ყველა ფერი [1]
1 თავი -ლიზა, გადავარდები! - დაიჩურჩულა ხმაჩახლეჩილმა და სახურავზე გადმოკიდებულ გოგონას, ბრაზით სავსე მზერა სტყორცნა. მანიაკური სურვილი კლავდა, მესამე სართულზე მოქანავე ლიზას დახრჩობისა და გვამის საგულდაგულოდ გადამალვის - გამოიწიე! - თითქმის ყურთან უჩურჩულა მეგობარს. მკლავზე დაეჯაჯგურა, მაგრამ ლიზა ისე მონდომებით ჩასჭიდებოდა რაღაცას, რომ ოდნავაც ვერ გაატოკა და ღონეგამოცლილი ჩამოჯდა კრამიტის სახურავზე. -ვერაფერს ვარჩევ ... - ამოილაპარაკა გაგულისებულმა და თითქმის ნახევარი ტანით გადაიწია წინ. თავი სასაცილოდ გადაეკიდა მესამე სართულიდან და გაჭირვებით ცდილობდა სიტუაციის დაზვერვას - თინი, ფეხებზე ხელი მომკიდე, რომ არ გადავვარდე. - ღიმილით ამოხედა სახურავზე გაწოლილ დაქალს, ერთი შეხედვით უდარდელი გამომეტყველებით რომ მისჩერებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ, უძიროდ ლურჯ ცას - თინანო! - დაიჩურჩულა ლიზამ და ის იყო ხელი მეგობრის ფეხისთვის უნდა მიერტყა მის გამოსაფხიზლებლად, რომ შესამჩნევად შეტოკდა და დაფეთებულმა ისევ მაგრად ჩასჭიდა ხელი რაღაც გლუვსა და ცივს, რომელიც საკმაოდ მჭიდროდ იყო მიმაგრებული სახურავზე და ლიზას ერთადერთ იმედს წარმოადგენდა - ვარსკვლავებს უყურებ ასეთი გაბადრული სახით, თუ რაღაც მეჩვენება?! - კოპები შეკრა გოგონამ და ახლა მას მოუნდა უდარდელად გაწოლილი, ბედნიერად მომზირალი თინანოს დახრჩობა, ვარსკვლავების საყურებლად რომ მოიცალა. -შეეშვი მაგ წვეულებას და აქ მოდი, ნახე რა მაგარი ხედია. - ჰარმონიული, მშვიდი ხმით ამოილაპარაკა და ლიზამ იგრძნო, როგორ წამოუხურდა სიბრაზისგან მთელი სხეული. იცოდა, აგონიაში გადაშვებულ თინისთან საუბარს აზრი საერთოდ რომ არ ჰქონდა, ამიტომ ისევ რაღაც ცივსა და გლუვს მიენდო, თითები მაგრად მომუწა და კისერი ძველებურად წაიგრძელა. -მუსიკას მაინც დაუწიონ, კონცენტრაციაში ხელს მიშლის ... - ამოიკვნესა ლიზამ, მთელი სხეული რომ გაბუჟებოდა და გარემოს თვალიერებას არაფრის დიდებით არ ანებებდა თავს - არა, მაინც როგორ არ დამპატიჟეს?! - ცოცხალი თავით არ ცხრებოდა გოგონა და შუბლზე ჩამოყრილ, ღია ქერა თმას წვალებით უბერავდა სულს. მის ყურთასმენას თინანოს ღრმა ჩასუნთქვა მისწვდა, რასაც აუცილებლად მოყვებოდა ხოლმე ერთ საათიანი ლექციები და მისი გაუჩერებელი დარიგებები. -რატომ დაგპატიჟებდა?! - შეიშმუშნა თინანო და ცაზე ამოჩემებულ, ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს მზერა როგორც იქნა ააგლიჯა - თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წვეულება ნეკა ლოლაძემ საკუთარ სახლში მოაწყო და ყველაფერი თავად დაგეგმა, შენ, რა თქმა უნდა არ დაგპატიჟებდა ... რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო. - თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა და ხელში პატარა კენჭი შეათამაშა - პირველი, იმ ბიჭთან ერთად დაგინახა აბაზანაში, რომელზეც თავდავიწყებითაა შეყვარებული. მეორე, თქვნი მშობლები ერთმანეთს ვერ იტანენ. მესამე, ერთი კვირის წინ არც შენ დაპატიჟე წვეულებაზე, რომელზეც თითქმის მთელი ქალაქი მოვიდა ... ესაა და ეს. - მხრები უდარდელად აიჩეჩა და შეამჩნია, როგორ ჩაფიქრდა ლიზა რამდენიმე წამით. სხეული მოუდუნდა და თინანოს ეგონა, რომ გოგონა პირდაპირი რეისით გადაეშვებოდა მესამე სართულიდან. წარმოიდგინა, როგორ დაენარცხებოდა ქვაფენილზე ამდენი ხალის წინაშე და უკეთეს შემთხვევაში, როგორ დაიმტვრევდა ყველა კიდურს. თუ გაუმართლებდა, შეიძლებოდა აუზშიც მოედინა ზღართანი, მაგრამ 100 წყვილი თვალი არც ერთ შემთხვევაში არ ასცდებოდა ლიზას. -პირველი, ის დეგენერატი თავად შემომივარდა შხაპში და განმიცხადა, რომ გოგონებისა და ბიჭების აბაზანები აერია! - თვალები მობერებულმა გადაატრიალა - კარგი რა, თინანო, რაში მჭირდება ანდრუშა თუ ვიღაც?! - დაქალს თვალები დაუბრიალა და რაღაც ჩაიფრუტუნა - მეორე, დედამისის არაპროფესიონალიზმის გამო კინაღამ მამაჩემის კომპანია ჩავარდა! - ხელი ისე აიქნია ლიზამ, თინანო ადგილზე შეხტა და საკუთარი სხეულის გაუაზრებელმა მოძრაობამ გააცინა - მესამე, მე იმიტომ არ დავპატიჟე, რომ ... რომ ... - ენა დაება ლიზას - იმიტომ, რომ ... - სახე მოეღრუბლა გოგონას - ჯანდაბა, თინანო, უბრალოდ დამეხმარე. - სახე გამწარებულმა გაატრიალა, მეგობრის ყურებამდე ატანილი ტუჩის კუთხეები რომ აღარ დაენახა და გაფაციცებით დაიწყო თვალების ცეცება იმ იმედით, რომ მზერას როგორმე აივანს მიაწვდენდა და იქაურობას დაზვერავდა - ეს ... ეს ... ამას აქ რა უნდა?! - ყბა ჩამოუვარდა ლიზას და თინანოც წამის მეასედში აღმოჩნდა სახურავზე გადაკიდებული იმ იმედით, რომ შეამჩნევდა ლიზას გაკვირვების ობიექტს - მეგი?! - თვალებგაფართოებულმა შეათვალიერა აუზის გარშემო მოსეირნე დაქალი, წესით მშობლებთან ერთად რომ უნდა გასულიყო ქალაქიდან. -სერიოზულად?! - კოპები კუშტად შეკრა თინიმ - მგონი, რაღაც მელანდება. - თქვა უფრო თავისთვის, ვიდრე ლიზას გასაგონად. საკუთარი თავი დააიმედა და მზერის დასაწმენდად, ღრმა, ყავისფერი თვალები მუშტებით მოისრისა. გონებაში გეგმები დააწყო ლიზამ, როგორ გადახტებოდა სახურავიდან და როგორ ჩაახრჩობდა მეგის აუზში. -არაფერი არ გელანდება, - საჩვენებელი თითი აუზისკენ გაიშვირა ლიზამ - ის ქალბატონი, შესანიშნავ, წითელ კაბაში გამოწყობილი დასეირნობს აუზის გარშემო და ზედმეტად კმაყოფილი გამომეტყველებით წრუპავს ვისკის. - ხელები გაოცებულმა გაშალა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, მეგის რომ დაენახა, თვალის დახამხამებაში დატოვებდა იქაურობას - ხომ არ გადაირია?! -ისუნთქე, ლიზა, ისუნთქე ... - გაეცინა თინის როცა შეამჩნია, რომ მის გვერდით გაწოლილმა, ნახევარი სხეულით გადაკიდებულმა დაქალმა სუნთქვა რამდენიმე წამით შეიკავა და სახე ერთიანად აუწითლდა - ალბათ, რაიმე სერიოზული მიზეზი აქვს. - კიდევ ერთხელ ეცადა საკუთარი თავის დაიმედებას და დაქალს გაჭირვებით, ნაძალადევად გაეკრიჭა. -თინანო, მოგვატყუა! - თავი ჩაქინდრა ლიზამ - მშობლებთან ერთად გავდივარ ქალაქიდანო, ხომ თქვა?! - ქვედა ტუჩი გამწარებულმა მოიქცია კბილებს შორის და კიდევ ერთხელ დასახა მეგის გაგუდვის სცენა - ფეხები დამიჭირე! - გასცა ბრძანება და კიდევ უფრო წინ გადაიწია. თინანო გაფითრდა ... მხოლოდ ერთი მოძრაობაც რომ გაეკეთებინა გოგონას, იმ წამსვე გადაფრინდებოდა სახურავიდან. -ახლავე უკან გადმოიწიე! - მკაცრი იყო თინის ხმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლიზამ ამ შემთხვევაშიც ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა - ლიზა! - ხმა შიშისგან გაებზარა და წამიერად ეცა დაქალის ფეხებს. ისე მოუჭირა თითები, რომ ლიზამ მსუბუქად ამოიკნავლა. -ხორცი ამომაგლიჯე მეთქი არ მითქვამს, თინანო ... - სახე სასაცილოდ დაემანჭა ლიზას. იმ იმედით, რომ თინის კარგად ეჭირა მისი ფეხები და ძლიერად ექაჩებოდა, კიდევ ოდნავ გადაიწია წინ და როგორც იქნა, თვალი აივანზე შეკრებილ, მოცეკვავე საზოგადოებას გაუშტერა - კიდევ ოდნავ, სულ ოდნავ გადავიწევი ... - დაიჩურჩულა თავისთვის და სანამ მიტკლისფერი თინი ხმის ამოღებას მოასწრებდა, რამდენიმე სანტიმეტრით კიდევ გადაიწია წინ. კუნთები დაეჭიმა თინანოს. მძიმე წონიანი ნამდვილად არ ყოფილა ასანთის ღერივით წვრილი ლიზა, მაგრამ არც მისი დაჭერა გახლდათ მარტივი, მითუმეტეს სამ სართულიანი სახლის სახურავზე, რომელზეც საშინლად გიცურავს ფეხი. გულისცემა საფეთქლებთან იგრძნო თინანომ და ყელი აეწვა, საშინლად. -ვეღარ ... ვეღარ გიჭერ, ლიზა! - შიშის ნოტებით იგრძნობოდა გოგონას გაბზარულ, აკანკალებულ ხმის ტემბრში და ლიზა მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად დაფიქრდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ აქედან გადავარდებოდა ... მის პოზიციაში კი ეს აფსოლიტურად შესაძლებელი გახლდათ - ლიზა, ვეღარ გიჭერ მეთქი! -თინანო, მეხუმრები?! - ლიზა ოდნავ შეკრთა და თავი მკვეთრად მიატრიალა - არ მინდა ნეკას იდიოტურ წვეულებას შევეწირო. - დაქალს მუდარით სავსე მზერა სტყორცნა და რატომღაც, თინიმ თავი დამნაშავედ იგრძნო. საერთოდ არ უნდა მიეცა ლიზასთვის აქ ამოსვლის უფლება ... -ახლავე ამოიწიე ლიზა, თორემ ხელები გამეშვება ... - ძლივს შეკოწიწებული მოთმინებითა და ძალით ექაჩებოდა მეგობარს, მაგრამ ლიზა ან საერთოდ არ აპირებდა ზემოთ ამოწევას, ან უბრალოდ ვერ ამოდიოდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ნეკას სახლის სახურავს ასე მარტივად ვერ დატოვებდნენ, ამიტომ წამის მეასედში გადათვალა მანძილი სახლსა და აუზს შორის. თუ გაუმართლებდათ, წყალში მოადენდენ ბრახვანს, თუ არა და ... ღმერთმა იცოდა საერთოდ რა დღე დაადგებოდათ. -ვერ ... ვერ ვიწევი თინი, ძალა აღარ მყოფნის ... ამომქაჩე ... თინანო არ მინდა ნეკა ლოლაძის სახურავიდან გადმოვვარდე და სული მის ეზოში დავლიო! - თვალები აემღვრა ლიზას და თავი ისე საცოდავად გააქნია აქეთ-იქით, რომ დაქალსაც ავტომატურად აუჩუყა გული - ოღონდ აქ არა, აქ არ უნდა მოვკვდე, თინანო! - სასოწარკვეთოლი ხმით გაჰკიოდა ლიზა და თინის ძალიან მოუნდა, გოგონა საკუთარი ნებით მოესროლა სახურავიდან. იმის მაგივრად, რომ თინანოს როგორმე დახმარებოდა და ზემოთ ამოწევა ეცადა მაინც, გამწარებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით და ღმერთმა იცის, რას ფიქრობდა საერთოდ. თინიმ ხმის ამოღება ვერ მოასწო, ისე დაიწყო ლიზას სხეულმა სახურავვიდან ჩაცურება. მის ფეხებზე, მთელი ძალით ჩაჭიდებული გოგონაც ავტომატურად ჩაჩოჩდა ნაპირისკენ. -ვვარდებით, თინანო! - იკივლა ლიზამ და წამიერად, მთელი 18 წლის მანძილზე უნებლიედ თუ განზრახ ჩადენილი ცოდვები მოინანია. საყვარელ დაქალებს, ოჯახსა და კატას გამოემშვიდობა გონებაში და თითქოს უშიშარი მზერა სტყორცნა ქცაფენილს. თუ გავითვალისწინებდით იმ ფაქტს, რომ გოგონებს სახურავიდან გადაცურება არ ასცდებოდათ და გამოსავალი საერთოდ არ ჰქონდათ, თინანომ ოცნებას მიჰყო ხელი. წამის მეასედში წარმოიდგინა, როგორი მომავალი ექნებოდა, ლოლაძის დაწყევლილი წვეულება და ლიზას ახირებები რომ არა. იფიქრა ყველაფერზე ... როგორ დაამთავრებდა უნივერსიტეტს, როგორ დაიწყებდა მუშაობას, როგორ მიაღწევდა წარმატებებს, როგორი ოჯახი ეყოლებოდა და ჰოპ, გოგონები სახურავიდან ჩაცურდნენ! მსუბუქი კივილი აღმოხდათ და გარკვევით გაიგონეს, როგორ მისცა ბანი მათ წივილ-კივილს ვიღაც მესამე, საოცრად ნაცნობმა ხმამ. გონებაში ათასჯერ მოუხადა ლიზამ მეგობარს ბოდიში, მისი უაზრო საქციელის გამო რომ უწევდათ მეტიჩარა ლოლაძის ეზოში სიკვდილი. თინიმ წარმოიდგინა, როგორ იტირებდა საყვარელი დედიკო მის დაკრძალვაზე და როგორ გაახარებდა ეს ამბავი მის პატარა, მავნე ძმას. ვეღარაფრის გააზრება ვეღარ მოასწო გოგონამ, ისე დაენარცხა წყალზე და ერთადერთი, რაც შეიგრძნო, მუცლის გაუსაძლისი წვა იყო. აუზის ფსკერამდე დაეშვა მისი უმოძრაო, ერთი შეხედვით უსიცოცხლო სხეული და როგორც იქნა ინება ერთმანეთზე შეწებებული ქუთუთოების დაცილება. თვალები გაახილა ... ცოცხალი იყო და ნეკას სამფლობელოში, წვალებით არ დაულევია სული! ისევ შეძლებდა ცხოვრებას ... სიცილს ... ტირილს ... ემოციების გამოხატვას ... დახმარებას ... გართობას ... და იმ მომენტში, ნეკა ლოლაძეც კი შეუყვარდა! საკუთარი სიცოცხლე უაზრო წვეულებისა და დაქალის ახირებებისთვის არ შეუწირია! პირველი, რაც თინანომ შეამჩნია, მის პირისპირ, ყურებამდე გაღიმებული ლიზა იყო, სავარაუდოდ ცხოვრებით რომ ტკბებოდა წყლის ქვეშ და პირიდან სასაცილოდ უშვებდა ბუშტუკებს. საპასუხოდ გაუღიმა თინიმ ... საშინელ ნერვიულბად დაუჯდათ დღევანდელი ოინები, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, აუცილებლად სიცილით გაიხსენებდბენ ამ ამბავს. მეგობარს თვალი ჩაუკრა, თავით რაღაც მიანიშნა და აუზის ფსკერამდე ჩასული, სიცოცხლით ტკბობით დაკავებული გოგონები წამის მეასედში აღმოჩნდნენ უზარმაზარი აუზის ზედაპირზე. -ლიზა! თინანო! - იმხელა ხმაზე შეჰკივლა პირზე ხელებაფარებულმა, მიტკლისფერმა მეგიმ, რომ ყელი აეწვა და ხველება აუტყდა, ისტერიული. -მეგი ... - დაიღრინა ლიზამ და გოგონამ იგრძნო, რამხელა საფრთხე იყო მოსალოდნელი სანუკვარი დაქალებისგან. სახეზე თმებჩამოყრილმა დაზარალებულებმა სწრაფად გამოაჩინეს ნაზი, საოცარი სილამაზის მქონე სახეები და მხოლოდ ახლაღა გააანალიზეს, რომ რამდენმე წუთის წინანდელი მუსიკა ყურებს რომ უგუბებდათ და გონებას ურევდათ, საერთოდ აღარ ისმოდა. ლიზას გონებამ განგაშის ზარს შემოჰკრა და სწრაფად მოათვალიერა აუზის გარშემო შეკრებილი, თვალებგაფართოებული და ყბაჩამოვარდნილი, თითქმის მთელი ქალაქის მოსახლეობა! ჯანდაბა, ესეც მათი უაზრო გეგმის აფსოლიტურად გაუთვალისწინებელი შედეგი! სახეაწითლებული ლიზასგან განსხვავებით, წარბი თითქოს ნიშნისმოგებით რომ აეწია ზემოთ და მათზე მიშტერებულ საზოგადოებას ცინიკური ღიმილით ათვალიერებდა, თინანოს საერთოდ არ უდარდია. პირიქით, ასფალტზე ალეწვას ... სიკვდილს გადაურჩა და საერთოდ არ ანაღველბდა 100 წყვილი თვალი. თან, თავად ისედაც დაპატიჟებული გახლდათ წვეულებაზე და ასეთი ორიგინალური მეთოდით შეუერთდა მხიარულებას, რომელიც ლიზას გამო უნდა გამოეტოვებინა. -ადუღებული წყალი რატომ ჩაასხი აუზში, ნეკა?! - უდარდელად ამოილაპარაკა სიცხით შეწუხებულმა ლიზამ ... მათზე დაშტერებულ, ყბაჩამოვარდნილ ლოლაძეს თვალი ჩაუკრა და გოგონებმაც სულ ღიღინ-ღიღინით გაცურეს ნაპირისკენ. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შეამჩია, როგორ გადმოეშვნენ დაქალები სახურავიდან და აივანს როგორ "ჩოუქროლეს ქორივით", დანარჩენები კი საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, ასე მოულოდნელად როგორ ეწვიათ აუზში მოცურავე სტუმრები, რომლებმაც მოახერხეს და წამის მეასედში მიიპყრეს საზოგადოების ყურადღება. -იცოდა, ჩვენ რომ გადმოვეშვებოდით, ლიზ და იმიტომ. - გაეცინა თინანოს და აუღელვებლად დატოვა აუზი. შორტებში გამოწყობილი, მათი გარუჯული და საოცარი ფორმებით დაჯილდოვებული, აწ უკვე სველი სხეულები კიდევ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ ლამპიონების მკრთალ შუქზე და თითქმის ყველა, სტუმრების სიაში მყოფმა მამრობითი სქესის ადამიანმა, ხმაურიანად გადააგორა ნერწყვი ყელში. ნეკას სხეული ერთიანად წამოუხურდა, თუმცა საერთოდ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა ამ მომენტში ისეთი, რომ გოგონები დაემცირებინა და ის წამოიძახა, რაც პირველი მოადგა ენაზე. -მე შენ არ დამიპატიჟებიხარ, ლიზა კოპალიოანო! - მუშტები გამწარებულმა შეკრა და სახე შესამჩნევად აუწითლდა. ასეთ მომენტებში სულ ჭარხლისფერს იღებდა ლოლაძე და ძალიან ცდილობდა სახის დამალვას. გოგონებს, რა თქმა უნდა, არაფერი გამოპარვიათ. -ცეცხლისფერი ხარ ნეკ, - ხმამაღლა გაეცინა ლიზას და გაკრეჭილ თინანოს ღიმილით გადახედა - და ჰო, შენი ირმებით გაფორმებული მოსაწვევები საერთოდ არავის სჭირდება. - დოინჯი დაიჭირა და მოღუშულ საზოგადოებას წარბაწეულმა გადახედა - უი, ვერ ერთობით?! - ქვედა ტუჩი გადმოაბრუნდა და გაახსენდა, ხალხთან საუბრის დრო რომ არ ჰქონდა, აუზის მეორე მხარეს დაყუდებული, ჯერ კიდევ აზრზე "ვერ" მოსული მეგი ჰყავდათ მოსავლელი. -მეგი..! - დაიღრინა თინანომ და სახედამანჭულმა გოგონამ გაქცევაც ვერ მოასწრო. მხოლოდ მისკენ გაქცეულ, ორ სცელ სხეულს ჰკიდა თვალი და მათთან ერთად მოადინა ზღანთანი ლოლაძის აუზში. სიცილი აუტყდა, ისტერიული ... მასაც, ლიზასაც და მეგობრებზე შემოტმასნულ თინისაც. მერე, ვეღარაფრის გააზრება ვეღარ მოახერხეს, ისე ატყდა წივილ-კივილი, შეძახილები, სიცილი და ისე გაივსო აუზი ერთანად სველი, საოცრად პომპეზურ კაბებში გამოწყობილი სტუმრებისგან, რომლებიც საერთოდ არ ელოდნენ მოვლენების ასე განვითარებას. მხოლოდ ნეკა იდგა კოპებშეკრული, ტუჩები მოემუწა და თინანოს ეგონა, რომ გოგონას რამდენიმე წამში აუვიდოდა კვამლი. ნეკა ადუღდა, აფეთქდა და დადნა. მხოლოდ ერთხელ, მსუბუქად წამოიყვირა და უკანმოუხედავად შევარდა სახლში. გოგონებს ისტერიული სიცილი აუტყდათ და ერთმანეთს კიდევ უფრო შემოეტმასნენ. ეზო ახმაურდა! რამდენიმე წუთიანი მხიარულება უზარმაზარი რკინის კარის ჭრაჭუნმა დაარღვია. სტუმრებმა სახეები სწრაფად შეატრიალეს დაგვიანებული სტუმრისკენ და ... ეკო! კრემისფერ, ფარფატა კაბაში გამოწყობილი, კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალი, თეძოების რხევით მომავალი ეკო ... რომელიც წამიერად შედგა ადგილზე, ქვაფენილს მიეყინა და შეშფოთებული მზერა მოავლო აუზში ჩაყრილ საზოგადოებას, რომლებშიც მისი სამი, სახეარეული დაქალი აღმოაჩინა და წამში დააწყო გეგმები, როგორ უნდა აეხსნა მისი წვეულებაზე გამოჩენის ამბავი მათთვის. -ეკო ... - კბილებს შორის გამოსცრა თინანოს და წამოხურებული სახის გასაგრილებლად, წყლის ქვეშ ძალიან, ძალიან ღრმად ჩაყვინთა. ------------------------------ ბავშვებოოოოოო, გამარჯობა!!!! <3 <3 <3 <3 <3 იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ცანცარობა ისტორია და გაერთობით. აზრი გამოხატეთ, ძალიან გთხოვთ <3 პირობას ვდებ, შემდეგი თავი მალე იქნება ..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.