შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[4]


27-07-2015, 00:07
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 388

სად უნდა წავსულიყავი?-ამაზე დიდ ხანს არ მიფიქრია.გარეთ გავედი და ტაქსი გავაჩერე.გამახსენდა,კაფე,რომელსაც მუდამ შორიდან ვადევნებდი თვალს.იქ ხომ ხშირად მიწევდა გავლა-გამოვლა.ვაკვირდეოდი ხალხს,რომლებსაც კარგად ეცვათ,იღიმოდნენ და ლუკმის შოვნაზე არ ფიქროდნენ..
ეს ჩემთვის ხომ წარმოუდგენელი რამ იყო.მთელი ცხოვრება წვალება იყო და მეტი არაფერი..ეს იყო ჩემი ბედი და ან იქნებ ..არ ვიცი,რა.
ჯენი გერჰარტი გამახსენდა.ეს წიგნი ხომ ჯერ კიდევ ბავშვობაში წავიკითხე,როგორც მახსოვს,ნათიამ მათხოვა.მის ოჯახსაც როგორ უჭირდა,როგორ წვალლობდა,მაგრამ მისი მამა თენგოს მაინც არ ჰგავდა.ალბათ,იმის გამო,რომ ჩემს რეალობასთან ახლოს იყო,შემიყვარდა ეს წიგნი.მახსოვს,ერთ წელს 20-ჯერ ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე.ეს ის წელი იყო,როცა ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი და სხვა მისწრაფებებსაც ვიკმაყოფილებდი.სწორედ იმათ,რომლის ასრულების საშუალებაც დიდი ხნის წინ გამომეცალა ხელიდან.მას შემდეგ,რაც სკოლას თავი დავანებე,ყველაფერი შეიცვალა,ყველაფერი უფრო გართულდა.მივხვდი,რომ ცხოვრება უფრო მუქ გზას მიმზადებდა.
კაფეში ყავა შევუკვეთე,მერე გამახსენდა,რომ შოკოლადის ნამცხვარი მიყვარდა და ისიც დავაამაე,რაღაც ჟურნალს მოვკარი თვალი,რომელიც ჩემს მაგიდაზე იდო.თვალიერება დავიწყე.
გარემო გასაოცრად მეჩვენა.მე ხომ მუდამ პატარა და საცოდაობა სამზარეულოში ვჭამდი.იქ ყველაფერს ნესტის სუნი ასდიოდა,გაზქურაც კი იჟანგებოდა.
უეცრად,ნაცნობი სახე შევნიშნე.სილუეტი ჩემკენ მოდიოდა.სახეზე გაკვირვება შევატყვე და თან მიმქრალად იღიმოდა.
-ვა,ანი-გოგონა ჩემკენ წამოვიდა,თან სახეზე აკრულ ღიმილს არ იშორებდა.
-ჰო,მე ვარ-მივმართე ნათიას და გამახსენდა იმ დღის საუბარი.გამახსენდა,როგორ მითხრა სიტყვები,რომლებმაც გული ჩამწყვიტა.ის ხომ ჩემი ერთადერთი დაქალი იყო.არადა რა კარგად ვიყავით.ცივად ავხედე და შევათვალიერე ისე,თითქოს დიდი ხნის უნახავი მყავდა,თუმცა ეს ყველაფერი ჩემში უზომო ტკივილს იწვევდა.თუნდაც ის,რომ მის გამამხნევებელ სიტყვებს ვეღარ მოისმენდა ჩემი ბაგენი.
ამ მომენტში,როცა ამ ყველაფრის მერე,ნათია ჩემ წინ იდგა,ლამის იყო გონება დამეკარგა.დიახ,ისევ ვგრძნობდი აფექტის მოახლოებას,ამიტომ თავს შევახსენე თეოოდრ დრაიზერის სიტყვები,რომლის ციტირებას ვერ ვახდენდი,მაგრამ აზრი კი მუდამ თან დამსდევდა,ცხორვებაში რამდენი ტანჯვაც არ უნდა ვნახოთ,მაინც არის მასში ბედნიერების სხივი-ჩემებურად ასე გავიხსენე და ანის ავხედე,რომელიც დაბნეული ჩანდა,მაგრამ ბაგეები მაინც აამოძრავა.
-როგორ ხარ? რა კარგად გამოიყურები-ნათია აღფრთოვანებას ვერ მალავდა,მაგრამ სახეზე უხერხულობაც ეხატა.სკამთან იდგა,მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა.ამის შემდეგ ეს ხომ დიდი სისულელე იყო.როგორ ცუდად მომექცა და რის გამო? იმიტომ,რომ არ მყავდა ნორმალური ოჯახი.ნორმალური,ასე ამბობს ხალხი,იმის გამო,რომ მიჭირდა და ვმუშაობდი და იმის გამო,რომ სწავლასაც კი ვერ ვაგრძელებდი.
-ამის მერე კიდევ მცემ ხმას-ვცდილობდი,რომ არ დამეკარგა სიმტიცე.
-ანი,შენ არ გესმის-გოგონამ თმა დაგაიწია უკან და ისევ სევდით გაჟღენთლი მზერა მესროლა.“რას ნიშნავს ყოველივე ეს?“-თავს ვკითხე და ნათიას ავხედე.
-რა არ მესმის? ვიცი,რასაც ფიქრობს ხალხი ჩემზე-ისევ დატრიალდა ჩემს თვალ წინ მთელი ცხორვება,მაგრამ ამჯერად ცრემლები არ გადმომცვენია.ყველანაირად ვცდილობდი,რომ სიმტკიცე არ დამეკარგა და ჯერჯერობით გამომდიოდა კიდეც.
-ეს მაიძულეს.-რას ამბობ?-უმალ შევეპასუხე ყოფილ დაქალს.
-ადრე დედაჩემი მეჩიჩინებოდა,ახლა კი მამაც ჩაერთო ამ საქმეში..დამემუქრა..-ნათიას ხმა აუკანკალდა.
-დაგემუქრა?-ცივად ვკითხე.
-მითხრა,რომ ...ათასი უბედურება..
-მისმინე,მესმის,მაგრამ..უნდა გეთქვა...-გავირვებული მზერით კუშტად შევხედე.
-მაშინ...ვერ შევძელი,მაგრამ ახლა გეუბნები-ტირილი აუტყდა.ფეხზე ავდექი და გადავეხვიე.-ნუ,ტირი,ნათ.
როცა დაწყნარდა,დავსხედით.მის სახეზე ისეთი ტკივილი აღბეჭდილიყო,რომ ძალიან შემეცოდა.შემეცოდა? დიახ,შემეცოდა.მის ადგილას წარმოვიდგინე საკუთარი თავი,როგორც ყოველთვის ვიქცეოდი ხოლმე და გავაცნობიერე,რომ მეც,შესაძლოა,ასე მოვცეულიყავი.განა მე არ ვიყავი იმ ქალის შვილი,რომლის ქმარი მთელ ოჯახს მიწასთან ათანასწორებდა?
-მაპატიებ?=ბავშვივით მკითხა და თვალებში ლამის იყო ჩამძრომოდა.
-კი,რა თქმა უნდა-გავუღიმე და ხელი ხელზე მოვკიდე.ვიგრძენი ყინულივით ცივი მტევანი როგორ გაუთბა და გამეღიმა.
-მადლობ-ლოყები შეეფაკლა და ხელები,რომლებსაც ერთმნნეთში ხლართვდა,გააჩერა..-რა მოხდა შენთან? ვციი,რომ წახვედი....
-ჰო,ჭორაობს ხალხი და გეცოდინება-უკმაყოფილოდ ვუპასუხე.
-მისმენე,მუშაობ? სად?
-გაკვირვებული ხარ გეტყობა.
ჩემს შესახებ მოვუყევი...ის უფრო დაუბნა და ერთი რამ მითხრა მხოლოდ:
-ბედი ჰქონია.-ეჰ..-პასუხად მხოლოდ ამოვიოხრე და თვალ წინ დამიდგა ის ღამე,როცა კაფის რადიატორიდან წამოსულ თბილ ჰაერს შევეტრფოდი,მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ცხელი ყავით ფილტვებს ვითბობდი.
-მერე რას იზამ?-ვიცოდი,რომ ამას მკითხავდა.განა თვითონაც ყოლ დღე და ყოველ ღამე ეს არ მიქროდა თავში?
-არ ვიცი..მეუბნება გამუშავებო..იქნება რამეო-ვუპასუხე ისე,რომ არ შემიხედავს.ისე მრცხვენოდა ჩემი ცხორვების,ამ ყველაფრის ისე მერიდებოდა,რომ ლამის იყო მაგიდის ქვეშ შევმძვრალიყავი და აღარადროს გამოვსულიყავი გარეთ.თითქოს ამით გავექცეოდი იმ მქარე რეალობას,რომელიც ჩემს თვალ წინ „იფურჩქნებოდა“.
გამახსენდა ბავშვობა,როცა მაგიდის ქვეშ ვემალებოდი ხოლმე დედას,როცა წამლის დალევინებას მიპირებდა.კოვზზე დაასხამდა რაღაც სითხეს,დალიე ყელი გტკივაო,მე კი ეს უკანსკნელი საშინლად მძულდა.
-მერე?-მე უკვე აღარ ვიცი რა დავიჯექრო-ისევ ავღელდი.
-კარგი,დამშვიდდი...ჯერ დღევანდელი დღით იცხოვრე.გავუღიმე.ის ფეხზე წამოდგა..
-უნდა წავიდე,მეჩქარება..დამირეკე ხოლმე.
-კარგი-წასვლისას გადავეხვიე.ისევ თბილი ხელები ჰქონდა,ისევ იღიმოდა.ეს ჩემი ნათია იყო.
ისევ თვალ წინ გადამირბინა მოგონებებმა,რომლებიც ნათიასთან მაკავშირებდა,მხოლოდ მაშინ მომადგა ცრემლი,როცა გავიდა და გზას გაუყვა.“კიდევ კარგი,ის მაინც შემრჩა“-სიმწრისგან გამეღიმა და იმ ადგილს შევხედე,საიდანაც ორიოდე წუთის წინ ამდგარიყო ნათია.
თუმცა მე ისევ ვიჯექი და თვალს ვადევნებდი ხალხს.მახსენდებოდა ისე დღეები,როცა გარედან ვუყურებდი მათ და ყავის სურნელს ხარბად ვყნოსავდი..ისიც ხომ ნორმალურად არ მოდიოდა ჩემამდე..თითქოს დამკვირვებელი ვიყავი მაშინ.ახლაც მახსოვს ის გულის ძგერა,რომელსაც მუდამ ვგრძნობდი...ის ამაზრზენი მომენტეიბ,როც ხალხი მიყურებდა..ზოგი სიბრალულიც,მაგრამ უმრავლესობის მზერაში ირონია ოიგრძნობოდა..იგრძნობოდა დაცინვა...
მეორე ნაჭერიც შევუკვეთე.ნახევარ საათში კი გამოვედი,მარგამ ახლა ამაყად მივდიოდი.აღარ ვიყავი ისეთი დაღვრემილი,როგორც ცოტა ხნის წინ.თითქოს ქარს გადაეყარა ციდან ღრუბლების კორიანტელი.
მშობლებზე არ მინდოდა მეფიქრა..ვცდილობდი,რომ წარსულში დამეტოვებინა მამას სისასტიკე,მაგრამ ეს საკმაოდ ძნელი იყო.განა ეს არ იყო ჩემი ცხოვრება? მისის დავიწყება კი შეუძლებელია...ვიცოდი,რომ ის დიდ და შავ ლაქად დამრჩებოდა...როგორ შემირყია ფსიქიკა...
არა,ამის გახსენებაც კი მზარავდა.დიდ მაღაზიაში შევედი,როგორც ამას თავად ვეძახდი, და გამახსენდა,დედას სიტყვები,აქ მდიდრები დადიანო.ყველაფერი როგორი გასაოცარი იყო.აქ მგომი მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი,როცა მეზობელმა,მოხუცმა ქალმა,რაღაცის საყიდლად გამომაგზავნა.
რამდენი განყოფილება იყო..იმხელა მაღაზიაში იყო,რომ შემეშინდა,არ დავკარგულიყავი.კალათა ავიღე.კიდევ კარგი გამახსენდა,რომ ასე იყო საჭირო.უფრო სწორედ,ერთ ქალს შევავლე თვალი,თორემ შეიძლება,არც კი მომსვლოდა აზრად.
დავიარე რიგები და პროდუქტები შევიძინე.საკმაოდ დიდ ხანს ვარჩევდი.ეს ხომ ჩემი,ასე ვთქვათ,პირველი მოგზაურობა იყო,მოგზაურობა პროდუქტთა სამყაროში.
თავი სიზმარში მეგონა..გადავიხადე სალაროში და სახლში დავბრუნდი..ჩემი საყვარელი პიცა მოვამზადე და გამახსენდა,რომ ლუდი უყვარდა მამუკას.მაშინვე ჩავედი მარკეტში,რომელიც ახლოს იყო,შევიძინე და სუფრა გავაწყვე.ვიცოდი,რომ,როცა დაბრუნდებოდა,ეს ესიამოვნებოდა.მინდოდა,რომ ცოტა ოდენი ყურადღება და ზრუნვა მაინც გამომეჩინა მის მიმართ.სამაგიეროდ გადახდას ვერ მოვახერხებდი,მაგრამ ეს მცირედიც კარგი იქნებოდა.
დესერტიც გამოვიტანე და საათს დავუწყე ცქერა.როგორი კეთილი ადამიანი იყო...როგორ მინდოდა მისთვის სიკეთითვე მეპასუხა.
დაღლილი დაბრუნდა,მაგრამ ჩემმა გაშლილმა მაგიდამ მაშნვე ამოაცოცხლა.სახეზე ოფლი მიკროდა ისე,როგორც მური.ეტყობოდა,რომ ძალიან გადაღლილი იყო.აბაზანაში შევიდა და შემდეგ სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-მმმ..რა სურნელია-მაგდას მიუჯდა და ხარბად შეისუნთქა.
როგორც ეტყობოდა,ძალიან მოეწონა.შემიქო,თვით ბლინებიც კი მოეწონა,რომელიც პირველად გავაკეთე.
ადრე სკოლაში ჩამაწერინეს რეცეპტი.იმდენი ხნის წინ,მგონი,მეხუთე კლასში ვიყავი,როცა შრომის გაკვეთილებზე კულინარიას ვსწავლობდი.რატომღაც მახსოვდა ამ ბლინების,ეგრეთწოდებული,ალადიკების რეცეპტი,რაც თავადაც კი გამიკვრიდა,მაგრამ შედეგი სახეზე იყო-თეფშიდან მომზიმარი დაბრაწული ბურთულები.მათზე ჩემი შეფაკლული ლოყები გამახსენდა.ისინი ხომ ხშირად იღებდნენ ბლინების ფერს,მე ხომ მუდამ ვითმენდი სირცხვილს და თანაც,როცა სიმორცხვე შემომიტევდა,მტრისას.
საუბარის დაწყებას ცდილობდა მამაკაცი,მაგრამ სიტყვების ძებნას დიდ ხანს მოუნდა.-როგორ გაატარე დღე?
-შესანიშნავად-გაღიმებული სახით ვუპასუხე.
-მომიყევი,აბა-ინტერესიანი თვალებით მომაჩერდა,რაც გამიხარდა.“ჯერ კიდე არსებობებო,ჰო,კეთილი ადამიანები?“-ჩავეძიე თავს და ვუპასუხე:
-ჩემს საყვარელ კაფეში ვიყავი..-დავიწყე და ყველაფერი დეტალურად ვუამბე.
-აიძულეს?-მხრები ასწია და სახე შეეშმუშნა.
-ჰო..საშინელებაა,არა?
-სასტიკად-ვიგრძენი,როგორ გაუხარდა ნათიას ამბავი.დარწმუნებული ვიყავი,რომ გულით თანამიგრძნობდა,რაც ძალიან მსიამოვნებდა,როგორ მიხაროდა,მისი თბილი სიტყვები.“ნეტავ,მამაჩემი ყოფილიყო“-გავიფიქრე ოცნებებში წასულმა,მაგრამ მალევევუსაყვედურე თავს უშინაარსო ფიქრებისთვის.
