინი გაასხა, გადმოსვლას ვცდილობდი მაგრამ შუშა არ იყო ჩაწეული და კარიც გაეჭედა. ცეცხლის მოკიდებამდე წამები რჩებოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ რაცია ავიღე.
- გაბრო!!! ცოცხალი ხარ?
- თავი გამისკდა, შენ ვერ გხედავ სად... კატოოო ეს შენი მანქანაა?
- გაბრო არ გაბედო აქეთ წამოსვლა, აფეთქდება.
სიტყვა დასრულებული არ მქონდა,როდესაც ვიღაცამ ფანჯრის მინდა ჩატეხა და ჩემი გადმოთრევა სცადა. გაბროს ხელებს მილიონიდან ერთში ვიცნობდი, მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა ვარაუდმა, ნაცნობი სუნამოს სუნი გაერია ბენზინს ჰაერში და მანქანა აალდა. ერეკლე. ჰო ასე ქვია, მგონი,ერეკლე....



№1  offline წევრი Somebody

იუჰუუ ^^ რაკაია
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline წევრი Ce Ce

მალე რა მალეე დადეე
ეს ისტორია განსაკუთრებულად მომწონს

ჰო და კიდევ გააგრძელე რა ძველი ისტორიაც
და ნუ იცი შენ ეს საუკუნოდ დაკარგვაა :***********

კატო და ერეკლეე love

 


№3  offline წევრი Beatrixkiddo

მეგობრებო, ამ ისტორიას კი გავაგრძელებდი, მაგრამ ღამეებს ვათენებ ამათ წერაში რრომ ნორმალური გამოვიდეს დამერე მაქსიმუმ 3 კაცი წაიკითხავს ხოლმე :)))))))

 


№4  offline წევრი meduna

auu 8 tavi ar ari?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent