შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [2]


27-07-2015, 01:31
ავტორი ann tichy
ნანახია 3 784

***
ელენე სამსახურის შემდეგ საყიდლებზე გავიდა. შემდგომ სალონში წავიდა და ვიზაჟისტს შეუთანხმდა, ბოლოს კი თავის მეგობარ-ნატას გაუარა და მანქანა 1 დღით გაუცვალა. თმას ვერ შეიღებავდა, რადგან ქერა ფერი ერთი შეღებვით არ დააჯდებოდა. ამიტომ პარიკი იყიდა. გვიან ღამით დათოს მოსვლა არც გაუგია, უკვე ეძინა. დილით კი ადრე ადგა და როგორც ყოველთვის, დაუმშვიდობებლად წავიდა. ელენე შეჩვეული იყო ამ ფაქტს და ამის გამო განწყობა არ გაფუჭებია. პირიქით, მშვენიერ გუნებაზე გაიღვიძა და რაც მთავარია, მაღვიძარას გარეშე. აი ამიტომ უყვარს თავისი სამსახური, რეპეტიციას როცა დანიშნავს, ყველა მაშინ მივა. ამჯერად 2 საათზე იყო მისასვლელი. იქამდე ყველაფერი მოასწრო და სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი თავის ცნობა მართლაც გაუჭირდა. ვერ ხვდებოდა, მოსწონდა თუ არა ასეთ ამპლუაში ყოფნა. თეთრი თავსაფარი და დიდი სათვალე გაიკეთა, რაც ყოველთვის მოსწონდა, მაგრამ ვერაფერს უხამდებდა, რადგან სტილს, რომელიც მას გააჩნდა, არაფრით შეეფერებოდა. მანქანაში ჩაჯდა და პირველივე მოსახვევში ვიღაცას დაარტყა. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, გააზრებაც ვერ მოასწრო. ალბათ ნერვიულობით იყო გამოწვეული, თორემ 6 წელია მანქანას ატარებს და მსგავსი არაფერი მოსვლია. მანქანა ეცნო, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ მასში შეიძლებოდა დათო მჯდარიყო. მამაკაცი სასწრაფოდ გადმოვიდა:
-ტარება თუ არ იცი, სახლში დაჯექი - ათვალიერებდა უკნიდან თავის მანქანას და ყვიროდა. ცოლი მანქანიდან გადავიდა და ის იყო, სათვალე უნდა მოეხსნა და პირი გაეღო, რომ დათომ ალმაცერად შეხედა, ტონი შეიცვალა და დაასწრო:
-ასეთი ლამაზი ქალისგან დარტყმას კი არა რას არ აიტანს კაცი - საოცარი ცნობისმოყვარეობით აათალიერა ცოლი. ელენეს გაუხარდა, ამდენი ხნის განმავლობაში პირველი კომპლიმენტი ქმრისგან. ამ დროს კი დათომ ხელი გაუწოდა და მის დეკოლტეს მიაშტერდა:
-დათო ყიფიანი - ელენე გაქვავებული იდგა და ხმას ვერ იღებდა. მთელი ტანი უცახცახებდა. დათომ ხელი მოკიდა, მანქანაში ჩასვა და სიცილით უთხრა. - კაი დამშვიდდი, არ გადაგახდევინებ ამის გაკეთების ფულს
-წყალი - ესღა აღმოხდა ელდანაკრავ ქალს. გულზე ხელი დაიდო და შეეცადა დამშვიდებულიყო.
-ეხლავე - დათო მაღაზიაში გაიქცა.
რა ქნას? როგორ მოიქცეს? უთხრას თუ თავი ბოლომდე მოაჩვენოს? „სხვა ქალს“ რომ დაადგა თვალი, არ მოეწონა. არადა იცის, ბოლო პერიოდში ზედაც რომ არ უყურებს ქმარი. უყვარს და როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, საკუთარ თავზე საშინლად ეჭვიანობს.
-გმადლობ - ხმის შეცვლას შეეცადა ელენე და წყალი უკან გაუწოდა. სათვალე და თავსაფარი გაისწორა, საჭესთან დაჯდა და წასვლა დააპირა. მაგრამ დათომ არ გაუშვა.
-ტელეფონის ნომერი მაინც მითხარი - იდაყვები მანქანის ჩაწეულ ფანჯარაზე ედო და ცდილობდა ელენეს ყურადღება მიექცია. ქალმა მკვახედ გახედა და მანქანა დაქოქა. დათო მანქანაში სასწრაფოდ ჩაჯდა და უკან დაედევნა. თეატრში ვერ წავა, რადგან ყველაფერი გამჟღავნდება. აბა, სად წავიდეს? ერთ-ერთ სასტუმროსთან გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა.
-ესეიგი აქ ცხოვრობ - შეაჩერა ნაცნობმა ხმამ.
-დიახ - ხმაში საშინელი იმედგაცრუება ეტყობოდა. წყინდა ქმრის ასეთი მონდომება. - იცით, თქვენ დაოჯახებული ხართ და მე ასეთ კაცებთან საქმეს არ ვიჭერ.
-გასაგებია, მაგრამ ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ჩვენს მეგობრობას - უთხრა და ელენეს დეკოლტეს კვლავ დაჟინებით დააცქერდა.
-ძალიან მეჩქარება - მხოლოდ ეს თქვა, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით სასტუმროში შევიდა. ფოიეში, იქვე მდგარ სავარძელში ჩაეშვა და სათვალე მოიხსნა. ყელში ბურთულისმაგვარი რაღაც ჰქონდა გაჩხერილი და თვალებზე სიმწრისგან მომდგარი ცრემლები ახრჩობდა.
-ქალბატონო, ხომ კარგად ხართ? - მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი და წყალი მიაწოდა.
-გმადლობთ - წყალი მოსვა და თავის ხელში აყვანას შეეცადა - თავისუფალი ნომერი ხომ არ გაქვთ?
-როგორ არა, თუ შეუძლოდ არ ბრძანდებით, ახლავე მოგცემთ გასაღებს. რამდენი ხნით გნებავთ?
-1 კვირით - თქვა დაბნეულად და საფულის ძებნა დაიწყო. არც კი იცოდა, რას აკეთებდა ან რას გააკეთებდა მომავალში. რისთვის დაიწყო ეს თამაში და რამდენ ხანს გააგრძელებდა. - თუკი ვინმე მიკითხავს, უთხარით, რომ ანასტასია საბაშვილი ვარ და აქ 5 დღეა ვიმყოფები. ნომერში ასვლას აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ გასაღები წაიღო. თეატრში მიუსვლელობა არაფრით იქნებოდა. ეგონებოდათ, რომ შეეშინდა და უკან დაიხია. გარეთ გავიდა. როცა დარწმუნდა, რომ დათო არსად იყო, მანქანაში ჩაჯდა და სამსახურში წავიდა.
-ღმერთო ჩემო, ეს ელენე ყიფიანი უბრალოდ ვერ იქნება! - თქვა გიგიმ, რომელიც თეატრის შესასვლელთან ყველაზე მეტად ელოდებოდა მის გამოჩენას. - დაგვიანებაც რომ უსწავლია! -გადახედა მსახიობებს და გადაიხარხარა.
-“სობსტვენნოი პერსონაი” - თავმომწონედ გამოეპასუხა ელენე და სათვალე ამაყად მოიხსნა.
-როგორ გიხდებათ ქვედაბოლო - აღფრთოვანება ვერ დამალა ლიკამ. - აუ, ყოველდღე ასე რომ ჩაიცვათ, არ გინდათ?
-კაი შევედით, თორემ ყველა ჩვენ გვიყურებს. - ირგვლივ მიმოიხედა ელენემ და მსახიობები თეატრში ლამის შეყარა. თავს საშინლად გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა. ოღონდ, ეს კი არ იცოდა - სად. ამ ფიქრებში გართულს, არც გაუგია, რომ მობილურზე ურეკავდნენ. ტელეფონი სხვამ მიაწოდა. ნომერს რომ დახედა, გული აუჩქარდა. „იქნებ რამეს მიხვდა?“ - გაუელვა თავში. „იქნებ უკეთესიც იყოს, იმაში მაინც დავრწმუნდები, რომ ჩემი ღალატის სურვილი არ გასჩენია“ - თავი დაიმშვიდა და ყურმილი აიღო:
-გისმენ დათო - იგრძნო, რომ არაბუნებრივად გამოუვიდა
-გცალია, რომ დამელაპარაკო, თუ რეპეტიციაზე ხარ? - მამაკაცი ცოტათი ნერვიულობდა და ოთახში ბოლთას სცემდა.
-მიდი, მცალია.
-მოკლედ, დღეს შეხვედრაზე მივდიოდი და უკნიდან დამარტყეს, მანქანა სახელოსნოშია და ტაქსით მისვლა არ მინდა. შეგიძლია შენი მათხოვო? - ელენე გაშრა. მაინც ვერ იჯერებდა, რომ ქმარმა ვერ იცნო. კაცი, რომელთანაც 2 წელია სარეცელს იყოფს, როგორც უცხო ქალს, ისე ეფლირტავა. უცებ ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა - ელენე, გესმის ჩემი?
-დათო, მეც მაქვს სამსახური და მეც მჭირდება. - ძლივს მოაბა თავი და შვებით ამოისუნთქა. ცოტა მკვახედ კი გამოუვიდა, მაგრამ არაუშავს, მოუხდება. - კოტეს თხოვე - დააყოლა და ყურმილი უკმაყოფილოდ გათიშა. ახლაღა გაახსენდა, რომ ნატას მანქანაც გასაკეთებელი იყო. ძალიანაც არ ეტყობოდა, რადგან არც დიდი სიჩქარით მიდიოდა და დროულადაც დაამუხრუჭა, მაგრამ პატრონი უეჭველად შეამჩნევდა.


***
-მა, გამომძიებელმა დარეკა - უთხრა ნიკო მელიქიძემ საუზმისას - გაკვეთილების მერე ილო მოგაკითხავს და წაგიყვანს
-აუუ, შემჭამა რა მაგ კაცმა - ომლეტის მორიგი ულუფა გადაიღო ელენემ და წვენი უკმაყოფილოდ მოსვა - რა უნდა ვაბშე?
-დამნაშავეების დასჯა! არავის შევარჩენ ასეთ საქციელს!
-აუ მამა, კაი რა! ძაან კარგად მექცეოდნენ, მართლა...
-ვახშამზეც ხო არ დავპატიჟოთ? მადლიერების გამოსახატად
-არ არის ცუდი იდეა, სხვათაშორის. - ელენე მაგიდიდან ადგა, მამას ლოყაზე აკოცა და სამზარეულოდან სირბილით გაიქცა
-გაკვეთილების მერე გამომძიებელთან! - მიაძახა ნიკომ და ჩაის სმა განაგრძო


***
-რაზე ფიქრობ მელიქიძე? - ხელები აიკაპიწა ვატომ და ცომის გაყვანას შეუდგა
-ელენე მქვია მე - უპასუხა გაბრაზებულმა
-მგონი სახელი არ მიკითხავს
-ფრთხილად იყავი, წვერი არ ჩაგივარდეს ცომში - დაგესლა ვატო. გამტაცებელმა რამდენიმე წამის განმავლობაში უყურა, მერე ფქვილი პეშვით აიღო და სახეში შეაყარა.
-ნორმალური ხარ? - დაუყვირა ელენემ და ფქვილის მოშორებას შეეცადა, რომელიც თმაში შესვლოდა. - მაინც აღარაფერი ეშველება - ხელი ჩაიქნია და საქმე განაგრძო.
-თეთრი ფერი გხატავს - დასცინა ვატომ, რის პასუხადაც სახეში 2 პეშვი ფქვილი მიიღო.
-აუუუ შენ ხო არ იცი რა შარში ხარ - სწრაფად ჩააფრინდა თმაში ცომიანი ხელებით. ელენემ მუცელში იდაყვი ჩაარტყა და კისკისით გაიქცა.
-მაგ სიცილს ეხლავე გამოვასწორებ - წყლით სავსე დოქს ხელი დაავლო და მუქარით დაედევნა ვატო. - მოდი აქ - ორივე ხელი მარჯვენა ხელში მოაქცია, მარცხენათი კი წყალი გადაასხა
-აუუუუუუ თან ცივი - ამოიკნავლა ელენემ
-აუფ, მომინდომა გოგირდის აბანოები
-გონში ხარ საერთოდ წელიწადის რომელი დროა?
-მმმ - საჩვენებელი და შუა თითი ნიკაპზე სასაცილოდ მოისვა და დოქში დარჩენილი წყალი თავზე გადაასხა - მგონი არა
-კაი რაა, არ გეცოდები? - თავი დაისაწყლა უცებ
-მაგას ის გოგო მეუბნება ვინც ნახევარი საათის წინ მოკვლას მიპირებდა? ეგ მიამიტი სახე არ გიშველის - კარადას მიუახლოვდა, სუფთა პირსახოცი გამოიღო და ესროლა - მიდი იბანავე, მაინც ჩემი გასაკეთებელი გახდა ეს პიცა
-ტანსაცმელი?
-ტანსაცმელიც მე უნდა მოგცე? რა უნამუსობაა - კარადაში ქექვა დაიწყო - კაი შედი და შემოგიტან
-აუფფფ, ჩემთან ერთადაც ხო არ იბანავებდი? - თავი ელენესკენ მიატრიალა და აათვალიერა
-ნტ, ეგეთი ბინძურიც არ ვარ
-უნამუსო
-აბა რა გინდოდა, კი მეთქვა? მიდი მელიქიძე, იბანავე და გამოიცვალე
-მგონი ჯარში არ ვართ, გვარით რომ მომმართავ - თქვა გაბრაზებულმა - და აქ შარვალი აკლია
-რად გინდა, ეგ „საროჩკა“ კაბად გერგება
-არა, შარვალი მინდა - გაჯიუტდა ელენე
-„ტოჟე მნე“ ჩარლი ჩაპლინი - შარვალი მიაწოდა და უკმაყოფილოდ დააყოლა - აჰა და მოშორდი აქაურობას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent