შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უამრავი წუთი ცხოვრებიდან 14თავი


27-07-2015, 00:59
ავტორი .anka.
ნანახია 1 669

ყველაფერი გავაანალიზე სააბაზანოში,პირსახოცშემოხვეული გამოვედი და საწოლზე ზურგით დავწექი,არ მეძინებოდა ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვიძინე, ,ამიტომ კარგი გამოძინებული ვიყავი.უბრალოდ ვიწექი,ჭერს ვუყურებდი და ვფიქრობდი,ყველაფერზე დავფიქრდი და სიმართლე გითხრათ ამდენი ფიქრისგან უკვე თავის ტკივილები მქონდა.ამ ხნის განმავლობაში გავაანალიზე რომ ბაბიმ აღარ არის რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის,ასევე ისიც გავაანალიზე რომ ეგოისტურად ვექცევი სხვებსაც,ამიტომ წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი ქვემოთ ჩასვლა მქონდა გადაწყვეტილი.თმებიც გავიშვრე და კიბეებზე დავეშვი,ბავშვები მისაღებში იყვნენ,რაღაცაზე ლაპარაკობდნენ,როგორც კი შევედი სავარძელში ჩავესვენე ნინას გვერდით და მუდარის სავსე თვალებუთ შევხედე
-რამე მაჭამე,თორემ შეიძლება მოვკვდე.
გავიცინე და ყველას რეაქციას დაველოდე,მივხვდი რომ ყველა მიხვდა ჩემს ,,მობრუნებას'' და ყველამ ერთხმად შეყვირა
-ჩქარა,საჭმელი წამო სადმე წავუდეთ და იქ ვჭამოთ აქ მზადებას.
-გთხოვთ ბავშვებო ხმაურიან ადგილას არა.
შევევედრე ისინი კი იმ წუთშივე მიმიხვდნენ და ნაშინვე დამეთანხმნენ.
-კარგი მაშინ მე საქმე მაქვს და წავალ.
თქვა გიორგიმ და წამოდგა
-ამ შუაღამეს?
გაიკვურვა რეზიმ
-ჰო რა მოხდა?
გაიკვირვა და წამოდგა
-ჰო,ალბათ ჩემი დაბრუნრბა ეწყინა,კარგით წავედით.
ვთქვი და წამოვდექი,დიჩუმე ჩამოვარდა მხოლოდ გიორგიმ მოკიდა გასაღებს და ტელეფონს ხელი და გავიდა.
-წავედით.
ჩვენც გავედით და ალექსის მანქანაში ჩავჯექით.წყნარ ადგილას მიგვიყვანა ალექსმა,მშვიდი და მყუდრო გარემო იყო.
-მომწონს.
წარმოვთქვი და ალექსს გავუღიმე
-მიხარია.
ხელი გადამხვია და მაგიდაზე დამსვა.გემრიელად ვჭამდი და თან გიორგიზე ვფიქრობდი ნეტავ სად არის?ან რა საქმე ქონდა ამ შუაღამეს?ღმერთო გაძლება მომეცი...
-გიორგი ესე იქცეოდა ხოლმე?ანუ იმას ვგულისხმობ რომ ადრე ესე გვიან სახლიდან გადიოდა?
ვიკითხე როცა არავინ არაფერი არ თქვა მასზე
-კი გუშინ მხოლოდ,გუშინ სახლში არ მოვიდა საერთოდ და ღმერთმა უწყის სად იყო მთელი ღამე
მითხრა ნიკამ და ჭამა განაგრძო რეზიმ კი უკმაყოფილო მზერა ესროლა
-აჰჰ,გასაგებია.
ყველაფრის სურვილი დავკარგე,ის შემართება რომელიც ადრე მქონდა და მინდოდა უფრო უკეთესობისჯენ წავსულიყავი,ეხლა მხოლოდ ის მინდა რომ გავერთო თავის დაკარგვამდე და დავლიო იმდენი რომ აღარ მახსოვდეს ვინ ვარ და რა მერქვას.
-მე წავალ.
ვთქვი და წამოვდექი
-სად ?
მკითხა შეშფოთებულმა ალექსიმ
-გავისეირნებ ცოტახანს.
-წამოგყვები
-ალექსს არ არის საჭირო,მარტო მინდა დარჩენა.
გარეთ გამოვედი და მაშინვე ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე,გამოვრთე და ისევ ჯიბეში ჩავაბრუნე.ფეხით დავუყევი ბილიკს ვათვალიერებდი ხალხს რომელიც დადიოდა და სახლისკენ მიიჩქაროდა,მახსოვს რამდენჯერ დაგვიცინია მე და ბაბის იმ ხალხისთვის ვინც წვიმის დროს გარბოდა და აღარ იცოდნენ თავი სად შეეფარებინათ,ეჰ ბაბი...მარტო არ უნდა დაგეტოვებინა,შენს გარდა არავის ესმის ჩემი...ამდენი სიარულისგან სად ვიყავი ისიც აღარ ვიცოდი,ქალაქის დასასრულს გავდა და ცოტა არ იყოს შემეშუნდა,ეხლა აქაურობას როგორ უნდა გავაგნო?უცებ ფეხი რაღაცას წამოვკარი და წავიქეცი,თავი ქვას დავარტყი და ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი გონებას.

დილით:
***
გიორგისთან:
ღამე ისევ იმ გოგონასთან გავატარე და სახლში ადრე დავბრუნდი,არ ვღელავდი ანასტასიაზე რადგან მივხვდი რომ ჩვენკენ წამოვიდა.მანქანა სახლის წინ გავაჩერე და გადმოვედი.კარები ღია იყო ამიტომ უპრობლემოდ შევედი,გველა იქ იყო ანასტასიას გარდა,ვიფიქრე ძინავსთქო,მაგრამ როგორც კი დავინახე ალექსის განრისხებული სახე და დანარჩენები მომტირალე სახეები მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ანასტასიას შეეხებოდა
-რა მოხდა?
ვიკითხე და ყველას დავაკვირდი,ვიფიქრე ვიღაც მაინც გამცემს კითხვაზე პასუხსთქო მაგრამ სულ ტყუილად ვიცდიდი ამას არცერთი აპირებდა
-რა მოხდამეთქი?
-წადი და პასუხი მაგ შენს ნაშას მოთხოვე,საიდანაც ეხლა მოდიხარ.
დამიყვირა ალექსმა და სიგარეტს მოუკიდა
-თქვენ შიგ ხო არ გაქვთ?მე რა შუაში ვარ? ვაფშე არ ვიყავი თქვენთან
-საქმეც მაგაშია რომ არ იყავი
დამიყვირა რეზიმ და მაგიდაზე დადებულ ტელეფონს ხელი მოკიდა.
-ბოლოს და ბოლოს ამიხსნით ?
მოთმინებიდან გამოვედი,რეზიმ აბასტასიას დაურეკა
-ისევ გამორთული აქვს.
-სად ჯანდაბაშია ეგ გოგო?
-ამიხსენით...
დავიყვირე და ბოლოს და ბოლოს იკადრეს რომ აეხსნათ
-როცა ვჭამდით ანასტასიამ გიკითხა სად წავიდა ამ შუაღამესო და ნიკამ ყველაფერი მოახსენა,უთხრა რომ გუშინ ღამე სახლში საერთოდ არ მოსულხარ და ისიც დებილი არ არის რომ ვერ მიმხვდარიყო,ამის შემდეგ ადგა და წავიდა.
-არ უთქვია სად წავიდოდა?
-არა თქვა გავისეირნებო
-მერე ასე რამ დაგადებილათ?მარტო როგორ გაუშვით?
-ალექსმა შესთავაზა წამოგყვებიო,მაგრამ არ მინდაო
-და თქვენც დანებდით,სრულიად დებილები ხართ და ეხლა არცერთმა არ იცით სად არის ხომ?
დავიყვირე ბოლთისცემას მოვყევი,ბოლოს კარები გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი,გადავწყვიტე რომ მომეძებნა.

ანასტასიასთან:
თავის საშინელმა ტკივილმა გამომაღვიძა,თავის აწევა ვცადე,მაგრამ საშინლად მეტკინა და ისევ დავწიე.ერთი ბიჭი მომიახლოვდა და საწოლზე ჩამოჯდა
-სად ვარ?
პირდაპირ ვკითხე და სახეში შევხედე,ძალიან სიმპატიური იყო
-ჩემთან სახლში,არ ინერვიულო უბრალოდ გზაზე გიპოვე თავი გქონდა დარტყმული ქვაზე და სახლში წამოგიყვანე თან თავიც შეგიხვიე.
-მადლობელი ვარ შენი,მაგრამ სახლში უნდა წამიყვანო
-კარგი,მაგრამ...
-გთხოვ...
-კარგი მოდი წამოდგონაში დაგეხმარები
-მადლობა
ხელზე დავეყრდენი და გარეთ ისე გამიყვანა,მანქანაში ჩამაჯინა მე კი მისამართი ვუთხარი და თავი სავარძელზე მივასვენე.
-მივედით.
მითხრა და შემომხედა
-წამოდი დამეხმარე თან შემოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
-კარგი
დამთანხმდა და მანქანის კარი გამიღო,გადმომიყვანა მე კი თავი მხარზე დავადე და კარებზე დავაკაკუნეთ,კარი ნიკამ გააღო და ხელში ამიყვანა სულელი...გამეცინა და მეც მის ნებას დავყევი
-მოვიდა.
-მადლობა ღმერთს.
ალექსი წამოვიდა და ჩამიხუტა.
ის ბიჭი კართან უხერხულად იდგა მე კი ვუთხარი რომ მოსულიყო
-მან გადამარჩინა თორემ ახლაც იქ ვეგდებოდი და სუსხლისგან დავიცლებოდი.
-თქვენი სახელი?
კითხა რეზიმ
-ლეო
-ჰო ლეო შემოდი დაჯექი.
მიუთითა რეზიმ და სავარძელზე დააჯინა
-კარგი ყველაფერი მოუევი რა დაგემართა
მითხრა მარიამმა და გაბრწყინებყლი თვალებით შემომხედა,ლეოს გვერდით ჩამოვჯექი და მხარზე თავი ისევ მას დავადე,რაღაცნაირად მივეჩვიე,კარგი ადამიანი იყო.
-სანამ მოყვები გიორგის დავურეკავ თორე დარწნუნებული ვარ ეგ იდიოტი გეძებს.
გამეცინა და თავი დავუქნიე რეზის.
-მოკლედ რომ გამოვედი ტელეფონი გამოვრთე და ფუქრებს მივეცი თავი,ბოლოს კი სად ვუყავი ეგეც აღარ ვიცოდი, უცებ ფეხი რაღაცას წამოვკარი და დავეცი თან ქვას დავარტყი თავი და გავითეშე,მერე კი ლეომ მიპოვა და მომიარა.
მას ავხედე და გავუღიმე მანაც გამიღიმა და სხეულში სუთბო ჩამეღვარა.ამ დროს კარებში გიორგი შემოვიდა.
-სად დადიხარ გოგო შენ ვერ გავიგე ?
დამიყვირა მე კი ამ ტონს არ ველოდი და შეშინებული შევხტი,მერე ლეოს დააკვირდა მის ნხარზე რომ მედო თავი და ჩაიცინა
-გასაგებია ყველაფერი.
თქვა და გასცლა დააპირა,მე კი ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი.
-შენთან სალაპარაკო მაქვს გიორგი.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს ანასტასია
-როგორ არა სალაპარაკო ძალიან ბევრი რამე გვაქვს.
შევუღრინე და ჩემს პოზიციაზე მყარად დავდექი.
-ლეო დამელოდე დაუმშვიდობებლად არ წახვიდე.
-კარგი.
მითხრა მე კი ხელი გიორგის დავავლე და გვერდით ოთახში შევიყვანე,მასთან ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამერკვია ყველაფერი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent