შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინძური ტყუილი ანუ როგორ გახდა მასთან სექსის მონა (6)


27-07-2015, 01:03
ავტორი lisebeth
ნანახია 5 325

ბარბარე საშინლად დათრგუნული და განადგურებული დარჩა სახლში. ბიძამისთან საუბარი უნდოდა,მაგრამ არ დაურეკავს. მეორე დილის გათენებამდე რამდენჯერმე ჩარგო თავი ბალიშში და აქვითინდა. ორივე მოიცილა მის გარშემო: ნიკაც და ლექსოც. პირველად სწორედ მაშინ შეიგრძნო სრული მარტოობა ,როცა ლექსომ კარი გაიხურა და უზარმაზარ საძინებელში საკუთარ თავთან დარჩა. რარაც შიშის მაგვარი დაეუფლა. თითქოს გარშემო არსებულ სიცარიელეს მისი შთანთქმა ჰქონდა განზრახული. ბოლოს მეტი ვერაფერი მოიფიქრა და საბნის ქვეშ გადაწყვიტა დამალვა. დილით ჭიშკრის ხრიგინმა გააღვიძა. გაუკვირდა. აქამდე ამას არასდროს შეუწუხებინა,მაგრამ მგრძნობელობა აშკარად მომატებული ქონდა. წამოდგა და ფანჯრიდან გადაიხედა. შავი მანქანიდან ჯერ ლევანი შემდეგ კი ქალი გადმოვიდა. ბარბარე მიხვდა,რომ ლელა იყო.ტანზე ჯინსი და მაისური გადაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. უკვე ორივე შემოსასვლელში იყვნენ. ლევანმა ხელები გაშალა და ბარბიც პირდაპირ მისკენ გაქანდა.
-ჩემო ლამაზო მაპპატიე ვერ დაგირეკე
-ჯერ არ გელოდი ბიძია
-გამარჯობა ბარბარე_მიესალმა ქალი.
-გამარჯობა ლელა_ზრდილობას მოუხმო ბარბარემ
ლელა მორჩილი აღნაგობის ქალი იყო.ოცდაცამეტი წლის. ქერად შეღებილი თმები და კოხტა ტანი ჰქონდა. ერთი შეხედვით ძალიან ნაზი და თბილი ჩანდა,მაგრამ გოგონას ის მაინც არ მოსწონდა.
-მე და ლევანმა საჩუქრები ჩამოგიტანეთ
-გმადლობთ, ბიძია ამით სულ მანებივრებს_გაიღიმა ბარბარემ
-და ყოველთვის გაგანებივრებ საყვარელო. რა ხდებოდა აქ?
-ისეთი არაფერი, ყველაფერი რიგზეა.
-ბარბი მინდა რაღაც გითხრა
-გისმენ
-მე და ლელა პარიზში დავქორწინდით
-რაა? რატომ არ მითხარი ამას თუ აპირებდი
-არ ვიცი,უბრალოდ ხმაურის გარეშე გვინდოდა...
-კარგი რა ბიძია...
-ხედავ? უკვე შენი ბიცოლა ვარ_გაუღიმა ლელამ
-ხო ვხედავ...მაგრამ ასე რატომ იჩქარეთ? შეგვეძლო პატარა წვეულებაც გაგვემართა.
-არ გვინდოდა აჟიოტაჟი გამოგვეწვია საყვარელო. ქორწილი იმიტომ დავაჩქარეთ,რომ ლელა ბავშვს ელოდება
-რაა? და ამას ახლა მეუბნები ? ყველაფერს უკანასკნელად რატომ უნდა ვიგებდე მე?
-როგორც გითხარი გვინდოდა ყველაფერი უხმაუროდ მოგვეგვარებინა
-კარგი აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. გილოცავთ. ქორწინებასაც და მომავალ შვილსაც.
-გმადლობ საყვარელო.
-ვეტყვი სუფრა გაშალონ _ სამზარეულოსკენ აიღო გეზი ბარბარემ.
სუფრასთან რატომღაც ყველა ჩუმად ისხდა. ბარბარე საერთოდ არ ფიქრობდა ამ შეუღლებაზე. მხოლოდ ნიკას და ლექსოს სახეები ედგა თვალწინ. ლევანს მისი უგუნებობა არ გამოპარვია. გოგონა კაბინეტში დაიბარა და მასთან დალაპარაკება სცადა. ლელას ძალიან უნდოდა ამ საუბარს დასწრებოდა,მაგრამ ლევანმა იუარა.
-არ შეიძლება მეც დავესწრო? ბარბი გოგოა და იქნებ ჩემი რჩევაც დასჭირდეს.
