შურისძიებისთვის... ( მეექვსე თავი )
თავი ექვსი მერე? აღარაფერი ყოფილა "ისე,როგორც უნდა ყოფილიყო"... სიყვარული? არ ყოფილა... უფრო სწორედ,იყო,მაგრამ მალული. ვერა თავს უფლებას არ აძლევდა,შეყვარებოდა. მისი მთავარი მიზანი,რის გამოც სიცოცხლეს აგრძელებდა,შურისძიება იყო. არ უნდოდა,სიყვარულს დამონებოდა... როგორც ხდება ხოლმე... მაგრამ გული ეკითხებოდა ვის შეიყვარებდა და ვის არა? არ ეკითხებოდა... ხოდა,შეიყვარა. მაინც შეიყვარა. ეშინოდა,როგორ არ ეშინოდა. შურისძიება და სიყვარული ერთად? წარმოუდგენელია. მაგრამ არაფერი შეეძლო. წინააღნმდეგობას ვერ უწევდა ამ გრძნობას. მაშინ,რომელიმე დაეთმო არა? შურისძიება? ამაზე უარს ვერ იტყოდა,ვერც ნებით,და ვერც გონებით. სიყვარული? შეუძლებელი იყო,უარი ეთქვა,ეს უკვე გულის გადასაწყვეტია... ^^^ ერთ კვირაში,უკვე ვერა მეტრეველი იყო. ერთ კვირაში უკვე,მოდელად გააფორმეს. პირველი გადაღება,13-ში ქონდა. ემზადებოდა. მაკუნა ჭკუაზე არ იყო,საფრანგეთიდან ჩამოსული დიზაინერი და მისი მოდელებიც იყვნენ გადაღებაზე,და მაიკო მეტრეველის სააგენტოს შეაფასებდნენ,მოწონების შემთხვევაში კი,ჟურნალ "ვოგუ"-ს ყდაზე დაიბეჭდებოდა ქართველი დიზაინერი და წამყვანი,ახალბედა მოდელი-ვერა მეტრეველი. -მოიცა,ვერა თავი გააჩერე,მანდ ცოტა მეტი ტონალური,ლოლაჩკა,ტუში უფრო მუქი...-წრიალებდა მაკუნა,მიუხედავად იმისა,რომ ეს საქმიანობა უკვე 4 წელია "შეისისხლხორცა",ამ დღეს ასე ვთქვათ "ისტორიულ წარმატება"-ს უწოდებდა. -პომადა შავი,თუ ლურჯი-თვალებმოჭუტულმა დააკვირდა ვერას მაკიაჟს და ბოლოს,შავს დაადო ხელი. -ძაან სტრანი ვარ-გაეცინა ვერას. -ძაან მკაცრი იერი გაქ,კარგია კარგი-დაეთანხმა მაკუნაც,და თავის ქნევით დაუმოწმა მოწონება. -ეხლა,ტანზეც მოირგე,და მზად ხარ... ბოლოს დგები კამერის წინ,ხო გახსოვს? როგორ უნდა დადგე,ეგეც ხო კარგად იცი...-ნერვიულობდა მაკუნა -კი კი მაიკო,დაწყნარდი,ნუ ღელავ...-ღიმილით ჩაუხუტა ქალს,მერე კი თავისი უცნაური კოსტიუმი მოირგო. უცნაური იმ მხრივ,რომ უცნაური იყო. მერე კი,ნელი ნაბიჯებით წავიდა ოთახისკენ,სადაც გადაღება მიმდინარეობდა. სკამზე მოდის სფეროში გამოცდილი ადამიანები განლაგებულიყვნენ,მათ წინ კი დოინჯშემორტყმული ქალი იდგა... შავები ეცვა,ძალიან ელეგანტურად გამოიყურებოდა და კრიტიკული თვალით აფასებდა მოდელებს. ვერას წინ,კეიტი გამოდიოდა. აწ უკვე მეტრეველს,მტრული მზერა ესროლა,და კამერის წინ დადგა. დაიწყო პოზირება... ბოლო "ეპიზოდზე" იყო,როცა ქუსლიანები გადაეღუნა,ფეხი დაუცდა,და ძირს გაიშხლართა. მაკუნას სიმწვრის ოხვრა აღმოხდა... ხალხი სამარისებულად დადუმდა. ფრანგმა კრიტიკოსმა,ამოიგმინა. და სწორედ ამ დროს,მოისაზრა ვერამ,რომ რაღაც უნდა ემოქმედა. ღრმად ჩაისუნთქა,და დაიძრა... ნელი,მოხდენილი ნაბიჯებით მიახლოვდა დაცემულ კეიტს,მერე კამერის წინ ლამაზად დადგა,გაიღიმა და მოდელს ხელი გაუწოდა. ერთი დახედა ვერას ხელს კეიტმა,მერე თვალების ფახურუთ და "ძალით ღიმილით" მოკიდა,და ფეხზე წამოდგა. -დამეყრდენი,ფოტოსესია ერთად უნდა წარვმართოთ,თორემ ჩაიძირები და მეც გამიყოლებ!-კბილებში გამოცრა ვერას და კამერას გაუცინა. -კარგი-შეშინებული ჩანდა კეიტის,ღირსებას გადააბიჯა,და ვერას მითითებას მიყვა. კამერა კი ჩხაკუნობდა და ჩხაკუნობდა... მერე კეიტმა დატოვა ოთახი,და მხოლოდ ვერა დარჩა. ფრანგი დიზაინერის შეჭმუხნული შუბლი და შეკრული წარბები,ნელ-ნელა გაიხსნა... ამოისუნთქა მაკუნამ,იმდენადაც კი,რომ ვერამ გაიგონა... ფოტოსესია დასრულდა. ^^^ -საშინლად,საშინლად დავიქანცე-სახლში შესულებს,აღმოხდა ორივეს და დივანზე დაებერტყნენ. -ჩავფლავდით?-დამწუხრებულმა შემოაწყო ფეხები დივანზე ვერამ,და მაკუნას შეხედა -რატომ? სულაც არა,გადა'მარჩინე. და კეიტის გადაარჩინე. ვამაყობ შენით!-ღიმილით შეაქო ქალმა მოდელი,და გულღიად გაუღიმა -და საკუთარი თავის გადავირჩინე-დაამატა სიცილით ვერამ და ქალს მიეხუტა -ის ფრანგი ნახე? ძაან მოდად ეცვა...-ჩაილაპარაკა დიზაინერმა -აჰ... შავი ყოველთვის ელეგანტურია. -დიაღ დიაღ-თავის ქნევით დაეთანხმა ვერაჩკა -დემეტრე სად არის?-ბოლოს მაინც თქვა სათქმელი,და ფრთხილად გახედა ქალს -აზრზე არ ვარ... ნუ ნერვიულობ,მალე მოვა ალბათ-მხრები აიჩეჩა და პულტს დაწვდა -რა ვქნა,ვნერვიულობ... ბოლო დღეები,უცნაურად იქცევა-სულაც არ აპირებდა ტყუილს,და მალვას,მითუმეტეს მაკუნასთან. ვერას ერთი თვისება ქონდა,ადამიანი ან უყვარდა,ან სძულდა. შუალედი არასდროს არ არსებობდა. ყოველთვის გულღიად ესაუბრებოდა ერთადერთ მეგობარს,და თავის განცდებს უმხელდა -რავიცი,მოსკოვიდან ჩამოსული ბიზნესმენები აწვალებენ,რაღაც მწყობრში ვერაა,კომპანიას ასე ვთქვათ,უტევენ-წარბებშეკრულმა მოახსენა და ტუჩები მაღლა ასწია. მოსკოვის ხსენებაზე,რაღაცამ გაკრა,და ღრმად ამოისუნთქა... "-ვერაჩკა,მოაწერ ხელს საბუთებს?-ვითომ კეთილად გაუღიმა მამაკაცმა,და თვალი ჩაუკრა. -რა საბუთებია?-ცალი წარბი ასწია ჯერ კიდევ ბავშვმა,და ფურცლებს ამრეზით დახედა -რადა... მოკლედ,მოაწერ თუ არა ხელს?! -ნუ ყვირი... -მოაწერე საბუთებს ხელი!-უხეშად წაავლო მკლავზე ხელი მამაკაცმა,და თითებში კალამი გაურჭო. -არ მოვაწერ,არა!-როცა იგრძნო,რომ მამაკაცს აღიზიანებდა,შეუღრინა,წამოხტა და ოთახში შეიკეტა... სულ რაღაც 15 წლის იყო ვერა,მხოლოდ 15-ის... ღმერთო,როგორ ახსოვს ის დღე... ოთახის კარები შემოამტვრიეს,ბავშვს მკლავებში სწვდნენ,და ძალით გაათრიეს... მერე თეთრ მანქანაში ჩასვეს,და სადღაც წაიყვანეს... ექიმებმა რაღაც ცნობას მოაწერეს ხელი,თითქოს ვერა ბურდული,ფსიქიკურად დაავადებული იყო... ახსოვს,მამამისის დამცინავი მზერა... მერე ჯაჭვები და ლოგინი ახსოვს,ცარიელ ოთახში..." -ვერა,ვერა,რაზე ფიქრობ?-გამოაფხიზლა მაკუნამ და შეანჯღრია -ვიფიქრე,ხომ არ მივაკითხო-თქო დემეტრეს...-ოსტატურად იცრუა,და რაც ენაზე მოადგა ის თქვა -კლუბ კასამდრაში,მიდი მიდი-თვალებგაბრწყინებულმა აკოცა ლოყაზე,და მისი ოთახისკენ გასწია. -მმ... მგონი ცუდი აზრია-ეცადა შეპასუხებას,რადგან არ სურდა,რომ დემეტრეს დადგომოდა თავზე,როცა ვიღაც მოსკოველ ბიზნესმენს ასე ვთქვათ,ეკამათებოდა. -არაფერიც! შავი კაბა ჩაიცვი,მალე,და გასწი გასწიი!-წაუმღერა და გარდერობისკენ უბიძგა. -კარგი კარგი-მიხვდა,რომ ვერაფერს გააწყობდა ქალთან,და შავი კაბა მოძებნა,მერე ტანზე მოირგო და დემეტრეს ნაჩუქარ "აუდში" ჩაჯდა. 10 წუთში,უკვე კლუბთან იყო მისული. "კასანდრა" ეწერა დიდი ასოებით,და კართან დაცვა იდგა. მანქნიდან ჩამოვიდა,და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა კარებს. -თქვენი პირადობის მოწმობა,თუ შეიძლება. -ახლავე-ჩანთიდან ამოიღო "პასპორტი" და დაცვას მიაწოდა -ვერა მეტრეველი. შებრძანდით-გულღიად გაუღიმა დაცვამაც,და კარებში შეატარა. შესვლამდე,გაწვიმდა... თვალების ცეცება დაიწყო,მაგრამ უცებვე მიაგნო დემეტრეს. ხელში სიგარეტს ათამაშებდა,გვერდით მისი მეგობარი,ზურა ედგა,და დაძაბული ესაუბრებოდა ვიღაცას. ვერამ მხოლოდ ზურგიდან მოკრა თვალი იმ "ვიღაცას"... მათკენ წავიდა,როცა მამაკაცი ოდნავ ბარისკენ მიტრიალდა,და ვერამ პროფილში ამოიცნო ნაცნობი სხეული... ტანში გაცრა,მუხლები აუკანკალდა,და ძარღვებში სისხლი მოაწვა... ყელში რაღაც ეჩხირებოდა,უნდოდა მივარდნოდა,და დაეხრჩო... ღრმად ამოისუნღქა,სწრაფად შებრუნდა და გაიქცა... სულ აღარ ანაღვლებდა წვიმა... ხვდებოდა რომ,უკვე დრო მოვიდა. ის საქართველოშია. ის იქაა,სადაც ვერა. და მას წარმოდგენაც არ აქვს,რა ელის. "ღმერთო,ძალა მომეცი"-ჩაილაპარაკა ვერამ,პირჯვარი გადაიწერა და უკან დაბრუნდა,მერე მანქანაში ჩაჯდა და სახლამდე 220-ით მივიდა,თანაც შუქნიშნებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. გაწუწული მივიდა სახლში,მაკუნას მიაძახა,ძალიან გთხოვ,არაფრის ახსნა არ მთხოვო,და არც არაფერი უთხრა დემეტრესო,და ოთახში შევარდა... თავში კი მხოლოდ ერთი წინადადება უტრიალებდა,და არ ასვენებდა... "დრო მოვიდა,მე ვცხოვრობ შურისძიებისთვის..." ^^^^ ^^^^ პირველ რიგში,ვიცი ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს,ამიტომ რაღაცას ვიტყვი. ვარ 13 წლის,და მყავს დედა,რომელმაც დამსაჯა და უინტერნეტობა მომისაჯა :დდ დღეს,მამიდასთან ვიყავით,ბევრი დალიეს,იმდენიც კი,რომ წამოსვლისას საჭესთან მე დამსვეს ( აქ ვიცინი,რადგან ტრასაზე მანქანები მომრავლდნენ თუ არა,გადმომაგდეს) და სახლში მოსულებმა,ინტერნეტი რომ ვთხოვე,რა პრობლემააო :დდ ხოოდა,ჩემო შიკოლატკებო,გამიგეთ,ან არ გამიგოთ,ახლა ისეთ ხასიათზე ვარ,მლანძღეთ მაგრამ,მაინც გამიგეთ რა... პს: ანინეს ბოდიში,რომელიც აღნიშნავდა ჩემს პუნქტუალურობას და იმედები გავუცრუე. პსს: და მადლობა ვინც დრო დამითმო. უყვარხართ თქვენს ნენეს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.