she is not one... first meet
თვალებს ზანტად ვახელ, თავიდან ვერ ვაცნობიერებ სად ვარ, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ ვხედავ ჩემს საძინებელი ოთახის ჭერს და კედლებს. ვერაფერს ვიხსენებ, მხოლოდ ის მახსოვს რომ ვიღაც მანიაკები ამეკიდნენ. აღარ მახსოვს სახლამდე როგორ მოვაღწიე, და ის უცნაური ხმები... ფიქრს ვწყვეტ და აბაზანისაკენ მივიწევ. საბედნიეროდ ავტოფარეხში ჯონის ძველი მეგობარი ,, ფორდი" მხვდება. წვალებით ვქოქავ ბებერ ლომს და ძრავის საშინელი ხმის გაგონებისთანავე ხელებს ყურებზე ვიფარებ. გზაში ორმოცით ვმოძრაობ. ევა სახლის კარს მიღებს, ვთხოვ იმ ბავშვთა სახლის მისამართი მომცეს, ნახევარ საათში პოულობს და ამატებს რომ შესაძლოა ის დაწესებულება აღარც არსებობდეს, მთხოვს ქალაქში დავრჩე. მე უპასუხოდ ვართმევ მისამართს და ,,ბებერ ლომში" ვჯდები. 3 საათიანი მგზავრობის შემდეგ, პირქუშ და ღრუბლებით დაფარულ რაიონს ვუახლოვდები. გარშემო სულ ტყეა, მხოლოდ ერთი ორი, ძველებური, ავტომობილი მოძრაობს. შიში მიპყრობს თითქოს ხალხიც კი უცნაურია, რამდენიმე მათგანს გამოველაპარაკე, ვკითხე თუ როგორ შეიძლებოდა, bloodier- ის ქუჩაზე მოვხვედრილიყავი. არცერთ მათგანმა არ მიპასუხა, უხმოდ განაგრძეს გზა. ძალიან მაშინებდა ეს ყველაფერი, პირველი, ქუჩის სახელი რომელიც ინგლისურად როგორც ,,გასისხლიანებული" ისე ითარგმნება, მეორე არასდროს წარმომედგინა რომ ამერიკის რომელიმე შტატში ასეთი უცნაური ადამიანები თუ ცხოვრობდნენ. ბოლოს გადავწყვიტე პოლიციის ოფიცერისთვის მიმემართა, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იდგა. გამლელები უცნაურად მიყურებდნენ და ჩემდა გასაკვირად უცხო ენაზე უჩურჩულებდნენ ერთმანეთს რამეს. -გამარჯობა მივესალმე მშობლიურ ენაზე -გაგიმარჯოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ მის? მიპასუხა ოფიცერმა მე კი შვებით ამოვისუნთქე. -იცით მე აქ პირველად ვარ, მითხარით როგორ შეიძლება, მოვხვდე ამ ქუჩაზე? -არც მე არ ვარ აქაური მის, როგორც ვიცი ეს ქუჩა გაუქმებულია, იმ ტერიტორიაზე არანაირი დაწესებულება აღარ არის. მეც ახლახანს ჩამოვედი ამ რაიონში და გარწმუნებთა, თქვენთვისვე იქნება უმჯობესი თუ აქაურობას რაც შეიძლება სწრაფად დატოვებთ! მიჩურჩულა ოფიცერმა, შემდეგ კი მიმანიშნა რა მიმართულებით გამეგრძელებინა გზა.შიში უფრო გამიმძაფრდა როდესაც bloodier-ზე გადავუხვიე. გარშემო თითქმის ნახევრად დანგრეული შენობები იყო, უკიდეგანო სიჩუმე, საკუთარი ნაბიჯების ხმა მესმი. ვჩერდები და გაოცებული, უფრო კი შეშინებული თვალებით ვუცქერ მთლიანად დამწვარ შენობას რომლისგანაც მხოლოდ, გამურული რკინია კონსტრუქციები დარჩენილიყო. საზარელი სანახავი იყო. რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ვიხრები და ხელში ლითონის ფირფიტას ვიღებ, ვასუფთავებ და ნათლად ვხედავ წარწერას ,,bloodier-ის ობოლთა თავშესაფარი". მხარზე შეხებას ვგრძნობ და ყვირილით ვტრიალდები. წინ შავებით მოსილი მოხუცი მიდგას, ბაგეზე კი ამოუცნობი ღიმილი დასთამაშებს. -აქ რა გინდა გოგონავ ? - მე.. მე ... თავშესაფარში მოვედი, კი მაგრამ აქ რა მოხდა ? წარმოვთქვი დაბნეულმა -16 წლის წინ, შენობა დაიწვა, ათობით ბავშვი დაიღუპა, ადგილ ობრივმა მცოვრებლებმა აქაურობა ჯოჯოხეთს დაამსგავსეს და იმავე დღეს დატოვეს საცხოვრებელი. ადგილობრივ მერიას, არც კი უფიქრია აქაურობის აღდგენა და რადგანაც ეს ჩვენი რაიონის ბოლო და ყველაზე მოშორებული ქუჩაა გააუქმეს. მაგრამ მე მაინც აქ დავრჩი ჩემს სახლში მიმანიშნა კედნებდაბზარულ შენობაზე და ნაღვლიანად გამომხედა. -კი მაგრამ არავინ გადარჩენილა? -5 გოგონა, 7 მასწავლებელი, ხოლო ერთი პატარა ბიჭის ცხედარი არც კი უპოვნიათ. ახლა კი საბოლოოდ დავკარგე ჩემი ძმის პოვნის იმედი. მოხუცს დავემშვიდობე და ავტომობილში ჩავჯექი. ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ბოლო 4 დღის განმავლობაში მოხდა. ფიქრებს საბურავის გახეთქის საშინელმა ხმამ მომწყვიტა. -ჯანდაბა, ჯანდაბა, ახლა რა ვქნა? რაიონს კარგა ხანია გამოვცდი, ირგვლივ მხოლოდ ტყეა. მანქანა გზიდან გადავიყვანე და სასოწარკვეთილი დავიწყე საჭირო ხელსაწყოების ძებნა. -გამარჯობა ემილი! თავი დამფრთხალნა ავწიე მაღლა მაგრამ არაფერი, თვალებს ვაცეცებდი აქეთ-იქით მაგრამ ირგვლივ არავინ იყო. -დროა გაზღვევინო ყველაფრისთვის!!! საზარელი ჩურჩული, წითელი თვალები, და საშინელი ტკივილი თავის არეში, ისევ და ისევ წყვდიადი. -გაიღვიძე, გაიღვიძე!!! გავიგონე საზარელი ხმა, თვალები ზანტად გავახილე, სადღაც ჭუჭყიან სარდაფში, იატაკზე ვიწექი. მთელი ძალით ამწიეს ჰაერში და კედელს მიმანარცხეს. -ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? სასოწარკვეთილი შევხედე და წამოდგომას შევეცადე. ვამპირმა ირონიული, ბოროტი ღიმილით დამაჯლიდოვა და თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადილს. შუბლზე ბლანტი ცივი სითხე ვიგრძენი, როგორც ჩანს თავი გახეთქილი მაქვს. დასერილი, დასისხლიანებული ხელის გულებით, ყინულივით ცივი სისხლი მოვიწმინდე და თვალები დავხუჭე. უცნაურია ბავშობიდან ჭრილობები სწრაფად მიშუშდება. ეს ჩემი საიდუმლოა, როდესაც ეზოში თამაშის დროს, დავეცემოდი და რამეს ვიტკენდი სწრაფად გავრბოდი ჩემი სამალავისკენ. კუთხეში ჩავიმუხლებოდი თვალებს ვხუჭავდი და ვჩურჩულებდი. -ერთი, ორი, სამი ტკივილი ქრება... ერთი, ორი, სამი... თვალების გახელისას კი ბედნიერი ვიღიმოდი და მეგობრებთან გავრბოდი. მედიცინის შესწავლის შემდეგ კი ამ ყოველივეს ძლიერ იმუნიტეტს მივაწერდი. თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო და ჩემ თავს რაღაც უცნაურობა ტრიალებდა. არ მინდოდა ვინმეს კვლევის ობიექტი გავმხდარიყავი, ამიტომ წლების განმავლობაში საიდუმლოდ ვინახავდი. თვალებს ვახელ და ხელის გულებს ვეხები ისეთივე რბილი და მთელია როგორც უწინ. ოთახს ვათვალიერებ ვცდილობ აქედან გასასვლელი რაიმე გზა ვიპოვო, მაგრამ უშედეგოდ. დაღლილობისგან ქუთუთოები მიმძიმდება და ძილის სამყაროს ვსტუმრობ. წითელი ყვავილებით დაფარულ მდელოზე დგას გოგონ, მის გვერდით ბიჭუნაა რომელიც შავი თვალებით და თბილი ღიმილით უმზერს. ბიჭი გოგონას ხელს ჰკიდებს და მასთან ერთად ყვავილებში დარბის. გოგონა ბიჭს ხელს უშვებს და ახალდარგული, მაგრამ გადატეხილი ხისკენ მიდის. პატარა თითებს ხეს ახებს, ხე მთელდება და სწორდება, ფოთლებს და ნაყოფს ისხამს.გოგონა ძმას ბედნიერი ღიმილით უმზერს, ღიმილი მის გულწრფელ სიცილში გადადის როდესაც პეპელა მის ძმას ცხვირზე აჯდება. ბიჭუნა გაბრაზებული იქნევს ხელს და ადგილს წყდება. პატარა გოგონა სირბილით მიყვება ძმას, ჩერდება და ხედავს ბიჭუნას რომელიც მინდორზე ზის. მის გარშემო 1 მეტრის რადიუსზე კი ყველაფერი ფერფლადაა ქცეული. გოგონას ყოველ ნაბიჯზე ახალი სიცოცხლე ჩნდება. ახლა ტყუპების გარშემო ახლად ამოსული მწვანე ბალახი ბიბინებს... -ნუ ბრაზობ მაიკლ! შეხედე ყველაფერი კარგადაა... გოგონა ბიჭის შავ თვალებში იკარგება. სწრაფად ვახელ თვალებს და კარისკენ ვიყურები რომელიც ესესაა ჩამოიღეს, თანდათან გაბოროტებული არსება მიახლოვდება, დაჟინებით მიყურებს თვალებში. -აააააა მთელ სხეულში ტკივილის ტალღები მივლის და მოძრაობის უნარს მაკარგვინებს. -გ..თხ...ო..ვ გ...ა ჩ . ...ე..რ...დ...ი..! ვემუდარები ბოროტ არსებას რომელიც მზერი აუტანელ ტკივილს მაყენებს -არასდროს!!! მპასუხობს და ამჯერად კედელს მანარცხებს. მინის ნატეხი მერჭობა ფეხსა და ხელში სისხლით მესვრება სამოსი. -სანდრა გაჩერდი! მოკლავ ხომ იცი, რომ ცოცხალი გვჭირდება!.... შეწყვიტე! ქალი ჩემსკენ მოემართება. -ახლა უკვე აღარ დაგვჭირდება! პასუხობს და ბასრ კბილებს მარჯვნა ხელში მასობს. მოულოდნელად მშორდება და ძირს ეცემა, ტკივილისგან იკლაკნება. ვამპირი მამაკაცი მასთან წამში ჩნდება და ოთახიდან გაჰყავს. კარის დაკეტვა ავიწყდება. როგორც ჩანს, ეს ქალი მისთვის ძალიან ძვირფასია, რომ ასე ღელავს. სახლიდან გავრბივარ. ჭრილობებით ტყის უსწორმასწორო მიწაზე მიჭირს სირბილი. შორიდან მამაკაცის განწირული ღრიალი ისმის. უფრო სწრაფად გავრბივა. ქვის უკან ვიმალები თვალებს ვხუჭავ და ვჩურჩულებ -ერთი ორი სამი ტკივილი ქრება! ერთი ორი სამი ტკივილი ქრება! ერთი ორი სამი ტკივილი ქრება!!!! გავრბივარ მაგრამ არ ვიცი საით წინ ვამპირი მეღობებ. -არ მაინტერესებს რომ იგორს ცოცხალი სჭირდები. სანდრას სიკვდილს გაზღვევინებ!!! ვამპირმა ჰაერში ამიტაცა და ხეს მიმანარცხ, მივხვდი რომ ყველაფერი დამთავრდა, ვამპირი აუცილებლად მომკლავდა. თავი ქვას დავარტყი. მუხლებზე დამაყენა და კისრის წატეხვას აპირებდა. მის ცივ ხელებს მომაშორეს. სახით მიწაზე დავარდი. ყრუდ ჩამესმოდა ხმა თითქოს ხე გადატეხეს. რამდენიმე წამში თავი მაღლა ამაწევინეს. მწვანე თვალებს შევეჩეხე, რომელმაც მყისვე იცვალა ფერი და გაწითლდა. ცივმა ხელებმა რკინისავით მაგარ სხეულს ამაკრეს. -საღამომშვიდობისა ნახევარსისხლა! ჩამჩურჩულა სასიამოვნო ბარიტოით. საუბარი მინდოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ჩემმა მხსნელმა, ქვაზე ჩამომაჯინა, თვალებს ჯერ კიდევ ვერ ვახელდი. -როგორ ჩურჩულებ? ერთი, ორი... მისი ცივი თითები ჩემსას ჩასჭიდა და ჩემთან ერთად განაგრძო ჩურჩული. -ერთი, ორი, სამი, ტკივილი ქრება! ერთი, ორი, სამი, ტკივილი ქრება! ერთი, ორი, სამი, ტკივილი ქრება! თვალები გავახილ, მიუხედავად ისა, რომ მის სახეს ვერ ვხედავდი დარწმუნებული ვიყავი კმაყოფილება გამოსახოდა. მგონი მან ისევ გამიღიმა და ოდნავ გაოცებულმა წარმოთქვა. -ნახევარსისხლას კვალობაზე საკმაოდ ძლიერი ხარ ემილი! მიუხედავად იმისა, რომ ტყუპისცალისგან ძალიან შორს ხარ! გაუჩინარდა ისე, რომ მხოლოდ მისი თვალების დანახვა მოვახეხე. რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვიჯექი. ფეხზე წამოვდექი და ბილიკს გავუყევი.საკუთარ თავს ვტუქსავდი. -რა სულელი ხარ ემილი, მან სიკვდილისგან გიხსნა შენ, კი მადლობაც არ გადაუხადე. ბილიკის დასასრულს ჩემი ფორდიც გამოჩნდა, საბურავი შეკეთებული დამხვდა, გამეღიმა, მანქანის კარი გამოვაღე გარშემო მიმოვიხედე -მადლობ! წარმოვთქვი ჩუმათ. ფიჭვის კენწერო შეირხა, მთვარის შუქზე, სულ რამდენიმე წამში დავლანდე მისი სილუეტი, (სანამ გაქრებოდა.) -დროებით ნახევარსისხლავ! გავიგონე სასიამოვნო ბარიტონი და მანქანაში ჩავჯექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.