-გთხოვ ლელა. შენი დახმარება თუ გახდება საჭირო გეტყვი. ბარბარე ცოტა რთული გოგოა. სჯობს მე დაველაპარაკო._ლელამ უსიამოვნოოდ დატოვა ოთახი
-ჩემთან ლაპარაკი გინდოდა ბიძია?
-ვხედავ ,რომ რაღაც გაწუხებს. მოდი ვისაუბროთ ისე ,როგორც ადრე. მომიყევი რა ხდება შენს ცხოვრებაში?
-მე და ნიკა დავშორდით
-რაა?
-გუშინ დავშორდით.
-რატომ?
-დაბნეული ვარ ბიძია. არ ვიცი რა მინდა. სჯობს ჩემს თავში მარტომ გავერკვე.არ მინდა ნიკას ვაწყენინო და გული ვატკინო. მირჩევნია ჩვენი ურთიერთობა დროზე გავწყვიტო
-ბარბი ხომ იცი,რომ ძალიან მიყვარხარ და შენს გადაწყვეტილებებს პატიივს ვცემ, მით უფრო შენს პირად გრძნობებს ,მაგრამ შენი არასერიოზული მიდგომა მაფიქრებს.
-იქნებ ეს მარტოობა მჭირდება...იქნებ ეს მარტოობა დამეხმაროს საკუთარი თავის პოვნაში.
-შენ იცი,მაგრამ გთხოვ დაფიქრდე საკუთარ ცხოვრებაზე. ახლა უნდა წავიდე. შენ მიდიხარ სადმე?
-არა დღეს გასვლა არ მინდა. მოდი გაგაცილებ _გაუღიმა გოგონამ .ლევანმა კი ხელი მოხვია და გზა და გზა ისევ დარიგება დაუწყო. კარსი გასვლამდე მოეხვია და ისე უთხრა.
-ბარბი ...
-ჰო ბიძია
-მე შენ მიყვარხარ. შენ სრულიად გამორჩეული და განსაკუთრებული მოვლენა იყავი ჩემს ცხოვრებაში _გასასვლელს ლელა მოუახლოვდა,თუმცა ქმრის საუბარი ,რომ გაიგო ადგილზე შედგა და მიაყურადა._ოცდარვა წლის ვიყავი რომ დაობლდი და ამის მერე,როგორც საკუთარი შვილი ისე გაგზარდე. მინდა იცოდე,რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ ყოველთვის გექნება ზუსტად ის ადგილი ჩემს გულში როგორიც აქამდე გქონდა. ამით არაფერი იცვლება..უბრალოდ მინდა იცოდე ,რომ არაფერი იცვლება
-ვიცი ბიძია. ძალიან მიყვარხარ._ მოეხვივნენ ერთმანეთს და ლელაც გამოჩნდა.
-მაპატიეთ არ მინდოდა ხელი შემეშალა. უბრალოდ ვიფიქრე მანქანამდე გავაცილებ მეთქი.
-მეც ზუსტად მაგას ვაპირებდი_თქვა ბარბარემ
-ნუ შეწუხდები საყვარელო. დღეიდან ამ ფუნქციას სიამოვნებით შევასრულებ მე _გაიღიმა ლელამ
-როგორც გინდა_საერთოდ არ შეიწინააღმდეგებია გოგონა,მაგრამ შეეტყო რომ ეწყინა. ეს არც ლევანს გამოჰპარვია,მაგრამ ამჯერად არაფერი უთქვამს.
ის დღეც და მეორეც ასე გავიდა. ბარბარე ვერა და ვერ შეეგუა ლელას იმ სახლში არსებოას. რატომღაც სულ ეჩვენებოდა ,რომ უთვალთვალებდა და ჯიბრში ედგა. ლევანთან მარტო დარჩენის საშუალება კაბინეტში საუბრის მერე აღარ მიეცა. მესამე დღეს თორმეტი იქნებოდა განერვიულებული ანიტა ,რომ მოვიდა. ის იყო ბარბარე ქვემოთ ჩასვლას აპირებდა,რომ გაიგონა ლელა დაცვის ბიჭს ეჩხუბებოდა უკითხავად სახლში რატომ შემოუშვიო. ბარბარეს მოთმინების ფიალა აევსო და ბიცოლას თავისი ადგილი მიუჩინა.
-რამე პრობლემაა? _იკითხა ქვემოთ ჩამოსულმა
-თქვენი მეგობარი წლებია ამ სახლში დადის. უკვე დიდი ხანია ნებართვას არარ ვითხოვთ მის შემოშვებაზე. ქალბატონი კი გაბრაზდა.
-რეზო შეგიძლია წახვიდე_უთხრა მცველს_ლელა ანი ჩემი მეგობარია და ამ სახლში ჯერ კიდევ მას მერე დადის რაც სკოლაში ერთად ვსწავლობდით. მას აქ შემოსვლისთვის ნებართვა არ სჭირდება. რამდენჯერაც მოვა იმდენჯერ შემოუშვებენ. ჩემს სტუმრებს მე თვიტონ მივხედავ კარგი ? _შეეცადა მშვიდად აეხსნა,მაგრამ ლელა თავისას იჟინებდა
-არ შეიზლება სახლში ასე შემოვუშვათ ხალხი
-ანიტა ხალხი არ არის..ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამ სახლში მაშინ მოვა როცა მოესურვება გასაგებია? ის ამ სახლს გაცილებით დიდი ხანია იცნობს ვიდრე შენ...სხვათაშორის ბიძაჩემსაც გაცილებით დიდი...
-ბარბი შენთან საქმე მაქვს შეიზლება ცალკე ვისაუბროთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოა
-რათქმაუნდა,ჩემს ოთახში ავიდეთ.
გოგონებმა ზედა სარტულისკენ აიღეს გეზი. ლელა გაცოფებული ჩანდა. კაცმა უწყის რის დამტკიცებას ცდილობდა ,მაგრამ ფაქტია არ გამოუვიდა. ანიტა კი სათქმელს ვერარ იკავებდა და ბარბარეს აჩქარებდა.
-კარგი ჰო ...რა მოხდა ასეთი ?
-დღეს ლუკამ დამირეკა,ლექსოს ძმაკაცმა...
-არ მინდა არც ლექსოს და არც ნიკას სახელის გაგონება. სულიერი სიმშვიდე მჭირდება.
-ბარბი მითხარი იმ ღამით ლექსო ,რომ მოვიდა გააგდე?
-ვუთხარი წადი და აღარ დაბრუნდეთქო.
-ბარბი არც კი ვიცი როგორ გითხრა.
-რა მოხდა?
-ლუკამ მითხრა ,რომ ლექსო ორი დღეა არ გამოჩენილა. ურეკავენ და ტელეფონი გათიშული აქვს. მამამისი ჭკუაზე არ არისო. ყველგან ეძებენ ,მაგრამ ვერ იპოვეს. წუხელ პოლიციასიც განაცხადეს.
-რაა?_სუნთქვა შეეკრა გოგონას
-დაიკარგა ბარბი. ვერსად პოულობენ. ლუკამ მითხრა შენთან მოვსულიყავი. იქნებ რამე გაიხსენო. ხომ არ უთქვამს სად მიდიოდა...
ბარბიმ გონება დაძაბა და ის ღამე გაიხსენა. ყველაფერი მორბენალი სტრიქონივით დაუდგა თვალწინ.
-მას ჩემი მოფერება უნდოდა ,მაგრამ არ მივიკარე და გაბრაზდა.
-მერე?
-ვუთხარი შენ ,რომ მეხები მახსენდება ნოდარი როგორ მეხებოდათქო...
-რას შვებოდათქო? ნოდარი გეხებოდა?
-არაფერი მომხდარა. რამდენჯერმე მაკოცა ,მაგრამ ეს ისეთი ამაზრზენი იყო ...
-და მერე?
-მერე გავაგდე. ძალიან გაბრაზებული და განერვიულებული წავიდა...ღმერთო ნოდარის მოსაძებნად წავიდა? _ბარბიმ შეიკივლა ,მაგრამ ანიტამ პირზე ააფარა ხელი .
-იქნებ ისევ იქ წავიდა სადაც შენ ყავდი დამწყვდეული...
-ღმერტო რამე ხომ არ დაემართა . ხომ არაფერი დაუშავეს?
-პოლიციას უნდა უთხრა. ისიც უნდა უთხრა საც ყავდი .
-არ მახსოვს. გონება დავკარგე და...
-გაიხსენე იმ ადგილს ვერ მიაგნებ ? გაიხსენე ბარბი ...ლექსო მესამე დღეა არ ჩანს ...
-ნიკა...ნიკას ემსახსოვრება . ისიც ხომ იქ იყო ...ახლავე დავურეკავ და მოსვლას ვთხოვ .
-მოიცა მე დავურეკავ შენ დაწყნარდი .
-ღმერთო სადაა. ნეტა ხომ არაფერი დაუშავეს. _ამოიკვნესა ბარბიმ და ხელები პირზე აიფარა.
ანიტამ ლუკასთან გააბა საუბარი ,მაგრამ იმ წამსვე გაუთიშა.
-რა მოხდა?
-აქ მოდის. ლექსოს მამას გაუგია თქვენი ამბავი და...
-საიდან გაიგო. ლუკამ უთხრა?
-ჰო უთხრა. გუსინ მე მოვუყევი როგორ გაგიტაცეს და მაშინვე იაზრა ისევ იმათი ნახელავი იქნებაო. ის ადგილი უნდა გაიხსენო ბარბი .
-როგორ გავიხსენო გონზე არ ვიყავი გესმის?
-ნიკას მივწერ ახლავე მოვიდეს. შეიძლება მართლა რამე დაუშავეს
-ღმერთო ეს რა ხდება?ვერ ვიჯერებ ,რომ მე მემართება.
ეზოში მანქანის შემოსვლის ხმა გაისმა და ორივემ ქვემოთ გადაიხედა. ლევანი ისეთი სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა შიგნით ასკარა იყო რაღაც მოხდა.ამის გაფიქრებაც ვერ მოასწრო,რომ საკუთარი სახელი გაიგონა.ბიძამისი ეძახდა. თითქოს ერთიანად წაერთვა ძალა ფეხებში ,მაგრამ მაინც იქეთ გაიქცა. ლევანი ხომ მისი ერთადერთი იმედი იყო. ახლა მის მხარდაჭერაზე მეტად არაფერი ჭირდებოდა.
-ბიძია...
-რა ურთიერთობა გქონდა ლექსოსთან ?
-უკვე იცი ?
-მამამისმა დამირეკა. ყველაფერი მომიყვა და სადაცაა მოვა.
-მეც ამწუთას გავიგე მისი დაკარგვის ამბავი. ორი დღეა არ მინახავს.
-ლევანი ბიძია ბარბი არაფერ შუაშია. ის მხოლოდ მსხვერპლია. იმ ბანდტებმა საბრალო გოგო გაიტაცეს და ლექსომ მის გამოსასყიდად ძლივს შეაგროვა ფული.
-რა ქნეს? გაიტაცეს?_გაგიდა კაცი
-ჰო ბიძია ასე იყო. იმ დღეს რომ გითხარიი პიკნიკზე ვართქო იმ კაცს ვყავდი დაბმული და რაც მითხრა ის გავიმეორე.
-როგორ ? ეს როგორ დამიმალეთ . ბარბი ...შეეძლო რამე დაეშავებინა. საყვარელო _გულში ჩაიკრა ძმისშვილი ლევანმა და ლელაც გამოჩნდა მისაღებში
-მოხდა რამე?
ხმა არავის ამოუღია. ლელა გაურკვევლობაში დარჩა.
-მაპატიე ბიძია. არ მინდოდა გენერვიულა. მე კიი...ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს ,მაგრამ ...ვიცი რომ ახლა იმედგაცრუებული ხარ . ნიკასაც გული ვატკინე ,მაგრამ ..არ ვიცი რა გითხრა _ენა დაებლუაკა ბარბარეს და ცრემლები წასკდა. პირველად იგრძნო როგორ ჩაწყდა გულის სიღრმეში რაღაც...ეს რაღაც ისე ასტკივდა,რომ ხელების კანკალმა მთელი სხეული აიყოლია და მუხლები მოეკეცა.
-საყვარელო რა დაგემართა. ბარბი ..._
-შეიძლება რამე დაუშავეს. ისინი ისეთი არამზადები არიან. მე...მე ...გზა არ მახსოვს. ნნიკას ემახსოვრება. აუცილებლად ემახსოვრება.
ანიტამ წამოდგომაში მიეხმარა და დივანზე დასვა. ცოტა ხანში პოლიციის სირენების ხმა გაისმა. ბარბარეს მთელს სხეულში გააჟრჟოლა . რა ავისმომასწავებელი იყო ეს ყოველივე. მისაღებში ლექსოს მამა ირაკლი გამოჩნდა და ლევანს მიესალმა.
-დღეს გავიგე. დღეს მომიყვნენ ჩემი შვილის და ბარბარეს ურთიერთობაზე. უნდა გაიხსენოს. ყველაფერი უნდა გაიხსენოს...გავგიჟდები სადაცაა ვერსად ვპოულობ ჩემს ერთადერთ ვაჟს.
პოლიციელმა ,რომელიც აშკარად უფროსი იყო ყველას მიესალმა.
-ამხანაგი გოცირიძე ბატონო ლევან.
_მობრძანდით
-თქვენი ძმისშვილი უნდა დავკითხოთ გასულ დღეებში მომხდარ ინცინდენთთან დაკავშირებით. გადაცება მოხდა და პოლიციისთვის არავის მოუმარტავს.
-მეც ახლა გავიგე ბატონო ჩემო.
-გასაგებია. ახალგაზრდებმა ერთმანეთში გაარჩიეს საქმე თუმცა როგორც წესი ეს გარჩევა ასე არ სრულდება . უნდა ვივარაუდოთ,რომ კიდევ მოხდა რაღაც
ბარბარემ ყველაფერი მოყვა რაც გაიხსენა. დეტალურად უამბო გოცირიძეს ყველაფერი. ისიც თქვა ადგილს ვერ ვიხსენებ რადგან უგონოდ ვიყავიო. პოლიციამ ის-ის იყო ფაქტის მომსწრე ნიკა მოიკითხა,რომ ისიც მოვიდა. ყველას მიესალმა და დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
-შეგიძლიათ შემთხვევის ადგილას მიგვიყვანოთ?
-რათქმაუნდა ,მაგრამ თუ მათი ნამოქმედარია იქ არ წაიყვანდნენ. ხომ იცოდნენ ,რომ იმ ადგილის სესახებ ვიცოდით.
-მართალია ,მაგრამ მაინც უნდა გადავამოწმოთ.
-როგორც გნებავთ
-მაშინვე უნდა გეცნობებინათ პოლიციისთვის. საქმის თვითნებურად მოგვარებით საკუთარ თავსაც საფრთხე შექუმენით და სხვებსაც.
-ასეთ ხალხთან ურთიერთობა არ მაქვს. იქ მხოლოდ ჩემი ყოფილი შეყვარებულის დასახმარებლად წავედი. გაჭირვებაში ვერ მივატოვებდი_ ლევანმა ყოფილის გაგონებაზე გაოცებისგან პირი დააღო .ირაკლი ყველას ევედრებოდა შვილი მაპოვნინეთო. ლელას კი ჯერ ისევ ვერ გაეგო რა მოხდა.პოლიციამ დახმარება აღუთქვეს ყველას და ნიკასთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ აიღას გეზი .
ბარბარეს თვალწინ დაუდგა ლექსოსთან გატარებული ის ორი დღე და ეს მოგონებები თითქოს საუკუნედ გაიწელა.გაიხსენა რა დღეში იყო და წარმოიდგინა ლექსოს რას დამართებდნენ. ყველაფერი თვალწინ წარმოუდგა და გაიაზრა რაც მოხდა. მას ,რომ ლექსოსთვის არ ეთქვა ნოდარი ჩემს მოფერებას ცდილობდაო ის ხომ არ წავიდოდა? იმ ღამით,რომ არ გაეგდო და თავისთან დარჩენის ნება მიეცა ხომ არაფერი მოხდებოდა? რომ არ გაეგდო ხომ სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. წამის მეასედში დააჯერა საკუთარი თავი დანაშაულში და ისიც ირწმუნა ,რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო.გარეტ გავარდა, რომ პოლიციისთვის ეთხოვა მეც წამიყვანეთო ,მაგრამ დააგვიანდა. მანქანამ ქუჩაში გადაასწრო და ქუჩას შეერია.
-წამოდი ბარბი შიგნით დაველოდოთ რა მოხდება. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერე_გაამხნევა მეგობარი ანიტამ და ძალით შეათრია სახლში. გაუგებრობაში მყოფი ლელა ჯერ ისევ იქ იდგა და ელოდა როდის აუხსნიდნენ ყველაფერს.
-რა მოხდა? რა დააშავე ასეთი,რომ პოლიცია მოცვივდა?_შეეკითხა გოგონას
-შენ არავინ გეკითხება და ჩემს საქმეებში ნუ ერევი.
-ეს ჩემი სახლიცაა და უფლება მაქვს ვინმემ გამრკვიოს ყველაფერში
-ფეხებზე თუ არ გაერკვევი. თავი დამანებე. ბიძაჩემს ცოლად გაყევი ,მაგრამ თავი ჩემი პატრონი ან უფრო მეტიც დედაჩემი ნუ გგონია.
-როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს?
-ჩემს სახლში როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ. ხო არ მოგესმა ჩემს სახლში...
-ნუ ცდილობ იმის ხაზგასმას ,რომ შენი სახლია თითქოს აქედან ვინმე გაგდებდეს.
-ვერც გამაგდებს ვერავინ იმიტომ ,რომ ჩემია ...
-რაა?
-დიახ არ მოგესმა ... ესეც და აგარაკიც ჩემია... ბიძიამ მაშინ ჩაწერა ანდერძში როცა მიშვილა. მისი სახლის და აგარაკის მემკვიდრე მე ვარ. კომპანიის 50% იც ჩემს სახელზეა. ასე ,რომ შენი სამოწყალო არაფერი მჭირს. ბიძაჩემის ცოლი ხარ ,მაგრამ ამ სახლში პირველი ყოველთვის მე ვიქნები. ახლა კი პატივი დამდე და თავი დამანებე. გასაგებია?
ლელას სიბრაზისგან სახე ეცვალა და სასწრაფოდ მოშორდა იქაურობას.

პოლიცია ნაცნობ გარაჟებთან მივიდა. ყველანი მთელს პერიმეტრზე განლაგდნენ და ძებნა დაიწყეს. ნიკამ იმ გარაჟზე მიანიშნა საიდანაც ბარბარე წამოიყვანეს. დაკეტილი ბოქლომი გატეხეს და შიგნით შეცვივდნენ,მაგრამ არაფერი იყო. თითის ანაბეჭდების არება დაიწყეს ,რომელიც საკმაოდ იპოვეს იქვე. ირაკლი ნერვულობისგან ლამის ჭკუიდან აიჭრა. პოლიციამ მანქანის კვალიც იპოვა. რამდენიმე სათი ყველაფერს სინჯავდნენ და ჩხრეკდნენ. ძაღლებიც მოეყვანათ,მაგრამ არაფერი . ახლომახლო სულიერი არავინ ჩანდა. ის იყო მანქანებში ჩასხდომა დაიწყეს ,რომ ნიკას მზის შუქზე რაღაცამ თვალი მოსჭრა. პირდაპირ იქეთ გაიქცა და დაიხარა. შედარებით მაღალ ბალახზე ოქროს ჯაჭვზე წამოცმული ჯვარი იყო გადაპორწიალებული. ნიკამ ხელში აიღო და მზეს მიუშვირა. საკმაოდ დიდი ნაქსოვი იყო ზუსტად ისეთი როგორის ტარებაც ასე უყვართ ქართველებს. მერე გაახსენა ,რომ ზუსტად ეს ეკეთა ნიკას იმ დღეს ბარბარე ,რომ წამოიყვანეს.
-ეს ხომ არ გეცნობათ?
ირაკლი სირბილით მივიდა ნიკასთან
-ჩემი ლექსოს ჯვარი. თვრამეტის ,რომ გახდა მისთვის დავამზადებინე. ასეთი სხვას არ ექნება გამორიცხულია.
პოლიციამ სამხილი შეათვალიერა და შეინახა.
-დარწმუნებული ხართ,რომ პირველად მოსვლისას არ მოსძვრა?ანუ შეიძლება მაშინ დაკარგა წასაყვანად,რომ მოხვედით
-არა დავინახე მანქანაში რომ ეკეთა. ბარბის ,რომ ვასულიერებდით მაშინ ამოუარდა მაისურიდან და მერე უკან ჩააბრუნა _თქვა ნიკამ და ის სცენა ნათლად წარმოუდგა თვალწინ .
-ეს იმას ნიშნავს ,რომ აქ დაბრუნდა_ქვა პოლიციელმა და ფიქრებში წავიდა.



___ახალი თავი დაიდება ხვალ ზუსტად ამ დროს
იმედია მოგეწონებათ და ველი შეასებებს.
ძალიან მახარებთ ხოლმე თქვენი გამოთქმული აზრით
ცუდი იქნება თუ კარგი არ აქვს მნიშვნელობა.ჩემთვის ყველა მისაღებია და სტიმულის მომცემი
მიყვარხართ <3



№1  offline წევრი გვანცა ))

ეხლახანს შემოგიერთდით ... ძალიან მომწონს ეს გვერდი❤❤ძალიან საინტერესოდ წერ... იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება❤❤

 


№2  offline წევრი Somebody

რა კაია ^^ გელი გელი მოგელიიი ^^
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№3  offline წევრი თათა

Dzalian kargi iyo warmatebebs gisurveb ♥♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№4  offline წევრი lisebeth

გვანცა ))
ეხლახანს შემოგიერთდით ... ძალიან მომწონს ეს გვერდი❤❤ძალიან საინტერესოდ წერ... იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება❤❤

vampire1193
რა კაია ^^ გელი გელი მოგელიიი ^^

თათა
Dzalian kargi iyo warmatebebs gisurveb ♥♥♥
ძალიან დიდი მადლობა ყველას...თქვენც ასევე წარმატებები

 


№5  offline წევრი lamazmani

კაია მომწონსმაგრად მალე დადე love

 


№6 სტუმარი კოლა

რე7ყ6დრ რ5ყ6 6სრ76უყ სდ6ტუ7ყს 6უჯ7 9სუჯ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent