ბანდიტი და მე ( Part VI )
მანქანა შუქნიშნამდე ზანტად მივიყვანე, ჰაერი ძალიან მძიმედ ტრიალებდა, ზაფხულის ცხელი ჰაერი სიოდ ქროდა. ნელ-ნელა მივაჭირე ტორმუზს, ეტაპობრივად,პირდაპირ ხაზთან გავჩერდი და გვერდით მდგარი მუქი ლურჯი მანქანა დავინახე, შიგნით 40 წლამდე კაცი იჯდა, გრძელმკლავიანი საროჩკა ეცვა, კლასიკური საათი და თმები სულ გადაპარსული ჰქონდა. საშინელი ოფლი ასხავდა და მივხვდი, მძღოლი იყო. მუცელზე დავიხედე, მაიკა ავიწიე და ჭრილობა შევამოწმე, გახსნილი არ იყო, მაგრამ საშინლად მეწვოდა. საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები. რისთვის ვატკინე გული გაბროს? გეგას ნერვების მოსაშლელად? ჯანდაბას, რაც მოხდა, მოხდა. მთავარია ახლა გაბროს ნდობა დავიბრუნო. ისევ გავიხედე მარჯვნივ, ლურჯი მანქანის მძღოლი უფრო და უფრო იძაბებოდა, ხანდახან თვალს აპარებდა ჩემსკენ. უცებ დამარტყა ყველაფერმა თავში. მწვანე სინათლემ გაანათა და ჩვენც ორივემ ერთად დავძარით მანქანა, მე უფრო ნელა წავედი, უკან მინდოდა გავყოლოდი. ამ ლურჯი მანქანით იყო მოსული ის კაცი, რა ერქვა? ცოტნე, ხო. გაბროსთან მოვიდა და მილიონ ნახევარი შესთავაზა მთელს უბანს, გადაუნაწილდებოდა 60 ოჯახს, თითოს ერგებოდა 25 000 ლარი. პირობა იყო რომ ყველა სახლი უბანში უნდა გაყიდულიყო და ბიზნესცენტრი აეშენებინათ. რა თქმა უნდა გაბრომ ჯერ უარი უთხრა, შემდეგ კი ამ ცოტნემ თქვა, მალე დაგშლით ამ ბინძური კატების კამანდასო, თან შავი სობრანიეს სიგარეტი ანთებული დაუგდო გაბროს ფეხებთან. მანდ რომ სროლები ატყდა, ეგ მთელს უბანს ახსოვს. ზოგმა რა მოგვიგონა, ზოგმა რა. სინადვილეში კი არავინ ელოდა, უბრალოდ, რომ ყველა გოგოს და ბავშვებსაც კი იარაღი გვექნებოდა. პირდაპირ იმ კაცს და მის დაცვას მივუშვირეთ, არც უცდიათ წინააღმდეგობა, აწითლებული და გამწარებული გაბრუნდა უკან. აი მაშინ ვისროლეთ ყველამ ჰაერში, გასაფრთხილებლად რომ უკან არ დაბრუნებულიყო. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება, მაშინ კი ამდენი გასროლის შემდეგ ფეხები მიკანკალებდა. როგორ მალე შევეჩვიე სისხლს, სიკვდილს და ძალადობას. მოკალი ან მოგკლავენ. ამ პრინციპით ცხოვრება რთული არ არის, მარტივი ლოგიკაა, უბრალოდ უნდა ცოდნოდა ბატონ ცოტნეს, რომ უნდა შეშინებოდა იმ ხალხის, რომლთაც არაფერი აქვთ დასაკარგი თავმოყვარეობის გარდა და მისი ფული არავის სჭირდებოდა. აბა შემოსულიყო ვინმე ჩვენს უბანში და რომელიმე ბიჭთან წაეკამათა, ან რომელიმე გოგოსთვის ზედმეტი ეკადრებინა. ქუჩაში ჩვენი უბნელები თავაწეულები რომ დადიან, გაბროს დამსახურებაა. მე რომ შიმშილით არ მოვკვდი და ჩემი საყვარელი სფერო, რბოლა აღმოვაჩინე,ესეც მის სახელს უნდა მივაწეროთ. ანგელოზია გაბრიელი, ნუ ქუჩის გაგებით, რა თქმა უნდა. უბანში არც ერთი სკოლა არ არის, ერთი ეკლესიაც კი არ ჩანს, პატარა კერძო სახლები თავიანთი ეზოებით პატარა ლაბირინთს ქმნიან უბანში. მეცამეტე რაიონს ეძახდნენ, ჩემი პატარაობისას, ეხლაც მახსოვს, რა თავხედი ვიყავი, გაბროს მანქანა რომ მოვპარე და იქვე ამლეწეს, აბა მაქედან ვინ გამიშვებდა, უბნისთვის ‘რობინ ჰუდის’ მანქანით. ლურჯმა სედანმა სვლას უკლო, მანქანიდან მძღოლი გადმოვიდა და თამბაქოს მაღაზიაში შევიდა, ცოტახანი ვუყურე, შემდეგ თაროდან ახალგაზრდა პერსონალმა შავი სობრანიე ჩამოიღო, მეტს აღარ დავაყოვნე. დაბურულ მინებს უკან ვიღაცის სილუეტი გამოჩნდა, მამაკაცის, 50 წლამდე.მეც ვისარგებლე მომენტით და ჩემი მანქანა უკან დავძარი. საშინელი ხმა გამოუშვა მანქანამ, როდესაც უეცრად გაზს ბოლომდე მივაჭირე ფეხი, ისრებმა თამაში დაიწყეს ციფერბლატზე. - მაპატიე პატარა, უარესებისთვის გაგიძლია, შევროლე, არ მიღალატო იცოდე! მანქანას თანაგრძნობის ნიშნად ხელი მოვუსვი რულზე და პირდაპირ ლურჯ მანქანას უკნიდან შევასკდი. აირბაგების ამოვარდნის ხმა გაისმა წინა მანქანიდან, მძღოლი გიჟივით გამორბოდა მაღაზიიდან. მანქანა მშვიდად დავუყენე უკვე ჩალეწილი შავი მინის პირისპირ ბატონ ცოტნეს, რომელიც ცდილობდა თეთრი, გაბერილი აირბაგი სახიდან მოეცილებინა, მივუპიპინე. სრულიად შეშფოთებული და შეშინებული იყურებოდა, ერთი წამით შემეშინდა კიდეც, მამისტოლა კაცი, მაგრამ მალევე გამახსენდა, ჭრილობა, რომელიც ჯერ არ შეხორცებულა. - პირველი ხარ, ვისაც მეორე გაფრთხილება დასჭირდა, იცოდე მესამეჯერ აღარ გაგიმართლებს. მოკითხვა გაბროსგან. მანქანა გავაქანე პირდაპირ, შეუჩერებლივ მივდიოდი, უბნამდე შორი იყო, მაგრამ მივასწრებდი, თან მანქანას ვუსმენვდი ხელს. - ეს რა მყავს, რაში ხარ,იმენა რაში! თვითკმაყოფილი ვიღიმოდი და სწრაფად მივქროდი, როდესაც შუა გზაზე ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. მუხრუჭებს ისე მივაჭირე, მანქანა გვერდულად შემოტრიალდა და ჩემი კარი მისფეხებთან გაჩერდა. კარები გავაღე არა , მაგრამ გავანგრიე და საცემად მივდიოდი, როდესაც ხელში სრულიად გალეშილი და არყის სუნად აყროლებული ქეთა შემრჩა. ქეთა გაკვირვებული მიყურებდა, მერე უეცრად ტირილი დაიწყო და მე ვცადე ახლოს მივსულიყავი, დამემშვიდებინე, გამახსენდა, რომ ჩემი ბრალი იყო, მისი ასეთი მდგომარეობა. საპასუხოდ კი რომელიღაც ძვირიანი ბრენდის ჩანთა პირდაპირ სახეში მომხვდა. გაკვირვებისგან წავბორძიკდი და მანქანას მივეჯახე. აქ არ გაჩერებულა, აბობოქრებული ქეთინო და ფეხზე გახდა რომ დაიწყო, სერიოზულად შევშინდი. სასროლად ერთი გაიმეტა და ისიც ამაცილა, მანქანას მოხვდა და მაღალი ქუსლი სულ მოტყდა. - ვაიმე.... ვალენტინო... ქეთიმ ტირილს უმატა და დაფეთებული ვეღარც მივდიოდი დასაწყნარებლად. უკან ათასი მანქანა მიპიპინებდა, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ვიღაც ტიპი უცბად გადმოვიდა მანქანიდან და ქეთას უყვირა. - გადაეთრიოს ეგ მთვრალი ბო*ი ქუჩიდან, ჩაკეტე მოძრაობა ვერ ხვდები შე. სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ის მეორე ფეხსაცმელი პირდაპირ სახეში მოხვდა. ქეთას მოვკიდე ხელი და მანამ გაფსიხებული მძღოლი გამოგვეკიდებოდა, მანქანაში ჩავტენე და მოვწყდი იქაურობას. - შენ არ ხარ ნორმალური, ეს ვინაა ტო. გაბრომ გადაგრია თუ გამოაჩინე შენი ნამდვილი სახე. ქეთა თავჩახრილი იჯდა, უეცრად ხელები სახეზე მიიფარა და ისტერიული სიცილი აუვარდა. ჩამეღიმა, მაგრამ როდესაც 15 წუთი იცინოდა ვეღარ გაუძელი და მეც ავხარხარდი. მანქანა მოტეხილ ადგილას მივაჩერე, მანამ დავწყნარდებოდით. - ცხოვრებაში ესეთი რამე არ მიქნია, უზრდელურ სიტყვებსაც არ ვხმარობ... სიცილით ამბობდა ქეთა. - ქუსლების გახდა და სროლას სულ მაგინო მირჩევნია, გაითვალისწინე. გაკვირვებულმა ვუპასუხე მე და მან პირზე იტაცა ხელი. - ვაიმე რა გოიმურად მოვიქეცი, რა საშინელებაა, ქაჯი ვარ... მე გამეცინა და თავზე ხელი უხეშად გადავუსვი, თმა ავუბურდე. - ქაჯი კიარა გოგო ხარ, ქალი, თან ლამაზი, საჭიროა ეგეთი ტიპები თავის დროზე მისვა კუთხეში, თორე გათამამდებიან. გოიმობას რაც შეეხება, ხალხის ლაპარაკს რომ უსმენ, ეგ რა ვეშია საერთოდ. ერთხელ ცხოვრობ სულ, ისიც ნანული ბებიის წესებზე უნდა იცხოვრო? გაკვირვებული მიყურებდა ქეთა და უცებ თვალები გაუნათდა. - ნანული ბებია ვინაა?? - პროსტა მოვიყვანე მაგალითი. ვახ ეს რა მთვრალია, მომეცი ტელეფონი. - იმას არ დაურეკო, საშინელი ადამიანია!! აუ მშიაააა. - მომეცი ტელეფონი და მაკდრაივი ჩემზე იყოს. აიფონი პირდაპირ უბეში ჩამიგდო და მუცელზე დაიდო ხელი. - ორმაგი ჩიზბურგერი.. მაკ თეისთი და ორი ბიგმაკი. ჩუმად ჩურჩულებდა, სანამ მე გაბროს ვწერდი მესიჯს. ----კატო ვარ, ჩემთან ერთადაა, მაკდრაივში მივდივართ, მთვრალია, ცოტახანი ვილაპარაკებთ და მერე სახლში დავტოვებ. უი და მანამ ჩვენ ვჭამთ ერთი წყვილი კეტი ან რამე იყიდე რა.. 38 ზომააქ, მგონი.--- მესიჯის გავაგზავნე და პასუხმა არ დააყოვნა. ---რა კეტი? სად ნახე? --- -----გრძელი ისტორიაა, მერე მოგიყვები, არ ინერვიულო. პროსტა ეს ჩემზე გიჟია მგონი, კომპლიმენტად არ მიიღო. ---- ტელეფონი დავდე და გეზი მაკდრაივისკენ ავიღე. - მართლა მოკლა ის ორი კაცი? ერთი ხელით საწრუპს იშვერდა, მეორეთი ბიგმაკს ჭამდა და არანორმალური სისწრაფით გადადიოდა ერთი ბურგერიდან, მეორეზე. კითხვას თავი ავარიდე. ამაზე გაბრო უნდა დალაპარაკებოდა და არა მე. - არ გართმევს მაგ საჭმელს არავინ, წყნარად არ დაიხრჩო. - მიპასუხე, გთხოვ, გამარკვიე ვინ შემიყვარდა. მანქანის ძრავი ჩავაქრე და ხელები მუხლზე დავიწყე. - გიჟი, არანორმალური, ერთგული, ყურადღებიანი, მზრუნველი, პრინციპული, ჯიუტი, ცივი გონების პატრონი, ჭკვიანი, დაკვირვებული, მოსიყვარულე, ჩამოყალიბებული კაცი. რავი დანარჩენს ურთიერთობაში ნახავ. ქეთამ ორი წამით ჭამა შეწყვიტა და სევდიანი თვალებით ამომხედა. - სულ ასეთი ლაკონიური და პირდაპირი ხარ? სპარტაში გაგზარდეს? საკუთარ ხუმრობაზე გაეცინა და მე გაკვირვებული ვუყურებდი. - სპარტაზე რაღაც ფილმი ვიცი, ხუმრობას ვერ მიგიხვდი. - რაა?? გაკვირვებული შემომხედა და განცვიფრებულმა საწრუპიანი სასმელი მუხლებშორის ჩაიდო. - სპარტა არ იცი? ბერძნები, სამასი სპარტელი. ლეონიდასი? - ლეო მესი? - ღმერთო მიშველეთ!! ამ ხუმრობას მოყვა ზუსტად საათნახევრიანი ისტორია ათენზე, სპარტაზე, პელოპონესზე და ლეონიდასზე. ასეთი საინტერესო ისტორია დიდი ხანია არ გამიგია და მეც გაფაციცებით ვუსმენდი მთვრალი გოგო, როგორ მიყვებოდა მაკდრაივის სადგომთან ახლოს, ღამის 1 საათზე, 300 სპარტელის თავგანწირვის და ლეონიდასის შესახებ. - მაგარი კაცი იყო, მართლა, გაბროს მაგონებს. - რა შუაშია ეხა გაბრო მაგასთან... - ლეონიდასი რა ხალხს არ ხოცავდა? საუბრის თემა უცებ შემოვაბრუნე. - 21 საუკუნეა, კატო, მკვლელობის უფლება არავის აქვს. მაიკა გავიხადე და ჭრილობები კატოს დავანახე. - გაბროს ეკუთვნოდა ეს , თან ააცილეს, თორე მეც მკვდარი ვიქნებოდი ეხა და გაბროც, მის მანქანაში რომ მჯდარიყო, და არა ახალში. ტყუილ-უბრალოდ არავის ესვრის,ცეცხლი გაგვიხსნეს და მითხარი, ცოცხალი და მკვლელი გაბრო გირჩევნია თუ მკვდარი და უდანაშაულო? ორივე მწარეა, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ბნელი მხარე, რომელიც არ ჩანს, რო შეხედავ ისეთი ცივი და უხეშია, მაგრამ სიყვარულს ვერ ვასწავლი, ჩემზე კარგად იცის, ყველაფერი იცის საერთოდ. ქეთა მისმენდა. მგონი რაღაც შეიგნო, ისე ჩაფიქრდა. სახლთან მისულს ყუთში კეტები დახვდა ქეთას, ამოიცვა და ისე შევიდა სახლში, წასვლის წინ ჩამეხუტა, მადლობა გადამიხადა და ბოდიშიც კი მოიხადა, გარედან მის ‘ვალენტინოს’ ქუსლს მანქანა გაუხაზავს. - ბამპერი დავტოვე თამბაქოს ბუტკასთან,გადავიტან ნაკაწრებს, ქეთა. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში ავიდა. უეცრად უკნიდან მანქანამ ფარები მომინათა, გული კინათამ გამისხდა, მაგრამ გაბროს წითელი ნათურები ვიცანი. მანქანაში გადავუჯექი, სალაპარაკოდ. - ერთი დებილი წავიდა დათვრა, გაილეშა და ქუსლები უსვრია ქუჩაში, მეორე დებილი გაბრაზდა მანქანა ხია იმ გიჟ კაცს და მერე ეს დებილები შეხვდნენ, მაკდონალდი ჭამეს და სახლებში წავიდნენ. და ეს ორივე დებილი მე გადამეკიდა. მიშველეთ ვინმემ... ამოიოხრა გაბრომ. - რა მალე გაიგე ყველაფერი. გაბრო ლეონიდასი იცი ვინ იყო? - კი რაიყო? - მერე აპორნი დისკების გაშლიფოვკებაზე რო დამათრევდი 15 წლისას, მოგეყოლა რამე ლეონიდასზე, მაგრა დამევასა. - მიშველეთ ვინმემ, ხალხიარ ხართ... გაბრომ თავზე გადაისვა ხელი და მეორე ხელით პირდაპირ გულში ჩამიკრა, მკლავს არ მიშვებდა, ასე ვიჯექით ცოტახანი, მერე მოუდუნდა ხელი, მეც გადავჯექი ჩემს მანქანაში და ერთად წავედით უბნისკენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.