ცოდვები აბნელებს სულს... 1
მთვარის შუქით განათებულ ჭერს შევცქეროდი და ღრმად ვსუნთქავდი. დღეს პირველად გავატარე ღამე ჩემს ქმართან ერთად... წლების შემეგ... აღარ ვიყავი იმდენად ძლიერი და ალბათ ამიტომ. მხოლოდ ამ ღამით მივხვდი რომ დასაკარგავი აღარაფერი მქონდა... არც ღირსება... არც სახელი... არც თავმოყვარეობა და არც საკუთარი თავი. მაგრამ არა.... მე მყავდა შვილი... პატარა გოგონა, რომელიც სწორედ წლების წინ გავგზავნე ამერიკაში და მიუხედავად ყველაფრისა უბედნიერესი ვიყავი, რომ მე ის სივდილისგნ ვიხსენი... არანაირი სევდა არ მდევდა თან, რადგან აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ტირილს და გოდებას... მე აღარ ვიყავი მე... ცხოვრება აღარ გამიგრძელებია... ვარსებობდი... და ეს მხოლოდ იმიტომ რომ უფრო მეტად არ დავმძიმებულიყავი, უფლისათვის არ მეღალატა, ჩემი ნებით მაინც არ ჩამედინა ეს უდიდესი ცოდვა, ღმერთის მთავარ საჩუქარზე, სიცოცხლეზე ხელი არ მეკრა... არ ვიყავი ისეთი ძლიერი, როგორც სხვებს ეგონათ... განა ის კაცი რომელიც გვერდით მეწვა ჩემი ქმარი იყო? ნუთუ არასდროს დაანტერესა იმ ფაქტმა თუ როგორ მოვიპოვე მე ამხელა თანხა... ასეთ უთავმოყვარეოსთან როგორ ვცხოვრობ გაინტერესებთ? ამ კითხვას უბრალო პასუხი აქვს... ჩემთვის ყველანაირი ღირებულება გაუფასურებულია და რა მნიშვნელობა აქვს ვის გვერდით ვიქნები... ყველა რაღაცას ელის...თუ გეტყვიან რომ სიკეთე უანგარო არსებობს არ დაიჯეროთ! ეს შეუძლებელია! მე გამოვცადე რა არის იმედგაცრუება... უიმედობა... სრულიად განსხვავებული სიტყვებია არა? დიახ, ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვცდები, იმედგაცრუებას უიმედობა მოჰყვება ხოლმე, აი შემდეგ კი უკვე ფიქრის და ოცნების უნარს კარგავ. მიჰყვები ცხივრების დინებას და ცოცხლობ ვიღაცის ან რაღაცის გამო... რომ მას გული არ ატკინო... მე კი ასეთი არავინ მყავდა და როგოც გითხარით თავს მხოლოდ იმიტომ არ ვიკლავდი, რომ ღმერთის რისხვის მეშინოდა. ეს ერთადერია რისი შიშიც შემომრჩა. როგორ არის ჩემი პატარა? გამოიღო შედეგი თუ არა ჩემ მიერ გაღებულმა მსხვერპლმა? არ ვიცი... ალბათ ფიქრობთ რანაირი დედაა, როგორ შეუძლია შვილის მოუკითხველად გაძლოსო... მე ვერ შევეხები მას ჩემი ცოდვილი ხელებით... ვერ ველაპარაკები და მივეალერსები ისე, თითქოს არაფერი მომხდარა... მე არამარტო ჩემს თავს, მასაც ვუღალატე, თუმცა არ ვნანობ... ცხრაჯერაც რომ მოვიდე ამ ქვეყანაზე ისევ იგივეს ჩავიდენ... ჩემს ღირსებას დავთმობ შვილის კეთილდღეობის გამო.. გვერდი ვიბრუნე და ვიგრძენი როგორ შემაკავა იონას ძლიერმა ხელმა.... უკნიდან მომეხუტა და კისერში ცხელი კოცნის ნაკვალევი დამიტოვა... არ გამაჟრჟიალა ისე როგორც უწინ, არც მუცელში დაუწყიათ პეპლებს ფარფატი. აღარ ვიყავი ჩვეულებრივი სულდგმული, აღარ გამაჩნდა ადამიამნური გრძნობები. საკუთარ თავს პატარა ნიაზე ფიქრის უფლებასაც კი არ ვაძლევდი. მე ცოდვილი ვიყავი... ჩემი ცოდვებით ნიას უმწიკვლო სულ;ს ვერ შევბღალავდი... მერე რა რომ მენატრებოდა... მერე რა რომ ყოველ ღამე მისი ნახვის სურვილი მკლავდა, მერე რა რომ მამაკაცის სიახლოვე მწვავდა და მკლავდა... მე ადამიანი აღარ ვიყავი... ვარსებობდი და სიტყვის გამოთქმის უფლებაც არ მქონდა. ერთ დროს საყვარელი ქმრის ალერსზე ახლა გული მერეოდა და ზიზღი მიპყრობდა... ეს იმიტომ რომ მან არაფერი გააკეთა ჩვენი შვილის გადასარჩენად, იცოდა იმ ღამით სადაც მივდიოდი ,მაგრამ არაფერი არ უთქვამს. ტელევიზორს უაზროდ მიაპყრო მზრა, თითქოს ნება დამრთო მისთვის ''მეღალატა''. ჰმ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, გაზეთში მსგავს ისტორიებს ,რომ ვკითხულობდი ვფიქრობდი მსგავსი სისულელეები ჟურნალისტების მოგონილია_მეთქი. რას წარმოვიდგენდი, რომ შემდეგი რესპოდენტი მე ვიქნებოდი. რესპოდენტი ვარ აბა რა... როცა ჩემს ტანჯვას ხალხს საჯაროდ ვუზიარებ... ბევრი არ დაიჯერებს და იტყვის... ეს ვინ არის? ჭუჭყიანიაო და ზიზღი შეიპყრობთ, ჩემმა მშობლებმა რომ გაიგონ, ჩემმა ძმამ... ალბათ ყველანი გადაირევიან, ერთ ამბავს დამაწევენ, აღარ შემეხებიან, იონამ, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცის განმდევნის როგორც კეთროვანს და ახლოს აღარ მიმიკარებს. მე ისისც მიკვირს ახლა როგორ წევს ჩემს გვერდით ისე, თითქოს არაფერი... ტკივილი მიპყრობს თუმცა ვერ ვტირი... ბოლოს იმ ღამით გადმომივარდა ობოლი ცრემლი... მას მერე აღარ მიტირია, მაგრამ ის კოშმარი ყოველ ღამით მეორდება... ძილის მეშინია და ჩემდაუნებურად ვფიქრობ... ვფიქრობ ჩემს ძველ ცხოვრებაზე... როცა ვარდისფერი სათვალე ჩემი განუყრელი ატრიბუტი იყო... როცა არ ვიცოდი ნიღაბჩამოხსნილი ადამიანები როგორები იყვნენ. ქორწინების წინა დღეს იონამ ისეთი სამყარო დამისახა წინ რომ ბედნიერებისგან ვფრინავდი... სამწუხაროდ კონკიას ზღაპარი შუაღამისას დასრულდა, როცა ახალგამომცხვარი დედამთილი შუაღამისას შემოგვივარდა, ლოგინიდან წამომაგდო და მითხრა რომ რძლად არ მიმიღებდა. შიშველ-ტიტველი გარეთ გამაგდო და სწორედ მაშინ დაბნელდა ჩემი სული. დავიფიცე რომ იონას მიკარების უფლებას აღარ მივცემდი მაგრამ მან პატიება მთხოვა, ბინა იქირავა და ოჯახთან სრულიად გაწყვიტა კავშირი. მეგონა ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა მაგრამ თურმე ყველაფერი წინ მელოდა... თვალებში სინათლემ შემომაჭყიტა,.. გათენებულა... არადა როგორ არ მინდოდა... არ მინდა საკუთარი სახე დავინახო... აღარ მაქვს ამის გამბედაობა...არ ვარ მე არავის სიყვარულის ღირსი, არც ჩემი შვილის... არც ოჯახის... ლევანის? მას ალბათ არც ვუყვარვარ... გუშინდელი ღამე არაფერს არ ნიშნავს... უბრალოდ... უბრალოდ.... ეჰ, რამდენი უბრალოდ არსებობს... რამდენი ფაქტი რომლისთვისაც მიზეზი ვერ მომიძებნია... ვერც იმისთვის თუ რატომ შემემთხვა ამდებნი უბედურება.... რატომ დასახიჩრდა ჩემი სული... -რომელი საათია?-მომესმა იონას ხმა და ფიქრებიდან გამოვერკვიე. -... -დინა გღვიძავს? ...ისევ დუმილი.... -დინა კარგა ხარ?-მესმის შეშფოთებუი ხმა და მისკენ ვბრუნდები. -წესით ამას პირველი ღამის მერე ეკითხებიან-სარკაზმი ჩავაქსოვე ხმაში და არა იმიტომ რომ მისი გაღიზიანება მინოდდა, არა! არ უნდა შეემჩნია ჩემი აღელვებული ხმა. -კარგი რა... არ მითხრა რომ არ მოგენატრე.... -მომენატრე? ჰმ, -ჩავახველე მე-მონატრება და სიყვარული ჩემთის უცხოა იონა. წავალ, საუზმეს გაგიმზადებ...-ფეხზე წამოვდექი მე და სააბაზანოპში შევედი. არც შევუჩერებივარ... რომ გითხრათ იმედი მქონდა, არა... ყველაფერი ისე შეიცვალა, რომ როგორც უწინ ისე აღარაფერია... შევეგუე... ამ ცვლილებებს უკვე შევეგუე... ერთადერთი რაც არ შეცვლილა ჩემი საუზმეა... ისევ ისეთი გემრიელი და მადისამღძვრელი... უბრალოდ ლევანი აღარ მეუბნება კომპლიმენტებს ისე როგორც ადრე... -რა გემრიელია... -შენნაირი ხელი არავის არ აქვს... -ჩემი გურმანი ცოლი... და ა.შ თავად მიხაროდა რომ რაღაც მაინც მქონდა კარგი.... სუფთა და წმინდა... თუმცა იქნებ ესეც არა.... ლევანი სამსახურში წავიდა თუ არა ხელში ყავა მოვიმარჯვე და დივანზე წამოვწექი, ფიქრების თავიდან მოშორება მინდოდა, ამიტომ მაგიდაზე დადებულ წიგნს ვტაცე ხელი. ''ლედი ჩატერლეის საყვარელი'' ასე ერქვა წიგნს, დანიშნულ ადგილას გადავფურცლე და კითხვა განვაგრძე. თითქოს ამით რელობას დავემალე. წიგნი ჩემი ნიკოტინია, თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით. ის გარემოს მწყვიტავს და თავის ლამაზ სამყაროში მშთანთქავს_ხოლმე. მიყვარს როცა ყველაფერს ვივიწყებ და წიგნის პერსონაჟებში ვიკარგები, ზოგი უმიზეზოდ მიყვარდება, ზოგს კი ვკიცხავ... უფრო სწორად ვკიცხავდი... იმიტომ რომ მივხვდი რომ არაფერი ხდება უმიზეზოდ... ვინ იცის იმ ადამიანებს როგორ უჭირთ, რის გამო მიდიან კომპრომისზე. მთავარ გმირს რატომღაც ჩემ თავს ვამსგავსებ, ისიც ხომ ჩემსავით ცოდვილია, მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ის ბედნიერია,... მე კი უბედური... თავი ხელებში ჩავრგე და ავტირდი... ოღონდ სულიერად.... არც ერთი ცრემლი არ გადმომვარდნია... პარკში ვიჯექი და ჰორიზონტს გავყურებდი. მსიამოვნებდა_მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ისიც წიგნის მსგავსად მშველოდა. ვიგრძენი როგორ შემაჯანჯღარა ვიღაცამ მსუბუქად. -რა გნებავთ?-ვკითხე ისე რომ მისთვის რც შემიხედია. -დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-გვერდით მომიჯდა უცნობი მამაკაცი. -დახმარება როცა მჭირდებოდა ყველამ მიმატოვა და ახლა გვიანია...-ჩავიჩურჩულე დაუფიქრებლად. -როგორც ჩანს გული ვიღაცამ ძალიან გატკინათ... -გული ყველაფერზე მტკივა, ჩემს სულში ბნელა...-არ ვიცი რატომ გავიხსენი ასე ძალიან და სრულიად უცნობ ადამიანს გული გადავუშალე ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ბინძური ვარ... მერე რა რომ სუფთა ტანსაცმელი მაცვია, მაინც ასეა... -ყველაფერი კარგად იქნება.-დამამშვიდა ერთ დროს ჩემი საყვარელ ფრაზით. -არ იქნება...-გვერდით მივუბრუნდი უცნობს და გავშეშდი... ის იყო.... ის საშინელი ღამე... ღამე რომელმაც საკუთარი თავი დამაკარგვინა... ყველაფერი დამაკარგვინა, სიცოცხლის სურვილი გამიქრო... ო, ღმერთო, როგორ მძულდა ეს ადამიანი...ჩემი უიმედო მდგომარეობა რომ გამოიყენა, მე რომ გამომიყენა... წადილი რომ შეისრულა, ზიზღით რომ შემომხედა... ის იყო.... ერეკლე მესხი... ......................................................... სამწუხაროდ წინა ისტორიის გაგრძელება ვერ შევძელი... ჯერჯერობით და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდით. მოგეხსენებათ რომ წერა ასე ადვილი არაა და ზოგჯერ თავგზა ისე გებნევა ვერ ხვდები რა დაწერო და რა არა. მეც ასე ვარ... ამ ახალი ისტორიიდან არ ელოდოთ კონკიას ზღაპარს. პირიქით, აქ ყველაფერი პირიქით ხდება... უბრალო გოგონას გაუბედურება ქორწინების დღიდან იწყება... ცხოვრება მწარეა და ამასთან შეუება ადვილი არ არის.., თუმცა რეალობასთან მოულოდნელად შეჯახსება უფრო რთულია. უჰ, რამდენი ვილაპარაკე იმედია მოგეწონებათ. გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი... დიდი სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.