მხსნელი 15
კარის უკან ჩავიკეცე და ცრემლებს გზა გავუხსენი. ახლა გიგაც მადარდებდა, მაგრამ ანდრიას გამო ყველას გავიმეტებდი. ოღონდ ის არა, ყველაფერს გადავიტანდი მაგრამ ანდრიას გარშე ყოფნას ვერა. თუ მეცოდინებოდა, რომ ის კარგად იქნებოდა კიდევ შემეძლო მის გარეშე ყოფნა, ალბათ... მგრამ გიგას სიტყვები მის წამებაზე.. წარმოდგენაც არ შემეძლო. მივხვდი რომ ისეთი ადამიანი ვიყავი, რომელიც ყველას მოკლავდა, ისე რომ თვალსაც არ დაახამხამებდა, ოღონდ საყვარელი ადამიანი დაეცვა. ამ ფიქრებმა გამომაფხიზლა. ცრემლები მოვიწმინდე და წამოვხტი. თავბრუ მეხვეოდა. ოთახში ერთი დიდი ფანჯარა იყო. ფარდები გადავწიე, მაგრამ ფანჯარა რკინის რიკულებით გაემაგრებინათ. აქედან გაქცევის არანაირი შანსი არ მქონდა. ტელეფონი წამართვეს, არც რამე ბლაგვი საგანი იყო რომ წინააღმდეგობის გაწევა შემძლებოდა. თან ერთს იარაღი ჰქონდა. ალბათ გიაგასაც ექნებოდა. ამ ფიქრებში ვიყავი როცა გინების ხმა შემომესმა და კარს ავეკარი. გიგა ელაპარაკებოდა ვიღაცას: _გადავიფიქრე და ფეხებზე .-ყვიროდა ის. რაღაცნაირად ტკბილმა იმედმა გამკრა თავში. _ის არ გამომყვება თუ იმ ნაბიჭვარს რამეს დავუშავებ. არ მაპატიებს.-ხმაში ნაღველი გაერია._წავიყვან და ცოტახნით აქაურობას მოვშორდებით.-ერთიანად შემაკანკალა ამის გაგონებაზე. მაგრამ თან მიხაროდა რომ გადაიფიქრა ანდრიასთვის რამის დაშავება. მეორე პიროვნების ხმა არ მესმოდა. შეიძლება ტელეფონზეც ლაპარაკობდა. _მაგის დედაც.. ჯერ ანასტასია უნდა შემეჩვიოს, იმას კი მერეც მივხედავ ფეხებზე , ჯანდაბაშიც წასულა. -ესეიგი არ გადაიფიქრა. ცოტახანს სიჩუმე იყო მერე ისევ აყვირდა. _გითხარი, ხელს არ ახლებ. არც იმას და ანასტასიას თუ რამე მოუვა იცოდე რომ ტრუპი ხარ.-ნეტავ ვის ელაპარაკებოდა? ალბათ გიგასაც აკონტროლებდა ვიღაც. _ფეხებზე შენი ბრძანებები და ავტორიტეტი. ხმას დაუწიე!-აშკარად ტელეფონზე ლაპარაკობდა, რადგან მე არავის ყვირილი არ გამიგონია გიგას გარდა. _ციხეში ვერ დამაბრუნებ! მაგით ვერ შემაშინებ კარგად დაიმახსოვრე.-ისევ პაუზა._კარგი, დამაცადე, ვიფიქრებ და მერე ვილაპარაკოთ. კარებს მოვშორდი და ჩამოვჯექი. როგორც მივხვდი, გიგას ჩემი წაყვანა უნდოდა, ჩემი მუქარის გამო კი დროებით გადაიფიქრა ანდრიაზე შურისძიება. მაგრამ როგორ შემეძლო მას გავყოლოდი? ვიცოდი, რომ მართლა ჭირდებოდა ადამიანი, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ მე არაფერი შემეძლო იმის მეტი, რაც უკვე ვუთხარი. ის ჩემგან მოითხოვდა რომ შემყვარებოდა, მე კი ამას ვერ შევძლებდი. ეს კი უარესი იქნებოდა. თუ იმედიც აღარ დარჩებოდა, მაშინ ის დაიღუპავდა თავს. მხოლოდ იმ დასკვნამდე მივედი რომ კვლავ უნდა დავლაპარაკებოდი. კარებს მივუახლოვდი და დავიძახე: _გიგა? გიგა თუ ჩემი გესმის გთხოვ შემოდი ცოტახანს.-ხმა არავის გაუცია. მაგრამ ცოტახანში ის შემოვიდა. _რა გინდა?-ისე მკითხა ზედაც არ შემოუხედავს. _დაჯექი თუ შეიძლება. _პრობლემა მაქვს, შენთან ლაპარაკის დრო არაა. _კიბატონო, მიბრძანდი მაშინ.-გავიბუსე და შევბრუნდი. სასაცილო იყო პირდაპირ. ჩემს გამტაცებელს ვებუტებოდი, იმის გამო რომ ჩემთან სალაპარაკოდ არ ეცალა. _კარგი ხო.-თქვა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ და ჩამოჯდა._სწრაფად მითხარი. _გავიგონე შენი ლაპარაკი.-წარბი შეუტოკდა მაგრამ სასწრაფოდ გადამალა ემოციები. _მერე? _თუ ძალით წამიყვან სადმე, იცოდე თავს მოვიკლავ. არ ვხუმრობ.-სახე დაეღმანჭა. _ამის უფლებას არ მოგცემ! გაგაკონტროლებ. რა ჯანდაბა გინდა მაშ? არც ის გინდა რომ წამომყვე, არც ის რომ შენი ბიჭი დაშავდეს. თან არც ის გინდა, რომ მე დამემართოს რამე. რა ჯანდაბა გავაკეთო მითხარი! _თუ მართლა გინდა ახალი ცხოვრების დაწყება გამიშვი, გამიშვი და ჩაბარდი. მოყვევი სასმართლოზე ის ყველაფერი, რაც მე მითხარი. მე დაგეხმარები. მეც მივცემ ჩვენებას და ანდრიასაც გადავარწმუნებ რომ დაგეხმაროს.-გიგას ხარხარი აუტყდა, თუმცა ეს გულიანი სიცილი არ იყო. ძალით აკეთებდა რომ ჩემ ნერვებზე ემოქმედა. _კარგად მოგიფიქრებია. ანასტასია სამუდამო მომისაჯეს და შენი აზრით შენი ჩვენება შეცვლის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას? ვერ შეცვლის! ასე რომ ისე მოიქცევი როგორც გეტყვი თუარადა ანდრიას მოგიკლავ!-ისე გამოუტანა განაჩენი, ეჭვსაც ვერ შეიტანდით. _რაც გინდა ის ქენი, აღარ მადარდებს, მაგრამ იცოდე თავს მოვიკლავ. ვერაფერს ვერ მაიძულებ. _ნუთუ ამდენად გეზიზღები, რომ ჩემთან ყოფნას სიკვდილი გირჩევნია?-თვალები შემომანათა რომელიც თითქოს გაშავებოდა ტკივილსგან. _შენ წარმოიდგინე და სულაც არ მეზიზღები, საერთოდ არ არსებობს ადამიანი რომ შემზიზღებოდა. შენ მითუმეტეეს ვერ შემზიზღდები. მაგრამ ის ფაქტი, რომ შეგიძლია ასე ეგოისტურად მომექცე და საერთოდ არ იფიქრო იმაზე მე რა მინდა, ისე ცხოვრება მაიძულო როგორც არ მინდა, ამას მირჩევნია მოვკვდე გესმიის? -გამწარებული წამოხტა და სკამი კედელზე შეანარცხა. მოულოდნელობისგან შევხტი. მერე მომიბრუნდა და აკანკალებული და გარისხებული ხმით ალაპარაკდა: _ეს უკვე ჩემზე აღარაა დამოკიდებული. ჩემს გარდა კიდევ სამი კაცი დაიჭირეს იმ შენი ანდრიას წყალობით. ზედმეტად ბევრი იცის. შენი დაცვა უნდოდა და შეხედე, უარეს დღეში ჩაგაგდო. ჭკვიანი კაცი უნდა მიმხვდარიყო, რომ ყოველთვის ვერ დაგიცავდა. მომინდომა სამართლიანობა და კარგი ბიჭობა. ხოდა ეხლა ჩემზე აღარაა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მე რომ ვთქვა უარი, შენც, იმასაც და მეც ერთმანეთის მიყოლებით ამოგვხოცავენ. ახლა გაიგე? _ესეიგი გამოსავალი მხოლოდ იმაშია რომ ანდრია მოკვდეს, მე შენთან ვიყო თუ არადა მეც მოვკვდე? _ზუსტადაც.-იღრიალა მან. _და თუ ასე არ მოხდება მაშინ შენც მოკვდები.. _მე საუკეთესო გამოსავალი გითხარი. ან სამივე მოვკვდებით, ან თქვენ ორნი, რასაც არ დავუშვებ. ან მხოლოდ ის. _ამას კი მე არ დავუშვებ. რატომ არ გესმის? როგორც შენ არ დაუშვებ ჩემ სიკვდილს ისე არ დავუშვებ მე მისას. _მაგრამ ჩემსას სიამოვნებით დაუშვებ, ხომ ასეა?-თქვა მან და სიმწრის სიცილი ამოუშვა. _ასე არაა გიგა, ეს შენც მშვენივრად იცი და ნუ ცდილობ თავი დამნაშავედ მაგრძნობინო. შენთვის განკუთვნილ ტყვიას ისევე დაუფიქრებლად გადავეფარებოდი, როგორც მისას. მაგრამ არჩევანი თუ მექნება შენსა და მას შორის, შენც იცი ვის ავირჩევდი. _ესეიგი ჩემთვის სიცოცხლეს გაიღებდი? _ზუსტად ვიცი რომ გავიღებდი. _ესეიგი გიყვარვარ.- გამიტანა დასკვნა. შევცბი. მან სხვანაირად გამიგო. _მიყვარხარ, ისვე როგორც სხვა ადამიანები. ნუ ცდილობ ისეთი სიტყვები მათქმევინო, რომელიც უფრო გატკენს გულს. რა მოხდება რომ ვცადოთ და წინ აღვუდგეთ მათ ვინც ამის გაკეთებას გაიძულებს? _დაყრუვდი ხო? სამივე მოვკვდებით მეთქი ვერ გაიგე? _მაგრამ შეიძლება ჩვენი სიკვდილის ფასად მას გამოვუთხაროთ ძირი ვინც ამას გაიძულებს? _სულ გაგიჟდი არა? ფეხებზე არ გკიდია ის ვიღაც თუკი მოკვდები? _სამაგიეროდ ბევრის სიცოცხლე გადარჩება. _კარგი რაა. ვისაც წამალი უნდა მაინც იშოვის, სისულელეა.-ცოტახანს გავჩუმდი, არაფეს ჰქონდა აზრი. მე მაინც მოვკვდებოდი ანდრიას გარეშე. აღარ ჰქონდა არაფერს მნიშვნელობა. _კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი. აზრი აღარ აქვს. მე მაინც ვეღარ ვიცოცხლებ. _ჯანდაბა ანასტასია.-მიღრიალა გიგამ და მხრებში ჩამაფრინა.-გინდა რომ შემშალო? _ნუ ღრიალებ. მე სულაც არ მინდოდა ასე მომხდარიყო.-ვუთხარი მშვიდი ხმით და მისი უცაბედად მოდუნებული მკლავებიდან სავარძელში დავეშვი. გიგა გახევებული იდგა, მერე უცებ ჩემკენ შემობრუნდა და როცა ავხედე სახე გაუბრწყინა. _კიდევ არის ერთი გამოსავალი.-ამოთქვა მან._ესაა გზა რომლითაც შენც გიხსნი და საკუთარ თავსაც.-აღფრთოვანებით ლაპარაკობდა და ბოლთის ცემა დაიწყო. _რა გამოსავალზე მელაპარაკები?-უცბად მომვარდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. _ვიცოდი რომ ამ ჯოჯოხეთიდან მიხსნიდი.-თვალები უბრწყინავდა. შუბლზე მაკოცა და გიჟივით გავარდა გარეთ, როცა მანქანების ჭყრიალის ხმა შემოგვესმა. წამოვვარდი და კარებს ვეცი. ღია იყო. გამოვაღე და გავედი. დერეფანი ჩავიარე და გასასვლელ კარს მივუახლოვდი ჩუმად. თავზე ბლაგვი საგანი მომხვდა. _არ გაინძრე თორე ტვინს მიგასხმევინებ.-მაშინვე გავჩერდი და უკან შემოვბრუნდი. ის იარაღიანი ბიჭი იყო. _გიგა მიგასიკვდილებს რამე რომ დამემართოს.-მტკიცე ხმით ვუთხარი და მის ირონიულ მზერას თვალი ავარიდე. _იარაღი დაწიე და გამოუშვი.-უკიდან გიგას ხმა გაისმა. მასთან მივედი და ახლა მან მომადო თავზე იარაღი. _წყნარად, არაფერს დაგიშავებ.-მიჩურჩულა მან._უბრალოდ გამომყევი და ისე მოიქეცი როგორც გეტყვი გასაგებია? არანაირი პანიკები! გარეთ მიბიძგა და გავედით. კინაღამ ჩავიკეცე ანდრია რომ დავინახე. თავზე იარაღი მიეშვირა და გაფართოებული თვალებით მომჩერებოდა. _ახლავე მოაშორე იარაღი თორე ერთი წამიც არ დამჭირდება ის გამოვკრავ სასხლეტს. ვერ გავიგე როგორ ემუქრებოდა ანდრია თავის მოკვლით გიგას და იმ ორ ბიჭს, როცა მათ ისედაც მისი სიკვდილი უნდოდათ. გიგა დამორჩილდა და იარაღი დაუშვა, მაგრამ ისევ მიჭერდა ხელით და სხეულზე ვყავდი აკრული. _ანდრია დაწიე ეგ დაწყევლილი იარაღი გეხვეწები.-ვეღარ მოვითმინე და ამოვიღრიალე. -გაოცებული, ტკივილიანი და დაღლილი თვალებით მომაჩერდა. მაგრამ ხელი არ ჩამოუშვია. თვალი ამარიდა და გიგას შეხედა. _ანა გამოუშვი, მერე გეტყვით სადაც გადავმალე. _ჯერ თქვი.-დაუღრიალა მეორე იარაღიანმა._თორე ტვინს მეთვითონ მივასხმევინებ ამასაც და შენც. _მართლაა?-დასცინა ანდრიამ._მერე რას ეტყვი შენს ძვირფას უფროს? შენი შვილი ვერ ვიპოვეთ და არ ვიცით სად ამოხდება შიმშილისაგან სულიო? _შე .-იმ ბიჭის ხმა აღარ იყო ისე მტკიცე. ჩემდა გასაკვირად გიგა არაფერს ამობობდა. _გიგა, გამოუშვი ანა და ჩემი ხელით გავატან ამ იარაღს. ვიცი რომ არ გინდა მისი სიკვდილი. გამოუშვი და მერე ვილაპარაკოთ. _ლევან,-ახლა გიგამ მიმართა იმ ბიჭს._ახლა გავუშვებ, არ ისროლო. შენ კი ნელ-ნელა დადე იარაღი ძირს როცა ანა წამოვა და ჩვენკენ გამოაცურე. გასაგებია? _კარგი. უთხრა ანდრიამ და ისეთი თვალებით გამომხედა მეგონა ცხელი რკინა ჩამასეს გულში. ის სიკვდილისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვერ ხვდებოდა რომ ამის უფლებას არ მივცემდი. გიგას ხელი მოდუნდა და საბოლოოდ რომ გამიშვა წინ გადავდგი ნაბიჯი. ფეხებს ვერ ვენდობოდი. ისე მიკანკალებდა რომ ნაბიჯს ვერ ვადგამდი. გიგამ ხელი შემაშველა. როგორც იქნა დავიმორჩილე ფეხები და ნახევარი გზა რომ გავიარე ანდრიამდე მან იარაღი დაბლა დადო. ვიცოდი როგორც უნდა გადამერჩინა თუკი მოულოდნელად სროლას დაუპირებდნენ. _გაიქეცი ანა, გაიქეცი.-დამისისინა ანდრიამ და გასწორდა. მე კი ვიცოდი რომ ჩემი გაქცევა მის სიკვდილს ნიშნავდა და პირდაპირ მისკენ გავიქეცი. ისე მაგრად ჩევეკონე რომ ოცი კაციც ვერ გამომგლეჯავდა ხელიდან. მასთან ჩახუტება და იარაღის ხმაც გავიგე. მაგრამ ტკივილი არ მიგრძვნია. ვერ მივხვდი ვინ ისროლა ან ვის მოხვდა. ანდრია ჩემი სხეულიანად შემობრუნდა და უფრო მაგრად ამეფარა. დავინახე როგორ დავარდა გიგას სხეული ჩვენს წინ და ის ორი ბიჭიც მიჰყვა მოგვიანებით, ანდრია უცნაურად შეინძრა მაგრამ კვლავ მიხუტებული ვყავდი. ამ ყველაფერს ერთი წუთიც არ დაჭირდა რომ სროლის ხმა მიწყდა. ჩემს თვალწინ სამი კაცი ეგდო. ანდრიას ნამდვილად არ უსვრია მათთვის. აბა რა მოხდა? დავეკითხე საკუთარ თავს და მკერდზე საოცარი სითბო ვიგრძენი. პოლიციელები ტერიტორიაზე გამოიშალნენ. ახლა მივხვდი ვინც ისროდა. მაგრამ გეგა? გეგა რატომ ეგდო ზუსტად ჩვენს წინ? შოკში ვიყავი და ძალიან მიჭირდა აზროვნება. _მას ნამდვილად უყვარდი.-ანდრიას ხრიალა ხმა მომესმა. _მოასწრო მანამდე გადაგფარებოდა, სანამ მე შემოვბრუნდებოდი. _ჩუ მორჩი ანა, ყველაფერი კარგადა გესმიის?-რატომ მაჩუმებდა მე ხომ ხმას არ ვიღებდი? სითბო ჩემს მკერდთან გაიზარდა და თითქოს სითხესავით ჩამეღვარა.. _გაჩერდი, ჩუუ. მე შენთან ვარ.-ისევ მაჩუმებდა. კი მაგრამ მე რატომ? ეს ყვირილი თუ ხავილი ისე შემაწუხებელი იყო. რატომ მას არ აჩუმებდნენ? საიდან მოდიოდა ეს დაწყევლილი ხმა, ერთანად დავიკრუნჩხე ანდრიას ხელებში და დავიღრიალე: _გააჩუმეთ ეს ხმა.გააჩუმეთ, გააჩუმეთ.-და ბოლოს მხოლოდ ჩემი ქვითინის ხმაღა გავიგე. მე? მე ვიყავი? ნუთუ მე გამოვცემდი იმ ხმას? ანდრიას კიდევ უფრო მაგრად ჩავებღაუჭე და ტვინს უფლება მივეცი ჩემი ქმედება არ ეკონტროლებინა. _ეს იყო მისი გამოსავალი? ამიტომ ვეგონე მხსნელი? არა, არა, არა. ანდრია უთხარი. უთხარი.. გეხვეწები უთხარი. არ მინდოდა რომ ჩემთვის მომკვდარიყო. არ მინდოდა ასე ვყვარებოდი. ანდრია უთხარი. უთხარი... არ შემიძლია.-ერთიანად ვიკლაკნებოდი სულის ტკივილისგან. ანდრია კი მაგრად მიჭერდა. მერე უცბად ჩაიმუხლა, მაგრამ მის სხეულისთვის არ მოვუშორებივარ. _ანდრია უშველე გეხვეწები. რატომ გამითბა გულმკერდი ასე? ანდრია რა მჭირს?-გიჟივით ვყვიროდი და როგორც იქნა ხმა ამოიღო, მაგრამ ის არ იყო ისეთი დამამშვიდებელი, როგორიც ადრე. თითქოს ხრიალებდა. სულმთლად ჩახლეჩდა ხმა. _ანასტასია, მან გადაგარჩინა. მისი არჩევანი იყო. ყველაზე სწორი ნაბიჯი, რაც კი ცხოვრებაში გადაუდგია. _არა, არა შენ არ იცი. შენ არაფერი იცი. წამიყვანე აქედან. წამიყვანე არ მინდა ასეთი სიცოცხლე. არ მინდა სხვის მაგივრად ვიცოცხლო. არ შემიძლია.-ჩემ ხმას საერთოდ ვერ ვცნობდი ისეთი ტონალობა მიეღო ყვირილისა და ტირილისგან. გული ისე მეკრუნჩხებოდა რომ არ მეგონდა თუ ცოცხალი გადავრჩებოდი. მაგრამ ის სითბო არ წყდებოდა. ანდრიამ უცნაურად ამოიგმინა. მერე მივხვდი. ციებიანივით მოვშორდი და მის მკერდს მივაჩერდი. აი რატომ შეტოკდა უცნაურად როცა სროლის ხმა მესმოდა. ამიტომ ჩამეღვარა მკერდში სითბო. მისი სისხლი მათბობდა, რომლსაც ჩემი მაისურიც და მისიც ერთიანად გაეწითლებინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.