სუფრა ერთად ავალაგეთ და მერე ერთად გავრეცხეთ.როგორი მზრუნვე კაცი იყო.უბრალოდ არ მესმოდა,რატომ არ ჰყავდა შვილები,მაგრამ ვერც ვუბედავდი კითხვას ან ეს რა ჩემი საქმე იყო.
11 საათზე ფეხბურთს ჩაუჯდა და მთხოვა,ბატიბუტი აატკაცუნეო.მაშინვე შევასრულე და დიდი თეფშით მივუტანე.მართალია,ცოტა დამეწვა,მაგრამ მას მაინც მოეწონა.ახლა მივხვდი,რომ,მაშინ არ ჩასულა პოპკორნზე,თვითონ აუტკაცუნებია.ამ ფიქრებზე გამეღიმა.
გვერდით მივუჯეიქი და ვცდილობდი კომპანიონობა გამეწია.ფეხბურთის გიჟი იყო ეს კაცი.ეს ერთ-ერთი რამ იყო,რაც მასზე ვიცოდი ,მასზე ცნობები კი თითზე ჩამოსათვლელად მქონდა.ორის წუთებზე ავიშალეთ.
-ტკბილი ძილი-თვალებზე ეტყობოდა,რომ ძლივს ძლივს ებრძოდა.
-ძილინებისა-სააბაზანოსკენ წავედი,შემდეგ ოთახში ხალათით შევედი და მაშინვე ლოგინზე დავიშოტე.
ნათიაზე ვფიქრობდი და ეს მახარებდა.ის ხომ ერთადერთი რამ იყო,რაც კიდევ შემრჩენოდა..დედასთან დარეკვას არ ვაპირებდი.მინდოდა,მაგრამ თავს ვიკავებდი,რადგან ის მთხოვდა უკან დაბრუნებას,რაც დღესავით ვიცოდი..ვიცოდი,რომ წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი მის მუდარას და ...დაბრუნება კი არ მინდოდა..არ შემეძლო მამაჩემისთვის გამეძლო..
ლეპტოპი ჩავრთე და გდავწყვიტე ფილმი მენახა,ძილი ხომ საშინლად არ მეკარებოდა.“მეჯვარე“ ჩავრთე და საათნახევარზე ცოტა მეტი ასე გავატარე.სოციალური ქსელებით გატაცებული არ ვიყავი,მაგრამ ახლა შევიხედე.როგორც ყოველთვის,ისეთი არაფერი ხდებოდა.ნუ,იმას თუ არ ჩავთვლით,რომ კლასელები ჩემზე პოსტავდნენ,მაგრამ არ მინდოა ავნერვიულებულყავი,ახალი საფიქრალით მეჭედა თავი,ამიტომ მაშინვე გამოვრთე და უაზროდ მივაშტერდი ეკრანს.
„ეჰ...“-ლოგინში შევძვერი და მალევე ჩამეძინა.
დილას მამუკა ისე წავიდა,რომ არ მინახავს.როცა ავდექი 12 ხდებოდა.
„რამდენი დრო გასულა“-გავიფიქრე და ოთახიდან გავედი.ვისაუზმე და შემდეა ტელევიზორი ჩავრთე.ის ხომ ისეთი დიდი იყო..ადრე სიზმარშიც კი ვერ ვიხილავდი..ახლა კი ჩემს წინ იდგა..მხოლოდ ამიტომ მივაშტერდი,თორემ დილას არაფერი გადიოდა,რაც დამაინტერესებდა.
ცოტა ხანში მამუკაც დაბრუნდა.კარები თვითონ გააღო და სწრაფინაბიჯით შემოვიდა.მის სახეზე ცვლილება შევნიშნე.ადრე ასეთი მომღიმარი არასდროს ბრუნდებოდა.
-ანი..-დამიძახა თბილი ხმით.
მისკენ წავედი და მხოლოდ მაშინ გამახსენდა,რომ ისევ ხალათით ვიყავი.
-დიახ-მორცხვად შევხედე.
მითხრა,ბაკურიანში წავიდეთო.ადრე ნამყოფი არ ვიყავი ან როგორ ვიქნებოდი? მაგრამ წასვლაზე რამდენჯერ არ მიოცნებია.მინდოდა,თხილამურებით სრიალი მესწავლა.როგორ მიყვარდა თოვლი,მაგრამ თბილისთან ის არ მეგობრობდა..მხოლოდ თოვლჭყაპში თუ ვგუნდაობდი ხოლმე.ეს უკანასკნელი კი მხოლოდ და მხოლოდ ტალახიანი თოვლი იყო.
ის ჩვენი მსგავსი..განა ადამიანიც სპეტაკი სულით არ იბადება,მაგრამ შემდეგ ირყვნება,ბინძურდება...აღარ არის ისეთი უცოდველი,როგორც ჩვილი..თოვლიც ასეა და,განსაკუტრებით,ჩვენი დედაქალაქის,თბილისის თოვლი.
-მართლა?!-გაკვირვება ვერ დავმალე.ლამის შევხტი.პასუხად ტავი დამიქნია.
-როგორი კეთილი ხართ.-გეყოფა,მიდი მოემზადე..დღეს მივდივართ...
დღეს,როცა გავიგე გამიკვირდა,მაგრამ განა იყო დაბრკოლება? ის ხომ ფულიანი,თან არც ოჯახი ჰყავს..მუდამ ასე იქცევა,ალბათ..მიდის იქ,სადაც უნდა და,როცა უნდა...
„აი,მესმის ცხოვრება“-ტანსაცმელი ჩავყარე და მერე გამახსენდა,რომ შესაბამისი არაფერი მქონდა.
-უი-მამუკა ოთახში შემომეჭრა-გიყიდე ეგრეთწოდებული „ბაკურიანის ტანსაცმელი“.
-ვაიმე.დიდი მადლობა-გამოვართვი და შევათვალიერე.
-კარგად გექნება?-აჟიტირებულმა გავუღიმე და თვალებმა ელვარებას კიდევ უფრო მოუმატეს.ის გავიდა და მალე მეც უკან გავყევი.მანქანა დაქოქა,წინ ვიჯექი და ფანჯარა ღია მქონდა..ძლიერად ჩავისუნთქავდი ჰაერს,რომელიც თითქოს ყოველ ნაბიჯზე სპეტაკდებოდა...
ადამიანებს ვუცქერდი..ვხედავდი,მათხოვრებს,გაჭირვებულებს...მახსენდებოდა დედა,რომელიც არც კი ვიცოდი,როგორიყო..
„განა მე ვარ კარგი შვილი?“-ვეკითხებოდი თავს,მაგრამ მალევე უკუვაგდებდი მძაფრ ფიქრებს.ნანიმ ხომ ჩემს თავს თენგო არჩია.“ეს მისი არჩევანი იყო“-გავიფირე და გზას ინტერესით გავხედე..მამუკამ დაატორმუზა და მხოლო მაშინ გამოვერკვიე და რეალობაში დავბრუნდი...
დღევანდელი დღით იცხოვრეეო-გამახსენდა ნათიას სიტყვები და გამეღიმა.როგორც ჩანდა,მამუკას აქ რაღაც რესტორანი ეგულებოდა.კარი გამიღო და გადმოვედი.
-სახინკლეში შევიდეთ?-მკითხა,მაგრამ პასუხს არ დაელოდა,ისე მიიხედა გვერდით და კარებისკენ მიბიძგა.
სასიამოვნო სურნელი მოდიოდა.ყველაფერი ზღაპრულად ჩანდა ჩემს თვალში თუ ასე იყო არ ვიცოდი,მაგრამ სასიამოვნო ხედი თვალთახედვას კვლავ მილამაზებდა.
ხინკალი და ლუდი შეუკვეთა.-ერთად „ასწორებს“-კმაყოფილად ჩაილაპარაკა,როცა შემაჩნია,რომ ლუდს ზედაც არ ვუყურებდი.
ადრე ძალით დამალევინა ალკოჰოლური სასმელი და მაგის მერე ვეღარ ვიტანდი.
-დალიე ცოტა-ჭიქაზე მიმითითა.
დავემორჩილე და ხინკალს დავაყოლე.ელ-ნელა და მორცხვად ვჭამდი.ჩანკალი მეჭირა,ის კი ხელით ერთ ლუკმად ითხრიდა პირში.„რა საშინელებაა“-გავიფიქრე,მაგრამ არ შევამჩნიე.ეს ხომ ასე კარგად მეხერხებოდა.
-ასე სჯობს-მითხრა და მანიშნა ჩანგალი დადეო,მაგრამ ეს აზრი არ მომეწონა.
ცოტა ხანში ისევ ბაკურიანის გზაზე ვიყავით..ჰაერი უკვე სპეტაკი იყო და იქნებ ჩემი სულიც...

ფოტოზეა ნათია.
სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[4]

______
დიდი მადლობა,ჩემო თბილებო.მიყვარხართ.
იმედია,კვლავ არ დაიშურებთ კომენტარებს.



№1  offline წევრი lamazi gogona

შაშინლადმომწონს.რა ინტრიგებია...ნათია რა საყვარელია

 


№2  offline წევრი lisebeth

კარგია მართლა ძალიან ყოჩაღ
მაგრამ ეცადე ეს გაუთლელი ბავშვი ბრძნული გამონათქვამებით არ ამეტყველო
თუ ძალიან გინდა მაგის გამოყენება ავტორის პოზიციიდან გამოიყენე სჯობს... ჩემი რჩევა იქნება

 


№3  offline წევრი თათა

Rogorc yoveltvis kargi iyo.kargi ara dzalian magarii ♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№4  offline წევრი Anuuc^.^

კარგია და ველოდები შემდეგს❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


ძალაინ ძალიან მომწონს

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

lamazi gogona
შაშინლადმომწონს.რა ინტრიგებია...ნათია რა საყვარელია

lisebeth
კარგია მართლა ძალიან ყოჩაღ
მაგრამ ეცადე ეს გაუთლელი ბავშვი ბრძნული გამონათქვამებით არ ამეტყველო
თუ ძალიან გინდა მაგის გამოყენება ავტორის პოზიციიდან გამოიყენე სჯობს... ჩემი რჩევა იქნება

თათა
Rogorc yoveltvis kargi iyo.kargi ara dzalian magarii ♥♥♥

Anuuc^.^
კარგია და ველოდები შემდეგს❤

შეყვარებული გოგონა
ძალაინ ძალიან მომწონს

დიდი მადლობა...უბრალოდ წიგნი წაიკითხა და რახან მოეწონა კარგად ახსოვს,მეტი არაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent