სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[3]
თვითონაც ვგრძნობდი,რომ არ ვიყავი ისე,როგორც საჭირო იყო ან იქნებ არ მესმოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა? რა იყო საჭირო? ჩემს ცხოვრებაში ხომ არაფერს მიესადაგებოდა ეს უკანასკნელი. -არასდროს დავმთვრალვარ-კარებთან ჩავილუღლუღე.თავი დაბლა დავხარე და რაღაცის მოლოდინში მოძრაობა დავიწყე ისე,როგორც ბავშვებმა იციან გაკვეთილის არცოდნის დროს. მამაკაცს რეაქცია არ ჰქონია.სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა,მაგრამ ეს ჩემთვის შეუმჩნეველი იყო.იმ მომენტში თავი მისკდებოდა და თავს უძლურად ვგრძნობდი.ჭინკები უფრო გათამამებულად მოძრაობნენ შუბლიდან უკან და ისევ წინ.თავის ტკივილს მოვეცვი და გაძლება,მგონი,აღარც მქონდა. -წამოწექი და ნაბეღლავს მოგიტან-მამობრივი სითბო ჩანდა თითქოს მისი სიტყვებიდან,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იყო.თენგო როდის ზრუნავდა ჩემზე? გავიხსენო,როდის მომაპყრო სიყვარულით აღსავსე თვალები.ისეთი ძნელია ამის გახსენება,რომ ძალიან დავიბენი.ბოლოს ამომიტივტივდა ის დღე,როცა როლიკები მიყიდა.მაშინ ხუთი წლის ვიყავი.არ წაიქცეო,მეუბნებოდა და უკან დამსდევდა. იმ წელს დედას მუცელი მოეშალა,მახსოვს როგორ განვიცადე,ისიც ვერ იყო გუნებაზე,მაგრამ ბარებმა ამოაქაჩინა.სვამდა და სვამდა,მერე სახლში მთვრალი გაიშოტებოდა დივანზე,ტელევიზორს ააყვირებდა და სულ არ აინტერესებდა,რომ გვეძინებოდა.ერთხელ,დედამ უთხრა,ხმას მაინც დაუწიეო და ისე უყვირა,რომ ნანის მას შემდეგ ამახე სიტყვაც არ ჩამოუგდია.დამყოლი ქალი იყო,მუდამ თენგოს ევლებოდა თავს,ყველფერს უსრულებდა. ერთხელ,დედას ვკითხე,რომ გითხრას გადახტი მეცხრედან ,რას იზამ-მეთქი და მან მიპასუხა,ამას არ მეტყვისო,თუმცა მაინც ჩავეძიე და ნახევარი საათის მერე ძლივს ამოღერღა,გადავხტებიო და მაშინვე გვერდით ოთახში გავიდა.მახსოვს,მის სიტყვებზე როგორ გავღიზიანდი.როგო შეიძლებოდა ასე? ზოგჯერ იმასაც კი ვფიქრობდი ბრმად უყვარსო,თუმცა სიყვარულის რა გამეგებოდა. ამის მერე შიშმა ამიტანა,მეც ასეთი ქმარი რომ შემხვდეს-მეთქი და გავიძახოდი,არასდროს გავყვები არავის-მეთქი. განა გარეგანი სახე ყოველთვის ამართლებს? ძალიან იშვიათად..განა ადამიანებს არ შეუძლიათ შენიღბვა? ოხ,ეს დიდი ხნის წინ ისწავლეს..მას შემდეგ,რაც დედამიწაზე პირველმა ადამიანმა დადგა ფეხი...ეს,საშინელი არსება,რომელისც ერთ დროს ღმერთმა ადამიანად შერაცხა,როგორ გაცუნდრუკდა.მუდამ ვფიქრობდი ადამიანის ბუნებაზე და მუდამ მწყდებოდა გული დედაზე,მამა ზოგჯერ მეცოდებოდა კიდეც,მაგრამ სიბრალულს ტანდათან ზიზღი ანაცვლებდა. ოთახისკენ წავედი და ნელი მოძრაობით დავეშვი.თავში დიდი ბურუსი მქონდა.რა იყო გრძნობა,რომელსაც ასე მძაფრად შევიგრძნობდი? ვგრძნობდი ვაკუუმს,თითქოს სრული არარაობა ვიყავი..ვგრძნობდი,რომ რაღაც საზიზღრად მძიმე რამ მაწვებოდა ყელზე,მახრჩობდა...ეს ყველაფერი მძაფრდებოდა ..უცბათ,ბრახ! ის შემოვიდა.კარები ჩვეულებრივად გააღო,მაგრამ ფიქრებში წასულს შემაჟროლა.აი,ისე საშინელებათა ფილმებში რომ არის ხოლმე.საშინელებათა ფილმები,ამიტომაც მძულდა ბავშვობაში.მამაჩემი ხარხარით უყურებდა ხოლმე ისე,რომ მეც ოთახში ვიყავი.ინტერესით თვალს შევავლებდი ხოლმე და მერე ღამით კოშმარები არ მაძინებდა.თენგოს ერთხელაც არ უფიქრია,რომ პატარამ არ უნდა უყუროს მსგავს ფილმებს.ის მუდამ თავისნათქვამა კაცი იყო. პარაზიტულ ცხოვრებას რომ მიჰყო ფეხი,უფრო გათამამდა და ოჯახს ზემოდან დაგვიწყო ყურება,თქვენ ვინ მიგდიხართო.ჯოჯოხეთს ქმნიდა ჩვენს ოცკვადრატულში და დაგვძახოდა,მხოლოდ საფლავი გაგასწორებთ,თქვე არასწორებოო.ამ უკანასკნელ სიტყვას ჩაჭიდებოდა,თუმცა მაგ საცოდავს რაღაც შეეძლო. სვამ და იგინებოდა,წამალს იღებდა,ყნოსავდა რაღაც უბედურებებს,სა და ათას ნაგავს ეწეოდა და გვცემდა,თუმცაღა ეს ცემაზე საშინელი რამ იყო,გვაწამებდა და თან ამით სიამოვნებას ღებულობდა.მერე ისე კმაყოფილი აცეცებდა ხოლმე თვალებს,კაცს ეგონებოდა,რაღაც აღსანიშნავი მოხდაო,თუმცა განა ეს ყველაფერი მისთვის ბედნიერების ზეიმი არ იყო? -ცუდად ხარ-უემოციოდ მითხრა და წინ წამოვიდა.ლოგინზე ჩამომიჯდა. „ეს ბერიკაცი..ამისი..“-გავიფიქრე,მაგრამ არ შევიმჩნიე.სახეზე ბრაზი გამომხატვოდა,მაგრამ რატომ? განა უმადური ვიყავი? არა,სრულიად არა,მაგრამ თავს მაინც ვაძლევდი ცუდის ფიქრის უფლებას ან იქნებ ის არ მაძლევდა ნებას,რომ ამ ყველაფრისგან თავი დამეღწია. -დალიე-მომაწოდა ჭიქა,რომელიც ბოლომდე იყო სავსე.ალმაცერად გადავხედე მომწვანო ბოთლს.„ესეც რა“- პირისკენ წავიღე.რამდენიმე ყლუპი მოვსვი და მერე სკამზე დადე. -მერე ისევ დალიე-ისევ მზრუნველი სითბო ჩაღვარა ჩემს გულში.პასუხად თავი დავუქნიე და ბალიშზე ჩამოვდე ისევ.საათის წიკ-წაკი ჩემს ნერვებზე მოქმედებდა.სახეზეც კი მეტყობოდა,რომ ხასიათზე არ ვიყავი. -მოიწყინე?-მამუკამ ამათვალიერა ისე,როგორც ჩვეოდა.არადა პასუხი ხომ იცოდდა.ვის არ ეცოდინებოდა ის.მიყურებდა ასე უნამუსოდ და ნერვებზე უფრო მშლიდა.“რა უნდა?“-უკმეხად გავიფიქრე,მაგრამ მალევე თავს ვუსაყედრურე,განა ის არ მომექცა ასე კეთილად?“ალბათ,სასმლის წაკიდების ბრალია“-თავის გასმართლებელი საბუთი მალევა მოვძებნე. არ ვიცოდი მისთვის რა მეპასუხა.მოვიწყინე კი არა საერთოდ ყველაფერი მძულდა..ცხოვრება და საერთოდ ეს ტკივილიც და ვსო..პიკს არწევდა ყველაფერი..მინდოდა ამომენთხია,მაგრამ რა არ ვიცოდი..განა შესაძლებელი იყო ეს? არა,არ იყო..პატარა ბავშს ვგავდი,თვითმფრინავში გული რომ ერევა და რომ ითმენს..არა,უკვე აღარ შემეძლო... -ცუდად ვარ.დავიძინებ-ძლივს ვთქვი და თვალები დავხუჭემეგონა,ვთვალთმაქცოდი,მაგრამ მალევე ჩამეძინა. ღამის 12 საათი იქნებოდა,როცა თვალი გავახილე.გარემო ისევ მოვათვალიერე და კვლავ გამიკვირდა...ჩემთვის ეს ხომ უცხო იყო..ეს ყველაფერი...განა მერამდენეჯერ ვიღვიძებდი აქ? მხოლოდ მეორეჯერ.ისევ მძიმე ფიქრებმა მოიცვა ჩემი გონება.ჩემი პატარა ოთახი მედგა თვალწინ.ის ყავისფერი და ფერდაკარგული კარი არ მშორდებოდა გონებიდან.მის გახსენებაზე დამიბრუნდა ის შიშები,რომლებსაც ლოგინში ჩაწოლილი პატარა ანი განიცდიდა.მამის ყვირილი და გინება ბავშვობაც ჰქონდა მოსმენილი.თენგო განა ახლა გახდა ასეთი? არც არასდროს ყოფილა ანგელოზი.რამდენიმე წელი თბილად და ტკბილად ცხორვება,მერე კი-უკანასკნელად უბედური ოჯახი.მხოლოდ ამაზე მეფიქრებოდა.როგორ გაგვიმეტა განგებამ. როგორ შეიძლება გძულდეს ის,ვინც შეგქმნა,ანუ,როგორც ვერ შეგრზიზღდება ღმერთი,ისე ვერ შეიძულებ მშობელს.დიახ,ეს ერთი მხრივ მართალია,მაგრამ,როცა ის რაღაც საზიზღარი არსებაა,არსება,რომელიც გულს გირევს.რა უნდა ქნა?“კიდევ,თენგო?““-საკუთარმა მეორე „მემ“ უკამყოფილოდ მკითხა.მეგონა,უნდა გამანადგუროსო.სასტიკად ძნელია,როცა ორი აზრი შენში ებრძვის ერთმანეთს,ერთიმეორეს არ აძლევს გასაქანს... „ღმერთო,ჩემო...“-ჩავილაპარაკე ჩუმად.ფეხზე წამოვდექი და ტელევიზორის ოთახში გავედი.ვიფიქრე,რომ მამუკა იჯდებოდა.მისი ნახვის მრცხვენოდა,მაგრამ სხვა გამოსავალი განა იყო? რაც არ უნდა ყოფილიყო,მისი მადლიერი ვიყავი,უკიდეგანოდ მადლიერი,რომ გეკითხათ ჩემთვის,რას გრძნობო,ვერ გიპასუხებდით,რადგან რაღაც ძლიერ ეიფორიას მოვეცვე.აფექტს მოეცვა ჩემი მთელი არსება და ბაგეებით მეკრიჭებოდა. დივანზე გაწოლილიყო და პოპკორთან ერთად ფეხბურთს უყურებდა.“უკევ მოუსწრია ყიდვა“-გავიფიქრე და შევათვალიერე. -გაიღვიძე?როგორ ხარ?-მოკვრით გამომხედა და თან პირში პოპკორნი ჩაიდო. “გულაობს კაცი.არც ცოლი და არც შვილები.ამხელა სახლი და ის,რაც გესიამოვნება.არავინ გამოგართვევინებს ტელევიზორს და არავინ გაიძულებს წინდის გარეცხვას“-გავიფიქრე,მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს გულში დავცინე.უეცრად,გამახსენდა,ერთმა ჩემმა მეზობელმა თქმა,ძალიან რომანტიკულია,როცა მამაკაცი წინდას რეცხავსო.რომანტიკის არც არაფერი გამეგებოდა და,რასაკვირველია,არც ამ თემასთან გამოვთქვამდი აზრს.ამდენი ამბიცია,ალბათ,ამამჩატებდა და სრულიად ზედმეტი იყო.არა,ახლა ჩიტი ხომ არ ვარ.გინდ ვიყო,ღრუბლებამდე მისვლას ტყუილად არ ავიკვატებ. -უკეთ-გავუღიმე და ჩამოვჯექი დივანზე.ამჯერად უფრო თამამად ვიყავი.მგონი,სიმორცხვეც ნელ-ნელა მიქრებოდა. -მოდი,შემომიერთდი და მერე სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. -პოპკორნი ამოვიღე და ფეხბურთს მივაშტერდი.რეალობაში არასდროს მაინტერესებდა,მაგრამ ვითომ დიდი გულშემატკივარი ვიყავი ისეთი სახე მივიღე.მთავარი იყო,რომ რამე ისეთი არ ეთქვა,რაც დამაბნევდა.ვიცი,რომ ადამიანს არ სიამოვნებს,როცა მის ინტერესს უგულებელყოფენ და,არც მე მინდოდა ასე გამოვჩენილიყავი მამუკას თვალში.განა ის ჩემს სიამოვნებაზე არ ფიქრობდა? რა დამაკლდებოდა ოდნავი თვალთმაქცობით? არც არაფერი,ამიტომ გატრუნული ვადევნებდი ფეხბურთს თვალს და ვლოცულობდი,რამე არ მკითხოსო. ნახევარ საათში დასრულდა.მამუკას კმაყოფილება დასთამაშებდა.ეტყობოდა,რომ მისმა გუნდმა მოიგო.მერე ვიღაცას დაურეკა და დიდ ხანს გაუბა ლაპარაკი.მეც კი გამიხარდა.ის,აშკარად,კარგი ადამიანი იყო და ამ სიხარულსაც იმსახურებდა.თუმცაღა მთელი ცხორვება სიხარულს არ შესტრფოდა. მე მანამდე პოპკორნ სნერვიულად ვიყრიდი პირში და თან შემდეგ საათებს გონებაში ვგეგმავდი.როგორც იქნა დაასრულა და ყურადღება მეც მომაქცია.იქნებ არც იყო კარგი,მაგრამ პოპკორნის ყუთი გვერდზე კი გადავდე. -ანი..-დაიწყო მან..-გავისეირნოთ. მანტო გადავიცვი,ფეხზე უკვე მეცვა და კარებთან მივედი.მერე გამახსენდა ჩანთაზე,რომელიც დღეს ვიყიდე,ისიც დავიჭირე ხელში.მამუკამ გამიღიმა.სახეზე რაღაც ფერები უელავდა.მეტი საქმე არ ჰქონდა..იქნებ არ ჰქონდა.. ჩემთან ახლოს მოდიოდა და ქუჩისკენ მიკვალავდა გზას.ვგრძნობდი,რომ მიახლოვდებოდა და ამას თანდათან ცდილობდა,მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება. ხელი გამიყარა,როცა შუქნიშანს მივუახლოვდით.ოდნავ შემაჟრჟოლა..ასე დედები არ იქცევიან,მაგრამ დედას ბოლოს როდის გადავყავდი ქუჩაზე ისიც კი წამშლოდა გონებიდან..როდის იყო? 10 წლის წინ? არა,მგონი კიდევ უფრო იქით.ეს მოგონება შორს იყო,არ აღწევდა ჩემამდე...მალევე ამოვიგდე თავიდან. უკვე ქუჩის მეორე მხარეს ვიყავით.გაჩერებასთან არსებული „ტაბლო“ 2-ის ნახევარს აჩვენებდა..ღამე იყო,მაგრამ მანქანები მაინც აქტიურად მოძრაობნენ..თუმცა ქუჩაში თითოოროლა ადამიანს თუ შეამჩნევდი. -ანი,ნეტავ,იცოდე შენი ფასი..-ალერსით აღსავსე მზერა მესროლა,მე კი თვალებს უაზროდ ვაფახენებდი,არ ვიცოდი ვისთვის მესროლა ეს აღელვებული მზერა. -რას გულისხმობთ?-ასეთ კითხვას ნამდვილად არ ველოდი.რას ნიშნავდა ეს? რა შუაში იყო? -ისეთი სასიამოვნო ქალიშვილი ხართ-თქვენობით მომმართა.რაღაც ცეცხლი იყო თითქოს ამ ქალიშვილში,რომელზეც აქცენტი ისე გააკეთა,რომ,ვფიქრობდი,აი,ახლა არის ჩემი გულის ამოვარდნის დროა. -კარგით,რა-შევეპასუხე,მაგრამ მერე თითქოს ვინანე მისი მისი მისამართით ნათქვამი სიტყვები.კიდევ კარგი,არაფერი უპასუხია,თუმცაღა მისი -გაკვირვებული თვალების მზერა საკმარისი იყო. -არაფერი გამაჩნია..არც მატერიალურად და არც თავში არაფერი მაქვს...გესმით,ეს რას ნიშნავს?-აღვლიანად დავიწყე ჩემს დაწყევლილ ბედზე საუბარი. -რას?-ისე გულუბრყვილოდ მკითხა,გეგონებოდა არ ესმისო,მაგრამ მისთვის,რა თქმა უნდა,ყველაფერი ნათელი იყო. -განწირული ვარ!-თვალზე ცრემლი მომადგა..-მახსოვს,შენი ისტორია..რომ მომიყევუ-დაბნევა მასაც შევნიშნე--ეშველება ყველაფერსო,მაგრამ...-სიტყვები ამებნა ისე,როგორც პატარაობისას წვრილი ბისერები დამიცვივდა ძირს. -დიახ,ეშველება..შენ ის გაქვს,რასაც ვერ შეიძენ..-ჩემდა გასაკვირად,ასეთი რამ მიპასუხა და სახტად დამტოვა,დაბნეული ივაშტერდი.ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვკითხე:-მაინც? -ბუნებრივი,თანდაყოლილი სილამაზე..დანარჩენს შეიძენთ..-ისევ ზრდილობიანად დამიწყო საუბარი,თუმცა როდის იყო სხვანაირი,მაგრამ ახლა უფრო ჯელტმენური იერი მიეღო და რაღაც როლში შესულიყო ან იქნებ ეს იყო მისი რეალური სახე. -ცხოვრებამ ერთადერთი შანსი მომცა...და ესეც ის იყო,რომ ბაზარში ვმდგარიყავი..გესმით?-ცრემლები შევიკავე და გზას გავხედე....-ასფალტი მოყინულიყო,მაგრამ არც თოვდა და არც წვიმდა.ცაზე ვარსკვლავები გაფანტულიყო ისე,როგორც ჩემი ფიქრები. ერთი პატარა გოგონა თავჩაღუნული მოდიოდა...მგონი,მასაც ეტირებოდა.არ ვიცოდი,რა მეფიქრა,მაგრამ თითქოსდა დავმშვიდდი...ის უარეს დღეში იყო.. თუმცა ეს რომ არასწორი მსჯელობაა..ჭკუას მოკლებული ლოგიკა..ცხადია,რა თქმა უნდა..მასე ათასი რამ ხდება მსოფლიოში,მთელ დედამიწაზე...უარესზე უარესი არ დაილევა..ასე თუ მიუდექი ცხორვებას,მაშინ არაფერზე უნდა იდარდო,უნდა ჩათვალო,რომ კარგად ხარ..მაგრამ ჩემი მდგომარეობა ყოვლად აუხსნელია... -ანი,ცხოვრება წინ გაქვს-ხელი თბილად გადამისვა ხელზე...თითქოს გავთბი...გამახსენდა კოცონი,რომელიც ნელ-ნელა ათბობს შეყინულ ჰაერს...-და ისევ წინ წამოიწია ფიქრებმა და ოცნებებმა.თვალ წინ დამიდგა კარავი და ცეცხლი,სადაც შამფურით ხორცს წვავდა თვალემციმციმა ბიჭი,მე კი ღიმილით ვუცქერდი.თითქოს ის ჩემი შეყვარებული იყო.მერე თითქოს ერთად ვთბებოდით კოცონთან,როგორც თინეიჯერულ სასიყვარულო თუ ზრდასრულთა რომანტიკულ ურთიერთობებშია ფილმებში.ამაზე არაერთხელ მიფიქრია..მახსოვს დავდიოდი და ვყიდდი.ვხედავდი ხალხის გამომწვევ,ცივ და არაფრის მთქმელ თვალებს და ვფიქროდი ბიჭზე,რომელიც გაგიჯებით მეყვარებოდა.ვიცოდი,რომ ეს ჩემთვის არ იყო,მაგრამ მაინც ვფიქრობდი.განა ეს უკანასკნელი ესმის ადამიანს? არა,რადგან ის ყოველთვის იტოვებს გულჩასაჭიდს,რითიც აგრძელებს ცხორვების გზას.ამ უკანასკნელის გარეშე ხომ აზრი ეკარგება ყველაფერს და შემდეგი,იცი,რა არის? გამანადგურებელი დეპრესია და ბოლოს ბრახ! თვითმკველობა.ერთი სიცოცხლით ნაკლები და ერთი დაღუპული გული. -თქვენ ძალიან კეთილი ხართ..-თავის დახრით ჩავილაპარაკე.-არ გინდა..შენ ხარ ასეთი ღვთაებრივი არსება...-შემეწინააღმდეგა მამუკა და ხელი მხარზე ნაზად მომითათუნა.ამ სიტყვას მამაჩემი ხმარობდა.პატარაობისას მეუბნებოდა ხოლმე.ახლაც კი მაქვს მასზე მრავალი ბედნეირი მოგონება,მაგრამ სასტიკი და მტანჯველი ფარავს ამ უკანასკნელს,რის გამოც მამა მძულს,ამის გამო კი ცხოვრებაც,რადაგნ,თუ მშობელი გეზიზღება,რომელმაც მოგავლინა ამქვეყნად და ჩაგბერა სული,ესე იგი,ცხივრებაც გძულს,რადგან ის მისი საჩუქარია,ხოლოდ მტრის ნაჩუქარს ვინ იღებს და ვის სიამოვნებს იგი? -არ მესმის,რატომ იჩენთ ასეთ თანათგრძნობას..არ მესმის,გესმით?-გულუბრყვილოდ ავათამაშე წარბები. -თავის დრო აქვს ყველაფერს...-მხოლოდ ეს მიპასუხა..შევხედე და მიდი სახე,მისი თითოეული ნაკვთი თავდაჯერებულობას ასხივებდა..“რას ნიშNავს ყოველივე ეს?“-საკუთარ თავს ვეკითხებოდი და გული გამალებიც სცემდა.როგორ დამაჯერებლად საუბრობდა..ღმერთო,ამის მერე სიტყვავერ დავძარი.რა უნდა მეთქვა,ისიც არ ვიცოდი.. უბრალოდ მივუყვებოდი გზას..მასთან ერთად..ფიქრებში სხვაგან,მაგრამ მის გვერდით.. ვინ იყო ეს კაცი? კაცი,რომელსაც არ ვიცნობდი..მასზე ჩემთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი,რომ კაფე ჰქონდა,საკუთარი კაფე..მისი ბედი,მისი ცხოვრება კი ჩემს მშობლებს სიზმარშიც არ აესახებოდათ. მშურდა მათი..მათი ცხოვრება..ღმერთო,ეს ხომ სამოთხეს გავდა..სამოთხე,სადაც ყველაფერი ლამაზი და მომხიბლავი ჩანდა...შეიძლება,არ იყო ასე,მაგრამ ხომ ჩანდა..ჩანდა და ესეც ბედნიერება იყო...ჩემთვის კაფის მანათობელი შუქით კი ბედნიერება იყო. როგორ მინდოდა მათნაირი ბედი...სახლამდე ასე მივედით,არც მაშინ გაგვიღია ხმა.ლოგინი ისე დამხვდა,როგორც დავტოვე ან ვინ დამილაგებდა? ოთხი საათი იყო,როცა დავწექი.მაშინვე ჩამეძინა,მაგრამ ეს ისეთი მტანჯველი იყო,რომ ვერც აღვწერ.შეშინებულს გამომეღვიძა.ჯერ კიდევ ბნელოდა და აზრზე კვლავ ვერ მოვსულიყავი. „კოშმარები!“-უკმაყოფილოდ გავიფიქრე და ცივად დავხუჭე თვალი.არ ვიმჩნევდი,საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი,რომ ეს ნერვულ სისტემას მიფრთხობდა,მაგრამ სიმართლეს სად გავექცეოდი..„ოღონდაც არა“-მშიშარა მეორე „მე“ ფიქრობდა. ეს ჩემი „მე” იყო..“მე“,როემლიც ჩემში იყო...მას ვემორჩილებოდი..აბა,როგორ არ შემეშინდებოდა? სიზმარში მამა სვამდა,ათმაგან დაელია...ათამაგად და დედას უყვიროდა..მერე არ მახსოვს რა მოხდა..შუალედები ხომ არ ჩანს ღამის ზმანებებში.მხოლოდ დასაწყისია და დასასრული...უინტერესოა..არ ჰგავს ფილმს და მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული,თუ რა მოხდედა თავში და ბოლოში. ბოლოს,მახსოვს,რომ დედა სისხლის გუბეში იწვა,მამაჩემს კი სამზარეულოს დანა ეჭირა ხელში..ბოლო წამს დავინახე მაგიდა,რომელზეც პომიდვრის ნაჭრები ელადა საჭრელ დაფაზე..ისინი სწორედ იმ დანით იყო დაჭრილი,რომლითაც დედა მოკლედ..უფრო სწორედ მამამ მოკლა.. ამის გაფიქრებაც კი მზარავდა...„უბრალოდ კოშმარია“-ჩავილაპარაკე და თვალი დავხუჭე. დილას მომუკას ხმამ გამაღვიძა.ვიღაცას საკმაოდ ხმამაღლა რაღაცს ელაპარაკებოდა ტელეფონზე,თითქმის უყვიროდა... ავდექი და საათმა თვალი მომჭრა.ორი ხდებოდა.„რამდე ხანს მიძინია“-თავს ვუსაყვედრე...ჩავთვალე,რომ სირცხვილი იყ,თუმცა რატომ? თავადაც ვერ მივხვდი,მხრბი ავიჩეჩე და მეორე „მეს“ შევურკინე.ის როგორ მაღიზიანებდა..ზოგჯერ ისე ვბრაზდებოდი,რომ მინდოდა მეცემა,რამე ცამერტყა თავში,მაგრამ რომ ვერ ვახორციელებდი,ისევ ვეგუებოდი ბედს. აფექტის მდგომარეობა მძულდა...ამ დროს თავს ისე ვკარგავდი,რომ წარმოდგენაც არ მქონდა რისი გაკეთება შემეძლო..თუმცა ასეთი რამ არც ისე ხშირად ხდებოდა..შეიძლება ითქვას,რომ არც არასდროს.მამაჩემისგან საშინელ მოპყრობას შეჩვეული ვიყავი და ეს უკანსკნელი ჩემში დიდი ხანია,რაც აფექტს აღარ იწვევდა,ამიტომ თამამად შემეძლო მეთქვა,რომ ეს უკანასკნელი არც არასდროს მიგრძვნია. სააბაზანოში გავედი,მოვწესრიგდი,ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი.თავს უფრო თამამად ვგრძნობდი.მადუღარით ყავა ავიდუღე,საუზმე გავიმზადე და ჭამას შევუდექი. მამუკა კი ისევ აგრძელებდა საუბარს.მალევე ავდექი,მივალაგე ყველაფერი,ჭურჭელი გავრეცხე და ოთახში გავედი. მას საუბარი დაესრულებინა და გამიღიმა: -როგორ გამოიძინე?-კარგად,მადლობთ-ეს ვუპასუხე და სკამზე ჩამოვჯექი.დაბნეული ვიყავი.არ ვიცოდი,როგორ მეკითხა,ახლა წავიდე,ხვალ თუ ზეგო. -დარჩი,რამდენ ხანსაც დაგჭრდება-უხერხული სიჩუმე მან დაარღვია. -მე?!_გაკვირვებით შევხედე.ენა ისევ დამება.ეს რაში მჭირდებოდა?განა მიშველიდა?უბრალოდ შეანელებდა მოახლოებულ გაჭირვებასა და წელის მტვრევას. -ჰო,ანი-მხარზე ხელი დამადო.როგორი თბილი ჰქონდა ან არ ექნებოდა? ასეთ განცხრომაში ცხოვრება..თუმცა ეს ჩემთვის ამაზე მეტი იყო..ვერც კი წარმოიდგენდა ჩემს მდგომარეობას...სრულიად მარტო ქუჩაში უნდა მეძებნა ბედი...ნედი,რომელიც არ არსებობდა ან იქნებ მხოლოდ ჩემთვის იყო მისი კოდი შეცვლილი,იქნებ მხოლოდ ჩემი გასაღები არ ერგებოდა მას.. მაგრამ რატომ? ალბათ,იმიტომ,რომ ეს იყო ჩემი,ჩემი ბედისწერა...ან იქნებ არ არსებობს? არ ვიცი,რას ამბობენ..ზოგი რას და ზოგი რას,მაგრამ მეც ვიჭედებოდი...განა არსებობდა ის? თუმცა ერთი იყო შედეგი,მხოლოდ ერთი..მე,მარტო ამხელა ცხოვრების წინაშე..სრულიად უმწეოდ დავეხეტებოდი ამხელა დედამიწაზე და წამომყენებელიც არვინ მყავდა... -დამშვიდდი.აქ დარჩი..-მე უნდა გავყიდო..იქნებ ვიშივო რამე უკეთესი ადგილი.. -ანი,მარტო ვერაფერს გახდები..ძნელია ცხოვრება..იქნებ მე დაგასაქმო სადმე..მოიცადე,დრო გიჩვენებს სწორ გზას... არაფერი მიპასუხია...რეაქციაც კი არ მქონია მის სიტყვებზე..ცარიელი თვალებით შევხედე და მზერა წამიერად იატაკზე გადავიტანე... ალბათ,ეს ყველაფერი,მისი სიტყვები,მისი დაიმედება,არარეალურად მიმაჩნდა...მე არც მეგულებოდა სხვა რამ...გარდა ამისა...გარდა ამ მარტოობისა და ტანჯვისა...სად იყო სწორი გზა? იქნებ არც არსებობდა...მამუკა კი ისე იმეორებდა: -სწორ გზას..სწორ გზას ნახავ.. არაფერი მიპასუხია.მხოლოდ ვიჯექი,ფიქრებსაც კი ვაბნევდი ან იქნებ თავად მებნეოდა ისინი...მეგონა ვაკუუმში ვიკარგებოდი,როგორც უსუსური ბუმბული...ბუმბული,რომელიც პატარა ბავშვმა გამოფატრა ბალიშს და ჰაერში გაუშვა... -ახლა უნდა წავიდე..საქმეზე..შენ თუ გინდა სადმე გაისეირნე..ტაქსით წადი,თორემ მე მეჩქარება.რას იტყვი?არაფერი მიპასუხია,მაგრამ ჩემი თვალები სურვილს ამჟღავნებდნენ. -აი,ფული-გამომიწოდა ასლარიანი და გავიდა.არაფერი მითქვამს,მხოლოდ საათს ავხედე სამი ხდებოდა...მამუკამ კარი დაკეტა და მარტო დავრჩი. -სად წავიდე?-ჩუმად ვიკითხე,თითქოს ვინმესგან პასუხს ველოდი...პასუხად კი მხოლოდ საათის წიკ-წაკი ჩამესმოდა,გარედან კი მანქანების მიმქრალი ხმა შემოდიოდა...მხოლოდ მე ვიყავი,მე და ვაკუუმი,რომელსაც გარემო ქმნიდა.. ______ ესეც შემდეგი.იმედია,მოგეწონებათ. დიდი მადლობა,ჩემო საყვარელო მკითხველებო.მიყვარხართ ძალიან და ველდოები კომენტარებს.ჩემი დიდი სურვილი იქნება,რომ ვინც კითხულობთ,შეძლებისაგვარად,გამოხატოთ აზრი კომენტარებში.მინდა ვაღიარო,რომ თქვენ ჩემი გულის გასაღებს ფლობთ. როგორც ყოველთვის,ყოველ დღე დავდებ ხოლმე შემდეგ თავს. ადგილის გამოტოვებით უკეთ კი იკითხება,მაგრამ,სამწუხაროდ,საიტის ბაზა ისედაც პატარაა და,ამიტომ ზედმეტ ადგილს ვერ გამოვიყენებ. გკოცნით ბევრს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.