რადროს მეგობრობაა.. მიყვარხარ (სრულად)
ის დღე იყო, სამშაბათი, მაშინ 17 წლის ვიყავი. გადავწყვიტე რამე შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში. ავდექი და ჩემს ლამაზ ფრჩხილზე მუქი ლურჯო ლაქის ნაცვლად ღია კრემისფერი. კანისფერი ლაქი წავისვი. ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით და ქუჩაში მხიარულად მივაბიჯებდი. დროდადრო ხელს დავხედავდი და სახე პიბრწყინავდა. სკოლიდან გამოსული მასწავლებელთან ვიყავი მისული და მათემატიკის მასწავლებელს სტუმრები ჰყავდა. სიხარულით შევთავაზე წავალ და სხვა დროს მოვალგქო მაგრამ არა დაჯექი და დაწერე რაც დასაწერი გაქო. ცალკე ოთახი გამომიყო. მარტო ვიყავი. დროდადრო მასწავლებელი შემოდიოდა და ნაწერს მიმოწმებდა. უკვე დრო გასული იყო. მასწავლებელი კი არ ჩანდა. ერთი სული მქონდა აქედან როდის გავიქვეოდი. იქით გასვლა და თქმაც მერიდებოდა. სიხარულით ლამის ვას ვეწიე როდესავ კარი გაიღო მაგრამ ოთახში ვიღაც ბიჭი შემოვიდა -ხელს არ შეგიშლი სიგარეტს ავიღებ და გავალ-მითხრა და საწოლისკენ წავიდა კომოდი გამოაღო და სიგარეტი ამოაძვრინა -შეგიძლათ ნელი მასწავლებელს უთხრათ რომ მე მივდივარ?-ვკითხე მორიდებით და კალამი ხელში ავათამაშე. -ნელიიიიი-დაიძახა ხმამაღლა და იმდენად მოულოდნელად რო შევკრთი და შეშინებულნა ავხედე ბიჭს რომელსაც სიგარეტი ბაგეებს შორის მოექცია ასანთით უკიდებდა. სწრაფად შემოვიდა ნელი მასწი ოთახში -რაგაყვირებს ბიჭო? ხალხში მაინც მოგერიდოს და დედა დამიძახე-ქოთქოთით მივარდა როგორც ეხლა გავიგე შვილს. ცხვირი შევჭმუხნე როგორც სიგარეტის საზიზღარი სუნი ვიგრძენი -ნელი მას.. შეიძლება წავიდე?-მორიდებით ვკითხე -კი შვილო. ოღონდ რვეული დამიტოვე შეგიმოწმო. ისე ის ხისთავიანი სად აგდია შენი მეწყვილე? -საბაზე ამბობთ?-ღიმილით შევუნრუნე კითხვა -ხო აბა ვინაა ხისთავიანი მეწყვილე-გაიცინა მასწმაც -მას გუშინ დავურეკე და ესე თქვა კარს გავეჯახე და დამილურჯდა სახე ესე გარეთ ვერ გამოვალო.-ჩამოვურაკრაკე საბას შეთხზული ზღაპარი -ჰო მაგ კიდე რა ვერ გ დაეჩვია ტყუილებს-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მასწმა -დღეს გავუვლი მასწ და ვკითხავ თუ მოვა შემდეგზე -საბა ვინაა?-გავიგე ბოხი ხმა და კიდევ ერთხელ შემეშინდა.. სულ აღარ მახსოვდა მისი ოთახში ყოდფნა -ელენეს მეწყვილეა. ნუ მეგობრები არიან და ერთად დავსვი-თვალი ჩამიკრა ნელიმ. მის ნათქვამზე გავწითლდი -კარგით რა მას-უკმაყოფილოდ ვუთხარი და საბოლოოდ შევაგროვე ჩემი ნივთები. ღიმილით დავემშვიდობე მასწს და სახლი დავტოვე. ვიცი რომ საბას მოვწონვარ ისე როგორც გოგო მაგრამ მე როგორც ძმას ისე ვუყურებ და მან ეს მშვენივრად იცის. -ღამე სიარული ქუჩაში ძალიან საშიშია თან მარტო-გვერდით ამომიდგა ნაცნობი სხეული. გაკვირვებულმა გავხედე უცნობს და გზა უხმოდ გავაგრძელე -გავიგე კარგი გოგო ყოფილხარ,ყოჩაღი,ჭკვიანი-ჩამოარაკრაკა მან. -მერე შენ რა?-უკმეხად ვუთხარი ჩემს ქუჩაზე შევუხვუე. -მერე ის რომ ჩენთან ყელსაბამი დაგრჩა.-ხელში ააკონწიალა ჩემი უსაყვარლესი ყეკსაბაბი. ინსტიქტურად წავიღე გულისგენ ხელი მაგრამ ყელსაბამი რომ ვერ შევამჩნიე სახე მომექუფრა -მადლობა. დამიბრუნებ?-აწითლებულნა ვკითხე და ხელი ყელსაბამისკებ წავიღე. -მე ვიპოვე და უკვე ჩემია-ამაყად მითხრა. -მაგრამ ის ჩემია და ვალდებული ხართ დამიბრუნოთ-ნაწყენმა ვთვქვი. -არა. ის უკვე..-საუბრის დამთავრება არ აცადა ისე აბზუილდა ჩემი ტელეფონი. ეკრანზე საბას ნომერს რომ დავხედე წამიერად სახე გამინათდა. -ხო-ვუპასუხე და უცნობისგან ცოტა მოშორებით დავდექი. -ჩემი სიხარული რას შვება? -მკითხა თბილად -სახლში მივდივარ. არ გამოხვალ? თუ კარებს მწარედ დაეჯახე?-ღიმილით ვკითხე. -მიდი სახლში და მეც მოვალ. გაკოცე-ჩამყვირა და გამითიშა -ბოდიში, რო არ მეპასუხა არ გამოდიოდა-ვთქვი უცნობის მისანართით და მზერა ჩემი კულონისკენ გამექცა -შეყვარებული იყო?-მკითხა. -იცით ჯობიათ ჩემი საკუთრება დამიბეუნოთ და სახლში დაბრუნდეთ.-თქვაზიანად ვუთხარი -ყელსაბამს შემდეგ გაკვეთილზე დაგიბრუნებ, კარგად. ისე დათო მქვია-დამემშვიდობა დათო და სწრაფად შებრუბდა უკან იმ გზას გაუყვა რომლითაც მოვედით. სწრაფად ავირბინე სახლში. როგორც კი საბას სმსი მომივიდა რომ უკვე სადარბაზოსთან იყო დედა გავაფრთხილე და სწრაფად გავვარდი გარეთ. -ესე თუ გეჩქარებოდა ჩემი ნახვა აქამდე მოვიდოდი-სიცილით ჩამიკრა გულში -აუ დღეს უნდა მოსულიყავი. მასწს სტუმრები ყავდა და მარტო ვერ დავითანხმე რომ გამოვეშვი. შენ დაითანხმებდი ან კარგად გავერთობოდით-უკმაყოფილო მოვშორდი -შენ ისე გიყვარვარ სულ ჩემს გვერდით გინდა ხო?-სიცილით ჩაილაპარაკა და ჩემს აწითლებულ ლოყებზე უფრო გაეცინა -დამცინი ხო? დღეს რო არ წამოხვედი ნელისთან ყელსაბამი დამრჩა შენი ნაჩუქარი და ნელის შვილი აღარ მიბრუნებს. მგონი მოვეწონე-ვცადე მეეჭვიანებინა მაგრამ შენც არ მიმიკვდე -სამაგიეროდ ნინიკოს ვუთხარი რო მომწონს და ერთად ვართ-კმაყოფილმა მითხრა. სიმწრისგან გავუღიმე და სახეზე რომ არაფერი შეემჩნია თავი ისევ გულზე მივადე. -მაშინ პრობლემა არ გექნება ხო სხვა ყელსაბამი რომ გავიკეთო?-ცოტა ნაწყენი ტონით ვუპასუხე -იმ ყელსაბამს დაგიბრუნებს და ის გაიკეთე-მიბრძანა და თავზე მაკოცა -კარგი წავედი ხვალე ვერა და ზედ ალბათ ნელისთან შევხვდებით-სწრაფად ვაკოცე ლოყაზე და არც დავლოდებივარ პასუხს ისე ავვარდი კიბეებზე. გზაში შემომიტია ეჭვიანობამ ნინიკოს მიმართ და სანამ სახლში ავიდოდი თვალები ცრემლებით ამევსო. ანუ ის მოწონს. მეც დათო მომეწონება ან სხვა ვიღაც და იმას გავამწარებ. ადრე არავინ მოსწონდა ეგრე მიძახდა ჩემი ერთადერთი ხარო. ეხლა ალბათ გადაუარა. მეც კარგი სულელი ვარ რა! ყველაფერი ამ დებილური ლაქის ბრალია. სწრაფად წავიშორე და უკვე ყელში ამოსული მუქი ლურჯი წავისვი. ტირილით დავემხე ლოგინზე და ვეცადე ძაან ხმამაღლაც არ ნეტირა. ოთახის კარი მამამ რომ შემოაღო მაშინ ვინატრე მიწა გამსკდომოდა -რა გჭირს მამი?-მკითხა თბილად -მე მეგონა ძმად მივიჩნევდი. დღეს კიდევ რომ მითხრა ნინის სიყვარული ავუხსენი და ერთად ვართო ეჭვიანობით მოვკვდი მა-გული გადავუშალე და სწრაფად მოვხვიე ხელები -ჩემი პატარა გოგო შეყვარებულია?-ღიმილით მკითხა მან. -არვიცი.-თავი გავაქნიე -ნუ ტირი მა. დაწყნარდი. დაიძინე ეხლა და იმ ბიჭზე ხვალ ვილაპარაკოთ-მითხრა და შუბლზე მაკოცა. სანამ არ დამეძინა იქ იყო. დილას მაღვიძარამ გამაღვიძა. სკოლაში წავედი. რათქმაუნდა საბა ვერ ვნახე. სხვა სკოლაში სწავლობს. საღამოს კი მომწერა ჩამოდი დაბლა ვარო მაგრამ მივწერე ჩემს ნახვას ნინიკო ნახე ის არ გირჩევნიათქო? ხოდა კაიო და წავიდა დეგენერატი. ხუთშაბათი იყო მათემატიკაზე საბამ რომ მომასწრო მისვლა. ამჯერად მარტო ნელი იყო სახლში.საბა მხოლოდ მოვიკითხე და წიგნში ჩავრგე თავი რომ მასზე წყენა დამემალა. კარზე ზარი იყო და სანამ ნელიკო გავიდა საბა ჩემს გვერდით სკამზე სწრაფად გადმოჯდა. -აუ რატო მებუტები ელე?-თბილად მკითხა და ხელი მომხვია -არგებუტები. მიდი სამეცადინო გვაქვს რა-დავიწუწუნე და სწრაფად გავითავისუდლე მისი მკლავებიდან თავი -საბა რაგითხარი მანდ ნუ ჯდებიმეთქი?-თქვა მასწმა წარბაწეულმა და საბას გახედა.მე კი მის უკან მდგარ დათოს მივაშტერდი -აბა მას გამებუტა ნახეთ როგორი სახით ზის რა-უკმაყოფილოდ ადგა და თავის ადგილზე დაბრუნდა -არგაგებუტე-მკაცრად ვუთხარი და მაგალითის. წერა გავაგრძელე -ელენე ყელსაბამი მოგიტანე-ამოიღო ბოლოს და ბოლოს ხმა დათომ -ამას მიეცი ამისაა-ხელი საბასკენ გავიშვირე. -და ნელი მასწ კიდევ ეს იძახის გაბუტული და ნაწყენი არ ვარო? 10 თვეა ვაჩუქე და დაგინახიათ მოუხსნია ოდესმე კისრისან?-ამოიღრინა საბამ -კარგით მიდით იმეცადინეთ და მაგ გაკვეთილის მერე გაარკვიეთ. მიდი დათო მიეცი ყელსაბამი ელეს.-თქვა ნელიმ. დათომაც ყელსაბამი მომცა მაგრამ არ გამიკეთებია. იქვე მაგიდაზე დავდე და მეცადინეობა განვაგრძე. ვგრძნობდი როგორი გაბრაზებული მიყურებდა საბა მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. გაკვეთილი დამთავრდა თუარა საბას უხმოდ დავუბრუნე ყელსაბამი და კარებში პირველი გავედი. დათო გამომეკისა გაგაცილებო არ მითქვამს უარი. სასიამოვნო მოსაუბრე იყო დათო. ერთმანეთს გავუგეთ. სადარბაზოსთან დავენშვიდობე და სადარბაზოში უნდა შევსულიყავი ვიღაცან რომ ხელი დანავლო და გვერდით განათერია. -რამოხდა? -გაბრაზებულმა მკითხა საბამ -არაფერი.-თავი დავხარე და ვიგრძენი ტყუილისას ლოყები როგორ გამიწითლდა -დათო მოგწონს და ჩემს ჩამოშრებას ცდილობ? -კბილებში გამოცრა და ხელი მაგრად მომიჭირა ხელზე. თვალები ამეწვა, მალევე გადმომცვივდა ცრემლები. იმედი მქონდა რომ ვერ შემამჩნევდა სწრაფად მიშვა ხელზე ხელი და ცრემლები მომწმინდა. -რატო ტირი?-მკითხა თბილად. -დათო რომ არ მომწონს მიტომ ვცდილობ შენთან ჩამიშორებას-ჩავიდუდღუნე და გვერდით გავიხედე. -ვერგავიგე-ღიმილით მკითხა და ხელი მომაშორა -სახლში უნდა შევიდე-ამოვღერღე და სადარბაზოსკენ წავედი -ნინიკოზე იეჭვიანე?-მკითხა და მისკებ მიმაბრუნა -არა. არ მიეჭვიანია-ვიცრუე და მაშინვე ამიწითლდა ლოყები-ხომ იცი როგორც ძმას ისე გიყურებ -ელე, 1 წელია გიცნობ მაგრამ უკვე ისე კარგად გიცნობ ჩემს თავს არ ვიცნობ ისე..ვის ატყუებ? ლოყები მაინც არ გიწითლდებოდეს-თბილად ჩაილაპარაკა. -არგატყუებ. გეჩვენება ლოყები არ მაქვს აწითლებული-სწრაფად დავიძვრინე თავი და სადარბაზოსკენ გავიქეცი. არ გამომკიდებია. გვიან ღამე იყო უკვე 3 საათი. ვმეცადინეობდი და ფატვირთუპი ლაპარასკევითვის ვემზადენოდი ჩემს ტელეფონზე რომ სმს მოვიდა. გავხსენი საბა იყო *გარეთ გამოიხედე* მხოლოს ეს ეწერა. სწრაფად გავიხედე ფანჯრისან. საბა იდგა ძირს ვარდების თაიგულით ხელში და სანთლებით პატარა გული დაეხატა მის წინ. სწრაფად ამოიღო ტელეფონი და მესიჯი დაწერა. მეც უნებურად ტელეფონზე მოსული სმს გავხსენი. *ეხლა რო მეყვირა მთელი სამეზბლო ჩამქოლავდა. რომ მემღერა კიდევ ალბათ საფლავს ჩემი ხელით გამათხრევინებდნენ* ეწერა სმსში. ბედნიერს გამეღიმა მაგრამ მალევე მომექუფრა სახე ნინიკოს გახსენებაზე. ჩუმათ გავედი სახლიდან და ეზოში ჩავედი. პირდაპირ საბასთან მივედი -და ნინიკო შენი შეყვარებული არაა?-ვიკითხე და თვალები ცრენლებით ამევსო -ხომ გეუბნებოდი რომ ჩემი ერთადერთი და სულელი ხარ შენ-სწრაფად ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. -მოგატყუე და ეგრევე მივხვდი რომ იეჭვიანე. თან მეორე საღამოს რომ ჩახუტების გარეშე დამტოვე და დღესაც ამაღამ უნდა ავინაზღაურო.-მკაცრად თქვა და გააზრება ვერ მოვასწარი რომ უკვე ჩემს ბაგეებს ეხებოდა მისი მარწყვივიყ ტუჩები, ნაზად მკოხნოდა. ლოყები ამიხურდა და თვალის გასწორებას ვეღარ ვახერხებდი საბასთვის კოცნის შემდეგ -აუ რა მორცხვი ხარ-სიცილით ჩაილაპარაკა და ჩამეხუტა. მალევე ყელზე ცივის შეხება რომ ვიგრძენი თვალები გაოხებულმა ვჭყიტე. -არ გაბედო და მეორედ მოიხსნა!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.